მეორე გადაცემა – თქვენ გაქვთ სამი “არა”
ყოველთვის მიჭირს იმის ყურება, როგორ ეუბნება ჟიური კონკურსანტებს უარს და ვნერვიულობ, როდესაც მათ რაღაც არ გამოსდით. ამ დროს ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს სცენაზე მე ვდგავარ. ამიტომ, გადავწყვიტე დავწერო მიმოხილვა შოუს იმ მონაწილეებზე, რომლებსაც ჟიურისგან საბედისწერო ”არა” ხვდათ წილად. ბოლოს და ბოლოს, ისინიც იმსახურებენ თავის წილ ყურადღებას, თუნდაც იმისთვის, რომ სცენაზე გამოსვლის გამბედაობა მოიკრიბეს.
ლევან ფარჯიკია
ლევან ფარჯიკიამ ისეთი პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტ-სივრცეში, რომ ”ვალდებული” ვარ მიმოხილვა მისი გამოსვლით დავიწყო. სიმღერის შესრულებაზე დიდად არ შევჩერდები : შეცდომები მართლაც ჰქონდა და ეს არაპროფესიონალი ყურისთვისაც შესამჩნევი იყო. მის ნომერზე მეტად, ყველასთვის, მისი რეაქცია და ფრაზები გახდა დასამახსოვრებელი:
”შენიშვნას მე იმისგან მივიღებ ვინაც გამზარდა”
” სოფო: მე არ დაგიწყებთ არაფრის მტკიცებას.
ლევანი: ჯობია”
”სიტყვები რომ მოვიპარო, სად წავიღო თუ არ ვიმღერო?”
თავიდან, გულწრფელად მეგონა რომ სუმრობდა, მაგრამ მან სიტუაცია სულ უფრო და უფრო დაძაბა და საპასუხო რეაქციაც მიიღო. შეამჩნიეთ, როგორი, განსაკუთრებულად კმაყოფილი სახე ჰქონდა სოფოს, როდესაც ”არას” ამბობდა? მეც ასეთი მექნებოდა.
პ.ს. იმის წარმოდგენაც კი მეშინია, რა ხდება მის სახლში, როდესაც ლევანს პურზე ჩასვლას სთხოვენ.
ჯი ჯექსონი
არ ვიცი ჟიურიში როგორ, მაგრამ ჩემში ჯის ნომერმა ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები გამოიწვია.
ერთის მხრივ :
- მაიკლ ჯექსონის თემა ძალიან გაცვეთილია
- სათამაშო ”მაიკლების” გამო, მისი მოძრაობები არ ჩანდა სრულყოფილად, რაც საბოლოო ჯამში წამგებიანი აღმოჩნდა.
მეორეს მხრივ:
- გამოსვლა მართლაც ორიგინალური იყო,
- მეორე ტურში ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩევიან, სამაგიეროდ ”პატრიოტები” არიან ან უბრალოდ ”კარგი ადამიანები”. რა დააშავა ასეთ შემთხვევაში ჯიმ?
საბოლოო ჯამში, როდესაც ჟიურის პასუხის დრო მოვიდა, ძალიან მინდოდა, რომ მისთვისაც მიეცათ შანსი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
ინგა საღინაძე
ინგას გამოსვლისას, გამახსენდა ფრაზა ძველი ანეკდოტიდან: ”Петь не надо, ты только ходи”. სავარაუდოდ, ამასვე ფიქრობდნენ დარბაზში მყოფი მამაკაცები. მათი სახის გამომეტყველების მიხედვით, ადვილი მისახვედრი იყო, რომ სულ არ ადარდებდათ, ინგა იმღერებდა, იცეკვებდა თუ თავის დაწერილ ჰაიკუს წაიკითხავდა. ალბათ სჯობდა კიდეც, ინგას, სიმღერის ნაცვლად, მხატვრულ სიარულში მოემზადებინა ნომერი.
ავთო ციცქიშვილი
აქ დასაწერი ბევრი არაფერია. ჩემი მოკრძალებული აზრით, ნომერი არ იყო სწორად შერჩეული. ნიჭიერის სცენაზე წარსადგენი შოუ, უნდა გახდეს ეფექტური დაწყებიდან რამდენიმე წამში. რაც უფრო დიდხანს რჩება ის ჩვეულებრივად , მით ნაკლებია კონკურსანტის შანსი, მიიღოს დადებითი შეფასება. დიდი იმედი მაქვს, ავთო კიდევ ცდის ბედს მომავალში, უფრო სანახაობრივი გამოსვლით.
ნინო ჭიღლაძე
ნერვიულობა, დაუმუშავებელი ხმა და ცუდად შერჩეული სიმღერა. შეამჩნიეთ პუბლიკის რეაქცია სიმღერის პირველივე აკორდებზე? თუ გინდა იყო პოპულარული, რეპერტუარიც უფრო ”მოსაწონი” უნდა შეარჩიო. სამწუხარო რეალობა ასეთია.
ჩორნა და მისი მეგობრები
”რა არის იცით, მეგობრებო? მე მგონია, რომ ქართული რეპი, მაინც ითხოვს შველას” – ვანო
მეორე გადაცემაში აშკარად გამოჩნდა რომ რეპი, მხოლოდ ტექსტის რითმული კითხვა არ არის. ამ სტილში ბევრმა სცადა ბედი, თუმცა მათი საერთო შეფასება ადვილად გამოიხატება ერთი სურათით:
ის იყო, ქართული რეპის ბედით შეწუხებულმა, ვანომ სოფოს რეპერტუარის შეცვლაზე დაუწყო ლაპარაკი, რომ ქართული რეპის ახალი იმედიც გამოჩნდა. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.
ამჯერად, სულ ეს იყო. ძალიან დიდი ინტერესით ველოდები ახალ გადაცემას, თავისი გმირებითა და მარგალიტებით. საინტერესოა, რა სიახლეებს მოგვიტანს შემდეგი ორშაბათი?





















რატომ before/after ? ნიჭიერის მეორე გადაცემა ჩემთვის ამ ეპითეტით რამდენიმე გამომსვლელის გამო დახასიათდა, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი და ეხლა ნიჭიერში უფრო გაზრდილები და განვითარებულები ვნახე^^პირველივე გამომსვლელებით ძალიან მოვიხიბლე მეც და ჟიურიც და ალბათ ყველა^^ 7 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარმა ჯგუფმა Dream Walkers-მა შესაფერისი კლუბური მუსიკის ფონზე შესრულებული ცეკვით … განაგრძეთ კითხვა
დაიწყო ნიჭიერი და კალენტარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა. ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ……… ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი [...]
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა





