8 April

ტრივია №8

ხუთშაბათი – ტრივიას დღე ბლოგზე. ვისაც გაუმარჯვია და მოსაწვევები მიუღია – დამეთანხმებიან, დარბაზში ბევრად უფრო სახალისოა “ნიჭიერის” კონცერტის ნახვა, ვიდრე ტელეეკრანთან.

პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას, მიიღებს 2-2 მოსაწვევს “ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალურ კონცერტზე დასასწრებად! კონცერტებზე ბილეთები არ იყიდება, დასწრება ხდება მხოლოდ მოსაწვევებით.

კითხვები:

1. რამდენი სიმღერა აქვს დაწერილი ანი პავლიაშვილს?

2. ვისი სიმღერა შეასრულეს მამა-შვილმა ღამბაშიძეებმა ნიჭიერის ნახევარფინალში?

3. გაიხსენეთ ნიჭიერის მონაწილე მოცეკვავე გოგონა, რომელმაც სპეციალურად კასტინგისთვის შეიძინა სამუხლეები, მაგრამ გამოყენება არ დასცალდა.

4. რა ნიჭითაა დაჯილდოებული თელაველი ლუდვიგ სხირტლაძე?

5. საიდან არის ნახევარფინალისტი ჯგუფი “ფანტაზია”?

6. რა პროფესიისაა ალა პუგაჩოვას მოტრფიალე ნატა მესხი?

7. რატომ გადაწყვიტა ავთანდილ ნაცარაშვილმა გიტარის შესწავლა?

8. გადავიდა თუ არა ნახევარფინალში ნიჭიერის მონაწილე ზურა კვარაცხელია?

9. ვინ არის რუსთაველი მომღერალი, კომპოზიტორი და დიჯეი, რომელსაც ბლოკავენ?

10. რამდენი წლისაა ყველაზე ძლიერი ყურების მქონე თედო ულუნბელაშვილი?

კითხვებზე პასუხები უნდა გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მეილში პასუხებთან ერთად აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

IV ნახევარფინალზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებს პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ათივე შეკითხვას.

სწორი პასუხები დაიდება ხვალ, პარასკევს. ხოლო გამარჯვებულები გამოცხადდებიან შაბათს.

კომენტარები

კომენტარი

Powered by Facebook Comments

კომენტარის დამატება

You must be logged in to post a comment.