ცეცხლი აინთო, ლაივი დაიწყო!
Landish, ბლოგერი landish.ge-დან!
ალბათ ამ დღეს ყველანი დიდხანს ველოდით, როდესაც “ნიჭიერის” მონაწილეებს “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში ვიხილავდით. და აი, ორშაბათიც მოვიდა, სცენაზე “ცეცხლიც აინთო” და ლაივიც დაიწყო.
“ცეცხლოვანი შოუ” არაერთმა მონაწილემ შემოგვთავაზა. ამას დამატებით ეფექტი უნდა შეექმნა მაყურებლისთვის. პირველი, ვინც სცენაზე “კოცონი დაანთო”, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჯგუფი Next Level-ია, რომელმაც ამ გამოსვლის შემდეგ აზრი მათ მიმართ დადებითად შემიცვალა.

Next Level-ის "ტრანსფორმერი"
მათი “ტრანსფორმერი” პირველ ეტაპში არსებულ “მოტოციკლს” ნამდვილად სჯობდა. მეტი მომზადება და შოუს ელემენტების ჩართვა დაეტყო ნომერს, რაც მთლიანობაში საინტერესო სანახავი გახდა (ეს უკანასკნელი ფრაზა რაღაც გეგასავით გამომივიდა). მაგიდის იდეა კი საკმაოდ ორიგინალური იყო, რომელიც სამწუხაროდ არ გამოუვიდათ.
მათი გამოსვლით ფრიად კმაყოფილი დავრჩი, ახლა მოუთმენლად ველი მათი კონკურენტი ჯგუფის, New Style-ის გამოსვლას, თუ რას შემოგვთავაზებენ ისინი და შეძლებენ თუ არა ისინი ფინალში გადასვლას.
“თავი არ დაიწვა” – სწორედ ეს გავიფიქრე, როდესაც კორნელი მაისაშვილმა ცეცხლმოკიდებული ჯოხების თავის სხეულზე გადატეხვა გადაწყვიტა. რა არ სცადა ბატონმა კორნელიმ, “თავიც კი გასწირა”, თუმცა არასაკმარისად, რათა ფინალში გადასულიყო.

ვერკა და გიოს ცეცხლოვანი ცეკვა
ვერკას და გიოს საცეკვაო ნომერმაც არანაკლებად ააგიზგიზა ჩვენში დანთებული ცეცხლი. შოუს ელემენტები არც ამ ნომერს აკლდა, თუმცა ეს მაყურებელთა უმეტესმა ნაწილმა ვერ შენიშნა და სწორედ ამიტომ გამოეთიშნენ ისინი ასპარეზს. ვნახოთ რას იზამენ მისი კონკურენტი წყვილები და როგორ საცეკვაო შოუს დაგვიდგამენ.
ცეცხლი ირაკლი ძამუკაშვილსაც ენთო გულში, თუმცა მან თავისი სიმღერით ვერც გეგას და ვერც ნიკას გული ვერ მოიგო. მისი დანაპირები შეუსრულებელი დარჩა, თუმცა შესაძლოა იგი ამაზე არ გაჩერდეს, რადგან მისი სიმღერა, ხომ ყველასთვის უკვე ცნობილია, სიტყვები “ღიმილი მაჩუქე” ყველას პირზე აკერია და ვინ იცის, ეგებ ერთ დღესაც ირაკლი თავისი სათვალით და თეთრი შარვლით დიდ სცენაზე ვიხილოთ?
მოწონების გარდა პირველ ნახევარფინალში იმედგაცრუებაც იყო. ერთადერთი ნომერი, რომლითაც უკმაყოფილო დავრჩი, იყო ავთო გოგეშვილის გამოსვლა, რომელიც დროში საკმაოდ “გაიწელა”. ფოკუსის იდეა ხალხის გაოცება და მათ გაკვირვებულ სახეზე ღიმილის მოგვრაა, თუმცა ნომერმა, რომელიც ამდენ ხანს გრძელდება, შესაძლოა ღიმილის ნაცვლად უინტერესობის გრძნობა გაგიჩინოს.

ავთოს "გაწელილი" ნომერი
ავთომ ბევრი სცადა, რათა ფინალში გადასულიყო, ამისთვის ლამის “კვერცხიც შეგვიწვა ცეცხლით აგიზგიზებულ სცენაზე” და რამდენიმე ფოკუსის ჩვენთვის სწავლებაც არ დაიშურა, თუმცა ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რათა სხვა მონაწილეებისთვის ეჯობნა.
ახლა იმედებს შოუს დაწყებიდან მოყოლებული დღემდე სხვა ილუზიონისტზე, დავით რობაქიძეზე ვამყარებ, რომლის გამოსვლაც კასტინგზე არანაკლებ შთამბეჭდავი იყო და, იმედი მაქვს, ირაკლისგან განსხვავებით იგი თავის დანაპირებს აგვისრულებს და “უფრო საინტერესო ნომრებს ნახევარფინალში გვიჩვენებს”.
აღარაფერს ვამბობ გულნაზი გოლეთიანზე, მემგონი საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამ ქალის ნამღერი არ მოსწონებოდა და არ აღფრთოვანებულიყო მისი ნიჭით. ერთი და იგივეზე საუბრით თავი რომ არ მოგაბეზროთ, მეც უბრალოდ აღვფრთოვანდები მისით და ჩუმად ვიჯდები ბლოგის მეორე მხარეს : ).
გულნაზით და სხვა მონაწილეებითაც ხალხი აღფრთოვანებული რჩება, მაგრამ რამ აღაშფოთა Little Hills-ის ერთ-ერთი მონაწილე გოგონა, ეს ჩემთვის დღემდე გაურკვეველია. :D
მოკლედ, პირველი ლაივ გადაცემა დასრულდა, წინ მეორე ნახევარფინალი გველის, რომლამდეც 5 დღე რჩება, ასე რომ უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტებს და მიეცით ხმა! ყველას გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო შოუს ხილვას :).













რატომ before/after ? ნიჭიერის მეორე გადაცემა ჩემთვის ამ ეპითეტით რამდენიმე გამომსვლელის გამო დახასიათდა, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი და ეხლა ნიჭიერში უფრო გაზრდილები და განვითარებულები ვნახე^^პირველივე გამომსვლელებით ძალიან მოვიხიბლე მეც და ჟიურიც და ალბათ ყველა^^ 7 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარმა ჯგუფმა Dream Walkers-მა შესაფერისი კლუბური მუსიკის ფონზე შესრულებული ცეკვით … განაგრძეთ კითხვა
დაიწყო ნიჭიერი და კალენტარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა. ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ……… ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი [...]
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა





