24 January

ნიჭი და ერი

როდესაც გავიგე, რომ რუსთავი 2 საერთაშორისო პროექტ  ”Got Talent”-ს უერთდებოდა, ძალიან გამიხარდა. ამ გადაცემის ბრიტანული ვერსიის  დიდი ფანი ვარ პირველივე სეზონიდან, რომელიც 2007 წელს დაიწყო.

გადაცემა ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისოა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია; ძალიან ბევრისთვის  ეს არის შანსი აიხდინოს ოცნება, გამოავლინოს თავისი ნიჭი და გახდეს ცნობილი მთელს მსოფლიოში.

ამ სიახლის გაგებისას სიხარულთან ერთად ეჭვიც გამიჩნდა: დავიწყე მკითხაობა, ვინ შეიძლება ყოფილიყო ჟიური, წამყვანები, რა ტიპის მონაწილეები იქნებოდნენ და ა.შ.

ჟიური პროექტის ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას ყველაზე, მნიშვნელოვანი ელემენტია. სამი ადამიანი, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ კონკურსანტის ლაივ -შოუზე გადასვლის ბედი, ერთგვარი საკმაზია. მათი კომენტარები, ერთმანეთში კამათი, კონკურსანტსა და აუდიტორიასთან ურთიერთობა  შოუს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ”ნიჭიერის” ჟიურის შესახებ უფრო დეტალურ პოსტს მოგვიანებით მოგაწვდით. ერთად განვიხილოთ მათი პლუსები და მინუსები.

რაც შეეხება მოლოდინს მონაწილეებთან დაკავშირებით, რატომღაც მეგონა, რომ სცენაზე სულ ფოლკლორული ანსამბლები იქნებოდა, ხოლო ჟიური მათ უარს ვერ ეტყოდა, იმის შიშით, რომ ფსევდოპატრიოტები გაკიცხავდნენ. ჩემი მოლოდინი არ გამართლდა - საბედნიეროდ!!! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”ნიჭიერი” ყველაზე მრავალფეროვანი შოუ იქნება საქართველოში და მაყურებელი უდიდეს სიამოვნებას მიიღებს. არ შემეშინდება, თუ ვიტყვი, რომ  ”ნიჭიერი” თავის ბრიტანულ ვერსიას არაფრით ჩამოუვარდება, არც ტექნიკური და არც შინაარსობრივი თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

15 კომენტარი

  1. პრომოს რო ვუყურე გული ამიჩქარდა, ისე მომინდა ყურება… სულმოუთმენლად ველოდები…

       0 likes

  2. ძალაინ მაინტერესებს :) იმედია მოლოდინს გაამართლებს

       1 likes

  3. როდის იწყება??????მითხარით

       0 likes

  4. წარმატება “ნიჭიერ” შოუში :D

       0 likes

  5. @პეპსი როდის და პირველ თებერვალს :D

       0 likes

  6. YOB

    სულმოუთქმელად ველიიიიი : )

       0 likes

  7. veli meore turs .. gviyuret > the next level < :)))

       0 likes

  8. აუ მაგრად მაინტერესებ როგორი იქნება საქართველოში

    ვეღარ ვითმენ

       0 likes

  9. მაგარია ძაან მე გეუბნებით ამას =D

       0 likes

  10. გიორგი

    აუ ერტი სული მაქ როდის გავა ეტერსჰი დზალიან მაინტერესბს (ჰაპპყ)

       0 likes

  11. დზალიან მაინტერესებს (happy)

       0 likes

  12. რატი

    MAGAღI შHOUA YVELA MAGAღIA VINჩ AQ IGEBშ MONAჭILEOBAშ MAGAღIA YVELAM UKUღEთ Aღ GAMOთOVOთ

       0 likes

  13. next lvl

    რატი მეც გეთანხმები =:D=

       0 likes

  14. მორფიკა

    ძალიან მაგარი გადაცემააააააააა ამას რო ა უყურო ალბათ მოვკვდები :D

       0 likes

  15. I don’t normally comment but I gotta state regards for the post on this amazing one : D.

       0 likes

კომენტარის დამატება