17 May

ბოლნელი, ნახევარფინალი

17 May

ჯუმბერ ნოზაძე, ნახევარფინალი

17 May

Black Balance, ნახევარფინალი

17 May

მესამე ნახევარფინალი- შედეგები

მეორე სეზონის მესამე ნახევარფინალში  შემოვიდა მაყურებლის  23 685   ზარი.  ხმების უმრავლესობა, 23,2% მიიღო კათარზისის დუეტმა.  ჟიურის რჩეული კი  ბარმენი სანდრო ცისკაძე გახდა.

საქართველოს ბანკის ფავორიტად ჯგუფი “თავისუფალი” დასახელდა. ხმის მიცემა სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, “ნიჭიერი”-ს დასრულებისთანავე დაიწყო.  დარჩა რამდენიმე საათი იმისთვის, რომ მისცეთ ხმა და დაეხმაროთ მათ ფინალში მოხვედრის შანსის გამოყენებაში.

შემოსული ხმები კი მესამე ნახევარფინალის ათეულში ასე გადანაწილდა:

კათარზისის დუეტი 23,2%

ნია კვარაცხელია- 19,44%

მარიამ აკობია 16,4%

ბოლნელი 9,6%

ჯუმბერ ნოზაძე- 9,2%

სანდრო ცისკაძე 7,9%

თავისუფალი 7,4%

our style 3,1%

Black Balance 2,7%

ცირა კუპრაშვილი 0,7%

16 May

მესამე ნახევარფინალი- რამდენიმე წუთში!

სულ რამდენიმე წუთში მესამე ნახევარფინალი გავა პირდაპირ ეთერში! მაყურებლის ნაწილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პირადად ესწრება შოუს, დანარჩენები კი ტელევიზორის ეკრანებზე უყურებენ “ნიჭიერს”.

ეს ყველაფერი, ტრადიციულად, ძალიან სანახაობრივი, საინტერესო, მრავალფეროვანი და დაძაბული იქნება. კონკურსანტების ბედი თქვენს ხელშია- გულშემატკივრები წყვეტენ, ვინ გახდება მათი რჩეული და ვინ მოიპოვებს საგზურს ფინალში! დღეს მათი ბედი თქვენს ხელშია:

Black Balance- 91001

ჯუმბერ ნოზაძე- 91002

ბოლნელი- 91003

სანდრო ცისკაძე- 91004

ნია კვარაცხელია- 91005

მოხუცები კათარზისიდან- 91006

our style- 91007

ცირა კუპრაშვილი- 91008

მარიამ აკობია- 91009

თავისუფალი- 91010

გვიყურეთ და პარალელურად შემოგვიერთდით აქ, ბლოგზე კომენტარებში და ჩვენს ფეისბუქზე-http://www.facebook.com/nichieri , ჩვენ მთელი პირდაპირი ეთერის მანძილზე, ერთად შევაფასებთ მონაწილეებს, ვუგულშემატკივრებთ მათ და გავუზიარებთ ერთმანეთს ემოციებს!

16 May

თავისუფალი- 91010

ჯგუფის  ჩამოყალიბებამდე საკმაოდ ბევრი ცვლილება განიცადეს-დასაწყისში, ნახევარ წლიანი რეპეტიციების შემდეგ სტუდიის გარეშე დარჩნენ და ამიტომ გაჩერება მოუწიათ. შემდეგ გადახალისდა შემადგენლობა,  თუმცა პრობლემები მაინც იყო, რის გამოც ნიჭიერამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე მიიღეს საბოლოო სახე და  მრავალსაათიანი რეპეტიციების შემდეგ გამოვიდნენ.

ნიჭიერში მონაწილეობა მეგობრებმა ურჩიეს. დაახლოებით ივლისის დასაწყისში ანკეტაც გამოგზავნეს. სხვა არანაირ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ, პირველი ნიჭიერი იყო. აქამდე მხოლოდ ორ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა

იმის გამო, რომ ყველა მათგანი სტუდენტია და შესაბამისად, დატვირთულია მათი ყოველდღიური რეჟიმი, დიდ დროს ვერ უთმობენ რეპეტიციებს, მაგრამ ნიჭიერისთვის თითქმის ყოველ დღე 2-3 მეცადინეობენ. ისინი საკუთარ სიმღერებს ასრულებენ.  ტექსტიც, მუსიკაც და შემეგ არანჟირებაც ერთობლივად მუშავდება.  ამჟამად რეპერტუარში საკუთარი 15-მდე სიმღერა აქვთ.

მუსიკალური  განათლება არც ერთ მათგანს არ აქვს. თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტია სამი მათგანი, დანარჩენები ჯავახიშვილში სწავლობენ. ყველა  თვითნასწავლია, რადგან  ძალიან უყვართ მუსიკა.

ნახევარფინალშიც თავიანთ დაწერილ სიმღერას შეასრულებენ.

უგულშემატკივრეთ “თავისუფალს”, დაურეკეთ ნომერზე 91010!

ქასთინგის ვიდეო:

16 May

მარიამ აკობია- 91009

მარი აკობია ძალიან მცირე ასაკიდან ამღერდა და მას შემდეგ მთელ დროს სიმღერაში ატარებს. მუსიკალური განათლება არ აქვს, დამოუკიდებლად მეცადინეობს და სწავლობს თავის საყვარელ სიმღერებს.

საყვარელი შემსრულებელი Beyonce-ა, თუმცა ბევრი ფავორიტი ყავს R&B და პოპ სტილში, მათ შორის მაიკლ ჯექსონი, ვიტნი ჰიუსტონი…საყვარელი სიმღერას ვერ გამოარჩევს, თუმცა განსაკუთრებით “Listen”-ის შესრულება უყვარს.

სხვადასხვა კონკურსებში მიღებული აქვს მონაწილეობა  საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ “ნიჭიერი” ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო მისთვის. უფრო გაიცნო ხალხმა, გულშემატკივრებიც ჰყავს და მეტი სტიმულია.

მომავალში აუცილებლად აპირებს მომღერლობას, პროფესიონალად ჩამოყალიბება უნდა და ამისთვის ბევრს იმუშავებს. ნახევარფინალისთვის 3 კვირაა მეცადინეობს და ამუშავებს სიმღერას. უკეთეს შესრულებას და შოუს პირდება გულშემატკივრებს. ცეკვასაც გამოიყენებს და იმედი აქვს, რომ ჟიურის და მაყურებელს მოეწონება!

მხარი დაუჭირეთ მარის, დაურეკეთ ნომერზე 91009!

ქასთინგის ვიდეო:

16 May

ცირა კუპრაშვილი- 91008

ცირა კუპრაშვილი, როგორც თავად თქვა, დაბადებიდან ხატავს. როდესაც სკოლაში ბავშვები ფუნჯით ხატავდნენ, თვითონ არ უყვარდა მისი გამოყენება და ხელით ხატვას ამჯობინებდა, ამას ყველა უბრალოდ მის ხასიათს მიაწერდა. თუმცა, მოგვიანებით, ცხადი გახდა მისი ხატვის ნიჭი.

პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, სიძველეთა ტექნიკური ექსპერტიზის განხრით. თუმცა ძირითადად ხატვით არის დაკავებული. ძალიან ბევრ ქვეყანაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმატება მოუპოვებიათ მისი ამ სტილით შექმნილ ნამუშევრებს.

“ნიჭიერი”-ს შემდეგ დაინტერესება გაიზარდა მის მიმართ. მართალია იქამდეც აქტიურად ყიდულობდნენ ცირას დამუშავებულ ტილოებს, მაგრამ ახლა მოხარულია იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთმა მწერალმა საკუთარი წიგნის ყდის მოხატვა შესთავაზა. ამბობს, რომ ხატვის პროცესი მისთვის განსაკუთრებულია და სიამოვნებას, საკუთარ ემოციებს,  ამ ფორმით გამოხატავს.

გამოსვლის წინ რეპეტიციას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან განწყობის მიხედვით იქმნება ნამუშევარი. როგორც აღმოჩნდა, ქასთინგზე სულ სხვა რამის დახატვას აპირებდა, მაგრამ დარბაზისგან უარყოფითი განწყობა იგრძნო და ნამუშევარი სხვა კუთხით წაიყვანა.

იმედი აქვს, რომ ნახევარფინალში შეძლებს ჩანაფიქრის განხორციელებას და მშვიდობის თემის გამოსახვა უნდა, სურათის გაცოცხლებას აპირებს დაპირებისამებრ.

უგულშემატკივრეთ ცირას, დაურეკეთ ნომერზე 91008!

ქასთინგის ვიდეო:

16 May

Our Style- 91007

მოცეკვავეების ჯგუფი our style ერთი წელია ჩამოყალიბდა. როდესაც “ნიჭიერი”-ს პირველი სეზონის გადაცემები ნახეს, მაშინ დაებადათ შექმნის იდეა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი ცეკვის სხვა ჟანრში მოღვაწეობდა, იმუშავეს და მიაღწიეს იმ შედეგს, რითაც ქასთინგზე ვიხილეთ.

ჯგუფი 5 წევრისგან შედგება და წევრების ასაკი 16-დან 20 წლამდეა. ძირითად დროს ცეკვას უთმობენ და თუ ნახევარფინალის შემდეგაც იგრძნობენ სტიმულს, აუცილებლად განაგრძობენ ერთად მოღვაწეობას და მეტი ცეკვის დადგმას. უნდათ საკუთარი სარეპეტიციო დარბაზი ჰქონდეთ, რომ სხვებსაც ასწავლონ თავიანთი შემოქმედება. როგორც ამბობენ “თუ საშუალება გვექნება, ისეთი იდეის განხორციელება გვინდა, რაც ჰიპ-ჰოპის ჟანრში საქართველოში ჯერ არავის გაუკეთებია”-ო!

ნახევარფინალური ნომრისთვის მას შემდეგ ემზადებიან, რაც გაიგეს, რომ ჟიურიმ ისინი ლაივებისთვის შეარჩია, თუმცა ხშირად ცვლიდნენ, ხვეწავდნენ და საბოლოო სახე ერთი კვირის წინ მიიღო ქორეოგრაფიამ. მაყურებელს და გულშემატკივარს სთხოვენ, რომ კარგად დაუკვირდნენ მათი შოუს შინაარსულ მხარეს.

უგულშემატკივრეთ Our Style-ს, დაურეკეთ ნომერზე 91007!

ქასთინგის ვიდეო:

16 May

კათარზისის დუეტი- 91006

77 წლის ციური კაკაბაძე და 84 წლის მარიკა სიხარულიძე წელიწადნახევარია, რაც ერთად მღერიან. ორივე ბავშობიდან სიმღერის მოყვარული იყო და თუმცა მუსიკალური პროფესიული განათლება არ მიუღიათ. სიამოვნებით ასრულებენ ქართულ სიმღერებს.

ქალბატონი მარიკა პროფესიით ეკონომისტია და ახალგაზრდობაში სტატისტიკოსდ მუშაობდა, ქალბატონ ციურის კი ბიბლიოგრაფიის განხრით აქვს განათლება მიღებული და საჯარო ბიბლიოთეკაშიც მუშაობდა.

კათარზისში უკვე დიდი ხანია დადიან და მოსწონთ იქაურობა. ერთად მღერიან და იხალისებენ ცხოვრებას შეძლებისდაგვარად.

ნიჭიერი დიდი სტიმული და სიხარული იყო მათთვის. ქუჩაში ხალხი სცნობთ, ყველა სითბოს გამოხატავს და როგორც ამბობენ, ნერვიულობის მიუხედავად, ერთი სული აქვთ კიდევ ერთხელ დადგნენ ნიჭიერის სცენაზე! ნახევარფინალში ლაღიძის ერთ-ერთ კომპოზიციას შეასრულებენ, რომელიც ცნობილ ქართულ ფილმში “საბუდარელი ჭაბუკი” არის გამოყენებული.

უგულშემატკივრეთ მათ, დაურეკეთ ნომერზე 91006!

ქასთინგის ვიდეო:

16 May

ნია კვარაცხელია- 91005

ნია 6 წლიდან მღერის და ახლა 13 წლის არის. სიმღერას ზუგდიდში, ერთ-ერთ  სტუდიაში  სწავლობს და მუსიკალურ შვიდწლედს ამ წელს ამთავრებს.

მის რეპერტუარში ძირითადად თანამედროვე და მიუზიკლის სტილი ჭარბობს. სიამოვნებით ასრულებს მერაია ქერის სიმღერებს. ფართო აუდიტორიის წინაშე სიმღერის გამოცდილებაც აქვს, მშობლიურ ქალაქში, ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებსა და ღონისძიებებში.

მიუხედავად სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილებისა, მთავარ მოვლენად მაინც “ნიჭიერი” მიაჩნია, რადგან სწორედ აქ გაიცნო ხალხმა. ქასთინგზე ჟიურის დადებითმა შეფასებებმა გაახარა და ნახევარფინალშიც საგულდაგულოდ მოემზადა- ახალი რეპერტუარითა და ახალი სასცენო კოსტუმით.

სიმღერა ყველაფერზე მეტად უყვარს და მომავალში აპირებს, რომ მიუზიკლების მსახიობის პროფესია აირჩიოს. თვლის, რომ “ნიჭიერი” ამის მიღწევაში ნამდვილად დაეხმარება!

მხარი დაუჭირეთ ნიას, დაურეკეთ ნომერზე 91005!

ქასთინგის ვიდეო:

16 May

სანდრო ცისკაძე- 91004

სანდრო ცისკაძე “ნიჭიერში” უცხო ჟანრით, ბარმენული შოუთი წარსდგა ჟიურის და მაყურებლის წინაშე. ის 26 წლის არის და  პროფესიით გერმანისტია. ბარმენობით უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია, ბარმენების ასოციაციაში მუშაობს და თავად ასწავლის ფლეირინგს (ბოთლების ტრიალი).  2009-2010 წლის ჩემპიონატში ამ ჟანრში, პირველი ადგილიც დაიკავა. მონაწილეობა მიიღო ბარმენების მსოფლიო ჩემპიონატში, საიდანაც მეშვიდე ადგილით დაბრუნდა!

გამოცდილება დიდი აქვს, ბევრ შოუში მიიღო მონაწილეობა ნიჭიერამდე და გადაწყვიტა აქაც ეჩვენებინა მაყურებლისთვის თავის შესაძლებლობები.

ფიქრობს, რომ ნახევარფინალში უკეთესი შოუ  გამოვა  და ეს ერთგვარი სიახლეც იქნება მაყურებლისთვის! სირთულეებთან არის დაკავშირებული და ბევრი მუშაობა სჭირდებოდა,მაგრამ იმედი აქვს, რომ კარგად ჩაივლის.

მხარი დაუჭირეთ სანდრო ცისკაძეს, დაურეკეთ ნომერზე 91004!

ქასთინგის ვიდეო:

16 May

ბოლნელი-91003

ანსამბლი “ბოლნელი” პირველად 20 წლის წინ დაარსდა. თუმცა შემადგენლობა, რომლითაც “ნიჭიერში” მოვიდნენ, 10 წელია არსებობს დ 11-დან 16 წლამდე ასაკის წევრებისგან შედგება.

ანსამბლის სრული სახელწოდება ასე ჟღერს “ქალაქ ბოლნისის, ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლი “ბოლნელი”". მათ უკვე არაერთ კონკურსში აქვთ მონაწილეობა მიღებული საქართველოს ფარგლებს გარეთ: საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ბალტიისპირეთი და სხვა მრავალი ქვეყანა წარმატებით მოიარეს.

წევრები ძირითადად სკოლის მოსწავლეები არიან, მაგრამ ანსამბლს ეთმობა მათი დროის უმეტესი ნაწილი. “ნიჭიერისთვის” სპეციალურ ნომერზე მას შემდეგ დაიწყეს მუშაობა, რაც შეიტყვეს, რომ ნახევარფინალში არიან.

ნომერი, რომელსაც დღეს სცენაზე ვიხილავთ, იქამდე არსად შეუსრულებიათ. ქასთინგზე 12 მონაწილე იყო სცენაზე, ახლა კი 44 წევრიანი შემადგენლობით გამოვლენ. ძირითადი აქცენტი ისევ დოლებზეა, თუმცა დამატებული აქვს მეტი სანახაობა, სხვადასხვა რეკვიზიტები, მუსიკა და თანამედროვე ელემენტებიც!

მხარი დაუჭირეთ მათ, დაურეკეთ ნომერზე 91003!

ქასთინგი:

16 May

ჯუმბერ ნოზაძე- 91002

ჯუმბერ ნოზაძე ქასთინგზე ბევრს იმით დაამახსოვრდა, რომ მისი მეუღლე წინააღმდეგი იყო “ნიჭიერში” მიეღო მონაწილეობა. როდესაც მეუღლემ გაიგო, რომ მისი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც წამოვიდა, გაუბრაზდა, მაგრამ შვილებმა, შვილიშვილებმა და ბატონმა ჯუმბერმა ერთად დაარწმუნეს, რომ “ნიჭიერი” ყველა ასაკისთვის თანაბარ შანსებს იძლევა! მართალია  ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო ნახევარფინალსაც ვერ დაესწრება, მაგრამ ამჯერად უგულშემატკივრებს.

ქასთინგზე გამოსვლისას მხოლოდ ფანდურზე დაკვრას აპირებდა, მაგრამ როდესაც შენიშნა, რომ ცოტა უკმაყოფილო იყო დარბაზი და მაყურებელი, სიმღერა გადაწყვიტა სპონტანურად. იქამდე სიმღერის გამოცდილება მხოლოდ ვიწრო წრეში ჰქონდა. ფანდურის გარდა ბევრ ინსტრუმენტს ფლობს- ზურნა, დუდუკი, კლარნეტი, საქსაფონი, დოლი და ა.შ. ყველაფერი თავად ისწავლა, როდესაც სტუდენტი იყო და პარალელურად მუშაობდა, საერთო საცხოვრებელში მეგობრებისგან ითვისებდა.

ნიჭიერში მოსვლის შემდეგ ყველა სცნობს ქუჩაში, თბილად ექცევიან და ძალიან უხარია. ნახევარფინალში ფორტეპიანოს აკომპანიმენტის თანხლებით იმღერებს.

უგულშემატკივრეთ ჯუმბერ ნოზაძეს, დაურეკეთ ნომერზე 91002!

ქასთინგის ვიდეო:

16 May

Black Balance-91001

დუეტი Black Balance დაახლოებით 2 წელია არსებობს, მაგრამ კონკრეტულად იმ სტილზე მუშაობა, რომლითაც გავიცანით, “ნიჭიერი”-ს მეორე სეზონის ქასთინგების გამოცხადებისას დაიწყეს. იქამდე გამოცდილება ჰქონდათ Break Dance-ში, თუმცა როგორც ამბობენ,ლოქინგი სულ სხვა სტილია და დუეტი გაცილებით მეტ მუშაობას მოითხოვს, ვიდრე ჯგუფში ან სოლოში ცეკვა.

ინტერნეტში ნანახ ცეკვას ზაფხულიდან იანვრამდე ამუშავებდნენ, უნდოდათ, რომ სცენაზე მათი პირველი ნაბიჯი წარმატებული ყოფილიყო. იქამდე ჰქონდათ სხვადასხვა გამოსვლები, 2008 წლის extreem week-შიც მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთმა მათგანმა და ჩემპიონობა მოიპოვა, თუმცა ამ სტილში  არასდროს გამოსულან აუდიტორიის წინაშე.

ცეკვის გარდა სხვადასხვა საქმიანობებით არიან დაკავებულები, ერთი მათგანი მუშაობს,მეორე კი სტუდენტია და ვიზუალური გამოსახულების ოპერატორობას ეუფლება.

ცდილობენ ცეკვას დიდი დრო დაუთმონ. ნახევარფინალისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. ნომერი, რომელსაც დღეს ვიხილავთ, სპეციალურად დადგეს ნიჭიერისთვის და თითოეული მოძრაობა თავად შექმნეს. ფიქრობენ, რომ  მრავალფეროვანი გამოუვიდათ და იმედი აქვთ ჟიურის და მაყურებლის მოწონებას ამჯერადაც დაიმსახურებენ.

საკუთარი სარეპეტიციო დარბაზი არ აქვთ, რადგან ფინანსებთან არის დაკავშირებული და სახლში მეცადინეობენ. ამ სირთულის მიუხედავად, სამომავლოდ “ნიჭიერი”-ს შემდეგაც აპირებენ გაგრძელებას!

რეპეტიციაზე

მხარი დაუჭირეთ Black Balance-ს, დაურეკეთ ნომერზე 91001!

Black Balance ქასთინგზე: