ტრივია №7
ხუთშაბათი – დილიდან უამრავი წერილი, უამრავი კითხვა, თუ როდის, ზუსტად რომელ საათზე დაიდება ტრივია, რომ მსურველებმა არ გამოტოვონ, მიიღონ მონაწილეობა და მოიგონ “ნიჭიერის” ნახევარფინალის მოსაწვევები.
და აი, ტრივიას დადების დროც დადგა.
პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას, მიიღებს 2-2 მოსაწვევს “ნიჭიერის” მესამე ნახევარფინალურ კონცერტზე დასასწრებად! კონცერტებზე ბილეთები არ იყიდება, დასწრება ხდება მხოლოდ მოსაწვევებით.
კითხვები:
1. დაასახელეთ ნახევარფინალში გადასული სამი სამეჯლისო მოცეკვავე წყვილი.
2. რა კარტი ეჭირა ნიკა მემანიშვილს ავთო გოგეშვილის ფოკუსისას ფოტოზე?
3. რა სიმღერა შეასრულა ნიჭიერის ფინალისტმა ლევან შავაძემ ნახევარფინალში?
4. დაასახელეთ ორი მამა-შვილი, რომლებიც გამოვიდნენ ნიჭიერის II ნახევარფინალურ კონცერტზე.
5. სად მუშაობს ნინო ჯავახიშვილი?
6. საიდან არის ნიჭიერის მონაწილე მარიამ გუჯაბიძე?
7. რა ნივთი დამალა ვანიკომ ყუთში, რომელიც უნდა ეპოვა დოქტორ ბუნას?
8. რამდენი ხანია რაც არსებობს ჯგუფი “შუშა”?
9. რამდენი წლისაა ნიჭიერის ნახევარფინალისტი, ხათუნა მეგრელიშვილი?
10. შეგიძლიათ გაიხსენით 3 ნომერი ნიჭიერში, სადაც ფაუნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ?
* * *

კომენტარები
Powered by Facebook Comments