1 April

“სიკვდილის ჯგუფი”

    ბექა, a.k.a. მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge  

   “უცხოპლანეტელებს – თუკი ისინი საერთოდ არსებობენ – ალბათ, არც ყურები აქვთ და არც ფეხები, რადგან ის, ვინც “ჩაკრულოს” მოუსმენს, შეუძლებელია საქართველოში არ ჩამოვიდეს და არ შეგვაქოს” – თხემით ტერფამდე ამაყი ქართველი. 

   სიმღერაში რომ ნიჭიერები ვართ, ეს უკვე მთელი გალაქტიკის მასშტაბითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ფინალში გა(სულ)ყვანილი ოთხი მონაწილიდან სამის ნომერი მიკროფონთან მჭიდრო კონტაქტში ჩაივლის.  როგორც ჩანს, ქართულ გენეტიკურ კოდში ჩადებული ფაქტია ის, რომ ნებისმიერი სახით შესრულებული სიმღერა (სიმით თუ უსიმოდ) მაყურებელთა გულის სიმებს მაინც ყველაზე მეტად არხევს და ეს მობილურთა სიმ-ბარათების ანგარიშზეც კარგად აისახება. 

volk-როლი ფოლკლორში

"volk-როლი ფოლკლორში"

   “ნიჭიერის” მეორე კონცერტი კი წინაზე სანახაობრივი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, სცენაზე გამოსული ათი კონკურსანტიდან მხოლოდ ორის ამორჩევა, დაახლოებით იგივე იყო, რაც: 

  • “შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას და გალაკტიონს”  შორის საუკეთესოს დასახელება;
  •  ”ყვითელი პრესის” ერთ-ერთ საფირმო შეკითხვაზე: “არჩევნის შემთხვევაში, კარიერას ამჯობინებდით თუ ოჯახსო?” – გულწრფელი პასუხის გაცემა;
  • “ჰოლივუდურ” ფილმებში, მთავარი გმირის მიერ იმ ერთადერთი უსაფრთხო მავთულის  ამორჩევა, რომლის გადაჭრაც  წითელციფრიან წამზომს ბოლო წამს შეაჩერებს…
  • … და სხვა.

     ამასთანავე, უკვე სერიოზულად დამაინტერესა იმანაც, თუ ვინ ზრუნავს თიკას ჩაცმულობაზე. მისი სამოსის ზედა ნაწილი, ამჯერად შუა საუკუნეების ომგადახდილი რაინდის აბჯრის ნარჩენებს უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე დიზაინერის ჩანაფიქრს -განსხვავებული ფერის ნაჭერი ჩაეკერებინა იქ, სადაც კი ნემსი მიუწვდებოდა.

     მონაწილეებს რაც შეეხებათ: 

   ნინო ქუთათელაძის სამოსურმა მეტამორფოზამ მე რატომღაც სტენდალი გამახსენა. მაია ასათიანი კი საკითხს უფრო ცხოვრებისეულად მიუდგა  და მოცეკვავე ისე დაახასიათა (“იცის ხელსაქმე, ქსოვა, კულინარია და არის კარგი დიასახლისი”), მეგონა, ეკრანზე “ო/შ/მ” ან  რაიმე მსგავსი წარწერა აენთებოდა. 

     მაიას მხრიდანვე გაისმა კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა: “მე მაბრალებენ, რომ ვარ სენტიმენტალური და დე, დამაბრალონო…” 

   (შენიშვნა: “დაბრალება” – სახელზმნა. აღნიშნავს ვისიმესთვის ან რისიმესთვის ისეთი ხასიათის, ქმედების, საქციელის მიწერას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შენიშვნის მიზანს ქვემოთ შევეხები) 

წითელი და შავი

"წითელი და შავი"

     კარატისტების გამოსვლის შემდეგ კი დაემხო ჩემი წინასწარმეტყველება, რომ ჟიური “ქების პულვერიზატორად” გარდაიქმნებოდა და გამომსვლელებს მხოლოდ ხოტბა-დიდებას შეასხამდა. ტყუპების ნომერი აბდუშაჰილისეულ “მე ჯერ სალამი არ დამემთავრებინა”- ს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმ გამოსვლას, რომელიც ფინალს იმსახურებდა.

"ჟრჟოლვის კატალიზატორი"

    “რასაცა გასცემ შენია”-სა და “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”-ს ჭეშმარიტება ლევან შავაძის ნომრის შემთხვევაში კარგად გამოჩნდა: კონცერტის დასაწყისში, მაყურებლებისათვის მოტანილი ემოციის სანაცვლოდ, ამ კონცერტის გმირი სახლში ისეთი ემოციით “დამძიმებული” დაბრუნდა, რომ ღამეს, ალბათ თავისივე გვარის “საწინააღმდეგო ფერად” გაათენებდა. 

    რეპერტუარიც სწორად, ანუ, ისე იყო შერჩეული, ბევრ მოქეიფე ბიძაკაცს, პატრიოტ ადამიანს და უბრალოდ დიასახლისს “უჰ, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე” - ს რომ ათქმევინებდა და მერე ამ სიტყვების დემონსტრირებისათვის, ხელში მობილურს მოამარჯვებინებდა.

"გრავიტაციის ძალა"

    ბელგიიდან ჩამოსული (ეს რომ არ აღინიშნოს, ისე რა არის “ნიჭიერის” არსებობის აზრი) ჯიმის ნომერი პირველ ტურთან შედარებით, აშკარად გაუმჯობესებული ჩანდა. თუმცა ერთი საოცარი შეფასება – “მუსიკა რომ გამოგვერთო, ცეკვა ეფექტს დაკარგავდაო” – მაინც გაისმა. ისე, ჟიურის მხრიდან მსგავსი ფრაზები კიდევ თუ გაგრძელდა, მალე ალბათ, ისიც დადგინდება, რომ “მუსიკის გარეშე სიმღერა ცუდი მოსასმენია” და “შოუს დასადგმელად ალბათ მონაწილეებიცაა საჭირო”. 

    თუმცა, ეს კომენტარი,  მომდევნოს ფონზე “მე უბრალოდ მუსიკის მოსმენა მინდოდა და ჯიმი იმიტომაც აღარ გავაჩერეო”, საერთოდ გაუფერულდა.  მგონი, ჩვენს საუკუნეში იმდენი საშუალება კი არსებობს, რომ  სიმღერით ტკბობა ინტერნეტის მეშვეობით განხორციელდეს და შესაბამისად, კონკურსანტებზე მსგავსი ირონიული კომენტარები აღარ გაკეთდეს. (მაიკლ ჯექსონის ამ სიმღერის ლინკი  - ექსკლუზიურად ნიკასთვის) 

   “იავნანამ” თავისი ნომრით თავისივე სახელი, საბედნიეროდ, არ გაამართლა და მხიარული გამოსვლით, ძილის სურვილი ნაკლებად გააჩინა. ერთის მხრივ, კარგია, რომ ნიჭთა ძიებაში ქართული ფოლკლორიც ფიგურირებს, თუმცა, როდესაც ეს ფოლკლორი “faulკლორად” გარდაიქმნება, ამის მიზეზი ქართველი ერის მხრიდან ნიჭის დაუფასებლობის ნაცვლად, მაინც უფრო შესრულებაში უნდა ვეძებოთ. 

"მამა ნახე, შვილი ნახე..."

     ღამბაშიძეების გამოსვლისას “მამულის მხრიდან შვილის მიერ მამის დაჯაბვნის სურვილის”  გამოძახილი, ჟიურის კომენტარებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩემი სატელეფონო ანგარიში “ანგარიშში ჩასათვლელი რომ არ ყოფილიყო”, ამ გამოსვლის მიმართ სიმპათიას უფრო მატერიალურადაც გამოვხატავდი.

    დოლების “დასჯისა” და “ცემა-ტყეპის” ნომერიც არანაკლებ საინტერესო, საოცარი და (აქ რამე დადებითი სიტყვა) გამოდგა. ინსტრუმენტიდან ინსტრუმენტზე მუსიკალური გადასვა კი იმდენად რბილად ხდებოდა, რომ ბგერებით მონიჭებულ სიამოვნებაში ჩაფვლა ადვილად იყო შესაძლებელი. თუმცა, ამ ნომერში განსაკუთრებით გამოსარჩევი აღმოჩნდა თიკას შეკითხვა: “ბატონო მიხეილ, თქვენ როგორი კმაყოფილები ხართ დღევანდელი გამოსვლითო”
 
(აქვე მცირე გრამატიკული შენიშვნა: “თქვენობითი მიმართვის დროს, ყველა სიტყვა მრავლობით რიცხვში არ გადადის”) 

    ლირიკული წიაღსვლა (ზემოთნახსენები მიზნის ახსნა):
    1. “დარბაზში ზის გოგონა, რომელიც იძახის: ბაჩო მიყვარხარო… და მომეცი უფლება გავიგო ვინ არის! დაიყვირე რა, გოგონა…” – მაია ასათიანი
    2. “მე მაბრალებენ, რომ ვარ სენტიმენტალური” – მაია ასათიანი 

    კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც შოუს ელემენტები რეალურად შემოგვთავაზა ჯგუფი პლატინა იყო და ფინალში ხანძარს ნამდვილად იმსახურებდა.
     ჰო, ცეცხლზე გამახსენდა… რატომღაც, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ერთ დღეს დარბაზში გეგა მოულოდნელად აგიზგიზდება, ან, რაიმე მსგავსი ანომალია დაემართება.  (ჩემი ვერსიის საფუძველი: ვინაიდან იგი, კონცერტიდან კონცერტამდე სულ უფროდაუფრო საეჭვოდ შავდება.) 

      მერაბ კირაკოზაშვილის ნომერზე შიმშილისაგან კბილები ამიკაწკაწდა. ოდესღაც, ფიზიკაში დიფუზიას რომ მასწავლიდნენ, არ მჯეროდა რომ რაიმე სუნს (ამ შემთხვევაში, მწვადის) ჰაერის მოლეკულების მეშვეობით, დიდ მანძილზე მცირე დროში გადაადგილება ნამდვილად შეეძლო. ახლა დავიჯერე… 

     ჰო, ეს უბრალოდ ჩემი შინაგანი განცდებია, თორემ ნომერი რომ კარგი (და ბევრად მეტიც) იყო, ამას ყველა თქვენგანი ხვდებით და მტკიცებით იმისა, რაც ისედაც ნათელია, თქვენი “შეფასებისა და განსჯის უნარს” შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. 

   და ბოლოს, დესერტი მაყურებელთა ყურებისათვის: 

   მარიამ კახელიშვილის სიმღერა გამოსვლათა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ადამიანი რომ იტყვის: “ეს ნამდვილად გადასულიაო”, რის შემდეგაც, მობილურის მომარჯვების ნაცვლად, მოწონების ნიშნად, ხელებს გულზე დაიკრეფს და სიმღერით დატკბება. ალბათ, სწორედ ამის ბრალი უნდა იყოს ის, რომ მარიამ კახელიშვილის “გადარჩენა” ჟიურის მოუწია და მოსალოდნელი “ჯეოსტარიზაციის” გამო, ბევრის კრიტიკაც დაიმსახურა.

     პ.ს: როგორც პატივცემული ჟიური იტყოდა, დღეისათვის სულ ეს იყო…

    

კომენტარები

კომენტარი

100 კომენტარი

  1. ის კაცი რაღაც არ მინდოდა

       1 likes

  2. დათო

    ჯეოსტარია მართლა რა

       1 likes

  3. ჟიურის მხრიდან ასეთი ფრაზები თუ გაგრძელდა, მალე ალბათ, ისიც დადგინდება, რომ “მუსიკის გარეშე სიმღერა ცუდი მოსასმენია” და “შოუს დასადგმელად ალბათ მონაწილეებიცაა საჭირო”.

    ლოოოლ

       1 likes

  4. ნინი დოლიძე

    ამმ ბოლო დროსს ჟიურიი არაკომპეტენტურია აშკარად ! ძაან მომეწონა ესს პოსტიი იმიტოომ რომმ ყველაფერიი ისეე წერია როგორცც იყოო დაა ყველაზეე მეტად ჯიმი ჯექსონს რომ უთხრეს ყურება მომწყინდაო ეგგ არრ მომეწონა ! მეე არრ მომწყინებია და პირიქით ძალიან მომეწონა !

       1 likes

  5. ნინი დოლიძე

    ხალხი უმესიჯებს იმას ვინც პატრიოტულ სიმღერებს მღერისს დაა მარტლაა ფინალსჰიი გადასაყვანებიი მშრალზე რჩებიან! საყვარელი კაცი იყოო მაგრამმ შეიძლება ცოტა სხვანაირად დააბალანსონ მონაწილეები !

       1 likes

  6. მაყურებელი ლეღვია და საერთოდ არ იმსახურებს ნორმალურ შოუს ამაში დღითიდღე ვრწმუნდები!!

       1 likes

  7. სალინკა

    ერთადერთი, რაზეც ნერვები მეშლება, არის საშინლად დაკომპლექტებული ათეულები :@ პლატინა მართლა გულით შემეცოდა..

       1 likes

  8. ნინუცა

    ჰო, ცეცხლზე გამახსენდა… რატომღაც, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ერთ დღეს დარბაზში გეგა მოულოდნელად აგიზგიზდება, ან, რაიმე მსგავსი მოუვა.
    (ჩემი ვერსიის საფუძველი: გეგა კონცერტიდან კონცერტამდე სულ უფროდაუფრო საეჭვოდ შავდება.)
    აი ამაზე მაგრად გამეცინა რა :D:D
    სტატია,რა თქმა უნდა,კარგია :D

       1 likes

  9. what about April fool’s day, dude? :|

       1 likes

  10. @ ლილიანი

    ლეღვიც ხომ ადამიანია :D

       1 likes

  11. კნუტი

    მარტო სიმღერა და სიმღერა…
    ნიჭიერია თუ ვარსკვალვების აკადემია ან ჯეოსტარი?

       1 likes

  12. ელენე

    მარიამ კახელიშვილი და გულნაზ გოლეთიანი ჯერჯერობით ჩემი კუმირები

       1 likes

  13. სახელი

    ჯიმი ჯეკსონთან რომ დააყარეს ღილაკებს ხელი მაგის მიზეზი ვერ გავიგე.
    მოსაწყენი იყოო :O არადა კლიპშიც იგივეა, მართლა ჯეკსონის გაცოცხლებას ხომ არ ელოდნენ? :O მშვენივრად იცეკვა

       1 likes

  14. Dzalian momecona posti! Bravo, maestro! :)

       1 likes

  15. კარგი პოსტია…შოუს შემდეგ დარჩენილი ყველა უარყოფითი ემოციის კომპენსირება მოახდინე…კიდევ ერთი ყოჩაღ შენ ბექა:))))

       1 likes

  16. ილია

    ბექა თიკას ჩაცმულობა ჯექსონის სტილის მიხედვითაა შერჩეული :D

       1 likes

  17. ვაკო

    რა უბედურებაა პასტა პირში .არსად მინახავს ჟიურის წევრი კალმისტარს ღეჭავდეს.მაიას პროფილის დროს სულ პასტა უჭირავს ,ნეტა რა აქვს დასაწერი.რა მოდაა ვერ გავიგე.

       1 likes

  18. რა ვიცი მე მომეწონა თიკას ჩაცმულობა
    ვაიმე ხალხო ნუ ამბობთ რო ჯეოსტარია, ეს არავის ბრალი არ არი, სე გამოვიდა, გაიხსენთ რო ორივე მომღერალი თქვენი გადაყვანილია და სხვა არავისი, მარიამზე კიდე ვერავინ ვერ იტყვის ფინალში არ უნდა გადაეყვანათო
    ისე შავაძემ კარგად იმრერა, იგივე ემოციებით იმღერა მაგრამ რომელი მომღერალი გამოდის და ორივე გამოსვლაზე იგივე ემოციებს არ იწვევს?
    კიბატონო მარიამმა (და გულნაზიმაც) ბევრად მეტი ემოია გამოიწვია, (გამოიწვიეს) ვიდრე პირველად (მე სიმართლეს თუ მეტყვით გუნაზის პიველი გამოსვლა უფრო მომეწონა), მაგრამ კარგად იმრერა და ხახლს როგრო ემოციეს აღუძრავდა რა იოდა?

       0 likes

  19. მაგარი ხარ მარიამ საღოოოლ.

       0 likes

  20. ...

    აი გეგას სიშავეს ორი დღეა ვაკვირდები და მხოლოდის დასკვნა გამოვიტანე რომ სოლარიუმში ვიღაცას კარი ჩაეკეტა (მრავლის მეტყველი)…(წერტილი): )

       0 likes

  21. Lasha

    ნინი დოლიძე

    ხალხი უმესიჯებს იმას ვინც პატრიოტულ სიმღერებს მღერისს დაა მარტლაა ფინალსჰიი გადასაყვანებიი მშრალზე რჩებიან! საყვარელი კაცი იყოო მაგრამმ შეიძლება ცოტა სხვანაირად დააბალანსონ მონაწილეები !

    გაგახარა ღმერტმა.. ამდენი ხანია ამას ვწერ ფორუმზე.. ხალხი უმესიჯებს იმას ვინც პატიოტულ სიმღერებს მღერის.. :|:|:|

       0 likes

  22. ქეთა

    ყველაზე მაგარი მონაწილეე ……. ხალხო დაუმესიჯეეთ. სულ დაკარგეთ გემოვნება?

       0 likes

  23. ქეთა

    დაუმესიჯეთ კახელიშვილსს

       0 likes

  24. უმაგრესი პოსტიაააააააა………………მე ტუ მკიტხავ ნიჭიერი შენ ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!მ მაიას პასტის ჭერას მეც ვერ ვიტან მაგრად მეშლება ნერვები მაგის მნანერებზე.პროფილსი ლამის პასტა თვალში იტაკოს.რა უნდა ჯიურიში ვერ გავიგეეეეეეე.წაართვას ვინმემ პასტაააააა>ჯიმის გული ატკინეს,უტაქტოები არიან და მეტი არაფერიიიიიიიიი

       0 likes

  25. აუ ისე გეგას პირველ ნახევარფინლაზე შევამნიე ძაან იყო გაშავებული
    ხანდანხან რა უტაქტოები და უსამართოები არიან, არაობიერტურები, იავნანა ან მაგეთი ანსამბლები რა გადასაყვანი იყო ნახევარფინალში, ისე პლატიანს გამოსვლა დიდად არ მომეწონა, ბოლოს მომეწონა ძააააააააან
    მე მგონია ღირსეულები აგადავიდნენ მაგრამ ძაან ბევრი უნიჭიერესი დარჩა
    ნინო ქუთათელძე მოიმეწონა, მამა-შვილი ღამბაშიძეები (მეორეებიც ცოტათი, მაჰრამ ფინალში აგდასაყვანი არ იყო), პლატინა (ისე რაა, ამგრამ აინ კარგი იყო), ჯიმი(მარტო გაადხრის გულისთვის), შეიძლება კიდე ვინმე გამომნრჩა, ხოო კიდე მაგარკბილება ხოო ესენი. და გადასულებიდან ორივე მომეწონა, მარიამი გასაკუძთრებით

       0 likes

  26. დათო გველესიანი

    ჯიმი ძაან მაგარი ხარ,უძლიერესი.ძაან მაგრად იცეკვე.ჟიურის ………… მაგათ ყურადღება არ მიაქციო,რაფერი არ იყო შენ ცეკვაში მოსაწყენი.კოპიო ჯექსონი ხარ ცეკვითაც დავიზუალურადაც,45 გრადუსით გადახა არამგონია ბევრმა შეძლოს.მაია და გეგა ბევრს რომ ლაპარაკობენ ავიდნენ სცენაზე და 45 გრადუსით გადაიხარონ სხვა დანარჩენზე ლაპარაკი არ მაქ.ნიკას მემანიშვილს თურმე მუსიკის მოსმენა უნდოდა და იმიტო არ გაგაჩერა ნიკა შენი ………

       0 likes

  27. Taa . ,,

    Getanxmebii Iliaa.. . :*

       0 likes

  28. ხატუსია

    მარიამ კახელიშვილს ბოლოს რომ არ ემღერა ისედაც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებდა, მთელი პრობლემა იმაში იყო რომ მაინცადამაინც ბოლო ნომ,რად ჩასვეს ეგ გოგო, აბა შავაძეს და მარიამის ნომრების ადგილები რომ გაცვლილიყო მარი ყვალზე მეტ ხმას მიიღებდა და ყვალაფარი კარგად იქნებოდა!!!! ასე რომ მარტო მარის გულშემატკივრების ბრალიც არ ყოფილა!

       0 likes

  29. კარგად კი მღერის მარა…ეს შოუა და არა კონცერტი…კაცმა ლამის კბილები ჩაიმტვრია..ეგეც ნიჭია და სიმღერაც? ან კიდე, პლატინა დააკვდნენ ამ შოუს გაკეთებას და რაა შედეგი? მარი იმდენ კასტინზეა გასული იმდენმასწავლებლთან დადიოდა რომ…გასაკვირი არცაა მისი სიმღერა და მისი მომზადება!!1

       0 likes

  30. M.A.

    ძალიააან კარგი პოსტი იყო, როგორც ყოველთვის ისევ კარგ ხასიათზე დამაყენა :D:D:D

    @ილია
    @ Taa . ,,

    მე ჯანეტის ჩაცმულობას უფრო მივამსგავსე ;) (VMA 2009ზე რო ეცვა) ;)

       0 likes

  31. რაოო? ჯექსონი ვის მოეწონა? 1 თუ 2 კაი ილეთი გააკეთა და..კასტინგზე ლამის გავიგუდე სიცილით…უბრალოდ ჰგავს ჯექსონს და მეტი არაფერი..

       0 likes

  32. ილია

    @M.A.
    მერე ჯანეტს ვის სტილზე აცვია ხოლმე :D

       0 likes

  33. თოკო

    სასწრაფოდ ჟიურია გამოსაცვლელი, მარა ისე რა მაგათი ბრალია ? (ზემოდან რომ გიბრძანებენ ზემოდააააან) :D

       0 likes

  34. თოკო

    გადადგეს სააკაშვილი :დ

       0 likes

  35. G.O

    ოჰო ჰო ჰო თქვენ ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა, რას ერჩით ამ ჟიურს? კახელიშვილი უნდა გადასულიყო რომ ფინალში მოიგოს, ისე მამ-შვილზე და ნინოზე დამწყდა გული

       0 likes

  36. თაზო

    საქართველოში ყვალა მომღერალია. კი კახელიშვილი გულნაზი და ლევანი მართლა მაგრები არიან მაგენი აწი თავისით გაიკვლევენ გზას, მთავარია ხო გამოჩნდნენ. ჯობია სხვას მიაქციონ ყურადღება მაგალითად ნექსთლეველი

       0 likes

  37. თაზო

    მაგრამ იცოდეთ გოლეთიანი გამარჯვებილია

       0 likes

  38. :P:D:P

    New Style გავა უეჭველი და ეგ და Next level ერთმანეთის კონკურენციის პირობებში სავარაუდოდ ერთმანეთზე უკეთესად იცეკვებენ, და იმედია პარკურისტ ბიჭებსაც გაიყვანენ რომ ცოტა მაინც სანახაობრივი იყოს “ნიჭიერის” ფინალი.

       0 likes

  39. M.A.

    @ ილია

    არა ნუუ ეხლაა…… :D:D:D:D

       0 likes

  40. კახა ნიკოლაშვილი

    მარიამი მარტლაც მაგარია. რამდენ მასწავლებელთანაც გინდა იარე, თუ შინაგანი ნიჭი არა გაქვს ვერაფერს მიახწევ. უმაგრესი ხარ.შენნაირები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. შენ 21 საუკუნის გმირი ხარ.

       0 likes

  41. ნინო

    მე ძალიან მომეწონა ჯგუფი პლატინა და გული დამწყდა რომ ის არ გადავიდა ნახვარ ფინალში!

       0 likes

  42. თამ

    აუ რას ერჩით ამ ჟიურის სწორედ რომ ხალხის ბრალიაა მე ძაან მომწონს ჟიური იმედია მეორე სეზონზეც ეგენი იქნებიან:*:D

       0 likes

  43. ეს უბედური ასატიანი რო ამანდა ჰოლდენს ბაძავს, როჯებს კერავს და მაგრად ვღადაობ მაგაზე :D

       0 likes

  44. ნიკა

    ნინო ქუთათელაძე ადამიანია თუ სპაიდერმენი?
    შავი და წითელი, რომ აცვია

       0 likes

  45. RooD

    კარგი პოსტია.. :>

       0 likes

  46. თინიკო

    მარიამ კახელიშვილი ძალიან კარგად მღერის.ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს.მარიამს წარმატებებს ვუსურვებ და მჯერა,რომ გამარჯვებული ის იქნება.

       0 likes

  47. ასბესტო

    ნიჭიერი თუ გაჯეოსტარდა, მაშინ ბლოგერები გაფორუმ.ჯევდნენ :))))

       0 likes

  48. სორანგუტანი

    1977 წელს გაშვებული ვოიჯერი, რომელიშიც მოთავსებულია “ოქროს დისკი” სადაც სხვა ბევრ სიმღერასთან ერთად, ჩაკრულოც არის ჩაწერილი, მხოლოდ 1990 წელს გასცდა ჩვენს მზის სისტემას. კოსმოსი უკიდეგანო ცარიელი სივრცისგან შედება და ვოიაჯერს კიდევ 40,000 წელიწადი დასჭირდება, რომ რომელიმე მზის სისტემას მიუახლოვდეს, (მიახლოებაში 1.7 სინათლის წელიწადი იგულისხმება:)) ) ასე რომ მაგ დროისთვის, შენი ხუმრობა ალბათ უფრო რელევანტური იქნება ;)

       0 likes

  49. მანანა

    მადონა,ყველა შენნაირი ‘სვეტი’;ხომ არ იქნება…თქვენ ალბათ ყველაზე ნიჭიერი ბრძანდებით…გემოვნებაზე არ დაობენ,ამიტომ არ შეგეკამათებით. ზოგი იმსახურებდა გადასვლას,ზოგი კი ნამდვილად არა…ისაა კარგი რომ საზოგადოებამ დაინახა ბევრი ნიჭიერი.ყველა ფინალისტი არ იქნება,მაგრამ ხალხმა ხომ გაიცნო

       0 likes

  50. G.O

    ვაკესთან მე ბოდიში:)))))))))))

       0 likes

  51. magariaa mariiaammm kaxelliishviliiiii (Y)(Y)(Y) magrad mgeriiisss sagooolll miyvarsss dzaannn

       0 likes

  52. თამუნა

    ნიჭიერი ცოტაა მარიამისთვის.ნამდვილი მოვლენააა……..

       0 likes

  53. თითების_ადმირალი

    პოსტი მომეწონა )) განსაკუთრებით ჯიმის შესახებ კომენტარი ! ნიკამ ყველაზე ამაზრზენი კომენატრი გააკეთა რაც კი შეიზლებოდა ..

       0 likes

  54. VAI

    მარიამ მაგარი ხარ…. = ))

       0 likes

  55. SoMeThInG : D

    მარიამ თქმა არ უნდა რომ მაგარი ხარ

       0 likes

  56. … martali xar albat karebi chaeketad magram uxdeba sishave rato:D martla jeostari mgonia ra ra aris sul momgerlebi gadayavt gadaeyvanat jeksoni ra ikneboda? :@

       0 likes

  57. მარიკ

    არავინ არავის არ ბაძავს ჩემი აზრით რააა მაია ასათიანი ისეთია როგორიც მართლა არის ცხოვრებაში:*

       0 likes

  58. ნუცა

    მაია ასათიანი კარგი გოგოა,გულღია,საქართველოს რომელ კუთხურად უქცევს გამარჯობაააააააათ გამარკვიეთ ვინმემ.

       0 likes

  59. კოკი

    არ დაგეზაროთ წაკითხვა :D:D:D:D *(მაგარს იღადავებთ)
    პატარა ჩანახატიაა :D:D:D:D:D:D:D
    დავიწყოთ იქიდან რომმ ძალინ მაგრად აქ აღწერილი მომხდარი ფაქტებიი :D ვის არ ვიცი :D ხოდააა იცი რა ხდებააა ძალინ ცუდად იყო 10 ული შედგენილიიი :D და ეს ნიჩიერება მარტო სიმგერაა თუ რას აწვებიანნ ვერ გავიგეე :@ ხოო კიდე ჯიმიზე ისეთი კომენტერები გაუკეთა ჟიურიმმ გამისკდა გული დავუმესიჯებტქო ვიფიქრე მარა აღარ დავამესიჯე აზრი არ აქვს ამას მაინც არ გაუშვებენთქო კაი რაა რას მგერის ერტი გულნაზიი მაგან და შანიძეო თუ ვიგაც როაა მოჭამეს თავის წლებიი გატრიონ რა აცალონ ახალგაზრდებს ქუთატელაძე არ გადაიყვანესს ბანძებმა ეს კონცერტად აქციეს სიმგერები სიმგერები :D ხოდა Fინალში ერთი კარგი კონცერტზე მოვსხდეთ :D ძალინ მაღიზიანებს ეს ჟიურიი :@ უკვე იცინ მაგათმა ვინც გაიმარჟვებსს :D იმიტომ რომმ აქ ხალხზე Fულს აკეტებენნ და აზრს არ ითვალისწინებენნნ გათრიეტ სულით მახინჯებოო მაია ეხა მალე ჩემი დრო მოდის და მოგიწვევ მერე პროფილი დვაში :D და მოყევი ის ისტორია რომელიც ეხლა გადაგხდება თუ მარიამი კახელიშვილი ან ხანჩალიანი არ გაიმარჯვებსს :D ლოლლლ ნეტა საქმე არ მაქ ამდენი წერის გარდა :D:D:D მარა ხაზგასმით ვამბობ(ვწერ) რომ არაკომპეტეტურია ჟიურიი :D:D:D დავასხი ლაფია მაიას თავზეე და იმას კიდე გეგასს :D გეგა საბანაოაა :D:D:D:D:D სუნი აქ ალბათ და იმიტომ ზის ხომე მაია როჟით :D:D:D:D კაი წავედიი :D -რატომ მოხვედი? (მაია)
    -ნიჭიერები ვართ და :D (ვინმე) შვილე წაიკითხეე შენს უკან რა წერია -მე რომ კმითხვა არ ვიცი :D
    -უცქირე მე წაგიკითხავ(გეგა)
    _ ნიჭიერი :D:D:D

       0 likes

  60. კოკი

    არ დაგეზაროთ წაკითხვა :D:D:D:D *(მაგარს იღადავებთ)
    პატარა ჩანახატიაა :D:D:D:D:D:D:D
    დავიწყოთ იქიდან რომმ ძალინ მაგრად აქ აღწერილი მომხდარი ფაქტებიი :D ვის არ ვიცი :D ხოდააა იცი რა ხდებააა ძალინ ცუდად იყო 10 ული შედგენილიიი :D და ეს ნიჩიერება მარტო სიმგერაა თუ რას აწვებიანნ ვერ გავიგეე :@ ხოო კიდე ჯიმიზე ისეთი კომენტერები გაუკეთა ჟიურიმმ გამისკდა გული დავუმესიჯებტქო ვიფიქრე მარა აღარ დავამესიჯე აზრი არ აქვს ამას მაინც არ გაუშვებენთქო კაი რაა რას მგერის ერტი გულნაზიი მაგან და შანიძეო თუ ვიგაც როაა მოჭამეს თავის წლებიი გატრიონ რა აცალონ ახალგაზრდებს ქუთატელაძე არ გადაიყვანესს ბანძებმა ეს კონცერტად აქციეს სიმგერები სიმგერები :D ხოდა Fინალში ერთი კარგი კონცერტზე მოვსხდეთ :D ძალინ მაღიზიანებს ეს ჟიურიი :@ უკვე იცინ მაგათმა ვინც გაიმარჟვებსს :D იმიტომ რომმ აქ ხალხზე Fულს აკეტებენნ და აზრს არ ითვალისწინებენნნ გათრიეტ სულით მახინჯებოო მაია ეხა მალე ჩემი დრო მოდის და მოგიწვევ მერე პროფილი დვაში :D და მოყევი ის ისტორია რომელიც ეხლა გადაგხდება თუ მარიამი კახელიშვილი ან ხანჩალიანი არ გაიმარჯვებსს :D ლოლლლ ნეტა საქმე არ მაქ ამდენი წერის გარდა :D:D:D მარა ხაზგასმით ვამბობ(ვწერ) რომ არაკომპეტეტურია ჟიურიი :D:D:D დავასხი ლაფია მაიას თავზეე და იმას კიდე გეგასს :D გეგა საბანაოაა :D:D:D:D:D სუნი აქ ალბათ და იმიტომ ზის ხომე მაია როჟით :D:D:D:D კაი წავედიი :D -რატომ მოხვედი? (მაია)
    -ნიჭიერები ვართ და :D (ვინმე) შვილე წაიკითხეე შენს უკან რა წერია -მე რომ კმითხვა არ ვიცი :D -უცქირე მე წაგიკითხავ(გეგა)_ ნიჭიერი :D:D:D

       0 likes

  61. რეზო

    მე მაგალიტად ჯიმის გადავიყვანდიიიიიიიიიიიიი

       0 likes

  62. ხათო

    ძალიან მაგარი გოგო ხარ გისურვებ წარმატებებს

       0 likes

  63. მოუტმენლად ველით ანა ხანჩალიანის გამოსვლას,ანას ნამდვილადდზლიერი მა აქვს და დზალიან ნიჩიერი ბავშვია,მიეციტ ხმა მას!!!!!!!!11

       0 likes

  64. დიკა

    აუუუ ხოო გეგა ნელ-ნელა შავდება და რატოო?

       0 likes

  65. გიგი

    10ეული იყო ცუდად შედგენილი, იმიტო რო მაქედან ყველა ძლიერი იყო და ყველა იმსახურებდა გადასვლას. მე არ ველოდი რო მაყუებელი ლევან შავაძეს გაიყვანდა. მარა რადგან ეს მოხდა ჟიური იძულებული იყო მართლა რო გაეყვანა მარიამი, იმიტო რო მართლა იმსახურებდა გადასვლას და მართლა ძალიან კარგად იმღერა. ! რაც შეეხება “ჯეოსტარიზაციას” ამასაც ვეთანხმები იმიტო რო ყველა გაყავთ მომღერალი და მოცეკვავე. ისე ნინომ მართლა ძაან მაგრად იცეკვა, მარა ეგ რო ჯგუფთან ერტად იყოს და თუნდაც New Styleსთან ცეკვავდეს აუცილებლად გაიმარჯვებდნენ!!!!!!

       0 likes

  66. უჰ

    new style da next lvl kaia mara sapinalo araris ra

       0 likes

  67. ELENE

    მარიამ კახელიშვილმა უნდაა გაიმარჯვოოს… დაუმესიჯეთ ხალხოოო..უმაგრესიი მომგერალიიაა… მასს დიდი მომავალი აქვს..დაა ვისაც რაიმე ესმიის.. სიმგერის მას დაუმესიჯებს .. რადგან გირსეულია.. და იმსახურებს გამარჯვებას. ..

       0 likes

  68. ნათიკო

    მაყურებელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო ლევან შავაძე რო გადაიყვანა ფინალში, მაგრამ მარიამ კახელიშვილი არ იმსახურებდა…6 წლიდან რო ვმღეროდე და ვმეცადინეობდე მასე მეც ვიმღერებდი…არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ! ნინო ქუთათელაძემაც მაგრად იცეკვა მაგრამ მარიამ კახელიშვილი არ უნდა გადაეყვანათ!

       0 likes

  69. ადამიანი რომელიც ნიჭიერში არ გამოვა

    ნათიკო

    შენ აზრზე ხარ ვაფშე ბავშვს რა ხმა აქვს? მე ვფიქრობ ძალიან სწორად გავიდნენ კახელიშვილი და შავაძე საღოლ ჟიურის მაგ მხრივ

       0 likes

  70. კოკი

    შენ ვერ ხარ საყვარელო :| მ ა რ თ ლ ა ვერ ხარ ოღონდ

       0 likes

  71. M.J

    Auu Fuu RoGro Ver ViTAn Am GoGooS XanChaLiaNii JoBiaa MaGRaaAa Ver GiTAan Fuu JEr RAs GAaVs SAqoNelii :D:D FUu AnI MiDii SHenSkEn VAaRT…..(happy):*:*

       0 likes

  72. საერთოდ არ მომეწონა რა :P

       0 likes

  73. მარი

    ა რ დაუმესიჯოთ ნ ი ნო ჯავახიშვილს, იყავით ზრდილობიანები, ამ სისულელეს ყურება დიდი ცოდვააააა!! ხოლო ამის გამკეთებელი უდიდესი ცოდვილია. ღმერთი მაინც გაახარეთ რაა. ასეთ სისულელეებს არ უყუროთ, იკითხეთ წიგნები, ილოცეთ და იარეთ ტაძარში. პირველ რიგში ეს უხარია უფალს, რაც შეეხება

       0 likes

  74. elma?!..

    აი რა უნდა შემოეთავაზებინა ჯიმშერას?!.. მაიკლ ჯექსონის ცეკვა, მაიკლ ჯექსონის ცეკვა და მაიკლ ჯექსონის ცეკვა!! იცით, ერთი და იგივე მოძრაობების ყურება ჩემთვის პირადად ძალიან მოსაბეზრებელია! ამ ბიჭს არაფერი ინდივიდუალური არ გააჩნია!! ხალხო, ჯექსონი იყო ერთადერთი, მე პირადად რამე ახალი მინდა..))))

       0 likes

  75. მეგუნა

    ამასაც თუ სიმღერა ქვია რა…….მღერიხარ თუ კივვის მუსიკალურში 6 წლედი მაქვს დამთავრებული და ამ ბავშვს რო ვუსმენ არც სმენა აქვს არც ინგლისური იცის მაგრამ ხმას წევს მაღალზე და მაგიტ ბლატაობს……..რატო არ იმარჯვებდა ეს ბავშვი ადრე ერტი ეგ მაინტერესებს

       0 likes

  76. მარუსაააა

    კიიიი… მეც ეგრე ვფიქრობდი და თქმა არ მინდოდა… მუსიკას რო უსმენ ხო უნდა გესიამოვნოს არაა???? მე ამის ნამღერი სულ არ მესიამოვნა … ხმას წევს კი არა ისა კიდე… მასე ყველა კი დაიკივლებს…საკმარისია მუსიკა ჩართო ხმამაღლა რაა… და ახლა არ დაიწყოთ გშურსო და იმიტო ამბობო.. სუულ არ მიზიდავს სცენა და მითუმეტეს სიმღერა.. მაგრამ კარგად გამეგება დედაჩემიც და მამაჩემიც მუსიკოსია…. ასე რომ ტყუილად გააბუქედ ეს ბავსჰვი და მეგი მართალს ამბობს…იმიტომაც ვერასოდეს იმარჯვებდა რომ წინა პროექტებში მუსიკოსები ამოწმებდნენ მის შესაძლებლობებს და არა ჟურნალისტი და კიდე ვიგაცა….

       0 likes

  77. ბექოოოოო

    აუუ კახელიშვილია მაგარი გოგო? ფუ დაიკარგეთ რაა… პირველ ქასთინგზე რას გავდა ?? სუფთა ჩაჩნის ქალია… ინგლისურის აზრზე არაა.. და მისმა ნათესავმა რო დაწერა სიმღერის გარდა ყველაფერი კიდია ვაფშე არ სწავლობსოო? მაგარი გოგო ყოფილა არაა?? ფუ ეგ მახინჯი… მღერის კი არა ჭყავის მე მოვკვდე რაა :D:D:D:D:D:D მაგიტო ვერ იმარჯვებდა რა გასაკვირია? ახლა რა აჯმული აქ თავზე? აქეტ უგირსები აქეთ და რო შეგხვდებათ გზაზე რო მიესალმოთ ტრაკს მოგიშვერთ და მიგაჯვამტ ყველას… მაგას იზამს ზუსტად… მოიცა ერთი დასრულდეს ნიჩიერი და მერე ნახეთ გამოაჩენს მის ნამდვილ სახეს :D

       0 likes

  78. ირა

    გეყოოოთ რაა.. ყველას თავისი აზრი აქვს … ვისაც უნდა მოსწონდეს მარა სიმართლე გინდათ გითხრათ? ეგ ისტორიები იმიტო მოყვა რო ხალხს შეებრალოს და სიმპატიებით განეწყონ “საბრალო” გოგონასადმი…. ცხოვრებაში არ იცით რა ამპარტავანი და მჩაგვრელი ადამიანია… გებრალებოდეტ თქვენ და გეგონოთ ასეთ ” ნიჭიერ ბავშვს” როგორ არ უმართლებდაო./… 3 წლიდან რო ვემზადებია პატრონს მაგას კი ვაჯობებდი… მარა დედა მომიკვდეს მაგ სიმგერას მოუმზადებლად ვქაჩავ.. აი ყველა დამეღუპოს ვინც გამაჩნია ამ ქვეყნად თუ ერთ სიტყვას ვტყუოდე რაა…

       0 likes

  79. მეგუნა

    აუ რა ერთი სცენაზე დაიკივლა და თავზე აიჯვა

       0 likes

  80. ბავშვებო ანა არ ემზადება მასწავლებელთან და ასე მაგრად მგერის. და რო მოემზადება მტლად დაანგრევს სცენას.გააკეთეთ სწორი არჩევანი მიეცით მას შანსი რომ გამოიყენოს ტავისი შესადზლებლობები,მომავალში კი საქარტველოსაც ასახელებს!!!დაუმესიჯეთ ან დარეკეთ ანა ხანჩალიანს 9129!!!

       0 likes

  81. ანას კონკურსებში კი არ მიუყია მონაწილეობა,უბრალოდ სასომხეთში ფესტივალზე იყო მიწვეული საქარტველოს სახელით გამოვიდა,როგორც საქარტველოს მოქალაქე!!!!

       0 likes

  82. თათუკა

    მარიამ შენ ხომ იცი რომ მაგარი ხარ. რამდენიც გინდა იმეცადინეთ თუ შინაგანი არა გაქვს ვერაფერს გააკეთებ. თუ ეგეთი მაგრები ხართ გადით და მიიგეთ მონაწილეობა. ირა შენ ვაფშე სტარი ხჯფილხარ მოუმზადებლად ამ სიმგერას რომ ქაჩავ მეორე ნიჩიერში მიიგე მონაწილეობა და სუპერ სტარი გახდები,შენ მომგერლადაც არ ივარგებ. მარიამმა დაანგრია და ვნახოთ თქვენი ანა რას იზავს. ქვეკანა აალაპარაკა ხალხი არჩევანს გააკეთებს სწორად.

       0 likes

  83. Bzu

    ავთო ნაცარაშვილზე მაგარი მაგ პროექტის მონაწილეებს შორის არ არის არცერთი, დარჩენილებს შორის თუ ვინმეს ეკუთვნის მაგ პროექტის მოგება ერთადერთი ეგაა. დაუმესიჯეთ ან დაურეკეთ ყველამ 9213 ( 91235 ) . ერთხელ მაინც ავირჩიოთ ხალხმა ღირსეული ფინალისტი .

       0 likes

  84. TATE

    ყოჩაღ მარიამ მაგარი ხარრრრ

       0 likes

  85. მარიამ ჯობია სჰენი სტილი იპოვო და სპეკულიანტობას მორჩე ამით შენ თავს სცემ პატივს

       0 likes

  86. მარი სიგიჟემდე მიყვირხარ :|
    ეს არ გეგონოს ხუმრობა

       0 likes

  87. უსაყვარლესი და უნიჭიერესი ადამიანი ხარ მიყვარხარ

       0 likes

  88. ვგიჟდები შენზე

       0 likes

  89. აუუუუუუუუუუუუუ მაგარია მარიამიიიიი კახელისჰვილი…..:D სხვა რავიიი ჯიმი ჯექსონიც კაი ტიპი იყო

       0 likes

  90. მარი მაგარია

       0 likes

  91. M.J

    MAgaRi kI Ara MAgaRi BanDzIA Ver GiTAn MAxiNJoo :D XanChalIAni JoBiA Raa Ar DeBilS :P:P

       0 likes

  92. თენგო

    მარიამ კახელიშვილი ძალიან ნიჭიერია! მას ძლიერი ვოკალი აქვს.შესრულების მანერაც დახვეწილი.სიმღერის დროს მოძრაობს და სიცოცხლეს მატებს სცენას. “…..საქართველოში არიან ძალიან ნიჭიერი ბავშვები,მაგრამ მარიამ კახელისვილი გამორჩეულია!”-ეს ნიკას შეფასებაა.მე ვეთანხმები მას

       0 likes

  93. თენგო

    შვილო გასკდები ამდენი ბოღმით და შურით და დაიღუპები. არ გეცოდება შენი თავი?

       0 likes

  94. ძალიან მინდოდა ფინალში ედიშერ და მარიამ ღამბაშიძეები გადასულიყო,ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ ამას,არაფრით არ იყო ეს ნომერი სხვაზე ნაკლები. ათეული არასწორად იყო შერჩეული,ყველა ძლიერი მომღერალი ერთ ტურში მოხვდა

       0 likes

  95. გეთანხმები : (( მოზაიკასთანაც ეგეთი რაგაც მოხდა რაც კახელიშვილთან ყველას ეგონა რო ისედაც გადავიდოდა : (( და თავი აღარ შეიწუხეს : ((

       0 likes

  96. თენგო

    http://www.youtube.com/watch?v=h83k-yIvFqk კიდევ ერთხელ ნახეთ ეს საოცარი ბავშვი და დარწმუნდებით: ნიჭიერთა შორის ნიჭიერია

       0 likes

  97. გიორგი

    მაგარი გოგო ხარ დზალიან მიყვარხარ ვინც სჰენზე რამეცუდს პიქრობს :D :D

       0 likes

  98. თენგო

    მსოფლიო საესტრადო ხელოვნების ამომავალი ვარსკვლავი—მარიამ კახელიშვილი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

       0 likes

  99. თენგო

    მარიამ კახელიშვილი ღირსეული ფინალისტია და ის გაიმარჯვებს.ნიჭიერთა შორის ნიჭიერია! მას განუმეორებელი ხმის ტემბრი და შესრულების დახვეწილი ტექნიკა აქვს.ამ ბავშვს დიდი მომავალი ელის და გემოვნებიანი მსმენელიც უდავოდ აფასებს მის ტალანტს.ძალიან მწვავე ფინალია წინ, რადგან მარიამს 2-3 ღირსეული კონკურენტი ყავს,რომლებიც ასევე იმსახურებენ პატივისცემას.იმედია ხალხი მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და ქართული გენი ამჯერად ესტრადაზე გაიბრწყინებს.

       0 likes

  100. აუ ზოგს რა დებილობა
    ეცერა

       0 likes

კომენტარის დამატება