3 March

სტრიპტიზსაც ხომ ნიჭი უნდა?

Landish, ბლოგერი landish.ge-დან

გაზაფხულმაც კარზე მოგვიკაკუნა. მის მოსვლას კი “ნიჭიერის” მეხუთე გადაცემის დასასრულიც მოჰყვა. წინა ეპიზოდების მსგავსად ესეც არაერთი საინტერესო ნომრით იყო გამორჩეული და თავი არაერთმა კონკურსანტმა დაგვამახსოვრა.

გადაცემა მუსიკოსებმა გახსნეს; ჯერ ის იყო, “ადამიანი ორკესტრი”, იგივე “კაცი სავარცხელი”, იმ ინსტრუმენტზე უკრავდა, რომელსაც “აწყობა არ სჭირდება”, შემდეგ კი გიტარისტების ნამდვილი ბუმი მოეწყო სცენაზე.

ზოგისთვის რეპეტიციის გავლა ზედმეტი იყო, ზოგისთვის კი 3 საათიც არ კმაროდა. მაგრამ ‘ლ’იუბიწე’ლ’ კოკა ყაველაშვილს თავისი ნომრის შესრულებისთვის “პაძერჟკა” არ აწყენდა. ოთარ რამიშვილის “ხელი” მას ნამდვილად “დაეტყო”, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით – არასაკმარისად.

კოკა ყავლაშვილი და ოთარ რამიშვილი. იპოვეთ 10 განსხვავება

მუსიკა ხმაურისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მოსმენა სასიამოვნოა, მაგრამ თუ კორნელი მაისაშვილის გამოსვლას დავუკვირდებით, მის სხეულზე კრამიტისა და აგურების მსხვრევის ხმასაც ერთგვარი სიამოვნება მოაქვს. :მაზოხისტი:

ნომერი, რომლის შესრულებაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მისი სახლში განმეორება არ სცადოთ, არც კულისებში!

სახიფათო ნომერი!

“ხისთავიანების” თემა, რომ დავასრულოთ, უდაოდ “ცხვირთავიანების” თემაზე ჩამოდგება საუბარი. ჯემალ ებიტაშვილი, იგივე ჯიმი ჯექსონი, თავისი “ორიგინალისგან” დიდად არაფრით განსხვავდება, თუმცა ცეკვაში ცოტას “მოიკოჭლებს”.ალბათ მაშინ “დაკოჭლდა”, როდესაც ბელგიიდან ჩამოსვლა “ნიჭიერში” მონაწილეობის მისაღებად გადაწყვიტა.

ჯიმი და ჯექსონი. იპოვეთ 1 განსხვავება მაინც

მისი ცეკვით პუბლიკა და მათ შორის მეც, ისე არ აღვფრთოვანებულვართ, როგორც მისი გარეგნობით. არაერთს გაუცრუვდა იმედი მის გამოსვლაზე, ყველანი “მეტის” მოლოდინში ვიყავით, მაგრამ ალბათ ასე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობთ, რომ მანამდე “მოზაიკას” ცეკვა გვაქვს ნანახი.

ბელგიიდან ჩამოსვლის რა მოგახსენოთ, მაგრამ არც ბათუმელებს დავვიწყებივართ. ჯგუფი “პლატინა” თავის სახელს ნამდვილად ამართლებს. “ცეცხლოვანი შოუს” სინქრონიულმა მოძრობამ მაყურებელი ნამდვილად არ დატოვა გულგრილი, მათ ჩემი სიმპათიაც დაიმსახურეს, თუმცა გამოსვლისას თავში ერთი აზრი მიტრიალებდა – “თავი არ დაიწვან”.

“ცეცხლმოკიდებულ” ოპერის სცენაზე შემდეგ არაერთმა კონკურსანტმა სცადა ცეკვა-სიმღერა, ზოგს “მუხლებზე ტრიალი არ აცადეს” და “სპეციალურად შეძენილი სამუხლეები” არ დაუფასეს, ზოგი “მაიას გულიზა” მოდის პროექტში, მაგრამ მეორე ტურში ვერ გადის, თუმცა მთავარი ხომ ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ “მაიას გული გაუთბა”, ზოგი რასიზმის მიმდევარია თუ ზანგების დამცველი, თვითონაც ვერ გაურკვევია და შოუში ამის გასარკვევად მოდის.

გაურკვეველია კვლავინდებურად ფოკუსნიკ, ავთო გოგეშვილის ტრიუკები კარტთან, ჯაჭვთან და მიკროფონთან დაკავშირებით, რომელიც სხვათაშორის ეს უკანასკნელი რუსთავი 2-ის კუთვნილება “იყო” :D.

ავთო გოგეშვილი - ხელების ამობრუნების სცენა (-მდე და შემდეგ)

ავთო გოგეშვილი - ჯაჭვის სცენა (-მდე და შემდეგ)

მოკლედ მიკროფონი “ფაფუ”, მეორე ტურში კი სხვა ნივთების გაქრობის მოლოდინში ვართ, ოღონდ ამჯერად (გამქრალი ნივთების) დაბრუნების პერსპექტივით.

გაქრობას რაც შეეხება, “ტანსაცმლის გაქრობის სპეციალისტი” უდაოდ ნინო ჯავახიშვილია, დღის მთავარი გმირი, რომლის გამოსვლასაც მაყურებელთა უმეტესი ნაწილი მოუთმენლად ელოდა. გაზაფხულის დადგომა ყველაზე მეტად ამ მონაწილემ იგრძნო, ალბათ სწორედ ამიტომაც გაიხადა “არცგასახადი” სამოსი.

აქვე მცირე ინფორმაცია: ნინო, 21 წლის, “ძივას” მოცეკვავე. ნომერს არ იძლევა, სხვა რამეს – არ ვიცი :D

მისი გამოსვლით დარბაზი 2 ნაწილად გაიყო, ერთი მხარე მის მეორე ტურში გადაყვანას დაჟინებით მოითხოვდა, მეორე მხარე კი იმავე დაჟინებით პირველ ტურშივე ჩატოვებას. ალბათ გეყოფათ გონება გამჭრიახობა და მიხვდებით რომელ მხარეს რა უნდოდა :D.

ნინოს ცეკვით არა მხოლოდ ჟიური და მაყურებლები დარჩნენ გაოცებულნი, არამედ კულისებშიც “ისეთები ხდებოდა”, რო …

წამყვანების რეაქციები ცალკე თემად იქცა, განსაკუთრებით ვანოს “გამგელება” (მგლად გადაქცევა :D), რომელიც ჩემთვის ამ პერსონაჟის ასოციაციას იწვევს.

ჯიმ ქერი - ფილმი "ნიღაბი" (მგლის სცენა)

კარგია ის, რაც კარგად მთავრდება. სტრიპტიზიც ნიჭიერში ასე თუ ისე კარგად დამთავრდა, უმეტესობას კითხვა გაუჩნდა, თუ “რაღა უნდა გაიხადოს მეორე ტურში”, მე კი ამაზე მეტად ის უფრო მაღელვებს, დააწინაურებენ თუ არა ნინოს “ძივაში” :D

გაზაფხულის პირველი გადაცემა ამით დასრულდა, წინ ბოლო შესარჩევი ეტაპი გველის, რომლის შემდეგაც დაიწყება ნახევარ-ფინალები, რაც შესაბამისად უფრო საინტერესო სანახაობას გვპირდება. მე კი მიმოხილვის სახით პოსტს აუცილებლად დავურთავ იმას, თუ რა ვისწავლეთ ამ გადაცემიდან.

“ნიჭიერის” მეხუთე გადაცემიდან შევიტყვეთ, რომ ყველაზე მსუბუქი დასაკრავი ინსტრუმენტი სავარცხელია, ხელ-ფეხის ქნევა ცეკვა არ არის, პირის გაღება კი – სიმღერა, გავიგეთ, რომ იმისთვის რათა კარგი მუსიკა და სიმღერა დავწეროთ, არც უცხო ენის ცოდნაა საჭირო და არც მუსიკალური განათლების მიღებაა აუცილებელი.

ასევე დავრწმუნდით იმაში, რომ კარგი მუსიკის და სიმღერის მოსმენა რესტორნებში უფროა შესაძლებელი, ვიდრე ქართულ მუსიკალურ ტელე-რადიო არხებზე. და ბოლოს, რაც მთავარია, დავრწმუნდით იმაში, რომ სტრიპტიზსაც ნიჭი სჭირდება (:D).

კომენტარები

კომენტარი

86 კომენტარი

  1. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ტალანტი და აღმოჩენა არ მომხდარა (განსხვავებით მე2 გადაცემისა), ეს დღე მაინც ძალიან თავგადასავლებით იყო სავსე.
    როგორც თიკა ფაცაცია იტყოდა, “ვაუჰ!” :)

       0 likes

  2. დემეტრე

    striplandish – :D :D :D

       0 likes

  3. იქაური

    :) ვიხალისე :D

       0 likes

  4. სამირ

    ვხალისობ, მაგარმ კარგად გამოგივიდა აი აქ თინი, ბლოგერი tiny.ge-დან

    Landish – ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვეთ, თითქოს უკან იხევდეთ, თუმცა წინ რისკენ იხეოდით ან ახლა, უკან რისკენ დაიხიეთ, ჩემთვის გაუგებარია :)
    ლამაზად გამოგივიდა ახევ-დახევა ჰაჰაჰაჰააა. თანაც წინ და უკან …..

    თანაც კულტურული ფორმა რომ მიეცი ეთ-ით-ეთ, თუ ნრავლობითი ფორმაა, და ყველას მოგვმართავ?

    მაგრამ მაინც კაგი რაღაცეები დაგვიწერე აქ, გავერთვე (ეთ)

       1 likes

  5. სამირ

    არ გამლანძღ ეხლა ვხუმრობ როგორც შენ

       0 likes

  6. აშკარად მოქნილი გოგო ჩანდა. ნიჭი იგრძნობოდა ბუნებრივი თანდაყოლილი სტრიპტიზის გარეშეც შეიძლებოდა მისი მეორე ტურში გადაყვანა. ნუ ნერვიულობ დააწინაურებენ მაგას ისე ხომ არ შეგვევლო ამ დღეებში “ძივაში” :D

       0 likes

  7. სამირ

    ჯიმ ქერი – ფილმი “ნიღაბი” (მგლის სცენა)
    ეს მართლა მაგარი რაღაც დადე. ნინო მართლაც აღარ მაინტერესებს, კულისებში მაგარი სიტუაცია იყო. ვანიკო რა დღეში ჩააგდო …..

       0 likes

  8. სამირ

    კოკა ყავლაშვილი და ოთარ რამიშვილი. იპოვეთ 10 განსხვავება:

    განსხვავბა ჩემოდანი, ფერები და წლები. სხვა ვერ ვიპოვე…

       0 likes

  9. სამირ

    ავთო გოგეშვილი – ჯაჭვის სცენა (-მდე და შემდეგ)

    მოკლედ მიკროფონი “ფაფუ”, მეორე ტურში კი სხვა ნივთების გაქრობის მოლოდინში ვართ:

    ვი რა იქნება რომ ჟიური გააქროს, და მიკრაფონივით აღარ დააბრუნოს, ხო დარჩა ვანიკოს ბურთი და სცენა…

       0 likes

  10. სამირ

    ჯიმი და ჯექსონი. იპოვეთ 1 განსხვავება მაინც:

    ვერ ვპოულობ, დავბრმავდი თუ მართლა გავს?

       0 likes

  11. ძალიან ქაჯური პოსტია, განსაკუთრებით ეს ადგილი > “აქვე მცირე ინფორმაცია: ნინო, 21 წლის, “ძივას” მოცეკვავე. ნომერს არ იძლევა, სხვა რამეს – არ ვიცი”.

    რა შენი საქმეა ვინ რას იძლევა?

       0 likes

  12. სოფია გაბაშვილი

    ავთო მაგარი ხარ ძალიან ყველა შენთანააა მაგარი ხარ ძალიან მაგარი ხარ მაგრად დაუკარი წარმატებებს გისურვებ

       0 likes

  13. სოფია გაბაშვილი

    ნეტა ნინო ჯავახისვილმა ვითომ რა იცეკვა ნატა ჟიურმა 2-ორე ტურში როგორ გადაიყვანეს. მე ასე მგონია რომ ნინო ვერ გაქაჩავს და 3-სამე ტურში ვერ გადავა ასეთი ცეკვა მეზიზღება

       0 likes

  14. სამირ

    იქნებ ვინმემ ჟიურის თემა გახსნას რა. აი მანდ იქნება სეირი თუ იქნება.
    ან თუ გახსნილია და ვერ ვპოულობ იქნებ მითხრათ რა სახელით ვეძებო.

    პატივისცემით: მაყურებელი

       0 likes

  15. სამირ

    პროექტის გუნდი– აი აქ შევდივარ და ცარიელია, ავთო გოგეშვილის ხელი ხომ არ ურევია მათ გაქრობაში?

       0 likes

  16. სამირ

    “ნიჭიერის” წამყვანები: ერთი

    “ნიჭიერის” ჟიური: მეორე

    გახსენით რა თემა !!!!!!!!!!!

       0 likes

  17. იიიიიიიოოოოოოოოიიიიიიიიიი

    აუ რა მაგარი ფილმია რა!

       0 likes

  18. ძლივს ვიღაცამ არ გამაკრიტიკა? :D

       0 likes

  19. @ბუსხ
    შენ თუ “ალქაჯ ბლერს” უყურე და მერე აკომენტარებ მაშინ კიდევ გასაგებია,მაგრამ სხვანაირად შენი კომენტარი სრული ბოღმის დემონსტრირებაა რომელიც ქართველებს ისედაც არ გვაკლია!

    რა შენი საქმეა ვინ რას იძლევა?
    შენ ის მითხრაი, რა შენი საქმეია ვინ, ვის მიცემაზე ისაუბრებს აქ ან სხვაგან?
    შენი დაა თუ ნათესავი?

    ლანდიშ პოსტი მომეწონა:) მოკლეა და საკმაოდ ინფორმაციული! ფოტოებმაც დაგლიჯეს! ლირიულ გადახვევებზეც ვიცინე :D

       0 likes

  20. სამირ

    Landish მოწონს აქ უბრალოდ არც შვილს მილანძღავ და პრობლემებსაც ნაკლებად ვხვდები.
    ჩემი თხოვნა ნახე? თემა იქნებ გახსნა რა კარგი იქნება ვიხალისებთ…

       0 likes

  21. ჯიმი ჯეკსონსადა მაიკლ ჯეკსონს შორის რამოდენიმე განსხვავება ნამდვილად ვიპოვეეეეე, აი ვანო კი მაგრად გააპრიკოლეეეეეეეეეეს:D

       0 likes

  22. სამირ

    ეს მეხანძრეები იყვნენ?

       0 likes

  23. ჯიმი და მაიკლი

    ჰმ ….

    ჯიმი ჯექსონი და მაიკლ ჯექსონი ერთმანეთისგან ყველაფრით განსხვავდებიან….

    არ მესმის ჯიმია თუ ვიღაცა რატომ უქნა ასეთი რამ თავს… თან ცეკვითაც ვერ აღმაფრთოვანა.

    ილია ჯობია

       0 likes

  24. სამირ

    რატომ იყვნენ მეხანძრეები ნიჭიერში მისული?

       0 likes

  25. მშვენივრად იცეკვა ნინი ჯავახიშვილმა რა გინდათ?
    მართალია ჯავახიშვილია მარა მერე რა?

       0 likes

  26. სამირ

    ნინო აღარ გვაინტერესებს, სხვა უფრო საინტერესოა, მაგი უკვე მოძველდა.
    მეხანძრეები გვაინტერესებს, რატო იყვნენ მისული ნიჭიერში. ხანძარი მაინც ვერ ჩააქვრეს…

       0 likes

  27. სამირ

    ავთო გოგეშვილი – ხელების ამობრუნების სცენა (-მდე და შემდეგ)

    ვანიკო დარჩა ამობრუნებული…

       0 likes

  28. საღოლ ლადო მომეწონა

    კარგი პოსტია :) კარგად წერ, რესფექტ

    სკაიპში რატო დაიკარგე?

       0 likes

  29. ისე მაინტერსებს ნინო ჯავახიშვილი შემდეგ ტურში რითი უნდა წარსდგეს :D :D :D :D :D

       0 likes

  30. Dzalian momecona! Xalisianat cavikitxe. Kargi gadasvlebi da umoris grdznoba!
    Madlobt!

       0 likes

  31. Dzalian momecona tkveni posti!
    Xalisianat cavikitxe! Kargi gadasvlebia da mshveniari umoris grdznoba!
    Madlobt!

       0 likes

  32. იქაური

    რითიც შენ გივი :))))))))))
    ეგ არის ყველაზე უაზრო კითხვა.
    რას ჰქვია რითი?
    თუ ადამიანი ცეკვავს, შემდეგ ტურში დადგამს სხვა ცეკვას.
    ესეც გააკეთებს სხვანაირ ცეკვას:)
    მაგ ლოგიკით შენ რაღა უნდა გააკეთო? ისევ უნდა იხტუნაო და აკეთო ტრიუკები? :)))))))))

       0 likes

  33. უნიჭო

    კარგი პოსტია

       0 likes

  34. ეს “იძლევა” არც მე მომეწონა, ცუდად მომხვდა ყურში. დანარჩენი, გუდ პოსტ:)

    @სამირ

    “ვხალისობ, მაგარმ კარგად გამოგივიდა აი აქ თინი, ბლოგერი tiny.ge-დან
    Landish – ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვეთ, თითქოს უკან იხევდეთ, თუმცა წინ რისკენ იხეოდით ან ახლა, უკან რისკენ დაიხიეთ, ჩემთვის გაუგებარია :)
    ლამაზად გამოგივიდა ახევ-დახევა ჰაჰაჰაჰააა. თანაც წინ და უკან …..
    თანაც კულტურული ფორმა რომ მიეცი ეთ-ით-ეთ, თუ ნრავლობითი ფორმაა, და ყველას მოგვმართავ?
    მაგრამ მაინც კაგი რაღაცეები დაგვიწერე აქ, გავერთვე (ეთ) ”

    აზრი ვერ გამოვიტანე ამ კომენტარიდან ვერანაირი, WTF? :D

       0 likes

  35. @თინი +1 : ))

    @ტრეზორ ბოლო დროს იშვიათად ვზივარ კომპთან ისედაც და : )

    @სამირ თქვენი/შენი შვილი არც იმ პოსტის კომენტარებში გამილანძღავს : )

       0 likes

  36. კარგად წერ ამ ბოლო დროს ლანდიშ :D შე ქაჯო შენა :D:D კარგი პოსტია ყველაფერი მოიცვა რაც კი მოხდა ამ ტურში. D: ხუმრობებიც კარგია მოკლედ კარგია და ვკითხოთ იმ ძივას მოცეკვავეს შემდეგ ტურში სხვა რამეს თუ იძლევა. ყურში მომხვდაო ერთ-ერთმა მპოსტველმა თქვა ეგ სიტყვაო და მე თვალში მომხვდა ვაბშე ეგ სტრიპერი ცუდად :D:D:D

       0 likes

  37. სამწუხაროა რომ მეორე ტურში გადაიყვანეს. მე ჟიურიზე უკეთესი აზრი მქონდა, რა მაგალითს აძლევენ ახალგასრდებს ისედაც გადარეულია ახლანდელი გოგოები ეხლა ეგონებათ ეს საქციელი მოსაწონია და ირბენენ შიშვლები. უარესი იქნება მეორე ტურის გამოსვლა დარწმუნებული ვარ. ცეკვა მაინც ცოდნოდა მაგ უბედურს ან ჯავახიშვილი მაინც არ ყოფილიყო. მაგაზე მეტი ნიჭიერი თუ არა გვყავს კარგად ყოფილა ჩვენი საქმე:

       0 likes

  38. ะะะะะۣۨ>-P-M-MiChAeL jAckSoN

    ჯიმი და ჯექსონი. <————— ორი აზრი არაარის ჯეცსონს შედარებით განიერი ყბები აქვს მა ყველაზე დიდი არამგვანება ამ ორ ადამიანში მაინც ცხვირია ჯიმის დიდი ცხვირიაქვს ჯექსონს არა და თან ჯექსონი შედარებით კიარადა ძალიან სიმპათიური ტიპი იყო ამ ასაკში :);) ხო მაგარივარ? :D:D:D

       0 likes

  39. ะะะะะۣۨ>-P-M-MiChAeL jAckSoN

    ავთო გოგეშვილი კი იცის

       0 likes

  40. ะะะะะۣۨ>-P-M-MiChAeL jAckSoN

    ისე აღიარეთ ნინი ხო მაგარი მეზობელი მყავს? :D მარა ნომერს არავისმოგცემთ :D:D ვაი რა ბოროტივარ არა? :D

       0 likes

  41. საკურა

    ჯიმი ჯექსონი-იპოვეთ ერთი მსგავსება მაინც:)))))))))))))))))))))))

       0 likes

  42. ะะะะะۣۨ>-P-M-MiChAeL jAckSoN

    საკურა ვიპოვე ცხვირი

       0 likes

  43. ილია

    მე არც თავს ვიქებ და არც ანტირეკამას ვუკეთებ ჯიმის, უბრალოდ როგორც ჯექსონის ფანი ვაცხადერბ რომ ეს სურათით შედარება ზედმეტია, არა!!არა და არა!!! შევჯდები ვირზე და გავაჭენებ, არ გავს !!!!!

       0 likes

  44. იმისატვის რომ კარგი სიმღერა დაწერო ენის ცოდნაც საჭიროა და მუსიკალური განათლებაც(დიპლომს არ ვგულისხმობ)…ცოტა არ იყოს გამიკვირდა მემანიშვილის აღფრთოვანება ამ ნომრით..მეორე ტურში გადასაყვანი იყო მაგრამ…………

       0 likes

  45. ორეულების შოუ გჭირდებათ?ცხვირის ოპერაცია დამიფინანსეთ და მე უფრო მაგრად დავემგვანები ჯექსონს,promise;))))მაგრამ რად მინდა, არაა,ღმერთმა დამიფაროს:)))))))))

       0 likes

  46. ქართველი

    დღესდღეობით ცხოვრების გზებმა სქართველოს ფარგლებს გაგვიყვანა ბევრი ქართველი. სამშობლოდან მოშორებით ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ საქართველოს სახე კარგად და საამაყოდ წარმოვაჩინოთ.შვილებსაც და უცხოელ მეგობრებსაც იმას ვუნერგავთ და ვასწავლით თუ რა ნიჭიერი და მეგობრული ერი ვართ. აკ კი ვამაყობთ მაგრამ საქარტველოში ჩასულს სხვა სურათი გვხვდება ხოლმე…. ეხლა კი ეკრანზეც გულისამრევი “ნიჭის” გამოვლინებებია.
    რა არის გადაცემის ” ნიჭიერი” იდეა და არსი???? ნუთუ არა ის, რომ გამოავლინონ მართლაც ნიჭიერები? – სიმღერაში, ცეკვა, ტანვარჯიში, თუ თუნდაც ხუმრობები. ნუთუ დღევანდელი საქართველოს გაგებით შიშველი ქალის დანახვა ნიჭიერებად ითვლება? რახან იმ გოგომ მთელი აუდიტორიის წინაშე გაიხადა და უსირცხვილოდ დადგა ეს მისი ნიჭია?
    სირცხვილი მაშინ საქართველოს, ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისაგან ნიჭიერება და უბრალოდ, გაშიშვლება ერთმანეთისაგან

       0 likes

  47. ვახო

    landish სიმართლე რომ გითხრა ნინოს გამოსვლით დიდად არ აღვფრთობანებულვარ, მაგასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ აქ სხვა რამის გამო გცერ მგონი შენ არანაირი უფლება არ გაქვს ადამიანს ესეთი შეურაცხყოფა მიაყენო, ციტირებას მოვახხდენ ;;აქვე მცირე ინფორმაცია: ნინო, 21 წლის, “ძივას” მოცეკვავე. ნომერს არ იძლევა, სხვა რამეს – არ ვიცი :D “” ესაა პიროვნეული შეურაწყოფა და ალბათ თავხედობაც, მარტო იმის გამო რომ ხალხს ეს ფრაზა მოეწიონება და ზოგგს გაეცინება კიდეც არ ღირს ესე პოსტის გაფუჭება. ზოგადად მოკლედ ვიტყვი რომ ბლოგერების ამ დროინდელი მუშაიბით სასკიად უკმაყოფილო ვარ.

       0 likes

  48. მეც უნდა ვისწავლო ერთი სტრიპტიზის ცეკვა რა…

       0 likes

  49. GIO DA DITO

    მაგარი იყოოოოოოოო

       0 likes

  50. blabla

    http://www.mondo.totalh.com

    შემოდით ვისაც გინდათ ოდნოში უფასო სმაილიკები და საჩუქრები… მადლობა პატრულს:-D

       0 likes

  51. ნომერს არ იძლევა, სხვა რამეს – არ ვიცი ——–ნამდვილად არაკორეკტული ნათქვამი იყო,გეთანხმებით..ბექას პოსტს ველოდები სულმოუთქმელად:)))))

       0 likes

  52. Annie

    Hmmmm Heavy Makeupit advilia damsgavseba… :| aba makiajis gareshe naxet eg Jimi tu Jemali rogor ‘gavs’ Jacksons (: TAn verc cekvavs. Meore turshi gadayvanis mizezebs ver vxvdebi :|

       0 likes

  53. სამირ

    მე-5 ფოტო ძივას მოცეკვავეზე რა ვაჟკაცურია.

    Landish- გადასარევად გაქვს დაწერილი ყველაფერი და ფოტოებიც ძალიან კარგი შერჩეულია. მომწონს აქ შემოსვლა ვხალისობ. საიდან უნდა გცოდნოდა აბა რას იძლევა. ზუსტადაც კარგად აღნიშნე :D

       0 likes

  54. ბექა

    Tu gaixdi fexze gaixade tanze 

    saxeli?
    nino
    wlovaneba?
    21 weli.
    profesia?
    mocekvave.
    cekvavT sadme?
    ki Ramis klubSi vcekvav egzotikur cekvebs.
    Cemi qveyana is adgilia sadac namdvil saxels Zalian cota rames eZaxian riTac Tavidan icileben vulgarobiT gamowveul uxerxulobasa da savalalo realobiT gamowveul uZlurebisa da uimedobis gancdas, aq realuri araferia garda im warmodgenebisa romelic gWirdeba da im Worebisa romelic Sens daavadebul cnobierebas ararsebuli armiis nacvlad yavs Tvalebze afarebuli. Mmokled am SemTxvevaSic Cveni gogona egzotikur cekvaSi mxolod da mxolod striptizs, anu jigrulad gaxdis e.w. xelovnebas gulisxmobda, rac aq am auditoriaSi bombis gavardnas niSnavda. Amas bevri axsna arc dasWirvebia, radgan Txlad naqsovi naWridan TeTrad moelvare SiSveli nawilebi, bevrad ufro metyvelebi iyvnen vidre maTi mflobelis ena. saerTod cxovreba asea RmerTma adamians misca niWi, romelsac yvela raRac saSualebiT gamoxatavs, anu ar arsebobs sicocxlis arametyveli forma, magram es gogo zedmetad metyveli aRmoCnda aziisa da evropis Sua Camarxuli Zveli kulturisaTvis. DdarbazSi msxdomi mamrebi Tavis mxriv maqsimalurad cdilobdnen moeCvenebinaT Tavisi kulturuli siZvelisagan gankurneba samyarosaTvis da TvalanTebulebi fexze adgomiT mquxare taSsa da velur SeZaxils ar aklebdnen sanaxaobas, qalebma ki igrZnes ra Tavisi sisuste umal 30 saukunis gamocdilebiT dagrovil xerxs mimarTes da cera TiTebi swored ise daxares qveviT, rogorc maTi winapari qalbatonebi antikur xanaSi swiravdnen axovan gladiatorTa sicocxles, romelTan erTadac vin icis ramdeni logini qondaT awewili vnebian sizmrebSi, magram Cven xom viswavleT, rom Tvali romelic gvacdunebs unda amoviTxaroT da amitom gladiatori romelic mogvwons unda mokvdes, Cven verasdros gavbedavT gavamxiloT Cveni namdvili grZnobebi. swored am da kidev sxva uamravi aseTi mizeziT gadawyda rom qalebi tradiciebs pativs scemen da striptizis legitimaciiT ar apireben maTi ananisti bavSvebisaTvis fantaziis gaesTetiurebas, dae tradiciuli TavdacviTi sistema iyos bavSvebis moralisa da maTi da konformizmiT gamowveuli “komfortuli” ojaxuri siwmindis mfarveli, isini xom fumfulebi da keTilSobilebi arian mzrunveli fqviliani xelebiT, samsaxursac ki ar eZeben rom qmars emsaxuron da mxolod ojaxs miuZRvnan uRimRamo cxovreba. qalis daniSnuleba xom swored esaa!? qmari Tavis mxriv valdebulia materialurad uzrunvelyos isini, da mxolod man izrunos ojaxis socialur winsvlasa da sagareo warmatebaze. Ndasamali araa rom Cvens qalebs cotaTi warmodgenebi SeecvalaT da axla ukve Tvlian rom Tanasworebi arioan mamrebTan, oRond es mxolod uflebriv nawilSi aRiares da valdebulebiTamde jer ar ganviTarebulan, radgan sxvisi naCuqari fuli da parazitobac etapia, romlidanac Cveni qveyana didi xania ver gamodis. warmoidgineT am fsiqo-socialur garemoSi ras gavs 1 SiSveli 20 wlis gogona, Tanac scenaze. albaT guli gerevaT vulgarulobisagan, me ki vfiqrob rom Cvens winaSe scenaze Cemi eris mier ganvlili uaxlesi istoriis msxverpli dgas da WeSmariti xelovnebis nimuSiviT miRimis. Mme miyvars is radgan mecodeba rom vaiZuleT es eqna, vgrZnob rogor uWirs aq dgoma da rogor imorCilebs arasworad formirebuli Sinagani revolucia, anu imorCilebs is garemo romlis winaaRmdegac gonia rom ajanyda, swored ase daimorCila Cemi qveynis cnobiereba gamudmebuli revoluciebis ciklma da veWvob rom Tu odesme am qveyanaSi ar dadga dro, roca striptizi mxolod ereqcias gamoiwvevs CvenSi da ara tragedias, xolo striptizis mocekvaveebi revoluciebis mowyobis sasowarkveTil mcdelobebs gamudmebuli repeticiiTa da vnebiani mzeriT ar Secvlian, verasdros davimsaxurebT im mwvane 100 dolarians romelic am usayvarles gogonas Tavis Sav tangaSi unda CavuWylitoT. Mme minda Jiuris wevrebis TvalebSi cremlis nacvlad sasiamovno Rimi.li davinaxo da damswre sazogadoebas qSinvisa da cecxlis nacvlad iumoris talRam gadauaros, am yvelafrisaTvis ki saWiroa, rom divas TvalebSi umweo protestis, usafuZvlo ambiciis, dangreuli ojaxis, daavadebuli dedis, ananisti mezoblebis, qedmaRali naTesavebis, 3 omisa da ZaliT Tavs moxveuli tradiciuli “maRali” kulturis nacvlad, ubralo siyvarulsa da adamianur siTbos vxedavde, romelic aTavisuflebs ninos da Tanac Zalian uxdeba.

       0 likes

  55. ะะะะะۣۨ>-P-M-MiChAeL jAckSoN

    ბექა ბევრი დაგიწერია;)

       0 likes

  56. სამირ

    ბექა იქნებ ქართული შრიფტით დაწერო, ვერ გავიგე ვის ამართლებ და ვის ამტყუნებ. თვალები დამეღალა ასოების გარჩევით.

       0 likes

  57. კოკასა და რამისჰვილს სჰორის ის არის განსხვავება რომ კოკა უნიცოა და რამისჰვილი ნიცჰიერი

       0 likes

  58. გვარს არცხვენს

       0 likes

  59. ჯიმი უპრო ტეტრია

       0 likes

  60. საგოლ ბექა ამდენი რამ დაგაცერინა

       0 likes

  61. geo-tube.tk პრიველი ქართული ონლინ პორნოტუბი ყოველ 5 სათიანი განახლება

       0 likes

  62. ყველამ წაიკითხოს ბექას კომენტარი,იმიტომ რომ ჩვენი რეალობა აქვს აღწერილი..ზოგმა ვერ გაიგო ვის ,,ამართლებს” და ვის ,,ამტყუნებს”:)და ამ სიტყვებში ჩანს რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ ვერ გამოვიდა ინკვიზიციური ცნობიერებიდან,ისევ გვგონია რომ უნდა განვსაჯოთ,ჩავქოლოთ,ყველას ყველაფერი გვეკიტხება და მორალი უნდა ვუკითხოთ,იმიტომ რომ ქრისტიანი ერი ვართ..თუმცა გვავიწყდება ქრისტეს სიტყვები;იმან ესროლოს ქვა ვისაც ერთი ცოდვაც არ აქვსო..გვავიწყდება ,,ნატვრის ხე”,რომელიც ყველას ასე უყვარს ,მაგრამ როგორც ჩანს ყველას არ ესმის რომ ეს ჩვენი სარკეა,ჩვენი სიმახინჯე და ჩვენი სილამაზე.

       0 likes

  63. სამირ

    საკურა ცუდი არაფერი არ მითქვია ბექას პოსტთან დაკავშირებით, მართლა ვერ ვგებულობ , ჯობია ქართული შრიფტი რომ უფრო ჩავწვდე, რაღაც საინტერესო წერია და მაგიტომ.

       0 likes

  64. max

    (ბ)ანალური ერთფეროვნებისკენ მიდის ბლოგი.
    უფრო მეტის იმედი მქონდა..
    ნამდვილად ვიცი რომ შეგიძლიათ უკეთ წეროთ და, რაც მთავარია, წეროთ ის რაც ყველასთვის “ისედაც ნათელი” არაა..

    ანუ მოაზროვნე, ნიჭიერი ახალგაზრდების მიერ დანახული ტურები და გამომსვლელები და არა ეს.

       0 likes

  65. ะะะะะۣۨ>-P-M-MiChAeL jAckSoN

    ორიგინალი ფოტო დადეთ რა ტო ტყუილა ფული არ გადამაყრევინოთ ძილაშI ტო ბარემ აქვე ვნახავ რა და ეგაა :D:D

       0 likes

  66. მანანა

    გამოვიდა კალი,გაიხადა,გაიჩაჩხა, მართლა ნიჩიერივით და მეორე ტურშიც გადავიდა.ამით ამ გადაცემამ დაკარგა თავისი ავტორიტეტი

       0 likes

  67. ნინ

    კარგია…. მომეწონა

       0 likes

  68. ბექა, ყოჩაღ !
    სასიამოვნოდ გამაოცე ! პატივისცემას იმსახურებს ასეთი აზროვნება!

       0 likes

  69. დატო

    ამ ქალს არ ყნდა გაეხადა

       0 likes

  70. ამ ჟიურიმ “ხანგრძლივი პერსპექტივით” აზროვნება ვერ ისწავლა: ჯერ იყო და ის რაინდი გაიყვანეს მეორე ტურში გატეხილი გულით და თეთრი შარვლით (რომელმაც ახლაც არ იცის რა სიმგერა მოიგონოს), მერე იყო და ერთი კაცი აღმურძლავეს სცენაზე(დარწმუნებული ვარ კუჭის ქრონიკული წყლული ექნება), გულაჩუყებულმა მაიამ ორ უნიჭოს უთხრა კი, მერე იყო და გეგამ გიტარისკენ გახედვა შეაზიზღა ერთ ახალგაზრდას, ამ ყველაფრის გვირგვინი კი ვაი ჯავახიშვილის მეორე ტურში გაყვანა იყო. ხალხო ენდა გაითავისოთ რომ სკანდალი მხოლოდ მაშინაა რეკლამა, როცა ამით არავინ რჩება შეურაწყოფილი. რომ არიგებ ამ კის იფიქრე რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა მეორე ტურში.

       0 likes

  71. ბექა

    ეს სხვა ბექაა ლათინურშრიფტიანი ანუ მე არ გეგონოთ:))) დიდი მადლობა ყველ;ას ვისაც ამსიგრძე ფ”ა”ლოსოფიური ნააზრევის წაკითხვა არ დაეზარა :))))

       0 likes

  72. ადამიანი რომელიც ნიჭიერში არ გამოვა

    ხო აბა სტრიპტიზსაც ხო ნიჭი უნდა რო ჩაიხდი და დარბიხარ თურმე ნიჭი ყოფილა ერთი ბავშვია ჩემი მეზობელი პატარა ბავშვია სულ შიშველი დარბის ჩახდილი ანუ და ხო არ მოვიყვანო აქ ნიჭიერი ყოფილა ეტყობა ჰაჰაჰა

       0 likes

  73. ადამიანი რომელიც ნიჭიერში არ გამოვა

    დატო
    ამ ქალს არ ყნდა გაეხადა.

    ხო მაგაში გეთანხმები ვაფშეტა ლიფი რო ჩაეცვა უფრო კაი იქნებოდა თუ ვინ გააკვირვა ნეტა თავის ძუძუებით ყველა ქალს აქვს ეგ ბუნების საჩუქარია ისე მემანიშვილმა რა თვალები აუწაპწაპა:D:D მაგარი ვიკაიფე მაგის სახეზე ის ვაფშე კულისებში ყმუოდა:D თიკაც უყურებდა უკვე ეჰ თიკა თიკა ზომა მაინც გეკითხა:D :D

       0 likes

  74. 12334567787

    kargi raaa eg striptizi sanaxavad mainc mogcons tu kaci xar mitumetes:))))) da aba tavze ro agurs imtvrev didi kvaldit magashi kargi ra aris ??? jer adamians rato unda mogivides azrad ro tavze aguri daipxvna an yurebit ragac acio?? :))))))))))))))))))))))

       0 likes

  75. სურამი-ნათია

    რამ დაგახამათ ეს ქართველები?ხალხს თვალები გადმოსცვივდა კინაღამ მაგის გამოსვლისას,მითუმეტეს კაცებს.ეს ნინო კი სახალხოდ თხილის სახრეთია გასაროზგი.რაც ჯექსონ-2 შეეხება,ვიტყოდი იმას რომ თვალებზე ფანქრის წასმით მას ვერ მიემსგავსება ვერავინ…ჯიმი არა ჯემალააა.:)

       0 likes

  76. ადამიანი რომელიც ნიჭიერში არ გამოვა

    12334567787

    მისმინე სანახავად მოგწონს და იბერები მემგონი ეს ოპერაში არ უნდა ხდებოდეს ეგ შეიძლება საუნაში დავიბერო და არა ოპერაში

       0 likes

  77. რეებს ბაზრობთ ხალხოოოო აა ?
    ვის ბაძავთ ვიიის ? ევროპელობა გინდაათ ? სად ხდება ეგეთი რამე მანახეეთ ? საქართველოს გარდააა :@ :@
    რაარი ნიჭი ან რა ხელოვნება ტოო აბა ერთი გამცეს ვინმემ პასუხი მანდ რო ბიჭი გამოსულიყო რა ამბავი ატყდებოდა ??
    ამ გოგოს კიდია ყველაფერი ეგაა თავისი პროფესია და ეს ჟიური კაროჩე ამათმა გააცნეს საქართველოს თავიანთი ნამდვილი სახე, სუფთა ხამები, ქალის უნახავები, აი ეგ შთაბეჭდილება დატოვეს ხალხზე.
    და იქ მყოფი იმ კაცების მაგივრათ მე გამიტყდა ერთ ამბებში რო იყვნენ…
    მიდით მიდით მიბაძეთ და გახდით ევროპელები დედა შვილს სროკავს და, და ძმას საჩივარს უწერს მაგარია მაგარ გზაზე დგას საქართველო…
    მარა ყველაზე ცუდი ისაა რო ვითომ ბაძავენ ევროპელებს და არც გამოსდით და შედეგი სახეზეა.

       0 likes

  78. “იპოვეთ 1 განსხვავება მაინც” – თვალები , ცხვირი , ფერი და რავი Michael Jackson_ის გარდა ყველაფერს გავდა :D:D

       0 likes

  79. ადამიანი რომელიც ნიჭიერში არ გამოვა

    HANIBALL
    იასნა ხამები იქნებიან აბა მაგათ ვინ მისცემთ

       0 likes

  80. ვანიკო არის ყველაზე მაგარი კაციიი :*

       0 likes

  81. მეორე დუტა იზრდება :D

       0 likes

  82. ადამიანი რომელიც ნიჭიერში არ გამოვა

    ერთი ექსკურსია უნდა ჩაუტაროს მაგათ ვინმე ბაღის მასწავლებელმა აუხსნას კარგად რო აი ბავშვებო ეს არის ოპერა და აი ბავშვებო ეს არის კიდე სტრიპტიზ ბარი

       0 likes

  83. სხვა რამეს არ ვიცი სხვა რამეს ისე კარაგდ იძლევა რომ აზრზე არ ხარ :D :D :D

       0 likes

  84. თემო არსიანი

    მოკლედ ეს პროექტი არის ანი ხანჩალიანის და ის არის ვარსკვლავი…ყველა დანარჩენი მხოლოდ ალამაზებს შოუს…შეხედეთ ანის…ის ბრწყინავს…

       0 likes

  85. ირაკლი იარდალაშვილი

    ასე ჯერ არ მახსოვს ასე პრიფესიონალურათ ულამაზესათ და შოკის მომგვრელად. ვისმეს ეცეკოს (სტრიპტიზი) დემი მური ერთერთ ფილმიდან, მოგონილი იყო,—ნინოსთან.ნინო შენ შესანიშნავათ შეასრულე მომაჯადოვებელი იყავი სცენაზე ბოლოს ცეკვა, სიმფონიურ მეტალზე…..

       0 likes

  86. აჩიკო

    ჯიმი ჯობდა ილიას უბრალოთ ილიასთან ერთად სხვებიც ცეკვავდნენ და უფრო სანახავი იყო მაგრამ ილია ვერ ამსგავსებს მოძრაობებს ჯექსონისას, ჯიმი კიდე ამგვანებს თითოეულ მოძრაობას უბრალოდ ჯიმი მარტო ცეკვავდა ძაან სანახაობრივიც არ იყო.

       0 likes

კომენტარის დამატება