22 March

მესამე გადაცემის “NO” ბლოკები

22 March

“დრამის ბიჭები”

22 March

ანზორ იაკობიძე- რეკორდი

22 March

თეონა კოროშინაძე

[მაივიდეოზე არსებული ტექნიკური პრობლების გამო, ამ ეტაპზე დანარჩენი ვიდეოების დადება ვერ ხერხდება, თუმცა ჩვენ დაველაპარაკეთ ადმინისტრაციას და გვითხრეს, რომ მალე გამოსწორდება]

22 March

გიორგი უტიაშვილი

22 March

შორენა ჯინჭარაშვილი

22 March

თათია დონაძე

21 March

21 მარტი, მესამე გადაცემა- მონაწილეები

ნიჭიერის მეორე სეზონის მესამე გადაცემაში თქვენ ნახეთ შემდეგი მონაწილეები:

BLACK BALANCE

ანზორ იაკობიძე

არმინე ვართანიანი

ბაჩო აგულაშვილი

ბახვა წერედიანი

ბოლნელი

გიორგი ნათენაძე

გიორგი უტიაშვილი

გოგა ჭოლარია ანი ცაცუა

დავით დავითიანი

დინასტია

დრამის ბიჭები

თათია დონაძე

თეონა კოროშინაძე

ლანა კვირკველია

მარიამ აკობია

ნათია ნაფეტვარიძე

ნინი კირვალიძე

ნინო ლეჟავა

ოლეგ ბლინოვ

ომარ იაკობაშვილი

როლერები

სოფო ჭრიკიშვილი

ტანმოვარჯიშეები მარნეულიდან

შორენა ჯინჭარაშვილი

"ძაღლები"

ჯიქიას გოგონები

ლექს-სენი 2

ვინ გახდა თქვენი ფავორიტი?  : )

21 March

დარჩა 15 წუთი!

ნიჭიერის მესამე გადაცემის ეთერში გასვლამდე 15 წუთი რჩება! ყოველი მომდევნო გადაცემა მოულოდნელობებით  და ახალი შთაბეჭდილებებით არის სავსე, შესაბამისია მაყურებლის გამოხმაურებაც.

აქ, ბლოგზე კომენტარებში და ჩვენი ფეისბუქის გვერდზე  - http://www.facebook.com/nichieri , ორშაბათს 10 საათიდან გადაცემის დასრულებამდე ყველა ერთად განვიხილავთ მონაწილეებს, ნომრებს, ვაფასებთ თითოეულ მათგანს და ვაფიქსირებთ ჩვენს აზრებს კომენტარებში. შემოგვიერთდით- თქვენი აზრი მნიშვნელოვანია! ; )

21 March

ისევ სოსოს შესახებ

სოსო ნარიმანიძემ ყველანაირ პროგნოზს გადააჭარბა და ნიჭიერის მეორე გადაცემის გასვლის შემდეგ მისი ვიდეო ნიჭიერის ვიდეოების ყველა დროის რეიტინგების სათავეში მოექცა. გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც მას კარგად იცნობენ, დაიდო სხვა ვიდეოები, სადაც ის მღერის, კურიერ პოსტ სკრიპტუმმა სიუჟეტი გააკეთა, ვანომ თავის შოუში მიიწვია, დუტამ – “იღბლიან ბორბალში”. მაივიდეოს მთავარ გვერდზე არსებული ვიდეოებიდან შვიდი – სოსოსია.

ისევე, როგორც ყველაფერს, ამ საკითხსაც ორი მხარე აქვს, რაც ნათლად გამოიკვეთა კომენტარებსა და რეაქციებში. დადებითი რეაქცია გაცილებით მეტია, ვიდრე უარყოფითი, მაგრამ მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ პასუხი გაგვეცა იმ ძირითად პრეტენზიებზე, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიკვეთა:

1. რატომ გადაიყვანეს შემდეგ ტურში?
2. რატომ “აპიარებთ”?
3. რატომ დასცინით?
(ეს უკანასკნელი ყველაზე გულდასმით განსახილველია, რადგან აშკარა უსაფუძვლო ბრალდებასთან გვაქვს საქმე)

1. რატომ გადაიყვანეს:

სოსო როდესაც გამოვიდა სცენაზე, იმდენად დადებითი ენერგიით იმღერა, რომ მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა – მასთან ერთად ცეკვავდნენ და მღეროდნენ. დარბაზის დაჟინებული მოთხოვნით, უკეთესის შესრულების იმედით და იმის გამო, რომ ჟიურის წევრებამდეც მივიდა ის ყველაფერი დადებითი, რაც სოსო ნარიმანიძეს პიროვნულად აქვს, შემდეგ ტურში გადაიყვანეს. მთელი ორი სეზონის მანძილზე, არ მახსოვს ვინმეს ასეთი გულწრფელი სიხარული გამოეხატოს შემდეგ ტურში გადასვლისას.


ნიჭიერი არის შოუ, სადაც არ არსებობს “ნიჭიერი”-ს კონკრეტული განსაზღვრება. ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური ნიჭი აქვს და შეიძლება ეს ნიჭი მაინცდამაინც ე.წ. ‘გემოვნებიანი’ მუსიკით, კარგი ჩაცმულობით და თბილისური აქცენტით არ შემოიფარგლებოდეს. რამდენი მონაწილე  გამოსულა ნიჭიერის სცენაზე – კარგი სმენით, კარგი რეპერტუარით, მშვენიერი ჩაცმულობით, მაგრამ დარბაზისგან  ვერანაირი რეაქცია ვერ მიუღია. მთავარი ის არის, თუ რა ემოცია მიგაქვს მაყურებლამდე და ჟიურიმდე. სოსოს ემოციებს კიდევ, ფილარმონიაში კი არა, ტელეეკრანის მიღმაც ხედავდა ხალხი და ამის დასტური ის არის, რომ ერთი შეხედვით “მარგალიტი”, ნიჭიერის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა და ეს ყველაფერი სრულიად თავისთავად მოხდა – ზედმეტი აქცენტის გაკეთების გარეშე.

2. რატომ აპიარებთ?

როდესაც პარასკევის ინტერვიუში ლუკა ყარმაზანაშვილი მოვიხსენიეთ გადაცემის ფავორიტად და მის შესახებ გავაკეთეთ პოსტი, ბევრი შემედავა, რომ რეიტინგების რეკორდსმენი ლუკა კი არა, სოსო ნარიმანიძეაო. არგუმენტი ძალიან სწორია. უბრალოდ, არავის გვიფიქრია, რომ სოსოს ცხოვრება და ისტორია ყველას ასე დააინტერესებდა.

შესაბამისად, პოსტ სკრიპტუმის სიუჟეტი იყო არაფერი სხვა, თუ არა საზოგადოების დაკვეთა. სწორედ საზოგადოებამ ნახა რეკორდული რაოდენობით მისი ვიდეო, სწორედ მათ ატვირთეს ძალიან ბევრი “ნიჭიერსგარე” ვიდეო და სწორედ ისინი წერდნენ კომენტარებში ყველაფერ დადებითს. გაკეთდა სიუჟეტი,სადაც  უბრალოდ აჩვენეს მისი ყოველდღიურობა.


ამ დროს რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა youtube-ზე ვიდეო, სადაც ჩვენთვის, ყველასთვის მტკივნეული საკითხი, ომიანობის პერიოდი იყო აღბეჭდილი. ეს ვიდეო მაშინვე ვირუსულად იქცა მთელ ფეისბუქზე. თავიანთ პროფილში აშეარებდნენ და ციტატა მოჰყავდათ იმავე ვიდეოს მინაწერიდან, რომ ეს იყო ბრძოლების შუალედში გადაღებული, ნაჩვენები იყო როგორ ამხნევებდა პატარა ჯარისაკაცი სიმღერით დანარჩენებს და ავტორი მადლობას უხდიდა პროექტის გუნდს სოსო აღმოჩენისთვის, რადგან ის დაღუპული ეგონათ.

შეიძლება ასეთი ისტორია პიარად ჩაითვალოს? თქვენი აზრით, პროექტის გუნდი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც ჩვეულებრივი ადამიანური ემოციები გააჩნიათ, გულწრფელად არ უხარიათ, რომ ასეთი ადამიანი აღმოაჩინეს და მათი მეშვეობით სოსოს ცხოვრება შესაძლოა სამუდამოდ შეიცვალოს? პოსტ სკრიპტუმის სიუჟეტის შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს და ითხოვს კოორდინატებს სოსოს დასახმარებლად.  გარდა ამისა, ორშაბათის შემდეგ ალბათ არც სამსახურის პოვნა გაუჭირდება. ეს “პიარად” მონათლული ფაქტები  პიარი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ემოციურად არ შეეხო ეს საკითხი.

3. რატომ დასცინით?

თუ ეს კითხვა გიჩნდებათ, ფაქტიურად ”მოსალოცად” გქონიათ საქმე, ესე იგი  თქვენ საზოგადოების იმ ნაწილს მიეკუთვნებით, ვისაც თავი სოსოზე რამით მეტი ჰგონია. ვინც თვლის, რომ ნიჭი მხოლოდ ”სვეცკი” მუსიკის უბადლო შესრულება და თეთრი დიდსახელოებიანი  კოსტიუმის ნაცვლად, რამე ”ტაკოიში” გამოწყობაა, ვინც თვლის რიგით ხაშურელზე , წნორელზე, თბილისელზე, ქუთაისელზე მაღლა დგას, ანუ მათზე მაღლა, ვისაც ”აბობოქრებულ ზღვაში გატარებ” ურჩევნია ნებისმიერ იმ მუსიკას, რასაც თქვენ ძილისწინ უსმენთ. ან შეიძლება საერთოდ არ უსმენთ, მაგრამ ამბობთ, რომ მაგარია (თქვენზე უფრო ”კომპეტენტურებმა” თქვეს და იმიტომ).

გილოცავთ, რადგან თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანს, რომელმაც დარბაზი ფეხზე დააყენა, უნდა მიეღო ”არა” მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მისი სიმღერა იმ კატეგორიიდან არის, რომელზეც ცხვირს ვიბზუებთ.

რომელიღაცა გაზეთის რომელიღაცა სტატიის რომელიღაცა ავტორი ზედმეტად წუხს იმის გამო, რომ თურმე ვისაც არ ეზარება, სოსოს დასცინის, რომ ქუჩაში ხალხი ამ იდიოტურ (!) სიმღერას ღიღინებს და ხანდახან ამ სტატიის ავტორსაც ”შემოეძახინება” ხოლმე უნებურად. ანუ წუხს, რომ ხანდახან უწევს გახდეს იმ უგემოვნო მასის ნაწილი, რომელიც ამ იდიოტურ სიმღერას ღიღინებს და მერე ამ თავის სტატიას ისევ ამ იდიოტური სიმღერის წამღიღნებლებზე ჰყიდის.

არა, თქვენ არც სოსოს დასცინით და არც იმ ადამიანებს, ვინც “გაბედეს” და ეს სიმღერა წაიმღერეს:))  მოკრძალებით დავასკვნი, რომ ალბათ ის 3 000 ადამიანიც გეგოიმებათ, დარბაზში სოსოს სილაღეს რომ დაუკრეს ტაში და, რაღა თქმა უნდა, ის 254 600-მდე მომხმარებელიც, ვინც მაივიდეოზე სოსოს ნამღერს მოუსმინა.

რომელიღაცა გაზეთის რომელიღაცა  სტატიის რომელიღაც ავტორს წინასწარ ადარდებს სოსოს ბედი, რომელიც ნახევარფინალში ”მართლა ნიჭიერების” გვერდით კიდევ უფრო დაიცინება და ამ სიტუაციაში ალბათ საკუთარ თავს წარმოიდგენს ირონიული ღიმილით და ფრაზით ”ო, ღმერთო ჩემო, — და სოსო ერთ სცენაზე? ტეხავს…” არადა, ამ სიტუაციაში მხოლოდ ის “ტეხავს”, რომ თქვენ ფიქრობთ ასე.

თქვენ თვითონ ჰყოფთ ადამიანებს ”მართლა ნიჭიერებად” და SOSოებად, რომლებიც გემოვნებას ”გვიწამლავენ”.

მოგწონთ ნიჭიერი, თვლით რომ თავის საქმეს კარგად აკეთებს, მაგრამ შეცდომად მიიჩნევთ სოსოს გამოჩენას სცენაზე და მართებულად მიგაჩნიათ, რომ ის გადაცემიდან საერთოდ ამოჭრილიყო, რადგან სოსოს გამოჩენით პროექტმა უგემოვნობის პროპაგანდას მიჰყო ხელი.

გვესმის ქვეტექსტი და თქვენ თუ ამას პირდაპირ თქმა მაინც გიჭირთ, ჩვენ ვეტყვით თქვენსავე მკითხველს და მათ, ვისაც  სოსო მოეწონა, რომ თქვენ მას გოიმად თვლით. თქვენი აზრით, არ უნდა მისცემოდა შანსი სოსოს. არც კი უნდა გაევლო ფილარმონიის სიახლოვეს და საერთოდ ამ საზოგადოებაში სოსოს  ადგილი არ არის.

განსაკუთრებით მომწონს ამ რომელიღაცა გაზეთის რომელიღაცა ავტორის რომელიღაცა სტატიის ბოლო ფრაზა ” მესმის, რომ ზოგადად შეიძლება ტელევიზიას საგანმანათლებლო ფუნქციები არ გააჩნდეს, თუმცა ამ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ (ნეტავ, როგორში, გოიმურში?) როცა ხალხის გემოვნება დახვეწას მართლა საჭიროებს, ყველას ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება.”

ჰოდა, დაგიწყიათ გემოვნებადაუხვეწავი ხალხის გემოვნების დახვეწაზე მუშაობა და მოთხოვნილი პასუხსიმგებლობის გაზიარება და ვინც დაგეხვეწინება დაგეხვეწინოთ და ჩვენ, ვისაც სოსო მოგვწონს, გვიყვარს, არ გვეგოიმება, არ გვემიჯნება, ჩვენიანი გვგონია, გაგვატარეთ, ბატონო :)

დღეს ორშაბათია, ნიჭიერის დღეა… იმ ნიჭიერის, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წუთის საშუალებით,  ადამიანის მთელი ცხოვრება შეცვალოს : )

20 March

ინტერნეტნიჭიერი – მეორე ტური

წინა სამშაბათს დასრულდა ინტერნეტნიჭიერის პირველი ტური და სამმა მონაწილემ, ვინც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა კვირის მანძილზე, გადაინაცვლა სუპერფინალში. სუპერფინალის პირველი სამი მონაწილეა

1. ლევან დარასელია

2. პაატა მეხრიშვილი

3. ბექა შოშიაშვილი

ოთხშაბათს კი მეორე ტური დაიწყო, ახალი ტალანტებით, ახალი ვიდეოებითა და ინტერნეტ-მოსახლეობის ახალი ფავორიტებითურთ. მეორე ტურში 50 მონაწილე იბრძვის სუპერფინალში საგზურის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ ამ ტურში ჭარბობენ ილუზიონისტები და გიტარისტები. ინტერნეტნიჭიერები თქვენს განაჩენს ელიან – შეაფასეთ, რამდენად მოგწონთ ესა თუ ის მონაწილე და დაეხმარეთ მას სუპერფინალში მოსახვედრად.

ინტერნეტნიჭიერში გარდა ახალი სახეებისა, ძველ ნაცნობებსაც წავაწყდით – მონაწილეობას იღებენ ნიჭიერის პირველი სეზონის კონკურსანტები – ჯიმი ჯექსონი და კორნელი მაისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტნიჭიერში მონაწილეობა თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ. ამისათვის უნდა გადაიღოთ თქვენი ნიჭის ამსახველი ვიდეო (თუ მღერით – აუცილებელია კარგად ისმოდეს ხმა და ჩანდეთ თქვენ, ვიდეო არ უნდა იყოს 3 წუთზე მეტი ხანგრძლივობის, და, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს შაკირას ცეკვა ან დავიდ კოპერფილდის ფოკუსების ვიდეო). შემდეგ შედით ვებგვერდზე – nichieri.bog.ge, მარჯვენა ზედა ღილაკზე (“ვიდეოს ატვირთვა”) დაწკაპვის შემდეგ აირჩიეთ ვიდეოფაილი, შეავსეთ შესაბამისი ფორმა, ატვირთეთ ვიდეო საიტზე და დაელოდეთ შემდეგ ოთხშაბათს – თქვენი ვიდეო იმ კვირის გალერეაში განთავსდება.

გამარჯვებულებისთვის საქართველოს ბანკმა მომხიბლავი პრიზები დააწესა. პრიზებისა და წესების დეტალურად სანახავად გადადით ამ გვერდზე.

20 March

სოსო ნარიმანიძე – 1992 წელი

2 დღის წინ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია 1992 წლის 26 მაისი,  დუშეთის ბატალიონი ბრძოლის დროს შესვენებისას სოფელ ქემერთში. ვიდეოს ახლდა აღწერა:

“დიდი მადლობა ნიჭიერის დამფუძნებლებს. ტელეეკრანზე ერთერთ კერძოდ სოსო ნარიმანიძეში ვიცანი ჩემი ყოფილი ჯარისკაცი. ეს პატარა ბიჭი დუშეთის ცალკე ბატალიონში იბრძოდა თანაც კარგი მომგერალი იყო და თანამებრძოლებს თავისი სიმგერებით ართობდა ხოლმე.მე სოსო ცოცხალი აგარ მეგონა რადგან ტამიშისზე რუსი ოკუპანტების დესანტს დუშეთის ბატალიონის თითქმის ნახევარზე მეტი შეაკვდა, მაგრამ დესანტიც ვერ გაცდა ზგვის სანაპიროს.სოსოც დაგუპული მეგონა, და ნიჭიერში მისი დანახვა ჩემთვის დიდი სიხარული არის.ჩემს პირად არხივში მოვძებნე ძველი კასეტა და ეხლა ექსკლუზიურ მასალის ნაწილს გიჩვენებთ”

როგორც აღმოჩნდა, სოსო ნარიმანიძე, რომელიც დუშეთის ბატალიონში ყველაზე ახალგაზრდა ჯარისკაცი იყო, თანამებრძოლებს ხშირად თავისი სიმღერით ამხნევებდა. რუსი ოკუპანტების შეტევისას ბატალიონი განადგურდა. მეგობრებს სოსო დაღუპული ეგონათ, თუმცა ნიჭიერში ამ ორშაბათს იხილეს. ერთ-ერთმა მათგანმა სოსო ამოიცნო  და ბრძოლის ველზე გადაღებული  კადრები youtube-ზე დადო. ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა, ყველა დაინტერესებულია ამ ისტორიით.

ჩვენ უახლოეს დღეებში ვეცდებით დავუკავშირდეთ ვიდეოს ავტორს, რომელიც დაწვრილებით მოგვიყვება ამ ისტორიას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძველ მეგობრებს ერთმანეთს შევახვედრებთ!

20 March

ტრივია N2

გთავაზობთ ამ სეზონის რიგით მეორე ტრივიას, რომელშიც შესულია კითხვები მეორე გადაცემის მონაწილეების შესახებ. ტრივიის 10 გამარჯვებული, რომლებიც პირველები გასცემენ პასუხებს ათივე კითხვას სწორად, ორშაბათს, 21 მარტს, 10 საათზე ნიჭიერს პროექტის გუნდთან, წამყვანებთან და ჟიურისთან ერთად უყურებენ skyybar-ში! კითხვები საკმაოდ მარტივია- მთავარია ყურადღებით უყუროთ ნიჭიერს და ყურადღებით იკითხოთ ჩვენი ბლოგი:)

კითხვებზე პასუხები უნდა გამოაგზავნოთ იმეილის საშუალებით:  nichieri@dodka.ge. ამავე მეილიდან მიიღებთ გამარჯვებულები დეტალურ ინფორმაციას მოსაწვევების შესახებ.

მაშ ასე, კითხვები:

  1. საქართველოს რომელი ქალაქიდან არიან ჯგუფ “water lilly”-ს წევრები?
  2. რამდენი ხანია, რაც ჯგუფ “Acro Style”- აკრობატები ერთად ვარჯიშობენ?
  3. ქალაქ ბათუმის რომელი საბავშვო ბაღიდანაა ანსამბლი “ალილო“?
  4. რამდენი წლისაა სოსო ნარიმანიძე?
  5. რა თემაზე დაწერა პირველი სიმღერა კუსა ღადუამ?
  6. ვისი თხოვნით მოვიდა ნიჭიერში ნადი ზახარიანი?
  7. რა სიმღერა შეასრულეს მოხუცებმა კათარზისიდან?
  8. რა ჟანრით წარსდგა მაყურებლის წინაშე მონაწილე სურენ პოღოსოვი?
  9. ვისი პაროდია შეასრულა რატი ყუფუნიამ?
  10. რამდენი თვე ვარჯიშობდა  ნიჭიერამდე პარკურის გუნდი “georgian free runners“?

მოსაწვევები ტრივიის გამარჯვებულებისთვის:)

18 March

ლუკა

ამ კვირის ფავორიტი, ყველანაირი სტატისტიკის მიხედვით 11 წლის ლუკა ყარმაზანაშვილია! მის ვიდეოს ბოლო 5 დღეში 3,240 -ზე მეტი like და 110000-მდე  ნახვა აქვს myvideo-ზე, კომენტარებში კი ყველა აღნიშნავს მის ნიჭიერებას – როგორც ჩანს თავისი განსხვავებული და მრავალფეროვანი გამოსვლით ნიჭიერში, ბევრი გულშემატკივარი შეიძინა. ასე რომ, არ დავაყოვნეთ და ლუკას მივმართეთ ინტერვიუსთვის. ისე, საკმაოდ დაკავებული აღმოჩნდა- მითხრა დღეს ვანოს შოუში ვარ მიწვეულიო.

ლუკა სკოლის მოსწავლეა, საყვარელი საგნებია – ქართული ენა, ბიოლოგია, გეოგრაფია და ისტორია. კარგად სწავლობს და პარალელურად სპორტზეც დადის. თავისუფალ დროს ველოსიპედით ან როლიკებით სეირნობს : ) ნომერში მის მიერ გამოყენებული ყველა ნიჭის შესახებ სათითაოდ ვკითხე…

დასაწყისში შესრულებული სიმღერა ისე უშეცდომოდ იმღერა (თანაც ძალიან ბევრს მოძრაობდა და ეს საკმაოდ რთულია), პირველი კითხვა სწორედ სიმღერასთან დაკავშირებით დავუსვი და როგორც აღმოჩნდა, მისი ძმაა მომღერალი, მასთან ერთად მღერის და ეს უფრო ჰობია, პროფესიონალურ დონეზე არ ემზადება.

ბიტბოქსიც და ინსტრუმენტების მიბაძვაც ისეთივე წარმატებით გამოსდის, როგორც სიმღერა. როგორც ლუკამ თქვა, მას ბევრი სხვა ინსტრუმენტის მიბაძვა შეუძლია, მაგალითად: ტამტამები, დასარტყამი ინსტრუმენტები, ჩასაბერი ინსტრუმენტები…

რაც შეეხება ცეკვას, აი აქ მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრს ვარჯიშობდა, ამიტომ კითხვა ისე დავსვი, არც მიფიქრია სხვა პასუხი: ცეკვის ბევრი სახეობა გამოიყენე შენს ნომერში, ბევრს ვარჯიშობ?” პასუხი იყო: “სპეციალურად არ ვვარჯიშობ ეს მოძრაობები რაც ნიჭიერში გავაკეთე ყოველდღიურია ჩემს ცხოვრებაში”. ყოველდღიური და მისთვის სახასიათო რომ არ ყოფილიყო, ალბათ ასეთი კარგი არც გამოვიდოდა.

ლუკა ჯერ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ჩამოყალიბებული აზრი ჰქონდეს პროფესიასთან დაკავშირებით, მაგრამ უკვე დარწმუნებულია, რომ თეატრალურ უნივერსტიტეტში უნდა ისწავლოს მისი მსახიობური ნიჭის გამო. ამ პასუხის შემდეგ არ გამიკვირდა, რომ კითხვაზე “თუ გყავს მისაბაძი ადამიანი, მაგალითად საყვარელი მომღერალი/მოცეკვავე/მსახიობი” მიპასუხა “Jim carrey” და თან დააყოლა, მამსგავსებენ მასო.

ბუნებრივია, მისთვის ბევრი რამე შეიცვლებოდა მის ცხოვრებაში ორშაბათის შემდეგ და ასეც არის: “იმ დღის შემდეგ როდესაც გამოვჩნდი ტელე ეკრანზე უფრო პოპულარული გავხდი ხალხი ცმცნობს ქუჩაში. ინტერნეტ სივრცეში ჩემი გულშემატკივრები გავიცანი და ბევრი მეგობარიც გავიჩინე”. მინდოდა გამომეტყუა ინფორმაცია მეორე ტურის გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა სიურპრიზი სიურპრიზად დატოვა და მითხრა: “მეორე ტურისთვის უკეთეს სურპრის ვუმზადებ მაყურებელს”!- . დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და პირველი სიურპრიზებით სავსე გამოსვლის შემდეგ, ალბათ  ეჭვი არავის ეპარება.

და ბოლოს, “დაჭყანვა სპეციალურად ჩვენი ბლოგის მკითხველებისთვის” (ეს უკანასკნელი თხოვნა განსაკუთრებული ხალისით შეგვისრულა):

17 March

ნიჭიერი, და არაფერი სხვა..

მე ვარ მანქი, მაქვს პირადი ბლოგი ”მაიმუნი” და ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი ბლოგი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ვწერ საკუთარი თავისთვის და ვთვლი, რომ ბლოგი დღიური არ არის. ჩემი ”მანქიერი ბლოგის” ირგვლივ შეკრებილი მკითხველების არსებობა კი ყოველ ახალ თემაზე წერისას მაძლევს სტიმულს, რომ მათზე ვიზრუნო და საინტერესო პოსტები დავახვედრო ყოველი შემოსვლისას. რასაც, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

ნიჭიერი თანდათან გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი მოლოდინის გადაჭარბებისთვის უკვე მზად არის. ამის ნათელი მაგალითია 14 მარტის ანუ გასული ორშაბათის სერია. ჩემი ძალიან სუბიექტური შეფასებით, პროექტი ისეთი მრავალმხრივია, რომ არაფერი დაშავდება კვირაში შვიდივე დღეს თუ ეთერში მხოლოდ ეს შოუ გავა.

აი გადაცემები, რომელთა ჩანაცვლება შეუძლია ნიჭიერს:

კურიერი – პარკურის შესრულებისას დაშავებული მონაწილე ხომ ახალი და რაც მთავარია ცუდი ამბავია? კურიერიც არ უჩივის სენსაციების და მათი აღმოჩენების სიყვარულს.

კომედი შოუ – გასული ორშაბათის გადაცემაში რამდენიმე მონაწილის მიერ უნიჭო პაროდია ვნახეთ, რომელსაც იუმორისტულ ნომრად გვასაღებდა. თუმცა რეალურად ეს სასაცილო არ ყოფილა. არ ჰგავს კომედი შოუს?

საბავშვო ამბები – პატარების ცეკვა/სიმღერა, ახალი მათემატიკური ფორმულების გამოგონება, საბავშვო იოგა, საბავშვო ტანვარჯიში, საბავშვო კარატე, საბავშვო, საბავშვო..

ეკივოკი – გადაცემა, სადაც ბავშვები ხსნიან და უფროსები გამოცნობას ცდილობენ. მეც მაინტერესებს ხანდახან ზოგიერთი პატარა მონაწილის ნამღერი ან ნაცეკვი, ჟიურიში მჯდარ სამივე უფროსს რატომ ესმის კარგად და ძირითადად დადებითად, და მე არა.

ჯეოსტარი – ეს ყველაზე მეტად. ცუდი და კარგი მომღერლები ერთ სცენაზე. უნიჭო და ნიჭიერი ადამიანების ერთად შეგროვებას, მხოლოდ ჯეოსტარი და სადღესასწაულო უფასო კონცერტები თუ ახერხებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიჭიერი ჯერჯერობით, ასეთი ადამიანების რაოდენობითაც და ხარისხითაც, ორივეს სჯობია.

და რა თქმა უნდა, ერთადერთი და განუმეორებელი:

პროფილი - მგონი ეს შედარება კომენტარსაც არ საჭიროებს, ყოველი შემთხვევისთვის ჩამოგითვლით – კათარზისის მოხუცების სიმღერა, რომელმაც მთელი დარბაზი ცხარე ცრემლებით ატირა, მოსიყვარულე ცოლ-ქმრის გულისამაჩუყებელი ისტორია, კუთხური იუმორი, დედა-შვილობა, ოჯახი, მამული.. მოკლედ ეს ორივე შოუსთვის პარალელური თემებია.

შემეძლო სხვა არხების გადაცემებსაც გადავწვდომოდი, მაგრამ მოდი ნიჭიერის დროშის ქვეშ მათი გარეკლამება არ გვინდა. თანაც მაგათ ისედაც “თავზე აყრიათ რეიტინგი”… (აქ ვიცინი)

მოკლედ თემას რომ დავუბრუნდეთ, შემომაქვს წინადადება, დავხუროთ რუსთავი ორზე ყველა გადაცემა და გავხსნათ ბევრი ნიჭიერი.

ახლა კი დროა ჩემი პოსტის ტექსტური და მოსაწყენი ნაწილი მორჩეს, და უფრო მხიარულზე გადავიდეთ.

წამყვანები

გთხოვთ მოიფიქრეთ ქართულ ენაში რაიმე სიტყვა, რომელიც შინაარსით იქნება ამ წინადადების იდენტური – “ყველაზე კარგი, მხიარული, ემოციური, გახსნილი, გულწრფელი, საყვარელი, სასაცილო, შეხმატკბილებული, არამოსაბეზრებელი, მრავალფეროვანი წამყვანების წყვილი”.

ჩემი ფავორიტი სცენა: გაკვირვებული თიკა, მოხარხარე ვანიკო და დაუნდობელი გეგა.

კადრს მიღმა: ბოშების ცეკვა

ჟიური

ტირილი – [ვიკიპედიურად] ნიშნავს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე ფიზიკურ რეაქციას ცრემლების სახით. ამ მოვლენას ტირილის გარდა, ასევე შეიძლება ეწოდოს ქვითინი, ღრიალი, ზლუქუნი, სლუკუნი.

ამ ვრცელ სტატიას ვიკიპედიაშივე დიდი სიამოვნებით ჩავამატებდი პატარა აბზაცს, რომ ” მსოფლიო საპროდუსინგო ორგანიზაცია, ყველა ქვეყნის პროდუსერებს აძლევს რეკომენდაციას – სატელევიზიო შოუებში გულისამაჩუყებელი სცენების შესაქმნელად, საჭირო არაა ყველა ზემოთჩამოთვლილი ტირილის აღმნიშვნელი ტერმინის პრაქტიკაში განხორციელება, ერთი ან თუნდაც ორი თვალიდან ჩამოგორებული, ერთი ან თუნდაც ორი ცრემლის ე.წ. “კრუპნი” კადრიც საკმარისია.”

ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ სტატისტიკურად, ქალები თვეში მინიმუმ ხუთჯერ მაინც ტირიან. თუმცა მე მაქვს ეჭვი ქართველი ქალები მინიმუმ ათჯერ მაინც ტირიან თვეში, ორშაბათობით და ხუთშაბათობით.

ორშაბათის და ხუთშაბათის ტირილებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, ვფიქრობ, რომ გამოცდილება თავისას შვრება, და თუ მაინცდამაინც არ გეტირება, ისე მაინც იტირებ, რომ ეს მაყურებლისთვის გამაღიზიანებელი არ იყოს. ასე რომ ერთით ნული მაიკოს სასარგებლოდ სოფოს წინააღმდეგ.

Cry me a riveeer... cry me cry me..

ეს ნომერი, მოხუცების სიმღერა, ძალიან გულისამაჩუყებელი იყო, დამბურძგლა რომ ვუსმენდი. თუმცა “ზედმეტი არაფერი ვარგაო” ამბობს ხოლმე ბებიაჩემი.

ემოცია – [ისევ ვიკიპედიურად] არის ადამიანის ტვინში შენახული ფსიქოფიზიოლოგიური გამოცდილების, ბიოქიმიური ანუ შიდა, და გარემოს, ანუ გარე გავლენების რთული კომპლექსური ურთიერთქმედება.

პოპულარულ ენაზე კი ეს ციტატა ნიშნავს: როცა ნიჭიერის ჟიურიში ზიხარ, და ამბობ კის, შესაბამისად მოგწონს ეს ნომერი, და თუ მოგწონს, ესე იგი ეს გეტყობა კიდეც სახეზე.

ასე მაგალითად:

თქვენ კი, ძვირფასო მკითხველებო, გევალებათ გამოიცნოთ, მოცემული სურათზე, რომელი ორი გეგა ამბობს ფრაზას “თქვენ გაქვთ სამი კი” და რომელი ორი გეგა ამბობს ფრაზას “თქვენ გაქვთ სამი არა”. გისურვებთ წარმატებებს!

და ბოლოს, რაც შეეხება რეალური და ყალბი ემოციების გამიჯვნას ერთმანეთისგან.

რეალურია ეს ემოცია, რომელსაც თქვენ ყველანი ახლა ხედავთ, რადგან არ მგონია წინასწარ გათვლილი ყოფილიყო შოუში მონაწილის დაშავება.

კადრს მიღმა: პარკური ნიჭიერის სცენაზე

ხოლო ყალბია ეს ემოცია, რადგან არ მგონია ჰაერში მოხტუნავე და თვალნათლივ ცოცხალი ადამიანის ყურება უფრო საშიში ყოფილიყო, ვიდრე სიმაღლიდან ჩამოვარდნილი, გაუნძრევლად მწოლიარე და გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფის.

კადრს მიღმა: აკრობატები ნიჭიერის სცენაზე

მონაწილეებზე მე აღარ ვილაპარაკებ, თინიზე უკეთ მაინც არ გამომივა.

აი ეს იყო ნიჭიერის მეორე შესარჩევი ეტაპი. იმედი მაქვს წინ კიდევ ბევრია დარჩენილი. ნუ მხოლოდ ორშაბათობით მაინც, სანამ ნიჭიერი სხვა გადაცემებსაც ჩაანაცვლებს.

პ.ს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხმის რეჟისურაზე და მუსიკალურ გაფორმებაზე პასუხისმგებელ სტაფს. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემთვის ძალიან საყვარელი არქთიქ მანქისის და ფენიქსის არც ისე ცნობილ სიმღერებს, რომელიმე ქართულ შოუში მოვკრავდი ყურს.

პ.პ.ს. ყველა სქრინი გაკეთებულია ჩემ მიერ, ნიჭიერის ბლოგზე დადებული ვიდეობიდან. მადლობა, რომ არსებობთ.