22 March

ცაშკიბული – 9122

ანსამბლი “ცაშკიბული” 1998 წელს დაარსდა. 2001 წლიდან მათ უამრავ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და საკმაოდ დიდი წარმატებითაც.

ანსამბლის ყველაზე პატარა წევრი 13 წლისაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი – 55 წლის ვალერი სიჭინავა.

“ცაშკიბული” ძველი სიმღერების მოძიებასა და აღდგენას დიდ დროს უთმობს. “ნიჭიერისთვის” მათ ხალხურ სიმღერას შოუს ელემენტები დაამატეს, რომლის შედეგსაც დღეს საღამოს, 10 საათზე იხილავთ. მათი მხარდაჭერა ლაილაისა და ჯეოსელის აბონენტებს შეუძლიათ ზარით ან sms-ით ნომერზე 9122.

ჩხოროწყუდან – თბილისისკენ:

ცაშკიბულის ავტობუსი

ნომერი, რომლითაც “ცაშკიბული” კასტინგზე წარსდგა:

22 March

Next Level – 9121

Next level ერთი წელია რაც არსებობს. ჯგუფში 1 გოგონა და 5 ბიჭია. ზოგი მათგანი ქალაქ რუსთავიდან არის, ზოგი კი – თბილისიდან. ქორეოგრაფი არ ჰყავთ, საკუთარი ძალით დგამენ ცეკვებს და რუსთავში ვარჯიშობენ.

ისინი ძალიან ბევრ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას, საკმაოდ გამოცდილი მოცეკვავეები არიან. ნახევარფინალში გამარჯვების იმედი აქვთ და უკვე იციან, რას შესთავაზებენ მაყურებელს და ჟიურის ფინალში გასვლის შემთხვევაში.

მთავარ კონკურენტებად New Style-სა და გულნაზი გოლეთიანს მიიჩნევენ.

გთავაზობთ გუშინ, რეპეტიციისას გადაღებულ სურათებს. არ გამოტოვოთ, აუცილებლად უყურეთ დღეს საღამოს, 10 საათზე ნიჭიერს რუსთავი2-ზე. I ნახევარფინალურ კონცერტს სწორედ Next Level გახსნის.

დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ Next Level-ს ნომერზე 9121.

ეს კი მათი ცეკვა, რომლითაც კასტინგზე წარსდგნენ:

21 March

დარჩა – 1 დღე

“ნიჭიერის” პირველი ნახევარფინალი, კონცერტი, რომელიც ლაივში გაიმართება, ნომრები, რომლებსაც თავიდან ბოლომდე ნახავთ და აღარ იწუწუნებთ, რომ შევამოკლეთ, კონკურსანტები, რომელთა ბედიც თქვენ ხელშია და თქვენ ეტყვით “კის” ან “არას” – ახლოვდება, ახლოვდება და სულ რაღაც 1 დღეში გავიგებთ, ვინ იქნება “ნიჭიერის” პირველი ორი ფინალისტი!

როგორც იცით, ამ 10 კონკურსანტიდან ფინალში 2 გადადის – ერთი, რომელსაც ექნება თქვენგან ყველაზე მეტი ხმა და მეორე, რომელსაც აირჩევს ჟიური.

როგორია თქვენი პროგნოზები? ამ ათიდან რომელი მიიღებს მაყურებლის ყველაზე მეტ ხმას და რომელს გადაიყვანს ჟიური?

20 March

ტრივია №5 – გამარჯვებულები

ამ ბლოგზე უკვე მეხუთედ გამოცხადდა კონკურსი – ტრივია. დაისვა ათი შეკითხვა და პირველმა ათმა ადამიანმა, ვინც სწორი პასუხი მოგვწერა, მიიღო ბილეთები “ნიჭიერის” პირველ ნახევარფინალურ ლაივ-კონცერტზე. დეტალებისთვის შეამოწმეთ მეილი:

1. ნოდარ ლაფაჩი
2. დათო მარხულია
3. მარიკო აბულაძე
4. თამთა პაპიძე
5. სანდრო როსტომაშვილი
6. მადონა ირემაშვილი
7. სოსო ჩეკურაშვილი
8. კახა გალუმოვი
9. ნანუკა ციბაძე
10. გიორგი გოლეთიანი

19 March

ტრივია №5 – პასუხები

ჩვენ უკვე გვყავს ათი გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ბილეთებს ორშაბათს, “ნიჭიერის” პირველი ნახევარფინალური კონცერტისთვის. ამ ტრივიაზე განსაკუთრებით ბევრი პასუხი მოვიდა, როგორც ჩანს, ლაივ-კონცერტებზე დასწრება უფრო მეტ ადამიანს უნდა.

გამარჯვებულები ხვალ გამოცხადდებიან, მანამდე კი ტრივიას პასუხებს გთავაზობთ:

1. რამდენი კონკურსანტი გადავიდა ნახევარფინალში?
50
ნახევარფინალისტების სია

2. დაასახელეთ სამი კონკურსანტი, რომელიც სიმღერით წარსდგა “ნიჭიერში” და მოხვდა ნახევარფინალში (ნებისმიერი სამი)

3. დაასახელეთ სამი ჯგუფი, რომლებიც ცეკვავენ “ნიჭიერში” და მოხვდნენ ნახევარფინალში (ნებისმიერი სამი)

4. ქეთი და ნაზი, ეკა და ელენე – რა აქვთ საერთო ამ მონაწილეებს?
არიან ელასტიური ტყუპები.

5. გადავიდა თუ არა ნახევარფინალში ვაჟა ნატროშვილი?
არა

6. საიდან ჩამოიყვანა როზა შაროიანმა თავისი ‘ესმერალდა’?
ბულგარეთიდან

7. რამდენი წევრია “ფიცვერცხლში”?
7

8. რომელი კუთხიდან არიან მარიამ და ედიშერ ღამბაშიძეები?
გურიიდან (ჩოხატაური)

9. რაში მდგომარეობდა ნოდარ ვაშალომიძის ნიჭი?
სიგარეტის ბოლს ყურიდან უშვებდა

10. რა ასაკიდან მღერის მარიამ კახელიშვილი?
3 წლიდან

19 March

წითელი ღილაკები – 3

წინა გადაცემაში ჩვენი კომიქსების გმირი წითელი ღილაკები არ ჩანდნენ…

გასადიდებლად დააწკაპუნეთ სურათზე

(c) ჩვენი ნიჭიერი გულშემატკივარი, ჯანო ჟვანია

18 March

ტრივია №5

დღეს ხუთშაბათია და ჩვენს ბლოგზე, ტრადიციულად, ტრივიას დროა!

ორშაბათიდან, როგორც უკვე იცით, “ნიჭიერი” უკვე პირდაპირ ეთერშია – ამის გამო ტრივიაში “კაშეს” მოსაწვევები კი არა, პირდაპირ ლაივ-კონცერტზე დასასწრები ბილეთები გათამაშდება!

კითხვები:

1. რამდენი კონკურსანტი გადავიდა ნახევარფინალში?

2. დაასახელეთ სამი კონკურსანტი, რომელიც სიმღერით წარსდგა “ნიჭიერში” და მოხვდა ნახევარფინალში (ნებისმიერი სამი)

3. დაასახელეთ სამი ჯგუფი, რომლებიც ცეკვავენ “ნიჭიერში” და მოხვდნენ ნახევარფინალში (ნებისმიერი სამი)

4. ქეთი და ნაზი, ეკა და ელენე – რა აქვთ საერთო ამ მონაწილეებს?

5. გადავიდა თუ არა ნახევარფინალში ვაჟა ნატროშვილი?

6. საიდან ჩამოიყვანა როზა შაროიანმა თავისი ‘ესმერალდა’?

7. რამდენი წევრია “ფიცვერცხლში”?

8. რომელი კუთხიდან არიან მარიამ და ედიშერ ღამბაშიძეები?

9. რაში მდგომარეობდა ნოდარ ვაშალომიძის ნიჭი?

10. რა ასაკიდან მღერის მარიამ კახელიშვილი?

დამხმარე ლინკები:

”ნიჭიერის” არხი myvideo-ზე

კითხვებზე პასუხები უნდა გამოგზავნოთ მეილზე admin@nichieri.ge. მეილში პასუხებთან ერთად აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

I ნახევარფინალზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებს პირველი 10 ადამიანი, რომელიც სწორ პასუხს გასცემს ათივე შეკითხვას.


სწორი პასუხები დაიდება ხვალ, პარასკევს. ხოლო გამარჯვებულები გამოცხადდებიან შაბათს.
18 March

რაღაცნაირი გადაცემა, ანუ, ვერაფერი “არაფერზე”

ბექა, a.k.a მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge

ჩემში ეჭვს იწვევს – ღირს თუ არა ტირილი იმის გამო, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ნეტა ვინ მოიგონა? – რომ არ მომკვდარიყო, ან, არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. არადა, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის? – ნოდარ დუმბაძე

რამდენიმე “რომ არ” ამ შემთხვევაშიც დაგროვდა…
“დემეტრე ვარდოშვილს “მტრის ენაზე რომ არ ელაპარაკა”, ალბათ, გაანახევარფინალებდნენ. ზოგიერთებს კი მაიასეული “ისტერიული ისტორიები” რომ არ მოეყოლათ – პირიქითო” – მავანნი ამბობდნენ.

სტრიპტიზის მოცეკვავის წინააღმდეგ ჩამცხრალი უკმაყოფილების ტალღა,  ჟიურის გადაწყვეტილების შედეგად, უკვე ცუნამად გადაიქცა და ჩვენს სისპეტაკეს წალეკვითაც დაემუქრა. თუმცა, ისიც თქვეს, რომ არ გადაეყვანათ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი (ანუ, ისინი ვინც, მისი გამოსვლით გამოწვეულ სიხარულს ხმამაღლა არ გამოხატავდა) ინტერესს დაკარგავდაო.

სხვა მხრივ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ”არაფერზე” წერა კი, როგორც აღმოვაჩინე, საკმაოდ რთული გამოდგა.
ამის გამო, სულ მოდულირებულ პოსტს რომ ვქმნიდე, მაინც ვერ ვიტყვი, რომ  ”ნიჭიერის” შემაჯამებელი გადაცემა, როგორც წესი,  წინამორბედებზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა – მეთქი. გადაცემის ნახევარი მთქნარების გამო გამოვტოვე, მეორე ნახევრის მანძილზე კი, ერთადერთი საინტერესო ის იყო, რომ “საინტერესო არაფერი ხდებოდა”. შეფასებებიც, რომლებზეც გადაცემის დინამიურობა იყო დამოკიდებული, “ვაიმე, საყვარლები”-ს, “ნამდვილად კარგია”-სა და “არ მომწონს”-ს დიდი მანძილით არ გაშორებია. თუმცა, შედარებით უკეთესი გამოდგა დასკვნითი წუთები, როდესაც მონაწილეებს “საიდუმლო სერობისას” მიღებული გადაწყვეტილებები გაუმხილეს.

გადაცემის მიმდინარეობისას კი რატომღაც მხოლოდ ის ნომრები აჩვენეს თავიდან ბოლომდეამ ორს შუა – უკვე თითქმის ყელთან რომ არის გაჩერებული. ვიდეოები – რომელიც ყველას ნანახი აქვს, ყველამ დეტალურად იცის და რომლებზეც ყველა აღნიშნავს, რომ “მარიამ კახელიშვილს საოცარი ხმა აქვს” და “გულნაზ გოლეთიანი პირდაპირ დამბურძგლავია”. მოკლედ, აბსტრაქტული “ყველამ ყველაფერი იცის” – სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი.

იმ დროს კი, როდესაც ჩვენ ამ ნომრებს უკვე მებევრამდენიღაცაჯერ ვუყურებთ, სრულიად არაფერი იყო ნაჩვენები კონკურსანტებზე, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ ისე, რომ მათი გამოსვლა არავის უნახავს. მართალია, ეს ვიდეოები უკვე ყველასათვის კურსორმისაწვდომია, მაგრამ თვითონ გადაცემა უფრო საინტერესო იქნებოდა, ახლების ნაცვლად იგივე ნომრები რომ არ ყოფილიყო.

ამასთანავე, კაცის ბჭობაზე ღმერთის დამოკიდებულება შემაჯამებელ გადაცემაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

მანამდე: ხალხი იცინოდა ირაკლი ძამუკაშვილზე, მისი სიმღერის ტექსტზე, იკეთებდა შავ სათვალეს და იცვამდა თეთრ შარვალს, ნიკას ტაშს უკრავდა, მაიასა და გეგას გემოვნებას კი ვაგზლის ბაზარში აჟღერებული მუსიკის ჭრილში განიხილავდა. მოკლედ, როგორც ქართველ ერს სჩვევია ხოლმე, ქმნიდა პერსონაჟს, რათა შემდეგ მისთვის დაეცინა და ფიქრობდა, რომ ნახევარფინალებში გადასასვლელად ”უიღბლო შეყვარებულს” ოქროს თევზის დაჭერაც კი ვერ დაეხმარებოდა.

შემდეგ: ალბათ, უკვე ირაკლი ძამუკაშვილმა გაიცინა ხალხზე… და დაიქადნა, რომ მისი სიმღერით ნიკაც კი გაოცებული დარჩება. თუმცა, მისი გაოცება, რომ რთული საქმე არ არის, ეს უკვე ყველასათვის ადვილი შესამჩნევია.

საერთოდ, ჟიურის სამივე წევრი გაოცებას განსხვავებულად გამოხატავს: მაია – ტუჩების საშუალებით “WOW”-ს ხაზავს, გეგა მხოლოდ წარბის ოდნავი აწევა-შეთამაშებით კმაყოფილდება, ნიკა კი კბილებს ერთმანეთს გარკვეული მანძილით აშორებს.  ამის გამო, სასურველი იქნება, რომ ირაკლი ძამუკაშვილის მიერ ”მუქარის შესრულების” პროცესში, ნიკას გარშემო, რაც შეიძლება ნაკლები მწერი დაფრინავდეს. რა იცით, რა ხდება…

ისე კი “ღიმილი მაჩუქე კარგო”-ს გასაოცარი შესრულება ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია (გამომსვლელიც ფრენას თუ არ დაიწყებს, ან, სათვალის გაკეთებისას მართლა არ გაქრება). სამაგიეროდ, ფართო არჩევანი აქვს კორნელი მაისაშვილს, რომელმაც უკვე ისეთი “იმიჯი” შეიქმნა, რომ მის გატეხვას, ისევ თავის გატეხვა უნდა ერჩივნოს. ამის გამო, სავარაუდოდ, მისი თავიც განწირულია თავგანწირულობისათვის.

ნინო ჯავახიშვილის გამოსვლის ფორმატიც მეტად საინტერესოა. ოპტიმალური ვარიანტი, ალბათ, ერთი არხის მაფიოზური გადაცემის ხერხი და იდუმალი ხმით ნათქვამი სიტყვებია -  “პატივცემულო მაყურებლებო, ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, გთხოვთ თქვენს შვილებსა და ქმრებს თვალები დაახუჭინოთ…”

“მე არ ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც მალე მოდის” – ამბობდა აინშტაინი, ამიტომ უფრო საფუძვლიანი და სიტყვაუხვი საუბარი ნახევარფინალებამდე გადავდოთ

პ.ს: ისე, ძველბლოგერული ანდაზაა “პოსტი გადაცემასთან რომ დააბა, ან სტილს იცვლის, ან, ზომასო” და მგონი, ამ შემთხვევაში ხალხურმა სიბრძნემ ჭეშმარიტება იზეიმა…

18 March

I ნახევარფინალი – ყველა კონკურსანტის ვიდეო

გთავაზობთ I ნახევარფინალში გამომსვლელი 10 კონკურსანტის ვიდეოებს. მათ შორის, არის ისეთებიც, რომლებიც ძალიან ცოტა ხნით იყო ნაჩვენები ტელეეთერში, ჩვენს ბლოგზე კი ექსკლუზიურად თქვენთვის მათ ნომრებს მთლიანად ვდებთ!

კონკურსანტის გასწვრივ მითითებულია მისი ნომერი. დარეკვა და დამესიჯება შეგიძლიათ ჯეოსელიდან ან ლაილაიდან მთელი კვირის განმავლობაში.

1. Next Level – 9121


2. ანსამბლი ”ცაშკიბული” – 9122

3.  კორნელი მაისაშვილი - 9123

4. Little Hills – 9124

5. თამარ კურდღელია – 9125

6. ირაკლი ძამუკაშვილი – 9126

c

7. ლაშა კვიკვინია და გუჯა მჭედლიშვილი 9127

8.  ვერკა სუთიძე და გიორგი ჯაჯანიძე – 9128

9. ავთო გოგეშვილი – 9129

10. გულნაზი გოლეთიანი – 9130

17 March

ვერდიქტი გამოტანილია!

Landish, ბლოგერი landish.ge-დან.

“ნიჭიერის” შესარჩევი ტურის დასკვნითი გადაცემის დასრულების შემდეგ გავიგეთ თუ ვინ გადავიდა ნახევარფინალში და ვის ვიხილავთ “რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში.

ზოგი აქებს ჟიურის გადაწყვეტილებას, ზოგი უკმაყოფილოა, ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა ამაზე დამოკიდებული და ზოგმაც თვითონ განაცხადა უარი. “ყველას ვერ გადაიყვანდნენ”, ამიტომაც “საყვარლობა და ისტორია არ შეაფასეს” და მხოლოდ ნიჭის დაფასებას შეუდგნენ. ყოველ შემთხვევაში ახლა რაც არ უნდა ვთქვათ, “ვერდიქტი გამოტანილია”, შემდეგ ტურში ამ 50 პიროვნებას ვიხილავთ. მათ მრავალფეროვანი ნახევარფინალი სურდა და მიიღეს კიდეც.

ახლა იმაზე საუბარს, თუ ვინ და რატომ გადაიყვანეს შემდეგ ტურში და ვინ ჩატოვეს, სჯობს ის გავაკეთო, რაც ქართველებს ყველაზე კარგად გამოგვდის – “ვიმკითხაო”, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ესა და ეს პიროვნება გადავიდოდა ან ჩარჩებოდა პირველივე ტურში.

ფოტო, რომელიც სრულიად შეუსაბამოა, მაგრამ თვალს მოსწონს : )

ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ კი გულნაზი გოლეთიანით დავიწყებ. ეს ქალბატონი ნახევარფინალში რომ არ გადაეყვანათ, მთელი საქართველო “აღშფოთდებოდა”, ხოლო სიუზან ბოილი კი მხარდასამჭერ აქციას გამართავდა სახელწოდებით – “ბიოლებს გვიტყაპუნებენ!”.

ლევან შავაძის (რომელიც რატომღაც გულნაზის ქმრადაც კი შერაცხეს :D) არ გადაყვანის შემთხვევაში, გოგი დოლიძის ფანები შეიკრიბებოდნენ და ბატონ ლევანს ღირსების ორდენს გადასცემდნენ, თან დაამშვიდებდნენ, “მთავარია ჩვენ გვჯერა შენიო”.

გაჩნდა შეკითხვა, თუ “რა საჭიროა 2 ჯექსონი?”, რაც ჟიურის გადაწყვეტილებას, კერძოდ კი ჯიმი ებიტაშვილის და ჯგუფ “მოიზაიკის” ნახევარფინალში გადაყვანას მოჰყვა.

ის, რომ “მოზაიკა” კარგად მოძრაობს ეგ ყველამ ვნახეთ, ის რომ ჯიმი მაიკლს მაგრად ჰგავს, ეგეც დავინახეთ. მაგრამ რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში, თუ კი მას მეორე ტურში არ გადაიყვანდნენ?

რა და, სადაც ახლა არ უნდა იყოს ჯექსონი (სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში), თავის თანამოაზრეებს მოისვამდა გვერდით და ღრმა დისკუსიას გამართავდა თემაზე “სულ არ იციან ამათმა მკვდრის პატივისცემა”.

იმ შემთხვევაში თუ, თამარ კურდღელია დარჩებოდა პირველ ტურში თავისი ინდური ცეკვით, ალბათ გეგას, მაიას და ნიკას სახლში “Best of the Indian Movies DVD” დისკს გაუგზავნიდა და შიმშილობას გამოაცხადებდა, მანამ სანამ სამივე მათგანი ზედმიწევნით არ ისწავლიდა თითეული ცეკვის ილეთს.

გივი მაღრაძის და მისი გუნდის წევრების ნახევარფინალში არ გადასვლა ყველაზე მეტად ჟულიენ შერს გაუხარდებოდა, რადგან იამაკასის მესამე სერიისთვის დუბლიორებს ეძებს და სწორედ მათ დაადგა თვალი, თუმცა ახლა მას ცოტა ლოდინი მოუწევს, მანამ სანამ ისინი პროექტში იქნებიან.

ესეც სრულიად შეუსაბამო ფოტო : )

მხოლოდ პირველ ტურში რომ ჩარჩენილიყო ანა ხანჩალიანი, საქართველოს ოპოზიცია ბრიფინგს გამართავდა სახელწოდებით “როგორ ვებრძოლოთ ეროვნული ჩაგვრის საკითხს?”

ჯგუფ “იავნანას” არ გადაყვანის შემთხვევაში ნიკა გეგაზე და მაიაზე გაიბუტებოდა, “რა იყოთ, ერთი ვერ გამისწორეთ? :(“-ო.

კორნელი მაისაშვილს კი მხოლოდ ერთი შეკითხვა გაუჩნდებოდა: “ხისთავიანი ვარ და მეტი რა მექნა?”.

და ალბათ გაინტერესებთ, თუ რა მოხდებოდა, ნინო ჯავახიშვილის შემთხვევაშიც? ამ შემთხვევაში “მმკ” სამადლობელ წერილს გააგზავნიდა რუსთავი 2-ის ოფისში შინაარსით: “დიდი მადლობა, რომ გონს მოეგეთ და აღარ ყრვნით ჩვენს თაობებს! “:D

მოკლედ სულ ეს იყო, იმედი მაქვს კონკურსანტებმა და მათთმა გულშემატკივრებმა ეს ყოველივე გულთან ახლოს არ მიიტანეს, რადგან ზემოხსნებული კონტენტი მხოლოდ ხუმრობის მიზნით იქნა შექმნილი და არ ითვალისწინებდა ვინმეს შეურაცხყოფას! პატივისცემით, თქევნი მონა-მორჩილი ლანდიშა : )

და თქვენ რას ფიქრობთ? რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენი ფავორიტი ვერ გადავიდოდა ნახევარფინალში, ან ვერ გადავიდა და რა მოხდებოდა, თუ კი გადავიდოდა? მოდით, “ვიმკითხაოთ” :)

16 March

ინტერნეტ-ნიჭიერის გამარჯვებულები!

“ინტერნეტ-ნიჭიერი” დასრულდა! სულ შემოვიდა 43 326 ხმა! 28 კონკურსანტიდან სწორედ ამ მონაწილეებმა მიიღეს თქვენგან ყველაზე მეტი “კი” და ყველაზე ცოტა “არა” და გახდნენ ჩვენი ბლოგის კონკურსის გამარჯვებულები:

I ადგილი – Ipod Nano და ნახევარფინალებზე დასასწრები ორი ბილეთი

გელა ვარდიძე – 1806 ხმა

II ადგილი – ვებკამერა და ნახევარფინალებზე დასასწრები ორი ბილეთი

ირაკლი ჩიტაძე და მეგობრები – 1 786 ხმა

III ადგილი – USB მეხსიერება და ნახევარფინალებზე დასასწრები ორი ბილეთი

დიმიტრი და ბიძო ჯაფარიძეები – 1745 ხმა

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოგზავნა ვიდეოები და ასევე მათ, ვინც მიიღო მონაწილეობა შეფასებაში.

გამარჯვებულებო, გილოცავთ!

დაჯილდოება გაიმართება კლუბ კაშეში, სადაც გავიცნობთ ჩვენს გამარჯვებულებს და ბლოგზე შემოგთავაზებთ რეპორტაჟს.

16 March

ჟიურის შეცდომები და ნახევარფინალების პირველი ათეული

თინი, ბლოგერი tiny.ge-დან
ესეც ასე, ჩვენ გუშინ ვიხილეთ დასკვნითი, შემაჯამებელი გადაცემა  ახალი ერის, პირდაპირი ეთერების დასაწყისამდე!
სიმართლე გითხრათ, მგონი არავის არ მოგვეწონა ეს გადაცემა- მოსაწყენი იყო. განსაკუთრებით პირველი ნაწილი-  ჟიურის ლაპარაკი,  მონაწილეების და ზოგი მონაწილის  განსაკუთრებით სრულმეტრაჟიანად გახსენება..
მერე შედარებით (თუმცა არც ის ბრწყინავდა ხალისით) საინტერესო საყურებელი იყო მონაწილეების  გადაყვანა-არ გადაყვანის შემდგომი ემოციები..  მართალია ყველა აღვშფოთდით გასული გადაცემის ფორმატით, მაგრამ  მე ვთვლი, რომ შემაჯამებელი გადაცემა აუცილებლობით იყო გამოწვეული. მაყურებელმა არაფერი იცოდა ამ გამცხრილავი ტურის არსებობის შესახებ, რომელიც იმიტომ დაინიშნა, რომ მეორე ტურში გადასულთა რიცხვმა 50-ს ძალიან გადააჭარბა ( მონაწილეებმა იცოდნენ ) და წარმოიდგინეთ, რომ ელოდები  ნახევარფინალში ვიღაც მონაწილეს და ის არ ჩანს! : ) ხომ დაიბნეოდით, რა ხდებაო.. თან  იმდენი კარგი გადაცემის შემდეგ, ერთი ხომ უნდა ყოფილიყო ემოციებისგან დაცლილი და “შემასვენებელი” მთავარი და ყველაზე მაგარი ნაწილის დაწყების წინ?! :D
ბევრი არაფერია საწერი გუშინდელის თაობაზე, მაგრამ რამდენიმე მონაწილის ნახევარფინალში გადასვლამ ძალიან გამაბრაზა და უკმაყოფილო ვარ ჟიურის გადაწყვეტილებით!
_ აი რა იყო ჩემთვის შოკი, ჩემო მეგობრებოო. ამის ნახვა, მე ვთვლი, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება..
თქვა ნიკა მემანიშვილმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყური არავინ ათხოვა და “ღიმილი მაჩუქე, კარგო”-ს შემსრულებელი ნახევარფინალში აღმოჩნდა! გაოცებისგან და გაბრაზებისგან ერთბაშად ამენთო თვალები..  თანაც ძამუკაშვილი  თავის პრომოში ამბობს, იგივე სიმღერას ვიმღერებო (ოღონდ უკეთესადო) და ღიმილის ჩუქების ხათრით გადაიყვანეს შემდეგ ტურში? ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ჟიურის მხრიდან მითუმეტეს იმ ფონზე, როცა დემეტრე ვარდოშვილი ვერ გადავიდა შემდეგ ტურში!
დემეტრეს  არანაირი დეტონაცია, არანაირი შეცდომა არ ჰქონია სიმღერის დროს. აშკარად რეპერტუარის გამო დაიწუნეს. სამწუხაროდ, ჟიურის დაავიწყდა, რომ შოუში რეპერტუარი და პოლიტიკური ვითარება კი არა, ადამიანის ნიჭი ფასდება! ერთი ვერსია  ის მქონდა,  იქნებ იმიტომ არ გადაიყვანეს, რომ  თითქმის იმავე შესაძლებლობების ლევან შავაძე იყო მონაწილეებს შორის და მრავალფეროვნება უნდოდათ მეთქი, მაგრამ მერე ის არაერთი მონაწილე გამახსენდა, რომელიც ძალიან გავს ერთმანეთს და არ შექმნიათ არანაირი პრობლემა ნახევარფინალში გადასვლასთან   დაკავშირებით.. მაგალითად: ორი ჯექსონი რატომ დაჭირდა შოუს? თანაც როცა ერთ-ერთ მათგანს, ჯიმის  მარტო ის შეუძლია, რომ ჩაცმულობით და მაკიაჟით დაემსგავსოს პოპ ვარსკვლავს და ცეკვაში  მოისუსტებს ილიასთან შედარებით?
ან ამდენი ლათინო-ამერიკული ცეკვების მონაწილე რა საჭირო იყო მაგ ლოგიკას თუ მივყევით?  მოკლედ, დემეტრე ვარდოშვილის გაშვებით ძაალიან დიდი შეცდომა დაუშვა ჟიურიმ!
_
ასევე, აბსოლიტურად გაუგებარია რატომ გადავიდა შემდეგ ტურში იოსებ გოგია.. შეყვარებულის წერილების ხევის ხათრით? მოქნილი მოძრაობების ხათრით? იქნება მე ვერ დავინახე მის მოძრაობებში ცეკვის ცოდნა და რამე მეშლება?! მაგრამ არა მგონია.. აი ვნახავთ ნახევარფინალებში მის გამოსვლას და ყველა ერთად მივხვდებით, რომ ესეც ერთ-ერთი შეცდომა იყო.. ნუთუ არ შეიძლებოდა მის მაგივრად ის მოხუცი გადაეყვანათ, რომელიც 83 წლის ასაკში  ასე კარგად ცეკვავს და ასეთი ლამაზი სანახავი იყო?.. გული ჩამწყდა მისი სახე რომ დავინახე :(
_
გული დამწყდა მედოლე ძმებზეც, ძალიან ბევრი დოლით  რომ უკრავდნენ. კიდევ, “იავნანა”-ს გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი. არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ გარდა იმისა, რომ რაჭველები იყვნენ :D
კიდევ ერთი რამ- ბევრი მონაწილის გამოსვლის სრული ვერსია არ გვაქვს ნანახი. ამიტომ, ასე მგონია, არასათანადო პირობებში არიან. წარმოდგენა არ გვაქვს რას აკეთებენ.. მაგალითად – გვანცა ციხელაშვილის და აკა მოდებაძეს სიყვარულის ისტორია და ცეკვა ყველას ნანახი აქვს და იგივე ჟანრში მოცეკვავე გიორგი სუთიძე და  ვერკა ჯაჯანიძე სულ რამდენიმე წამით გვყავს ნანახი.

შემდეგ ორშაბათს, უკვე პირდაპირ ეთერში, შევხვდებით ნახევარფინალის პირველ ათეულს..

“დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ძალიან ბევრს შეცვლის ჩვენს ცხოვრებაში. ისეთი მონდომებით ვიცეკვებთ, როგორც არასდროს.. ”
next level-ის მონაწილეები გაცილებით კარგ ნომერს გვპირდებიან, ვიდრე პირველ ტურში გვიჩვენეს! პირადად მაქვს მათთან შეხება და ვიცი, რომ  ისინი ყოველ დღე ვარჯიშობენ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. იმედია,წინა ტურის ნომერზე მეტად   სანახაობრივი იქნება მათი “ნახევარფინალური” გამოსვლა :)
” შორი გზიდან ჩამოვედით და დარწმუნებული ვართ, რომ ეს გზა ტყუილად არ გამოგვივლია..”
მათი სიმღერის ძალიან მცირე მონაკვეთი აჩვენეს წინა გადაცემაში, ამიტომ არ ვიცი რით შეიძლება გაგვაოცონ მათ..
“ჩემი ნომრის მიზანი არის, რომ ვაჩვენო რას შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს ვარჯიშის შედეგად”
მგონი, ამ ადამიანის შესაძლებლობებში არავის ეპარება ეჭვი!  მართალი გითხრათ, არ ვიცი იმაზე “უარესი” დასტური რა უნდა წარმოადგინოს იმისთვის, რომ დავიჯეროთ- ყველაფერი ვარჯიშის შედეგია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ვარჯიშთან ერთად, ამ ყველაფერს ნიჭი უნდა :))
მე ბედნიერი ვარ, რომ ჟიურიმ მომცა კიდევ ერთი შანსი, მეცეკვა ჩემს გოგოებთან ერთად”
რატომ  არ იქნება ბედნიერი, შესანიშნავი გოგოები ყავს little hills-ის ერთადერთ მამრობითი სქესის წარმომადგენელს!
“ძალიან დიდი შრომა დამჭირდა ეს ცეკვა რომ სხვებისთვის მესწავლებინა”

როგორც ჩანს, თამარ კურდღელიამ ზედმიწევნით შეასრულა ჟიურის დავალება და კიდევ ორს შეასწავლა ცეკვით ლაპარაკი :)
“ნიკას ძალიან არ მოეწონა ჩემი სიმღერა კასტინგზე.. ჩემი გამოსვლით, დავუმტკიცებ, რომ ცდებოდა. მართალია იგივე სიმღერას ვასრულებ, მაგრამ ისე გავაკეთებ, რომ ნიკაც კი გაოცდება”

ამ ნათქვამში ისევე მეპარება ეჭვი, როგორც იმაში, რომ ყველა ადამიანს ხელზე 6 თითი აქვს  და მე ვერ ვხედავ :D თუმცა ახლა რაღას ვუშველი, ისღა დამრჩენია წარმატება ვუსურვო : )
“ამ პროექტმა ერთი კარგი საქმე უკვე გააკეთა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს შეგვახვედრა. მაგრამ ჩვენ ამას არ დავჯერდებით, უფრო მეტი გვინდა”

ძალიან კარგი მუსიკოსები, რომლებმაც სულ რამდენიმე წუთში შეძლეს ჯგუფად ჩამოყალიბება და შესანიშნავად დაუკრეს!
“ძალიან ბევრ კონკურსში მიგვიღია მონაწილეობა და ძალიან სასიამოვნოა, როცა გამარჯვებულად გასახელებენ. გვინდა ნიჭიერშიც ესე მოხდეს”
ლათინო-ამერიკული ცეკვების მოცეკვავეები. მათ რამდენიმე წამიან გამოსვლას თუ დავუჯეროთ, საკმაოდ კარგად ცეკვავენ!
“რასაც ადრე მხოლოდ მეგობრების წრეში ვაკეთებდი, ახლა მთელმა საქართველომ იცის. ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩემთვის”

ავთო გოგეშვლი, რომელმაც ძალიან დიდი სიმპატია დაიმსახურა მაყურებლის და ჟიურის მხრიდანაც თავისი ილუზიონისტური ნომრების წყალობით : )
“ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ასაკში, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამე მოხდებოდა”

“ნიჭიერი”-ს გმირი, ყველანაირი რეიტინგული რეკორდების მომხსელი და ყველას ფავორიტი – გულნაზი გოლეთიანი!

ხმის მიცემა დაიწყო. ერთი კვირის მანძილზე თქვენ შეგიძლიათ უგულშემატკივროთ თქვენს ფავორიტებს!

მე კი, მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით და თქვენთან ერთად ვითვლი დღეებს, საათებს, წუთებს და წამებს მომავალი ორშაბათის გრანდიოზული სანახაობის, პირდაპირი ეთერის  დაწყებამდე!
16 March

მე-7 გადაცემა სრულად!

15 March

პირველი ნახევარფინალი – კონკურსანტები

შემდეგ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე რუსთავი2-ზე ”ნიჭიერის” პირველ ნახევარფინალურ კონცერტს იხილავთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გაიმართება!

პირველ ნახევარფინალურ კონცერტში 10 მონაწილეა. მთელი კვირის და გადაცემის მსვლელობის მანძილზე თქვენ მიერ გამოგზავნილი ზარებისა და სმს-ების მეშვეობით ამ 10-დან ერთი მონაწილე გადავა ფინალში! დარჩენილი 9 მონაწილიდან კი ჟიური მეორე ფინალისტს შეარჩევს.

დადგა ის დრო, როდესაც თქვენს ფავორიტებს თქვენი დახმარება სჭირდებათ – აწი თქვენ წყვეტთ, ვინ არის ჭეშმარიტად ნიჭიერი და ვინ იმსახურებს ფინალში მოხვედრას!

პირველ ნახევარფინალში, მომდევნო ორშაბათს თქვენ იხილავთ შემდეგ კონკურსანტებს:

1. Next Level – დარეკეთ და დაუმესიჯეთ – 9121

2. ანსამბლი ”ცაშკიბული” – დარეკეთ და დაუმესიჯეთ – 9122

3.  კორნელი მაისაშვილი - დარეკეთ და დაუმესიჯეთ-9123

4. Little Hills – დარეკეთ და დაუმესიჯეთ – 9124

5. თამარ კურდღელია – დარეკეთ და დაუმესიჯეთ – 9125

6. ირაკლი ძამუკაშვილი – დარეკეთ და დაუმესიჯეთ – 9126

7. ლაშა კვიკვინია და გუჯა მჭედლიშვილიდარეკეთ და დაუმესიჯეთ – 9127

8.  ვერკა სუთიძე და გიორგი ჯაჯანიძე – დარეკეთ და დაუმესიჯეთ – 9128

9. ავთო გოგეშვილი – დარეკეთ და დაუმესიჯეთ -9129

10. გულნაზი გოლეთიანი – დარეკეთ და დაუმესიჯეთ – 9130

ამ ათიდან მხოლოდ ორი კონკურსანტი მოხვდება ფინალში.

ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებო, დარეკეთ და დაუმესიჯეთ თქვენს ფავორიტებს! მათი ბედი თქვენს ხელშია!

15 March

ნახევარფინალში გადასული კონკურსანტები

დღევანდელ გადაცემაში გაირკვა იმ 50 კონკურსანტის ვინაობა, ვისაც შემდეგი კვირიდან ნახევარფინალებში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ კასტინგი წარმატებით (2 ან სამი ”კი”) გაიარა 99 მონაწილემ, ხოლო ნახევარფინალში მხოლოდ 50 კონკურსანტი მოხვდა: