10 April

ტრივია №8 – პასუხები

ჩვენ უკვე გვყავს ათი გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ მოსაწვევებს ორშაბათს, “ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალური კონცერტისთვის.

გამარჯვებულები ცოტა მოგვიანებით  გამოცხადდებიან, მანამდე კი ტრივიას პასუხებს გთავაზობთ:

1. რამდენი სიმღერა აქვს დაწერილი ანი პავლიაშვილს?

71 სიმღერა

2. ვისი სიმღერა შეასრულეს მამა-შვილმა ღამბაშიძეებმა ნიჭიერის ნახევარფინალში?

Louis Armstrong-ის და Barbra Streisand-ის დუეტი


3. გაიხსენეთ ნიჭიერის მონაწილე მოცეკვავე გოგონა, რომელმაც სპეციალურად კასტინგისთვის შეიძინა სამუხლეები, მაგრამ გამოყენება არ დასცალდა.

ვერიკო გოჩიტაშვილი


4. რა ნიჭითაა დაჯილდოებული თელაველი ლუდვიგ სხირტლაძე?

ფრინველების ენაზე ლაპარაკით

5. საიდან არის ნახევარფინალისტი ჯგუფი “ფანტაზია”?

სამტრედიიდან


6. რა პროფესიისაა ალა პუგაჩოვას მოტრფიალე ნატა მესხი?

ჟურნალისტი

7.რატომ გადაწყვიტა ავთანდილ ნაცარაშვილმა გიტარის შესწავლა?

მიაჩნია, რომ უფრო ტემპერამენტიანია სხვა ინსტრუმენტებთან შედარებით.


8. გადავიდა თუ არა ნახევარფინალში ნიჭიერის მონაწილე ზურა კვარაცხელია?

არა


9. ვინ არის რუსთაველი მომღერალი, კომპოზიტორი და დიჯეი, რომელსაც ბლოკავენ?

თორნიკე ოქრიაშვილი


10. რამდენი წლისაა ყველაზე ძლიერი ყურების მქონე თედო ულუნბელაშვილი?

32 წლის



კომენტარები

კომენტარი

Powered by Facebook Comments

კომენტარის დამატება

You must be logged in to post a comment.