პირველი მარტი, მეხუთე გადაცემა
თინი, ბლოგერი tiny.ge-დან
პირველი მარტის გადაცემა არა მარტო საინტერესო იყო, ცოტა სკანდალურიც გამოვიდა. საერთო ჯამში, ის იმედები გამართლდა, რასაც გვეუბნებოდნენ- ყოველი შემდეგი გადაცემა, წინაზე უკეთესი იქნებაო!
ე.წ. „no ბლოკი”- სავარცხელზე ვირტუოზულად დამკვრელით დაიწყო… უნდა გაგიმხილოთ – მაგ დონეზე მეც ვუკრავ სავარცხელზე :D თუმცა, მე ერთჯერადი პარკის მაგივრად ქაღალდს ვიყენებ ხოლმე. აი, სცადეთ – ქაღალდს უფრო კარგი ჟღერადობა აქვს! :))
“გიტარისტების სერია” კი ოთარ რამიშვილის მოსწავლემ, მეტსახელად “მარტოხელა კაცმა” გახსნა. გიტარით, ჩემოდნით, რომელზეც ფეხი უნდა დაედგა და სიმღერით “ყველანი ვართ პატარები” გამოვიდა სცენაზე. თუმცა, მასწავლებლის “ხელდატყობილი” მოსწავლე ჟიურის არ მოეწონა ისევე, როგორც იმპროვიზირებული ბლუზის შემსრულებელი გიორგი ლუკიანოვი..
გადაცემის დანარჩენი “არა”-იანებიც გავიხსენოთ: მოცეკვავე ვერიკო, რომელსაც მუხლებზე დახტომა არ აცალეს, სათუთად მოცეკვავე ია ჯაჯანიშვილი , ორი წარუმატებელი break dancer-ი და წითლებში გამოწყობილი აღმოსავლური ცეკვების სპეციალისტი..
ცალკე თემაა მომღერლები. მათგან განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბიჭი, რომელიც “მაიას გულიზა მოვიდა”
და რეპერი, რომლის სიმღერის ტექსტიც თავიდან ვერ მოვისმინე კარგად და მერე გავშიფრე:
“რეპერ კაცებზე ბევრი რამ ითქმის. თურმე ბრეიქი სიცოცხლეს იმკის. არასწორია, ეს აზრი მეფობს, რადგან ბრეიქი სიცოცხლეს გვიქმნის. როდესაც ზანგი გამოჩნდა ამ ქვეყნად, თეთრებმა ზიზღი, ხოცვა დუწყეს. ჯექსონმა ზანგი ფერით უარყო. ამით ეს ზიზღი ყველას უამბო..”
რომ გავშიფრე, მაშინვე ვინანე ჩემი საქციელი! :D
ამოვისუნთქოთ ნახევარფინალში ვერ გადასული მონაწილეების გახსენების შემდეგ და გადავიდეთ გადაცემის დადებით, “yes ბლოკ”-იან მონაწილეებზე:
კორნელი მაისაშვილი, რომელიც მართლაც არ ჰგავდა მუსიკოსს, დუტას თქმის არ იყოს.. მარტო ფილმებში და მულტფილმებში თუ გვინახავს ის, რაც ამ კაცმა სცენაზე გააკეთა.
_
გამოირჩეოდა “ჯიმი ჯექსონი”, რომელიც ბელგიიდან სპეციალურად ნიჭიერისთვის ჩამოვიდა. მართლა გავოცდი ფიზიკური მსგავსების გამო ნამდვილ ჯექსონთან, ძალიან კარგი იყო. სხვათაშორის, ნახევარფინალისთვის ის უკვე ახალი, ზუსტად ჯექსონის მსგავსი ცხვირით მოგვევილენება – ოპერაცია გაიკეთა.. მსგავსება მართლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ დამეთანმხებით ალბათ, რომ ფიზიკური მსგავსება რომ არა, ცეკვით ნამდვილად ვერ მოხიბლავდა იმ ჟიურის და იმ მაყურებელს, რომელსაც ილია მამაგულაშვილის ცეკვა აქვს ნანახი… ამიტომ, ” ჯექსონის დარგში” ჩემთვის ფავორიტად ილია მამაგულაშვილი რჩება :))_
მომეწონა ბათუმელების გამოსვლა ცეცხლებითურთ :) ნახევარფინალში უკეთესი იქნება იმიტომ, რომ შესაბამისი განათებაც იქნება და სცენაც მოწყობილი… იოსებ და გიორგი ტერუნაშვილების დოლებით გამოსვლაც ძალიან კარგი იყო!
ანა პავლიაშვილმაც მოახდინა შთაბეჭდილება მაყურებელზე..
მე მინდა ვიცოდე თქვენი სახელი და გვარი.. ტელეფონის ნომერიც.. (c) ნიკა მემანიშვილი
შესავლით მიხვდებოდით, ნინო ჯავახიშვილზეა საუბარი. yes ბლოკი-დან განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება მასზე.
ძაალიან გავღიზიანდი მორალისტების ლექციების კითხვისგან! “რა უნდა გააკეთოს მაგან შემდეგ ტურში, ფუფ”, “რა უნდა მაგას ნიჭიერში”, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მაშინვე ააკრეს სათანადო “წოდებები”, მოითხოვეს ტელეფონის ნომრები და სკაიპის id-ბი იმისთვის, რომ იდეაში ეგინებინათ, არადა, 100 %-იანი ვიცი, ვინმეს რომ ხელში მისი კოორდინატები ჩაუვარდეს, ის ვინმე წელებზე ფეხს დაიდგამს, ოღონდ როგორმე თავი მოაწონოს ამ გოგოს :)
რა უნდა შემდეგ ტურში? – აბა რა უნდათ სხვა მოცეკვავე მონაწილეებს? სტრიპტიზი ცეკვაა… და რაც უნდა ბევრი ილაპარაკოთ, მართლა ძალიან კარგად იცეკვა და ამას ვერავინ უარყოფს. თუ უარყოფს კიდევ, ეს მხოლოდ მორალისტობიდან გამომდინარე… მორალის კითხვას კიდევ, ჯობია სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას მოვეშვათ :))
გადავიდეთ ფავორიტებზე:
ავთო ნაცარაშვილი
გენიალური იყო!
ავთო გოგეშვილი
გივი შავგულიძე
ამ მოხუცის დანახვაზე, ამ ცეკვაზე, მაშინვე სენტიმენტალურ განწყობაზე ვდგები:) ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნომერი იყო
ლევან შავაძე
რომ მორჩა სიმღერას და ხალხის რეაქცია დაინახა, დააკვირდით როგორ ამოისუნთქა? ძალიან ნერვიულობდა აშკარად და მიუხედავად ამისა, ძალიან ძალიან კარგად იმღერა!
ნახევარფინალამდე სულ ერთი გადაცემა რჩება.. შემდეგ ორშაბათს ვიხილავთ ჩიტების ენაზე მოლაპარაკე კაცს და ეგზოტიკურ ცეკვებს, რომლებსაც დიდი ხანია ველოდები! მომავალ სამშაბათამდე :)
















რა იყო თინი დაგენანა პოსტისთვის ტექსტი?? :) კაი იყო მარა ისე მოკლე მოკლედ :D
გივი შავგულიძე ჩემს გულშია 4 ევერ! :)
@ლილიანი
მოკლე კი არ იყო, ისე ადვილად და კარგად იკითხება, მოგეჩვენა რომ მოკლეა :O :D:D
:ახლა რაღაცას გატყუებ:
ფავორიტებზე მეტი უნდა დამეწერა :))
თინი შენი ციტატა: მორალის კითხვას კიდევ, ჯობია სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას მოვეშვათ :))
იცი რომ ჩვენ სხვის ცხოვრებაში კი არა ჩვენი შვილების მომავლის ცხოვრებაში ვყოფთ ცხვირს. თქვენგან და ჟიურიდან მოწონებული პრიმა სტრიპტიზიორი ნინო და მაგის მსგავსი ნიჭიერები დაამხობს ისედაც დაქცეულ ქვეყანას? იცით რა სიძულვილი მოყვა ამ უნიჭოს გამოსვლას? თქვენ თვლით რომ მაგ სტილის ცეკვა ნიჭია? კარგით მასე ჩათვალეთ. ეს თქვენი აზრია. მაგრამ მეორე ტურში იმ მცირე წლოვან ბავშვებთან ერთად როგორ უნდა გამოიყვანოთ? თუ დროს გამოუყოფთ გადაცემის ბოლოში. გაგვაგებიეთ გადაცემის რომელ წუტებში გამოვა და ბავშვს მოვაშორებ ტელევიზორს. არ მითხრატ ახლა თქვენც ბავშვს რა უნდა 9 საათზე ტელევიზორთანო, აბა ბავშვები რატომ გყავთ მიწვეული გადაცემაში?
უფ რა მაგები ვყოფილვართ ყველას ვაჯობეთ …. სასაცილოა
ეს სერია ყველაზე მეტად მომეწონა. ავთო მაგარი იყო
და ერთი რამ ანი პავლიაშვილზე ორი სიტყვით რატომ შემოიფარგლეთ? თუ სკანდალური არ იკო და აღარ დაწერე, ვფიქრობ ცოტტა ვრცლად განსახილველია ეს ადამიანი ,
@ვახო
მე სხვანაირად ვფიქრობ:)) ნამდვილად ნიჭიერია, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ ვრცლად დამეწერა ან ფავორიტებში შემეყვანა:))
ეგზოტიკურ ცეკვებს მეც ველოდები!
აღმოსალურს ამბობენ მაგრა იცეკვა-ო შანდლიანი გოგო )
@სამირი – ერთი კითხვა, თქვენს ბავშვს ინტერნეტთან თუ აქვს შეხება ან ტელევიზორში ფილმებს თუ უყურებს ხოლმე?
თუ 15 წლის ბიჭი სიგარეტს, რომ ეწეოდა, ის არ გაუშვეს, იმიტომ, რომ გეგამ თქვა: “არ მომწონს, როდესაც ბავშვი სიგარეტს ეწევაო”
სტრიპტიზი, რა მორალურია. ჩემი აზრით, არ უნდა გადაეყვანათ.
ისე ვანიკო მაგარ რაღაცეებს აკეთებდა ნინო ჯავახიშვილის გამოსვლაზე.
წამყვანებს გაუმარჯოთ!!! თიკა და ვანიკო – მაგრები ხართ!!!!
რასაც სამწუხაროდ ჟიურიზე ვერ ვიტყვი, მაია ასათიანის თამადობით. :)
მე ის ვერ გავიგე, ამ სტიპტიზის მოცეკვავეს ისედაც არაფერი ეცვა და ეტყობოდა ყველაფერი და ძუძუები რატომ დააბლურეს კაცო, ისედაც ჩანდა დაუკეთესად ქე მაინც დავინახავდი. :( მარა ამ ნომერში წამყვანმა რომ გაასწორა, ნუ იტყვით. საღოლ ვანო!
ილუზიონისტმა დაგლიჯა. მამაჩემმა ვერაფრით გააკეთა თითები მასე და ნერვები რომ მოეშალა, სხვა არხზე გადართვა დააპირა. :)
ა, ჰო.. ის ბარაბანშიკები ჩემს მეზობლად უკვარდნენ ამას წინათ. :) მასეთი ნომერი გორის ბევრ რესტორანში აქვთ და რა ვიცი, ნიჭი თუ იყო არ ვიცოდი. :ბოღმა სმაილიკი: პ.ს. მარა პავლიაშვილმა რომ გაგვაოცა.. მე პირი მქონდა ღია.
Oრივესთან აქვს შეხება, მაგრამ მე უზივარ გვერდზე, მაგას ძალიან ვაქცევ ყურადღებას. არ გეგონოთ ყრუთ ვზრდიდე, არაბულ ქვეყნების ერთ -ერთი ცნობილი მოდელია, მსახიობია და მომღერალი. საუბრობს ქართულად, არაბულად, გერმანულად და ინგლისურად, 7 წლის და 8 თვის არის. ვპიქრობდი ნიჭიერის პროგრამაში ჩამომეყვანა, მაგრამ აზრი არ აქვს. აქაც გვაქვს ნიჭიერის მსგავსი პროგრამა, რომელიც დუბაიში ტარდება და იქაც მიწვეულია. ყველაპერს ამას ჩემი შვილი მშვენივრად აუდის, და პლიუს სკოლაშიც ფრიადოსანია. მეშვენივრად ვიცი ნიჭიერის მსგავსი შოუები როგორ იდგმება, ყველაპერი წინასწარ იგეგმება, და მშვენივრათ იციან ვინ გამოვა სცენაზე და რას გააკეტებს, რამდენჯერ ყოფილა ჩემ შემთხვევაში შოუს დროს რამე არ მოწონებიათ და ისევ თავიდან დაუწყიათ.
წინა კასტინგი გავლილი აქვს ყველა მონაწილეს. უბრალოდ უნდა გადაირჩეს ხალხი, რომლებიც შეიძლება საზოგადოებამ აითვისოს.
სადა ნაცარაშვილის ვიდეო
tiny ვფიქრობ შენც თიკას ბედს გაიზიარებ რომელსაც ეჭვი ეპარებოდა ანის მეორე ტურში გადასვლაში, და ვანიკოსთან ყვაც კი წააგო, ნეტავ შენ რას წააგებ?
@სამირი
ძალიან კარგია რომ ასეთი კარგი შვილი გყავთ. თუ ყოველთვის გვერდით უზიხართ, ალბათ ნიჭიერის დროსაც მიუჯდებით და არ აყურებინებთ “იმ საზიზღრობას”. მე პირადად პრობლემას ვერ ვხედავ ამაში.
რაც შეეხება დადგმულია თუ არა შოუ, რაღაც დაბოღმილი ადამიანის სიტყვებს უფრო ჰგავს ეს ყველაფერი, ვიდრე რეალურ არგუმენტირებულ მსჯელობას. დადგმულიც რომ იყოს კარგადაა დადგმული და ამაზე კამათის აზრს ვერ ვხვდები. თუ იმას გულისხმობთ რომ “ჩაწყობაა”? მგონი თქვენ ისეთი ნიჭიერი შვილი გყავთ “ჩაწყობამ” ხელი არ უნდა შეგიშალოთ არსად. ამიტომ დამშვიდდით.
სტრიპტიზის მოცეკვავეზეც გეტყოდით რამეს, მაგრამ თქვენი ამჟამინდელი მდებარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, სრულიად უსარგებლოდ მიმაჩნია ამ უკანასკნელზე ლაპარაკი.
პ.ს. თინი კარგი პოსტია, მგონი უკვე იცი რომ მომწონს შენი პოსტები. ) ჯექსონზე გეთანხმები სრულიად. დიდი მოლოდინი მქონდა მეც ფიზიკური მსგავსების გამო, მაგრამ ცეკვა დიდი არაფერი.
monkey მადლობ ლამაზი სითყვებისთვის. ჩაწყობა არ მითქვია და არც მიგულისხმია. ნინოს ნომეზე მაქვს პრეტენზია, ამ პროგრამაში ეს ნომერი არ უნდა გაეშვათ. გეტყვით რატომ, ჯერ ხომ რუსთავ 2 -მა საერთოდ ხალხს თავი ალანძღვია. მეორეც ჟიურის მიმართ ხალხი ანტიპატიურად განეწყო. ნინოს ნომერი რამოდენიმეჯერ ნახეთ დაახლოებით 5 ჯერ, და ნახავ რა უბრალო და ცივი ცეკვა იცეკვა. არ იყო ეხლა მაგ იმ დონის სტრიპტიზი რომ მასე აგვეტაცა და მაგის ტუნდაც თავხედობაზე თვალი დაგვეხუჭა.
არ დაგავიწყდეთ ბავშვებიც ხო მონაწილეობენ მაგ გადაცემაში?
არადა მე მემ გონი მაგრად დამაინტერესა იმის მუღამმა როგორ გამოვა ნინო მეორე ტურში, სტრიპტიზის რა პორმა უნდა იცეკვოს რომ შემდეგში გადავიდეს.
მაგ პროგრამები ხო LIVE ში არ გადის, მაგას ხო ამუშავებენ, როგორც სხვა მონაწილეებს არ დააბოლევებიეს გამოსვლა მასე შეეძლოთ ნინოს გამოსვლაც გაეწყვიტათ. მაგიტომ ვთქვი წინასწარ იციან რაც ხდებათქო.
აქ უკვე ნინოს ცეკვა არავის არ ანერვიულებს, აქ ხალხს ის ანერვიულებს რომ ისეტ ადგილზე მივიდა სადაც მაგ ცეკვის ადგილი არ იყო. თავის სამსახურში სადაც მუშაობს არავინ უშლის რაც უნდა ის აკეთოს. არ ვარ სოფლელი, და არც ძველ მოდური, და არც გაუნათლებელი, მაგრამ არ მომეწონა და რა ვქნა.
მე საერთოდაც იმაზე ვიკაიფე მკერდზე რომ ცენზურა დაადეს რომ გაიხადა მაშინ, თითქოსდა ჩაცმულზე არ უჩანდა :DD მაგრამ კარგით რა რას აიხვიეთ ეს ნინო, მოდით ნამდვილ ნიჭიერ ადამიანებზე დაპოსტეთ და არა საჭირო ამაზე ჩაციკვლა, რას იტყივით ანი პავლიაშვილზე ცოტა არ იყოს და არ მოველოდი ასე კარგათ თუ იმღერებდა, ხმა აქვს გადასარევი და თუ მართლა არ იცი ენა და ისე წერს უდავდო ნიჭიერი ადამიანი ყოფილა, თან მუსიკალური განათლებაც არ აკვსო და რავიცი საღოლ
@სამირი, თქვენი პირველი ორი კომენტარი რომ წავიკითხე, მინდოდა მეკითხა, იმის გჯერათ, რასაც ამბობთ, თუ არა თქო?
მაგრამ, როცა მესამეც წავიკითხე, აზრი შემეცვალა და დავრწმუნდი იმაში, რომ თქვენი პირველი ორი კომენტარის წაკითხვის შემდეგ არ გჯეროდათ იმ ნათქვამის, რაც თქვით.
ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვეთ, თითქოს უკან იხევდეთ, თუმცა წინ რისკენ იხეოდით ან ახლა, უკან რისკენ დაიხიეთ, ჩემთვის გაუგებარია :)
პ.ს. @თინ ნუ ზარმაცობ! ხალტურა გააკეთე შენ რაღაც : )))
შენს “მინი” პოსტებს უფრო მალე ვკითხულობდი, ვიდრე ეს წავიკითხე : ))
ეჰ, წავედი ჩემიც მაქ დასაწერი : )
ესკლუზიური ფიალები მხოლოდ ჩვენ საიტზე
მე პირადად მომეწონა ნუგზარ აბჟანდაძე(სავარცხელზე რომ უკრავდა) მეწყინა,რომ არ გადაიყვანეს
Landish – მე ის მჯერა და ვხედავ რომ საქართველოს ხრწიან ტელევიზიის ეთერით. და მე სიტყვებს ჰაერში არ ვსროლობ გენაცვალე, რასაც ვამბობ ვიცი.
თუ არა კაი ხანი არ მქონდა რუსტავი 2 ის არხი და კიდე კი გავთიშავ, მაგიტ მე კი არაფერი მომაკლდება. იკითხოს იმ საზოგადოებამ რომელსაც სჯერა რომ დზალიან 21 საუკუნეში არიან და ყველაფერი ეკადრებათ, თუნდაც სცენაზე აღვირახსნილობა.
აქ ყველა იძახის ყველას თავის აზრის გამოთქმის უფლება აქვსო, ხო და მეც ვამბობ გაიტანეთ ეს ნინო ამ პროექტიდან, თუ არა ამას ძალიან დიდი სიძულვილი მოყვება ხალხის მხრიდან.
შემოდით
სიმართლე გითხრათ ამ გადაცემაში ფავორიტად არავინ ამირჩევია. არც გივი შავგულიძე მომეწონა და არც ლევანი. ეს უკანსკნელი ზედმეტად რესტორნის მომღერალი იყო. არაფერი სიძლიერე მაგას არ ჰქონდა
@ვახო
თიკას არ ქონდა მაშინ მოსმენილი ჯერ :D მე სანაძლეოს არ ვდებ ანასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ჩემი აზრით, რაც ისეთი გასაგიჟებელი სიმღერა იყო რაც იმღერა, ხმა კარგი კი აქვს ნამდვილად.
@monkey
მადლობა^_^
@Landish
აუ ლანდიშ, რა დამემართა იცი? სკრინშოტებს ისე გადავყევი და მაივიდეოზე მეორედ ყურებისას ფრაზების ამოწერას, იმდენი დრო გავიდა მაგაში, რომ ბოლოს მართლა მეგონა პოსტში ძალიან ბევრი დავწერე :| რომ გამოქვეყნდა მერე მოვტვინე, რომ ფავორიტებზე არ მეწერა :D ლოლ
@ZizA.GE
ასეთი სპამის მერე, ცოცხალი თავით და შეგნებულად არ გადმოვალ მაგ საიტზე :D სხვა დროს ნუღარ იზამთ :))
სამირ – როგრცვხვდები ბიჭი გყავთ არა? :D კომპიუტერის მაგიდიდან რომ ადგება ხოლმე დააკვირდით მეორე დღეს თუ გამოყრის, ან კიდევ იმწუთასვე სადმე სისველეს თუ შენიშნავთ… დასკვნა:თქვენი შვილი ოქროა :D ასერომ პროექტს და ბლოგერებს მოეშვით, ისე არის ყველაფერი უკვე რომ ყურება რომ უნდოდეს რამის ვერ დაუმალავთ :) ჯერ ავიღოთ რომელიმე უბრალო გასართობი პორტალი, ყველგან პორნო რეკლამებია, მიდი აბა ეცი და დაკბინე (საღოლ ნინო ამათ ხახაში რომ ჩაყავი თავი რააა)
მე ჯიმი ჯექსონი მომეწონა :))) მაგარი ვიღაცაა :))
@tiny
სიმღერის ტექსტისა რა მოგახსენო ნამდვილად არ ვიცი ესპანური დავვერ გეტყვი, ხმა გადასარევი აქვს და მეორე ტურში თავის თავს ბოლომდე წარმოაჩენს, არა ისე თუ გინდა მომდევნო ტურში გადასვლაზე დავდოთ რამე სანაძლეო…..
@ვახო
ვა,ტექსტზე არ მითქვამს, მელოდიაზე ვთქვი ომგ :D
არ მინდა, მადლობა :D
ვაჰ..
აქ სუ როგორ უნდა ხოცავდეთ ერთმანეთს xD ისე ჯიმზე რაც წერია 10000000%%%%%
ილია- როგორ მოიფიქრე ასეთი ლამაზი კომენტარი რომ დამიწერე? შენ რა შენი გამოცდილებიდან გამომდინარე კი არ უნდა გეპასუხა. ეტყობა შენ ხარ მაგ დღეში, 7 წლის ბავშვს მასეთი რაღაცეები არ ემართება. მე საიტებზე არ მაქვს აქ საუბარი მე სატელევიზიო პროგრამაზე ვლაპარაკობ. ნიჭიერზე. ალბათ იმსაც ნახავდი რა მოYვა ბოლო გადაცემას. ვაი რომ შენნაირებს ვერ აკონტროლებს მშობლები, თუ არა მე კი ვიცი ჩემი შვილი რას აკეთებს და სად არის. ასე რომ მიხედე შენ საქმეს, და წესიერად წაიკითხე კომენტარები. შენ რა მაგარი ბიჭი გამოხვედი მაგი რომ დამიწერე? თუ შენი მოკლე ჭკუით ამანერვიულე ააააა? თუ შენი ავტორიტეტი აიმაღლე ამ საიტზე.
კარგი პოსტია თინ მარა ცოტა გიწერია მგონი :)
@სამირ
ვერ დავეთანხმები თვქნ აზრს, უამრავი ფილმი და კადრი არის თელევიზიაში სადაც სტრიპტიზის ელემენტებია და შიშველი სხეული ჩანს.
ერთი რიგითი ნომერი იყო სტიპტიზიორის შესრულებით და თუ ვინმეს ნახვა არ უნდა წინასწარაც იყო დაანონსებული და თუ მშობელს არ მოუნდებოდა მაგის ნახვება შვილისთვის უბრალოდ გადართავდა სხვა არხზე
ამაში პრობელამს ვერ ვხედავ, ანონსი იყო კიდევ ერთხლე ვამბობ
TreZoRA, გეთანხმები, მაგრამ სატელევიზიო პროგრამასაც ხო მნიშვნელობა აქვს? მაგი კი ვიცი რა ხდბა სხვა გადაცემებში და რას აჩვენებენ. ვიცი რომ მშობელმა უნდა აკონტროლოს თავის შვილი. კი ვნახე რეკლამაში მარა გახდილი არ დაგვანახეს. მაგითომ გაუგებრობაში მოვხვდით. ოჯახში მეორე ბავშვი რომ ჩნდება, დედა ძუძუს აწოვებს ჩვილს, და უფროსი შვილი უყურებს. მაგრამ ამით ბავშვი არ იხრწნება. შენ თვლი რომ მე ილიამ სწორად მომწერა კომენტარი? უბრალოდ საქართველოს მომავალს(ბავშვებს) მაინც მაგ ნინო ჯობია? ყველაფერს ხო თავის ადგილი აქვს? მე ბლოგერებთან რა პრეტენზია მაქვს საერთოდ, ბლოგერების სფერო სხვაა და ტელევიზია სხვაა. უბრალოდ ილიამ არ გადაიკითხა კომენტარები, და მაგიტომ რაღაც აბსურდი დაწერა. ნინოს რომ დადებითი შეფასება მივცეთ რამე კარგ შედეგს მოგვცემს? ან კიდევ თუნდაც ნებისმიერ ქვეყანას გავაკვირვებთ მაგ სახის ტალანტით?
“რა უნდა შემდეგ ტურში? – აბა რა უნდათ სხვა მოცეკვავე მონაწილეებს? სტრიპტიზი ცეკვაა… და რაც უნდა ბევრი ილაპარაკოთ, მართლა ძალიან კარგად იცეკვა და ამას ვერავინ უარყოფს. თუ უარყოფს კიდევ, ეს მხოლოდ მორალისტობიდან გამომდინარე… მორალის კითხვას კიდევ, ჯობია სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას მოვეშვათ :))”
სტრიპტიზი რომ ცეკვაა ბევრმა არ იცის საქართველოში (თურმე). ნუ ეხლა, ცეკვას გააჩნია სიმGერის და კიდევ სხვა რაGაც რაGაცეების არ იყოს. მორალს და მორალისტებს და კიდევ ცხვირის უადგილო ადგილას ჩაყოფას რაც შეეხება: გეთანხმები , გამაGიზიანებელია, როცა ვიGაც თითის ქნევით გასწავლის თუ როგორ უნდა იცხოვრო, მაგრამ როცა ვინმე ცდილობს ცხვირით მიმიყვანოს იქ სადაც ჩემი ცხვირის ადგილი არ არის , რეაქციაც რათქმაუნდა ადეკვატური მექნება.
ბოდიშის მოხდით და Gრმა პატივისცემით
ხო კიდევ , იქნებ აჯობოს მსგავსი სიბილწის წერას მოეშვათ ბავშვებზე .
თინა – მაგია პრობლემა რომ ბავშვებს ვერ არჩევენ დიდებისგან, რაღა ჩემ შვილს მიახტა მაგ დალოცვილი. ეტყობა ბავშვობიდანვე გართულებები აქვს საწყალს. თანაც მეორე ტურში რაკარგი ბავშვები გამოდიან, ნამდვილად სასიამოვნო იქნება ყველა ბავშვმა ნახოს. მითუმეტეს ამ ბავშვების გამოსვლამ ცხარე ცრემლით მატირა და მიხარიოდა რომ ქართველი ვიყავი. ზუსტად რომ აქ დამპოსტველი ილიასნაირები არიან გულს რომ ტკენენ საზოგადოებას. და თავი კარგი ბიჭები გონიათ.
Landish – ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვეთ, თითქოს უკან იხევდეთ, თუმცა წინ რისკენ იხეოდით ან ახლა, უკან რისკენ დაიხიეთ, ჩემთვის გაუგებარია :)
ლამაზად გამოგივიდა ახევ-დახევა ჰაჰაჰაჰააა. თანაც წინ და უკან …..
აუ ეს ნიჭიერები მაგრად მევასებადა ნინო ჯავახიშვილი მაგარი იყო……
cool girl….
მე ყველაზე მეტად ჯექსონი მომეწონა…გენიალური პოპ ვარსკვლავი მართლა მაგრად განასახიერა… :*)
” ეგზოტიკა” ცოტა არ იყოს გულის ამრევი იყო…ეგეთს მეორე ტური კი არა საერთოდ არაფერი არ უნდა აღირსო… ფუ რა
თინ საყვარელი ადამიანი რომ ხარ იცი ხომ? ისიც იცი რომ კარგად პოსტავ ხომ? ხოდა ეხლა ისიც იცოდე რომ მე შენგან უფრო მეტს ველოდები :D არა ეს პოსტიც არ იყო ცუდი ნამდვილად!
@სამირი
გპასუხობ მხოლოდ იმ კომენტარზე რომელიც მე მომწერე. ვეცდები ჩემი აზრი რამდენიმე პუნქტად დავყო რომ უფრო გასაგები იყოს.
1. ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება არავის აქვს. ხალხს რა მოეწონა და რა არა, არავინ იცის. ერთი მუჭა უარყოფითად განწყობილი ადამიანები არ არის ხალხი (არც ორი მუჭა). მგონი აჯობებს საკუთარი აზრის გამოხატვას და სხვისი აზრის მოსმენას დავუთმოთ მეტი დრო, ვიდრე ქართველი ხალხის სახელით განცხადებების კეთებას.
2. სტრიპტიზი რომ უფრო მაღალი დონის ყოფილიყო მოგეწონებოდა? გაქვს პრეტენზია იმაზე რომ არც ისე ცეცხლოვანი ცეკვა ყოფილა და ამასთანავე ამბობ რომ ეს თავხედობა არ უნდა შევარჩინოთ. აქ რაღაც შეუსაბამობას ვამჩნევ.
3. ჟიურის რა თქმა უნდა შეეძლო გაეწყვიტა ეს ნომერი ნებისმიერ დროს, ისევე როგორც სხვა, მაგრამ ზუსტად ჟიურის კომპეტენციაა ის, რა როდის გაწყვიტოს. მე ვერ ჩავწვდი ამ პრეტენზიის აზრს.
4. მრჩება შთაბეჭდილება რომ ბავშვებს ძალიან იხვევთ ხელზე არგუმენტად. გასაგებია რომ ბავშვები მონაწილეობენ ამ შოუში. ამ ლოგიკით პროტესტის გამოსაცხადებელი ამბავი ყოფილა ის, რომ “ბოროტების სავანეში” წითელი დედოფალი ბავშვია.
მადლობა ყურადღებისთვის.
მართლაც რომ შთამბეჭდავად შეასრულა,
წარმატებები….
მანკი დავიღალე უბრალოდ კამათით ნინო არ ღირს მაგის ფასი ჩვენ რომ ერთმანეთი დავხოცოთ. ნუ ვიჩხუბებთ გთხოვ. მეც მშვენივრად გადავჭრი ჩემ პრობლემას, ბავშვს არ ვაყურებიებ შემდეგ გადაცემებს.
კარგი დავეთანხმები ყვალას , ნინო იქ მივიდა სადაც მისი ადგილი იყო.
მე სხაგან აღარც ვეძებ თუ რას წერს ხალხი, აი აქ კი ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. Landish, ბლოგერი landish.ge-დან.
სამირ არ ვკამათობდით მგონი. ორივემ საკუთარი აზრი დავაფიქსირეთ და მორჩა.
)
გეთანხმები ესეიგი ერთმანეთთან საჩხუბარი და საკამათო არ გვაქვს. აზრები კიდევ ერთმანეთის პატივისცემაში, სიყვარულში და სითბოში დავაფიქსიროთ.
მართლა მეც რა მომივიდა გავიგიჟე ამ ნინოზე თავი. რამე შეიცვლებოდა მეგონა?
@tiny
tiny@ ამ ბოლო დრროს ბლოგრებმა ხელი რატომ გაიფუჭეთ? არადა თავიდან მაღთლა კარგად წერდით და მომწონდით კიდეც, ჯერ იყო და შენ მოკლე მოკლე მიმოხილვა ჩაატარე და მერე შენმა მეგობარმა ისეთი რამეები იკადრა თაცვის ბლოგში თავის წარმოჩენის და ქულების დაწერის მიზნით რომ თვალები შუბლზე ამივიდა ,
@ვახო
ხო,ეს პოსტი ნამდვილად მოკლე გამომივიდა. თუმცა, მაგას მერე მივხვდი რომ გამოქვეყნდა. იმდენად დაღლილი ვიყავი სკრინშოტების კეთებით და გადაცემის გაშიფვრით, რომ დაწმუნებული ვიყავი დიდი პოსტი დავწერე :| ამით თავს არ ვიმართლებ, რა თქმა უნდა.. უბრალოდ, შემდეგში რამდენჯერმე გადავხედავ ხოლმე პოსტს, რომ დავრწმუნდე ყველაფერი რიგზეა : ))
რაც შეეხება ჩემს მეგობარს, თუ კარგად წაიკითხე, თავის პოსტის კომენტარებში მეც ვუთხარი, რომ ის ფრაზა არ მომეწონა, რაც ნინოსთან დაკავშირებით თქვა :)
http://www.mondo.totalh.com
შემოდით ვისაც გინდათ ოდნოში უფასო სმაილიკები და საჩუქრები… მადლობა პატრულს:-D
@blabla
აუ ნუ სპამავთ აქაურობას!
ოდნო და ის კიდე.. შემოვალ და გადავყვები თან რა :D
თინი ძალიან გთხოვ ეს უხეში და უზრდელი კომენტარი წაშალე რომელიც ((( ილია ))) -მ მომწერა, უბრალოდ საზიზღრობა დაწერა, ბავშვებს ეხება. და არ უხდება აქ რომ კომენტარებში არის.
@სამირ
მე არ შემიძლია წაშლა, ვეტყვი მთავარ ადმინისტრატორს, რომ წაშალოს:)
მადლობთ გაიხარე
თინი აქაც ნახე ამ ილიას მემგონი ბავშვებზე გართულება აქვს
http://nichieri.ge/netnich3/#comment-13776
ნიკა კოპალიანზე აქვს კომენტარი. ბავშვი მშვენივრად მღერის და ასეთი გადახრილი კომენტარები არ არის მისაღები.
იცი რას გეტყვი ჩემო კარგებო??? დივაში შეიარეთ და ანალოგიურ ცეკვას დამიჯერეთ იხილავთ… ეს ნიჭი არააა და არც ჩემი დამოკიდებულებაა არაადეკვატური… უბრალოდ ყველამ ყველაფერი ვიცით და ესეთი ნომერი საზოგადოების თვალში აღფრთოვანებას არ უნდა იწვევდეს… და ვინც სექსის ნაკლებობას განიცდით და პორნო გადაცემებიტ იკმაყოფილებთ თავს განაგრძეთ ოღონდ ამ ნომინანტის გამოსვლას ტაშს ნუ დაუკრავთ… და რაც შეეხება მეორე ტურს ეს გოგო “ნინო ჯავახიშვილი” მხოლოდ იმიტომ გადაიყვანეს რომ შოუა და მაყურებელი დააინტერესონ… და ამ გოგოს ნომერს ისევ ის ხალხი ითხოვს ვინც დაუკმაყოპილებელია და 21 ე საუკუნეში სექსი უკვირს… დაკმაყოპილდით და მერე ილაპარაკეთ რა არის კარგი და რა ცუდი…
დამასწარი ნინუც ზუსტად მაგის თქმას ვაპირებდი მეც, გაიგიჟეს თავები რაა გეგონება პირველად ნახეს სტრიპტიზის მოცეკვავე ( თუ მართლა პირველად ნახეთ:? რავი ეგეც საკითხავია მგონი)
აუუუუუუუუუ რა არაპროფესიონალი ბლოგერები არიან!!!!!!!!!!!! (რა თქმა უნდა მჩხაპნელს არ ვგულისხმობ) ხო შეიძლება ცოტა შემოქმედებითი აზროვნებაც გამოიჩინოთ. ძალიან უხარისხოდ წერთ!!!!!!!!!!!!
(ზევიდან ყურების საშუალება რომ მიეცა და შანსს რომ ხელიდან არ უშვებს ის სმაილიკი)
ზედმეტი მოგდით,(როგორც ყოველთვის ბექას ახლაც არ ვგულისხმობ) მეტი საქმე არა მაქვს მაგას გავეპრანჭო, მითუმეტეს არც მაგის გინებას ვაპირებ. თქვენ ეტყობა საერთოდ არ გსმენიათ ჯანსაღი პროპაგანდის შესახებ, თორემ მასეთ უხარისხო პიარს არავინ გაგაკეთებიებდა.
თან ძალიან ფორმალური აზროვნება გქონია, ჟიურიმ რომ გითხრას ახტიო, სანამ არ გეტყვის ჩამოხტიო მანამდე ჰაერში იქნები.
რაც შეეხება სინიორიტაზე თავის მოწონებას, მაგისთვის არა მგონია “წელებზე ფეხის დადგმა” დამჭირდეს. დარწმუნებული ვარ წელების მაგივრობას, მწვანე ბანკნოტები ადვილად გამიწევენ. თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი მექნა.
(ბოროტად რო იღიმის ის სმაილიკი)
@ნინუცა
სხვის სექსუალურ დაუკმაყოფილებაზე ნუ საუბრობ, როცა ფაქტია ვინ არის გაღიზიანებული :)
@ბექა
ძალიან დამავალებთ, თუ შეურაცხყოფას მოეშვებით, თორემ იძულებული გავხდები ბრჭყალები გამოვაჩინო.. შეჭამეს რა ტვინი :D
თინი საყვარელო… რამდენი წლის ხარ დედიიი??? ისწავლე ვის როგორ უნდა ელაპარაკო და სად რა უნდა წერო თორემ შენნაირი უზრდელს და თავხედს ხვალ ტუ ზეგ სექსუალურად კი დააკამაყოფილებენ მაგრამ ესეთი აზროვნების პატრონი ნინო ჯავახიშვილის ნომრის დონეს ვერ აცდებიი დედიიი…
ისე გააფთრებული იცავ… შენი დაქალია უეჭველად… ან შენი დაიკოოო… სულაც შენ ხომ არ ხარ “სტრიპტიზიორშა ნინო” ??? :D :D :D იცი როგორ დაგცინე??? და თან მაგრად მწყინს რომ შენნაირები აკომენტარებენ და ხალხს ასწავლიან როგორ იფიქრონ სტრიპტიზიორშებზე ;) ;) ;)
@ნინუცა
მისმინე. მე არ ვაკომენტებ, მე აქ ვარ ბლოგერი :) და თუ ცოტა ჭკვიანად არ ილაპარაკებ, იძულებული გავხდები საერთოდ აგეკრძალოს კომენტარები ამ ბლოგზე :)
ზრდილობა არ გაწყენდა :)
@ნინუცა
აბა შენ გვასწავლე როგორ ვიფიქროთ…ოო ეგ ბო*ები, დედა მო**ნულები გვიფუჭებენ თაობას? ნწ.. ნწ… ნწ… შენნაირებს ეშლებათ ზუსტად ნერვები ნინოს ნახვის შემდეგ, ბიზნესი გივარდებათ თქვენზე მაგრები რომ გამოჩნდებიან ხოლმე :D :D :D
საერთოდ შეხედეთ ამ ყველაფერს როგორც ხელოვნებას… ერთი ასეთი გამოთქმა არსებობს, სიშიშვლე დაშვებულია მხოლოდ ექიმთან და ხელოვნებაში… და ნუ გამოხვედით ზეპატიოსნები,რა…:D :D :D არც იმის უფლება გაქვთ, ვინმე განიკითხოთ. გულის ამრევია უკვე ეს კომენტარები.
ზრდილობისკენ საკუთარ თავს მოუწოდე, მე შენგან განსხვავებით ფულს არავინ არ მიხდის ასეთ სისულელეებში, ასერომ დასაკარგი შენ უფრო მეტი გაქვს. რაც შეეხება “ბრჭყალებს” მაგის უკვე 13 წელია აღარ მეშინია. ასე რომ გამოაჩინე რამდენიც გინდა.
ავთო გოგეშვილის გამოსვლა მართლა მომეწონა..დღესაც ვერ გამირკვევია ხელები როგორ გაისწორა…აი ეგაა ნიჭი და არა გახდილი ცეკვა…
jimi yvelas joobs raa : | iliac magaria
jackson__ebi yvelaze magreebi ;;) :>:>
:X:X:X:X:XX:X
http://geomovies.co.cc/index/nich_ieri/0-82 , ყველა ჩანაწერი რაც რუსთავი 2 ეთერში გასულა და გავა , ონლაინ რეჯიმში + მაღალი ხარისხით !!! გააგებინეთ ყვეალს ძირიტადად ემიგრანტებისთვის არი საიტი :)