მეგობრების ტრიო
მეგობრების ტრიო ორშაბათის შემდეგ ერთ-ერთი ფავორიტია ”ნიჭიერის” ახალი მონაწილეებიდან. მათ დიდი მოწონება დაიმსახურეს როგორც ჟიურის, ისე მაყურებლის მხრიდან. უკვე პოპულარულობაც მოიპოვეს – იღბლიან ბორბალში, პროექტის დაბადების დღეზე იქნებიან სტუმრად და შეასრულებენ თავიანთ რეპერტუარს.
ნიჭიერის ბლოგმა სწორედ ამ ჩაწერის დროს “იხელთა დრო” და გადავწყვიტეთ, მათ შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიგვეცა ბლოგის მკითხველისთვის.
ტრიო ერთად წელიწადნახევარია მოღვაწეობს, თუმცა, ისინი საბავშვო ბაღიდან იცნობენ ერთმანეთს და მეგობრობენ ბავშვობიდან.
მათი მუსიკალური გამოცდილებაც თითქმის ამ ასაკიდან იწყება – ერისიონშიც მღეროდნენ. სხვათაშორის, საინტერესო ფაქტი ერთ-ერთი წევრის, გიორგი ცხადაძის შესახებ: ალბათ, ყველას გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ყველასთვის საყვარელი და საამაყო კლიპის, ქართული ლეგენდის გმირებიდან პატარა ბიჭი სწორედ ის არის:))
ლადო დონღვანს და გიორგი გოგოლაურს კი დუეტის გამოცდილებაც აქვთ. საკუთარი რეპერტუარის შედგენაზეც ერთად მუშაობენ – ლადო კომპოზიტორია, გიორგი კი ტექსტს ამუშავებს.
ჯგუფად ჩამოყალიბების შემდეგ სახელი არ შეურჩევიათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ნიჭიერში ”მეგობრების ტრიოდ” გაიცნო ყველამ.
სცენაზე 12 მუსიკალური ინსტრუმენტით გამოვიდნენ. ესენი იყო:
- ფანდური (3 ცალი)
- გიტარა
- ბას-ფანდური
- ჭუნირი
- შეიკერი
- კახონი
- ჯემბე
- დოლი
- ჭიპონი
ამ ინსტრუმენტებიდან, ლადო ყველა მათგანზე უკრავს. დანარჩენები 2-3-ით ნაკლებს მაინც ფლობენ, თუმცა ”გაჭირვების ჟამს” არც დანარჩენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე გაუჭირდებათ დაკვრა : )
რაც შეეხება რეპერტუარს, ნიჭიერისთვის პოპური ერთად შეადგინეს სხვადასხვა ქართული და უცხოური ჰიტებიდან. ძირითადად ფოლკლორს ასრულებენ, თუმცა, ზოგჯერ თანამედროვე ელემენტებს ამატებენ.
საკუთარი კომპოზიციებიდან ნაწილი უკვე სტუდიაში აქვთ ჩაწერილი, მაგალითად: ”გულსატრფიალო”, ”სამშობლო”, ”მოძახილი”…მათი სიმღერები საკმაოდ ბევრმა მომხმარებელმა ნახა უკვე და ეს რიცხვი მატულობს. ნამუშევრების ნაწილი კი ელოდება გამოქვეყნებას.
უნდა აღინიშნოს, რომ შარშან ჩვენი სპონსორის, საქართველოს ბანკის კონკურსში ”ინტერნეტნიჭიერი” მათ მესამე ადგილი დაიკავეს:
მოხარულები არიან იმის გამო, რომ ჟიურის და მაყურებლის კარგი შეფასება დაიმსახურეს, ასევე, ინტერნეტ მომხმარებელიც კარგად არის მათ მიმართ განწყობილი და დიდი იმედი აქვთ, რომ ნახევარფინალში გადასვლის შემთხვევაში, კიდევ უფრო კარგად წარსდგებიან სცენაზე. შემდეგ ტურში კიდევ რამდენიმე ინსტრუმენტის დამატებას აპირებენ, რაც მეტ მრავალფეროვნებას განაპირობებს.
მომავალში, ნიჭიერის შემდეგ მოღვაწეობის გაგრძელებას აუცილებლად აპირებენ.









კარგია :) ეგრე გააგრძელეს :)
<3 გენაცვალეთ…. ჩემი ფავორტებიიი…..
ბრავო ძალიან ვამაყობ რომ საქართველოში ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები იზრდებიან იმედია ყველა თქვენ დაგიდგებათ გვერდში და დაგეხმარებიან გამარჯვებაში
ძალიაან კარგები ხართ,წარმატებებს გისურვებთ.<3<3<3
მაგრები ხააართ
მაგრები ხართ ძაან <3<3<3და საყვარლებიKKK