პოსტები ტეგით „ანა ხანჩალიანი“

14 April

დეჟა ვიუ


Landish, ბლოგერი landish.ge-დან

არ ვიცი რატომ, მაგრამ გასული გადაცემის ნახვის შემდეგ დეჟა ვიუს გრძნობა დამეუფლა.

განმარტება: დეჟა ვიუ ფრანგული სიტყვაა და ერთი და იგივეს განმეორებას ნიშნავს.

მსგავსი მუსიკა, მსგავსი ცეკვები და მსგავსი ნომრები მეოთხე ნახევარფინალში არაერთი იყო. შოუს მონაწილეებს პლაგიატიზმის სუნი ასდიოდათ. თუმცა, მოდით ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ და ვეცადოთ “ამის” წარმომშობი მიზეზის პოვნა.

“დასავლეთელმა მოცეკვავეებმა” ჯგუფში დამატებით აიყვანეს რამდენიმე წევრი, თუ არასრული შემადგენლობით იყვნენ პირველ ტურში წარდგენილნი, ვერ გამირკვევია, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ სამნი ბევრად უკეთესები იყვნენ, ვიდრე შვიდნი!

"დასავლეთელი მოცეკვავეები"

მუსიკალური და საცეკვაო მიქსი მთლად “შერწყმული” არ გამოუვიდათ. ნომრის ყურებისას და მუსიკის მოსმენისას გიჩნდებოდა ერთი შეკითხვა, ეს ხომ სადღაცას მინახავს, ეს ხომ სადღაცას მომისმენია და სწორედ ამის გამო დამეუფლა ზემოხსნებული გრძნობაც.

კი მაგრამ რატომ? რატომ არის აუცილებელი რომ საცეკვაო ნომერში აუცილებლად უნდა იყოს ჯექსონის რომელიმე ელემენტი? ნუთუ ასე ახდენს გავლენას იგი მაყურებელზე? ალბათ კი, თუმცა ეს West Side Dancer-ებმა ნამდვილად ვერ მოახერხეს.

გავლენა ვერც ხაშურიდან ვიგრძენი. ვასილ ხაჩიძეს ნომერიც უკვე ნაცნობ ელემენტებს შეიცავდა, რომელიც პირველ ტურში ჯერ კიდევ “გირომ” გვიჩვენა. თავზე ბლოკის გადამტვრევის ნახვის შემდეგ ბოთლის გადამსხვრევა იმხელა ეფექტს ვეღარ მოახდენს, როგორც თმიდან ჩარჩენილი შუშის ნამსხვრევების ამოღება.

ვასილ ხაჩიძე

ისმის კითხვა, რატომ? ადამიანი, რომელმაც 70 ნომერი აქვს, რატომ გვიჩვენებს იმას, რომელიც აქამდე უკვე ვიხილეთ სხვისი შესრულებით და მაყურებელმა ეს ნომრები აიტაცა? ნუთუ სჯეროდა რომ უკეთ გამოუვიდოდა, ვიდრე წინამორბედს? ნუთუ ვერ წარმოედგინა მას, რომ ახლის ჩვენება უფრო საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის?

ნინო, ნინო, ნინო! ადამიანი, რომლის გამოსვლასაც საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. სტრიპტიზიორი, რომელმაც თავისი გამბედაობით (და არა მხოლოდ) მთელი ქვეყანა აალაპარაკა და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ უმეტესობას მეტად რიტორიკული შეკითხვა დაჰბადა: “მეორე ტურში რაღა უნდა გაიხადოს?”.

ნინო ჯავახიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო სიმფონიურ მეტალზე სტრიპტიზის ცეკვის ნახვა, ეს ნომერი თავისი შესრულების სირთულით საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

თურმე სტრიპტიზი მხოლოდ გახდა არ ყოფილა. თურმე სტრიპტიზსაც ნიჭი სჭირდებოდა. თურმე სტრიპტიზით მხოლო კაცები არ იხიბლებიან. თურმე …

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ნინო ნამდვილად იმსახურებდა მეორე ტურში გადასვლას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ფინალში გადასვლაზე. თუმცა მეოთხე ნახევარფინალი იმით გამოირჩეოდა, რომ ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ხალხმაც და ჟიურიმაც, რადგან ფინალში ხომ ამ ათეულიდან ყველაზე ღირსეული მონაწილეები გადავიდნენ.

ავთო ნაცარაშვილი, ადამიანი გიტარა, თავმდაბალი პროფესიონალი, რომელიც გიტარას საკუთარ თავზე უკეთ იცნობს, თავისი ნომრით ნამდვილად იმსახურებდა ფინალში მოხვედრას.

ავთო ნაცარაშვილი მოცეკვავეებთან ერთად

მისი ნომრით პირველ ტურში იმდენად არ/ვერ მოვიხიბლე და ვერ იმოქმედა ჩემზე, როგორც მისმა ისტორიამ. თუმცა ნახევარფინალის ნომრის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ ადამიანში გიტარაზე დაკვრის ნიჭის გარდა კიდევ არის რაღაც.

ქართული ცეკვის შერწყმა ელექტრო გიტარასთან, იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ მისი გამოსვლა კრიტიკას ნამდვილად არ ექვემდებარება. ავთოს გამოსვლა იმ ერთ-ერთთაგანი იყო, რომლის დროსაც უნდა დამშვიდდე და სიამოვნება მიიღო მისი მოსმენით.

ანა ხანჩალიანი

სიამოვნების მიღება ანა ხანჩალიანის სიმღერის მოსმენითაც შეიძლება. იგი ერთადერთი მონაწილეა სასიმღერო ნომრით, რომელზეც გული არ მწყდება და პირიქით, მიხარია კიდეც, რომ იგი ფინალში გადავიდა და თუ პროექტს ვინმე მომღერალი მოიგებს, ნამდვილად მინდა რომ ეს ანა იყოს :).

სწორედ ამ ორი ადამიანის ნომრის ნახვის შემდეგ მომინდა, რომ მათთვის კიდევ ერთხელ მომესმინა ფინალში. ხალხისა და ჟიურის გადაწყვეტილებით სასიამოვნოდ გაკვირვებული და კმაყოფილი ვარ. წინ მეხუთე ნახევარფინალი გველოდება, რომელიც წინამორბედებთან შედარებით ყველაზე გამორჩეული იქნება გამორჩეული ნომრებით. მიმაჩნია რომ ეს ათეული ყველაზე “ძლიერი” იქნება არსებულს შორის და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული გახდება.

გარდა ამისა 2 დამატებითი ადგილიც გაჩნდა ფინალში, სადაც იმ მონაწილეებს ექნებათ მოხვედრის შანსი, რომლებსაც ნაკლებად გაუმართლათ. ვიმედოვნებ რომ ეს ორი მონაწილე არასასიმღერო და არასაცეკვაო ნომრით წარსდგება ჩვენს წინაშე : )

პ.ს. განზრახ არ ვსაუბრობ წამყვანების ჩაცმულობაზე, განსაკუთრებით თიკასაზე, ამ ბლოკს ბექას ვუტოვებ ხვალისთვის :D.

28 February

მეოთხე კვირა, სტატისტიკა

ჩვენ უკვე ”ნიჭიერის” 4 ეპიზოდი ვიხილეთ. შემდეგ, მეხუთე ეპიზოდამდე 1 დღე რჩება. დღეს, ჩვეულებისამებრ, გთავაზობთ გასული კვირის სტატისტიკის შემაჯამებელ პოსტს.

ბლოგს დღევანდელი მონაცემებით 312 400 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, კომენტარების რიცხვმა კი 10 200-ს გადააჭარბა. გასულ კვირაში ყველაზე აქტიური ანა ხანჩალიანის გულშემატკივრები იყვნენ, თუმცა მას არც ბიტბოქსერი გუგა ჭყონია ჩამორჩა, რომელმაც უამრავი ადამიანის გული მოიგო.

მაივიდეოზე, ნიჭიერის არხზე განთავსებული ვიდეოების ხილვები 1 652 000-ს აჭარბებს! ერთი მილიონ ექვსორმოცდათორმეტი ათასი (ხმამაღლაც გავიმეორე, ჟღერადობა მომწონს).

Myvideo-ს მიხედვით გასული კვირის ტოპ5-ეულში მოხვდნენ:

1. ანა ხანჩალიანი
2. ქეთი და ნაზი – ელასტიური ტყუპები
3. ამირან მამულაშვილი
4. მარიამ და ედიშერ ღამბაშიძეები
5. გუგა ჭყონია

ფეისბუქზე ნიჭიერს 7 320 მხარდამჭერი ჰყავს, რომლებიც აქტიურად გვეკონტაქტებიან, საკუთარ აზრს გვიზიარებენ და ხანდახან ანეკდოტებსაც პოსტავენ ხოლმე :D

”ნიჭიერის” მეხუთე ეპიზოდამდე ერთი დღე რჩება. ძალიან მალე, ახალი გმირები მხოლოდ რუსთავი2-ზე, ორშაბათს, საღამოს 10 საათზე და მოგვიანებით უკვე – ჩვენს ბლოგზე –www.nichieri.ge.


26 February

ანა ხანჩალიანი

საბა, ბლოგერი ni2.ge-დან

22 თებერვლის გადაცემის ყველაზე გამორჩეული მონაწილე ანა ხანჩალიანი იყო. ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმებით. არ გადავაჭარბებ და არც მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ისეთი შთაბეჭდილება, როგორიც ამ გოგონას გამოსვლამ დამიტოვა არ დაუტოვებია არცერთ სხვა მონაწილეს.  მის გამოსვლას დღეში რამდენჯერმე ვუსმენ  და ყოველთვის ჟრუანტელი მივლის, საოცარი დიაპაზონის ხმა აქვს.

ანას გამოსვლა შეიძლება ერთი სიტყვით აღინიშნოს – სულშიჩამწვდომი. ჩვენს ქვეყანაში რომ შოუბიზნესი  და ნორმალური პროდიუსერები არსებობდნენ, ამ გოგონას იმავე საღამოს თუ არა გადაცემის გასვლიდან მეორე დღესვე გაუფორმებდნენ კონტრაქტს და მისგან ნამდვილ ვარსკვლავს შექმნიდნენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ,  ანას ისედაც ძალიან დიდი და ნათელი მომავალი აქვს და სულ მალე მას მსოფლიოც გაიცნობს.

”ნიჭიერის” ძალიან ბევრი ადამიანი უყურებდა სკეპტიკურად, მაგრამ მისი გამოსვლის შემდეგ, ალბათ, ცხადია,  რომ ამ პროექტმა მართლაც გაამართლა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ანამ ჩემი მეორე ფავორიტი მარიამ კახელიშვილი დაჩრდილა.  თუმცა, ძალიან არ მინდა,  ამ ბავშვების გულშემატკივრებს შორის რაღაც უაზრო კამათი დაიწყოს და ისეთივე საქმის გარჩევები წავიდეს, როგორიც სხვა მონაწილეების შემთხვევაში ხდება. ორივე გოგონას საოცარი მონაცემები აქვს და ორივე კაშკაშა ვარსკვლავი იქნება მომავალში. თქვენთან ერთად მოუთმენლად ველი ნახვარფინალებს, რომელშიც ამ ორი მონაწილის მოსმენა და მათი სიმღერით სიამოვნების მიღება გველოდება.

24 February

მეოთხე გადაცემაში შესრულებული სიმღერების MP3

ლეჩხუმელ გოგონათა ტრიოგადმოიწერეთ

ღამბაშიძეებიგადმოიწერეთ

გუგა ჭყონიაგადმოიწერეთ

გულო სმოიანიგადმოიწერეთ

ანა ხანჩალიანიგადმოიწერეთ (აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ანამ შეასრულა სელინ დიონის I Surrender)

24 February

გაცოცხლებული კომიქსები, რუსთავი 2-ის ექსკლუზივი და ძალიან ბევრი “ლ”

Landish, ბლოგერი landish.ge-დან

გადაცემის მეოთხე ნაწილიც წარმატებით დასრულდა და ბევრი დასამახსოვრებელი მონაწილეც გავიცანით. ზოგს სიმღერა კარგად გამოსდიოდა, ზოგი “უფრო კარგად ბრჭყვიალებდა, ვიდრე მღეროდა”, ზოგის მცდელობაც კი კრახით სრულდებოდა.

უიღბლო მომღერლები

“ნიჭიერში” ნამდვილი ზოოპარკი გაიმართა, გიგანტურმა კურდღლებმა სად აღარ სცადეს გამრავლება, მაგრამ ოპერის სცენაზე “ამის გაკეთება” პირველად და უკანასკნელად მოუწიათ. ესმერალდამ, სიყვარულით დამწვარმა პითონმა, რომლის წონაც 80 კილოგრამს უდრიდა, უპრობლემოდ მოახერხა პუბლიკის გაოცება და ზოგიერთის მიმართ სიყვარულის მაგირვრად ზიზღის გამოწვევაც.

ზოოპარკი "ნიჭიერში"

აქვე ერთი ინფორმაცია მათთვის, ვინც ჯუნგლებში აპირებს გამგზავრებას ან შემთხვევით მოხვედრას; თუ კი პითონმა ხელზე თავი დაგადოთ,  და თვალებში გიცქირათ, ე.ი. თქვენ მისი გული მოინადირეთ.

“მომღერლების” ბლოკი “ნიჭიერში” ძალიან გრძელი აღმოჩნდა; ზოგი მიუხედავად იმისა, რომ “კაცია და ქუდი ხურავს” და სურს თავისი სიმღერები, რომელბსაც “მინდორში მღერის” ხოლმე, “თაობებს დაუტოვოს”, უჭირს სცენაზე ორიენტაცია, მიკროფონთან ურთიერთობა და ბოლოს მაინც უჩნდება კითხვა: “რატო არა კაცო?”. ამ კონკურსანტის გამოსვლა გასულ გადაცემაში ყველაზე სახალისოდ შეიძლება ჩაითვალოს, მისი სიჯიუტიდან გამომდინარე და სცენიდან “ძალის ჩარევით” გაყვანის გამო.

თუმცა ბატონი ამირანი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც თავისი ნების გარეშე “გაიყვანეს” დარბაზიდან. ასეთი გულო სმონიანიც აღმოჩნდა, მაგრამ მის შემთხვევაში ნიკამ “ხერხი სჯობია ღონესას” მიმართა და მაიასთვის ნაჩუქარი ყვავილებით “კულტურულად” დაატოვებინა იქაურობა. (ნიკა, მაია ამას არ გაპატიებს :D).

"ყვავილოვანი დამშვიდობება"

ცოტა ხნით გადაცემის ფორმატის შეცვლას შეიგრძნო, ეს ცაგერიდან ჩამოსულმა “გოგონების ტრიომ” შეძლო, რომელმაც “უცნობი მომღერლის ჰიტის” გამოსაცნობად ნიკას გადაცემა “Name That Tune“-ის (Угадай мелодию) მონაწილედ აგრძნობინა თავი. მაგრამ, რა მათი ბრალია სიმღერის შემსრულებელი  რომ არ იციან, უბრალოდ “დისკს არ აწერია”.

"დისკს არ აწერია!"

სიმღერიდან ოდნავ მოშორებით, მაგრამ მუსიკასთან ახლოს იყო “იევროპული” და ქართული მუსიკის შემსრულებელი, დრამერი გიორგი ჟვანია, რომელმაც სამწუხაროდ ჟიური ვერ გააოცა და მხოლოდ პირველი ტურში არსებული კასტინგით დაკმაყოფილდა, რასაც ვერ ვიტყვით გუგა ჭყონიაზე, რომელმაც იგივე  და “დაჟე” უკეთესი მუსიკაც კი შემოგვთავაზა ყოველგვარი ინსტრუმენტების გარეშე. მისი ერთადერთი ხელსაწყო მისივე ორგანოები იყო; პირი და ცხვირი იყო, რომელმაც ბიტბოქსინგის სანიმუშო მაგალითი გვაჩვენა.

იევროპული მუსიკა VS. ბიტბოქსინგი

მონაწილეების გარდა “ნიჭიერში” თავისი ბედი წამყვანმა ვანიკომაც სცადა, რომელმაც ჯერ ის იყო “გრელკა” გახეთქა, შემდეგ კი “მარშუტკას” ჩაეჭიდა ერთი თითით. ამ ორი ნომრის შემდეგ ცოტათი დავფიქრდი, რა საჭიროა მთლიანი კონკურსი, პირდაპირ ვანიკოსთვის ხომ არ გადაგვეცა ბინა? :D

ნიჭიერი ვანიკო

ოპერის სცენაზე ერთი და იგივე ნომერი სხვადასხვა გაფორმებით არაერთხელ გვინახავს, მაგრამ ერთადერთი და განუმეორებელი ტელეპატი, მხოლოდ “დოქტორი ბუნა” იყო, რომელიც “მაგიური” ძალებით ცდილობდა ვანიკოს მიერ დამალული ტელეფონის პოვნას. მაგრამ რას ვიზამთ, არ გაუმართლა, ალბათ “ტელე”პატია და “ტელე”ფონი ერთმანეთს ვერ ეწყობა, მაშინ როცა ეს ყველაფერი “ტელე”ვიზიით გადაიცემა.

დოქტორი ბუნა და მაგნიტური ბიჭუნა

ერთადეთ და განუმეორებელ ნომრად, ამერიკული კომიქსების,  “X-men“-ების გაცოცხლებული ერთ-ერთი წევრის გამოსვლაც ითვლება, რომელსაც “მაგნიტურ” ველებთან თავისებური “სიახლოვე” აკავშირებდა. “შოუ კოვზებთან” ნამდვილად სამახსოვორო და მეორე ტურშიც საჩვენებელი იყო.

ყველა კონკურსანტს კასტინგზე მოხვედრამდე თავისი გზა და ისტორია აქვს. ზოგს ძაღლი მოსდევდა და თავის გადასარჩენად ათას ხერხს მიმართა, ზოგი ჯიუტი იყო და ძილის წინ ლეიბის მაგივრად დანებზე წვებოდა, მაგრამ ერთ-ერთ “კინტოს” გულში ჟიურის წევრი ჩაუვარდა და მისთვის სიყვარულის ასახსნელად იყო მოსული. მაიას ბედი გაეხსნა, მაგრამ სამწუხაროდ მან დავით ფიცხელაური მტკიცე უარით გაისტუმრა, ალბათ დღემდე ელის, თუ როდის მოიტაცებენ  მას ლეკები :D.

მაიაზე შეყვარებული კინტო

საკუთარი ისტორია ანა ჩანჩალიანსაც აქვს, რომელმაც 13 წლის გოგონა სცენაზე გამოსვლამდე ცრემლად აქცია და სტრესში ჩააგდო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისთვის გამოყოფილი წუთები ანამ წარმატებით გამოიყენა და Celine Dion-ის I Surrender ბრწყინვალედ შეასრულა, რის გამოც მეორე ტურში გადამყვანი საგზურიც მოიპოვა.

დღის საუკეთესო შემსრულებლები

ოჯახური შესრულებით სიმღერები ნამდვილად იპოვებენ ჟიურის მოწონებას, რასაც ხაზს უსმევს მამა-შვილი ბაღაშ.. ღამბაშიძეების (c) გამოსვლა. მარიამმა და ედიშერმა შეძლეს ლუი არმსტრონგის გაცოცხლება, პუბლიკის სიყვარულის მოპოვება და მაია ასათიანთან “პროფილში“-ც მიპატიჟება.

სასიმღერო ნომრებთან შედარებით საცეკვაო ნომრები აშკარა სიმცირით გამოირჩეოდა, მაგრამ ყველაზე შესამჩნევი ტყუპი დების, ნაზი და ქეთი ასიტაშვილების ელასტიური გამოსვლა იყო, რომლებსაც ხმებიც ძალიან “ელასტიური” ჰქონდათ.

ელასტიური ტყუპები "ელასტიური" ხმებით

თავი რომ აღარ მოგაბეზროთ, შეჯამებაზე გადავალ. გასული გადაცემიდან ვისწავლეთ, რომ თუ ვინმე “გვბლოკავს” პრობლემა მასში კი არა, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ; გავიგეთ skype-ს ახალი დანიშნულების შესახებ, რომლითაც კონცერტების ჩატარებაც შესაძლებელია; სულაც არ არის საჭირო მიიღოთ უშუალო მონაწილეობა ცხოველების გამრავლებისას, მთავარია ორი საპირისპირო სქესის არსება დასვათ ერთმანეთთან და დანარჩენს “თვითონ იზამენ”; დავრწმუნდით კიდევ ერთხელ იმაში, რომ  “ნაძვის ხეს” სარგებლობა მხოლოდ საახალწლოდ (და ბულგარეთში გასტროლებზე) მოაქვს; დავინტერესდით იმაში, თუ რა განსხვავებაა ბუშტის გახეთქვასა და “გრელკას” გახეთქვას შორის და სხვ.

მაგრამ მთავარი კიდევ წინ გველის, მეხუთე გადაცემა, ნანატრი სტრიპტიზითა და უამრავი სხვა საინტერესო ადამიანით. მეც სწორედ 1 კვირით დაგემშვიდობებით : ).

23 February

მეოთხე გადაცემა-აქედან ვერ ამოშლით!

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

თბილისში შექმნილი უამინდობის გამო, მგონი ყველაფერი პარალიზებულია და იძულებული ვარ, სურათების გარეშე დავწერო. myvideo-ს live არ ,  თუმცა  ალბათ დამეთანხმებით, რომ ისეთი განსაკუთრებული გადაცემა იყო, როგორც იტყვიან “აქედან ვერ ამოშლით!”  : ))

 ვეცდები არც ერთი “განსაკუთრებული მონაწილე” არ გამომრჩეს

განსაკუთრებულები

ზოგი მას მისტიკის მხედართმთავარ უწოდებს.. ქუთაისში მას მოიხსენიებენ “მაგ იდუმალი კაცი  მაგი”-დ, ზოგისთვის ის  უბრალოდ ტელეპატია.. ჩვენ კი მხოლოდ ის ვიცით, რომ ის დოქტორი ბუნაა!

დოქტორი ბუნა არც თუ ისე წარმატებული აზრთა მხილველი გამოჩნდა.. ან იქნებ ვანიკო ფიქრობდა სხვა რამეზე მაგ დროს? ისე, მე მინდოდა მეორე შანსი მიეცათ და კიდევ ეცადა მოძებნა, იქნება გამოსვლოდა:))

გელიან, გელიან ო როგორ გელიან, გელიან გელიან, გაშლილი ვარდები შენ გელოდებიან

(c) კომპოზიტორი, რომლის სახელიც დისკს არ აწერია!

აი ეს იყო საოცრება..ცაგერელი გოგონების ტრიოს არ გაუმართლა.ისევე, როგორც დუეტს “skype”. ისე, აქ ბლოგზე რომ დაიდო კითხვა, მათი ჯგუფის სახელის შესახებ, ადნაკლასნიკები მეგონა  და კიდევ ჯანდაბას, სკაიპი მაინც ჯობია! :D

გულო სმოიანი, რომელიც მიკროფონითაც და მიკროფონის გარეშეც ერთნაირად მღერის   “პაემანზე არ მოხვედი, მე კი შენ გელოდი. გირეკავდი, გირეკავდი..”-ს. ნიკას ჟესტი დააფიქსირეთ, როცა ბოლოსდაბოლოს ყვავილების დახმარებით სცენიდან გაიყვანა? : )) შემეცოდა ცოტა გასვლის დროს ისე..

შაკირას შეშურდებოდა ნამდვილად, სალომე ფოთოლაშვილის სიმღერის და ცეკვის სმენა/ყურება. არასწორად მღერით-ო ნიკამ რომ უთხრა, ისე შეიცხადა, კინაღამ დავიჯერე, რომ  ”ფაინა ბონათუ ნაჯიზიზთბლ”-ი ნამდვილად ინგლისურად ჟღერდა და  შაკირასავით მოქნილად ცეკვავდა :D

ამირან მამულაშვილი, რომლის გამოსვლასაც მე არ ვიცი რა დავარქვა. ვერ ვიხალისე, იმდენად შემეცოდა ეს მოხუცი :( ისე, მგონი მთვრალი იყო ხომ?

კიდევ დამამახსოვრდა იევროპული მუსიკების შემსრულებელი დრამერი!..მართლა გული დამწყდა, რომ ის ბიჭი არ გადაიყვანეს შემდეგ ტურში, მანქანას რომ გადაახტა..

ყურადღება, რუსთავში ბლოკავენ!

ამბიციური ახალგაზრდა, რომელსაც ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები ჰქონდა- მარტო ცნობილ მომღერლებს ამღერებენ კონცერტებზე და ჩვენ გვბლოკავენო! ბლოკავენ, მაგრამ სამაგიეროდ სახლში DJ-ია! სიმღერა დაიწყო, თუ არა, მაშინვე გამიქარწყლდა ეჭვები, რომ უსამართლოდ მოექცნენ, როცა დაბლოკეს. თუმცა, ნიკამ ისეთი სასარგებლო რჩევები მისცა, მის ადგილას მშვიდად წავიდოდი სახლში: ))

“განსაკუთრებულები2” დავარქვათ “ესმერალდას” და გიგანტური ბოცვრების გამოსვლას!ესმერალდას მეპატრონის ჩაცმულობამ დამაბნია ისე, მაგრამ ეგ არ შევიმჩნიოთ და 80 კილოიანი გველი, თან როგორც გაირკვა ახალ ტყავ გამოცვლილი, რამ მიაყვანინათ სცენაზე?  ნუ, პრინციპში შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მეორე ტურში რატომ გაუშვეს, რა უნდა გააკეთოს ახალი? მშიერს მიიყვანენ, დაენახებიან გველს და ის რომ (თუ) არ შეჭამს ეგ იქნება ალბათ ნიჭი :D

ბოცვრებს უფრო პერსპექტივა ჰქონდათ მეორე ტურისთვის- ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დააცდიდნენ იქ სცენაზე იმას, რაც არ აცადეს.. :D არადა, რომ გაეშვათ, მეორე ტურში უკვე ვნახავდით  ოპერის სცენაზე ჩასახულ გიგანტურ ბოცვრებს! რაც მთავარია, ის მაინც დაამტკიცეს იმ ბოცვრებმა, რომ მეპატრონის ნათქვამი ფრაზა “მე ვამრავლებო” მცდარი იყო! :D

ფავორიტები:

ქეთი და ნაზი. მართლა ულამაზესი ნომერი იყო!

მამა-შვილი ღამბაშიძეები

გუგა ჭყონია

არ მეგონა, თუ საქართველოში ასეთი მაღალი დონის ბიტბოქსი შეეძლო ვინმეს! ძალიან მომეწონა.. იგივე ნომერი ალბათ ყველას ნანახი გვაქვს ცნობილი ბიტბოქსერის, პულპოს შესრულებით. მართალია გუგას ასეთი დახვეწილი ტექნიკა არ აქვს, მაგრამ მაინც მართლა ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო. ამ დილას იყო რუსთავი2-ის დილის გადაცემაში მიწვეული გუგა და იქ თქვა, რომ სწორედ პულპოს ვიდეოს ნახვის შემდეგ გადაწყვიტა ესწავლა ბიტბოქსი და თავისით ისწავლა, რა თქმა უნდა.. როგორც მან თქვა, მთავარია ნიჭი, მონდომება და შრომა იმისთვის, რომ ეს  გამოგივიდეს : ) დამატებითი ინფორმაცია გუგაზე-  ფეხბურთელია, დინამოს აკადემიაში თამაშობს და აპირებს ბოლომდე ფეხბურთს გაყვეს. დილის გადაცემაშიც, რა თქმა უნდა, გააბიტბოქსინეს (ხომ ასე ქვია? ) და გავოგნდი- “სულიკო”-ც კი შეურია თავის მიქსში! ძალიან მაგარი იყო . შემდეგ ტურში რას შემოგვთავაზებს, ჯერჯერობით არ ამხელს: ))

ანა ხანჩალიანი

აი ამ ბავშვით მე მართლა აღფრთოვანებული ვარ! არც ერთ მონაწილეს არ მოუხდენია ასეთი შთაბეჭდილება ჩემზე.. ჯერ ერთი, ისეთი სტრესი ქონდა თავის ძმის გამო, რომ ცრემლებს ძლივს ყლაპავდა. ცალკე წარმოიდგინეთ ის ნერვიულობა, რომელსაც ალბათ ყველა მონაწილე განიცდის სცენაზე გასვლის წინ.. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისე იმღერა, რომ ის ერთი-ორი ხარვეზი, რის გამოც გეგამ  მიუთითა, ნამდვილად არ იყო  მისათითებელი. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური გამოსვლა იყო  შოუს ისტორიაში.

და ბოლოს, გაანსაკუთრებული ფავორიტი, მეოთხე გადაცემის გმირი და დაამსახურებული ნიჭიერი- ვანიკო! ნამდვილად გავოგნდი მისი შესაძლებლობებით! “ვარჯიში ჩემთვის ცოტა საჭირო და სხვისთვის შეიძლება შეუძლებელიც იყოს ამის გაკეთებაო..” -სიამაყით ამბობდა გრელკის უბადლო მხეთქავი, მაგრამ ხომ იცით, ნათქვამია “ალექს ვარდოშვილი ბჭობდა, ვანიკო გრელკას ხეთქავდაო”

გადავდივართ ლოდინის რეჟიმში, ნიჭიერამდე დარჩენილია 6 დღე! შემდეგ გადაცემაში ვიხილავთ 83 წლის მოცეკვავეს, ამდენი ხნის ნანატრ სტრიტპიზს და რაც მე ყველაზე ძალიან მაინტერესებს, მაიკლ ჯექსონის ორეულს.. ისე, რომელი ჯექსონი მოერევა ილია, თუ ეს მეორე?  :D თუ არც ეჯიბრებიან? ისეთი მეგობრული ფოტო ვნახე მათი, რომ ეჭვი მაქვს ერთმანეთს არ ერჩიან : )მოკლედ, ველოდებით მეხუთე გადაცემას სულმოუთქმელად! მე კიდევ მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით..

23 February

ანა ხანჩალიანი – სიმღერა

ანა ხანჩალიანი მღერის სელინ დიონის I Surrender-ს.