სტრიპტიზი და ძელზე ცეკვა
პროექტის პირველ და მესამე სეზონში, სცენაზე სხვა უმრავ ნომერს შორის, ე.წ. ”სტრიპტიზი” გამოჩნდა. ნინო ჯავახიშვილის და ლიზას გამოსვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თუმცა, თუ ნინოს პირველი გამოსვლა, ძირითადად კრიტიკულად შეაფასეს, მისმა წარმოდგენამ ნახევარფინალში და ლიზას გამოჩენამ კასტინგებზე, ბევრი მოწონება დაიმსახურა.
ძელზე ცეკვას ( Pole Dance) ძალიან ხშირად შეცდომით უწოდებენ სტრიპტიზს და მიუხედევად იმისა, რომ ერთი მეორეს ელემენტია, მათ შორის, მაინც არის განსხვავებები:
სტრიპტიზი (Striptease) – ეროტიული, ეკზოტიკური ცეკვა, რომლის შესრულების პროცესში, მოცეკვავე თან და თანობით შიშვლდება.
ძელზე ცეკვა – წარმოდგენა, რომელიც შეიცავს, ძელზე შესრულებულ, ცეკვის, გიმნასტიკისა და აკრობატიკის ელემენტებს.
პირველად, წარმოდგენის ეს სახე მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ამერიკაში გამოჩნდა, სადაც მოხეტიალე მოცეკვავეები დამხმარედ ძელს იყენებდნენ. მე-20 საუკუნის 50-იანი წლებისთვის, ძელზე წარმოდგენებმა კლუბებში და ბარებში გადაინაცვლეს, სადაც სტრიპტიზის ერთ-ერთ ელემენტად იქცნენ.
უკანასკნელ წლებში, ძელზე ცეკვა ტრანსფორმირდა, როგორც ცეკვისა და ფიტნესის სახეობა. მასში ეროტიულობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ძირითადი აქცენტები პლასტიკაზე და აკრობატულ ელემენტებზეა გადატანილი. 2005 წელს, ჰოლანდიაში, პირველი ჩემპიონატი გაიმართა მსგავსი ცეკვის შემსრულებლებს შორის. ჩემპიონატის წესების თანახმად, სრული სიშიშვლე ნომრის ჩვენებისას აკრძალულია.
დღეისათვის, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება შეჯიბრებები და კონკურსები ძელთან ცეკვაში. 2009 წელს ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც გამარჯვებული გახდა ავსტრალიელი ფელიქს კეინი
ცეკვის ამ სახეობის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მისი შემსრულებლები სხვა და სხვა ქვეყნის “got talent” შოუებშიც გამოჩნდნენ. მოცეკვავეები გამოდიან:
სოლო ნომრებით
ჯგუფური წარმოდგენით
ასევე, “got talent” შოუებში გამოჩნდნენ მამაკაცი შემსრულებლები:
საერთო ჯამში, ძელზე ცეკვა, აღარ არის მხოლოდ ”სტრიპტიზის ელემენტი”, როგორადაც ის ადრე ითვლებოდა: ის ჩამოყალიბდა სპორტისა და ხელოვნების ცალკე სახეობად, არის რთული, მოითხოვს ბევრ შრომას, კარგ პლასტიკას, სმენას, კარგად განვითარებულ კუნთოვან სისტემას და ცეკვის ნიჭს. ამბობენ, არსებობდა, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ძელზე ცეკვის, როგორც ცალკე სახეობის შეტანის, იდეა. თუმცა ის უარყვეს, ცეკვის შეფასების ზუსტი კრიტერიუმების არ არსებობის გამო.
ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს სახეობა მომავალში. მანამდე კი, დავტკბეთ მისი ცქერით, ნიჭიერის მესამე სეზონში!







ნორმალური ძელი ვერ დაუდგეს იმ კაცს?! :დდდდ მთელი ვიდეოს განმავლობაში მეგონა რომ გადატყდებოდა :დდდდდ
ძალიან კარგი სანახაობაა ^^ რატომ უდგებიან ამ საქართველოში ამას ღიპის იზვრაშენეცი სახით ფხანით და ათი თითით შტვენით ალბათ ვერასდროს ვერ გავიგებთ :დდდ
tqven xom xalxi ar yopilxart ra erti tvea gexvecebit ferxulis vidoes da ar gvagirset,ra ubedurebaaa,gmerto chemo,is sakmarisi araa naxevarpinalshi roma r gadaiyvanet ise mianc dadet rom xalxma naxos
ძელზე ცეკვას როგორ ეძახიან როცა თვითონ თქვა სტრიპტიზს ვიცეკვეფო ტან DIVA ში მუშაობს და არამგონია შეშლოდა
ოთო, კითხვა იცი? :)
ნაწერიდან შინაარსის გამოტანა?
ხოდა გადაიკითხე კიდევ ერთხელ პოსტი )
არავინ ცუდად არ უდგება, მაგრამ რომ გაშიშვლდები და მკერდს გამოაჩენ სადაც არავითარი საჭიროება არაა ეგ არის შეურაცხმყოფელი და არა ბოძზე სრიალი! სადმე ამ ვიდეოში ხედავთ რომ ვიღაც შიშვლდებოდეს იმისთვის რომ ხალხს თავი მოაწონოს? მათი ტალანტი არის ილეთების კეთება (მოკლედ ბოძზე სრიალი) და არა მკერდის დარეკლამება!