6 April

მესამე ნახევარფინალი

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

გუშინდელ ლაივს ყველაზე ნაკლები ემოციებით ველოდებოდი რატომღაც, მაგრამ ყველაზე ემოციური კი აღმოჩნდა ჩემთვის! ბევრი მოულოდნელობა და კარგი შოუ – კარგი ნომრებით, ასე შემიძლია საერთო ჯამში შევაფასო. თუმცა,  რა თქმა უნდა, ყველა ნომერი არ მომეწონა…

ჩვენს ღრმა, საბჭოთა ბავშვობაში მხოლოდ ერთადერთი სპორტული ფორმები იყიდებოდა და იმას მაგონებს… – მაია

new style-ს პირველი გამოსვლა ყველას დაგვამახსოვრდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი შოუს ისტორიაში. იმ გადაცემის ფავორიტებიც გახდნენ და საერთოდაც, ითვლებოდა, რომ შოუს ერთ-ერთი ფავორიტი კონკურსანტი იყო. ამის ფონზე მაყურებელსაც და ჟიურისაც გაუცრუვდათ იმედები. შეიძლება არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში, მაგრამ ალბათ სულ პირველად რომ ვხედავდე მსგავსი სახის ცეკვებს, მაინც ვიტყოდი, რომ მთლიანობა არ იგრძნობოდა ცეკვაში. სინქრონიც არ იყო დიდად დაცული. შეიძლება იმის გამო ხდება, რომ ძალიან ბევრი მონაწილეა და ყურადღება იფანტება, ვეღარ ხვდები რომელს მიაქციო ყურადღება. თუმცა, პროფესიონალები რომ არიან, ნამდვილად ეტყობათ და ვიცი,  შრომა არ დაეკარგებათ. ჟიურის კრიტიკას რაც შეეხება, ვთვლი, რომ სამართლიანი იყო. ისე, მაიას შეფასებაზე გულიანად ვიცინე და გავხალისდი, ისეთი ეპითეტით შეამკო ჯგუფის ჩაცმულობა :D ჩაცმულობას მე არ შევეხები, საბჭოთა ბავშვობაში არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ  ეს უცნაური სპორტულები საერთო ჯამში არაეფექტური ნამდვილად იყო…

ხათუნამ გმირულად გაართვა თავი ამ სიმღერის ტექნიკურ სირთულეებს-ნიკა

სიმღერის ტექნიკურ სირთულეებზე დავეთანხმები ნიკას და კარგად გაართვა თავი ხათუნა მეგრელიშვილმა, თუმცა გეგასაც უნდა დავეთანხმო და ისევ ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის შესრულება არასწორი გადაწყვეტილება მგონია. კიდევ ერთი რამ უნდა აღვნიშნო, ემოციები ვერ გამოიწვია ჩემში მისმა სიმღერამ. დავაკონკრეტებ: არიან ადამიანები, რომლებიც სულ უინტერესო თემაზე რომც ლაპარაკობდნენ, უნარი აქვთ “გაიძულონ” მოსმენა. ასევე არიან მომღერლები, რომლებსაც უნარი აქვთ “გაიძულონ” მოგასმენინონ, თუნდაც შენთვის არასაინტერესო ჟანრის სიმღერა. ჩემი აზრით, ეს უნარი აკლდა ხათუნა მეგრელიშვილს და ამიტომაც ვერ მიიქცია დიდად ჩემი ყურადღება…

ეს იყო ქუთაისში…

დიახ, ეს ქუთაისში იყო ის დიდი შეცდომა, რაც ჟიურიმ დაუშვა იოსებ გოგიას ნახევარფინალში გადაყვანით. სულ ვამბობდი, რომ არ უნდა გადაეყვანათ, მაგრამ გარკვეული იმედები გამიჩნდა, როცა პრომოები ვნახე და საინტერესო კოსტუმში გამოწყობილი იოსებ გოგია დავინახე. არ გავდა რაღაც თავის წინა გამოსვლას… მაგრამ ნომერი როგორც კი დაიწყო, მაშინვე მივხვდი- განწირული იყო მინიმუმ კრიტიკისთვის. კრიტიკის მაქსიმუმი სამი ღილაკი აღმოჩნდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჟიურის ნახევარფინალის დროსაც აქვს უფლება წითელ ღილაკებს ხელი დააჭიროს და გამომსვლელს შეაწყვეტინოს ნომერი, რაც მოხდა კიდეც იოსებ გოგიას გამოსვლისას, პირველად “ნიჭიერის” ისტორიაში. ძალიან მოსაწყენი იყო მართლა! მაიამ ცოტა არასწორედ დასვა აქცენტი – არაესთეტიური იყო, დამთრგუნველიო. შეიძლება რაღაც იყოს დამთრგუნველი, მაგრამ თან საინტერესო და ყურებადი. უბრალოდ,  მოსაწყენი იყო. პანტომიმა ისეთი ჟანრია, უამრავი საინტერესო ნომრის მოფიქრება შეიძლება. თანაც, მარტო არ იდგა სცენაზე  და მოსწავლეებთან ერთად შეიძლებოდა მრავალფეროვანი ნომრის გაკეთება. მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ რა ხდებოდა ნომერში შემდეგ – რეპეტიციებიდან როგორც ვიცი, არც არაფერი, მაგ ტემპში და სტილში გრძელდებოდა გამოსვლა.

ჯგუფის სახელი მინიმუმ მათ შინაგან და გარეგან სამყაროს შორის გამყოფს უნდა ნიშნავდეს- ვანიკო

ვაშა, დაბრუნდა ცეცხლი ჩვენს სცენაზე! – მაია

“შუშა”-ს თუ ასეთი მუხტი ჰქონდა,არ ვიცოდი :D მთელი დარბაზის თავიანთი მუსიკით დამუხტვა მოახერხეს, მართლა. აი ეს იყო ნამდვილი მოჭარბებული ემოციები ერთად! კომპოზიცია ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ისეთია, რომ მაშინვე აგეკვიატება, მაშინვე გემღერება,  მაშინვე ითავისებ. ბოლოს უკვე მეც დავიწყე მათთან ერთად სიმღერა :D პირველ ტურთან შედარებითაც დახვეწილები იყვნენ ჩემი აზრით და გუშინდელი შოუს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებში თამამად დავასახელებ!

შეხმატკბილებული ოჯახი

ურთიერთობების შეხმატკბილებას გულისხმობდნენ ალბათ წამყვანები, თორემ სიმღერაში შეხმატკბილება მაინცდამაინც ვერ შევნიშნე. საერთოდაც, როცა მათი გამოსვლის სრული ვერსია დაიდო (ტელევიზორში სულ რამდენიმე წამით აჩვენეს და ვერ მივხვდი რა იყო), დავფიქრდი – რა მიზეზით გადაიყვანეს მეთქი. სანახევარფინალო გამოსვლაც არ მომეწონა. საქართველოში ყოველი მეორე მღერის მსგავსად და მსგავს რეპერტუარს, არაფერი განსაკუთრებული არ იყო.

ჟიურიმ გვითხრა, რომ კარგი გოგოები ვართ…

როცა ტყუპებს გავესაუბრე და მითხრეს, დღეში 4 საათს ვვარჯიშობთო, მაინცდამაინც არ დავიჯერე :D მაგრამ მათი გამოსვლა რომ ვნახე, მივხვდი -სიმართლე მითხრეს, სხვანაირად შეუძლებელია ასეთი მოძრაობები შეასრულო!

_გეგა, შენც შეგეშინდა?

_ვაღიარებ, ვინერვიულე!

თამამად შემიძლია ვთქვა, რამაზ გარშაულაშვილი უფრო მყარად დგას ჰაერში გაჭიმულ ბაგირზე, ვიდრე მე მიწაზე! თან მეშინოდა, თან  გაოცებული ვიყავი, თან “ვაიმე, რა მაგარია” აღმომხდებოდა ხოლმე დროდადრო… ძალიან მომეწონა, რომ სრულიად განსხვავებული ნომერი შემოგვთავაზა და პირველი ტურის მსგავსი რამე არ გაიმეორა. იმდენად პროფესიონალია ეს ადამიანი, რომ ამაზე მეტად ალბათ შეუძლებელია საცირკო ხელოვნების დახვეწა! აბა, ბევრს გინახავთ ჰაერში შესრულებული შალახო? :D

გუგა, შენ ხარ ერთადერთი, ვინც ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინა გამოსვლიდან აქამდე! -გეგა

გუგას გამოსვლის დროს მთეელი დარბაზი იდგა ფეხზე! ძალიან სწორად შერჩეული რეპერტუარი, ძალიან დიდი წინსვლა პირველი ტურის შემდეგ (თუმცა მე პირველი ტურის ნომრითაც აღფრთოვანებული ვიყავი) და კიდევ ერთი ფავორიტი ნომერი ნიჭიერის სცენაზე!  როგორც ნიკამ თქვა, მეც მინდოდა არ დამთავრებულიყო გუგას ნომერი :D

თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებო-მაიას “ანდაზირებული” შეფასება

მგონი, რომ გაიგეს ნიკა მემანიშვილს ბარბარა სტრეიზანდი უყვარსო, ყველამ გადაწყვიტა ამით მოეგოთ მისი გული :D  ამჯერად ჟიურიმ მარის და ბაბის ნამღერში ვერ აღმოაჩინა მუტაციები. მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ ნომერზე, მომეწონა პრინციპში მათი ნამღერი, მაგრამ მოდი, ბოლოსთვის შემოვინახავ მთავარ სათქმელს.

ძალიან მიყვარს ეს სცენა…ნიჭიერი მიყვარს…და ყველანი მიყვარხართ…დედიკო მიყვარხარ…

მართალი გითხრათ, პირველ ტურში მაინცდამაინც არ მომეწონა გვანცას და აკას გამოსვლა. სანახევარფინალო ნომერი უფრო ემოციური იყო. გრძნობებზე ლაპარაკი  (რაც რატომღაც პირდაპირ გადაჯაჭვულია ხუთშაბათ საღამოსთან და ისეთი დოზებით, ბოლოს უკვეე გავღიზიანდი :D) ჟიურის ამ გადაცემაში ბევრი მოუვიდა და მეც აღარ მინდა მივამატო. უბრალოდ, მართლა ლამაზი ნომერი იყო :)

და ყველასათვის საძულველი და თან საინტერესო ბოლო მომენტი…ბოლო წამები…

უკვე გავიგეთ, რომ არანაირი პროგნოზები არ არსებობს, მაგრამ ასეთ დონეზე? “ბაბი და მარი”-ო რომ გამოაცხადეს, მართლა შოკი დამემართა. ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჩავსვი, რატომ უნდა დაეჭირა 32%-ს მათთვის მხარი. სიმართლეს თვალებში შევხედოთ და საფინალოები ნამდვილად არ არიან! კი ბატონო, კარგი იყო პირველი ტური…კი ბატონო, ნახევარფინალშიც მოვისმინეთ, მაგრამ ფინალში არანაირი სურვილი არ მქონდა მათი ხილვის – მომიტევონ გულშემატკივრებმა.

ჟიურის გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. გუგა ნამდვილად ნიჭიერია და რომ არ გადასულიყო ფინალში, გული დამწყდებოდა.

საერთო ჯამში, როგორც შოუ კარგი იყო თავისი ემოციებიან-მოულოდნელობებიანად და ვთვლი, რომ წარმატებულად გრძელდება ნიჭიერი! მეოთხე ნახევარფინალამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. იაქტიურეთ და ამჯერად მაინც მოვახერხოთ, რომ მაყურებლის ხმებით ის მონაწილე გავიდეს ფინალში, რომელიც მართლა იმსახურებს ამას!

გადაცემის ფავორიტ კადრს გიტოვებთ და მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით :)

კომენტარები

კომენტარი

122 კომენტარი

  1. 13

    გაიხარეე რააა! 100%ით გეთანხმები , როდესაც ფინალში მარიამ კახელიშვილია რა დროს ბაბი და მარიაა რააა! მითუმეტეს უნიჭიერესი ანი ხანჩალიანი დარჩა! აი ჟიურის კი ყოჩაღ! ცოტა არ იყოს შემეშინდა ბოლოს იმიტომ რომ გუგას გულშემატკივარი ვარ მაგრამ,,….! გუგა და ხანჩალიანი 4ევერ :D

       0 likes

  2. მეც დამიტოვე ხოლმე რამე :D

       0 likes

  3. თიკას ჩაცმულობა რატო არ აღნიშნე ? :D
    მიკერძოებული ბლოგერია ეს :yes:

       0 likes

  4. @George

    თიკას ჩაცმულობაზე დორბლები ჩამომივიდა ისე მომეწონა :D

       0 likes

  5. M.A.

    ძაან კარგი პოსტია :) ბოლო კადრი მართლა რა მაგარია :D:D

       0 likes

  6. პეპე

    ყოჩაღ თინი. ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ძალიან ობიექტური შეფასებებია და მთლიანად პოსტი. იუმორიც მომეწონა თქვენი :) თუმცა თიკას ჩაცმულობა რომ არ აღნიშნე მინუსსს )))))

       0 likes

  7. Tiny

    შეენც? O_o

       0 likes

  8. @M.A.

    მადლობა:)

    @პეპე
    დიდი მადლობა :)

    თიკას ჩაცმულობას და გეგას დაკლებულ გრიმს აღარ გადავწვდი, სხვა ბლოგერებსაც ხომ უნდა დავუტოვო რამე საწერი :P

    @George

    ჰო :|

       0 likes

  9. ნინუცა

    ისე ჟიურის სამივე წევრი შავ ფერში იყო და რაღაცნაირად მომეწონა :D თიკა ულამაზესი იყო ნამდვილად :D თინის პოსტზე აღარაფერს ვამბობ,ყველაფერში გეთანხმები!!!

       0 likes

  10. nellll

    dzalian usamartlo iyo babis da anis gayvana magram rac mtvaria guga chyonia gavida. amitom me chumad var :D

       0 likes

  11. ძალიან კარგი პოსტია :) New style-ზეც გეთანხმები

       0 likes

  12. მახო

    თიკააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ყველაზე მაგარია რა თქმა უნდა ………………

       0 likes

  13. ნანუკა

    შენს აზრს ზედმეტად ახვევ მკითხველს თავს ეს მინუსია ამ პოსტში და სხვა დანარჩენებშიც…

       0 likes

  14. კარგი პოსტია მაგრამ რაღაც რაღაცეებში ვერ დაგეთანხმები, ნუ მე ჩემი აზრი მაქ. რაც შეეხება სიტყვა ,,ისტორიას”რომელიც ასე ძალიან მიყვარდა გაგონებაც არ მინდა რადგან მაიამ საშინლად გააბანძა სხვა რა ვტქვა აბააა…..:D

       0 likes

  15. @ნინუცა
    @Barfuss

    მადლობა : ))

    @ნანუკა

    ჩემს აზრს არავის არ ვახვევ. მე ვწერ და თუ ვინმე მოიხვევს თავისი პრობლემა იქნება :D

       0 likes

  16. ich bin

    მინდა რომ ხანჩალიანი გავიდეს,საქართველოში, რომ ვიყო მხოლოდ მას დავურეკავდი…პირადად მე არანაირად არ ველოდი იმ ორი გოგონას გადასვლას,კი კარგად იმღერეს მაგრამ არაფერი განსაკუთრებული და სამაგისო რომ ფინალში გვეხილა…მაგრამ ერთადერთი რამაც გამიელვა წუხელ ეგ იყო ,რომ მათ გასვლაზე ორი სანათესაო მუშაობდა:D :D …პლიუს სკოლის მოსწავლეები არიან …ნუ ახლა მთელი სკოლა,უბანი პლიუს იმ ორი გვარის სანაცნობ-საახლობლო კი იზამდა რაღაცას:::ანუ აქ “ხალხმა” რომ გადაიყვანა ისინი ეგ აზრი ცოტა შორსაა ჩემგან..ნუ რავი პირადი აზრია და თან დები რომ ყოპილიყვნენ მაგდენი ხმა არ დაუგროვდებოდათ.გუგას გადასვლა გამიხარდა…და ახლა რაც თავში მიტრიალებს..ვინ იქნება ფინალისტი მომავალ ორშაბათს..იმედია არა ჯავახიშვილი:D :D თუმცა რას იზამს მძრეველთა არმია (მაპატიეთ მაგრამ სხვა სახელი ვერ მოვუძებნე ,იმ პირზე დუჟმომდგარ მამრებს მისი სცენაზე გამოსვლის დროს ,რომ გვიჩვენეს ეთერში) არავინ იცის და კიდე ნეტა გააწყვეტინებს ჟიური მასაც გამოსვლას როგორც იმ გოგიას ( საერთოდ რატო გადაიყვანეს ვერ გავიგე…) თუ ეგ არ იქნება მოსაბეზრებელი გეგა ნიკა მაიას მზერისთვის…ისე იმედია ეგ ნინო იმ წინდებს ახალს ტუ არ იყიდდა გაკერავს მაინც და ისევ ისე არ გამოვა სცენაზე:D :D და კიდე რა ნახა მაიამ ეროტიული გოგიას გამოსვლაში,წელზემოთ სიშიშვლე? :D :Dმეცინება კიარადა მეტირება მათზე…რა უნდა ან მას ად ან გეგას ჟიურიში ვერ გამიგია…

    კარგი პოსტია თინი:)

       0 likes

  17. ანანო

    იმის აღნიშვნა დაგავიწყდა მგონი,რომ გუშინდელმა ლაივშოუმ უფრო გაამტკიცა ის აზრი რომ ნიჭიერი ჯეოსტარს ემსგავსება :)

       0 likes

  18. ანანო

    მაიას რა უფლება აქვს გააკრიტიკოს სხვისი ჩაცმულობა,როცა რაც პროფილი დაიწყო იმის შემდეგ ერთნაირი ტროცკის დროინდელი ფეხსაცმელი აცვია.. :)

       0 likes

  19. @ლედი

    რომელი ისტორია, იოსებ გოგიასი ხო? :D

    @ich bin

    მადლობა : )

    @ ანანო

    გაიცვითა ეგ ფრაზა უკვე :D ჯეოსტარი კარგად იყოს და რა ვქნათ, ხალხის ხმებით ხდება ასე… ჩემდა სამწუხაროდ :D

       0 likes

  20. Remedios

    ძალიან კარგი პოსტია… პრინციპში რასაც ვფიქრობდი ყველაფერი თქვი ამით…

       0 likes

  21. ანანო

    რეალობა ეგ არის და გინდა გაცვეთილი იყოს ,გინდა გადაცვეთილი.. :) მე პირადად და არამარტო მე უფრო და უფრო მეკარგება ამ გადაცემის ყურების სურვილი :)

       0 likes

  22. ნა:)

    ვეთანხმები იმას რომ იქნებ მომავალ კვირაში მაინც გადაიყვანოს ხალხმა ის ვინც მართლა იმსახურებს ამას!!!

       0 likes

  23. პრინცესა

    გუგა მაგარია!მაგრამ ის ტყუპები რატო ატ გადაიყვანეს?

       0 likes

  24. http://www.youtube.com/watch?v=5K8kFQWZSuo <<<<<<<< ყველამ უყუროს ამ ვიდეეოოოს… სრულიად მარტო მარიმ თავად მოამზადა, არც მასწავლებლები უმუშავებენ ხმას და არც ისეთი პროფესიონალები როგორიც სხვებს… მითუმეტეს ეს მეგორების წრეში იმგერა, სკოლაში. მე რომ მოვუსმინე მართლა გავოგნდი და ვიცი რომ მას მეტიცხ შეუძლია

       0 likes

  25. ნა:)

    ნუ წაიღეთ რა გული ამ მარითი და ბაბით გავიგეთ რო მღერიან!!!!

       0 likes

  26. სამირ

    სულაც არ არის საჭირო უყრო ნიჭიერს, Tiny ისე ლამაზად და მართებულად გადმოგვცემ ყველა ნიუანსს. სამწუხაროდ ბოლო 3 ნაწილი ვერ ვნახე, და Tiny -ს პოსტებიდან ისე კარგად გავერკვიე თითქოს მენახოს ყველა ეს გამოტოვებული გადაცემები. Tiny ძალიან კარგი და რეალური პოსტია.

       0 likes

  27. არ მიყვარს ვაზელინები…

    არ მიყვარს და რა ვქნა?.. :|

       0 likes

  28. NINI.....

    აუუ ისე ის 2 გოგო როგორ გაიყვანეს რაა..ნერვები მომესჰალა..მე მაგას ასი წელი ხმას არ მივცემდი..

       0 likes

  29. მაიას კომენტარები ცალკე თემაა .. “მინდოდა გამეგო ქმარი სად არის”, ან “ცხოვრება ასეთია” ან ..მოკლედ რა გამოლევს მის ბაგეთაგან გადმოღვარღვარებულ სიბრძნეს თუ “საინტერესო სიახლეებს”. ვაი, საით მიექანება ჯურნალისტიკა კი არადა საიდან მოექანება თქო -მინდოდა მეკითხა.
    თიკა და ვანიკო აშკარად ძალიან დიდი ეფექტია შოუსთვის.
    თინი , კარგია ისევ და ისევ , როგორც წერ და რასაც.. და მართლა გულწრფელად მინდა გისურვო პროფესიული წარმატებები.

       0 likes

  30. გული არ წაგვიღია რა.. რაცაა იმას ვამბობ, და რატო ბრაზდები? შენც ხომ გამოთქვავ შენ აზრს .. მე მაინც ვიტყვი რომ ყველამ უყუროს ამ ვიდეოს >>>>> http://www.youtube.com/watch?v=5K8kFQWZSuo

       0 likes

  31. ნა:)

    არ ვბრაზდები უბრალოდ უკვე თავი მეტკინა იმდენს აქებენ მაგ ბავშვებს არადა მაგათზე “ბევრად”ნიჭიერებიც ძაან ბევრია!!!!!

       0 likes

  32. სამირ

    რამაზ გარშაულაშვილი ნამდვილად ნიჭიერია, როცა უყურებდი ჩემი ბავშვობა გამახსენდა და ის ბედნიერი დრო როცა ცირკში წასვლა მიხაროდა. კაცი რომელიც ცირკის თითქმის ყველა ნომერს ასრულებს. ეს ნიჭი არ არის ხალხო? შეეუძლია გაგვაოცოს, დაგვძაბოს და ბოლოს გაგავცინოს. ჩემ შვილს 5 წლის წინ ვაჩვენე ცირკი საქართველოში, და სულ იმას მთხოვს, როცა ჩავალთ კიდევ წამიყვანეო. სად წავიყვანო აღარ ყოფილა…

       0 likes

  33. თემურ798

    ისე თინი შენი პოსტი რითი განსხვავდება ჟიურის მოსაზრებებისგან?

       0 likes

  34. გიორგი

    სირცხვილია, ნიჭიერია თუ სიმღერის კონკურსი. არ შეილება ასე. ერთი სწორი გვითხრა პუტინმა ცეკვა-სიმღერის მეტი არაფერი იცითო და ჩანან ერთეულები და იმათაც არ ვაფასებთ. ჩვენთვის არ არიან ნიჭიერები ვისაც ჯოხების თავზე გადამტვრევა შეულია, კბილებით მანქანის გაწევა, თოკზე შალახოს ცეკვა არამედ ბანალური მომღერლები, რომელთანაირებიც და ბევრი კიდე უკეთესების მეტი რა გვყავს. სავსეა კოკნურსები და კიდე კონკურსების გარეთ. ცეკვა-სიმღერით აშანებული ქვეყანა როა, იმიტომაა კარგად ჩვენი საქმე.

       0 likes

  35. Tiny, dzalian kargi postia – getanxmebit xvelapershi!
    Siamovnebit cavikitxe! Madlobt!!

       0 likes

  36. გიორგი

    ვეთანხმები პოსტის ავტორს. ბაბი და მარი რო იქნებიან ქართულ ესტრადაზე კიდე კაი ხანი ვერ წავალთ წინ. ამაზრზენია, მართლა კარგად მაინც მღეროდნენ,კიდე აიტანდა კაცი. მოკლედ, ამ პროექტს დიდი იმედის თვალით ვუყურებდი და სულ დამეკარგა წარმოდგენა. არც ხალხს ვთვლი დიდად კომპეტენტურად და არც ჟიურის. ეს ჩემია აზრია, შეილება სუბიექტური. ყველამ თავისი აზრი დაწეროს.

       0 likes

  37. გიორგი ლალიაშვილი

    შუშა მიაწექით თქვენსას მაგრები ხართ! უბრალოთ ერთ შენიშვნას მოგცემთ. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში უნდა გემღერათ მაშინ როცა მსოფლიო მაშტაბით გამოხვიდოდით და როცა უფრო ფართო საზოგადოება მოუსმენდა თქვენ არაჩვეულებრივ სიმღერას მაშინ როცა მსოფლიოს დიდ სცენებზე წარსდგებოდით საქართველოს სახელით. აი მაშინ გემგერათ ეს სიმგერა. თქვენმა პირველმა გამოსვლამ კი ნამდვილათ გამაოგნა კაი იქნება თუ MP3 ვერსიას ჩაწერთ გარწმუნებთ რომ დიდი პოპულარობით ისარგებლებთ რადიოებში და ინტერნეტ სივრცეში!

       0 likes

  38. JuLien

    ჩემი აზრით თქვენ ქმინთ ილუზიას რომ ეს რაღაცა გასაოცარი იყო არადა არაფერი განსაკუტრებული არ მომხდარა,ბავშვებმა იმღერეს ხალხს მოეწონა და დაუმესიჯა :)

       0 likes

  39. პეპე

    JuLien

    მაინც შენსას აწვები ხო )))) სასაცილოა

       0 likes

  40. პეპე

    ხალხმა დაუმესიჯა არა ისა კიდო. ეგ მოატყუეთ ერთმანეთს , )))

       0 likes

  41. ლანდიშას კომენტარზე ბევრი გამეცინა:))))))))))მართლა დაუტოვე ხოლმე სხვებსაც სათქმელი,არ შეიძლება ასე უმოწყალოდ კარგად და ზუსტად წერა:):*მაგარი გოგო ხარ თინ:)

       0 likes

  42. აუუ ბევრი გამეცინა არა რაა:DDDDDDბევრი ვიცინეს ვწერდი..ნუ მოკლედ

       0 likes

  43. JuLien

    პეპე

    რას ქვია მოატყუეთ ერთმანეთს რისი თქმა გინდა? მე კიდე ვიძახი და კიდე გავიმეორებ არ ვიცნობ არც ბაბის და არც მარის მაგრამ მომეწონა მათი სიმღერა და დავუმესიჯე ეხლა გასაგებია?
    დამერწმუნე რომ ბევრმა ჩემნაირმა დაუმესიჯა კიდე და ტუ არ გჯერათ მე აქ ვერაფერს გავაწყობ იყავიტ ილუზიებში ი ვსო რა !არამგონია აქ თქვენი აზრი ჩემმა კომენტარებმა შეცვალოს უბრალოდ ყველა ადამიანს თავის აზრი აქ და მეც ვთქვი ჩემი აზრი

       0 likes

  44. JuLien
    მდაა და მოსაწონი მანდ რა იყო ? არც არაფერი .. მადლობა მამიკოებს უთხრან რააა ვიინ ხალხმა დაუმესიჯა ?? რა სისულელა კარგით რააა

       0 likes

  45. JuLien

    დათკა..
    მოსაწონი ნამდვილად იყო სიმღერა მოდი იცი რას გეტყვი მოსსაწონი და კრგი რო არ ყოფილიყო ჟიური დადებით შეპასებას არ მისცემდა ხო …….

       0 likes

  46. Tiny, გეთანხმები ყველაფერში .. !
    ნამდვილად არ იმსახურებდნენ ბარბი და მარი ფინალს ..
    მაგარი პრიკოლი იქნება ჯავახიშვილი რო გადაიყვანოს მაყურებელმა ფინალში .. :D

       0 likes

  47. თან ამდენი მომღერალი დაგროვდა ფინალში და თუ არ ვცდები 1 კიდე მიემატება .. :)

       0 likes

  48. G...V...

    ბარბი კი არა ბაბი :D:D

       0 likes

  49. Paper Gangsta

    ნუ გადაიყვანა ხალხმა მომღერლები ჯანდაბას მაგრამ თითოეულს სასტიკად აქვს დასამუშავებელი ინგლისური!!! ძალიან გამაღიზიანებელია კლასიკად ქცეული სიმღერების მოსმენა ქართული აქცენტით |(

       0 likes

  50. G…V…
    ხოო .. შემეშალა .. :D:D

    პრინციპში ცუდადაც არ მღერიან, მარა მე უბრალოდ იმის თამა მინდოდა რო ფინალისთვის უკეთესი კონკურსანტებიც იყვნენ .. :))

    Paper Gangsta,
    მართალი ხარ .. :))

       0 likes

  51. RooD

    კარგი პოსტია.. გეთანხმები.. ბაბიზე და მარიზე განსაკუთრებით.. :>

       0 likes

  52. ფენ შუი :))

    არა ხო ერთი კიდე უეჭველი უნდა დაემატოს :))))

       0 likes

  53. simplee333

    მართლა ლოგიკური შეფასებები იყო. მაგრამ ვფიქრობ რომ რამაზი იმსახურებდა ფინალში გადასვლას.ძალიან ბევრი გააკეთა და არ დაუფასდა

       0 likes

  54. გიორგი

    mari da babi naxdad ar ikvnen gadasakvanebi .magat ziritadi masa ar daumesijebda ashkaraa . jeostari moackves ra . nichieria tu jeostari ?

       0 likes

  55. ANA

    გუგა ყველაზე მაგარი იყო

       0 likes

  56. სალი

    მომეწონა ეს პოსტი ჩემ აზრებს დაემთხვა :) ბაბიზე და მარიზე კარგად შუშამ იმღერა მაგრამ მათ მთელმა სკოლამ და სანათესაომ დაუმესიჯა და გადავიდოდნენ აბა რას იზავდნენ.გუგა მართლაც გადასაყვანი იყო ეგ რომ არ გადასულიყო მე პირადად შოუს აღარ ვუყურებდი ჟიურიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო რადგან ნიჭიერი ისაა ვინც განსაკუთრებულ რამეს აკეთებს და სხვებიგან გამორჩეულია აკას და გვანცას ნაირად და უკეთესადაც კი, ბევრი ცეკვავს მაგრამ ამ ბავშვს მარტლა ნიჭი აქვს 16 წლისაა და უკვე ამდენ რაღაცას აკეთებს და მერე რაღა იქნება მას უფრო დიდი მომავალი აქვს ჩემი აზრით და გამრჯვების ღირსიც არის.

       0 likes

  57. ANA

    ბაბი და მარი გადასვლის გირსი ნამდვილად არ იყვნენ.აი გუგა კი იყო. ნამდვილად ნიციერია :*

       0 likes

  58. ANA

    სალი
    გეთანხმები.მარის და აბის მარტო დაქალები და ნატესაობა დაუმესიჯებდა.გუგა რო არ გადასულიყო არც მე აგარ ვუყურებდი შოუს.იმედია ფინალშიც გაიმარჯვებს გუგა.

       0 likes

  59. simplee333

    გუგაზე გაცილებით გამორჩეული რამაზის ნომერი იყო :| მთელს მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტაა მასეთი ნიჭის მქონე ადამიანები.გუგასნაირები კი შედარებით ბევრნი არიან.ჩემი აზრით ეს ორი უნდა გადასულიყო,მაგრამ უფრო რამაზი იმსახურებდა.მარტო იმიტომ გადაყვანა რო პატარაა და მერე რაგას იზავსო არ შეიძლება.დიდია და ბევრი აქვს ნამუშევარი და იმასაც უნდა დაუფასო.იმედია მეთანხმებით :)

       0 likes

  60. სანდრო

    simplee333, არ გეთანხმები

       0 likes

  61. ANA

    simplee333, არც მე არ გეთანხმები.

       0 likes

  62. მაიკო

    თინი სყვარელო, გოგოებს ბრბარას ეს სიმღერა თავისით არ შეურჩევიათ, უთხრეს პროქტის ხელმძღვანელებმა და ამიტომ აქ შენი ქილქიკი უადგილოა ნიკას გემოვნებასთან მიმართებაში, ცნობისთვის, ოპერაში ქასთინგზე ნიკამ ცალ- ცალკე ამღერა გოგოები და მაშინ შეასრულა მარიამმა ეს სიმღერა, ეს შენ უნდა გახსოვდეს იქ ხომ იყავი?მაშინ არც კი იყო გაცხადებული ნიკას გემოვნებაზე,

       0 likes

  63. simplee333

    კერძოდ რაში არ მეთანხმებით თუ საიდუმლო არაა ?

       0 likes

  64. არა ზოგადად ისტორია:D

       0 likes

  65. ხათო

    თქვენი ნათესავი ან დაქალი რომ გამოდიოდეს ნიჭიერში, ხომ დაუმესიჯებთ და უგულშემატკივრებდით?ხოდა ეგრე არიან ამ ბავშვების სკოლელები, კლასელები, ნათესავები და ა.შ. ყველას აქვს საკუთარი აზრების გამოთქმის უფლება და განსჯა თუ ამის უნარი აქვს. მე პირადად არ ვეთანხმები ბაბის და მარის გადასვლა, სხვა ბევრი ადამიანიც იმსახურებდა ფინალში გადასვლას. რაც ნახევარფინალი დაიწყო ხალხს სულ მომღერლები გადაყავთ. სჯობს ანგარიშს ნუ დავინანებთ და იმას დავუმესიჯოთ ვინც ნამდვილად ღირსეულია და მარტო სიტყვით არ დავუჭიროთ მხარი, თორემ ხელში ნიჭიერი კი არა ჯეუსტარი შეგვრჩება მართლა |(

       0 likes

  66. ეკა

    ყურადღებით წავიკითხე ყველა კომენტარი და ერთ რამეს მივხვდი ამ პროექტში ამ გოგოებს (ბაბის და მარის ) საერთოდ არ უნდა მიეღოთ მოანწილეობა . ამ პროექტის არსი იმაში მდგომარეობს რომ იპოვოს აღმოაჩინოს დაჩაგრული, საწყალი , უპატრონო ….. რასაც ამ გოგოებზე ვერ ვიტყვი . ისინი ყველასგან გამოირჩევიან , გარეგნობით,სცენურობით , რაც მიუღებელი აღმოჩნდა მონაწილეებისა და მათი ფანებისთვის. უკაცრავად ბლოგერო თინი , რომ შენს გემოვნებაში ვერ ჩაჯდნენ . ჯეოსტარში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა ,რომ დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები .

       0 likes

  67. .....................................

    http://www.youtube.com/watch?v=5K8kFQWZSuo შედიტ უყურეეეთ და მერე ილაპარაკეეთ

       0 likes

  68. ვნახოთ ანა ხანჩალიანი გადავა იმედი მაქ და მოიგებს ყველაზე ყველაზე პირველია მაგ პროეკტში ვოტ ბაბი და მარიი ხო არაუშავდათ თუ მუტაცია შეწყვიტეს იყვნენ ფინალში ვის რას უშავებენ მშვენიერი ახალგაზრდები არიან

       0 likes

  69. simplee333

    ეგ სიმღერა რომ ემღერა მარტოს ალბათ ასეთი შეფასებები არ ექნებოდა როგორიც ეხლა აქვს, მაგრამ ასე ბევრს შეუძლია სიმღერა.ნიჭიერში კი მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულები უნდა იყვნენ (ფინალში განსაკუთრებით) ასე რომ მე არ ვეთანხმები მაინც იმ აზრს რომ სამართლიანად გადავიდნენ

       0 likes

  70. არა მართლა კაი გოგოები არიან ეხლა ყველა ვუნდერკინდი ვერ იქნება მაგრამ მე მომწონს ამ გოგოების ნამღერი თან საყვარლები არიან რა გინდაათ არ მესმის ხალხსაც მოეწონა და მანდ დამთავრდა ყველაფერი

       0 likes

  71. simplee333

    ხალხს თუ მოეწონა ასეთ კომენტარებს არ დაწერდა უმეტესობა. კაი გოგოზე და საყვარელზე არაა.მაშინ ნიჭიერი არ ერქმეოდა პროექტს და ერქმეოდა საყვარელი. ეს ნიჭიერია და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულები უნდა გადასულიყვნენ.კი კაი ბავშვები არიან და კარგად იმღერეს მაგრამ მაგათზე უკეთესები ვერ გადავიდნენ ფინალში.

       0 likes

  72. simplee333

    ანი ხანჩალიანს რაც შეეხება მეც ვგულშემატკივრობ.მართლა განსაკუთრებული ხმა და სმენა აქვს :) ძალიან ძლიერია ხმა აქვს და ძალიან მაგარი გოგოა :)

       0 likes

  73. ანა ხანჩალიანმა უნდა მოიგოს 5 იანი ჩემზე იყოოოოოოოს ამ ბავშვის ავტოგრაფზე ვჩალიჩობ რამდენი ხანია რაა

       0 likes

  74. მესმის მაგრამ ალბათ ეგ იმის ბრალია რო კონკურსანტები არასწორად გადაანაწილეს მე ასე ვფიქრობ და თუ ვცდები ფლლლლლიიზზზ

       0 likes

  75. ნუცა

    დედა რა ქნა იმ კაცმა, რამაზიმ.მე ქუსლებზე ვერ დავდივარ,ვყირაობ და ის ტაშტით ბეწვზე ცეკვავს.მაგარი კაცია.

       0 likes

  76. ნინიტო

    გუგაას და რამაზის ვგულშემატკივრობდი : ((((

    ბარსკი გეთანხმებიიი
    ცუდადაა გადანაწილებული კოკურსანტები;(

       0 likes

  77. თიკა

    ბაბი და მარიამი საყვარელი გოგოები არიან,მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ფინალში მხოლოდ იმიტომ გადავიდეს რომ საყვარელია და სანაცნობო ყავს ბევრი,ნიჭიერი იმიტომ ქვია ამ პროექტს რომ ნიჭიერი ხალხი გადავიდეს და არა ეს 2 გოგონა

       0 likes

  78. ელე

    არაა ეს ხალხი ნიჭიერი და მომკალით….(ბაბი და მარი ვიგულისხმე) :D

       0 likes

  79. simplee333

    თიკა გეთანხმებიიიიი : )) მაგას ვამბობ მეც

       0 likes

  80. ვახოო

    თინი კარგადაა დაწერილი თანდათანობით იხვეწები. იყო რამდენიმე წინადადება რომელიც ცოტა ცუდდად კი ჟღერდა მაგრამ მაინც კარგი იყო, ხო მართლა ბოლოში ომ გიწერია გადავიყვანოთ ის ვინც იმსახურებსო, საინერესოა რომელი კონკურსანტი იგულისხმე, ოღონდ პირდაპირ მითხარი ყოველგვარი გადახვევების გარეშე ;)

       0 likes

  81. dima

    და არ დაგაინტერესატ რა იქნებოდა იოსებ გოგიას ნომრის ბოლო? მე ძალიან დავინტერესდი, პროსტა მაგარი მიკერძოებული პროექტია, ატვალისწუნებებია და ა.შ. თორე რო გამოიყვანეს და ჩააბანძეს ეგეთი ნაგდად არ იყო, დარბაზი გასუსული იყო ყველა უყურებდა გაფაციცებით, ანუ საინტერესო იყო არა? ამას ვწერ რადგან მანდ ვიყავი და ვესწრებოდი, ხო, მართალია, მისი ფანი არ ვიყოფილვარ მაგრამ საინტერესო ნომერი ქონდა ნაღდად, რა მომენტია იციტ? ხალხი თეატრის გაგებაში არაა.ბოლოს მის ფანებს ვკითხე რა დატვირთვა ჰქონდა მის დადგმასთქო? იცით რა მიპასუხეს?_ ზუსტად ის დადგმა იყო რაც საქართველოს უჭირს!! და ზუსტად ის რაც ჯიურის წევრებმა გააკეთეს….. “ბოროტი ვერასოდეს გახდება საბოოლოოდ კეთილი”

       0 likes

  82. dima

    ბაბი და მარი უცხო არ იყვნენ არ ჯიურისტვის, ;) კაიით რა? მართლა გჯერათ რომ სამართლიანი ფინალი ექნება “ნიჩიერს”? :D:D:D:D:D:D:D უსამართლოა აქ ყვლაფერიი

       0 likes

  83. shemdeg turshi avto nacarashvili da vasil xachidze unda gadavidnen….orive uzomod nichierebi arian…. xachalianic kargad mgeri magrad amovida es simgera yelshi :|

       0 likes

  84. თამ

    თინიი ყველაფერში გეთანხმები ვგიჟდები შენს სტატიებზე:*:* საერთო ჯამში მაგარი LIVE იყო ჟიურიც ძაან მომეწონა მაია ლამაზად იყო რაც შეეხება ბაბის და მარის მომკალით და არ იმსახურებდნენ ფინალს მაგათზე ნიჭიერებიც არიან აუ ხალხო გამოფხიზლდით რაააააა ნორმალურად დაამესიჟეთ კიდე კაი ჟიურიმ გუგა გადაიყვანააა..და თუ ჯეოსტარია ხალხის ბრალია და არა ჟიურიიის:D:*

       0 likes

  85. მარ

    მე ყველა ჟიურის გადაწყვეტილებით ვარ კმაყოპილი ხალხის კა არააა მართლა ხალხო ვის აძლევთ ხმას გაგიჯდიიიიიით?:D რაც შეეხება მაია ასათიანს რომელია მაგაზე კარგი ჟურნალისტი ნეტა მე ძაან მომწონს,,,,, ეგიც ნიკაც და გეგაც:*

       0 likes

  86. მარიკო

    გუგუ ჭყონიას ჩემი აზრით აკა და გვანცა ჯობდა .. ეს ჩემი პირადული აზრია … :)

       0 likes

  87. G...V...

    I_K_A
    მერე მაგას მე მიმტკიცებ? მე ეგ ისედაც ვიცი :D:D:D:D:D

       0 likes

  88. 1ტელეპონიდან 1 ხმა უნდა იყოს!!!!!!!!!!!!!!!!!

       0 likes

  89. G...V...

    ისე New Style-ზე …. ესეც მე ვარ? თუ ამ ბლოგერს გადავუხადე ასე რო დაეწერა? :D:D:D

       0 likes

  90. Striker

    ნიჭიერის დროს რუსთავი-2-ზე 10 ჩართული ტელევიზორიდან 8 აყენია. დარწმუნებული ვარ, ის 2 ვიღაცას სამზარეულოში დარჩა და იმიტომაა ჩართული, თორემ მანდაც ნიჭიერი იქნებოდა. ხოდა ამით რისი თქმა მინდა, თქვენ გჯერათ რომ ასეთი პროექტის ავტორების მოსყიდვა მონაწილეების “მამიკოებს” შეუძლიათ? ამას სულელის მეტი არავინ დაიჯერებს, გაიყვანეს ის, ვინც ყველაზე მეტს უნდოდა ენახა ფინალში, რადგან ის 8 ტელევიზორი არ “დაკარგონ”. იმედია “ნიკნეიმების” გადამრავლებას და “მე არ მინდოდა მენახა”-ს 9-ჯერ დაწერას არ დაიწყებთ ;)

       0 likes

  91. Person

    @Striker გეთანხმები! მაგრამ რას იზამ ძმაო, საქართველოა და ჭორიკნებს რა გამოლევს… ვინმეს არ მოეწონება ფინალისტი და “ჩაწყობა! ჩაწყობა!”

       0 likes

  92. ენო

    გუგა მართლაც რომ მაგარი იყო! და მარი და ბაბიზე გეთანხმები თინი! თან თიკას ჩაცმულობა ვინმეს რომარ შეემჩნევინა ის ალბად ბრმა იქნებოდა!!!! ფავიროტი კარდრი რომ გაქვს ის ცემი ფავორიტი კადრიცაა ! მაგარი ფოტოა!

       0 likes

  93. VERSUS

    რას ერჩით ამ დუეტს? არ გინდოდათ რო გადასულიყვნენ და დაგემესიჯებინათ სხვებისთვის :) შეიძლება სხვა იყო მათზე “ნიჭიერი” , მაგრამ უმრავლესობამ ამათ დაუმესიჯა :) უბრალო არითმეტიკაა 8400 ხმა მიიღეს დაახლოებით და ეს მამიკოების ნაჩალიჩარია ხო?! მაქსიმუმ 1000 ხმა :) დანარჩენი?

    ეგრეც არაა როგორც წარმოაჩინეთ,

    თუმცა მე მიმაჩნია რომ გუგა და რამაზი უნდა ყოფილიყვნენ ფინალში

       0 likes

  94. simplee333

    VERSUS მეც ეგრე მინდოდა მაგრამ რავიცი მაშინ ხალხს არ ჰქონია სწორად შეფასების უნარი.უბრალოდ რამაზი მართლა ყველას ჯობდა და განსაკუთრებული ნიჭი მარტო მას ჰქონდა (გუგასთან ერთად)

       0 likes

  95. simplee333

    დანარჩენებთან შედარებით ვამბობ თორემ ყველა თავის მხრივ ნიჭიერია :)

       0 likes

  96. მირიანი

    GEOSTAR!!!! :D :D

       0 likes

  97. თითების_ადმირალი

    პოსტი კარგია .. ჟიურის გადაწყვეტილებით უაღრესად კმაყოფილი ვარ ! მგონი პირველად ..მაგრამ რაც შეეხება იოსებ გოგიას , ჯერ საერთოდ არ იყო გადასაყვანი მაგრამ ასე შერცხვენა ადამიანის მე არ მესმის ! ძალიან ვარ გაბრაზებული ჟიურიზე , მესმის უფლება ჰქონდათ მაგრამ ის ბავშვები ვინც მის გვერდით იყვნენ ძალიან შემეცოდნენ ! ასე არ შეიძლება ! რაც შეეხება მარის და ბაბის , მეც მესმის რომ სასიამოვნოდ მღერიან და კარგი ბავშვებიც არიან , მაგრამ ფინალში ნამდვილად არ მაქვს მაგათი მოსმენის სურვილი ! თიკა ულამაზესი იყო ))

       0 likes

  98. ელე

    ბაბიმ და მარიამმა ნორმალურად იმღერეს მაგრამ ფინალში გადასვლის ღირსები არ იყვნენ… ხალხოო გაახილეთ თვალები!!! ეს უსამართლობაა!!!!!!!!!!

       0 likes

  99. მერლინის ორდენის მფლობელი:D:D

    @ მარიკო
    გეთანხმები რომ გუგას აკა და გვანცა ჯობდა, მაგრამ ჟიურიმ მაინც გუგა არჩია და რატო არ ვიცი.
    ისე ბაბი და მარიც არ არიან ცუდები , მე მათი გამოსვლა მომეწონა.
    ცემი აზრით ფინალში უნადა გადაეყვანათ აკა და გვანცა და ან ბაბი და მარი ან ტყუპები ან რამაზი.
    ეს ჩემი აზრია!!!

       0 likes

  100. 13

    me piradad arcerti xalxis archevni ar momewona! martla jeostaira raaa! magram xanchaliani rom ar gadavides dzalian bevr mayurebels dakargavs! imedia xalxi gafoxizldeba da isev imas gaiyvannen visac ar kutvnis

       0 likes

  101. H.M.

    ესეც ანა ხანჩალიანის ფანკლუბი….

    ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი ანა ხანჩალიანი 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129 9129

    http://www.facebook.com/pages/ana-khanchaliani-nichieri/107248329311137

       0 likes

  102. VERSUS

    simplee333
    100% – იანნ..

    მემანიშვილის არ იყოს არც მე მიმაჩნდა საცირკო ხელოვნება – “ხელოვნებად”.

    მარა რაც ვნახეე – კაროჩე შოკი იყო რა :) მაგარი კაცია, თავისი საქმის “გიჟი” და
    მე მგონი იმსახურებდა ფინალს.. მოკლედ ჩემი რჩეულები იყვნენ რამაზი და გუგა..

    აკა და გვანცა არა რაა… სამეჯლისო ცეკვას განსაკუთრებული ნიჭი უნდა?? შრომა მხოლოდ… ის რასაც გუგა და რამაზი აკეთებენ მხოლოდ შრომით ვერ მიაღწევ :)

       0 likes

  103. ანი პავლიაშვილის ფან კლუბი ფეისბუქზე 9130 9130 9130 ანი პავლიაშვილი

    http://www.facebook.com/group.php?gid=330025994099&ref=ts

       0 likes

  104. ლოლ??

       0 likes

  105. არავინ არ მომეწონა :(

       0 likes

  106. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც პოსტი მოგეწონათ. ისე მიხარია ხოლმე ასეთი კომენტარები… :) <3

       0 likes

  107. თაკო

    ანი ხანჩალიანი უნდა გადავიდეს…………….. აუცილებლად.დაუმესიჯეთ ხალხო…….91295………………..ანიიიიიი შენთან ვართ………:*

       0 likes

  108. თაკო

    ანა ხანჩალიანის ფან კლუბი შემოდით ხალხოო……………დაბრმავდიით??? მიხვდეთ იქნებ რომ ანის ეკუთვნის გამარჯვება http://www.facebook.com/pages/ana-khanchaliani-nichieri/107248329311137

       0 likes

  109. ANA

    ძაან მაგარი პოსტია:*:*

       0 likes

  110. ბაბი და მარი ვინ გაიყვანა, ამათ ფინალში რა უნდათ, ამას არ მოველოდიიიიი

       0 likes

  111. სოფო

    ვანიკო და თიკა ძაან მაგარი დუეტია რაა:*:*

       0 likes

  112. მარიამი

    ჩემი აზრით ფინალში უნდა გადასულიყვნენ რამაზი და გუგა .რამაზი იმიტომ უნდა გადასულიყო რომ ახლა ცირკი აღარ არის ჩვენ ქვეყანასი და რამაზი ის ერთადერთი ადამიანია ვინც საცირკო ხელოვნება გააცოცხლა ჩვენს ოჯახებში, და პატარა ბევშვებს ვისაც არ აქვს ნანახი ცირკი ანახა საცირკო ხელოვნება.
    გუგა კი იმიტომ უნდა გადასულიყო რომ 16 წლისაა, 1 წელია ვარჯიშობს და უკვე ამხელა წარმატებას მიაღწია ხალხში…
    მე მეწყინა ბაბი და მარი რომ გადაიყვანეს. მაგათ ისევ გავანცა და აკა სჯობდა მაგრამ ჟიური შტერია..
    თუ აქ ვინმე ჟიურის რომელიმე წევრის ნათესავია არ გეწყინოთ!!

       0 likes

  113. მეწყინა აკა და გვანცაზე, არ სჯობდა რო ბაბი და მარის მაგივრად ეგენი გასულიყვნენ?

       0 likes

  114. ანა

    გუგაზე მაგარი მაინც არავინ არ არის !! საგოლ შენ უმაგრესი ხარ !!

       0 likes

  115. SsssEssssi

    au am ramazas ra gulshematkivrebi yolia :D kargiit ra xalxoo ra ra ramaza da ris aka da gvanca gugaaaaaaaaaaaaaa miyvaaaaaaars dzaan magariaa

       0 likes

  116. SsssEssssi

    nu babi da maric ;)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

       0 likes

  117. ლულუ

    თინი, კარგი პოსტია, ყველაფერში გეთანხმები :)) ამჯერად ჟიურიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სიმართლე გითხრათ, მე აკას და გვანცას სიყვარულის არ მჯერა, იმასაც დავამატებ, რომ ეს ტყუილია, სანდო წყაროდან ვიცი. სამეჯლისო ცეკვას ნიჭი არ უნდა. მე 5 წელი ვიარე ცეკვაზე და მათზე ნაკლებად არ ვცეკვავ :)) ასე რომ ეს ნიჭი არაა, უბრალოდ ბევრი ვარჯიში :D საქართველოში ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე რომ მღერის არც ეგაა გასაკვირი. როცა ადამინი სულ სხვა სფეროში მოღვაწეობს და პროფესიონალურად აკეთებს სხვა რამეს, აი, ეს კი უკვე ტალანტია და არა ის, რომ წლებით დადიხარ ვოკალზე ან ცეკვაზე და მაგას მერე ნიჭს ეძახი. სასაცილოა უბრალოდ… მე, მაგალითად, დათო რობაქიძის გულშემატკივარი ვარ…

       0 likes

  118. თეკო

    პოსტი მეც მომეწონა=) ჩემი აზრით, “ნიჭიერის” ქასტინგში საერთოდ არ უნდა გაეყვანათ ეს მომღერლები,ამოვიდნენ რა ყელსში =((( “ჯეოსტარი” რისთვის შეიქმნა ნეტა?! იქ წავიდნენ….ვეთანხმები წინა პოსტელს=) დათო მაგრა მომწონს,ეგაა ნიჭი =)))) ძააან კაი ბიჭია ^___^

       0 likes

  119. KatoOo

    haha gegam ra chaabandza aka da gvancaa huuuuuuuh ra vigadavee :D mogexazaat sayvarlebooo tqvenc akas da gvancas fanebs da asatiansaac ;) ;))))))))))))))))

       0 likes

  120. კაკო

    ეს ასათიანი ამ აკა გვანცას მოვალე ხომ არაა?

       0 likes

  121. დაკო

    თეკო იცი რას გეტყვი გენაცვალე, ჯეოსტარში ყველა მომღერალი ვერ წავა, რადგან ასაკია შეზღუდული, აბა რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც30 წელზე მეტის არის და ბევრი არაჩვეულებრივად მღერის. სწორედ ამით ჯობია და 1000 თავით ჯობია ნიჭიერი ჯეოსტარს.და სწორედაც ნიჭიერში სხვებთან ერთად უნდა იყვნენ მომღერლებიც, რადგან მათი ნიჭი არ ჩაკვდეს.

       0 likes

  122. თაკო

    თეკო იცი რას გეტყვი გენაცვალე, ჯეოსტარში ყველა მომღერალი ვერ წავა, რადგან ასაკია შეზღუდული, აბა რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც30 წელზე მეტის არის და ბევრი არაჩვეულებრივად მღერის. სწორედ ამით ჯობია და 1000 თავით ჯობია ნიჭიერი ჯეოსტარს.და სწორედაც ნიჭიერში სხვებთან ერთად უნდა იყვნენ მომღერლებიც, რადგან მათი ნიჭი არ ჩაკვდეს.

       0 likes

კომენტარის დამატება