პარასკევია დღესაო – კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო
Bas ბლოგერი ნი2ნუსიდან
ბლოგერებში ყველაზე ცუდი დღე მე შემხვდა პოსტისთვის. ყველაზე ბოლოს მიწევს ჩემი აზრების დაპოსტვა და ძალიან ბევრი უნდა ვეცადო ხოლმე, რომ ჩემამდე დაწერილი და გადაღეჭილი თემები არ წამოვჭრა. ჰოდა, გადავწყვტე რომ კვლავაც ხალხის დამოკიდებულებაზე ვისაუბრო, სხვა რამისთვის არც მუზა მიწყობს ხელს და როგორც ჩვენმა ბლოგერმა ”მჩხაპნელმა” აღნიშნა განსაკუთრებული გმირი წინა გადაცემას არ ჰყოლია.
მესამე სერიის შემდეგ, ქართულ ინტერნეტ სივრცეში დისკუსიები არ განელებულა. ჩვენს ბლოგზეც ბევრი ადამიანი შემოვიდა და აქაც ერთი ამბავი აიწია. კომენტარებს რომ გადეხედო უბნის ბირჟა გეგონება, სადაც მოძველბიჭო ელემენტები საქმეებს არჩევენ და კუნთებს ატოლებენ ერთმანეთს. მედალს ორი მხარე აქვს, ერთის მხრივ ასეთი მწვავე დისკუსიები (თუკი ამას შეიძლება დისკუსია ეწოდოს) ბლოგისთვის პოპულარობის მომტანია და ბევრი ”კლიკი” არის, მეორეს მხირვ კი ძალიან მაგრად ტეხავს. თქვენი არ ვიცი და ეს გაუთავებელი დაკა-დაკა და აგრესიის ფრქვევა ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. ასე მგონია ხალხმა არ იცის როგორ უნდა იცხოვროს მარტივად და ზედმეტი ნერვების მოშლის გარეშე. ან იქნებ იმდენად გაგვიჯდა ნეგატივი, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია? არ ვიცი.
ჰო, კიდე წამოვიდა უამრავი ადამიანის დანანებით ნათქვამი სიტყვები: ”უცხოეთში რომ ვუყურებდი ვიცოდი ამდენი შერეკილი რომ ჰყავდათ, აი ქართველებისგან კი ამას არ ველოდითო.” ბევრისთვის შეიძლება ახალი ამბავია, მაგრამ ქართველებიც ადამიანები ვართ. შესაბამისად, ჩვენც გვყავს ჩვენი შერეკილები და გარეკილები. ისე, საინტერესო იქნება, რომ ჩატარდეს კვლევა და დადგინდეს ერთ კვადრატულ მეტრზე შერეკილების რაოდენობით რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში? :) ნუ ის მეორე საკითხია, ვინაა შერეკილი ან რატომ ჰგონია ხალხს რომ სცენაზე გამოსვლა და თავის გამოჩენის მცდელობა მაინც და მაინც არანორმალურობას ნიშნავს. ამაზე ისედაც ბევრი ვისაუბრე წინა პოსტში და აღარ შევჩერდები.
კიდე… ჰო, ბევრი შენიშვნა მოდის შოუს მესვეურებთან. ზოგი სამართლიანი, ზოგიც ქართული ”ყოლიფერჩიკობით” გამოწვეული. უმეტესობა ალბათ უფრო მეორე კატეგორიას ეკუთვნის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს ცუდია. არც კარგია პრინციპში, უბრალოდ რეალობაა და მეტი არაფერი.
ახლა კი თავს აღარ შეგაწყენთ და მომავალ პარასკევამდე დაგემშვიდობებით, იმ იმედით რომ მომავალ კვირას უფრო საინტერესო რამეზე მომიწევს საუბარი.

რატომ before/after ? ნიჭიერის მეორე გადაცემა ჩემთვის ამ ეპითეტით რამდენიმე გამომსვლელის გამო დახასიათდა, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი და ეხლა ნიჭიერში უფრო გაზრდილები და განვითარებულები ვნახე^^პირველივე გამომსვლელებით ძალიან მოვიხიბლე მეც და ჟიურიც და ალბათ ყველა^^ 7 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარმა ჯგუფმა Dream Walkers-მა შესაფერისი კლუბური მუსიკის ფონზე შესრულებული ცეკვით … განაგრძეთ კითხვა
დაიწყო ნიჭიერი და კალენტარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა. ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ……… ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი [...]
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა





