ფინალი
თინი, ბლოგერი tiny.ge-დან
გუშინ ჩვენ ვიხილეთ ნიჭიერის კულმინაცია, პირველი სეზონის მთავარი მოვლენა – ფინალი! ყოველგვარი გადაჭარბებისა და სუბიექტურობის გარეშე შემიძლია ვთქვა, ეს იყო ძალიან მაღალი დონის შოუ – მრავალფეროვანი და სანახაობრივი. ჩვენ ვიხილეთ 12 ფინალისტი და ამ 12-დან 7 სხვადასხვა ჟანრის ნომერი.
კითხვები გაჩნდა, რატომ შეასრულეს იგივე სიმღერებიო და პასუხს გაგცემთ- ეს არის პროექტის ფორმატი. ყველა მონაწილე, რომელიც ფინალში გადის, ასრულებს იმ ნომერს, რაც კასტინგზე ან ნახევარფინალში შეასრულა. ნიჭიერის ხელმძღვანელებს მოუხდათ სპეციალური ნებართვის აღება პროექტის შემქმნელისგან, რომ მომღერლების გარდა, სხვა მონაწილეებს მაინც ჰქონოდათ ახალი ნომრის შემოთავაზების უფლება.
ახლა გადავიდეთ მთავარზე და მონაწილეების გუშინდელი ნომრები შევაფასოთ:
“ამ ჟანრში თქვენ ხართ პირველები”
next level-ის სამივე ცეკვა (კასტინგზე, ნახევარფინალში და ფინალში) იყო ცეკვის საუკეთესო ნომრები მთელი შოუს მანძილზე. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშნვა, რომ საოცარი სინქრონი და რთული მოძრაობები აქვთ, იმდენჯერ გაჟღერდა უკვე… თანაც სამივე შემთხვევაში ეცვათ ძალიან კარგი ფორმები! ფინალური ნომერი მართლა განსაკუთრებული იყო – ფორმებითაც, სიუჟეტითაც და შესრულების დონითაც. ასევე გამორჩეული იყო სიმღერების მიქსი, მრავალფეროვანი და თან სახალისო! ამ ყველაფრის შერწყმით მივიღეთ იდეალური ნომერი და ყველაზე კონკრეტული შეფასება: ისინი პირველები არიან! სამართლიანადაც გადაეცათ ჯეოსელის სპეციალური ჯილდო.
მარის და ბაბის გამოსვლა დადებითად შემიძლია შევაფასო. არც ერთი ხარვეზი არ ჰქონიათ სიმღერის დროს და მოცეკვავეებთან ერთად თვითონაც რომ ცეკვავდნენ, ძალიან მოუხდა ნომერს.
ლევან შავაძეს რაც შეეხება, თავის ჟანრში ნამდვილად კარგია. კვარტეტის დამატება ალბათ არ იყო საჭირო, თითქოს ვერ შეერთდნენ სიმღერის დროს, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ეფექტური გამოვიდა და შეძლო მაყურებელში ემოციების გამოწვევა, რაც შემდეგ მისთვის გამოგზავნილ ხმებზეც აისახა…
გუგა ჭყონიას ნახევარფინალური გამოსვლის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო უკეთესი ნომრის შემოთავაზება. ნახევარფინალში მოულოდნელი იყო მისი ასეთი წინსვლა, ფინალში კი მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერია. როდესაც გავიგე, რომ გუგას ბიტბოქსს ცეკვა გააფორმებდა, მეგონა, რომ ამით ყურადღება გაიფანტებოდა, მაგრამ ისე იყო ნომერი გაკეთებული, რომ ის უშუალო კავშირში იყო მოცეკვავეებთან და თანაც ძნელია სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება, როცა სცენაზე ათი ინსტრუმენტის და მომღერლის მაგივრად ერთი ადამიანი დგას და ასე წარმატებით უკარგავს ფუნქციებს ინსტრუმენტებსაც და მომღერალსაც!
ავთო ნაცარაშვილის იდეა, რომ “შეჯიბრებოდა” საკუთარ კუმირს, ძალიან კარგი გამოდგა. მართლა კარგი საყურებელი იყო ორი გენიალური გიტარისტის ყურება ერთ სცენაზე! ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია სიმებიან საკრავთან შეხება, კარგად მიხვდება, თუ რა სირთულის სოლო შეასრულა ავთომ. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ნიჭიერმა აღმოაჩინა საქართველოში (და მგონი არა მხოლოდ…) საუკეთესო გიტარისტი, რომელიც აქამდე გაურკვეველი მიზეზების გამო ჩრდილში იყო.
ანა ხანჩალიანის მიმართ ნათქვამი ნიკას სიტყვები, რომ მეგონა უკანასკნელი თეთრები გავიღე საყვარელი მომღერლის კონცერტზე დასასწრებადო, იმ მომენტში ალბათ იყო ყველა იმ ადამიანის ემოცია, ვინც კარგად იცის მუსიკის ფასი, ვისაც ესმის რას ნიშნავს, როცა სცენაზე დგას ნამდვილი მომღერალი. ეს სიმღერა ურთულესია შესასრულებლად. არ ვიცი ანა როგორ ახერხებს ასე იდეალურად იმღეროს და მსმენელში ამხელა ემოცია გამოიწვიოს. გაოგნებულიც ვარ და თან გულდაწყვეტილიც, რომ სამეულშიც კი ვერ მოხვდა, როდესაც მისი ადგილი ნამდვილად იყო იქ.
პარკურის სამი გამოსვლიდან ყველაზე მეტად ფინალური მომეწონა! თანაც ყველაფერი ფაქტიურად რამდენიმე საათში მოამზადეს, იქამდე მხოლოდ იდეის მონახაზი ჰქონდათ. უფრო ადრე რეპეტიციის გავლა ვერ მოხერხდა, ამიტომ სცენაზე ვარჯიში წინა დღეს დაიწყეს და ფაქტიურად გათენება მოუწიათ. მართალი გითხრათ, იმდენად დახვეწილი იყო ყველაფერი, არ დავიჯერებდი მათი ნომრის ნახვის შემდეგ ვინმეს რომ ეთქვა, ასეთ მოკლე დროშია დადგმულიო. ადვილი არაა ასეთი სპორტი გადააქციო სანახაობად, რომელსაც ყველა სიამოვნებით უყურებს.
ვერკა და გიორგი საუკეთესო წყვილად ჯერ კიდევ მაშინ დავასახელე, როცა დანარჩენი ორი წყვილის ნახევარფინალური გამოსვლა ნანახიც არ გვქონდა. ძალიან გამიხარდა, რომ გუშინდელის შემდეგ ჩემი ნათქვამის სისწორე უფრო დამტკიცდა. ურთულესი ილეთები, მათი სცენურობა და ცეკვის სანახაობრივი მხარე ძალიან ეფექტურს ხდის მათ ნომრებს!
მარიამ კახელიშვილს რაც შეეხება, ისეთი ძლიერი ტემბრი აქვს და სცენაზე ისე ემოციურად მღერის, რომ ნამდვილად ახდენს მაყურებელზე დიდ გავლენას. შევამჩნიე, რომ დაბალი ბგერების აღება უჭირს და ჩემი აზრით გაუჭირდება ისეთი სიმღერის შესრულება, სადაც თითოეულ ბგერას სჭირდება ფრთხილად მოკიდება. ამიტომ ვთვლი, რომ სწორად არჩევს რეპერტუარს და თავის ჟანრში ნამდვილად კარგია.
თამამად ვამბობ, რომ დათო რობაქიძის ნომერი იყო საუკეთესო ფინალურ შოუზე! საერთოდ, აზრი არ აქვს, რას აკეთებს – მთავარია როგორ აკეთებს, რა ფორმატში გვაწვდის და როგორ ახერხებს, რომ ყველა მაყურებლის ყურადღება და გული დაიპყროს. გენიალურად იყო გაკეთებული ნომრის მთავარი , ფოკუზის შემსწავლელი სემინარის შენელებული ნაწილი და ავთო გოგეშვილის გამოსვლა. ჟიურის სამივე წევრი ფეხზე იდგა და ისე უკრავდა ტაშს დათოს – ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ფინალში. გამიკვირდა და გულიც დამწყდა, რომ სამეულს შორის მაინც არ იყო…
მარიამს, სამწუხაროდ, ბევრი ხარვეზი ჰქონდა სიმღერის დროს. თუმცა დარწმუნებული ვარ, მარიამმა სიმღერა რომ გააგრძელოს და ბუნებრივი მონაცემები ვარჯიშის შედეგად დახვეწოს, რამდენიმე წლის შემდეგ მისგან მართლა კარგი მომღერალი დადგება.
გულნაზი გოლეთიანმა ფინალში სწორედ ის სიმღერა შეასრულა, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. კასტინგისგან განსხვავებით, ამჯერად მისი ნამღერი ბევრად უფრო დახვეწილი იყო, აშკარად იგრძნობოდა წინსვლა, ემოცია კი იგივე დარჩა. ალბათ სწორედ ამ ემოციის გამო გულნაზი გოლეთიანი ხალხის ხმებით მეორე ადგილზე გავიდა.
არაფერს ვიტყვი სამეულზე და გამარჯვებულზე, რადგან ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება და უბრალოდ მივულოცავ. ცუდი ტენდენცია შევნიშნე – საზოგადოების რაღაც ნაწილი აპროტესტებს ამას ათასნაირი მიზეზით, რომელთა უმეტესობაც პროექტ “ნიჭიერისკენ” არის მომართული. რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ მხოლოდ ხალხზე იყო დამოკიდებული გამარჯვებულის გამოვლენა და ახლა ისღა დაგვრჩენია, პატივი ვცეთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას…
საერთო ჯამში, ნიჭიერის ფინალი ნამდვილად იყო სატელევიზიო სივრცის ისტორიაში ყველაზე განსაკუთრებული და სანახაობრივი შოუ! გემშვიდობებით და სულმოუთქმელად ველოდები მეორე სეზონს :)













რატომ before/after ? ნიჭიერის მეორე გადაცემა ჩემთვის ამ ეპითეტით რამდენიმე გამომსვლელის გამო დახასიათდა, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი და ეხლა ნიჭიერში უფრო გაზრდილები და განვითარებულები ვნახე^^პირველივე გამომსვლელებით ძალიან მოვიხიბლე მეც და ჟიურიც და ალბათ ყველა^^ 7 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარმა ჯგუფმა Dream Walkers-მა შესაფერისი კლუბური მუსიკის ფონზე შესრულებული ცეკვით … განაგრძეთ კითხვა კომენტარები კომენტარი
დაიწყო ნიჭიერი და კალენტარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა. ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ……… ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა კომენტარები კომენტარი
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი [...]
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა კომენტარები კომენტარი






მეორე სეზონი როდის იქნება?
1 ტვესჰი ზუკატინი ვინ რამდენი პროცენტი მიგგო გვიტხარიტ რა პლზ
ძალიან კარგი პოსტია <3 100% ჩემ აზრს ემთხვევა :)
ბოლო პოსტიიიიიიი :(
მეორე სეზონის ქასთინგები 1 თვეში დაიწყება, გამოცხადდება ეთერშიც და ბლოგზეც განახლდება ინფორმაციები.
თიიინ როგორც ყოველთვის უმაგრესი პოსტიააააა ყველაფერში გეთანხმები:* აუ გული დამწყდა ანიზე და დათოზე კახელიშვილი რა უზრდელია რაა:D არ მომეწონა ვაბშე :*
არ დაგვემშვიდობო რა :( :* კარგი პოსტია ♥
მე ვთვლი, რომ არაფერი იყო საინტერესო სანავი და მით უმეტეს საფინალო აჯილდოვეა. ბევრად უფრო ლამაზ შოუს ველოდი – მომღერლებს იგივე ამღერეს, რამაც ერთგვარი დეჟა ვუს ეფექტი შექმნა. რობაქიძის ნახევარფინალის ნომერი მერჩივნა. მოკლედ, არ მომეწონა რა. ხალხის გადაწყვეტილება განსაკუტრებით. თანაც შემიძლია თმამად ვისაუბრო რადგან თავად დავხაჯე თანხა და მართლა მეწყინა ანის არ-გასვლა, სამეულშიც კი.
თინი მეორე სეზონი როდიდან დაიწყებააააა? მოუთმენლად ველი და კიდე ჟიური ხო უცვლელიააა?
მართლაა მაგარიიი შოუ იყოოო, ველოდებიიიი მე2 სეზოოოონს :)
აუ არ დაგვემშვიდობო რააააა კიდე მინდა ნიჩიერი :(
ვინ რამდენი მოიგო და გამარჯვებულს შეხვდა პრიზი ბინა რომლის საბაზრო ღიებულება იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე რომელიმე შოუში პრიზი ყოფილა :)))
ამას გარდა 1-2-3 ადგილს საჩუქრები ჯეოსელისგან.
ნექსთ ლეველი კი გახდა “ზუმის” სახე. ანუ ზუმის ღონისძიებებში სულ მიიღებენ მონაწილეობას.
ზოგადად ყველა მსგავს შოუში მხოლოდ და მხოლოდ 1 პრიზია გამარჯვებულისთვის და ნუ გეცოტავებათ ეს :)
საერთო პროცენტები ვინ რამდენი აიღო არ დადებეეეენ ? :(
რავიცი აბა ყველა კარგი იყო
ნიჭიერი პროექტია სადაც შტერ მაყურებელს ყველაზე გადამწყვეტ მომენტში (როდესაც მართლა საუკეთესოები უნდა აირჩეს) ყველაზე დიდი ძალა აქვს! არადა პირიქით აჯობებდა :|
შოუ საუკეთესო :)
ფინალისტები მოსალოდნელი :)
ყველაზე გულდაწყვეტილი ვარ
მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებითო ეწეროს რააა ;( ;( ;(
შეფასებები მომეწონა ძაან…
მაგრამ ხალხის არჩევანი იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ ერთი ნომრიდან ერთი ხმა დაფიქსირებულიყო მხოლოდ… სამწუხაროდ ფულის გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია((((
გემშვიდობებით რა, ომში კი არ მივდივარ :D ჩემს ბლოგზე ვიქნები სამაგიეროდ :რეკლამა: :D
<3 :*
პ.ს. მეორე სეზონი ივნისიდან:))
ივნისში ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ ჯეოსელის სისტემას, უნდა დავაწესებინოთ 1 ნომრიდან 1 ზარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვაცყოთ დიდი აქცია :D:D:D
ეე დათო რობაქიძეზე მეც მაგრად დამწყდა გული რაა :(:S;(:@
და ვინ რამდენი პროცენტი აიღო დადე რა მაინტერესებს მაგრად :(
სიმართლე გითხრათ მოულოდნელი ფინალი შედგა…
თუმცა მე თითქმის ყველა მონაწილის გამარჯვებას მივესალმებოდი რადგან თითოეული მათგანი ძალიან ნიჭიერად აკეთებდა იმას რითიც ჩვენს წინაშე წარსდგნენ.
პირადად ჩემი ფავორიტი ანი იყო, მაგრამ მე მას იმისგან დამოუკიდებლად სიამოვნებით მოვუსმენ გაიმარჯვა თუ არა :)
მარიმ კი თავისი საქციელით ლამის გამახარა რომ ვერ გაიმარჯვა.
თინი მარტო მარიამ ფაჩულიას ხარვეზებზე რო ამახვილებ ყურადღებას,გადახედე სხვებსაც და ნახავ რომ მათაც არანაკლები ხარვეზები ქონდათ…და თუ ერთს აკრიტიკებ მაშინ ყველა გააკრიტიკე და თუ არავის გაკრიტიკება არ გინდა მაშინ არც ერთი არ უნდა გააკრიტიკო
შედეგებს არ გამოაცხადებთ??
მეორე სეზონის კასტინგი როდისაა?
მოუთმენლად ველოდიი ამ პოსტს…:) მეც შევნიშნე რომ facebook-ზე ბევრი პროექტს ადანაშაულებს ლევან შავაძის გამარჯვების გამო და გეთანხმები ლევანი მართლა ხალხმა აირჩია. რამდენად კარგი გადაწყვეტილება იყო ეგ ცალკე საკითხიაა…
მომენატრება ნიჭიერი…:( ივნისში რო იქნება კასტინგები ალბათ 2011 წლის თებერვლისთვის გავა ხო?
არადა დარწმუნებული ვიყავი ანა ხანჩალიანი სამეულში კი არა, პირველ ადგილზეც მეგონა გავიდოდა და…
ისე მეორე სეზონი როდის დაიწყება და რა მისცეს გამაჯვებულებასა არ იტყვით?
გუნლაზიზე სიმღერის შეფასებების მაგივრად ოჯახში : აუ როგორ გახდა :D :D :D
მარი არის ძალიან თავხედი ბავშვი, გამიხარდა რომ არ გაიმარჯვა ამაში ვეთანხმები ნონას:)))
თინი ძალიან მაგარი პოსტია:) მომეწონა
თავხედი? მგონი!
თინი პროცენტები იქნებ გამოაქვეყნოთ რა!
კარგი შეფასებებია,მომეწონა.ყოჩაღ
აბა რა უნდა ექნა მარის არ უნდა გასულიტო კულისებში?? გოლეთიანიც გავიდა ეგრე თუაა. ბა თქვენ იტოტ მარის ადგილზე. მას ეგონა თავიდან რომ გაიმ არჯვა და მერე მითვის მოულოდნელი იკო რომ გამოაცხადეს ყველაზე ნაკლებიუ ხმა ამას აქვსოო.. რა გჭირთ/??// უზრდელი არ არის მარიამი და არც თავხედი. ყველას გასაგონად ვამბობ
თინ,რა კრიტიკული ხარ,როგორც ყოველთვის :D :D :D ნუ გაუხეთქე ხალხს გული ამდენი ლანძღვით :D მეც სწორედ ის გავაპროტესტე იმ წამსვე,რომ რობაქიძე და ანა სამეულში ვერ მოხვდნენ :((( რობაქიძეზე ჩემი აზრი იცით და არაა გასაკვირი თუ სუბიექტური ვიქნები,მაგრამ ანა არაჩვეულებრივი იყო,მარიამსაც აჯობა ამჯერად…რაც შეეხება გამარჯვებულს,მართალია დიდ პატივს ვცემ ხალხის არჩევანსა და ამ ადამიანის ხმას(მიუხედავად იმისა,რომ არ მინდა გოგი დოლიძის ორეულის არსებობაც დავუშვათ),მაგრამ მგონი პირველად რაღაცაში არ გეთანხმები :D მისი სიმღერა კი არ იყო ეფექტური,არამედ_სიუჟეტი…იმ კადრების წყალობა უფროა მისი გამარჯვება :) გოლეთიანის გამოსვლამ უფრო გამოიწვია იგივე(და უფრო მეტიც) ემოცია,ვიდრე ბნ ლევანის სიმღერამ…
რამდენი ვწერე,მაგრამ კიდევ მინდა ხმების განაწილება გავიგო და სად შევძლებ?
P.S.როგორ თუ გვემშვიდობები,შენი ბლოგი აქ არაა?! დღეს არ ჩავაგდებ არ შემოვიდე :***
შენი (ვაი რომ) გოგო თაყვანისმცემელი :)
მარიიიამაიკკ
გასვლაც არის და გასვლაც…
წყენა, ტკივილი რომ ყოფილიყო მისი ემოცია, იტირებდა …
ძალიან ბოღმიანი რეაქცია დავლანდე… იმედია მომეჩვენა უბრალოდ.
ნებისმიერ შემთხვევაში ნიჭის რეალიზებას ვუსურვებ .
ხალხო… მშვენიერი შოუ ვნახეთ. მეტი რა გინდათ? ჩემტვის კველა გამარჯვებულია. ბინა კი უმრავლესობამ შავაძეს გადასცა და გმერტმა მშვიდობაში მოახმაროს.ნამდვილად გირსია.
თინი ძირითადად გეთანხმები ხოლმე, მაგრამ ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები…
კონკრეტულად აი ამაში
,,რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ მხოლოდ ხალხზე იყო დამოკიდებული გამარჯვებულის გამოვლენა და ახლა ისღა დაგვრჩენია, პატივი ვცეთ უმრავლესობის გადაწყვეტილებას”
ეს არ იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება, ეს ეს იყო ერთი კონკრეტული სატელეფონო კომპანიის აბონენტების გარკვეული ნაწილის ბევრი, ბევრი, ბევრი მესიჯი… მაშინ როცა თითოეული ტელეფონიდან გაშვებულ ზარების რაოდენობა არანაირად არ იზღუდება, უხერხულია ამას ხალხის გადაწყვეტილება დაარქვა… გარდა ამისა მაგთის აბონენტები ხალხში არ ითვლება თუ როგორ არი საქმე… მეტი თუ არა ნაკლები არაფრით არ იქნება ჯეოსელის აბონენტებზე…. მე კი ვულოცავ ბატონ ლევანს, მაგრამ ….
თორნიკე <——— სწორეა… ყოველთვის მაგ აზრზე ვიყავი, ანუ ერთი ნომრიდან ერთი ზარი… მერე მართლა დავინახავთ ვინ არის უმრავლესობა
მიიღე კონკურსში მონაწილეობა და მოიგე 4GB ფლეშკა და 8GB Ipod. slim.ge/statistics.html
მიიღე კონკურსში მონაწილეობა და მოიგე 4GB ფლეშკა და 8GB Ipod. slim.ge/statistics.html
მიიღე კონკურსში მონაწილეობა და მოიგე 4GB ფლეშკა და 8GB Ipod. slim.ge/statistics.html
მიიღე კონკურსში მონაწილეობა და მოიგე 4GB ფლეშკა და 8GB Ipod. slim.ge/statistics.html
მიიღე კონკურსში მონაწილეობა და მოიგე 4GB ფლეშკა და 8GB Ipod. slim.ge/statistics.html
მიიღე კონკურსში მონაწილეობა და მოიგე 4GB ფლეშკა და 8GB Ipod. slim.ge/statistics.html
მიიღე კონკურსში მონაწილეობა და მოიგე 4GB ფლეშკა და 8GB Ipod. slim.ge/statistics.html[center]
აუ ანიმ ბევრად აჯობა მარის და მარის არვიცი ვცდები თუარა მაგრამ ბოღმა შევატყვე მაგარი უზრდელიააა ანი მაგარიააააა:*
კახელიშვილი ძაან ცუდად მოიქცა,სცენიდან ისეთი გაბრაზებული და დაბოღმილი გავიდა,ამიტომ გულნაზი გოლეთიანს ნუ ადარებთ.არც მიულოცა გამარჯვებულს ისე გავიდა,გოლეთიანმა კი მიულოცა (განსხვავება არი). ძაან მინდოდა დათო რობაქიძის ნახვა გამარჯვებულებს შორის. (გამარჯვებას დათო რობაქიძე უფრო იმსახურებდა,ვიდრე კახელიშვილი.საერთოდ კი ეს ქართული ”ნიჭიერია” და (ბოდიში) ანა ხანჩალიანი სომეხია,ამიტომ მისი გამარჯვება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია (ცუდად ნუ გამიგებთ,ეს ჩემი აზრია).არ იყო საჭირო ”ნიჭიერის” ”ჯეოსტარად” გადაქცევა საჭირო,გამარჯვებულებს შორის მომღერლების გარდა სხვაც უნდა ყოფილიყო.საერთოდ კი სიმღერა დიდი ნიჭი არ მგონია (თვითინაც ვმღერი და არ დაიწყოთ არ იცის და მაგიტო წერსო)ამ პროექტში აუცილებლად უნდა გაემარჯვა 1 ადამიანს,რომელიც მომღერალი არ იქნებოდა.
ეს პოსტი ძაან მომეწონაა:)))
მადლობა ყველას :)
@T.ale.N.ted.
შენი ასეთი კომენტარები როგორ მიხარია ხოლმე იცი? არ იცი :) :* <3
თინ,მეც მიხარია,რომ შენ გიხარია :) :*** მართლა კიდევ კარგი რომ გოგო ვარ,თორემ რობაქიძეს ასეთი გულშემატკივარი არ ეყოლებოდა,სამაგიეროდ შენი ბლოგი ვეღარ დაიტევდა ჩემს კომენტარებს :)) ხო ისა,ორიენტაცია ორდინალური მაქვს,არ გაიკვირვო :D,მაგრამ მაინც ძალიან შემიყვარდი :)))) ხო დარწმუნებული ხარ,რომ საერთოდ არ გიცნობ და არასოდეს მინახიხარ?ხოდა აბა მართლა მაგარი რომ არ იყო,რა გამრჯიდა? დავასაბუთე :)))))
მაგარი უსამართლობაა ავთო რომ ვერ გავიდა. უნიჭიერესი ადამიანიიი!!!
ბევრი რამ არ მომეწონა მაგრამ ,, ჩავლილი საკითხია და ვჩუმდები .. მხოლოდ ერთს ვიტყვი ჩემი პირადი “ნიჭიერი” ანი ხანჩალიანია .. მე მჯერა ამ ბავშვის და მიყვარს , მიყვარს ისე როგორც პროფესიონალი მომღერალი ..
და აქვე გული არ მომითმენს რომ არ ავღნიშნო დათო და ავთო :*:* მხოლოდ ამათ გამო ღირდა ეს პროექტი .. :| tiny უკვე პირფერობაში მეთვლება ეს ამდენი კარგი ხარ , კარგი ხარ :D მაგრამ მართლა კარგი ხარ :) შევხვდებით შენს ბლოგზე :D (დავიპატიჟე თავი :X)
მემგონი უკეთესია შვეგუოთ გამარჯვებულს, ყოველსშემთხვევაში ცუდი არ იყო. ფინალი ვერ ვნახე და თინის პოსტი საკმარისია იმისთვის რომ მიხვდე რაც მოხდა. თინი ძლიან კარგი პოსტია…
არც კი გაიფიქრო ჩვენი დატოვება შენს გარეშე… მეორე სეზონამდე რომ არ დაპოსტო ჩათვალე რომ გულშემატკივრებს დაკარგავ:D:D
პატარ- პატარა პოსტები მაინც დაგვიწერე მეორე სეზონის დაწყებამდე….
იქნებ გამარჯვებულის გამოცხადების ვიდეო დაიდოს რა…
OoO
მართალიხარ მომღერალი არ უნდა მოეგებინათ, მაგრამ ანიზე ასე ნუ ლაპარაკობ,
რა შუაშია ეროვნებას, აბა შენ რომ ყოფილიკავი სხვა ეროვნების, საინტერესო რა
შეგრძნებები გექნებოდა?
ხო და ვისაც არ მოეჩვენა არც გაიმარჯვა მშვიდად იძინეთ ეხლა… ასეთი ლაპარაკით და ტემპით ტქვენ შორს ვერ წახვალთ… ევროპა ევროპა არა მე სულ არ მაქ პრეტენზია ბატონ შავაძესთან ყოჩაღ მაგრამ ეროვნული კონკურსია?? მასჰინ საერთოდ არ გაეყვანათ სხვა ეროვნების წარმომადგენლები … და ჯობია მასეთი შოვინისტური აზრებით არ გამოხვიდეთ სიტყვით არც ერთ სხვა ქვეყანაში მასე არ ლაპარაკობენ ნინი შერმადინიც არ იყო ბერძენი მაგრამ მე 2 ადგილი აიღო საბერძნეთში ….
dzaan gaxarebuli var magari pinali iko .es aris is pinali rac mxolod sakartvelos sheeperoda nu gavborotdebit zogiertebivit da shevurigdet am brckinvale shedegs .
ეს იყო შოუ სადაც ხალხს ფული აახიეს. და ვისაც ყველაზე ბევრი აახიეს ის ჩაითვალა ნიჭიერად.
ეს იყო შოუ სადაც ხალხს ფული აახიეს. და ვისაც ყველაზე ბევრი აახიეს ის ჩაითვალა ნიჭიერად
არ თქვათ რომ ასე არ იყო.
კარგი გაიმარჯვა ლევან შავაძემ და მივულოცოთ აგარ გვინდა იმას უნდა გაემარჯვა და ამასო რა!!
ნატო, რეზო, ნიკოი,ტერო ოთხივე სიმგერის პედაგოგია რა:))))
მართალია, გულნაზი უნდა გასულიყო მეორეზე და მარი მე-3-ზე ნამდვილად მიუთითებს თუ რამდენად უგემოვნო და უნიჭო საზოგადოება უკურებდა ამ შოუს . . . გულნაზის შემოძახილი ჯობდა მარის სიმღერას, ეგეც საკითხავია როგორ მიიღო ამდენი ხმა, ტელევიზიებში რეიტნგებს როგორც უნდათ ისე ატრიალებენ და არც ისაა გამორიცხული ხმების მიცემაც გააფარსონ ასე რომ იმედს ვიტოვებთ მომავალ ნიჭიერში გეგას, მაიას და ნიკას აგარ ვიხილავთ ჟიურში და შოუც უფორ სამართლიანიდა დახვეწილი გამოვა . . . ანის ხანჩალიანს კიდევ მივესალმები და ვუსურვებ დიდ წარმატებებს ძალიან კარგი ბავშვია და არ გაიტეხოს გული ყველაზე კარგად შეასრულა სიმღერები
მაინც მიხარია რომ გულნაზი პირველ ადგილზე არ გაიყვანეს, თორემ გულიც გამისკდებოდა, ლევან შავაძეც იმსახურებდა ფინალს ძალიან კარგი ადამინი ჩანს და ვოკალური მონაცემებიც აქვს, ეს გულნაზი კიდევ პოლიტიკური საკითხია ჩემი აზრით, იმდენი აპიარა რუსთავი 2-მა რომ . . .
დაანებეთ თავი ამ მარიამის რეაქციებს, ბავშვია და ამიტომ ყველაფერს ბავშვურად გამოხატავს, საწყენია აბა რა გულნაზის რომ გაიყვანენ მასზე წინ, უბრალოდ ჯე რ პატარაა და ემოციების მართვა არ შეუძლია რა ქნას . . . მაგრამ არაუშავს დრო ყველაფრის მკურნალია . . .
მართალია ანისკენ ვიყავი მაგრამ მაინც სამართლიანი გადაწყვეტილება იყო
ეს კონკურსი სრულყოფილი არ იყო, იმიტომ რომ ხმის მიცემა ყველას არ შეგვეძლო…
მემგონი კარგი იქნება თუ შემდეგ სეზონზე გაითვალისწინებენ… და ხმის მიცემა ნებისმიერი ნომრიდან და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან იქნება შესაძლებელი…თუ ვინმე ნაცნობი მყავდა საქართველოში შევჭამე თხოვნით ხმა მიეცათ ჩემი ფავორიტებისთვის… რომლებისთვისაც მე პირადად სულაც შემენანებოდა ხმის მიცემა. იმდენად აზარტში ვიყავი შესული სულაც არ გავაკონტროლებდი რამდენჯერ დავრეკავდი და ხმას მივცემდი ჩემ ფავორიტებს…და ჩემნაირად დარწმუნებული ვარ ბევრს უნდოდა თავის სიტყვა ეთქვა თავის ფავორიტზე…
აი მაშინ იქნება ეს პროექტი მნიშვნელოვანი და გამართლებული…ჩვენც მოგვეცით უფლება არჩევის…
სამირ მართალი ხარ ეგრე უნდა იყოს!!!
ყველას იმდენი ხმის მიცემის უფლება მისცეს,რომ ხალხის აზრი დაიფარა,რატო მაგთის ან ბილაინის აბონენტები საზოგადოების წევრები არ არიან?!
თუ ვინმეს კაი ფული აქ ის გამარჯვებულია,რადგან იმდენ მესიჯს გაუგზავნიან რო…
ასე,რომ მეტი დამაჯერობლობისთვის და გამჭვირვალობისთვის ჯობია ყველა ქსელი ჩართონ და ერთ აბონენტს ერთი ხმის უფლება მისცენ.
ალბათ ყველა მეთანხმებით?!
ყოველშემთხვევაში ამის იმედი მაქ!
კიდევ ერთხელ ვამბობ,რომ ძალიან კარგი პოსტია!
არ იფიქროთ,რომ ლევან შავაძე ღირსეულ გამარჯვებულად არ მიმაჩნია,ის მართლაც იმსახურებდა გამარვებას!
პარკური იყო არის და იქნება ყველაზე ყველაზე ყველაზე მაგარი ! ! !
ყველაზე მაგრი გუგაა და დათო რობაქიძე
აუ ყველამ ჩუუუ…
უნდა გაემარჯვა პარკურს!!!!
რა უბედურებაა ეს მომღერლები სულ რააა…
სიმღერა რო ნიჭი იყოს (ყველა შემთხვევას არ ვგულისხმობ)
და თუ საქმე საქმეზეა მომღერლებში ყველას ანა ჯობდა რაა…
პირველ ადგილზე-პარკური უნდა გასულიყო
მეორეზე-დათო რობაქიძე
მესამეზე-გუგა ჭყონია
ესენი ყველაზე ნიჭიერები იყვნენ რაა
@T.ale.N.ted.
:love:love:
@თითების_ადმირალი
აი ძაალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის:) :* ჩემს ბლოგზე კიდევ გამიხარდება თუ მესტუმრები ხოლმე:))
@სამირ
დიდი მადლობა:) დაპოსტვა ჩემზე არ არის დამოკიდებული,ვნახოთ “უფროსები” რას იტყვიან:)))
@OoO
მადლობა:)
პარკურს არა მარის და ბაბის :D კაით რა ხალხო რა პარკური და რა ის :) ავთოზე მაგარი კაცი და მაგაზე ნიჭიერი არავინ მდგარა მაგ სცენაზე
კაირა მე პარკურს და დატო რობაქიდზეზე მაბოდებს მაგრები არიან დძაან ;) მაგრამ გამიხარდა შავაძის გამარჯვება.. მაინც ჩემი კუთხიდანაა
და მაგარი პროცენტობაც ვაჩვენეთ… <3 აჭარა :):)
აი ძაან მიხარია,რომ გამარჯვებული ხალხმა აირჩია,ეს ამ კომენტარებში კარგად ჩანს.ამის გამო გამარჯვებულს უფრო დიდ პატივს ვცემ.
ისე კი ეხაც ვფიქრობ,რომ ყველა იმსახურებდა გამარჯვებას,მართლაც,რომ ძნელი იყო ამ ათეულიდან საუკეთესოს ამორჩევა.
თინი შენ ბლოგსაც ხშირად ვსტუმრობ და ძალიან მომწონს შენი პოსტები.
შენ ნიჭიერის ნიჭიერი ბლოგერი ხარ :D:D
tin saidan eseti posti? :D ragac obiekturi gaxdi, cenzura kvlav ganaxldaa? :D:d
ან პარკურს რას ერჩით ან მარის და ბაბის? ვერ გამიგია რაა….
12 ფინალისტიდან საერთაშორისო დონის შემსრულებელი მხოლოდ ავთო ნაცარაშვილი იყო, სხვები კი ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ნიჭიერში რომ გამოსულიყვნენ კასტინგსაც ვერ გასცდებოდნენ. უყურეთ ამერიკის ან ბრიტანეთის ნიჭიერს და ნახავთ რეებს აკეთებენ იქ.
potnes lokrits…
სუკველამ ერთი და იგივე შეასრუელს,,, და ჯიმ ჯეკსონ უთხრეს იგივე სიმხარაზე იცეკვეო დ ამოგვცყინდაო, ,, სირ,,ებ,,,,,,ბიი ესენი,, იგივე სიმხერა იკო მაგრამ 5იანზე შესრუელბული,, მაგრამ მაიას მამა პაპაური Y,,,ლ,,,,,ე ტუ არ უმხერა და გეგას ანი ნიკას ,, ტქვენი , მარტლა,, საგინებლები არ ხართ,,,, ამ პროეკთში ჯველაზე დზერსკი და მაგარი განსხვავებული კველასგან იკო ჯიმ ჯეკსონი, სა მართლა ხირსი იკო პინალისთვის,
თინი- შენ თუ ობიექტური ხარ ის რატომ არ აღნიშნე, რომ კახელიშვილს ყელის პრობლემა ჰქონდა?(რაც ეტყობოდა სიმღერის დროსაც და ლაპარაკზეც)ხანჩალიანი მოგწონს და მაგიტომ მარიამზე კარგს ბევრს მაინდამაინც არ ლაპარაკობ და ცდილობ რაღაც ნაკლი მოუძებნო ყოველთვის, ანასთან მიმართებაში კი პირიქით აკეთებ…
*:*:*:*:
ara mara mariam kaxelishvils mainc veravin da aravin ver ajobebs nmari iyo am proeqtis gamarjvebul;i da ara mewsamne adgilis mplobeli ise xalxma dzaan daashava rom aset bavshvs mxari ar dauchira da tu arc ra mariami mainc gamarjvebuliaaaaa…………………..chventvis vistvisac mariami nichieria da memgoni qartveli xalxis 80% porocenti mainc maris gamarjvebulad tvlis ase rom verc shavadze da verc veravin maeis ver da ar sheedreba…………
http://www.Forumge.GE საქართველოს ფორუმი შემოგვიერთდით :)
არ მოველოდი ლევან ვაშაძის გამარჯვებას, მაგრამ მაინც დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ გაიმარჯვებდა, არამედ ისიც მნიშვნელოვანია რომ ამდენი მართლაც ნიჭიერი ადამიანია საქართველოში. ძალიან წაარმატებული პროექტია, გამოირჩევა სანახაობებით და კარგი იქნება თუ დიდხანს გაგრძელდებაა :* :* :* :)
მაგარია მეორე სეზონი როდის გავა???
როდის იქნება ქასტინგი ხალხნო დაწერეთ სენაკში გთხოოოვთ…
თინი მიშველე როდის არის ქასთინგი სენააკში თორე ცუდად ვარ უკვეეეეეეეეეე
თინი მიშველე როდის არის ქასთინგი სენააკში თორე ცუდად ვარ უკვეეეეეეეეეე
კველას ხანჩალიანი ჯობდა ეს რეალობაა ვერსად გაეკცევი
მაგრად იმგერა ხელოვნება ეროვნებაზე არ უნდა დავიდეს მაგრად მგერის ეს ბავსჰვი
მეორე ადგილს გულნაზი გოლეტიანს მივცემდი რადგან ეს სიმგერები რომელიც მან სჰეასრულა სულ სხვაგვარად ცარმომედგინა მანამდე
ესეც მაგარია ორიგინალურია ახალი სული მისცა ამ სიმგერებს