სცენაზე გასვლის წინ
რუსთაველის თეატრში კასტინგები გრძელდება! მონაწილეები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა „ნიჭიერის“ სცენაზე გამოსვლას ელიან, ჟიურის და მაყურებლის წინაშე გასვლის წინ ღელავენ, ბოლოჯერ გადიან საკუთარი ნომრების რეპეტიციას.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის წინასანიჭიერო განცდებს სპეციალურად ნიჭიერის ბლოგისთვის:
ზვიადი – №1721 (მოცეკვავე)
4 წლის წინ, პირველად ვნახე Britain’s Got Talent-ი. ბავშვობიდან ვცეკვავ და ძალიან მომეწონა. მას შემდეგ, ინტერნეტში თითქმის ყველა ანალოგი ვნახე და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მსგავს სცენაზე გამოსვლის საშუალება მომცემოდა. როცა გავიგე, რომ რუსთავი2-მა საქართველოშიც ჩამოიტანა Got talent-ი, დავიწყე გამოსვლაზე ფიქრი. უფრო სწორად, მაშინვე გადავწყვიტე, მაგრამ სანამ არ ჩავთვალე, რომ ნამდვილად მზად ვიყავი, მონაწილეობა არ მიმიღია.
ცეკვა ჩემი ჰობია და არა პროფესია, თუმცა, ბავშვობიდან მთელ ენერგიას მას ვახმარ. ახლობლებისთვის სიურპრიზი იქნება ჩემი გამოსვლა. ჯერ სახლში ვვარჯიშობდი, შემდეგ კი საღამოობით სკოლის დარბაზში.
სოფოს, გეგას და ვანოს მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი, ვიცი, რომ ობიექტურები არიან და ველოდები როგორ ჩაივლის ჩემი ნომერი. ძალიან ვნერვიულობ, ოთხი წლის ოცნების ასრულებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი!
საბა – №1780 (ბიტბოქსერი)
„ნიჭიერის” ორივე სეზონი ნანახი მაქვს, ერთი გადაცემაც კი არ გამომიტოვებია. ორი წლის წინ დავიწყე ბიტბოქსში ვარჯიში, ინტერნეტში ნანახი ვიდეოების მიხედვით. თავიდან არ გამომდიოდა კარგად, მაგრამ ყოველ წუთს ვარჯიშის შედეგად, მივაღწიე მიზანს.
ვფიქრობ, მეორე ტურში გადავალ. გამარჯვებაც ძალიან მინდა, მაგრამ იმედი არ მაქვს. ეს ჟანრი ჯერ კიდევ არც ისე პოპულარულია. ჯერ არ ვნერვიულობ და იმედი მაქვს, არ ვინერვიულებ, რადგან ეს ყოველთვის ხელს უშლის კარგად შესრულებას.
ნინო – №2901 (მომღერალი)
„ნიჭიერის“ პრეკასტინგზე ბათუმში მივედი და ბოლო მონაწილე ვიყავი იმიტომ, რომ ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გადამედგა, თუ არა ეს ნაბიჯი. ეს ნერვიულობის გამო იყო. თუმცა, როცა წინა სეზონებს ვუყურებდი, ყოველთვის მინდოდა იმ მონაწილეებს შორის მეც ვყოფილიყავი და საბოლოოდ გადავწყვიტე.
ახლა, სულ ცოტა ხანში ჟიურის წინაშე მომიწევს გასვლა. როგორც სოფომ, ვანომ და გეგამ თქვეს, წელს უფრო მკაცრები უნდა იყვნენ, მაგრამ ვიცი, რომ ობიექტურები იქნებიან. იმედი მაქვს არ ვინერვიულებ.
მართალია ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ „ნიჭიერი“ ყველა მათგანისგან განსხვავებული, საპასუხისმგებლო და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია – მთელი საქართველო გიყურებს!
კასტინგებს უკვე გამოცდილი მონაწილეებიც ესწრებიან. მათ წინა სეზონებზე სწორედ ასეთივე განცდები ჰქონდათ სცენაზე გასვლის წინ :) ერთ-ერთ მათგანს, მეორე სეზონის ნახევარფინალისტ ილუზიონისტს, ირაკლი სარალიძეს (გრიზლი) ვკითხეთ ახალი მონაწილეების და ახალი სეზონის მოლოდინების შესახებ აზრი:
იმის მიუხედავად, რომ მეთორმეტე კლასში ვარ და ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს, უკვე მესამედ ვესწრები კასტინგს. რამდენიმე ჩემი კოლეგაც ვნახე და მომეწონა რამდენიმე მათგანის ნომერი. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი განსხვავებული მონაწილე, განსხვავებული ჟანრია. ზოგი კი განსაკუთრებით – არც ერთ ანალოგში არ მინახავს მსგავსი რამ. რაც შეეხება ჟიურის, წელს უფრო გამოცდილები არიან. კარგი გადაწყვეტილებაა, რომ არ შეიცვალა შემადგენლობა. ნიჭიერის ბლოგის მკითხველებს უკვე შემიძლია ვუთხრა – ძალიან საინტერესო სეზონი გველის, ამ სიტყვის ყველაზე მძაფრი გაგებით.
კასტინგების დასრულებამდე დარჩა 2 დღე!

რატომ before/after ? ნიჭიერის მეორე გადაცემა ჩემთვის ამ ეპითეტით რამდენიმე გამომსვლელის გამო დახასიათდა, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი და ეხლა ნიჭიერში უფრო გაზრდილები და განვითარებულები ვნახე^^პირველივე გამომსვლელებით ძალიან მოვიხიბლე მეც და ჟიურიც და ალბათ ყველა^^ 7 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარმა ჯგუფმა Dream Walkers-მა შესაფერისი კლუბური მუსიკის ფონზე შესრულებული ცეკვით … განაგრძეთ კითხვა კომენტარები კომენტარი
დაიწყო ნიჭიერი და კალენტარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა. ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ……… ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა კომენტარები კომენტარი
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი [...]
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა კომენტარები კომენტარი






როდიდან გავა მომენატრა
ალბად უფრო მეტი ღადაობა იქნება ვიდრე წინა სეზონებში :D
აუუუ მართლაა მომენატრა როდიდან გავაა იმედია უფრო ბევრი მსურველი იქნება და სასაცილოც
დღესაა ნიჭიერიი ???? : D
მოუთმენლად ველოდები, წარმატებები ნიჭიერს
[...] http://nichieri.ge/prestage/ [...]