15 თებერვალი, მესამე გადაცემა
თინი, ბლოგერი tiny.ge-დან
ესეც ჩვენი მესამე გადაცემა, რომელსაც მთელი ერთი კვირა ინტერესით ველოდებოდით… 15 თებერვლის “ნიჭიერში” ნამდვილად ჭარბობდა საცეკვაო და აკრობატული ნომრები, რის გამოც, მართალი გითხრათ ძალიან დავიტანჯე screenshot-ების კეთებისას, მაგრამ – ღირდა! :)
გუშინდელი გადაცემის “ტკბილ ლუკმებს” ბოლოსთვის მოვიტოვებ, იქამდე კი გავიხსენოთ:
როლიკებით მფრინავები, წითლებში გამოწყობილი მოცეკვავე წყვილი, რომელმაც მაიას და ნიკას ერთი და იგივე ფრაზა- “აშკარად შთაბეჭდილება მოახდინა” ათქმევინა, გეგასგან განსხვავებით… პატარა მედოლე, რომელმაც მაიასაც მოანდომა დოლზე დაკვრა (კიდევ კარგი დოლის ფუნქცია წითელმა ღილაკმა არ შეასრულა!) და არმანი, რომელსაც “ტუფლი, ტუფლი ზაბილ”!
ალბათ მიხოს და მაროს “დისკო ტანცო” ყველას დაგამახსოვრდათ, ჟიურის და დარბაზის არ იყოს, მეც ძალიან გავხალისდი მათი ყურებისას! იმდენად გავერთეთ, რომ “კი”
“დღეს მოვედი იმიტომ, რომ ყურებიდან სიგარეტის კვამლი გამოვუშვა!”
რას იზაავ? – თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და გეგამ!:D ტერმინი “ყურებიდან ბოლს უშვებს”, ჩემთვის და ალბათ, თქვენთვისაც – გაბრაზებასთან ასოცირდებოდა აქამდე, მაგრამ ამიერიდან ცოტა დავეჭვდები ხოლმე, სანამ კონტექსტს კარგად არ ამიხსნიან! რა დავამატო? გეგას მიერ დიაგნოზი დასმულია – მეც მგონია, რომ ნახვრეტების მდებარეობაში შეცდომას აქვს ადგილი! :D
“გველესიანი გახლავართ გვარად,სახელი გივი მქვია..”
“87-ე წელში გადავდგი ფეხი,გლოცავდესთ ღმერთი!”
ეს იმ საყვარელი ბაბუს სიტყვებია, რომელის გამოსვლასაც რამდენჯერაც ვუყურე, იმდენჯერ ცრემლები წამომივიდა. მას უნდოდა ახალგაზრდობა გაეხსენებინა.. და თავისი სიმღერა მეუღლეს მიუძღვნა. ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა ჟიურის ქცევა! დარბაზისაც, სხვათაშორის. მართალია მაიამ დაარეგულირა დარბაზში სიტუაცია, თორემ სტვენები მესმოდა თავიდან, მაგრამ რაც მთავარია, კარგად ჩაიარა და ძალიან თბილად გააცილეს მოხუცი.
ალბათ ნიჭიერის ისტორიაში ყველაზე უარყოფითი მონაწილე, რომლის გამოსვლამაც მართლა დამთრგუნა! მეგრული არ მესმის, მაგრამ სახეზე რომ შევხედე ამ წყევლის წარმოთქმის დროს, კინაღამ გავგიჟდი.. მოკლედ, ეს მედეას და აიეტის დატესტილი წყევლა ძალიან არ მომეწონა და დამთრგუნა. იმდენად დამთრგუნა, რომ მეგონა აღარაფერი აღარ მომეწონებოდა მთელი გადაცემის მანძილზე..
თანაც, თქვენც კარგად გახსოვთ წყევლას რომ წარუმატებელი ილუზიონისტები მოყვნენ – “თავის დაწვის ნომერის” შემომთავაზებლები და ისეთებიც, ვინც “ამ თაობას მტრედებით ვერ გააოცებდა“.. მაგრამ ამ დროს გამოჩნდა დაბნეული და ძალიან საყვარელი დათო რობაქიძე, რომლის კარტებით მანიპულირება, საბედნიეროდ პირადად მაქვს ნანახი და თუ რამე არსებობს “სახტად დარჩენის” სინონიმი, შეგიძლიათ ყველაფერი გაიფიქროთ იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ასე მოხდა მისი შესაძლებლობების ნახვისას!
შემდეგ იყო წყვილი, რომელიც გამოტეხვისთანავე, რომ “მათ შორის ცეკვის გარდა რამე ხდება და ეს რამე კი არა, თვით საოცრებაა” მაიას გადააბარა გეგამ. იქვე, ცოტა “წაუპროფილეს” და მერე ისე იცეკვეს, თიკას დავეთანხმები და “აი თურმე, რატომ გადადეს ქორწილი!”
წყვილს მოჰყვა “პროფესიით ჟურნალისტი, მოწოდებით მუსიკოსი” ნატა მესხი, რომელშიც ნიკამ მართალია ქარიზმა დაინახა, მაგრამ გეგას და მაიას დაჟინებული მოთხოვნით შემდეგ ტურში ვერ გადავიდა. შემდეგ პატარა სვანი კომპოზიტორი, რომელიც “ვერ გადასულების” რიგს შეუერთდა ისევე, როგორც “მაია წყნეთელის, ჩემო ტკბილოს და რაცხა იმფერების” შემსრულებლები. ასევე გამომჟღავნდა ვანიკოს ტალანტები, რომელმაც უწყვილოდ დარჩენილ გოგონასთან იცეკვა (მართლა მაგრად:D).
შემდეგი საინტერესო მონაწილე იყო “ხელ-ფეხ მოქნილი” ადამიანი, რომელმაც ვანიკოს კითხვაზე- რა უნდა გააკეთოთ სცენაზეო, დაუბნევლად უპასუხა- “კანიაკი უნდა დავლიო..ვისაუზმებ და გამოვალ”. გავოგნდი..ასანთი რომ აანთო, განსაკუთრებით მაგაზე… და მიუხედავად იმისა, რომ გეგა
..ნიკას და მაიას დანიჟებული მოთხოვნით 72 წლის ვაჟა ნატროშვილი მეორე ტურშია:)
ჩემს ფავორიტებზე გადავიდეთ:
დათო რობაქიძე
ელენე და ეკა თორიები
ჯგუფი შუშა:
პარკური:
და ბოლოს, ის რაც წესით პირველი უნდა მეთქვა, მაგრამ ბოლოსთვის შემოვინახე.. ის,რასაც ერთი კვირა ველოდით და ის, რასაც წინა პოსტზე 360 კომენტარი მოყვა ისე, რომ ჯერ არც იყვნენ სცენაზე გამოსულები.ეს არის
THE NEXT LEVEL
ვანიკოს მათი დანახვისთანავე “new style” გაახსენდა, რა თქმა უნდა.. ხოდა მოდი, ახლა ერთ “კულისების” ამბავს გეტყვით- ადრე, new style და next level იყო ერთი მთლიანი ჯგუფი. ცოტა ხნის შემდეგ გაიყვნენ და და ზოგი new style-ში წავიდა, ზოგიც next level-ში.. მათ ძალიან დიდი დრო აქვთ ერთად გატარებული და შესანიშნავად იცნობენ ერთმანეთის ტექნიკას და შესაძლებლობებს, აი სწორედ ამიტომ არის მათ ირგვლივ ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი..
მათი ცეკვის ეთერში გასვლის შემდეგ, next level-ის ლიდერს, ამიკოს ველაპარაკე შთაბეჭდილებების შესახებ და სიმართლე გითხრათ, ცოტა უკმაყოფილო იყო- ძალიან ბევრი კადრი იყო ამოღებული და შემოკლებული იყო ჩვენი გამოსვლაო..
აზრთა სხვადასხვაობა გრძელდება… ზოგი ამბობს next level-ი new style-სთან ვერ მივაო (ვერც თავიანთი მოტოთიო:D) ზოგი პირიქით ამბობს… მე კიდევ, უბრალოდ დავჯდები და დაველოდები ნახევარფინალებს, სადაც ალბათ უფრო კარგად გამოჩნდება ვის რა შეუძლია, თორემ ახლა, სიმართლე გითხრათ მიჭირს არჩევანის გაკეთება:)
ბონუსები next level-ის გულშემატკვირებს:
ფავორიტი კადრი ამ გადაცემიდან:
დააკვირდით მაიას ხელს:))
ასეთი იყო მესამე გადაცემა.. ახლა კი შემდეგ, მეოთხე გადაცემას ველოდებით…ანონსში ყველაზე მეტად დამაინტერესა ბიჭმა, რომელიც ძაღლის შიშით ეზოს კარს გადაახტა! მომავალ სამშაბათამდე:)























უბრალოდ :D:D:D:D:D
პარკური კი მაგარი იყო მაგრამ უკვეთესებიც მინახავს მაგალითად გივი :) … ისე ის კაცი მაგარს იწყევლება :D :D :D მტერსაც არ ვუსურვებ ეგეტ წყევლას :D ხო მართლა შუშა ისე რააა
დათო რობაქიძე ძაან მაგარია,შუშა არ დამევასა მაგარი და ის ბაბუ რას იწყევლებოდა :D
მარტო ამის გამო ღირდა წაკითხვა : )))))))))))
@ილია
:))
@ბიძინა
@დაჩი
შუშას სტრანნი სახელი აქვს, თორემ ისე არაუშავთ : ))))
@Landish
მაგ ფრაზის ქოფირაითი ქე გითხარი, ძაან ვიცინე გუშინ მაგაზე :D
შუშა ძალიან მაგარიააააააააააააააააააააააააააააააააააა
ბიძინა მე ვარ გივი და ვიყავი გასული. რაც მანდ გავაკეთეთ არაფერი ჩასვევს რაც ძლიერი იყო. კიდე მონტაჟი იყო გულის ამრევი საშინელება ადამიანი აზრზე ვერ გამოიტანდა რა ხდებოდა. და ბლოგერ ორი სიტყვა პარკურზეც დაგეწერა ;)
@გივი მაღრაძე
ჩემს ფავორიტებში ხართ და აღარ დავამატე აღარაფერი, რავიცი : ))
სხვა ბლოგერებსაც ხომ უნდა დავუტოვო სათქმელი :D
ენივეი, ახლა ვიტყვი- როგორც მემანიშვილმა თქვა, ასეთი მაღალი შოუ, იშვიათი სანახავია! :P
ზაან მაგარი იყო <3
*მაღალი შოუ კიარა, მაღალი დონის შოუ მინდოდა მეთქვა :D
ბავშვებო გუშინ არ მიყურებია და ხო არ იცით ეხლა სად ვნახო? აქ მეგონა რო ვუყურებდი მარა…
მითხარით რააა
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=15-02-2010%2022:05 – აი :))
ცალკეული ვიდეოები http://nichieri.ge/category/15-თებერვალი/- ამ კატეგორიაში ნახე. ჩამოსკროლე და :))
პარკური მაგარი იყოოოოოოო……… ვატო რა სიცოცხლეაააააა…….. გუშინ მივხვდდი, რომ მართლა მონტაჟის ბრალი იქნებოდა, ის რომ კარგად ვერ ვნახეთ ის ილეთები რასაც გივი და ვატო აკეთებენ. მე უკეთესებიც მინახავს მათი შესრულებით და გამიკვირდა ასეთი ხანმოკლე რომ იყო. არადა შეგიძლია 5 საათი უყურო პარკური ისეთი სპორტია :)
თინი როგორც ყოველთვის წარმატებით ართმევ თავს შენს პროფესიას, ბლოგერობას.. მშვენიერი პოსტი გამოგივიდააა :*
ბოლომდე აჩვენეთ ყველა ვიდეო რა არის ცოტ-ცოტა ხანს რო უშვებთ : (
აუ ის მოხუცი გადაეყვანათ გაუხარდებოდა მაინც :((((
ამ წყევლამ კიდე ჩაშალა მთელი გადაცემა, აღარაფერი მომწონდა მართლა =|
ის კაცი რომ იწყევლებოდა და სახეზე შევხედე საშინლად შემეშიდა…
გეფიცები ეხლაც ვერ გავუსწორე სურათშ თვალი.. რა საშინელებაა :|
აუ პარკური რა ხანმოკლე იყოოო:((( რატომაა ასეთი განსხვავება მონაწილეებს შორის? რაც კარგი სანახავი იყო ფაქტიურად არ გვაჩვენეს:(((( თან რაღაც მონტაჯიც ვერ იყოოო კარგი
me magalitad mixo da maroze vixalise aseti ram yvelgan ver naxav ai danarchenebi ki gadartet ucxour saitebze da naxavt sul titkmnis erti da igiveaaaa
დზველი კადრები რატო არ დევს ხალხო? რაიკო მოიპარავენ ა?იკნებ კიდე მინდა კურება
zura kureba tu ginda,,,, youtub eshi shedi an myvideo.ge da iq devs kvela video
მე მომეწონა პარკური,ელენე და ეკა თორიები და დეთო რობაქიძე
ძან მაგარი იკო პარკური და დავით რობაქიძე.
თაინი ანუ თინი.ge ისევ მოწოდების სიმაღლეზეა, სტაბილურად უკვე მესამე კვირა.
მაგარია პარკური მეც ამ სპორტს მივდევ და გივი ტუ სჰეგილია რომ მეც მასწავლო ილეთები
@ჰუმანისტი
@პურიტანი
დიდი მადლობა <3
მაგარია ძაან!
შუშას მე არ გადავიყვანდი შემდეგ ტურში ! :)
შუშა გასატეხია და გადასაგდები ეგ რა გრუპა არის
როგორ მაინტერესებს სხვა ადამიანიუ არ არის რომელიც ჯეკსონს ცეკვავს,, ნორმანულად,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, ილიას ნაირი არა
სად წავიდა ჩემი კომენტარი, ჟიურიმ რომ პარკურის სახელი არ იცის, ეგ ტეხავსთქო, რომ დავწერე??
ააა??!!
დადეთ ვანიკოს ცეკვა ჯაივიიიიიიიიიი გთხოოოვთ
@თინი
ჟურნალისტურ, შერლოკჰომსული პოსტი იყო :D
კარგია თინ!
ადრე, new style და next level იყო ერთი მთლიანი ჯგუფი <<<<<<<======== ar gamagijo.. ese ar iyo da arc iqneba arasdros! next leveli iyo new style-shi da im periodshi arc erti chventagani ar iyo jgupshi. da roca AMIKOM ZURAM DA IKAM miatova d.g. da jgupi new style sheiqmna axali! es aris simartle.
თინი
dzaliana gtxov cru informacias nu avrceleb..
next leveli iyo new style,, orive ertmanetze uaresii ,,,,,, erti kepavs meore ckutunebs
@Leonsio
მადლობა:))
@ნია new style
ცრუ ინფორმაციებს კიარა, რაც მითხრეს ის დავწერე მე :P ვინ ვისთან იყო რა მნიშვნელობა აქვს, ერთად ხომ იყვნენ და :D
არცერთი არაა ის, რაც უნდა იყოს… არ ვარგა ანუ :)
ნამდვილი ბრეიკერები დაიდოს! უტატა! უუტატატა!
ტინი თსუ-ს ფორუმი არ გყოფნის? :D
@მარიკო
any problem?:)
:D ნოუ დია
კარგია :D
ისა და, რომელი ფორუმელი ხარ?
ძაან გულში რომ ყავდი ჩაკონებული აი ის … :D
მე იმდენი მყავს გულში ჩაკონებული, ვერ გიცანი :D
Rebs wert To !!!!!!!! New Style da Leveli Arasdros Iyo ertad !!! Da vapsheta NEW STYLSHI VINC ARI EXLA EG AXALI SASTAVIA VAPSHE ;) DA XALXS NU ABOLEBT ;)
“ნექს ლეველი” და “შუშა” არ მომეწონაააა,
Arasdros ar yofila New Style da Next Level ertad!
ხედავთ რა ადვილია ეს დავწერო მაშინაც კი როცა არც ერთ და არც მეორე ჯგუფში არა ვარ. ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორ გავიგო ახლა მართლა ერთად იყვნენ თუ არა…
მარიამ კახელიშვილი უმაგრესი გოგონაა :* მაგას
New style- მიშა
aravin ar ityueba ra… N.S da N.L iyvnen ertad.. adre iyo erti jgufi da ubralod mere eg jgufi daishala da N.S jgufshi darchnen mxolod D.g da nanuka_N.G ai mere ukve axali N.L sheiqmna… gaikitxe da mere ilaparake..
ნია new style
ginda gagijdi da ginda “tavi moikali” magram simartle isaa rom N.S da N.L ertad iyvnen da imas ar aq mnishvneloba N.L iyo N.S shi tu piriqit!! =]=] da tu dzalian gainteresebs simartle D.G gamoecalkeva jgufs!! me mashin ubralod chveulebrivi moswavle viyavi da yoveltvis mattan ertad davdiodi da aqedan vici es yvelaferi shen jer kidev mashin ar arsebobdi arc N.S is studiashi da arc jgufshi.. ase rom erti sityvit sisuleleebis weras girchev sul araferi ar daweroo…..chemi megobruli rchevaa!! =P ;))
KUNG-FU
shentvis ra mnishvneloba aqvs ertad iyvnen tu ara?? da tu raime mnishvneloba aqvs mashin getyvi rom ertad iyvnen…
=]=]=]=]=]
orive jgufi iyo magari magarm am pirveli turit bevri araferi ar wydeba.. mtavari jer kidev win aris!! pirvel turshi NEW STYLE ragacit jobda N.Ls magram NEXT LEVELIC ar iyo cudi.. N.L s vbaleshikob da orives vusirveb warmatebas!!
orive jgufi iyo magari magarm am pirveli turit bevri araferi ar wydeba.. mtavari jer kidev win aris!! pirvel turshi NEW STYLE ragacit jobda N.Ls magram NEXT LEVELIC ar iyo cudi.. N.L s vbaleshikob da orives vusirveb warmatebas!!
aba tqven icit tqvensken varrrrrrrrr
ძან მაგარი ჯგუოუფი ხართ :*:*::)
-
“New styile” უკვე გადასულია ნახევარ ფინალში და ნახავთ რა შოუსაც გაჩვენებთ:P
ხოლო რაც შეეხება იმ საკამათო თემას, თუ ვინ სად იყო და ვინ, ვინ გამოზარდა:D ფაქტი ერთია, რომ დღეს “New style” and “Next Level” და სულ მალე გამოვლინდება ვის, რა შეუძლია და სად უფრო მეტი პროფესიონალი ცეკვავს B-)
ხოლო Break dance da Hip-hop-ის ცეკვა ვისაც გესმით და ამ მიმდინარეობაზე გადაგებული ვიდეო რგოლები გინახავთ, სულ თავისუფლად მიხვდებით საიდანაა მოპარული “Next Level”-ის “მოტოციკლეტი”B-)
sofiola***
ტუ სჰეიდზლება მიტხარი საიდანაა მოპარული?
ბევრი ნიჭიერი გვყოლია…. თურმე….
დათო რობაქიძეეეეეეე. და კარგი იქნებოდა მოზაიკაც გადაეყვანატ
ფინალშიიიიიიიიიი
ძალიან კარგი პროექტია