საქართველო და მსოფლიო
Got Talent, რომელიც ბრიტანული ტელეფორმატია, 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. ამ ქვეყნებს შორის არის ავსტრალია,ა.შ.შ., უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, პოლონეთი და ა.შ. ამ წლის თებერვლიდან საერთაშორისო პროექტს საქართველოც შეუერთდა “ნიჭიერით”.
ამ პოსტის შთაგონება გახდა ინტერნეტში ატეხილი გლოვა ფინალში მოხვედრილი ბევრი მომღერლის გამო. მოვიძიე Got talent-ის სამი უდიდესი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის (პროექტის სამშობლო), ამერიკისა და გერმანიის 2009 წლის ფინალისტთა სია. ყველა ქვეყნის ფინალისტების ნახევარი, ზოგჯერ მეტიც კი, მომღერლებითაა დაკომპლექტებული. დანარჩენს კი თავად გადახედეთ – რომელ ქვეყანაში უფრო მრავალფეროვანი ფინალი შედგა და გვაქვს თუ არა ამ მხრივ საწუწუნო:
დიდი ბრიტანეთი – Britain’s Got Talent
2009 წელი
10 ფინალისტი
5 მომღერალი
4 მოცეკვავე
1 საქსაფონისტი
ამერიკის შეერთებული შტატები – America’s Got Talent
2009 წელი
10 ფინალისტი
6 მომღერალი
2 მოცეკვავე
1 პერკუსიონისტი
1 სთენდაფ კომედიანტი
გერმანია – SuperTalant
2009 წელი
12 ფინალისტი
8 მომღერალი
1 კაცი ძაღლით
1 აკრობატული ნომერი
1 სალამური
1 პიროშოუ (შოუ ცეცხლებით)
საქართველო – ნიჭიერი
2010 წელი
12 ფინალისტი
6 მომღერალი (აქედან 5 – მაყურებლის არჩევანი, 1 – ჟიურის არჩევანი)
1 ცეკვა
1 ბიტბოქსი
1 პარკური
1 ილუზიონისტი
1 სამეჯლისო ცეკვა
1 გიტარისტი

კომენტარები
Powered by Facebook Comments