თევზი ანუ მარიამ რაფავა – მე ვამბობ კი-ს
მარიამ რაფავას ნომერს ბევრი მითქმა-მოთქმა და რეაქცია მოჰყვა. შოუს ეთერში გასვლამდე მისი გამოსვლა ვიღაცამ ”რუსთავი 2-ის სერვერიდან მოტეხა” და ფორუმებზე, ფეისბუქზე, მაი ვიდეოზე და ა.შ.-ებზე დაიწყო ზოგადად ”ნიჭიერის” და მარიამ რაფავას შეფასება. ყველგან მორალი გვაწვიმდა, სადაც ამაზე იყო საუბარი. ზოგიერთები ასეც ამბობდნენ: ”რა ცუდები ხართ, ამ ავადმყოფს რომ დასცინითო” – რაღაც პარადოქსია არა? თან ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო და თან მორალი წაიკითხო მის სახალხოდ გამოჩენის გამო.
არადა ვითარება საერთოდ სხვანაირია. პირადად მე ამ ქალბატონს კი-ს დავუწერდი და შემდეგ ტურშიც გავუშვებდი, მივცემდი იმის შანსს, რომ სხვა ცხოველების ან საგნების იმიტაციას გაეკთებინა. მე შეიძლება თვალმა მომატყუა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მარიამ რაფავას გამოსვლაში ჩვეულებრივი ”სტენდ-აფ კომედიის” ელემენტები დავინახე. მაგალითად, ცნობილი რუსი მსახიობის ლეონიდ იერმოლნიკის კარიერა სწორედ ასეთი ნომრით დაიწყო, როდესაც მან ყანჩას მიბაძა სცენაზე – მაშინ მისთვის არავის დაუცინია, არც არავის გაურიყავს, არც არავის უვარაუდია რომ მასთან მოსწავლეებს აღარ მიიყვანდნენ და ა.შ. ისე კაცმა რომ თქვას, თუ ამ მონაწილეს საზოგადოება გარიყავს მხოლოდ იმის გამო რომ მან თავისი შანსის გამოყენება სცადა, ვინ უფრო ცუდია? პროექტი თუ საზოგადოება, რომელსაც მორალისგან ლამისაა მირონი წამოუვიდეს – ამ დროს კი ამ ქალს საშინელ დღეში აგდებს? ის, რომ საზოგადოება სასტიკია, ვისი ბრალია? მოკლედ ეს შეკითხვები და თეზისები შეგვიძლია გაუთავებლად ვწეროთ, მე უფრო სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
ჩემი აზრით, კოხორა, დნნ დშნ და მარიამ რაფავა – სამივე დიდი პოტენციალის მატარებელია როგორც სტენდაფ კომიკოსი. მათი გამოჩენა საზოგადოების წინაშე სხვანაირი კონტექსტით მოხდა და შეიძლება აბსურდადაც მოგეჩვენოთ ჩემი იდეა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში გართობა-სანახაობის სფეროზე მომუშავე ნორმალური პროდიუსერი რომ გვყავდეს, სამივე ვარსკვლავად იქცეოდა. გამოიყენებდნენ მათ სახეს, დაუწერდნენ სცენარებს და შექმნიდნენ ახალ პიროვნებებს ამ ბიზნესში.
ჩვენთან? ჩვენთან მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები დაიჩაგრებიან, ყველაზე ირონიული ისაა რომ ვინც ყველაზე მეტად მორალისტობს – პირველ ქვას თვითონ ესვრის ამ ხალხს.
ამის თქმა მინდოდა.








მგონი საკუთარი აზრის გამოთქმით არაფერს დავაშავებ და ვიტყვი რომ ” კოხორა, დნნ დშნ და მარიამ რაფავა ” ეს არიან ადამიანები რომელთაც აქვთ აშკარა პრობლემები სულ მცირე ფსიქიკაში მაინც და სხვადასხვა შოუში მათ არასრულყოფილებაზე აქცენტირება და ამით შოუს რეიტინგის გაზრდა როგორც მინიმუმ არაეთიკურია,
”ნიჭიერში” კი უმჯობესი იქნება ნიჭიერი ადამიანები გადავიდნენ შემდგომ ტურებში და არა ისინი ვინც ხალხისთვის სასაცილო აღმოჩნდება.
სწორედ ამაზე მაქვს ამ პოსტსი საუბარი – მიდის ადამიანების თითქოს დაცვა, მაგრამ ამ დროს დიაგნოზებ ძალიან მკვეთრად ისმება :)
ეს უკვე დაცინვაა დაცვა კი არა !!! ნუ რეიტინგი ხომ აქვთ რაც მთავარია !!
მე პირადად ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ ამ ადამიანში,პირიქით მომწონს კიდეც!..თევზსაც ძალიან კარგად ასახიერებდა,დაჟინებით იმასაც ვერ ვიტყვი ძალიან ნიჭიერია თქო,თუმცა პოტენციალი ნამდვილად აქვს.. ვერც კოხორას და დნნ დშნ_ს ჯგუფში გავაერთიანებდი..
სრული სისულელეა ყველას რაჭველები ჯობია
კარგით რა სასაცილო ადამიანი იყო აპა რა იყო ქალი რომ ასე გაისულელებს თავს მე ის ნორმალურად არ მიმაჩნია. დნნ დშნ და კოხორასთან ეს ქალი შუაში არ არის ისინი ბუნებრივები არიან ეს კი სულ სხვაა . კარგით რა აპა სასაცილო არ არის :D
არ მეთანხმებით?
ნებისმიერ შემთხვევაში-ხაზს ვუსვამ-ადამიანების დაცინვა უ ზ ნ ე ო ბ ა ა და უფრო მეტიც: დიდი ცოდვა!!!
ეს “სერვერიდან მოტეხა” მკლავს რა :))))
რაც შეეხება თევზს და მასზე კაიფს… ჩემს ბლოგზე მიწერია ამაზე საკმაოდ დაწვრილებით :yes:
თუ პროექტს ნიჭიერი ქვია ნიჭიერები უნდა გამოვიდნენ და არა მასხარები…………
მართლა რა არი ეგ ამხელა ქალს არა აქბს იმისი სჰეგნება რო ნიჭიერი კი არა სულელიაა?
გიჟი არ გეგონოთ მაგრამ მე მარიამ რაფავას გამოსვლა მომეწონა..რატომ მე თვითონაც არ ვიცი………….ნიკა მემანიშვილი ჯიგარია რაა…!!!!
კაი სტატიიაა მომეწონა და ვეთანხმები: )
ჰაჰ:)) რა ყოფილა თურმე :D
მთელი ცხოვრება რომ მეფიქრა, ვერანაირ გამართლებას ვერ მოვუძებნიდი მარიამ რაფავას მიმართ “კი”-ს :D (შეიძლება იმიტომ, რომ მორალისტობისგან მირონი არ მდის :D )ხოდა ამ პოსტის მერე დავფიქრდებოდი:user:
ამხელა პედაგოგმა ქალმა თავი ასე როგორ გაისულელა?ისე მარტლა მიბაძა :D
ვინც ყველაზე წესიერია იმან დაცინოს პირველმა :|
ერთს ვიტყვი რა , ამ ნომერზე გეგამ რაც გააკეთა სრულიად მიუგებელია, მხედველობაში მაქ როდესაც მან სხვა ჯიურების მაგიერ დააჩირა ხელი ღილაკებს, არცერთ ქვეყანაში ამ პროექტში არცერთ ჯიურს არ აქვს უფლება სხვის მაგივრად ღილაკს ხელი დააჩიროს
და რაც შეეხება ამ ქალბატონს ბევრი ამ ქალის დონემდეც ვერ მივა ვინც ამას დასცინა, უხეშად ნათქვამი გამომდის მაგრამ ჯიმ ქერიმაც ცხოველების განსახიერებით დაიწყო კარიერა, მაგრამ რას გავეწყობით ჯიმ ქერიმ ხო ეგ ამერიკაში გააკეტა და ამ ქალბატონმა კიდევ საქართველოში სადაც საზოგადოების უმეტესი ნაწილი კვლავ საჩიროებს ერუდირებას! ჩემი აზრი ეგეთია
ჩემი აზრით, ადამიანს რომელსაც მიაჩნია თავი ნიჭიერი და გამოდის ამ პროექტში, მაგრამ სამწუხაროდ მსგავსი რამ, რომ არ აღმოაჩნდება მაშინ მოდი რა იქ მიგებული სტრესი ვაკმაროთ და ნუ გაუშვებენ ტელევიზორით და ნუ გაუკეთებენ აჟიტირებას ბოდიშიდა გაბანძების მიზნით.
ნიკა, რატომ აკეთებ მცდარ განცხადებებს? ვგულისხმობ ამ წინადადებას: “არცერთ ქვეყანაში ამ პროექტში არცერთ ჯიურს არ აქვს უფლება სხვის მაგივრად ღილაკს ხელი დააჩიროს”
ბრიტანულ და ამერიკულ ვარიანტშიც ყოფილა როდესაც ჟიურის ერთ წევრს სხვის ღილაკებზე დაუჭერია ხელი.
ყვავსკიც მორალისტი გახდა? :))) ეს ეტყობა მომგებიანი პოზიციაა ქართულ ინტერნეტ სივრცეში. ცინიზმი, ზოგადი უკმაყოფილება და ამავდროულად მორალის კითხვა. :)))
ჩემი აზრით, კოხორა, დნნ დშნ და მარიამ რაფავა – სამივე დიდი პოტენციალის მატარებელია როგორც სტენდაფ კომიკოსი. მათი გამოჩენა საზოგადოების წინაშე სხვანაირი კონტექსტით მოხდა და შეიძლება აბსურდადაც მოგეჩვენოთ ჩემი იდეა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში გართობა-სანახაობის სფეროზე მომუშავე ნორმალური პროდიუსერი რომ გვყავდეს, სამივე ვარსკვლავად იქცეოდა. გამოიყენებდნენ მათ სახეს, დაუწერდნენ სცენარებს და შექმნიდნენ ახალ პიროვნებებს ამ ბიზნესში.
ჩვენთან? ჩვენთან მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები დაიჩაგრებიან, ყველაზე ირონიული ისაა რომ ვინც ყველაზე მეტად მორალისტობს – პირველ ქვას თვითონ ესვრის ამ ხალხს.
ამის თქმა მინდოდა.
*********************************
ბოლომდე ვეტანხმები ავტორს.
აჩი მართალი ხარ, გეტანხმები!
და ერთიც მარიამ რაფავა იმსახურებს ტანაგრძნობას და პატივისცემას.ის ხომ დამარცხებულია,რატომ არ არის ჩვენში ამის კულტურა?
მიყვარხარ მარი კახელასჰვილი :|
რას ერჩით, მაგარი შეასრულა ამ ქალმა =)
ზენტროპა იქნებ მოიძიო ონლინე სივრცეში ეგ ვიდეო სადაც ამერიკულ ან ბრიტანულ ვარიანტში ჯიური მეორე ჯიურის ღილაკსაც აჩერდეს ხელს და გვაჩვენე ხალხს რომ იქაც ხდება ეგრე
პრობლემა ის კი არ არის, რომ რაღაც ისე გააკეთა, რომ ყველას მოწონება ვერ დაიმსახურა. პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხს მისი დაცინვის და დამცირების უფლებას აძლევს. ხო, მეც გამეცინა, როდესაც დავინახე, მაგრამ დამცირებას საჭიროდ არ ვთვლი. ადამიანმა ჯასთ თავისი სცადა.
აი კოხორაზე ვერ დაგეთანხმები ვერანაირად, მარა დშნ დნნ-სგან კაი როჟის დაყენება შეიძლებოდა კაი პატრონის ყოლის შემთხვევაში
მაგარი ნიჩიერი იყო თევზის როლს მაგრად ასრულებდა და მერე რომ დაიწყო ხანძარი არიო ხეები იწვიანო ეგ ყველაზე მაგარი იყო უნდა დაეცდიათ ბოლომდე შეიძლება ბოლოს ეთქვა მაია ასათიანი ჩემი და არიო… მღელვარეებმა ეგრე იციან . ერთი გიჟი მეზობელი მყავს და ზუსტად ეგრე უბერავს….
მაგარია მეც ვშვები ისე ტუჩებს
აბა, აბა, ისეთი ნიჭიერია რომ… კარგით რა. ამხელა ქალი რომ გამოვა და დაიწყებს ასეთ ცანცარს…
მოკლედ არ იყო “ნიჭიერი”-სთვის განკუთვნილი პიროვნება!
მე ვთვლი რო მარიამ რაფავა საერთო არ უნდა მოსულიყო ამით მან ძალიან დააშავა იმიტომ რომ ახლა ის ბევრს გონია გიჟი
არ შეიძლება ხალხის ასე გამაიმუნება. დააშავა რომ მივიდა, მაგრამ არა საჭირო ამდენი ყურადღების მიქცევა.
კარგით რა ხალხო, ცოდოა :(
dzalain didi sisulele iko dzalain mariamis gamosvla
ცოდო არა ისა კიდე
მაგარი მღელვარე იყო ეგ რაფავა
რა დებილი ქალია რა წყალი წყდება თევიზი კვდება!!!!
მემგონი ეს ის ადამიანია ვისაც ყველაზე მეტად სჰცჰირდება დახმარება
ვფიქრობ ეს ადამიანი კრიტიკას არ იმსახურებს….რაც შეეძლო ის გაააკეთა……
ეგრე მეც სჰემიძლია მაგრამ ტავს არ ვირცხვენ. ეს ქალი კი ვერაა
ლოლოს ვეტანხმები
ამდენი სალაპარაკო არ იკო ეს…
მარიამ მაგაზე ბავშვი მაგარა იკაიფებდა მარა უფროსების რა მოგახსენო
რა ბანძი ხარ იდიოტო როგორ არ შეგრცხვა
რა არი sჰეsაცრქვენი ? :| ეs ქალი ძააალიაააან კარგი მsააკჰიობი და არავინ sჰემეცინააგმდგოთ ჰმ…..
ამ ქვეყანაში გართობა-სანახაობის სფეროზე მომუშავე ნორმალური პროდიუსერი რომ გვყავდეს, სამივე ვარსკვლავად იქცეოდა. ადმინ არ გინდა ბედი ცადო? : DDD
პრცყალებsჰი უნდა ჩამეsვაა მომიტევეთ : P
მე არ მომეწონა!
vaaaaaaai:D
აქედან საუბარი ადვილია :) თქვენ გადით რომელიმე და იგივე გააკეთეთ აბა :D წარმომიდგენია ეხლა მე მაგხელა აუდიტორიაში რო გავიდე და ეგრე ვიმსახიობო ? არამგონია რომელიმე ჩვენთაგანმა ეს შეძლოს ამიტომ დაცინვა ზედმეტია