15 May

“საქართველოს ბანკის” ფავორიტმა “ბერმუხამ” 1242 ხმა დააგროვა!

“ნიჭიერის” მეორე ნახევარფინალზე “საქართველოს ბანკის” ფავორიტი ანსამბლი “ბერმუხა” გახდა. “ბერმუხასთვის” ხმის მიცემა შესაძლებელი იყო “საქართველოს ბანკის” ფეისბუქის გვერდიდან, ამ ლინკის მეშვეობით: http://www.facebook.com/BankOfGeorgia?sk=app_181484345235023

“ბერმუხამ” 24 საათის მანძილზე 1 242 ხმა დააგროვა. მათ ეს ხმები მეხუთე ნახევარფინალის შემდეგ, 5-ვე ფავორიტს შორის ხმის მიცემისას დაემატებათ. ხუთეულიდან ერთ-ერთი კი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, “ნიჭიერის” ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ხვალ, გადაცემის დასრულებისთანავე საქართველოს ბანკი მესამე ფავორიტს დაასახელებს და ხმის მიცემის დრო მისთვისაც 24 საათი იქნება. ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულიდან: http://www.facebook.com/BankOfGeorgia?sk=app_181484345235023

პარალელურად კი კვლავ მიმდინარეობს “ნიჭიერის” ინტერნეტ-ვერსია – ინტერნეტნიჭიერი!

ამჯერად მონაწილეები ერთმანეთს მეათე ტურში ეპაექრებიან! ინტერნეტნიჭიერის დასრულებამდე მხოლოდ და მხოლოდ 2 ტური დარჩა – მე-12 ტურის შემდეგ წინ ფინალური ტურია, სადაც თითოეული კვირის მანძილზე გამარჯვებული პირველი სამეული, ანუ სულ 36 მონაწილე შეეჯიბრება ერთმანეთს საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული პრიზებისათვის. პრიზები კი მართლა მომხიბვლელია -  პირველი ადგილისთვის – 1-კვირიანი დასვენება ბოდრუმში, მეორე ადგილი ბათუმის შერატონში გაატარებს კვირას, მესამე ადგილის მფლობელი კი ყვარლის ტბის რეზორტზე დაისვენებს.

კონკურსში მონაწილეობის წესებისთვის გადახედეთ ამ გვერდს. ხოლო თუ თქვენ უბრალოდ მაყურებელი ბრძანდებით და შეფასება უფრო გიყვართ, ვიდრე მონაწილეობა, მაშინ აუცილებლად დაათვალიერეთ მონაწილეების ვიდეოები და მოიწონეთ ფავორიტები, რადგან სწორედ თქვენ წყვეტთ, ვინ იქნება ინტერნეტნიჭიერის გამარჯვებული!

14 May

ახალი რუბრიკა ბლოგზე- პერსონალური მესიჯი!

ნახევარფინალების მანძილზე გულშემატკივრები განსაკუთრებით აქტიურობენ.მონაწილეები კი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ, უნდათ, რომ არ გაუცრუონ იმედები მაყურებელს და ჟიურის.
ასეთ დროს, თქვენი ზარებით მხარდაჭერის გარდა, მორალური მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი სტიმულია მათთვის!

nichieri.ge  ექსპერიმენტის სახით გთავაზობთ ახალ რუბრიკას “პერსონალური მესიჯი”, რომელიც ყოველ კვირას იმუშავებს ფინალის ჩათვლით, თუ თქვენს მოწონებას დაიმსახურებს :)

არსი მდგომარეობს შემდეგში: თქვენი ამ პოსტის კომენტარებში  დაწერილი “მესიჯები”, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კითხვას რომელიმე ნახევარფინალისტის მიმართ, ან უბრალოდ გამამხნევებელ ტექსტს, რომ გულშემატკივრობთ მას, კვირას,  ნახევარფინალის წინა დღეს ამოიბეჭდება და პირადად წავაკითხებთ მათ! შემდეგ კონკურსანტები თვითონ ამოარჩევენ ერთ  ან რამდენიმე კითხვის, ან “გულშემატკივრული” კომენტარის ავტორს და   პირადად უპასუხებენ დაახლოებით ასეთი სახით:

(იმ განსხვავებით, რომ “პასუხის ფურცელს” თავად დაიჭერენ ხელში და “@ჩვენი მკითხველების” ნაცვლად “@(კომენტარის ავტორი)”-ს სახელი იქნება! :)) )

ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ თქვენს ფავორიტ მონაწილეს, ამ შემთხვევაში მესამე ნახევარფინალიდან, მისწეროთ კომენტარი, ის აუცილებლად მიაღწევს ადრესატამდე!

სურათები “პასუხით ხელში” კვირა საღამოსვე დაიდება ჩვენს facebook-ზე იმ ალბომში, რომელშიც “ნიჭიერი”-ს სცენის მიღმა კადრებს ვდებთ. ორშაბათს კი, მათ შესახებ გაკეთებულ მოკლე ბიოებთან ერთად, აქ, ბლოგზეც იხილავთ.

თქვენს კომენტარებს ამ კვირაში ელიან:

  • Black Balance
  • ჯუმბერ ნოზაძე
  • ბოლნელი
  • სანდრო ცისკაძე
  • ნია კვარაცხელია
  • მოხუცები კათარზისიდან
  • our style
  • ცირა კუპრაშვილი
  • მარიამ აკობია
  • თავისუფალი
13 May

ვის გულშემატკივრობთ მესამე ნახევარფინალში,16 მაისს?

ვის გულშემატკივრობთ ფინალში, 6 ივნისს?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
12 May

მეორე სეზონის მეორე ნახევარფინალი

მეორე ნახევარფინალს სიურპრიზების ნახევარფინალი დავარქვი! აბა, სხვაგან სად დგანან სცენაზე ჩაკ ნორისი და გივი სიხარულიძე  ერთად? ან რომელ შოუს აქვს ასაფრენი ბილიკი და აუზი, სადაც ქალთევზების დასაჭერად ვანიკო ანკესით მიდის?

ხუმრობა იქით იყოს და ვფიქრობ, განსახილველი ბევრი საკითხია ამ ათეულში. ასე რომ:

ნიღბების ცეკვა

ნიღბების ცეკვაში რომ ცეკვა კი არა, ნიღბების სწორად შერჩვა-გამოყენებაა მთავარი, ამაში ალბათ არავინ შემედავება. თუმცა ამჯერად, ქასთინგთან შედარებით, ცეკვაც უკეთესად იყო დამუშავებული. იუმორის საკმარისი დოზა (განსაკუთრებით ჩაკ ნორისის და გივი სიხარულიძის “ეპიზოდი” იყო სახალისო) და მთავარი, ნომრის კულმინაცია- ბევრი გეგა! არ ვიცი საკუთარი თავის დანახვაზე ავტომატურ რეჟიმში რატომ აჭერს გეგა წითელ ღილაკს ხელს, მაგრამ ასე კარგად მოცეკვავე “გეგები” მე ჯერ არ მინახავს! : ))

ქუთათურები

მათი ქართული რეპერტუარიც კარგად ჟღერდა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამიერიდან უფრო და უფრო მეტ სიმღერას დაამუშავებენ იმ ჟანრში, რითაც ნახევარფინალში ვიხილეთ. აკაპელაში გქონდეს ისეთი ჰარმონია, რომ ბევრი არაფერი დააკლდეს მელოდიას ინსტრუმენტების გარეშე, თანაც ასეთი მცირე შემადგენლობის პირობებში, რთული მისიაა და კარგად გაართვეს თავი. არც ერთ მომენტში არ დაურღვევიათ ბალანსი  და მინდა აღვნიშნო სოლისტის დამსახურებაც – ხმის ტემბრი და ინგლისური აქცენტი ძალიან დახვეწილი იყო. ამ ყველაფრის სინთეზით, ისინი მეორე ათეულის ფავორიტთა სიაში ნამდვილად შედიან. ვანო შეფასებაში არ შეცდა და დროა იფიქრონ BoyBand-ობაზე ქუთათურებმა!

ბერმუხა

“ჰაერი, კარგი კვება, შრომა”

არ ვიცი რა ჰაერია ხულოში ამისთანა, მაგრამ “ბერმუხა” ქასთინგის მერე უფრო თუ გაართულებდა მოძრაობებს ვერ წარმოვიდგენდი. მათი შეფასება მიჭირს კიდეც, ცოტა უცნაური შესაფასებელია ამ წლოვანების ადამიანების ასეთი შესაძლებლობები…

ინესა კრივოშეევა

“ნიჭიერის ასაფრენ ბილიკზე დიდი მზადებაა”

ინესას ნომრის სტილი კი არაფრით იყო განსხვავებული  ქასთინგისგან, თუ მცირე დეტალებს არ ჩავთვლით, მაგრამ ილეთები უფრო მრავალფეროვანი იყო და კოსტუმიც უკეთესი. შესაბამისად, მეორე ნახევარფინალის “პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ბრწყინვალე” გამოსვლაც იყო, ლამაზი ნომერი გამოვიდა საერთო ჯამში. ერთი ის იყო, რომ შესრულებისას, პოზიციიდან პოზიციაში გადასვლისას, ცოტა ყოვნდებოდა, რაც ბუნებრივია როცა “ცაში” ხარ გამოკიდებული  და დრო სჭირდება ილეთის “დაფიქსირებას”. ამიტომ უცებ ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა ასეთი ნომერი დუეტში. წარმოიდგინეთ, ორი მბრწყინავკოსტუმიანი გოგონა რგოლებით, ისეთი შერწყმული მოძრაობებით, რომ პაუზები არ იგრძნობოდეს. ცოტა შორი გზა კი მოვიარე გეგას შეფასებამდე მისვლაში, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ ინესას ნომრის ყურების შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი მოქმედი ცირკი არსებობდეს საქართველოში, სადაც მისნაირი აკრობატები იქნებოდნენ და დუეტში კი არა, თუნდაც ხუთნი ერთად გამოვიდოდნენ ნიჭიერის სცენაზე! :)

ნიკა და ქეთი

კარგად მახსოვს, როდესაც პირველად დავინახე სცენაზე ეს წყვილი, მაშინვე ვთქვი, რომ რაღაც განსაკუთრებული და სახასიათო აქვთ. ეს განსაკუთრებულობა მათ ცეკვასაც განსაკუთრებულ იერს აძლევს.

რაც შეეხება ცეკვას, პირველი და ყველაზე დიდი პლიუსი- ისინი აკეთებენ შოუს და როგორც სოფომ თქვა, პროფესიონალი მოცეკვავეების გარდა, პროფესიონალი მსახიობებიც არიან. შემდეგ ზემოთხსენებული განსაკუთრებულობა მოდის.

ჟიურის გადაწყვეტილებამ  აზრთა სხვადასხვაობა  გამოიწვია ინტერნეტ სივრცეში, რაც გამიკვირდა, რადგან ეს წყვილი ძალიან პოპულარულია გამოჩნის დღიდან, myvideo-ზე ორივე სეზონის ყველაზე ხშირად ნანახ ვიდეოებში მეხუთე ადგილზე არიან, ინტერნეტ რეიტინგებშიც წინა პოზიციებზე იყვნენ  და მაყურებლის ხმების გადანაწილებაც ამ ნახევარფინალზე თითქმის ზუსტად დაემთხვა შემოსულ ზარებს,  რაც იშვიათი მოვლენაა:

ნადი ზახარიანი

ნადი ქასთინგთან შედარებით უფრო დახვეწილი იყო. პირველ რიგში, სიმღერის არჩევანი მომეწონა იმიტომ, რომ სწორად მიხვდა (აგერ უკვე მეორედ)რა სჭირდება შოუს: სიმღერა, რომელიც საკმაოდ რთული შესასრულებელია, მაგრამ არც ისეთი, რომ მხოლოდ ტექნიკასა და ხმაზე იფიქრო (ეს მხოლოდ ასეთი დიაპაზონის პირობებშია შესაძლებელი ოღონდ)და ემოციები დაგავიწყდეს. ზოგადად, aerosmith-ს რეპერტუარი ასეთია, სტივენ ტაილერს კიდევ განსაკუთრებით უყვარს სიმღერის დროს რეგისტრების ცვლა.მიუხედავად იმისა, რომ ნადის ხმის ტემბრი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება და თან ფონოგრამის Back vocal-ი ცოტა უხეშად  ისმოდა,  მომეწონა, იმპროვიზაციის უნარითურთ. აქვე, იმდენჯერ ახსენა ჟიურიმ სტივენ ტაილერი ნადისთან მიმართებაში, ბარემ ვიტყვი: American Idol-ის მიმდინარე სეზონზე სტივენი ერთ-ერთი ჟიურია. ქასთინგებისას ყოველთვის მოსწონდა იმპროვიზირებული შესრულება და მაღალ რეგისტრებში ასვლა ასეთი სტილით, ხოდა ასე მგონია ნადიც მოეწონებოდა:)

ნინო ლეჟავა

ნინო ლეჟავას “მიდრეკილება ხან ვამპირებისკენ, ხან კანიბალებისკენ” მე პირადად არ მაშინებს და მომწონს კიდეც იმიტომ, რომ ეგზოტიკური არის ნამდვილად, თუმცა ეს ყველაფერი, განსაკუთრებით ნახევარფინალში, უფრო დეკორაციის ხარჯზე იყო ეფექტური, ვიდრე ცეკვის. რეპეტიციაზე ყურებისასაც ვთქვი, თავისებური შარმი აქვს, რაც ყურებადს ხდის და სწორედ ამის გამო შეძლო ნახევარფინალში გადასვლა, მაგრამ როგორც მოცეკვავე, დახვეწილი ტექნიკით არ გამოირჩევა.

მაყურებლის ხმებით, ფაქტია, რომ ძალიან შორს იყო ფინალისტობიდან, ჟიურის რჩეულობისთვის კიდევ არასაკმარისად კარგი. ვინც დაობს იმაზე, თუ რატომ არ აირჩიეს ფინალისტად, უბრალო კითხვა მაქვს: რომელი უფრო მოგეწონათ- ცეკვა, დეკორაცია,  თუ ეროტიკა? ვფიქრობ, ამ სამიდან ყველაზე მეტად ცეკვის ხარისხი იყო კითხვის ნიშნის ქვეშ.

ლუკა

ლუკა ყარმაზანაშვილი ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორიც ქასთინგზე. კარგია, რომ ამჯერად “უფრო სერიოზული მაიმუნობა” მოინდომა და პაროდიები გააკეთა. ამ ეტაპზე, ვთვლი, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, რაც მისი ასაკისთვის ძალიან ბევრია და ნიჭიერის ერთ-ერთი აღმოჩენის სტატუსი დამსახურებულად ეკუთვნის. რომელიმე გადაცემის წამყვანობა მოცემულ მომენტში არ ვიცი, მაგრამ პერსპექტივები ნამდვილად აქვს.

ციალა მაჭარაშვილი

ციალა მაჭარაშვილის ნომრის შეფასება უფრო მეტად იუმორის აღქმის სხვადასხვანაირობასთან არის დაკავშირებული. მეორე ნახევარფინალის ერთადერთ სუსტ რგოლად დავასახელებდი.  არა იმიტომ, რომ ე.წ. “თამამი” შაირები იყო, უბრალოდ, ვთვლი, რომ იუმორი ნაკლებად იყო, თუმცა შაირების ფორმატისთვის დამაკმაყოფილებელი… ისე, გასაკვირია (ალბათ) და ამ ათეულში მისი ნახევარფინალის  ვიდეოს ყველაზე მეტი ნახვა აქვს, როგორც ჩანს მაყურებელმა იხალისა: ))

მარი ტომარაძე

მარი ტომარაძეს ძლიერი ხმა კი აქვს, მაგრამ რამდენიმე საკითხი დასახვეწია- დასამუშავებელია მისი ვოკალი და განსაკუთრებით მაღალ რეგისტრში, ძალიან ეტყობა ეს. ვგულისხმობ იმას, რომ ბგერას არ არბილებს. ამ ასაკში კი ხმას განსაკუთრებული გაფრთხილება ესაჭიროება, არ არის რეკომენდირებული ასე დაძაბვა, მაგრამ გაფრთხილება ფინალის მერე შეუძლია დაიწყოს, იქამდე იმუშავებს, კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ ჩვენს სცენაზე! : ) დიაპაზონი და ტემბრი დიდი განვითარების შესაძლებლობას აძლევს სწორად წარმართვის შემთხვევაში უფრო და უფრო კარგი გამოუვა.

შემდეგი ათეულის შემადგენლობა ასეთია:

  • Black Balance- 91001
  • ჯუმბერ ნოზაძე- 91002
  • ბოლნელი- 91003
  • სანდრო ცისკაძე- 91004
  • ნია კვარაცხელია- 91005
  • მოხუცები კათარზისიდან- 91006
  • our style- 91007
  • ცირა კუპრაშვილი- 91008
  • მარიამ აკობია- 91009
  • თავისუფალი- 91010

ბოლოსთვის, გადაცემის ფავორიტი კადრი:

ავტოგრაფს აწერს მგონი :D

და სულ ბოლოს, აბა ვინ არიან ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი წამყვანები? : )

11 May

I და II ნახევარფინალებში შესრულებული სიმღერები- Mp3

პირველ და მეორე ნახევარფინალში, მომღერალი კონკურსანტების მიერ შესრულებული სიმღერების მპ3 ვერსიები. აქვე მოსმენის გარდა, შეგიძლიათ გადმოწერაც, ამისათვის გადადით ლინკებზე და დააჭირეთ:

1. ნატალი ვეფხვაძე

ნატალი ვეფხვაძე-ნახევარფინალი by nichieri2

2. ჰერელი გოგონები

ჰერელი გოგონები- ნახევარფინალი by nichieri2

3. ქუთათურები

ქუთათურები-ნახევარფინალი by nichieri2

4. ნადი ზახარიანი

ნადი ზახარიანი-ნახევარფინალი by nichieri2

5. მარი ტომარაძე

მარი ტომარაძე-ნახევარფინალი by nichieri2

10 May

მარი ტომარაძე, ნახევარფინალი

10 May

ციალა მაჭარაშვილი, ნახევარფინალი

10 May

ლუკა ყარმაზანაშვილი, ნახევარფინალი

10 May

ნინო ლეჟავა, ნახევარფინალი

10 May

ნადი ზახარიანი, ნახევარფინალი

10 May

ნიკა და ქეთი, ნახევარფინალი

10 May

ინესა კრივოშეევა,ნახევარფინალი

10 May

ბერმუხა,ნახევარფინალი

10 May

ქუთათურები,ნახევარფინალი

10 May

ნიღბების ცეკვა,ნახევარფინალი