15 April

“შენ დაუკარ!!!”

ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

“შენ დაუკარ!!!”რესტორანსა და ღვინის ზემოქმედების ქვეშ ერთდროულად მყოფი ამოჩაჩულღიპიანპერანგიანი ბიძაკაცი

“ნიჭიერის” მეოთხე ნახევარფინალმა მინიმუმ ორი ადამიანისათვის მაინც წარმატებულად ჩაიარა და შესაბამისად, ფინალში ამავე რაოდენობის ღირსეული, მაგრამ მაინც მუსიკალური ნომერი გადავიდა. ფინალის “ნოტიზაცია“-ზე ნოტაციის კითხვას აღარ დავიწყებ, რადგან შემდეგ კვირას, მაყურებელი მის პალიტრაში დამატებით ორ განსხვავებულ ფერს შეიტანს, რაც შოუს უფრო მრავალფეროვანს და სანახაობრივს გახდის.

მეოთხე ნახევარფინალს რაც შეეხება. გადავწყვიტე, დღეს მცირე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და მისი მსვლელობა სხვადასხვა პროფესიისა თუ ხასიათის მქონე ადამიანთა თვალთახედვიდან გადმომეცა. მაშ ასე:

ინტრიგანი: “ისე, ჯიბეები გეგასაც აქვს და მაიასაც, მაგრამ “მე ვარ და ჩემი ნაბადიო” პოზიცია კი არ დაუჭერიათ.  სხვისი არ ვიცი, მაგრამ როდესაც ამდენი ხალხი ტაშით გეგებება, სულ მცირე ხელები მაინც უნდა გამოაჩინო, კბილები (ღიმილი) თუ არა…”

ბერძნული მითოლოგიის მოყვარული: “თიკას დიზაინერი სიზიფეს მაგონებს, რადგან ტანისამოსს ნელ-ნელა, ეტაპობრივად, გადაცემიდან გადაცემამდე ავითარებს. თუმცა, როგორც კი მწვერვალს მიაღწევს, ბრახ და… რაღაც დეტალი ისევ უკან აბრუნებს. წამყვანების ერთადერთ და უმნიშვნელო აქილევსის ქუსლად მათ სიმაღლეებს შორის არსებული სხვაობა შეიძლება მივიჩნიოთ. სწორედ ამიტომ, ამ ვირტუალური ქუსლის ფონზე თიკას ფეხსაცმლის რეალური მაღალქუსლიანობა რაღა საჭირო იყო, ალბათ, ზევსმა იცის…”

ისტორიკოსი: “ვანიკოს კოსტუმმა “მაკნატუნა”, ნაპოლეონის პერიოდის არმიის ოფიცერი და პრესტიჟული სასტუმროს მეკარის ლივრეა ერთდროულად მომაგონა. ამ უცნაური სამოსის, კერძოდ კი შემბოჭავი საყელოს გამო წამყვანს კისერი ისევე დაძაბული და გაშეშებული ჰქონდა, როგორც მაგალითად, ჩარლზ პირველს 1649 წლის 30 იანვარს… სანამ თავს მოკვეთდნენ.”

ცინიკოსი: “დღეს იმედი გვაქვს, უფალი დაგვეხმარება, რომ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება” - © მაია ასათიანი. ნუთუ, ათიდან “ნიჭიერზე” ჩართული ცხრა ტელევიზორი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ყველაფერში ღმერთი არ ჩავრიოთ და პროექტის ყურება მასაც არ ვთხოვოთ?

მათემატიკოსი: ჰო, კონკურსანტებს რაც შეეხება. მომეჩვენა, რომ “Westside Dancer”-ებისთვის მიმატება-გამრავლება საჭირო აღარ იყო, რადგან სიმრავლის გამო, ისინი ერთი სიბრტყის ნაცვლად სივრცეში იყვნენ გაფანტულები და არაპარალელურად მოქმედებდნენ. პირადად მე, მათი ფინალში გასვლის იმედის სხივი, იმ მონაკვეთში ჩამიქრა, როდესაც გეგამ ერთ-ერთ უცნობ წევრს ხელი დააჭირა. მართალია, მოცეკვავეები მოკლე რადიუსის მქონე პერიმეტრის ფართობზე პოზიციებს ხშირად იცვლიდნენ და ცდილობდნენ, რომ ყველა, ასე თუ ისე, თანაბრად წარმოჩენილიყო, მაგრამ მოგეხსენებათ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამოცანა გვეკითხება: რამდენად მოსალოდნელი იყო საბოლოო შედეგი, თუ მოცეკვავეებმა სულ შემოსული 26 732 ხმის მხოლოდ 10 % მიიღეს?

პოეტი:

“ნიჭიერია”… ჰო, ჯახის
და ბრძოლის დილა თენდება.
ზოგის გვიმღერის ოჯახი,
ზოგიც იშლება ბენდებად.

ზოგი დაეძებს ბუკეტებს
(მიეცი, ამურ, ძალები)
ზოგსაც ხასიათს უკეთებს,
მებრძოლი ამორძალები.

გულზე მოგიხსნით ანაც ლოდს,
ნინო მთელს დარბაზს ახურებს
და-ძმა ქეიფის სანაცვლოდ
“სკეტჩებს” გვთავაზობს, კახურებს.

ზოგს – ჯადოსნური გიტარა,
ზოგს – ტონიანი გირები,
თავზე თუ გადაიტარა…
(მანამდე შევეწირები)

სანამ მავანნი სიმს ხრიან,
ტანს აწვალებენ ტყუპები…
…ბოთლიც თუ გადაიმსხვრია…
(მანამდე დავიღუპები)

თუმცაღა თვალს კი ართობდი,
ვერ დაგაფასეს “ვესტ საიდ”
“ნიჭიერს” ორშაბათობით
საით წაუხვალ? ვერც საით…

ქიმიკოსი: საერთოდ, ნივთიერებათა ნებისმიერი სახის ნაერთი მეტად სახიფათოა, რადგან შეცდომის შემთხვევაში ცუდი და საშიში რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ავთო ნაცარაშვილმა კი ერთი შეხედვით ერთმანეთის შეუსაბამო ელემენტები, ისე გემოვნებიანად დაუკავშირა ერთმანეთს, რომ ნომერს  NaCl-იც არ აკლდა.

ჰაგიოგრაფი: საზოგადოების წევრთა აზრები ხშირად ისევე “ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”. ამ შოუმდე ნინო ჯავახიშვილი “სამგზის საწყალობელად” ითვლებოდა და ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილებასავით თან სდევდა ფრაზა “ნუ უყურებთ, რამეთუ ნუუკუე მტერმან ვითარცა სრსჳვილმან საძოვარი არ ჰპოვოს თქვენ თანა”. თუმცა, მისი ახალი ნომერი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ერის სიწმინდის დამცველთა მიზნის – “მტკიცედ სდგა”- ს სიმტკიცის მიუხედავად, კრიტიკა მაინც ნაკლებად დაიმსახურა, პირიქით შექება თუ არა.

"ქარიშხალი სცენაზე"

აფერისტი: ნიკა აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როდესაც ბერაძეების ოჯახი ამ წელს საუკეთესოდ აღიარა და მათი ნამღერი მთლიანად მოიწონა. ვეთანხმები, კარგად იმღერეს. არც ხმაში მცირე აცდენები ჰქონიათ და არც არაფერი. გამიკვირდა, რომ ვერ გავიდნენ.

ლიტერატურის მოყვარული: “ფანტაზიის” ნომერი რაღაცით იმ შემთხვევას ჰგავდა, “ტომ სოიერის თავგადასავლის” წაკითხვას რომ დაასრულებ და პირდაპირ თომას მანზე გადახვალ. რატომღაც გერტრუდ სტაინის ის სიტყვები მახსენდება პირველი მსოფლიო ომის მომსწრე მწერლებს “დაკარგული თაობა” რომ უწოდა და მოკრძალებით დავსძენ, რომ ამ გამოსვლისთვის “დაკარგული ბავშვობა” ასეთივე წარმატებით შეგვეძლო გვეწოდებინდა.

ფიზიკოსი: ვასილ ხაჩიძის ნომრის ახსნა ფიზიკის საშუალებით შეუძლებელია, რადგან როდესაც კბილები სიმძიმისა და მიზიდულობის ძალაზე უფრო ძლიერია, აქ საქმე ზებუნებრივ, ესე იგი, მეტაფიზიკურ ნიჭთან გვაქვს. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს ძალა, ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, გირის მასისა და უკან გადასროლილი სხეულის აჩქარების ნამრავლით დავადგინოთ. ნუ, ეს მათთვის, ვისაც საქმე არ აქვს და დანარჩენებისთვის მარტივად ვიტყვი, რომ ვასილ ხაჩიძის ფიზიკურმა მონაცემებმა ყველა სხვა ფიზიკურ ძალას გადააჭარბა.

პუნქტუაციის მცოდნე: სამყაროს სამართლიანობას კითხვის ნიშანი პირველად მაშინვე დავუსვი, როდესაც ტანმოვარჯიშე ტყუპები ფინალში არც ხალხმა გაიყვანა და ჩემს იმედებს ჟიურიმაც სამი წერტილი დაუსვა. საკმაოდ მძიმე განაჩენია. ისიც გამიკვირდა, რომ დარბაზიდან უკმაყოფილოთა ძახილის ნიშანიც კი არ შეიმჩნეოდა. რომ იცოდეთ რამდენი ვი-ტირე

არქეოლოგი: ანა ხანჩალიანი ჩემთვის უდიდესი აღმოჩენაა, შეიძლება უფრო დიდიც კი, ვიდრე შლიმანისათვის – ტროა, ან, ჰოვარდ კარტერისათვის – ტუტენჰამონის მუმია იყო. ის მუსიკალურად მეტად განვითარებული homo sapiens-ია და მისი ხმის მოსმენისას, ლამისაა ისიც ვიწამო რომ იერიქონის კედლები მართლაც საყვირების ხმით დაანგრიეს.

ბრძნული გამონათქვამების მოყვარული: “შეცდომები რომ არ დაუშვა, ამისათვის გამოცდილებაა საჭირო, მაგრამ გამოცდილების მისაღებად შეცდომები უნდა დაუშვა”. ჰოდა, ანი პავლიაშვილს ახლა ნამდვილად აქვს იმის გამოცდილება, რომ სხვა კონკურსზე ისევ მარტო და ისევ გიტარით ხელში გავიდეს. ასე, მას უფრო დიდი შანსი ექნება.”

არიფი წინასწარმეტყველი: მომავალ ორშაბათს საკმაოდ ძლიერი ათეული იკრიბება. ამის გამო, ერთადერთი პროგნოზი, რისი გაკეთებაც ამჟამად შემიძლია არის ის, რომ კვირა დღის შემდეგ აუცილებლად ორშაბათი დადგება და ყველანაირი გათვლებით, ძალიან მაგარი შოუ უნდა გამოვიდეს…

კომენტარები

კომენტარი

60 კომენტარი

  1. ლექსი მომეწონა Respect :D :D

       0 likes

  2. RooD

    ჩვეულ სტილს არ ღალატობ.. კარგი ხარ.. :>

       0 likes

  3. Akh .. =)))

    Kargi postia.. vixalise :D Nichiershi ratom ar gaxvedi? :D

       0 likes

  4. მარეხი

    პუნქტუაციის მცოდნე.
    ინდენად შოკირებული ვიყავი იმით რომ შუშებით მოფენილ სცენაზე შეასრულეს თავისი ნომერი რომ აღარაფერი აღარ გამიკვირდა.

       0 likes

  5. სალომე

    ორიგინალური და სახალისო პოსტია…არ მოგბეზრდება წაკითხვა:) კარგი შედარებებია …

       0 likes

  6. მარეხი

    მაგარი პოსტია მთლიანობაში :)

       0 likes

  7. Dzalian saintereso da xalisiani posti! Siamovnebit cavikitxe ( 2 djer) !
    Arachveulebrivi stili kaqvt!
    Gmadlobt!

       0 likes

  8. თიკას და ვანიკოს დიზაინერი MJ-ს ფანია გეუბნებით მე თქვენ :D და მომწონს მე ძალიან ეს ამბავი, ნუ ერჩი ბექა :user: :D მომეწონა ბოლო ლაივის ჩაცმულობაც <3 ( მთლად იმიტომ არა, რომ მჯ-ს ჩაცმულობას ვამსგავსებ, ისედაც)

    ფანობის დასაბუთება ( :D ):

    თიკას რომ კომბინიზონი ეცვა, ისიც რაღაც მის სტილში იყო და ბოლოს, მხრები მართალია ზოგადად მოდაშია, მაგრამ მაინც:

    yoo :D

       0 likes

  9. კარგი პოსტია.“ნოტიზაცია“მომეწონა. მადლობთ. ნამდბილად არ მეგონა რომ ტყუპები ფინალში ვერ გადავიდოდნენ.

       0 likes

  10. კი კი აშკარად…ჯექსონი აქტუალურია:)მეც მომწონს ეგ ამბავი:)

       0 likes

  11. პეპე

    ყველა ვერ გავა, საუკეთესოები გადავიდნენ ამ ტურში მართლაც. არ ვეთანხმები ამ პოსტის ავტორს არანაირად.

       0 likes

  12. მარეხი

    მომეწონა ჩაცმულობა, ფოტოებიც გადავუღე :D

       0 likes

  13. პეპე

    ნუ თიკას წინა ნხევარფინალის ჩაცმულობა რარაც სასწაული იყო, ეხლაც თვალებში მიდგას და არ ამომდის))))

       0 likes

  14. ნინო ქუთათელაძე

    ვაიმე!!! ბექა … :O <3

       0 likes

  15. Paper Gangsta

    ლექსი Rocks და ალბათ ამ ორშაბათს შემოგვთავაზებ, მაგრამ ჩაცმულობაზე რამოგახსენო, ვანიკოს ერთი მოკლე შარვალი და ბრჭყვიალა წინდები აკლდა :D თიკას მხრები რომ დავინახე (inlove) დამემართა….

       0 likes

  16. ადმინისტრაციას ვთხოვ ,,გაიღვიძეთ,, ვისი სალანძღავი უნდა გახდეს კონკურსის მონაწილეები. დაბლოკეთ vaja javanishvili-marshutkis shoperi. მაგარი უზრდელი და გაუზრდელი ვინმეა

       0 likes

  17. დათო

    ანი ხანჩალიანი ყველაზე ყველაზე მაგარია, უნდა მოიგოს ფინალიც აუცილებლად

       0 likes

  18. გენაცვალე ძაან მაგარი ხარ და შენი ფანი ვარ გბალეშიკობ მთელი გულით

       0 likes

  19. M.A.

    @ბექა ძალიან კარგი პოსტია :D ბევრი ვიცინე :) ლექსი რა მაგარი იყო :D

    @თინი ეგ ამბავი 100% თუ არა 90% სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს. მეც დავაკვირდი ;) ბოლო კადრი Human Nature-ს სიმღერის დროს არის ამოჭრილი :D :D :D :D btw

       0 likes

  20. @M.A.

    ვიცი რომ მაქედან არის ამოჭრილი :D გაცვეთილი მაქვს this is it და განსაკუთრებით ეგ მომენტი :D

       0 likes

  21. სხვადასხვა ნივთიერებისგან ნარევი წარმოიქმნება და არა ნაერთი

       0 likes

  22. Barfuss

    ისევ არ ღალატობ ჩვეულ სტილს და ეს მე ძალიან მომწონს ) ყველაზე კარგი ბლოგერი ხარ ჩემი აზრიიტ მაგრამმ მგონი პოეტობას ეხლავე უნდა შეესვა :D

       0 likes

  23. არიფი წინასწარმეტყველების სიტყვები მაგრად მომეწონაა :D:D:D

       0 likes

  24. anis nairma somxebma tqven nair qartvelebs ki jobia ara dadges quchashi da danebi iqnios qartveli ggoebivit bevrni gyavt eseti nichierebi tbilissi motreulebi ro gabatavdebian me qartvelii var da dzaanac meamayeba eseti somexi tbilissi meti ra saqme gaqvt dajdet komptan da iuzdelot tqve uzdeleboooo.amo

       0 likes

  25. ტკვენი იმედი მაკვს რომ მოიგებტ

       0 likes

  26. დონ-იკა

    მჩხაპნელის ნოტაციებმა , როტაციების შესახებ, ნოტიზაციაში წვრილ-ნაყარი მომღერლის ანა ხანჩალიანის სიტყვებმა ”იმიტო , რო ” ჩემს ყურში ცუდად გაიჟღერა, დიდი მადლობა მჩხაპნელს მისი გაკვეთილებისთვის : )

       0 likes

  27. მატყარააა :D რატომ მოიტყუე რომ დზმაცუდადდდ გყავდა? სისხლის გატეტრება ჰქონდა დააა ეხლა დარბაზსჰი იჯადა?

       0 likes

  28. ბექა ძალიან მომეწონა შენი ექსპერიმენტი, საღოლ

       0 likes

  29. M.A.

    @ n a t o o o o

    ანა ხანჩალიანს არ უთქვამს რომ მის ძმას სისხლის გათეთრება ჰქონდა. მაშინ, როცა ანა სცენაზე უნდა გამოსულიყო ძმა საავადმყოფოში წაიყვანეს, როგორც ანამ თქვა ანემიის გამო.

    აქვე განმარტება:

    ანემია – სისხლში რკინის ნაკლებობაა, განკურნებას ექვემდებარება და ამით როგორც ასეთი ადამიანები არ კვდებიან. ;)

       0 likes

  30. ნანუკა

    ამო იცი რას გეტყვი? სადაც ცხოვრობ იქაური ქუდი დაიფარე, თუ საქართველო არ მოგწონს აქვეა შენი ქვეყანა და წადი. ანა ხანჩალიანი კი მართლა ნიჭიერი ბავშვია და ეგეთი საქციელით ნუ აყენებ შეურარწყოპას, ყველას ერს ყავს თავისი ცუდი და კარგი რა, და მარტო სხვის ცუდს ნუ ხედავ რა!

       0 likes

  31. დავითა

    სუპერ პოსტია მართლა რა, მე ანას და ტყუპებს გავიყვანდი.

       0 likes

  32. TaaKoOo...=)

    ნანუკა@ მაგას ვის ეუბნები აქაც არის ის დაუნი ხალხი ვინც ანის ეროვნებაზე ლაპარაკობს?

       0 likes

  33. TaaKoOo...=)

    თინი@ ძაან მაგარი ხარ…..ყველაზე მეტად შენი პოსტები მომწონს….

       0 likes

  34. ნანუკა

    თაკო, ქართველი ვარო კი წერს მაგრამ აი ეს დაწერა რა ამო

    anis nairma somxebma tqven nair qartvelebs ki jobia ara dadges quchashi da danebi iqnios qartveli ggoebivit bevrni gyavt eseti nichierebi tbilissi motreulebi ro gabatavdebian me qartvelii var da dzaanac meamayeba eseti somexi tbilissi meti ra saqme gaqvt dajdet komptan da iuzdelot tqve uzdeleboooo.amo

       0 likes

  35. YOB

    ჰაჰა… +1000000 … მაგარი პოსტია ; )

       0 likes

  36. ჯაგლაგა ჩმო

    არიფო წინასწარმეტყველო გთხოვ გაგვანებივრე შენი ბრძნული და ფაიზაღი პროგნოზებით პოლიტიკაზე ოღონდ , ახლა მარტო შენ თუ გადაგვარჩენ

       0 likes

  37. ილია

    კარგი პოსტია!!! “წინასწარმეტყველს” ვეთანხმები და მჯერა, რომ ბოლო ნახევარფინალი ყველაზე მაგარი იქნება და კიდევ, პატარა მარიამის გამარჯვების მჯერა, პატარა ანგელოზი ფინალში გავა, მისგან მგონი სიურპრიზს უნდა ველოდოთ :)

       0 likes

  38. ახახხ

    მჩხაპნელო ძალიან მაგარი ბლოგერი ხარ. შენი ფანი ვარ რასაც ქვია :D შენ პოსტებს ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდებნი :)

       0 likes

  39. T.ale.N.ted.

    “სულმოუთქმელად ველოდები”_გამეცინა :D :D ბექა,ეს უკვე სულ სხვაა…შენ წარმოიდგინე და მეც კი არ გამჩენია არანაირი პროტესტი…მგონი გაამართლა ექსპერიმენტმა

       0 likes

  40. nikastan dakavshirebit rom weria xelebi maincc amoego jibidan da gaegima mainco ) me gipasuxebt magaze tu ratom iyo nikaa eset xasiatze.. pirveli mizezii iyo is rom iavnanas koncertii iyoo nichieramdee da sakmaoodd gadaglili iyoo.. etyoboda kidecc.. da meore mizezii niko gomelauriss avadmyopobis gamo iyoo eseti mowyenilii )) axlo megobrebi iyvneen da rom gaigoo misii janmrtelobis gauaresebis shesaxeeb swored magitom iyoo ese ) aamitom vfiqrobb ar girss ese gakritikebaa )) sxvaa danarchen livebze yoveltviss kargad esalmeboda xalxss ) ubralod martla cudad iyoo da sheilebaa rom gavugoott )

       0 likes

  41. ლადო

    მომეწონა…

    გეთანხმები ტყუპები იმსახურებდნენ გადასვლას… მაგათ ასაკში მასე ცეკვა იშვიათობაა… ჩემი აზრით მართლა ძალიან ნიჭიერები არიან ორივენი…

    მიაღწევენ აუცილებლად… ჯერ მთელი ცხოვრება წინ აქვთ..
    თუმცა მათ ხომ მიაღწიეს უკვე :D:D

       0 likes

  42. დაან მაგარიხარ ანა ხანჩალიანი! ვინც შენს ნიჭს არ დააფასებს და დაგიკარგავს ყველას დედა………..გისურვებ გამარგვებას.ალეკო აივაზაშვილი

       0 likes

  43. თითების_ადმირალი

    : )))

       0 likes

  44. ყველაზე მაგარი ხარ ანა ხანცჰალიანი

       0 likes

  45. ruti

    მაგარი ხარ ანი. აი როგორც იტყვიან ჭკ რაააააა

       0 likes

  46. ლდჯგლდჯდჯლდ

    მაგრად ვიხალისე :D

       0 likes

  47. :@:@:@

    pu tqveni ravqtvi 113635 zari gamovuhvit 6 kaci ertad vijeqit da tqven reebs chalichobt 10 procentit 2600 zari gamodis :@:@ chemi xmebi sad waiget es gamarkviet :@ mere simgera rom sheanela prodiuserma eg ra ponti iyo imitom agines da imitom araperi qna :@:2 pu tqveni ra vtqvi yvelgan chawyobaa ra :@:@ daxasiatebis ambavs agar vambob shagacvnlevinebs.simgera sheanelet reas erchodit am xalxs:@:@:@

       0 likes

  48. ლევანი

    ჯექსონი გავიდა ტუ არა ნახევარ ფინალში?

       0 likes

  49. მიკარხარრრრრ

       0 likes

  50. იქაური

    მომეწონა პოსტი. ესე რა ბექა :D

       0 likes

  51. ბექა სუპერ! :* :* :*

       0 likes

  52. ხახახა

    113635 ზარი საერთოდ ჯამში არ შემოსულა @@@ მისმინე, ჯეოსელმა რომ ამონაწერი დადოს პასუხს აგებთ?

       0 likes

  53. სალი

    ლექსი მომეწონა ძააააააააალიიიიიიიიიიიიიიიიიაააააააააააააააან :D :D :D :D :D

       0 likes

  54. ნიჭიერი კი არა ჯეოსტარია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!.ქეთი და ნაზი უნდა გადაიყვანონ რომ ფინალი მრავალფეროვანი იყოს!!!!!!!!!!!!

       0 likes

  55. ცრუ აშოტი

    “ნიჭიერი კი არა ჯეოსტარია” ამ ფრაზას რომ ამბობენ მინდა თვალებში ჩავხედო მაგ ხალხს და ისე დავცინო.
    ჩლუნგების ფრაზა.
    სულ 5 მომღერალია და 12 ფინალისტი იქნება რატომ არის ჯეოსტარი?

       0 likes

  56. მაგარი ხმა აქვს ფაქტია. შურიანებმა და გოიმებმა კი თავი შეიკავონ უაზრო კომენტარების წერით.

       0 likes

  57. ეროვნება ნიჩიერებასთან რა შუაშია?ფუ თქვენი ჩკუაც………

       0 likes

  58. ძაან მაგარი ხარ

       0 likes

  59. ლაშა

    MAGRAD IMRHERE.

       0 likes

  60. მარგო

    აუ როგორ მომბეზრდა რო იცოდეთ ამდენი უაზრი კომენტარების კითხვა ჭკუა არ გაქვთ? რა ჯეოსტარი რა ეროვნება მერამდენე საუკუნეში ხართ????

       0 likes

კომენტარის დამატება