ვერკა და გიორგი- 9128
ვერკა და გიორგი უკვე მესამე წელია, რაც ერთად ცეკვავენ. ისინი ბავშვობიდან მეგობრობენ – ჭიათურაში, მშობლიურ ქალაქში მეზობლები იყვნენ, ცეკვაზეც ერთად დადიოდნენ, სხვადასხვა ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას.
ახლა ისინი სტუდენტები არიან და თბილისში სწავლობენ. პარალელურად სისტემატურად ვარჯიშობენ, თუმცა სარეპეტიციო დარბაზი არ აქვთ, ამიტომ ძალიან ცუდ პირობებში უხდებათ ვარჯიში. ვერკა და გიორგი ერთმანეთს უთავსებენ სწავლას, ცეკვას და სამსახურს, რაც საკმაოდ რთულია მათთვის.
ქორეოგრაფი არ ჰყავთ, ცეკვა თავიდან ბოლომდე მათი დადგმულია. ”ნიჭიერი”-ს სხვა ამ ჟანრში მოცეკვავე წყვილებისგან ვერკა და გიორგი იმით გამოირჩევიან, რომ ისინი ცეკვაში დებენ შინაარსს, რაც უფრო სანახაობრივს ხდის მათ გამოსვლებს.
გარდა იმისა, რომ ქორეოგრაფია მათია, როგორც აღმოჩნდა, საკუთარი თავის სტილისტებიც და დიზაინერებიც თავად არიან! პირველ ტურში, ვერკას თავის ხელით შეკერილი კაბა ეცვა, ვერკას ვარცხნილობა კი გიორგის ნახელავი იყო! :)
მათი თქმით, მთელი ჭიათურა ჩართულია “ნიჭიერი”-ს ნახევარფინალისთვის მზადებაში – მათ შესახებ საუბრობენ ადგილობრივი ტელევიზიით, ქალაქში გაკრულია მათი მხარდამჭერი ბანერები. “ჩვენ ჭიათურის იმედი გვაქვს”, – ამბობენ გიორგი და ვერკა.
ყველაზე ნიჭიერ კონკურსანტებად მიიჩნევენ next level-ს და გულნაზი გოლეთიანს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ნიჭიერის მონაწილე სხვა ლათინო-ამერიკული ცეკვების შემსრულებლებს ისინი კონკურენტებად არ თვლიან და დარწმუნებულები არიან, როდესმე თუ მიეცემათ საშუალება მათთან ერთად დადგნენ სცენაზე, აშკარად შესამჩნევი გახდება მათი უპირატესობა :)
“რესპოდენტობის ხარჯზე არ უნდა შეფასდეს ცეკვა. რადგან ჩვენ არ გვითქვამს, რომ “ბუდე არ გვაქვს” და არც სიყვარული გვაკავშირებს, ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ ჩვენი გამოსვლა საუკეთესო იყოს!“- ამბობენ ვერკა და გიორგი.
უგულშემატკივრეთ ვერკას და გიორგის, დაამესიჯეთ ან დარეკეთ ნომერზე 9128!
მათი ვიდეო:


კომენტარები
Powered by Facebook Comments