15 April

ტრივია №9

ჩვენს ბლოგზე კვლავ ტრივიას დროა – გთავაზობთ 10 შეკითხვას, რომელზე პასუხითაც თქვენ შეგიძლიათ ნიჭიერის მეხუთე ნახევარფინალური კონცერტის მოსაწვევები მიიღოთ!

პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას, მიიღებს 2-2 მოსაწვევს “ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალურ კონცერტზე დასასწრებად! კონცერტებზე ბილეთები არ იყიდება, დასწრება ხდება მხოლოდ მოსაწვევებით.

კითხვები:

1. დაასახელეთ 3 ტყუპი, რომლებიც მოხვდნენ “ნიჭიერის” ნახევარფინალში.

2. სულ რამდენი ნომერი აქვს მომზადებული ვასილ ხაჩიძეს?

3. რამდენი გოგონა ცეკვავს ჯგუფ “ფანტაზიაში”?

4. ვისი სიმღერა შეასრულეს ნახევარფინალში  ბაბიმ და მარიმ?

5. რამდენი მოცეკვავე დაემატა თამარ კურდღელიას ნახევარფინალის ნომრისას?

6. ვინ დაამზადა ელენე ჩიხლაძის შანდალი?

7. რამდენი ხანია, რაც ილია მამაგულაშვილი და ჯგუფი მოზაიკა ჯექსონის ცეკვებზე მუშაობენ?

8. რამდენი წლისაა ნიჭიერის ყველაზე პატარა პარკურისტი?

9. საიდან არიან ნიჭიერის ნახევარფინალისტები, ვერკა და გიორგი?

10. რა მიუტანა საჩუქრად დათო რობაქიძემ ჟიურის წევრებს?

კითხვებზე პასუხები უნდა გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მეილში პასუხებთან ერთად აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

V ნახევარფინალზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებს პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ათივე შეკითხვას.

სწორი პასუხები დაიდება ხვალ, პარასკევს. ხოლო გამარჯვებულები გამოცხადდებიან შაბათს.

კომენტარები

კომენტარი

Powered by Facebook Comments

კომენტარის დამატება

You must be logged in to post a comment.