სულ მალე რუსთავი2-ს ეთერში “ნიჭიერის” მეხუთე სერია იწყება. სულ მალე ახალ გმირებს გავიცნობთ და ზოგს შევიყვარებთ, ზოგს – არც ისე : ) დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სერიის ხილვის შემდეგ ბევრს ახალი ფავორიტებიც გაგვიჩნდება.
ხვალ “ნიჭიერის” შემდეგ გადაცემას ველოდებით ახალი გმირებითურთ, მანამდე კი მთელი კვირის მანძილზე “ინტერნეტნიჭიერით” ვერთობით, იმიტომ, რომ კვირაში მხოლოდ ერთხელ ნიჭიერი (და ზოგჯერ არც ისე) ხალხის აღმოჩენა საკმარისი არ არის და მეტი გვინდა. :)
ამჟამად ინტერნეტნიჭიერის მეოთხე ტური მიმდინარეობს. ამ ტურში 25 მონაწილე იბრძვის სუპერფინალში სამი ადგილისათვის. ხმის მიცემა სამშაბათს ღამე შეწყდება, ამიტომ თქვენს ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოუსმინეთ, უყურეთ და შეაფასეთ ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი ნიჭი ჩვენს სამსჯავროზე გამოეტანათ, სუპერფინალისტების ვინაობას სწორედ თქვენი ხმები წყვეტენ.
ინტერნეტნიჭიერის ამ ტურში რამდენიმე ძალიან საინტერესო მონაწილეა, რომელთა მსგავსიც ჯერ “ნიჭიერშიც” არ ყოფილა. ჩემი ფავორიტი ამ ეტაპზე 14 წლის ლაშა დოლიძეა. მის ვიდეოს ნიჭის აღწერაში “fingerboard” უწერია, სანამ ჩავრთავდი, ვერ მივხვდი, საერთოდ რა სახის “სპორტი” იყო ეს. თუმცა რომ დავიწყე ყურება, აღვფრთოვანდი:
წინა, მესამე ტურის პირველი ადგილის მფლობელი ყველასთვის კარგად ნაცნობი გუგა ჭყონია გახდა. ვისაც გაინტერესებთ, თუ რამდენად გაიზარდა და დაიხვეწა გუგა შარშანდელი “ნიჭიერის” შემდეგ, შეგიძლიათ იხილოთ მისი საკონკურსო ვიდეო:
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტნიჭიერში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. საჭიროა მხოლოდ თქვენი ნიჭის ამსახველი ვიდეოს ჩაწერა და მისი ატვირთვა nichieri.bog.ge-ზე (წესები იხილეთ აქ), დანარჩენზე უკვე თქვენი ტალანტის დამფასებლები იზრუნებენ. სუპერფინალის პირველი სამი ადგილის მფლობელი საქართველოს ბანკისგან დაუვიწყარ პრიზებს იღებს – 1-კვირიან დასვენებას ბოდრუმში, ბათუმის შერატონსა და ყვარლის ტბაზე. სული მიკაწკაწებს, ისე მინდა დასვენება ამ სამიდან ნებისმიერში, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცი ვიდეოზე როგორ ავსახო ჩემი ნიჭი – კომპიუტერთან მჯდომი და კლავიატურაზე მოწკაპუნე გოგო ვერაფრით გავა “ნიჭიერი ბლოგერის” კატეგორიაში :))
გთავაზობთ ამ სეზონის რიგით მეოთხე ტრივიას, რომელშიც შესულია კითხვები მეოთხე გადაცემის მონაწილეების შესახებ. ტრივიის 10 გამარჯვებული, რომლებიც პირველები გასცემენ პასუხებს ათივე კითხვას სწორად, ორშაბათს, 4 აპრილს, 10 საათზე ნიჭიერს პროექტის გუნდთან, წამყვანებთან და ჟიურისთან ერთად უყურებენ skyybar-ში!
კითხვებზე პასუხები უნდა გამოაგზავნოთ იმეილის საშუალებით: nichieri@dodka.ge. ამავე მეილიდან მიიღებთ გამარჯვებულები დეტალურ ინფორმაციას მოსაწვევების შესახებ.
1. სად ცხოვრობს “საქართველოში ერთადერთი სპეციალისტი ბოდი არტში”, მალხაზ ბედოშვილი?
2. რამდენი წლის არის ვანო ფიფია?
3. რა ჰქვია გულვერ ლატარეას ალბომს, რომელიც 2005 წელს ჩაწერა?
4. რამდენი წევრისგან შედგება ჯგუფი “თავისუფალი”?
5. ჟიურის რომელი წევრისთვის ცეკვავდა ნატალი აბრამიანი?
6. რომელ წელს დაარსდა ანსამბლი “ბერმუხა”?
7. დაასახელეთ 2 break dance-ს მოცეკვავე ჯგუფი, რომლებიც ვნახეთ მეოთხე გადაცემაში
8. რუსეთის რომელ ქალაქში ცხოვრობდა ბაჩუკი კუჭავა?
9. რომელი კინო ფილმის გმირის სიმღერა შეასრულა ნია კვარაცხელიამ?
10. რამდენი ბურთი გამოიყენა იასონ გაბისონიამ თავისი ნომრისთვის?
ჯგუფი “თავისუფალი” მეოთხე გადაცემის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ მათთვის გამოგვეკითხა ჯგუფის ჩამოყალიბების დღიდან დღემდე ყველაფერი მათ შესახებ. ამისათვის ერთ-ერთ წევრს,შოთა მერკვილაძეს მივმართეთ.
როგორც აღმოჩნდა, ჯგუფის შემადგენლობის საბოლოო სახემდე საკმაოდ ბევრი ცვლილება განიცადეს-დასაწყისში, ნახევარ წლიანი რეპეტიციების შემდეგ სტუდიის გარეშე დარჩნენ და ამიტომ გაჩერება მოუწიათ. შემდეგ გადახალისდა შემადგენლობა, თუმცა პრობლემები მაინც იყო, რის გამოც ნიჭიერამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე მიიღეს საბოლოო სახე და მრავალსაათიანი რეპეტიციების შემდეგ გამოვიდნენ ჟიურის წინაშე.
ნიჭიერში მონაწილეობა მეგობრებმა ურჩიეს. დაახლოებით ივლისის დასაწყისში ანკეტაც გამოგზავნეს. სხვა არანაირ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ, პირველი ნიჭიერი იყო. აქამდე მხოლოდ ორ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა
იმის გამო, რომ ყველა მათგანი სტუდენტია და შესაბამისად, დატვირთულია მათი ყოველდღიური რეჟიმი, დიდ დროს ვერ უთმობენ რეპეტიციებს. შოთამ გვითხრა- “ყველას ჩვენი საქმე გვაქვს და უამრავ რაღაცას ვართ მოდებული. თანაც სტუდიის არ ქონის გამო გვიწევს, რომ ჯერ სტუდიას შევუთანხმდეთ. უმეტესწილად ისე გამოდის, რომ ჩვენ როცა გვცალია, მათ არ სცალიათ და ა.შ. ამიტომ ძალიან ცოტას ვრეპეტიციობთ და ძალიან გვინდა საკუთარი სარეპეტიციო მაინც გვქონდეს”.
სიმღერებს ძირითადად სწორედ შოთა წერს, თუმცა სიმღერა, რომლითაც ნიჭიერში ვიხილეთ, მისი, ანჩი დოლიძის და დათო კოლელიშვილის ერთობლივი ნამუშევარია. ტექსტიც, მუსიკაც და შემეგ არანჟირებაც ერთობლივად მუშავდება. ამჟამად რეპერტუარში საკუთარი 15-მდე სიმღერა აქვთ, რაც საკმაოდ ბევრია წელიწადნახევრიანი ჯგუფისთვის.
მუსიკალური განათლება არც ერთ მათგანს არ აქვს. თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტია სამი მათგანი, დანარჩენები ჯავახიშვილში სწავლობენ. ყველა მათგანი თვითნასწავლია, რადგან ძალიან უყვართ მუსიკა.
ნახევარფინალის თაობაზე ასე გვიპასუხა- “ნახევარფინალში მაყურებელს, ჩემი აზრით, ძალიან კარგ მუსიკას მოვასმენინებთ და არა მარტო მუსიკას, ჩვენს გამოსვლას ექნება ცოტა სანახაობრივი ფორმაც, ასე რომ დაგველოდეთ. ჩვენ ახლა ვმუშაობთ საერთოდ ახალ რამეზე, რაც, რა თქმა უნდა, მუსიკას ეხება. ჩვენი აზრით, ეს იქნება სიახლე ქართველი მსმენელისთვის და გვგონია, რომ გაამართლებს . მართალია ,სამწუხაროდ, სახსრების არ ქონის გამო ჯერ ვერ ვახორციელებთ და გული გვწყდება, რომ ნიჭიერისთვის ვერ მოგვიწევს ამ ყველაფრის ჩვენება, მაგრამ ნახევარფინალში ასე თუ ისე , რაღაც ელემენტებს მაინც შემოვიტანთ. “
საუბრის ბოლოს შოთამ გვითხრა, რომ უნდა მადლობა გადაუხადოს ჯგუფის თითოეულ წევრს და ” გარდა ამისა, მადლობას ვუხდით პროექტ ნიჭიერის ორგანიზატორებს იმისთვის, რომ არსებობს ეს პროექტი და თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ მოგვცა იმის საშუალება, რომ ხალხს გაეცნო ჩვენი შემოქმედება. მართალია ეს სულ ორი სიმღერით მოხდება, მაგრამ ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მადლობა ასევე ყველა მაყურებელს და ჩვენს გულშემატკივრებს. ვდებთ პირობას, რომ თქვენს იმედებს ჯგუფი თავისუფალი გაამართლებს!”
ნიჭიერის ბლოგი წარმატებას უსურვებს “თავისუფალს” : )
გამარჯობა მკითხველო, ალბათ უკვე მიხვდებოდი, რომ ჩემი სამიზნეები ძირითადად ჟიურის წევრები არიან და არა მონაწილეები. ჟიური კი არ გაგიკვირდეთ და უკვე მეოთხე გადაცემაა არ შეცვლილა. შესაბამისად მოსაყოლი თითქმის არაფერი მაქვს, და თან სიტყვებით აღწერას ვამჯობინე უბრალოდ ჩემი ფავორიტი მონაკვეთები შემომეთავაზებინა სქრინების სახით.
აი ასეთია ხოლმე ჟიური იმ შემთხვევებში, თუ:
სცენაზე რაღაც საინტერესო ხდება
ჰმ
სცენაზე რაღაც კარგი ხდება
დიდი სიამოვნებით ვიდგებოდი ამ დროს სცენაზე
სცენაზე რაღაც ცუდი ხდება
დიდი სიამოვნებით არ ვიდგებოდი ამ დროს სცენაზე
სცენაზე რაღაც აუხსნელი ხდება
o.O
სცენაზე დგას მოდელი
ამსაღამოსრასაკეთებ?
ჟიურის ერთი სული აქვს სიცილისგან გაიფხრიწოს
ფფხხხრრრწწწწ
პროდუსერებს მემანიშვილი ენატრებათ
ფაქტია, მაინც ეს სჯობია.
და როცა ძალიან სამი არა!
თქვენ გაქვთ სამი "ნწ"
და ბოლოს, ვანიკოს და თიკას ყოვლისმომცველი მხიარულება კულისებში.
“ქობლეთელი” ლამზირას და დათოს წყვილი ძალიან პოპულარული გახდა ამ ორშაბათის შემდეგ! ჩვენ გთავაზობთ მორიგ ექსკლუზივს, მათი პრექასთინგის ვიდეოს. როგორც დათომ ჟიურის უთხრა – “დიდი ხანია უკვე ვაკეთებთ, გადარჩენილები კი ვართ”-ო, ეს ვიდეო ნამდვილად ამტკიცებს ამ სიტყვებს. მოცეკვავე ლამზირა ისეთივე განწირულ მდგომარეობაშია და ისევე პარკურობს პრექასთინგზეც:
ჩვენი ბლოგის ექსკლუზივი მკითხველებისთვის- გთავაზობთ მეოთხე გადაცემის “No Block”-ის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილის, მარინე ბიბლაიას სიმღერის სრულ ვერსიას! : )
ნიჭიერის მეოთხე გადაცემაში ბარმენული შოუდან დაწყებული თავდაყირა წვერის პარსვით დამთავრებული ბევრი ჟანრი ვიხილეთ. ბარემ ჟანრებზე ვლაპარაკობთ და რამდენიმე განსაკუთრებულ მონაწილეს სწორედ ფილმების ჟანრებს მოვარგებ:
სათავგადასავლო:
ნუთუ სათავგადასავლო ჟანრის არ არის “დაბნეული ბაჩუკი”, რომელიც ქალაქ რუსეთში ცხოვრობდა 6 წლის მანძილზე. მართალია ახლა სენაკში მოღვაწეობს, მაგრამ იმ ზემოთხსენებულ ქალაქში პოპულარულ სიმღერას ჯერ კიდევ სიამოვნებით ასრულებს. მოვიდა სიმღერით, რომლის დიდი დოზით მოსმენა არ შეიძლება, მაგრამ მას უეცრად გამოუჩნდა ფანი, რომელიც ბაჩუკის გვერდში ედგა მთელი მისი სიმღერის მანძილზე. ამ ეპიზოდისათვის, პირველ ხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ჯილდო გადაეცემა სწორედ მას!
მძაფრ სიუჟეტიანი – ლამზირა და დათო
ლამზირა და დათო თავს ყველას მოცეკვავეებად აჩვენებდნენ. “ქობლეთიდან” სწორედ ამ მისიით ჩამოვიდნენ, რომ მათ ეცეკვათ, თუმცა კულმინაციურ მომენტში ირკვევა, რომ სინამდვილეში ისინი პარკურები არიან! საფრთხეში ჩავარდნილი მოცეკვავე ლამზირა ნიჭიერის სამმა სუპერგმირმა ერთობლივი ძალისხმევით გადაარჩინა დამტვრევას.
აქვე, ფავორიტი კადრი გადაცემიდან: ლამზირას გადარჩენის კულმინაციური მომენტი (გეგა მაინც თავის ამპლუაშია)
ფანტასტიკა
მე პირადად, სხვა ჟანრი არ მეგულება იმის ასახსნელად, რაც მალხაზ ბედოშვილმა თავის ნახატზე გამოსახა. “სიახლე მხატვრობაში”, მთელი შოუთი და პანტომიმების ელემენტებით და ბოლოს გულების ცვენით, უფრო სწორად აცვენით, თურმე ქალისა და კაცის ტკივილის გამომხატველი იყო ურთიერთობაში, რომლებიც ფერებით გამოიხატებოდა. თუმცა ამ ტკივილში “ცისარტყელის რაღაც” და “ძაან ქართული მარადიულობის სიმბოლო” რა შუაში იყო, კაცმა არ იცის…
რომანტიკა- უკომენტაროდ:
ახლა გადაცემის სერიოზულ მხარეზე გადავიდეთ…
ყველაზე დიდი რეაგირება მოჰყვა ლერი ბექაურის და მისი არ გადაყვანის საკითხს. ზოგმა ეს სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციად აღიქვა ვანოს და გეგას მხრიდან. ძალიან მიკვირს, რომ არავინ აქცევს გეგას შეფასებას ყურადღებას, როცა ამბობს, რომ ეს იყო ძალიან ერთფეროვანი ნომერი. არის, თუ არა ეს მხოლოდ ცეკვის შეფასება? მე ვფიქრობ, რომ არის.
ლერის ცეკვა ისე რომ შევაფასოთ, როგორც შევაფასებდით იგივე დონის ნაცეკვს ქალის მიერ, ხელში შეგვრჩებოდა ძალიან ჩვეულებრივი მოყვარულის დონე, რომლის ნახევარფინალში მოხვედრაც არ მგონია ვინმეს მოსწონებოდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა- მარტო იმიტომ უნდა გადაეყვანათ, რომ არატრადიციული ორიენტაცია აქვს? ისე, მინდა აღვნიშნო, რომ დარბაზის რეაქცია იყო ძალიან ცუდი, თვით იმის ფონზეც, რომ ყოველ დღე არ გვაქვს მამაკაცი belly dancer-ის ხილვის “ბედნიერება”. ვანომაც არაესთეტიურად აღიქვა ეს ყველაფერი – გემოვნების საკითხია პრინციპში.
ბევრს აქვს ის არგუმენტი, რომ ოდესღაც ცეკვის ეს სახეობა სწორედ მამაკაცების მიერ ჩამოყალიბდა და დღემდე საკმაოდ ბევრი მამრობითი სქესის მოცეკვავე არსებობს ამ ჟანრში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ლერის ნომერი არ იყო იმ დონის, რომ აღფრთოვანებისგან გაოცებულიყავი, მაგრამ იმის გამო, რომ ის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანია- არ გადაგეყვანა. თვით სოფოც, რომელმაც “კი” უთხრა, თავიდან ისეთივე გაოცებული სახით უყურებდა მას, როგორც დანარჩენი ორი.
აი ნამდვილ შეცდომად კი გულ(ი)ვერ ლატარეას გადაყვანა მიმაჩნია. კი სახალისოა იმის ყურება, როგორ “ალამაზებდა სცენას” მისი თანხმლები გოგო, მაგრამ ერთხელ საკმარისი იყო. სოფოს დავეთანხმები და ძაალიან დაბალი ხარისხის სიმღერა და შესრულებაა, რომ არაფერი ვთქვათ ესოდენ პოპულარული დისკის გარეგნობაზე :D
მომეწონა:
დათიკაშვილების ოჯახი
ანა და თემო იმიტომ, რომ შოუ ჰქონდათ გაკეთებული და მხოლოდ ცეკვით არ შემოიფარგლა მათი ნომერი.
ნია კვარაცხელია
არ მომეწონა (მაგრამ სახალისო იყო):
ბიტბოქსერები! აქ მინდა ვთქვა, რომ შარშან გუგა ჭყონიას გამოსვლის შემდეგ, ძალიან აიტაცეს თინეიჯერებმა. თუმცა ნიჭიერში მოსულების უმეტესობას ამ ორშაბათის ერთ-ერთი მონაწილის არ იყოს, რომელსაც სტვენა და ქართული ბიტბოქსი რომ ვერ გაურჩევია, უცნაური ხმების გამოცემის გარდა არაფერი ამოსდით პირიდან. ბიტბოქსი ძალიან დიდ შრომას მოითხოვს ნიჭთან ერთად, ასე რომ, იმედი მაქვს ამ გარემოებას გაითვალისწინებენ შემდეგისთვის. ისე, მხოლოდ ვანოს ასეთი სიცილის სანახავად მაინც ღირდა მათი მოსვლა :D
For You
ოთხიდან ერთი მაინც რომ ვერ მიხვდება, რომ ბიჭი, რომელიც სოლისტობას ცდილობს “Fერულალულო”-ს თავისებური ჩახვევებით, ისედაც უხარისხოდ ნამღერს კიდევ უფრო ცუდი ელფერს სძენს, უკვე ცუდად არის საქმე. არადა ამ მაღალი ბგერების გამოცემის მცდელობა რომ არა, კიდევ შეიძლებოდა რამე გამოსულიყო.
არ შემიძლია არ შევეხო ქორეოგრაფიასაც- მე პირადად, ყოველთვის პრეტენზიები მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში თან სიმღერას და თან მოძრაობას არავინ არ ცდილობს. for you-ს შემთხვევაში, ვფიქრობ, ჯობდა უბრალოდ ემღერათ.
ფავორიტები:
ჯგუფი “თავისუფალი”
ზუმბას და 33ა-ს მიერ წამოწყებული მიმდინარეობა, რომელიც შედარებით სახეცვლილად წარმოადგინეს “მგზავრებმა” და “ფრანმა”, საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა. ბევრისთვის გახდა შთაგონების წყარო თუნდაც მგზავრები. მე პირადად, ეს ჟანრი ძალიან არაპროფესიონალური დონის მგონია და განსაკუთრებით “ფრანი”-ს შემადგენლობასთან მაქვს ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები. საერთო ჯამში, იმის თქმა მინდა, რომ საყოველთაო “გამომგზავრება” არ არის კარგი მოვლენა. ყველას ისე კარგად ვერ გამოუვა, როგორც თავის დროზე ნიაზ დიასამიძეს გამოუვიდა. მათ ბაზაზე აღმოცენებულ ძალიან ბევრ ქართულ თანამედროვე ჯგუფს ჰგონია, რომ შეყვირებით დაბოლოებული ბგერები მათ უფრო გულში ჩამწვდომს ხდის. ისე, ესეც გემოვნების საკითხია და მე პრეტენზიები არ მაქვს, უბრალოდ ვაფასებ ჯგუფ “თავისუფალს” იმისთვის, რომ გადაუხვიეს ამ გზიდან და საკუთარი სტილი აქვთ.
სიმღერა- ადვილად დასამახსოვრებელი, სახასიათო და თავისებური კარგი მუხტის მატარებელი.
შესრულება- ვფიქრობ, ცოტა მეტი რეპეტიცია სჭირდებათ იმისათვის, რომ კარგად დააბალანსონ ინსტრუმენტები ერთმანეთში.
გეგას დავეთანხმები და მიუხედავად რამდენიმე არაგამართული დეტალისა, ყველაფერი კარგად არის და პოტენციალი აქვთ.
ბერმუხა
უკომენტაროდ!
ვანო ფიფია
ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც სცენაზე გამოვიდა ვანო, ვერავინ ვერ იფიქრებდა, თუ მას ასეთი ხმა ჰქონდა. სიმღერის დაწყებისთანავე, ყველა ჩვენგანს ის ემოცია დაეუფლა, რასაც თქვენ თავად წერთ კომენტარებში. არავინ დარჩენილა გულგრილი მისი თბილი და ტკბილი ხმის მიმართ. მოხარული ვარ, რომ ვანო ნიჭიერში მოვიდა, რადგან ახლა მისი მომავალი შეიცვლება.
სხვათაშორის, ამ მხრივ კარგი ამბები უკვე გვაქვს, გთავაზობთ კურიერის კორესპონდენტ, რუსკა გიორგაძის სიუჟეტს ვანოსთან დაკავშირებით, საიდანაც შევიტყვეთ, რომ მისი დახმარების სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის ერთ-ერთია დავით კენჭიაშვილი, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგ ტურში ვანოს ბენდთან ერთად გამოსვლას და ფონოგრამის დამზადებასაც.
ასეთი იყო თავისი სახალისო ნომრებით, თუ სერიოზული საკითხებით დატვირთული მეოთხე გადაცემა. წინ შემდეგი ორშაბათია- შესაძლებელია, თუ არა ერთდროულად გირების ტრიალი და სიმღერა? ადამიანი ვიოლინო, შაირობა ნიჭიერში, ძალოსანი, ბოლნისელი კოვბოი, სასიკვდილო ნომერი და ნიჭიერის აღმოჩენა მარიამ ტომარაძე! : )
რატომ before/after ? ნიჭიერის მეორე გადაცემა ჩემთვის ამ ეპითეტით რამდენიმე გამომსვლელის გამო დახასიათდა, რომლებსაც ადრეც ვიცნობდი და ეხლა ნიჭიერში უფრო გაზრდილები და განვითარებულები ვნახე^^პირველივე გამომსვლელებით ძალიან მოვიხიბლე მეც და ჟიურიც და ალბათ ყველა^^ 7 სიმპატიური ბიჭისგან შემდგარმა ჯგუფმა Dream Walkers-მა შესაფერისი კლუბური მუსიკის ფონზე შესრულებული ცეკვით … განაგრძეთ კითხვა
აგერ უკვე „ნიჭიერის“ მე-3 სეზონმაც შემოგვიღო კარი და ტელევიზორებთან მიჯაჭვულნი თავის მარწუხებში მოგვაქცია. ამ სამი სეზონის განმავლობაში ჯერ არცერთი გადაცემა არ გამომიტოვებია, მაგრამ ისიც რომ ვთქვა რომელიმემ მომაჯადოვა-მეთქი – დიდი ტყული იქნება, თუმცა 26 მარტს გასული გადაცემა, ჩემთვის ყველაზე კარგი იყო თავისი ნიჭიერებითა თუ უნიჭოებით, დრამითა თუ კომედიით; პირველ რიგში გამიხარდა ის, რომ … განაგრძეთ [...]
ნიჭიერის მეორე გადაცემის ყურება ჩემთვის აუცილებელი იყო რადგან ჩემი ხატვის მასწავლებელი გამოდიოდა, დიახ დიახ ! სწორედ ის ქალბატონი რომელმაც ქვიშით 2008 წლის აგვისტოს ომი გამოსახა, აღმაფრთოვანა მე მის გამოსვლამ, ამატირა , ალბათ ყველა თქვენგანს გულიც აუჩუყდა. მოკლედ ვიტყვი ნონას გამოსვლა მოეწონა ჭიურს და 3 “კი” დაიმსახურა . ჩემი კლასელებისგან მოკლე ინტერვიუ ავიღე )) - განაგრძეთ [...]
დავიწყოთ იმით რომ ჩემი აზრით პირველ გადაცემასთან შედარებით, მეორე გადაცემას უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდა. ალბათ იმიტომ რომ მეორე გადაცემის მიმოხილვაში უფრო საინტერესო “რაღაცეები” ჩანდა… ვიტყოდი იმას რომ ხალხის მოლოდინი არ გაცრუვდა. პირველ შოუსთან შედარებით უფრო საყურებელი, სახალისო და ნიჭიერებით მდიდარი იყო. აღსანიშნია ის ფაქტი რომ მოსახლეობის დაახლოებით 90 % უყურებს რუსთავი2 ს ანუ ნიჭიერს. ორშაბათ [...]
სპეციალურად რომ იყიდი ყავას, თან განსხვავებულს, სუხარს და ხალათში გახვეული მოკალათდები ტელევიზორის წინ ლეპტოპით ხელში ე.ი ნიჭიერი იწყება. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს გადაცემა ერთადერთია რის გამოც ტელევიზორს ვუყურებ. საერთოდაც, ნიჭიერი და გაზაფხული უკვე ერთმანეთთან ასოცირდება და უერთმანეთოდ ვერც წარმომიდგენია. განაგრძეთ კითხვა
დაიწყო ნიჭიერი და კალენტარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა. ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ……… ზოგადად “ნიჭიერს” ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი. პირველი გადაცემიდან მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა… განაგრძეთ კითხვა
19 მარტი, ორშაბათი. დღე რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ის დღე, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში განახლდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული შოუ ”ნიჭიერი”. გადაცემა, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ამ პროექტმა უკვე დიდი ხანია თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცეში და ახალ სეზონში ახალი ტალანტების აღმოჩენას გვპირდება, რაც პირველ გადაცემაშიც ნათელი [...]
ნიჭიერში ნიჭიერებზე მეტად გადაცემის წამყვანები მომწონს ხოლმე, გენიალური დუეტია, ძალიან ბუნებრივი და სასაცილო. მე რომ ვბრუნდებოდე სცენიდან გაბრაზებულ-ნაწყენ-დაბოღმილ-გულდაწყვეტილ-შერცხვენილი, სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, ტელევიზორის წინ რომ ზიხარ, აი იქიდან… განაგრძეთ კითხვა
რუსთავი 2-ზე უკვე მესამედ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუ ”ნიჭიერი”, რომლის მიმართაც მოლოდინი ყოველთვის დიდია. პირველი გადაცემის დროს ბლოგის Draft-ში ვინიშნავდი იმ განცდებს რასაც გამომსვლელები იწვევდა ჩემში, რომ შემდეგ პოსტისთვის გამომეყენებინა … განაგრძეთ კითხვა
დაიწყო ის, რაც გვიმსუბუქებს ორშაბათის “სიმძიმეს”. დაიწყო ის, რასაც თვეებია ველოდებით. დაიწყო ის, რასაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ გამოტოვებს! დღეიდან, ყოველი სამშაბათი დღე, განხილვებს და მონაწილეების შეფასებას მიეძღვნება. სკოლებში, გაკვეთილის მოსმენის ნაცვლად, რომელიმე მონაწილეს განვიხილავთ. სამსახურებში, განცხადებების დროულად შევსების მაგივრად, თანამშრომლებს შთაბეჭდილებების შესახებ მოვუყვებით. ერთი სიტყვით, … განაგრძეთ კითხვა