WESTSIDE DANCERS- 9121
მოცეკვავეების ჯგუფი west side dancers სულ რამდენიმე თვეა არსებობს. ერთმანეთი ზაფხულში, ბათუმის ბულვარში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე გაიცნეს და მას შემდეგ გადაწყვიტეს ჯგუფად ჩამოყალიბება. სახელიც ბათუმის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე შეარჩიეს.
პირველი ტურის შესარჩევ კონკურსზე არასრული შემადგენლობით გამოვიდნენ გოგოების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამაც მთლიანად შეცვალა ცეკვა და კასტინგზე ჩვენ ვიხილეთ სულ 2-3 დღის დადგმული ნომერი! ამჯერად west side dancers-ი სრული შემადგენლობით წარსდგება მაყურებლის წინაშე – 4 ბიჭი და 3 გოგონა.
კვირაში რამდენჯერმე იკრიბებიან და საათების მანძილზე ვარჯიშობენ. ნიჭიერის ნახევარფინალისთვის მომზადებულმა ნომერმა საბოლოო სახე სულ 2 კვირის წინ მიიღო, რადგან ყოველი ვარჯიშის დროს ახალ-ახალ მოძრაობებს ამატებდნენ.
გულშემატკივრობენ პარკურს და მარიამ კახელიშვილს.
მხარი დაუჭირეთ west side dancers-ს! დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9121. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91215


კომენტარები