21 April

The One Man Show!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

“ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალიც დასრულდა, თანაც საკმაოდ საინტერესო შედეგებით. მემგონი თავიდანვე არ არსებობდა ორი აზრი იმის შესახებ, რომ ეს ათეული ყველაზე ძლიერი იყო, მითუმეტეს, რომ ამაში თვითონაც დავრწმუნდით.

მართალია ჩემი დამოკიდებულება მომღერლების მიმართ არ შეცვლილა, თუმცა მარიამ ფაჩულიას ფინალში გადასვლას ჩემზე უარყოფითად არ უმოქმედია, როგორც ეს თავის დროზე სხვა მონაწილეების გამო მოხდა.

როგორც სხვა ათეულებში, აქაც ყავდა ხალხსაც და ჟიურისაც თავისი ფავორიტები და ფინალში გადასასვლელად ღირსეულად შერჩეული კანდიდატები. ვერ ვიტყვი, რომ მარიამი ამ ორიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა როგორც ჩანს ხალხისთვის ის ერთიც აღმოჩნდა და მეორეც.

რაღა დავმალო და მეგონა, მეგონა კი არადა, დარწმუნებული ვიყავი, იმაში რომ ხმების რაოდენობით “მოზაიკა” გადავიდოდა ფინალში და ჟიური დავით რობაქიძის გადაყვანით დაასრულებდა ფინალისტების შერჩევას.

ჩემს აზრზე არაერთი პიროვნება იმყოფებოდა. სწორედ ამ პიროვნებებს გაუჩნდათ ერთგვარი პროტესტი და უკმაყოფილების გრძნობა არსებული შედეგებით.

ამან კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაგვიმტკიცა, რომ იმ აზრზე ყოფნა, რომ ესა თუ ის მონაწილე რა საყვარელია და “ეს ხომ ისედაც გადასულია ფინალში” არ არის საკმარისი, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ასეთი მოულოდნელი ფაქტები, როდესაც “ხალხის არჩევანი” არ ემთხვევა ხალხის არჩევანს (გავიხსენოთ ნახევარფინალი ლევან შავაძის მონაწილეობით).

როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, დარწმუნებული იმაშიც ვიყავი, რომ ჟიური ილუზიონისტს, დავით რობაქიძეს გადაიყვანდა ნახევაფინალში. ამაში მაიას სიტყვებმაც კი არ შემაპარეს ეჭვი: “ფინალში გადასვლა არ გინდა?”, როდესაც საქმე  გეგას 50 ლარიანის განადგურებასთან მივიდა.

აქვე ბევრს გაუჩნდებოდა შეკითხვა, თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ რობაქიძე და არა ის, ვინც მათ უნდოდათ? : ) ამაზე ჩემეული პასუხი გამაჩნია:

რადგან დათო ერთადერთი მონაწილე იყო იმ ასეული კონკურსანტებიდან, რომელმაც თავის პროფესიაში იმხელა იუმორი ჩააქსოვა, რომ ხალხის და ჟიურის გამხიარულება მთელი ნომრის მანძილზე შეძლო. აღარაფერს ვამბობ უშუალოდ ფოკუსებზე, რომლებმაც მთელ დარბაზს გაკვირვებისგან პირი დააღებინა.

ეს ფოტო ფეისბუქიდან მოვიპარე :D

დათო, ერთი კაცი, რომელიც ბენდისა და ჯგუფის გარეშე, ბანქოთი, უბრალო ნივთებითა და კარგი იუმორით დგამს ისეთ შოუს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება დაარქვა  - “The One Man Show”.

მოკლედ, იმის გამო, რომ ადამიანის გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება, განსხვავდება “ნიჭიერში” არსებული მონაწილეების გულშემატკივრების რაოდენობაც.

ზოგი პატარა გოგონას ხმით აღფრთოვანდება, ზოგი აკრობატების ნახვით, ზოგს აზიური ცეკვა იზიდავს, ზოგსაც სტრიპტიზი (მემგონი პოსტი არ გამიმაზავს, სადაც სტრიპტიზი არ ვახსენე :D), ზოგსაც გული სენტიმენტალურ ცეკვაზე აუჩუყდება და ზოგიც უბრალოდ ილუზიით არის მოხიბლული.

სწორედ ეს მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ქმნიან იმას, რასაც ყოველ ორშაბათს “რუსთავი 2″-ის ეთერში ვხედავთ. იმის გამო რომ ხალხს შოუს ნახვა სურს, ირჩევს იმას, ვისაც შოუს გაკეთება ეხერხება. ასეთი 12 შოუმენი მოგროვდა ფინალში, რომელთაც ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდით (აქვე, ფინალში ვერმოხვედრილტა გულშემატკივრებისთვის – არ ვამბობ იმას, რომ ვინც ვერ მოხვდა ფინალში, ცუდად გამოსდით).

ფინალამდე 12 დღე რჩება, სადაც 12 ფინალისტიდან მხოლოდ 1 მიიღებს წლის ნიჭიერის სტატუსს და მთავარ პრიზს, ასე რომ ნუ იქნებით იმ აზრზე, რომ რომელიმე კონკურსანტი უდაო გამარჯვებულია და თქვენი ხმა აღარაფერს გადაწყვეტს. სწორედ ამ იდეოლოგიის გამო შეიქმნა “გაუთვალისწინებელი ფაქტორები”, რაც თქვენი ფავორიტის შემდეგ ტურში ვერ გადაყვანით დასრულდა.

ვიმედოვნებ ამჯერად ხალხი გამარჯვებულს არა მისი “სისაყვარლით” აირჩევს, არამედ რეალურად შეაფასებს მის გამოსვლას და დააფასებს მის ნიჭს, რის გამოც იგი ფინალში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

59 კომენტარი

  1. ნინაკა

    დათო მართლა მაგარი იყო და იმსახურებდა გადასვლას… პატარა მარიამი კი მართალია ძალიან საყვარელი იყო, შენი თქმის არ იყოს, მაგრამ მისთვის შექმნილია ანაბანა და ჯობდა იქ მიეყვანათ… იმედია არავინ მიწყენს… ))) გული ძალიან დამწყდა ელენე ჩიხლაძეზე (((

       0 likes

  2. ელენე

    მარიამ ფაჩულია.. ჰმ.. რავი მგონი არ იყო გადაყვანის ღირსი.. ეს ჩემი აზრია.. არ მცემოთ..

       0 likes

  3. დონ-იკა

    პატარა მარიამი იმიტომ გადავიდა ,რომ ყველას ეგონა მოზაიკა მოიგებდა და აღარ დახარჯეს ანგარიში.( ყოველი მეორე ქართველი მოზაიკას გაიძახდა)ამას +გოგო შეეცოდათ იმის გამო, რომ დედა არ ყავდა, თან ძალიან საყვარელი იყო. ისე თუ დაუვკირდით ხმების რაოდენბოა თAნდათან იკლებს ნახევარფინალებში.

       0 likes

  4. ნინი-ნესა

    გული ბევრ ადამიანზე დამწყდა თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ ( კარგი ბლოგია)

       0 likes

  5. ანიიიიი

    ძალიაან მაგარიიაა დაათოო :)) და იქნებაა მითხრათ ოდნოში ან ფეისბუქზე :D:D როგორ მოვძებნოოო?? :PPPPP

       0 likes

  6. დათო

    რობაქიძეს ვგულშემატკივრობდი და კიდეც გავიდა

       0 likes

  7. ცრუ აშოტი

    კარგი პოსტია.

       0 likes

  8. ხო, აი , მაგი გავიფიქრე მეც დათოს ნომრის დასრულებისთანავე. საქართველოში თუ არსებობს “ვანოს შოუ” და მოსწონთ , მერწმუნეთ, არც “დათოს შოუ” იქნება ნაკლებ სახალისო და საინტერესოდ საყურებელი . : )

       0 likes

  9. ჩემს პოსტშიც ვთქვი და აქაც აღვნიშნავ, დათოს ნომერი ბევრჯერ ვნახე რეპეტიციებზე, მაგრამ რამდენჯერაც ვნახე, იმდენჯერ ისე მეცინებოდა ხუმრობებზე და ისე მიკვირდა ფოკუსები, გეგონება პირველად ვუყურებდი. ძაან მაგარი იყო <3

       0 likes

  10. ენენ

    :) მე მგონია რომ პირიქით საკმაოდ სუსტი ათეული იყო…
    ღირსეული არჩევანია დათო,თუმცა პატარა მარიამი იმისდა მიუხედავად რომ ძალიან საყვარელია,არ იყო შესაფერისი.. რაც შეეხება მოზაიკას,სინქრონი კარგი ქონდათ მაგრამ აი,ეს ილია ისე მაღიზიანებს,რომ რავიცი…

       0 likes

  11. auuuuuuuuuuuuuuuuuuuuuu saertod davkarge nichieris yurebis mugami raaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa jiurim rato ar airchia damatebitshi mamashvili medoleeebi an edisheri da mariii ro mgeroden da iluzionists vetanxmebi magari kaci :(((((((

       0 likes

  12. ლანდიშ–
    “ამან კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაგვიმტკიცა, რომ იმ აზრზე ყოფნა, რომ ესა თუ ის მონაწილე რა საყვარელია და “ეს ხომ ისედაც გადასულია ფინალში” არ არის საკმარისი, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ასეთი მოულოდნელი ფაქტები, როდესაც “ხალხის არჩევანი” არ ემთხვევა ხალხის არჩევანს”
    –არაა რაა…ბოლო ლაივზე პირიქით მოხდა მინდა გითხრა.ბავშვიც იმიტომ გადაიყვანა ხალხმა რომ საყვარელი იყო და ჟიურიმ კი პარკური დაასახელა 5ულში,რომ საყვარლები არიან და იუმორის გრძნობა აქვთ..

       0 likes

  13. ავი

    პარკურზე მხოლოდ ”საყვარელი” და მეტი არაფერი საკურაჯან? :))))

       0 likes

  14. ავი

    ყვავილობის დროა და ჩემს თვალში შენი ტვინი აყვავებულია უკვე :დ

       0 likes

  15. ავი–არ დაბრმავდე;))))))0

       0 likes

  16. სანდრო

    “ხო ზოგს ლურჯი გონია, არვიცი რატომ” :D

       0 likes

  17. nellll

    palavandishvili gegas nacnobia eg…………. ( es chemi piradi azria)

       0 likes

  18. @nellll

    პირადი აზრები პირადად დატოვეთ თამამად. იმიტომ, რომ ტყუილების თქმას, ჯობია საერთოდ არ თქვათ : )

    ისე, თუნდაც იყოს მაგით რა? :D

       0 likes

  19. ნინი-ნესა

    :D ეჰჰჰ რავიცი თინი აბაა :D :D

       0 likes

  20. ვინ არის გეგას ნაცნობიი?რამე გამომრჩაა?;))))))))))))))

       0 likes

  21. T.ale.N.ted.

    სურათი კაია :*ვაიმე ხალხნო,მგონი მართლა მომწონს ეს ბიჭი…თანაგრძნობა მაინც გამომიცხადეთ ვინმემ რა…უიმედოდ ვრჩები,აუხდენელი ოცნება მეწყება :D:D:D ვაი ვითომ?
    Landish,მოკლე და კონკრეტული ხარ,როგორც ყოველთვის :)))) ბოდიში დანარჩენებს,ყველანი მაგრები ხართ,მაგრამ თინი რაღაცნაირად შორიდან შემიყვარდა ;) ხო საყვარელია?(საყვარელი კარგი გაგებით,თორემ ბოლო ლაივის შემდეგ რაღაცნაირად შეიცვალა ეს სიტყვა :D)

       0 likes

  22. მეც მომწონსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

       0 likes

  23. ნიკა

    მაგარია დათო.პირველი ქასტინგიდან მაგას ვგულსჰემატკივრობ

       0 likes

  24. T.ale.N.ted.

    ბიჭების არ მეშინია :D გოგონებო,ელენეებო,ნინოებო,მარებო და სხვებო,აღვშფოთდე ახლა?გაიგეთ,რომ ჩემი მომავალი შეყვარებულია ეგ და თავი დაანებეთ :)))))))))))))

       0 likes

  25. Akh .. =)))

    @ T.ale.N.ted.
    Egeti ar megone .. :D:D Eh .. Sul wavida xelidan es axalgazrdoba .. :D

       0 likes

  26. ავი

    საკურა, გოგი შონიას ადგილი ვაკანტურია “ნიჭიერში” და ხო არ გინდა მიხვიდე?
    წყევლა გამოგდის ფანტასტიურად.

       0 likes

  27. ავი ხარ თუ ცოფი,მთავარია გადამდები არ იყო და ჯანდაბას შენი კბენა:DDDDDDDDDDD

       0 likes

  28. T.ale.N.ted.

    ახალგაზრდობის რა შემატყე @Akh..=))? :D:D:D ამ ბიჭზე იმდენს ვხალისობ,მეშინია მართლა არ მომეწონოს :))))))) აბა,აბააა,გაფუჭდა ეს ახალაზრდობა,თორემ ჩემისთანა გოგო შეუმჩნეველი უნდა იყოს?ვიღაც უნიჭო ილუზიონისტისგან რით დავიმსახურე ვითომ :D:D:D:D

       0 likes

  29. დათოს ნომერი ჩემის აზრითაც ყველაზე კარგი იყო ამ ნახევარფინალში .

       0 likes

  30. დათო

    T.ale.N.ted. დათო მე დავინახე ვანიკოს მობილური როგორ ჩადე ჯიბეში:)) და 50 ლარიანიც დავინახე როგორ ჩაიდე ჯიბეში, როდესაც კარტი ამოიღე, მეორე ხელი კი ჯიბეში ჩაყავი, და რახაც არ მჯერა რომ ფუკუსი მაჩვზე არ არის ჩაწყობილი, ისე კაი ფუკუსი გამოვიდა

       0 likes

  31. @დათო

    რეპეტიციებს ვესწრებოდი და ბევრჯერ ვნახე დათოს ნომერი. ყოველ ჯერზე სხვადასხვა სიტყვას აწერდა ფულს (ნუ იქ 50 ლარიანები არ ჰქონდა ოღონდ. სათამაშო დოლარებით აკეთებდა :D )

       0 likes

  32. დათო

    თინი რამდენი წლის ხარ?. უბრალოდ ისე გეკიტხები, რადგან სურათზე უფრო პატარა მეჩვენები.

       0 likes

  33. სტაფილო

    ნინაკა,
    ანა-ბანას ეგრე თავის დროზე მარი კახელიშვილიც უნდა აეყვანა, მაგრამ არ აიყვანეს. ნიჭიერი ყველასთვის ღიაა და ეს არის ამ პრეოქტის მთავარი მუღამი.

       0 likes

  34. საბა ხმალაძე

    ვიმედოვნებ ამჯერად ხალხი გამარჯვებულს არა მისი “სისაყვარლით” აირჩევს, არამედ რეალურად შეაფასებს მის გამოსვლას და დააფასებს მის ნიჭს, რის გამოც იგი ფინალში მოხვდა. <<<< ბლოგერ ამის გჯერა? :D

       0 likes

  35. ლანდიშ, მომწონს შენი პოსტები..

    ყოველთვის ზომიერია.. :)

       0 likes

  36. @საბა ხმალაძე, იმედი არის, შანსი არანაირი :D

    @ვასასი მადლობ თამ :*

       0 likes

  37. @დათო არ არის ჩაწყობილი ფოკუზი მაჩვზე :D ყოველ ჯერზე რეპეტიციაზე სხვადასხვა სახელებს წერდა.

       0 likes

  38. ანა :)

    ჩემი ტერისერი მეგობრები გამოდიან და ძალიან ვგულშემატკივრობ პარკურს , მაგრამ ეს ბიჭი მომწონს საოცრად :) მართლა ძაან ნიჭიერია, რასაც ქვია შოუ დადგა :) ჩემ მეგობრებთან ერთად შენც გგულშემატკივრობ :):* მაგარი ხარ :* წარმატებები

       0 likes

  39. ლუკა

    magari sasaciloa chiaturis gakvana magase uketesebi ver naxes .? chackoba iko magari pakti saxezeaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

       0 likes

  40. G...V...

    აუ გთხოვთ X ფაქტორი რა არის ამიხსენით რაააააააა :(

       0 likes

  41. G...V...

    აუ მაგდეი ინგლისური რო ვიცოდე რაღა მიჭირე :D აუ მართლა ამიხსენით რა

       0 likes

  42. Akh .. =)))

    @ T.ale.N.ted.
    Shinabera xar, vigaca xar .. :D:D

    Auu ! Eg ki ara .. Trivia ar idebaa? Ti ikita xutshabatamde ar ikneba da me tyuila vucdi? :D

       0 likes

  43. მე ანა ხანჩალიანს ვგულშემატკივრობ,დათო რობაქიძესაც…ვნახოთ ვინ მოიგებს ფინალს

       0 likes

  44. Barfuss

    უამრავი სტილისტური შეცდომა… სხვა მხრივ კარგია :P

       0 likes

  45. @Barfuss შეცდომები რაღაც თვალში არ მომხვედრია…მაგრამ ენა არ მეცნო…ისეთი გრძნობა მაქვს რომ ვიღაც სხვამ დაწერა და ლანდიშა უბრალოდ ესწრებოდა ამ პროცესს;)))))))) ჰა ლანდიშ არაა?;)

       0 likes

  46. nellll

    @თინი ჩემო კარგო რასაც მინდა იმას დავწერ იმიტო რო მაკვს საკუთარი აზრის გამოთკმის უპლება და მემგონი შენი საქმე არაა კაი? შენ საკმეს მიხედე შენ შემოგევლე

       0 likes

  47. გთხოვთ ასე მკაცრად ნუ განსჯით ჟიურის გადაწყვეტილებას, რამეთუ დღეობა ჩვენი და არარაისტი ჰგვანან ერთურთს. ჩემის აზრით მშვენიერი შოუ გამოგვივიდა და ფინალშიც დამსახურებულად გავიდნენ “მოყვარულები”

       0 likes

  48. მაგარი კაცია რობაქიძე

       0 likes

  49. ხალისობს შეუძლია იმხიარულოს ამ ადამიანს რობაქიძეს ვგულისხმობ მართლა ნიჭიერია და ღირსეულად გავიდა კიდეც მთავარია მაგანაც არ იმღეროს ფინალში

       0 likes

  50. ანა ხანჩალიანი დზალიან ნიჩიერია და და დზალიან ლამაზი რაც მთავარია მომყერლისატვის და ქვეყნისათვის რომ მომავალში ასახელებს კიდეც !!!

       0 likes

  51. ტაზო

    93.188.8.92:2700 Counter – Strike 1.6 Official Server ! 26 Kaciani Delux-ze Dahostili Serveri No Ping No Lag, Shemoiaret Kargi Serveria, Shemodit AR Inanebt :* Statistikis Site: Stats.Mydelux.Net 10 Kacis Shemoyvanaze Admin Skype: tAzZ_Admin

    93.188.8.92:2700 Counter – Strike 1.6 Official Server ! 26 Kaciani Delux-ze Dahostili Serveri No Ping No Lag, Shemoiaret Kargi Serveria, Shemodit AR Inanebt :* Statistikis Site: Stats.Mydelux.Net 10 Kacis Shemoyvanaze Admin Skype: tAzZ_Admin

    93.188.8.92:2700 Counter – Strike 1.6 Official Server ! 26 Kaciani Delux-ze Dahostili Serveri No Ping No Lag, Shemoiaret Kargi Serveria, Shemodit AR Inanebt :* Statistikis Site: Stats.Mydelux.Net 10 Kacis Shemoyvanaze Admin Skype: tAzZ_Admin

       0 likes

  52. მაგარი ბავშვია,კარგი გადმოცემის უნარი აქვს………………………….

       0 likes

  53. ნინი

    netav es ტინი visze laparavobs ra tkuili azrebi tkventvis daitoveto? rac magan tkuilebi cera neta ar scrcxvenia?

       0 likes

  54. უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

       0 likes

  55. Akh .. =)))

    @ ნინი
    Ra tyuilebzea saubari? :)

       0 likes

  56. ის პატარა ანი უბანძესი არა ნიჭიერიაა

       0 likes

  57. დათო რობაქიძე ღირსეული ფინალისტია და ის გაიმარჯვებს. 9130

       0 likes

  58. კომისარი მეგრე

    დავით რობაქიძე მართლაც ნიჭიერია და უნდა გავიდეს ფინალში და ნებისმიერი მცდელობა და მანიპულაცია ხელის შეშლისა შედეგს ვერ გამოიღებს…ასე რომ ფრთხილად! მიეცით ნიჭსა გზა ფართო….

       0 likes

კომენტარის დამატება