პოსტები ტეგით „ნიჭიერი“

5 March

ჟიური

საბა, ბლოგერი ni2.ge-დან

ნიჭიერის ჟიურის ბევრი აკრიტიკებს. თავიდან ვიცავდი, თვალში ძალიან არ მეჩხირებოდა რაღაც-რაღაცები, მაგრამ ახლა ბევრი რამე გახდა შესამჩნევი.

გეგა – ამ ბიჭის დაზეპირებულმა ფრაზეოლოგიამ დამხოცა რა! ”ეს შოუ იმით არის განსაკუთრებული, რომ არასოდეს ვიცით ვინ გამოვა და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.” ”შენ სამი კი გაქვს” – მერე რა რომ 2 კიც გამსვლელია? :) ჰო, მერე რაღაც უცნაურობა ჭირს – კარგი ნომერი რაცაა აუცილებლად უნდა გაუხუროს რამე, მაგ. ხანჩალიანს ან კიდე ძმებ ტერუნაშვილებს. ნუ გასაგებია, რომ საიმონს ბაძავს, მაგრამ მთლად ისე ვერა როგორც საჭიროა. ისე, იმისათვის რომ მკაცრი ჟიური იყო, სულაც არაა საჭირო მიბაძო საიმონს – უმაგისოდაც კარგად მიდის ეგ ყველაფერი თუ მოუნდომებ.

მაია – ნუ ეს ქალი ვერ გამოვიდა ამ ”პროფილიდან”. ფაქტიურად თავისი გადაცემა მიყავს. მერე ეს უადგილო რეკლამები ”ხუთშაბათს 10-ზე რას აკეთებთ?” – რა უბედურებაა? :)

ნიკა – ამასთან ყველაზე ნაკლები მაქვს სასაყვედურო. ჩემი აზრით საკმაოდ კარგად ართმევს დაკისრებულ მოვალეობას თავს.

აი ასე, მოკლედ და კონკრეტულად.

3 March

სტრიპტიზსაც ხომ ნიჭი უნდა?

Landish, ბლოგერი landish.ge-დან

გაზაფხულმაც კარზე მოგვიკაკუნა. მის მოსვლას კი “ნიჭიერის” მეხუთე გადაცემის დასასრულიც მოჰყვა. წინა ეპიზოდების მსგავსად ესეც არაერთი საინტერესო ნომრით იყო გამორჩეული და თავი არაერთმა კონკურსანტმა დაგვამახსოვრა.

გადაცემა მუსიკოსებმა გახსნეს; ჯერ ის იყო, “ადამიანი ორკესტრი”, იგივე “კაცი სავარცხელი”, იმ ინსტრუმენტზე უკრავდა, რომელსაც “აწყობა არ სჭირდება”, შემდეგ კი გიტარისტების ნამდვილი ბუმი მოეწყო სცენაზე.

ზოგისთვის რეპეტიციის გავლა ზედმეტი იყო, ზოგისთვის კი 3 საათიც არ კმაროდა. მაგრამ ‘ლ’იუბიწე’ლ’ კოკა ყაველაშვილს თავისი ნომრის შესრულებისთვის “პაძერჟკა” არ აწყენდა. ოთარ რამიშვილის “ხელი” მას ნამდვილად “დაეტყო”, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით – არასაკმარისად.

კოკა ყავლაშვილი და ოთარ რამიშვილი. იპოვეთ 10 განსხვავება

მუსიკა ხმაურისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მოსმენა სასიამოვნოა, მაგრამ თუ კორნელი მაისაშვილის გამოსვლას დავუკვირდებით, მის სხეულზე კრამიტისა და აგურების მსხვრევის ხმასაც ერთგვარი სიამოვნება მოაქვს. :მაზოხისტი:

ნომერი, რომლის შესრულებაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მისი სახლში განმეორება არ სცადოთ, არც კულისებში!

სახიფათო ნომერი!

“ხისთავიანების” თემა, რომ დავასრულოთ, უდაოდ “ცხვირთავიანების” თემაზე ჩამოდგება საუბარი. ჯემალ ებიტაშვილი, იგივე ჯიმი ჯექსონი, თავისი “ორიგინალისგან” დიდად არაფრით განსხვავდება, თუმცა ცეკვაში ცოტას “მოიკოჭლებს”.ალბათ მაშინ “დაკოჭლდა”, როდესაც ბელგიიდან ჩამოსვლა “ნიჭიერში” მონაწილეობის მისაღებად გადაწყვიტა.

ჯიმი და ჯექსონი. იპოვეთ 1 განსხვავება მაინც

მისი ცეკვით პუბლიკა და მათ შორის მეც, ისე არ აღვფრთოვანებულვართ, როგორც მისი გარეგნობით. არაერთს გაუცრუვდა იმედი მის გამოსვლაზე, ყველანი “მეტის” მოლოდინში ვიყავით, მაგრამ ალბათ ასე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობთ, რომ მანამდე “მოზაიკას” ცეკვა გვაქვს ნანახი.

ბელგიიდან ჩამოსვლის რა მოგახსენოთ, მაგრამ არც ბათუმელებს დავვიწყებივართ. ჯგუფი “პლატინა” თავის სახელს ნამდვილად ამართლებს. “ცეცხლოვანი შოუს” სინქრონიულმა მოძრობამ მაყურებელი ნამდვილად არ დატოვა გულგრილი, მათ ჩემი სიმპათიაც დაიმსახურეს, თუმცა გამოსვლისას თავში ერთი აზრი მიტრიალებდა – “თავი არ დაიწვან”.

“ცეცხლმოკიდებულ” ოპერის სცენაზე შემდეგ არაერთმა კონკურსანტმა სცადა ცეკვა-სიმღერა, ზოგს “მუხლებზე ტრიალი არ აცადეს” და “სპეციალურად შეძენილი სამუხლეები” არ დაუფასეს, ზოგი “მაიას გულიზა” მოდის პროექტში, მაგრამ მეორე ტურში ვერ გადის, თუმცა მთავარი ხომ ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ “მაიას გული გაუთბა”, ზოგი რასიზმის მიმდევარია თუ ზანგების დამცველი, თვითონაც ვერ გაურკვევია და შოუში ამის გასარკვევად მოდის.

გაურკვეველია კვლავინდებურად ფოკუსნიკ, ავთო გოგეშვილის ტრიუკები კარტთან, ჯაჭვთან და მიკროფონთან დაკავშირებით, რომელიც სხვათაშორის ეს უკანასკნელი რუსთავი 2-ის კუთვნილება “იყო” :D.

ავთო გოგეშვილი - ხელების ამობრუნების სცენა (-მდე და შემდეგ)

ავთო გოგეშვილი - ჯაჭვის სცენა (-მდე და შემდეგ)

მოკლედ მიკროფონი “ფაფუ”, მეორე ტურში კი სხვა ნივთების გაქრობის მოლოდინში ვართ, ოღონდ ამჯერად (გამქრალი ნივთების) დაბრუნების პერსპექტივით.

გაქრობას რაც შეეხება, “ტანსაცმლის გაქრობის სპეციალისტი” უდაოდ ნინო ჯავახიშვილია, დღის მთავარი გმირი, რომლის გამოსვლასაც მაყურებელთა უმეტესი ნაწილი მოუთმენლად ელოდა. გაზაფხულის დადგომა ყველაზე მეტად ამ მონაწილემ იგრძნო, ალბათ სწორედ ამიტომაც გაიხადა “არცგასახადი” სამოსი.

აქვე მცირე ინფორმაცია: ნინო, 21 წლის, “ძივას” მოცეკვავე. ნომერს არ იძლევა, სხვა რამეს – არ ვიცი :D

მისი გამოსვლით დარბაზი 2 ნაწილად გაიყო, ერთი მხარე მის მეორე ტურში გადაყვანას დაჟინებით მოითხოვდა, მეორე მხარე კი იმავე დაჟინებით პირველ ტურშივე ჩატოვებას. ალბათ გეყოფათ გონება გამჭრიახობა და მიხვდებით რომელ მხარეს რა უნდოდა :D.

ნინოს ცეკვით არა მხოლოდ ჟიური და მაყურებლები დარჩნენ გაოცებულნი, არამედ კულისებშიც “ისეთები ხდებოდა”, რო …

წამყვანების რეაქციები ცალკე თემად იქცა, განსაკუთრებით ვანოს “გამგელება” (მგლად გადაქცევა :D), რომელიც ჩემთვის ამ პერსონაჟის ასოციაციას იწვევს.

ჯიმ ქერი - ფილმი "ნიღაბი" (მგლის სცენა)

კარგია ის, რაც კარგად მთავრდება. სტრიპტიზიც ნიჭიერში ასე თუ ისე კარგად დამთავრდა, უმეტესობას კითხვა გაუჩნდა, თუ “რაღა უნდა გაიხადოს მეორე ტურში”, მე კი ამაზე მეტად ის უფრო მაღელვებს, დააწინაურებენ თუ არა ნინოს “ძივაში” :D

გაზაფხულის პირველი გადაცემა ამით დასრულდა, წინ ბოლო შესარჩევი ეტაპი გველის, რომლის შემდეგაც დაიწყება ნახევარ-ფინალები, რაც შესაბამისად უფრო საინტერესო სანახაობას გვპირდება. მე კი მიმოხილვის სახით პოსტს აუცილებლად დავურთავ იმას, თუ რა ვისწავლეთ ამ გადაცემიდან.

“ნიჭიერის” მეხუთე გადაცემიდან შევიტყვეთ, რომ ყველაზე მსუბუქი დასაკრავი ინსტრუმენტი სავარცხელია, ხელ-ფეხის ქნევა ცეკვა არ არის, პირის გაღება კი – სიმღერა, გავიგეთ, რომ იმისთვის რათა კარგი მუსიკა და სიმღერა დავწეროთ, არც უცხო ენის ცოდნაა საჭირო და არც მუსიკალური განათლების მიღებაა აუცილებელი.

ასევე დავრწმუნდით იმაში, რომ კარგი მუსიკის და სიმღერის მოსმენა რესტორნებში უფროა შესაძლებელი, ვიდრე ქართულ მუსიკალურ ტელე-რადიო არხებზე. და ბოლოს, რაც მთავარია, დავრწმუნდით იმაში, რომ სტრიპტიზსაც ნიჭი სჭირდება (:D).

3 March

ინტერნეტ-ნიჭიერის დარჩენილი მონაწილეები

ინტერნეტ-ნიჭიერში ვიდეოების მიღება შეწყდა. ამ პოსტში დაიდება ყველა დარჩენილი მონაწილის ვიდეო, ხოლო სულ ცოტა ხანში თქვენ შეგეძლებათ დაიწყოთ ხმის მიცემა, რის შედეგადაც გამარჯვებულიც გამოვლინდება.

აქვე ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც არ წაიკითხეთ ჩემი თხოვნა, ფაილების მეილ.რუ-ს ”შეარის” მეშვეობით გაოგზავნის შესახებ. დიდი მადლობა, რომ მაწვალებთ ამხელა ფაილების 50 კბ/წ-თი გადმოწერით, ნაცვლად იმისა, რომ აგეტვირთათ ქართულზე და მე 3 წუთში კომპიუტერში მქონოდა – დიდი ბოდიში ლირიული გადახვევისთვის :)

ნინო მორგოშია – სიმღერა

გურამი ჯანანაშვილი – ფეხბურთის ილეთები

ირაკლი ჩიტაძე და მეგობრები – მუსილაკური კომპოზიცია

აისელა მამედოვა – ცეკვა

ბექა ბეჩვაია – ფორტეპიანო

ნიკა ფანიაშვილი – საფეხბურთო მიმოხილვა

ეკაკო ჩანადირი – 4 წლის, კითხულობს

ჯექსონ გერლზ – ცეკვა

გიო გელაშვილი – სიმღერა

დიმიტრი და ბიძო ჯაფარიძეები – მუსიკალური კომპოზიცია

ელენიკო კერვალიშვილი – ლოცვა

ირაკლი დოღონაძე – ცეკვა

ლევან ჩემინავა – სხვადასხვა

ლუკას პაპანდოპულოსი – ვეფხისტყაოსანი მეგრულად

ნათია ხუჭუა – სიმღერა

ნიკა კოპალიანი – სიმღერა

სანდრო (ერთი წლის) – ცეკვა

უკუღმა დამკვრელი

1 March

მეხუთე გადაცემის მონაწილეები

”ნიჭიერის” მეხუთე გადაცემაში, 1 მარტს თქვენ გაიცანით შემდეგი კონკურსანტები:

ვის გულშემატკივრობთ თქვენ? :-)

1 March

”ნიჭიერი” – რამდენიმე წუთში

”ნიჭიერის” დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება!

მოიმარაგეთ ტელევიზორთან ყავა, ჩაი, სასუსნაოები და უყურეთ ”ნიჭიერს” ჩვენთან ერთად რუსთავი2-ზე, კურიერის დასრულებისთანავე!

1 March

”ნიჭიერამდე” სამი საათი რჩება

არა, კიდევ უფრო ნაკლები…

გთავაზობთ ერთ კადრს დღევანდელი გადაცემიდან – შეგიძლიათ გამოიცნოთ, თუ რის გაკეთებას ცდილობს ეს ნიჭიერი კონკურსანტი?

P.S.: ყველას გილოცავთ გაზაფხულის პირველ დღეს!

28 February

ტრივია N2 – გამარჯვებულები

როგორც იცით,  ამ ბლოგზე უკვე მეორედ გამოცხადდა კონკურსი – ტრივია. დაისვა ათი შეკითხვა და პირველმა ათმა ადამიანმა, ვინც სწორი პასუხი მოგვწერა, მიიღო კლუბი ”კაშეს” (ი. ნიკოლაძის 18) მოსაწვევი. გელოდებით ხვალ, ორშაბათს საღამოს 9 საათზე კინოკლუბ ”კაშეში”:

1. მალხაზ ჯიღაურიშვილი
2. ლადო სახვაძე
3. ნოდარ ლაფაჩი
4. ნიკა კაკაბაძე
5. ნინო ქაშიბაძე
6. გოგი ტაბატაძე
7. გიორგი კიპაროიძე
8. ილია გველესიანი
9. გიორგი გველესიანი
10. ანა ბადალაშვილი

28 February

ამირან მამულაშვილი – პრეკასტინგი

27 February

ინტერნეტ-ნიჭერის ახალი მონაწილეები

ინტერნეტ-ნიჭიერი გრძელდება. დღეს გთავაზობთ კონკსურსის ახალ მონაწილეებს.

ჩვენი თხოვნაა, რომ კომენტარებში მოერიდოთ შეურაცხყოფის მიყენებას და ცინიზმს. კონკურსის მონაწილეები კითხულობენ ამ კომენტარებს და ნუ ატკენთ მათ გულს. დიდი მადლობა

რაც შეეხება მონაწილეებს: ძალიან ბევრი ადამიანი აგზავნის ვიდეოებს რომელიც ატვირთულია mail.ru-ს ”შეარინგ” სერვისზე. ძალიან გთხოვთ ფაილები ატვირთეთ ან თვითონ e-mail-ში გამოგზავნისას ან კიდევ ქართულ ”შეარინგ” საიტებზე. საქმე ისაა, რომ რუსული სერვერიდან გადმოტვირთვის სიჩქარე არის ძალიან დაბალი და როდესაც თქვენი გამოგზავნილი ფაილის ზომა დიდია დაახლოებით 1-1.5 სათი ვუნდები მის ჩამოტვირთვას. ეჭვი მაქვს ატვირთვისას თქვენც იგივე პრობლემას აწყდებით. ჰოდა ან თქვენ რაღას წვალობთ და ან ჩვენ რაღას გვაწვალებთ? :) ამას ისიც ემატება, რომ აღნიშნულ სერვისს (mail.ru) ხშირად რაღაც პრობლემები აქვს და საერთოდ ვერ ხერხდება ხოლმე ფაილის გახსნა.

ყველას ვისაც ფაილი გამოგზავნილი გაქვთ mail.ru-ს მეშვეობით, გთხოვთ ახლიდან გადმოაგზავნოთ თქვენი ვიდეოები სხვა საშუალებით. დიდი მადლობა.

ახლა კი მონაწილეები:

ომარ კაპანაძე – ღორზე ჯდომა

დავით იმერი – Flame of Rock

ანი ბადალაშვილი – ელასტიური ილეთები

ტატო – ლექსი

გიორგი ზოზრაშვილი – სხვადასხვა

გელა ვარდიძე – ნათება ცაში (კომპოზიცია)

27 February

მარგალიტები

მეოთხე სერიის მარგალიტები

1. სერიოპ ვარდანიანის მამა:
- პა ადნამუ აპტუსკატ ლი ოპტამ?

2. თორნიკე ოქრიაშვილი – ბლოკავენ, ბლოკავენ, ბლოკავენ.

3. გიორგი ჟვანია – “იევროპული მუსიკა…”

4. ლიკა არღვლიანი არც მღერის, არც ცეკვავს, სამაგიეროდ: – მოგერევი გინდა? წაგაქციო?

5. დუეტი “skype” სიმღერით – ჰილარი დაფის ვოთ დრეამს არე მადე ოფ!

6. ლეჩხუმელი გოგოების ტრიო:
- დისკს არ აწერია…

7. ამირან მამულაშვილის მთელი ნომერი მარგალიტი იყო, თუმცა ავარჩიეთ საუკეთესოები:

- კიდევ ვთქო? ერთიც კიდე უნდა ვთქო! მჰჰ! კაცი ვარ და ქუდი მხურავს!
-ვაიმე, ვერა ვსხედამ, კაცო?
-რ აატო არა, კაცო!
- ჰაიტ!

26 February

ტრივია №2 – პასუხები

ჩვენ უკვე გვყავს 10 გამარჯვებული, რომელთა ვინაობას თქვენც (და თავად ისინიც) ხვალ შეიტყობთ ბლოგის მეშვეობით. მანამდე კი გთავაზობთ გუშინდელი ტრივიას სწორ პასუხებს:

მეორე ტრივიას კითხვები პასუხებითურთ:

1. ჩამოთვალეთ ამირან მამულაშვილის 5 სიმღერა.

ძმას კიტელი მიხდებოდა, გიყურებ და ვეღარა გცნობ, რა დრო მქონდა დალოცვილი, დავბერდი და შემინახე, კაცი ვარ და ქუდი მხურავს.

ამირან მამულაშვილი:

2. რომელ კონკურსზე აიღო კატია დუკაშვილმა პირველი ადგილი?

ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში, საერთაშორისო კონკურსი “სლავიანსკი ვენეც

კატია დუკაშვილი

3. რა ჰქვია იოსებ გოგიას დაკარგულ სიყვარულს?

ლალი ხუხუა

იოსებ გოგია:

4. რამდენ ზომბისთან ერთად ცეკვავდა ილია მამაგულაშვილი – ჯგუფი “მოზაიკა”?

7

ჯგუფი მოზაიკა

5. რამდენი წლისაა დავით რობაქიძე?

19

დავით რობაქიძე

6. ვინ უფრო უყვარს ნატა მესხს, დედა თუ ალა პუგაჩოვა?

დედა

ნატა მესხი

7.  რომელი კუთხიდანაა ანსამბლი “იავნანა?”

რაჭიდან

“იავნანა”

8. ვის აჩუქა ნიკა მემანიშვილმა მაია ასათიანის ყვავილები?

გულო სმოიანს

9. რა სიმღერა შეასრულა გოგონათა დუეტმა “skype”?

ჰილარი დაფის what dreams are made of

no block – მეოთხე გადაცემა

10. ვინ არის ეს ორი ნიჭიერი ახალგაზრდა (სახელები და გვარები) ?

ლაშა კვიკვინია და გუჯა მჭედლიშვილი:


26 February

ანა ხანჩალიანი

საბა, ბლოგერი ni2.ge-დან

22 თებერვლის გადაცემის ყველაზე გამორჩეული მონაწილე ანა ხანჩალიანი იყო. ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმებით. არ გადავაჭარბებ და არც მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ისეთი შთაბეჭდილება, როგორიც ამ გოგონას გამოსვლამ დამიტოვა არ დაუტოვებია არცერთ სხვა მონაწილეს.  მის გამოსვლას დღეში რამდენჯერმე ვუსმენ  და ყოველთვის ჟრუანტელი მივლის, საოცარი დიაპაზონის ხმა აქვს.

ანას გამოსვლა შეიძლება ერთი სიტყვით აღინიშნოს – სულშიჩამწვდომი. ჩვენს ქვეყანაში რომ შოუბიზნესი  და ნორმალური პროდიუსერები არსებობდნენ, ამ გოგონას იმავე საღამოს თუ არა გადაცემის გასვლიდან მეორე დღესვე გაუფორმებდნენ კონტრაქტს და მისგან ნამდვილ ვარსკვლავს შექმნიდნენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ,  ანას ისედაც ძალიან დიდი და ნათელი მომავალი აქვს და სულ მალე მას მსოფლიოც გაიცნობს.

”ნიჭიერის” ძალიან ბევრი ადამიანი უყურებდა სკეპტიკურად, მაგრამ მისი გამოსვლის შემდეგ, ალბათ, ცხადია,  რომ ამ პროექტმა მართლაც გაამართლა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ანამ ჩემი მეორე ფავორიტი მარიამ კახელიშვილი დაჩრდილა.  თუმცა, ძალიან არ მინდა,  ამ ბავშვების გულშემატკივრებს შორის რაღაც უაზრო კამათი დაიწყოს და ისეთივე საქმის გარჩევები წავიდეს, როგორიც სხვა მონაწილეების შემთხვევაში ხდება. ორივე გოგონას საოცარი მონაცემები აქვს და ორივე კაშკაშა ვარსკვლავი იქნება მომავალში. თქვენთან ერთად მოუთმენლად ველი ნახვარფინალებს, რომელშიც ამ ორი მონაწილის მოსმენა და მათი სიმღერით სიამოვნების მიღება გველოდება.

25 February

მეფეთა ჩრდილში

ბლოგერი ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

“ისტორიას ჩვეულებრივი ხალხი ქმნიდა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ მეფეთა სახელებმა მოაღწიეს”ჩვენი დროის უსახელო ბრძენი

საბჭოთა კავშირის დროს, როცა სასურველი ფილმის სანახავად მხოლოდ “download”-ზე კურსორის დაჭერა საკმარისი არ იყო, როცა “ლედი კარატე” კინემატოგრაფიის განვითარების ევერესტად ითვლებოდა და კინოში კოცნის სცენა უდიდესი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, როცა ტელევიზორს ფუფუნებად მიიჩნევდნენ და ორი ტელევიზორს – ნეტარებად, მაშინ  “ცისფერ ეკრანებზე” ლეგენდარული “ილუზიონი” გადიოდა. ეს იყო გადაცემა, სადაც მაყურებელს ყოველ შაბათს ერთ საზღვარგარეთულ ფილმს უჩვენებდნენ. კოლმეურნეებზე, ამხანაგობებზე, ყრილობებსა და მსგავს თემებზე გადაღებულ ფილმებს შეჩვეული ხალხი კი “აკრძალულ ხილს” ისე ელოდა, რომ კვირის დღეებს: “ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, ილუზიონი”-თი ითვლიდა თურმე…

თანამედროვე ლედი კარატე

"თანამედროვე ლედი კარატე"

…როგორც მეზღაპრეები იტყვიან ხოლმე, გამოხდა ხანი და დაორსულდა ტენდენციების დედა, რომელიც საზოგადოებრივი ექოსკოპიის მიხედვით, ცოტა ხანში “გადაცემის სახელით კვირის დღის შეცვლას” ისევ ელოდება… სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ “ნიჭიერის” “ღამე იყო მთვარიანი, თოვლიანი, ქარიანი” და ხსენებულ ქართან ნაწვნევი მარცხის გამო “კოლხეთის დიადი მეფე” ტელევიზორის შიშინად იყო ქცეული, “ნიჭიერის” დაწყებას ინტერნეტში მაინც სულმოუთქმელად ველოდი…

უკვე ტრადიციისამებრ, ჩემთვის მეოთხე ეპიზოდი წინაზე ცოტათი უკეთესი აღმოჩნდა და სულის მოთქმის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დღეს, ძირითადად “მეფეების ფონზე დაჩრდილულ” ხალხზე დამეწერა. ანუ, მათზე, ვინც შოუს ქმნის, მაგრამ სახლს სამი “არა”-თი დამძიმებულები უბრუნდება და მის სახელსაც მალე ყველა ივიწყებს:

  • ევრი ნდა, აკლებს კეთებს” – ალბათ, ასე იშიფრება უკვე ცნობილი ქუთაისელი მაგის სახელი, რომელსაც, ან ვანიკო გაეხუმრა ბოროტად და “ფიქრ-გზა” აუბნია, ან, ყუთი უბრალოდ ინტუიციაზე დაყრდნობით “გადაფხიკა” და მობილურის მსგავსად, ვერც ხალხის გულები მოიგო;
  • გაკვეთილი # 2 (ლირიკული წიაღსვლა): “სამი “კი” გაქთ” – “ასე იტყოდა მაია”, მაგრამ ასე ნუ იტყვით თქვენ
    (და აქვე მცირე განმარტება: ზმნა “ქონა” – აღნიშნავს ვისიმე მიერ რისიმეს ფლობას და მრავლობითი რიცხვის მეორე პირში ესაჭიროება “ვ” თანხმოვანი);
  • “ფილტვ-ბოქსინგი” – “ნიჭიერის” შემქმნელები ზრუნავენ ხალხზე. მათ ხომ გაითვალიწინეს მავანთა აზრი, რომ “ორთქლ-ყურ-მავალის” ჩვენება სიგარეტის მოწევის პროპაგანდად შეიძლება ჩათვლილიყო. “დასტურ იმისა”, რომ შემოქმედებითი ჯგუფი ერთი ქართული ანდაზის “სმენადაქვეითებულ ქარავანს” არ წარმოადგენდა, სიგარეტის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი დემონსტრირება მოახდინეს იმისა, ძლიერ ფილტვებით რა საოცარი რამის შესრულება იყო შესაძლებელი.  ლუი დე ფიუნესის ერთი ფილმის სათაურს რომ ჰგავდა, იმ გამომსვლელს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

  • ცხოველთა უფლებების დაცვის ასოციაცია რომ მქონდეს, აუცილებლად ვიჩივლებდი ბოცვრების დაჩაგვრის ფონზე, პითონისათვის ხოტბა-დიდების შესხმის გამო. ასე ვიცით ქართველებმა – სტუმარს “თავზე ვისვამთ და ყელზე ვიხვევთ”, შინაური კი ნაკლებად გვედარდება. (თუ, რა თქმა უნდა, პითონის პატრონი ძალის დემონსტრირების (80 კილოს იწონიდა, სხვა თუ არაფერი) გამო არ გადაიყვანეს შემდეგ ეტაპზე).
    უფრო საინტერესო იქნებოდა ნახევარფინალში ცხოველები სცენაზე ერთად გამოსულიყვნენ და პითონს ეთქვა, რომ ერთ წუთში განსაზღვრული რაოდენობის ბოცვრის შეჭმას მოასწრებდა…
  • ქართველებს, უკვე რამდენიმე ათეული წელია გვეამაყება, რომ უცხოპლანეტელები – “ჩაკრულო”-თი ტკბებიან და ამპლანეტელები “ერისიონით”. თუმცა, თუ “ნიჭიერში” მუცლის, ხმის იოგებისა და სხეულის სხვა ნაწილების დემონსტრირება ასეთი ტემპით გააგრძელეს, ვგონებ, ამ სიამაყის მიზეზი ეჭვქვეშ დადგება. ეჭვქვეშ დგომა არგუმენტირებული ქოლგის გარეშე კი ძალიან სახიფათოა.
  • ვერ ვხვდები, რითი იყო “ხვალ, ხვალ, ხვალ”, “მაზეგ, მაზეგ, მაზეგ”-ზე ნაკლები? მხოლოდ ორი დღით! მართლა ფული რომ წყვეტს ამ ცხოვრებაში ყველაფერს რა… :)

  • ლირიკული წიაღსვლა # 2: “უამრავ მომღერალს გაუვლია ჩემს ხელში – პროფესიონალს, არაპროფესიონალს, ძალიან არაპროფესიონალს, იმაზე კიდევ უფრო არაპროფესიონალს, მაგრამ ასეთი რამე ჯერ არ მინახავს” – © ნიკა მემანიშვილი.
    ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნიკა ქართულ ესტრადას არ უსმენდა…
  • “თავის მოჭრას თავის გატეხვა გერჩივნოსო” – სახეშეცვლილი ანდაზის ჭეშმარიტება მაშინ დადასტურდა, როდესაც სცენაზე  “გრელკა” და ამბიცია ერთდროულად გასკდა. თუმცა, ლურსმნის თავით ჩაჭედება სირცხვილიდან იმავე თავის დაძვრენის კარგი საშუალება აღმოჩნდა და მონაწილეს ეს დაუფასდა კიდეც.
  • “ვიღაცამ მანქანის თავზე გადაიფრინა” - ხანდახან ჟიურის აზრების გასაგებად თარჯიმანი (ან, თვით დოქტორი ბუნა) მჭირდება. მაგალითად, ვერ მივხვდი, რატომ არ გადაახტუნეს მეორე ტურში ადამიანი-კენგურუ, ან, ეს სამსახიობო ნიჭით დაჯილდოვებული მომღერალი ქალბატონი, რომელიც მართალია კარგად ვერ მღეროდა, მაგრამ სიმღერის შინაარსის (“არ ეძინა მას, არ მეძინა მე”) მთელ ტრაგიკულობას ემოციებით ბრწყინვალედ გამოხატავდა :)
  • “ნიჭიერი” ამა თუ იმ გამოთქმის მეტაფორულობაზე ჩემი წარმოდგენების მსხვრევას კვლავ აგრძელებს. ამჯერად მსხვერპლად მან შიშნარევი გაფრთხილება – “თითი არ დამაკარო” - ამოირჩია, ვინაიდან გამოჩნდა, რომ ზოგის თითი (თუნდაც ვანიკოსი) შესაძლოა იმდენად დაკუნთული აღმოჩნდეს, რომ მისმა დაკარებამაც კი, ფატალური შედეგები გამოიწვიოს.
  • ლირიკული გადახვევა # 3: “ეკონომიკა ყვავის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბევრად უფრო განვითარებული ვართ, ვიდრე ბულგარეთი. იქ გამართულ კონკურსზე კატია დუკაშვილმა თუ პირველი ადგილი აიღო, ჩვენთან მან მეორე ტურშიც კი ვერ გააღწია. საქართველოში ყოველთვის უკეთესად იმღერებენ… მტრის ჯინაზე” – ასე იტყოდა ერთი ჩემი ახლობელი “ნიჭიერის”-თვის რომ ეყურებინა.
  • ანა ხანჩალიანის ნომერთან დაკავშირებით ორი შეკითხვა გამიჩნდა:
    • რატომ დაინტერესდა ნიკა მემანიშვილი მისი გვარის წარმომავლობით, როცა მასზე პასუხი ნამდვილად ეცოდინებოდა;
    • რატომ იგრძნო დარბაზმა თავი უხერხულად და დაუკრა ტაში ისე, თითქოს ანამ რაიმე დანაშაული აღიარა;

მეტი არაფერი…

  • “ნიჭიერმა” დაადასტურა, რომ ჩვენში “ორი ნათესავისა და ქართულის მასწავლებლის ნაქებრის” ტრადიცია კვლავ არსებობს. ეს ნიშნავს ხათრის ვერგატეხვის გამო ადამიანის დაჯერებას იმაში, რომ კარგად მღერის, ცეკვავს, წერს და მოკლედ, “ის ამ საქმისათვის არის შექმნილი”. ეს იწვევს ამბიციათა ზრდას და მავნებელია მათი ფსიქიკისათვის, რადგან როდესაც უცნობი ადამიანები მისი ხელოვნების წინაშე ქედს არ იხრიან, ჰგონიათ, რომ “ბლოკავენ”, რომ ჟიური ცდება, როცა შაკირას სიმღერას შესრულებას სათანადოდ ვერ აფასებს და სხვა.
  • შენ ხილი მიირთვი, მებაღეს რას კითხულობ” – ნომრის დასაწყისში ამ ფრაზით მინდოდა მეგულისხმა ტრიო, რომელთა დისკსაც მარკერისაგან შეუბილწავი ზედაპირი აღმოაჩნდა. თუმცა, ნომრის დასასრულს მივხვდი, რომ “ხილის ჭამის დემონსტრირება” ამ სიტყვებს ნამდვილად აღარ შეეფერებოდა…

That was all…

პ.ს: “ნიჭიერის” ნახევარფინალებამდე კი ერთი სული და ორი გადაცემა დამრჩა…

24 February

ტრივია ნიჭიერში

როგორც იცით, ყოველ ორშაბათ საღამოს კლუბ “კაშეში” იკრიბებიან პროექტის წამყვანები, ჟიურის წევრები, პროდიუსერები და სხვადასხვა ცნობილი ადამიანები და ერთად უყურებენ ხოლმე გადაცემას.

“ნიჭიერის” ბლოგზე გათამაშდება 10 მოსაწვევი – თქვენ გექნებათ შესაძლებლობა საყვარელ გადაცემას “კაშეში” უყუროთ მის შემქმნელებთან ერთად.

ამისათვის საჭიროა ხვალ, ხუთშაბათს, იყოთ ძალიან ძალიან ყურადღებით – ბლოგზე დაიდება 10 შეკითხვა გასული გადაცემებიდან. პასუხები უნდა გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მოსაწვევს მიიღებს პირველი ათი ადამიანი, ვინც ყველა შეკითხვას სწორ პასუხს გასცემს.


გამარჯვებულები გამოცხადდებიან შაბათს, ასევე ბლოგის საშუალებით.

პირველი ტრივიის გამარჯვებული, მალხაზ ჯიგაურიშვილი:

წინა ტრივია მოვიგე და მაგრად გავერთე კლუბ კაშეში, ძალიან მაგარი იყო , მაგრამ ერთ მოგებას არ დავჯერდები და აუცილებლად გავიმარჯვებ მეორე ტრივიაში – ჩემი ოცნება უნდა ავიხდინო და თიკა ფაცაცია უნდა გავიცნო .

მოსაწვევები

24 February

ნიჭიერი სოციალურ ქსელებში

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში Facebook-ი არსებობს ჩვენი გადაცემის მხარდამჭერთა გვერდი. ფანკლუბში უკვე გაწევრიანებულია 6 933 ადამიანი.

ჩვენს ფანკლუბში გადასასვლელად დააწკაპუნეთ აქ

“ნიჭიერის” პარტნიორია Myvideo.ge და ამ საიტზე ჩვენს გადაცემას აქვს სპეციალური არხი, რომლის მისამართიცაა http://www.myvideo.ge/nichieri/ Myvideo.ge-ს დახმარებით თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ჩვენი გადაცემის ვიდეოებს და იმ მასალას რაც ეთერში არ გასულა.