მამბო იტალიანო
გთავაზობთ სიმღერას, რომელსაც ტელეეთერით ვერ იხილავთ – ორიგინალურად შესრულებული ”მამბო იტალიანო”.
ამ მომღერალმა პრეკასტინგი ვერ გაიარა და ჟიურის წინაშე ვერ წარსდგა:
გთავაზობთ სიმღერას, რომელსაც ტელეეთერით ვერ იხილავთ – ორიგინალურად შესრულებული ”მამბო იტალიანო”.
ამ მომღერალმა პრეკასტინგი ვერ გაიარა და ჟიურის წინაშე ვერ წარსდგა:
”ნიჭიერის” შემდეგ ეპიზოდამდე სულ რაღაც 19 საათი რჩება
სანამ ყველანი შოუს ველოდებით, გთავაზობთ ნომერს, რომელსაც ტელეეთერით ვერ იხილავთ – ამ ქალბატონმა პრეკასტინგი ვერ გაიარა და, შესაბამისად, ჟიურის წინაშე ვერ წარსდგა.
გთავაზობთ ინტერნეტ-ნიჭიერში მონაწილე რამდენიმე ადამიანის ვიდეოს.
კომენტარებისა და შეფასებების დატოვებისას თავი შეიკავეთ შეურაცხყოფისაგან. გახსოვდეთ, რომ თქვენი კომენტარები და შეფასებები ნამდვილ ადამიანებს ეხებათ.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ინტერნეტ-ნიჭიერი არის კონკურსი,რომელშიც თქვენ აგზავნით თქვენი ნიჭის ამსახველ ვიდეოს. ეს არ არის კონკურსი საუკეთესო კადრებისა და ვიდეოს ამოსარჩევად. ამიტომ ნუ გამოაგზავნით ვიდეოებს ”ნახეთ, რა კადრი გადავიღე სადღაც მეტროში” და ა.შ.
ასევე გახსოვდეთ, რომ ჩვენ არ ვართ ციდან ჩამოფრენილები, შესაბამისად ვერ მოგვატყუებთ. რამდენიმე ადამიანმა ცადა ეს და გამოაგზავნა ვიდეოები, რომლებიც ატვირთული იყო სხვადასხვა ვიდეოპორტალზე 2-3 წლის წინ და გადის ე.წ. ”პრიკოლის” ტიპის ვიდეოებში. მაგ. ”ნახეთ ეს ქალი რა მაგრად ცეკვავს ლოოოოოლ” – ამ დროს გამომგზავნი ცდილობს, რომ ეს ქალი თავის ბებიად გაასაღოს :)
მოკლედ, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, თქვენ პრიზს მიიღებთ არა ვიდეოს გადაღებისათვის, არამედ – თქვენი ნიჭის გამოვლენისათვის. დიდი მადლობა.
შეგახსენებთ, რომ ვიდეოები უნდა გამოაგზავნოთ konkursi@nichieri.ge -ზე.
ახლა კი ვიდეოები:
ნინო კრავეიშვილი – სიმღერა
თორნიკე მოდებაძე (2 წლის) – ცეკვა
მაყვალა ქობულაშვილი – ბრუნვა
ქალბატონი მაყვალას თქმით, ის 9 წუთში 200 ბრუნს აკეთებს.
ორშაბათი მძიმე დღეა. არა! ორშაბათი – “ნიჭიერის” დღეა!
(c) ქართული ტელეფოლკლორი
“ნიჭიერის” ეთერში გასვლამდე მხოლოდ რამდენიმე საათი რჩება. აუცილებლად უყურეთ რუსთავი2-ზე, “კურიერის” შემდეგ, საღამოს 10 საათზე ყველაზე საინტერესო, მასშტაბურ და სანახაობრივ პროექტს, “ნიჭიერს”!
სანამ 10 საათი მოვა, გთავაზობთ კიდევ ერთი აპლიკანტის ვიდეოს, რომელიც კასტინგზე ვერ მოხვდა და შესაბამისად, გადაცემაში მას ვერ იხილავთ:
ვიდეოებისა და ფოტოების სანახავად ასევე დარეგისტრირდით Facebook-ზე, “ნიჭიერის” გვერდზე.
გთავაზობთ ორი მონაწილის ვიდეოს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პრე-კასტინგი, თუმცა ამა თუ იმ მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ვერ წარსდგნენ ჟიურის წინ “ნიჭიერის” კასტინგზე.
1. რევაზ ანდღულაძე, მხატვარი უცნაური გატაცებებით /სუსტი გულისა და ნერვების მქონეებმა ვიდეოს ნახვისგან თავი შეიკავეთ/ :
2. ნიჭიერი ველოსიპედისტი, იოსებ გელდიაშვილი:
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოჩნდა “ნიჭიერის” ერთ-ერთი საეთეროდ გამზადებული ვიდეო. გავრცელდა ჭორი, თითქოს რუსთავი2-ის სერვერი გატეხეს და ვიდეო იქიდანაა მოპარული.
ვიდეო მართლა მოპარულია, გაურკვეველია საიდან, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ რუსთავი2-ის სერვერი არავის გაუტეხავს.
შეგახსენებთ, რომ “ნიჭიერის” ეთერში გასვლამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება. გადაცემის დასრულების შემდეგ ამ ბლოგზე აუცილებლად დაიდება ხოლმე გამომსვლელების ნომრები, ასე რომ, ზედმეტად ცნობისმოყვარე “სერვერების მტეხავნო” – რა აზრი აქვს იმის მოპარვას, რასაც ისედაც უფასოდ ავრცელებენ.