“ნიჭიერის” მეორე სეზონის ქასთინგი დაიწყო!
თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ ნიჭი, რომლის დემონსტრირებაც შესაძლებელია სცენაზე და რა თქმა უნდა, სურვილი, რომ ყველაზე რეიტინგული შოუს მონაწილე გახდეთ, მაშინ აუცილებლად მოგვწერეთ.
იმისათვის, რომ გახდეთ ქასთინგის მონაწილე არსებობს რამოდენიმე გზა:
1.თქვენ შეგიძლიათ მოგვიტანოთ თქვენი განაცხადი ვაჟა ფშაველას 45-ში, სადაც დაგხვდებათ სპეციალური საფოსტო ყუთი ნიჭიერისთვის.
2. ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები იმეილზე kastingi@rustavi2.com ან casting@nichieri.ge
- სახელი
- გვარი
- ასაკი
- საცხოვრებელი ქალაქი/რაიონი
- მოკლედ მოგვიყევით თქვენი ნიჭის შესახებ
- საკონტაქტო ნომერი!( სასურველია, თუ თქვენს პირად ნომერთან ერთად მოუთითებთ თქვენი ოჯახის წევრის ან მეგობრის ნომერსაც, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში და ადვილად შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.)
3. რა თქმა უნდა, აპლიკაციის ფორმა მოქმედებს ჩვენს ბლოგზეც. ნიჭიერს, რომელიც ახლა ჩვენს ბლოგს კითხულობს და აქვს სურვილი “ნიჭიერის” მონაწილე გახდეს , შეუძლია ახლავე და მარტივად შეავსოს აპლიკაცია და დაელოდოს ჩვენს ზარს.


რატომ before/after ? ნიჭიერის მეორე გადაცემა ჩემთვის ამ ეპითეტით რამდენიმე გამომსვლელის გამო დახასიათდა, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი და ეხლა ნიჭიერში უფრო გაზრდილები და განვითარებულები ვნახე^^პირველივე გამომსვლელებით ძალიან მოვიხიბლე მეც და ჟიურიც და ალბათ ყველა^^ 7 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარმა ჯგუფმა Dream Walkers-მა შესაფერისი კლუბური მუსიკის ფონზე შესრულებული ცეკვით … განაგრძეთ კითხვა
დაიწყო ნიჭიერი და კალენტარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა. ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ……… ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი [...]
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა





