დავით რობაქიძე – 9128
დავით რობაქიძე 11 წლის ასაკში დაინტერესდა ფოკუსებით. უყურებდა სპეციალურ გადაცემებს ტელევიზორსა და ინტერნეტში და მათი მეშვეობით ითვისებდა ახალ-ახალ ნომრებს. ამჟამად უკვე 1000 ფოკუსის საიდუმლოს ფლობს!
ნიჭიერამდე მის ფოკუსებს ვიწრო აუდიტორია- მეგობრები, ოჯახის წევრები და ჯგუფელები ეცნობოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ფართო მაყურებლისათვის გახდა ცნობილი მისი ნიჭის შესახებ, სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან უწევს თავისი ნიჭის დემონსტრირება და ჯიბეში ყოველთვის აქვს დასტა კარტი :)
დათო დაინტერესებულია ბიზნესით, პოლიტიკით, ფსიქოლოგიით, ფილოსოფიით. დიდი სურვილი აქვს, ფსიქოლოგიის ლექტორი გახდეს. გარდა ამ ყველაფრისა, წერს ლექსებს და ექსკლუზიურად nichieri.ge-სთვის ლექსიც გვაჩუქა:
მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსების უმრავლესობა სასიყვარულოა, დათოს გული ჯერ ისევ თავისუფალია (ყველა სიმპათიური, ჭკვიანი და მხიარული გოგოს გასაგონად!).
პროექტში გულშემატკივრობდა ავთო გოგეშვილს. ისინი დიდი ხანია მეგობრობენ . როცა ერთად არიან, მათი სალაპარაკო თემა მხოლოდ ფოკუსებია!
ახლა გულშემატკივრობს გუგა ჭყონიას და მოზაიკას.
ინტერვიუ დათოსთან შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ლინკზე.
მხარი დაუჭირეთ დავით რობაქიძეს. დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9128. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91285.
დათოს კასტინგი:



კომენტარები
Powered by Facebook Comments