პოსტები ტეგით „facebook“

14 February

მეორე კვირა, სტატისტიკა

”ნიჭიერის” ეთერში გამოჩენიდან უკვე ორი კვირა მიიწურა და ჩვენი მეორე,
სტატისტიკის შემაჯამებელი პოსტის დროც დადგა.
წინა კვირის შემაჯამებელი პოსტის ხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

ამ დროისთვის ბლოგზე დაფიქსირდა 164 800 უნიკალური მომხმარებელი, ხოლო კომენტარების რიცხვმა 4 200-ს გადააჭარბა.

მაივიდეოზე ნიჭიერის გვერდი კვლავ რეკორდებს ხსნის. მაივიდეოსა და ნიჭიერის პარტნიორობა ორივესთვის ხელსაყრელი გამოდგა – ნიჭიერის გვერდზე განთავსებული ვიდეოების ჯამურმა ხილვებმა 644 200-ს მიაღწია, თავად მაივიდეოზე კი უნიკალური მომხმარებლების რიცხვი ბოლო პერიოდში 25%-ით გაიზარდა.

გულნაზი გოლეთიანის მეორე ადგილს წამოეწია მარიამ კახელიშვილის ვიდეო, რომელიც მესამე ადგილს იკავებს. პირველ რიგებშია ასევე new style და სოფო პეტრიაშვილისა და ლევან გელაშვილის დუეტი. გულნაზი გოლეთიანის ვიდეო სულ 101 000-ჯერ იხილეს, ხოლო მარიამ კახელიშვილის 84 800-ჯერ.

გეგა ფალავანდიშვილისადმი სიყვარულის ამხსნელთა რიცხვი კვლავ იმატებს, თუ წინა კვირაში 13-მა გოგონამ გამოხატა მისდამი ინტერესი, დღეისთვის უკვე ფეისბუქზე გვერდიც გაიხსნა და მასში 55 მდედრი გამოხატავს გეგასადმი სიყვარულს.

მაია ასათიანით დაინტერესდა 1 (ერთი) ადამიანი, ხოლო ვინმე ჟანამ ორი ადამიანის გულის მოგება შეძლო.

ფეისბუქზე უკვე 6 086 მხარდამჭერი გვყავს, რომლებიც აქტიურობენ, გვიზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს და საინტერესო ლინკებს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ.

”ნიჭიერის” მესამე ეპიზოდამდე სულ ცოტა დრო – 22 საათი რჩება. ძალიან მალე, ახალი გმირები და ახალი კურიოზები მხოლოდ რუსთავი2-ზე, ორშაბათს, საღამოს 10 საათზე და მოგვიანებით უკვე – ჩვენს ბლოგზე – www.nichieri.ge.

30 January

”ნიჭიერი” – რჩება 2 დღე!

რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ორი დღის მანძილზე, პირველი თებერვლის 10 საათამდე:

1. გაწევრიანდეთ ”ნიჭიერის” გვერდზე ფეისბუქში. ჩვენ უკვე 1625 გულშემატკივარი გვყავს!

2. მოიწვიოთ მეგობრები და გააწევრიანოთ ისინიც:

3. გადახედოთ პროექტის ფორმატსა და წესებს.

4. კიდევ ერთხელ იხილოთ პრომო:


5. და, რაც მთავარია, ყოველ დღე შემოხვიდეთ ამ ვებგვერდზე, სადაც დაიდება ყველაზე ექსკლუზიური ვიდეოები, სურათები და ინფორმაცია ”ნიჭიერთან” დაკავშირებით!