ნახევარფინალების მანძილზე ბლოგზე კომენტარები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იწერება. შეფასებების სიმკაცრე და გულშემატკივრობის ხარისხი ორმაგდება იმიტომ, რომ ალბათ, მკითხველების უმეტესობა ითვალისწინებს ნახევარფინალისტობის დიდ პასუხისმგებლობას და მეტს მოითხოვენ მონაწილეების მიმართ!
მაშ ასე, კვირის კომენტარები- დავიწყოთ მონაწილეების მიხედვით:
Black Balance
მოცეკვავეთა დუეტის ნომერს არაერთგვაროანი რეაქცია მოჰყვა- ზოგი ამბობდა, რომ წინა გამოსვლა უკეთესი იყო, ზოგმა იუმორის ჩართვა არასწორად მიიჩნია, უმეტესობა კი მაინც კმაყოფილი იყო იმით, რომ თვითონ შექმნეს ეს ნომერი. იყო სახალისო კომენტარებიც ჩვენი რობოტების მიმართ:
Christi Nozadze- წინა გამოსვლა ჯობდა!
Mariam Pipia- ძალიან მაგრები იყვნენ. წინაც კარგი იყო და ახლაც მაგარი. უბრალოდ, ვალსის შეტანა არ იყო საჭირო, ჩემი აზრთ.
Nodo Oqroshiashvili – ესენი ეტყობა 220-ზე შეაერთეს და იმიტომ იცეკვეს კარგად :D
Alex Turdzini ჩემი მეზობელია გადმოსული და სულ ჯადოქრობა ეძახა :D
უცნაური - კარგები იყვნენ. იშრომეს და ნამუშევარი ეტყობოდათ. საბოლოოდ იმ მოცეკვავე ჯგუფს ჯობდნენ. უფრო დახვეწილები იყვნენ
ჯუმბერ ნოზაძე
“მაესტრო”-სთან დაკავშირებით ყველა აღნიშნავდა, რომ ძალიან კარგი ადამიანია და იმის აღნიშვნაც არ გამორჩენიათ, მისი ნამღერის შემდეგ რომ მეუღლე სახლში მშვიდობით შეუშვებდა:
Giorgi Lomsadze -სანტა ლუჩია თვით პავაროტსაც შეშურდებოდა :)
Nika Kochlamazashvili -ცოლი სახლში შეუშვებს, მაგარია! :P :)
ბოლნელი
ბოლნელების დეკორატიული დოლი და წევრების სიმრავლე ყურადღების ცენტრში მოექცა:
Angela Gongl დიდი დოლი რომ დავინახე, რატომღაც მეგონა, რომ მასზეც დაუკრავდნენ. უფრო შეემატებოდა ეფექტი, მაგრამ მაინც ძალიან კარგები იყვნენ, ნამდვილად მომეწონა.
Mari Muradova- კარგები იყვნენ, მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ :D
სანდრო ცისკაძე
სანდროს შოუმ ყველა გააოცა და ძირითადად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მის ნომერს. ყველა ხაზს უსვამდა მის პროფესიონალიზმს და ქასთინგთან შედარებით დიდ წინსვლას. ზოგს კი მისი კოქტეულის გასინჯვა უფრო უნდოდა, ვიდრე ნომრის ყურება:
Vaxo Shelia -მეც გავსინჯავდი ახლა მაგ კოქტეილს… : )
Ann-marie Chaduneli -ეფექტური იყო : )) მომეწონა
Gabo Maghlaperidze -ასეთი საინტერესო ნომერი ნიჭიერის ისტორიაში არ მახსოვს. ძალიან ძლიერი შემსრულებელია.
როგორც იცით, დიდი კრიტიკა გამოიწვია იმან, რომ ნომერი მისი საკუთარი იდეა არ იყო. ალბათ, კარგი იქნება, ერთხელაც თუ ჩამოვყალიბდებით რისი “კოპირება” იმსახურებს კრიტიკას და რისი არა, მაგრამ ფაქტია, სანდროს ნომერს “ჩრდილქვეშ” არ აყენებს ეს ფაქტორი:
ჰელადოს- კი ,ასლია რუმინული ნიჭიერიდან.,მაგრამ თავად ჩვენი ნიჭიერიც ხომ ასლია? სხვათაშორის, ის რუმინული ნომერიც ასლია. ისე, საქართველოში ასეთი ნომერი გააკეთოს კიდე ვინმემ და მერე დაიწუნოს ამ კაცის შესრულება.მსოფლიოზე რომ მეშვიდე ადგილზე გავიდა,იმაზე დავწეროთ არ ჯობია? რასაც ცისკაძე აკეთებს,საქართველოსთვისაა ახალი და საინტერესო,თორემ ამერიკაში ეგ არავის გაუკვირდება.მისი ნიჭიც ამაშია. იდეას რაც შეეხება-ქართველებს საკუთარი ორიგინალური იდეები საკმაოდ ცოტა გვაქვს,სამწუხაროდ .ეს პროექტი კი სწორედ ამას უცყობს ხელს-განვითარდეს ორიგინალური იდეები და ნომრები.
ნია კვარაცხელია
ნიჭიერის მერი პოპინსზე ერთმნიშვნელოვნად ამბობდნენ, რომ ძალიან დახვეწილი ბავშვია და კარგი მომღერალი. მის შეფასებებში სულ ფიგურირებდა სიტყვა “ძალიან”!
Tata Beradze -ძალიან ტკბილი ხმა აქვს და რაღაც კარგი თოჯინაა : )
Tamila Khizanishvili- ძალიან სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს ნიას და მართლაც ნიჭიერია.
Nino Meparishvili -ნია ძალიან კარგი მომღერალია. ძალიან უხდება ეს სტილი. მის ასაკში ცეკვასთან ერთად სიმღერა არც ისე მარტივია.
ბორდიული - ზოგადად მიუზიკლების მოყვარული არ ვარ, მაგრამ კარგი ბავშვია, მომეწონა
კათარზისის დუეტი
მიუხედავად იმისა,რომ ხალხის გადაწყვეტილებით მათ ფინალში გადასვლას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ერთ რამეზე ყველა თანხმდება, რომ როგორც ვანომ თქვა, ისინი საუკეთესო ბებოები არიან მთელს მსოფლიოში:
თათა მელქაძე -ეჰ ასეთ ბებოებს რა უნდათ კათარზისში :(
Lasha Chanturia -როგორ ვტირი :( მიყვარს ეს ადამიანები :(
ზოგი კიდევ მათ დანახვაზე ერთ ცხოვრებისეულ პრობლემასაც შეეხო:
Nika Kochlamazashvili აი ესენი არიან საყვარელი ბებიები. აბა ავტობუსში ადგილს რომ არ დაუთმობ და ახალგაზრდობას ლანძღავს, ის არის საყვარელი ბებია? : )))
გულნარა- ხალხის სიმპატიების დამსახურებასაც ნიჭი უნდა და ეს მოახერხეს მოხუცებმა, სხვათა შორის ამ წლოვანების ადამიანებისთვის მაღალი ნოტების აღება ძალიან რთულია, მათ კი მშვენივრად გაართვეს თავი და რჩეულებიც გახდნენ, გაიხარონ და დღეგრძელობას ვუსურვებ მათ
our style
our style-ს ქორეოგრაფია და ნომრის შინაარსი, ჟიურის მსგავსად ბევრმა ვერ გაიგო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მოიხიბლა მათი იდეებით და მშვენივრად გაიგეს რისი თქმა უნდოდათ მოცეკვავეებს:
Giorgi Nadareishvili – მოსაწყენი დადგმაა და არანაირი სინქრონი არ აქვთ.
Mariam Pipia – ქორეოგრაფია კარგი იყო, თუმცა სინქრონში ცოტა გაუჭირდათ, ცოტა დახვეწა ესაჭიროებოდა ნომერს და სხვა თემა რომ მოეფიქრებინათ კარგი იქნებოდა. ავარია და მერე სიზმარი არ იყო დიდად საინტერესო.
Keti Sarjveladze კარგი პლასტიკა აქვთ.
ნინო- ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ ეს ჯგუფი ძალიან კარგი იყო ნახევარფალში.
ცირა კუპრაშვილი
ცირა კუპრაშვილის გამოსვლისას ვანოს შეფასებას ბევრი დაეთანხმა, ვერაფერი ვერ განიცადეს:)) ზოგმა კი ჩათვალა,რომ ყველა ვერ სწვდება ამ ხელოვნების ძირეულ აზრს, ბევრი კი ვანიკოს ნახატმა უფრო მოხიბლა:
Tatia Gulua -მეც ვერაფერი ვერ ვიგრძენი ))
Nica Shengelia -ინტიმს ეს ჯობდა აშკარად :D
Tamuna Akhaladze – ვანიკო თუ უფრო უკეთესი არ ყოფილიყო რა…
Kapanadze Mariam- ლამაზი ნომერი იყო მართლა. უბრალოდ ჩაწვდომა უნდა, რასაც ბევრი ვერ შეძლებს.
ლოლა- არ ჩავარდნილა ნომერი პირიქით ძალიან ლამაზი ნომერი დადგა ცირამ, ამას პროფესიონალები უნდა აფასებდნენ და სწორად გაიგებდნენ!
მარიამ აკობია
მარიამ აკობიას, გაუგებარი (ჩემთვის გაუგებარი) მიზეზების გამო სიმღერის არჩევანი დაუწუნეს, თუმცა უმეტესობა მაინც მიხვდა, რომ ეს “რაღაც” სიმღერა, რომელსაც 3 ადამიანი ასრულებს, რთული იყო შესასრულებლად და მის სტილს ძალიან მოუხდა. გულის წყვეტაც შეინიშნება იმის გამო, რომ ფინალში ვერ მოხვდა:
Lev Nafetvaridze -ისეთი სიმღერა ამოარჩია, რომ დიდად ვერ გვანახა მარიამის შესაძლებლობები :)
Ninia Kirvalidze – destiny’s child მღერის ამ სიმღერას, სამი უძლიერესი მომღერალია ამ ჯგუფის წევრი და “რაღაც სიმღერას” ნამდვილად ვერ დავარქმევთ.
Medeia Pavliashvili კარგი გოგოა…მომავალში უფრო დაიხვეწება ალბათ და ცეკვის ხელოვნებასაც დახვეწავს და მაშინ კი შეიძლება პროფესიონალად მოგვევლინოს. პოტენციალი ნამდვილად არის ამ ბავშვში, შრომაა მთავარი, თან ძაალიან დიდი შრომა!
ანანო- ამ გოგოს ნამღერს რომ ვუსმენ ასე მგონია POPstar ს ვუსმენ … :X
დიდი აჟიოტაჟია კომენტარებში მარიამ ტომარაძის და მარიამ აკობიას შედარებებზე, რაც ხშირად ჩხუბში გადადის, რის შედეგადად იძულებული ვხვდებით, რომ “მოჩხუბარებს” კომენტარის დატოვების ფუნქცია შევუზღუდოთ. ის კი, ვინც მშვიდად მსჯელობს, კვირის კომენტარებში საპატიო ადგილსაც იმსახურებს:
ლაშო - ჩემი აზრით აკობია ჯობს ტომარაძეს :) ნუ ორივე ძლიერია,მაგრამ აკობია მაინც უფრო დახვეწილია. ვიცოდი რომ არ გადაიყვანდნენ, რადგან მერე ხალხი დაიწყებდა რა ამბავია ამდენი მომღერალი,ჯეოსტარი ხომ არ არისო?! :D არ ვარ მართალი?! ასე რომ,სწორად მოიქცა ჟიური. მე პირადად, მინდოდა აკობია ფინალში ყოფილიყო…
თავისუფალი
ჯგუფი “თავისუფალი” დიდი პოპულარობით სარგებლობს, თინეიჯერებში განსაკუთრებით. მართალია პირველ და მეორე ტურებში შესრულებული სიმღერები ერთმანეთს მიასმგავსეს, მაგრამ მათი დადებითი განწყობა ასეთივე გამოხმაურებას იწვევს:
Nika Kochlamazashvili – მხიარული და რიტმული სიმღერები აქვს ამ ჯგუფს, თან მარტივი და უბრალო ტექსტებია, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუსმენ. მოკლედ, მაგარი ჯგუფია :)
Teo Shvangiradze – ძალიან ერთი და იგივე მუსიკა იყო შესარჩევ ტურზე და ნახევარფინალში.
acrostyle’s fans- თავისუფალს წარმატებები, მაგრამ მისამღერი მეორდებოდა ძალიან ხშირად და ეგ არ მომეწონა უბრალოდ:D თორე თვითონ სიმღერა ძალიან სახალისოო და კარგი იყო<3
ფანდურა - რითი არრიან ეს ადამიანები მგზავრებზე ნაკლები? კარგ მუსიკას უკრავთ და კარგადაც მღერით.
რაც შეეხება ხშირად დასმულ კითხვებს: ორი კითხვა განსაკუთრებით თვალში მხვდებოდა. ორივე მათგანი ეხება მუსიკის შემსრულებლის ვინაობას.
1. რა სიმღერა იმღერა მარიამ აკობიამ? ეს იყო:
Destiny’s Child - Survivor
http://www.youtube.com/watch?v=Wmc8bQoL-J0
2. რა მუსიკა იყო სანდრო ცისკაძის შოუს ფონი? ეს იყო:
Cee Lo Green – Forget You
http://www.youtube.com/watch?v=bKxodgpyGec
აქვე, ვუპასუხებ თორნიკე ჯანაშიას კითხვას:
თორნიკე ჯანაშია- ერთი კითხვა მაქვს კომენტარები რომ დავწერეთ და კითხვები ამათი პასუხები სად ვნახოთ? თუ არ დადებულა ჯერ?
საუბარია ამ წამოწყებაზე: რუბრიკა პერსონალური მესიჯი
პასუხები მონაწილეების შესახებ ე.წ. “ბიო” პოსტებში ჩავდეთ, რომელიც ორშაბათობით დღის მანძილზე იპოსტება. როგორც ვთქვით, “პერსონალური მესიჯი”-ს პოსტი ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა და ბოლომდე ჩამოყალიბებული ფორმატი არ იყო, ამიტომ, როგორც გამოჩნდა, უმჯობესი იყო პასუხის გაცემა ამ სახით. პერსონალური მადლობების ამსახველი ფოტომასალა არსებობს, უბრალოდ სიტუაციის გამო ყველა მათგანისთვის ფურცელზე დაწერა არ მოხერხდა(ათივე კონკურსანტთან დაკავშირებით არც იყო კითხვები და არათანაბარ სიტუაციაში ჩაყენება არ გვინდოდა), მაგრამ კომენტარები ადრესატამდე მივიდა და ახლა, როცა ჩავლილია წინა ნახევარფინალი, შეგიძლიათ იხილოთ:

Black balance პერსონალური მესიჯის წერის დროს :))

"თავისუფალი"-ს პერსონალური მადლობები :)))
ბოლოს, მადლობა ყველა კომენტარის ავტორს. განსაკუთრებით სასიამოვნოა პირდაპირი ეთერის დროს ფეისბუქზე მუშაობისას კომპლიმენტები “ნიჭიერი”-ს გვერდის ოპერატიულობასთან დაკავშირებით და გეტყვით, რომ ეს დიდი სტიმულია. ჩემი “შტაბი” პირდაპირი ეთერის დროს ჟიურის მაგიდის გვერდით (გვერდით და ქვემოთ:)) ) მდებარეობს. “როგორ ასწრებ” – ძირითადი კითხვა ეს არის ამ კვირაშიც ფეიჯზე პოსტვისას. არ ვიცი რა პასუხი გავცე, მაგრამ მთავარია, რომ ვასწრებ!<3
ჟიურის ექსკლუზიური კადრიც ზემოთხსენებული შტაბიდან:

ვანო და კოქტეილი :)
და ბოლოს, დაპირებისამებრ, ნიჭიერის ბლოგის ყველაზე აქტიურ მკითხველს, რომელიც ყოველთვის “ხაზზეა”, გვგულშემატკივრობს და საინტერესო კომენტარებსაც წერს, გადაეცემა ორი ბილეთი ხვალ, 23 მაისს “ნიჭიერი”-ის მეოთხე ნახევარფინალზე ფილარმონიაში დასასწრებად. ეს არის:
Mari’s Got Talent :)
დამატებით ინფორმაციას ბილეთებთან დაკავშირებით ამ საღამოს მიიღებს e-mail-ზე.
ხვალ კი ახალი შთაბეჭდილებების და ახალი კომენტარების კვირა იწყება- ხვალ ორშაბათია, ორშაბათი ნიჭიერის დღეა!