3 May

ლევან შავაძე – 9123

ლევან შავაძემ არა მხოლოდ თავისი სიმღერებით, არამედ გარეგნობითაც კი ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენა ყველასთვის საყვარელი გოგი დოლიძე. ამ უნიჭიერესმა ადამიანმა, რომელსაც არასდროს მიუღია მუსიკალური განათლება და არ გასულა დიდ სცენაზე, საქართველოს გული დაიპყრო და ხალხის რჩეული გახდა ნახევარფინალურ კონცერტზე. მისი ბიოს ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

- რაიმე ანსამბლში თუ გიმღერიათ?

- კი, მიმღერია. ჩემი პირველი გამოსვლა ანსამბლთან ერთად იყო, 1986-87 წელს. ჩვენი სოფლის ანსამბლთან ერთად ვიმღერე, ეს პირველი შეხება იყო სცენასთან.

- მუსიკალური განათლება თუ გაქვთ?

- არა, არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს.

- ელოდით, რომ ხალხის რჩეული გახდებოდით? რა რეაქცია გქონდათ?

- კი, ველოდი. აღუწერელი, ენით უთქმელი იყო ის ემოცია, რაც დამეუფლა. ხალხის რჩეულობასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის, უნდა გაამართლო მათი იმედები, ბოლომდე უნდა დაიხარჯო გულშემატკივრებისათვის.

- ჩვენ მოგვწერა ერთმა პატარამ, 9 წლის ლიკამ და გვითხრა, რომ თქვენი დიდი გულშემატკივარია, შევპირდით, რომ აუცილებლად გადმოგცემდით ამას.

- ძალიან დიდი მადლობა. მინდა ვუთხრა მასაც და ყველას, რომ თურმე ცხოვრებაში გვიანი არაფერი არ არის. თუ რაიმე ნიჭითაა დაჯილდოებული ან ოცნება აქვს, აუცილებლად მისდიოს ბოლომდე.

- მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობა მიგიღიათ?

- დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვა იყო. ახლა მე ბედმა გამიღიმა, ასაკში მომეცა ოცნების განხორციელების შანსი.

- რას ეტყვით თქვენს გულშემატკივრებს?

- ყოველთვის, როცა ვიმღერებ, მე მათთვის ვიმღერებ და არა საკუთარი თავისთვის.

ლევან შავაძე კასტინგზე:

ლევან შავაძის გამოსვლა ნახევარფინალში:

3 May

მარი და ბაბი – 9122

მარი და ბაბი ბაღიდან განუყრელი მეგობრები არიან და ფინალშიც ერთად მოხვდნენ, მათმა დუეტმა მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა და ხალხის რჩეულები გახდნენ. ორი ულამაზესი გოგონა ულამაზესი ხმით ფინალისთვის ულამაზეს ნომერს გვპირდება. მარისა და ბაბის ბიოს ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

- დიდი ხანია მღერით?

- ბაღიდან ვმღერით, სერიოზულად უკვე სკოლიდან დავიწყეთ სიმღერა, სკოლაში მოწყობილ ჯაზის კონცერტებზე გამოვდიოდით ხოლმე.

- მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობის მიღებაზე არ გიფიქრიათ?

- გვიფიქრია, ძალიან გვინდოდა, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვა იყო ხოლმე, ამიტომ, როდესაც გავიგეთ, რომ “ნიჭიერში” ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება, გადავწყვიტეთ მოვსულიყავით.

- ელოდით, რომ ხალხის რჩეული გახდებოდით?

- არა, არ ველოდით, ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის.

- ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში აჟიოტაჟი ატყდა, ბევრი წერდა, რომ თქვენ გადასვლას არ იმსახურებდით. რას ფიქრობთ ამაზე?

- ძალიან გული გვეტკინა, როდესაც ვნახეთ ბლოგზე კომენტარები, თითქოს “მილიონერი მამიკოები” გვყავს და ამიტომ გადავედით. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ხალხის ხმებით რომ მოვხვდით ფინალში.

ჩვენ სულ სკოლის ცხოვრებით ვცხოვრობთ, დილიდან საღამომდე იქ ვართ, სკოლაში ყველა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და ირგვლივ სულ სითბოა, ამიტომ ძალიან განვიცადეთ, უცებ როდესაც ამხელა აგრესია წამოვიდა ჩვენზე. თუმცა, საბედნიეროდ, მხარდამჭერიც ბევრი გვყავს.

- თქვენი საყვარელი მომღერლები?

- ვიტნი ჰიუსტონი, ბარბრა სტრეიზანდი, რეი ჩარლზი, ბიორკი…

- სამომავლოდ რას აპირებთ?

- ზუსტად არ ვიცით, თუმცა მუსიკალური განათლების მიღება ძალიან გვინდა.

- მუსიკალური განათლება არ გაქვთ? მასწავლებელი გყავთ?

- არა, არანაირი მუსიკალური განათლება არ გვაქვს და არც მასწავლებელი გვყავს.

- რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?

- ყველას დიდ მადლობას ვუხდით, ყველა გვიყვარს (ვისაც ვუყვარვართ – ამატებს ბაბი), მომავალშიც აუცილებლად გაიგებთ ჩვენს სახელებს!

მარი და ბაბი კასტინგზე:

მარი და ბაბი ნახევარფინალში:

3 May

Next Level – 9121

თქვენს კითხვებს პირველი next level უპასუხებს. ეს ერთადერთი ჯგუფია, რომელმაც ფინალში გადასვლა მოახერხა და ჟანრში კონკურენტები უკან მოიტოვა. კარგი შოუ, სინქრონი, რთული მოძრაობები და შინაარსობრივი ცეკვა – ჯგუფმა ღირსეულად მიიღო საგზური ფინალისკენ და ფინალშიც შთამბეჭდავ ნომერს გვპირდება. Next Level-ის ბიოს ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

- ვინ არიან ჯგუფის წევრები?

- ფინალში Next Level-ის 5 წევრი იცეკვებს: გიორგი ახალაძე, ირაკლი ლომიძე, ამიკო სამადაშვილი, ზურა მამისაშვილი და გაია კეროკიანი.

- თქვენი ჯგუფი და New style ადრე მართლა ერთი ჯგუფი იყო?

- კი, თავიდან New style-ში ვიყავით ამიკო, ირაკლი, ზურა და ნიუ სთაილის გიორგი (დიჯი). შემდეგ რაღაც უთანხმოების გამო გავიყავით, დიჯიმ new style განაგრძო, ჩვენ კი ახალ ლეველზე გადავედით და next level შევქმენით.

- ამიკოს: შენთან მეგობრობა შეიძლება?

ამიკო: – კი, შეიძლება :)

- “ნიჭიერის” შემდეგ ვინმე თუ დაინტერესდა თქვენით, რაიმე შემოთავაზება გქონდათ?

- კი, ერთი ცნობილი ღამის კლუბი დაგვიკავშირდა და თანამშრომლობა შემოგვთავაზა.

- სად ცხოვრობთ?

- ნაწილი – რუსთავში, ნაწილი – ვარკეთილში.

- ფინალის ნომერი თქვენ თვითონ მოამზადეთ?

- კი, ისევე, როგორც კასტინგისა და ნახევარფინალის ნომრები, იდეაც და ქორეოგრაფიაც ჩვენია.

- გიორგი ახალაძეს შეყვარებული ჰყავს?

გიორგი: - არა, არ მყავს, ასე რომ მებრდღვენით!

- რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?

- უდიდეს მადლობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედები არ გავაცრუოთ და დაუვიწყარი შოუ შემოგთავაზოთ!

Next Level კასტინგზე:

ნახევარფინალის ვიდეო:

3 May

ფინალის წინ

ფინალის წინ ყველაზე მეტად პროექტის გუნდი ღელავს. უნდათ, რომ ყველაფერი ისეთივე წარმატებით დაგვირგვინდეს, როგორი წარმატებულიც იყო “ნიჭიერი” მთელი ამ სამი თვის მანძილზე… მიუხედავად მათი გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მაინც მოვახერხეთ  გასაუბრება და შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანის კომენტარს ზოგადად პროექტისა და ხვალინდელი ფინალური შოუს შესახებ:

აღმასრულებელი პროდიუსერები

გიორგი ხაბურზანია:

“ნამდვილად არ ველოდი, თუ ასეთი რეიტინგული იქნებოდა “ნიჭიერი”. ამ შოუმ დაამტკიცა, რომ ტელესივრცეში შესაძლებელია ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისათვის საინტერესოა. მივიღეთ ფენომენალური მოვლენა. არ ვაჭარბებ და ოფიციალურ რეიტინგებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ნიჭიერი გადის ეთერში, 10 ტელევიზორიდან 9 რუსთავი2-ზეა გადართული!

გარდა ამისა, ეს ერთადერთი პროექტია, სადაც არა მარტო ფინალში, არამედ ნახევარფინალში და უბრალოდ კასტინგზე მოხვედრილებისთვისაც კი უდიდესი პერსპექტივა ისახება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი კიდევ შეგვახსენებს თავს მომავალში. ზოგისთვის ეს ბოლო შანსი იყო, ზოგისთვის ყველაფერი ახლა იწყება, მაგრამ რაც მთავარია, თითოეულმა მონაწილემ  მიაღწია იმას, რომ ისინი ძალიან დიდხანს ემახსოვრება საზოგადოებას.

რაც შეეხება ფინალს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ეს იქნება უპრეცენდენტოდ სანახაობრივი შოუ ქართულ ტელესივრცეში! ”

გარდა ამისა, გიორგი ხაბურზანიას ვკითხეთ ისიც, რის შესახებაც უამრავი e-mail-ი თუ კომენტარი იწერება: “იქნება, თუ არა ნიჭიერის მეორე სეზონი?” როგორც აღმოჩნდა, მეორე სეზონი აუცილებლად იქნება. კასტინგები სავარაუდოდ ივნისიდან დაიწყება და დაწვრილებითი ინფორმაცია სწორედ აქ, ნიჭიერის ბლოგზე დაიწერება!

დემნა ჯაფარიძე:

“დაახლოებით ერთი წელი გვქონდა მე და გიორგის მსჯელობა ამ პროექტის გაკეთებასთან დაკავშირებით. როდესაც სხვა შოუების კასტინგებზე დავდიოდით, ვხვდებოდით უამრავ ნიჭიერ ადამიანს, რომლებსაც არ ჰქონდათ სცენა, სადაც შეძლებდნენ საკუთარი ნიჭის გამოვლენას.  ვიცოდით, რომ აქ მოვიდოდა ძალიან ბევრი განსაკუთრებული ადამიანი… წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ პროექტის თითოეულ თანამშრომელს შეუყვარდა “ნიჭიერი”! ვფიქრობ, რაც ჩავდეთ ამ ყველაფერში, იმასვე ვიღებთ უკან…”

შინაარსის პროდიუსერი

დადუ ლომინაძე:

“ეს პროექტი გამოვიდა ნამდვილად სახალხო… ჩვენ მთელი საქართველო მოვიარეთ, აბსოლუტურად ყველა კუთხეში გვქონდა კასტინგები და გარკვეულწილად ველოდით კიდეც, რომ მთელი მოსახლეობა ჩართული იქნებოდა, მაგრამ შედეგმა გადააჭარბა მოლოდინს – ყველა კუთხეში, ყველა ქალაქში, ყველა ოჯახში ორშაბათი ნიჭიერის დღეა! განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, ასაკისა, სქესისა, თითოეული მათგანი  მაქსიმალურად ჩართულია ამ პროექტში და ალბათ გადაჭარბებული არ იქნება ნათქვამი, რომ მარტო ორშაბათი არ არის ნიჭიერის დღე, დანარჩენი დღეების მანძილზეც გასული ორშაბათის განხილვა ხდება. ეს დიდი წარმატებაა და ყველას ძალიან გვიხარია, რომ ჩვენმა თავდაუზოგავმა შრომამ ასეთი შედეგი გამოიღო.

რაც შეეხება ფინალს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება შოუ, რომელიც ყველამ უნდა ნახოს! პროექტის არც ერთ ანალოგს არ ახსოვს ისეთი ფინალი, სადაც 7 სრულიად განსხვავებული ჟანრის ნომერს ვიხილავთ. წარმოიდგინეთ, ერთ შოუში- break dance, სამეჯლისო ცეკვა, ილუზიონისტი, პარკური, ბიტბოქსი, გიტარისტი, მომღერლები… ”

სეგმენტ-პროდიუსერი

თათუკა ნარტყოშვილი:

“ფინალის  შესახებ მინდა გითხრათ, რომ ეს მართლა ყველაზე დიდი სატელევიზიო მოვლენაა 2010 წელს სატელევიზიო სივრცეში. ამაზე მნიშვნელოვანი მართლა არაფერი  მომხდარა… პროექტი ხომ გამოვიდა ყველაზე  წარმატებული და წარმოიდგინეთ, ეს იქნება ამ ყველაფრის კულმინაცია! თანაც ძალიან ძლიერმა კონკურსანტებმა მოიყარეს თავი ფინალში, თითოეულ მათგანს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ძალიან საინტერესოა ვინ გახდება ხალხის რჩეული. ეს ის შემთხვევაა, როცა წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია – ხალხმა უნდა აირჩიოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის. 3 მაისს ყველაზე მნიშვნელოვანი ორშაბათია ორშაბათებს შორის!

თანაც “ნიჭიერს” ის უნიკალურობა ახასიათებს, რომ აქ მხოლოდ ფავორიტ კონკურსანტს კი არა, სასურველ ჟანრსაც ირჩევ. ჟანრების სიმრავლით კი ნამდვილად დაიკვეხნის ფინალი…

აქვე, მინდა ორიოდე სიტყვა წამყვანებზეც დავამატო – ისინი აბსოლუტურად შეესაბამებიან პროექტის სახელს და  არიან ნამდვილად ნიჭიერები, რაშიც ალბათ მაყურებელიც დარწმუნებულია…”

წამყვანები

თიკა:

კასტინგის კულისებიდან ნახევარფინალებამდე ყველაფერს კონკურსანტებთან ერთად განვიცდიდით. ახლაც, ფინალში თითოეულ კონკურსანტს ვგულშემატკივრობ და  ჩვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი დღეა, როგორიც მათთვის. ჩემთვის ყველა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება და   ერთი სული მაქვს მოვიდეს წუთი, როდესაც გამოვაცხადებთ ყველაზე ნიჭიერს!

ვანიკო:

მთელი პროექტის მანძილზე, როგორც თიკამ აღნიშნა, ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მივიღეთ. ფინალი იმდენად საინტერესო იქნება, რომ თამამად შემიძლია ვთქვა – ეს წარმატებული პროექტის წარმატებული დასასრულია!


წინ “ნიჭიერის” გრანდიოზული ფინალი გველოდება! სულ ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტს და დაეხმაროთ მას ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის სტატუსის მოპოვებაში!

ხვალ, მთელი დღის მანძილზე აუცილებლად ადევნეთ თვალი ჩვენს ბლოგსაც – ყოველ ნახევარ საათში ერთხელ აქ ახალი პოსტი დაგხვდებათ, დაიდება კონკურსანტების პასუხები კითხვებზე, რომლებსაც თქვენ უსვამდით მთელი კვირის მანძილზე კომენტარებისა და იმეილის საშუალებით, ასევე შემოგთავაზებთ რეპეტიციების დროს გადაღებულ ფოტომასალას.

2 May

რამაზ გარშაულიშვილის გადასვლა მტკვარზე

“ნიჭიერის” ნახევარფინალისტმა, რამაზ გარშაულიშვილმა კონცერტზე პირობა დადო, თუ ფინალში მოხვდებოდა, თავის გულშემატკივარს დაუვიწყარ შოუს აჩუქებდა და მტკვარზე გაჭიმულ ბაგირზე ყოველგვარი დაცვის გარეშე გადაივლიდა. მიუხედავად იმისა, რომ რამაზი ფინალში ვერ მოხვდა, თავისი პირობა მაინც შეასრულა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე უმოკლესი გზით – მდინარეზე გაჭიმული ბაგირით გადავიდა.

გთავაზობთ კურიერის სიუჟეტს, სადაც რამაზ გარშაულიშვილმა პირდაპირ ეთერში შეასრულა ეს ურთულესი ნომერი:

1 May

ტრივია – გამარჯვებულები

ტრივიას გამარჯვებულებო, გილოცავთ – თითოეული თქვენგანი მიიღებს 2 მოსაწვევს “ნიჭიერის” ფინალურ ლაივ-კონცერტზე! დეტალებისთვის შეამოწმეთ მეილები.

1. მარიკო აბულაძე
2. გიორგი კოვზირიძე
3. გიორგი პეტრიაშვილი
4. ნინო მანელიძე
5. ნინო ჯაფარიძე
6. შიო ხიდაშელი
7. გოგი აბაშიძე
8. ზურაბ ონოფრიშვილი
9. ალექსანდრე სუშენკო
10. ლოლიტა ქუთათელაძე

ფინალამდე სულ რაღაც 2 დღე რჩება! :)

30 April

ფინალური ტრივია – პასუხები

1.რა სიმღერა შეასრულა ანა ხანჩალიანმა ნიჭიერის ნახევარფინალში? დაასახელეთ შემსრულებელი და სიმღერის სახელი.

Bjork – You only live twice. იმის გამო, რომ ეს სიმღერა ნენსი სინატრას სიმღერის ქავერია, სწორ პასუხად ჩაითვლება ბიორკიც და ნენსი სინატრაც.

2. რამდენი წლის იყო დავით რობაქიძე, როდესაც პირველად დაინტერესდა ფოკუსებით?

11-ს.

დათო რობაქიძის ბიო.

3. რა სპორტს მისდევს გუგა ჭყონია?

ფეხბურთს.
გუგა ჭყონიას ბიო.

4. დაასახელეთ ნიჭიერის ნახევარფინალისტი, რომლის გამოსვლის დროსაც ჟიურის სამივე წევრმა იქსებს დააჭირა ხელი და ნომერი შეწყვიტა.

იოსებ გოგია.

5. ვის გულშემატკივრობდა ნინო ჯავახიშვილი “ნიჭიერში”?

მოზაიკას.
ნინო ჯავახიშვილის ბიო.

6. დაასახელეთ 3 ანსამბლი, რომლებმაც ნიჭიერის ნახევარფინალში ფოლკლორული ნომრები შემოგვთავაზეს.

იავნანა, ცაშკიბული, მებონიები, ბერაძეები, ფიცვერცხლი.

7. რომელი ფილმი იყო ფინალში გადასული ტრეისერების (პარკურის) შთაგონების წყარო?

იამაკისი.
პარკურის ბიო.

8. ვის მისცა ხმა ლევან შავაძემ სმს-ის საშუალებით საკუთარი ნახევარფინალური კონცერტის წინ?

მარიამ კახელიშვილს.
ლევან შავაძის ბიო.

9. რამდენი ხანია, რაც ვერკა და გიორგი ერთად ცეკვავენ?

მესამე წელია.
ვერკასა და გიორგის ბიო.

10. ვინ იყო ის 5 კონკურსანტი, რომელსაც ჟიურიმ ფინალში მოსახვედრად მეორე შანსი მისცა?

ვერკა და გიორგი, მერაბ კირაკოზაშვილი, კორნელი მაისაშვილი, რამაზ გარშაულიშვილი, პარკური.

11. რომელი საბავშვო სტუდიის მოსწავლე და აქტიური წევრია მარიამ კახელიშვილი?

ბზიკების.
მარიამ კახელიშვილის ბიო

12. რამდენი წლისაა ნიჭიერის ფინალისტი, მარიამ ფაჩულია?

7 წლის.

13. რომელ ჯგუფში უკრავდა ნიჭიერის ნახევარფინალისტი, გუჯა მჭედლიშვილი?

“მძიმე ჯვარში”
ილიასა და გუჯას ბიო

14. რას ეძახიან ავთო ნაცარაშვილს ზედმეტსახელად?

Blackmore (ბლექმორი)
ავთო ნაცარაშვილის ბიო.

15. რამდენი ხანია, რაც არსებობს ჯგუფი “next level”-?

ერთი წელია.
Next Level – ბიო

29 April

ფინალური ტრივია

დღეს ხუთშაბათია და “ნიჭიერის” ამ სეზონისთვის ბოლო ტრივიის დადების დრო მოვიდა.

იმის გამო, რომ ფინალის მოსაწვევის მიღება ძალიან ბევრ ადამიანს სურს, ბოლო, ფინალური ტრივიის კითხვები შედარებით რთული იქნება, ვიდრე დანარჩენები – იმისათვის, რომ სწორი პასუხი გასცეთ, მხოლოდ ვიდეოების ნახვა არაა საკმარისი, ყურადღებით უნდა გედევნებინათ თვალი ჩვენი ბლოგისთვისაც, ან უნდა შეძლოთ და სწრაფად მოძებნოთ დასმულ კითხვაზე პასუხი.

კითხვებიც მეტია წინა ტრივიებისგან განსხვავებით – 10-ს ნაცვლად 15 კითხვა. პირველი 10 ადამიანი, ვინც სწორად გასცემს 15-ვე კითხვას პასუხს, ფინალურ კონცერტზე 2 მოსაწვევს მიიღებს!

კითხვები:

1.რა სიმღერა შეასრულა ანა ხანჩალიანმა ნიჭიერის ნახევარფინალში? დაასახელეთ შემსრულებელი და სიმღერის სახელი.

2. რამდენი წლის იყო დავით რობაქიძე, როდესაც პირველად დაინტერესდა ფოკუსებით?

3. რა სპორტს მისდევს გუგა ჭყონია?

4. დაასახელეთ ნიჭიერის ნახევარფინალისტი, რომლის გამოსვლის დროსაც ჟიურის სამივე წევრმა იქსებს დააჭირა ხელი და ნომერი შეწყვიტა.

5. ვის გულშემატკივრობდა ნინო ჯავახიშვილი “ნიჭიერში”?

6. დაასახელეთ 3 ანსამბლი, რომლებმაც ნიჭიერის ნახევარფინალში ფოლკლორული ნომრები შემოგვთავაზეს.

7. რომელი ფილმი იყო ფინალში გადასული ტრეისერების (პარკურის) შთაგონების წყარო?

8. ვის მისცა ხმა ლევან შავაძემ სმს-ის საშუალებით საკუთარი ნახევარფინალური კონცერტის წინ?

9. რამდენი ხანია, რაც ვერკა და გიორგი ერთად ცეკვავენ?

10. ვინ იყო ის 5 კონკურსანტი, რომელსაც ჟიურიმ ფინალში მოსახვედრად მეორე შანსი მისცა?

11. რომელი საბავშვო სტუდიის მოსწავლე და აქტიური წევრია მარიამ კახელიშვილი?

12. რამდენი წლისაა ნიჭიერის ფინალისტი, მარიამ ფაჩულია?

13. რომელ ჯგუფში უკრავდა ნიჭიერის ნახევარფინალისტი, გუჯა მჭედლიშვილი?

14. რას ეძახიან ავთო ნაცარაშვილს ზედმეტსახელად?

15. რამდენი ხანია, რაც არსებობს ჯგუფი “next level”-?

პასუხები გამოგზავნეთ მეილზე admin@nichieri.ge. აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.

ტრივიის პასუხები გამოქვეყნდება ხვალ, ხოლო გამარჯვებულების სია ბლოგზე შაბათს დაიდება.

29 April

ფინალამდე 5 დღე რჩება!

28 April

ბლოგერები ნიჭიერის შესახებ

ბლოგი ‘Here comes the sun”

ძალიან უჩვეულოა ნიჭიერის ყურება რომ დავიწყე, რადგანაც არასდროს არ ვუყურებდი არც ჯეოსტარს, არც ვარსკვლავების აკადემიას და ამდაგვარ შოუებს.

ნიჭიერი განსხვავებული პროექტია, უფრო გემოვნებიანი და გასართობი, რადგანაც მეც კი დამაინტერესა, ასე მგონია რომ დანარჩენი შოებისგან გამოირჩება და უფრო სხვა მასებზეცაა გათვლილი, ვიდრე ჯეოსტარი და სხვები.

ჩემი აზრით ნიჭიერს თითქმის უკვე ყველა უყურებს და გულშემატკივრობს.

წაიკითხე მეტი…

ბლოგი Know-it-allz – ჭკვიანუკები

“ნიჭიერზე” აქამდე არაფერი არ მქონდა დაწერილი. ჰოდა გადავწყვიტე მოკლედ მიმოვიხილო ჩემი თვალით დანახული “ნიჭიერი”.

დავიწყებ წამყვანებით: ორივე ძალიან მომწონს და ჩემი აზრით, სახალისოდ მიყავთ გადაცემა, ასე რომ, მათზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის…

რაც შეეხება ჟიურის, საშინლად მაღიზიანებს “ცრემლების დედოფალი”. Jeez, რა უბედურებაა. გაბადრული სახე, გულზე დადებული ხელი, და სენტიმენტალური გამოხედვა… :@
ნიკა მემანიშვილი საჭირო კაცია ჟიურიში. რეალურად აფასებს ხოლმე კონკურსანტებს. თან ძალიან სახალისოა მისი გაკვირვებული სახეები :D
გეგა ფალავანდიშვილს რაც შეეხება, ჩემი აზრით, კარგია რომ მკაცრად აფასებს “ნიჭიერებს” და საკმაოდ რეალისტურადაც…

წაიკითხე მეტი…

27 April

ნიჭიერის ფინალისტები

გოჩა გაბოძე, მოწვეული ბლოგერი Gabo.ge-დან

პროექტი ნიჭიერი უდაოდ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული შოუა ქართულ ტელესივრცეში . შოუს ყველა ასაკის განათლების და სოციალური სტატუსის მაყურებელი ყავს. თამამად შიძლება ითქვას რომ სახალხო პოექტია რომლის მიზანი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა იყო.  ნიჭიერი  თანდათან ფინალს უახლოვდება გასულ ორშაბათს  ბოლო მეხუთე ნახევარფინალი შედგა. წინ ფინალური კონცერტია რომელიც 3 მაისს გაიმართება.

ნიჭიერზე უკვე  საკმაოდ ბევრი ითქვა და თითოეული გადაცემის შემდეგ მეგობრებში ოჯახში თუ უბრალოდ ნაცნობებს  შორის საუბრის ერთ ერთ თემად იქცევა ხოლმე. ერთი რამ უდაოა ნიჭიერი მრავალფეროვანი და უზომოდ საინტერესო გამოვიდა. უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება სრულიად საქართველოსათვის ეჩვენებინა საკუთარი შესაძლებლობები. პროექტის წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ ის რომ მისი  საშაუალებით ერთდროულად რამდენიმე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანის აღმოჩენა გახდა შესაძლებელი. რაც ფინალურ კონცერტს უფრო მეტად დაძაბულს და საინტერესოს ხდის. ნამდვილად რთული იქნება ამდენ განსაკუთრებულად ნიჭიერ ადამიანს შორის ერთი გამარჯვებულის გამოვლენა.

მოდით ერთად გავიხსენოთ თითოეული ფინალისტი და ვეცადოთ მათ შორის ამოვიცნოთ თუ ვინ გახდება ნიჭიერი 2010.
1. Next Level9121
მიხარია საქართველოში ცეკვის ეს ჟანრი თანდათან ასე პოპულარული რომ ხდება. ჯგუფი next Level კი ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფია, რომელიც საქართველოში ბრეიქდანსს ცეკვავს. გამოირჩევიან სინქრონულობით და ორივე შემთხვევაში ძალიან კარგად დადგმული ნომრით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

2. მარი და ბაბი - 9122
მარი და ბაბი ორი მეგობარი გოგონასგან შემდგარი დუეტია . ისინი სცენაზე არტისტულობით გამოირჩევიან . მათ ადვილად შეძლეს მაყურებელთა სიმპათიები დაემსახურებინათ. ვნახოთ რამდენად წარმატებული ინება მათი გამოსვლა ფინალურ კონცერტზე.

3. ლევან შავაძე – 9123
ლევან შავაძემ  მეოცე საუკუნის 80 იანი წლების ქართული ქალაქური სიმღერის შესრულებით დაამახსოვრა მაყურებელს თავი. მან  ორივე ტურში გოგი დოლიძის რეპერტუარიდან შეასრულა სიმღერა, რაც დიდ პასუხისმგებლობას და კარგ  ვოკალურ მონაცემებს მოითხოვს. ის მაყურებლის რჩეულია, რაც ალბათ მის ნიჭიერებაზეც მეტყველებს.

4. გუგა ჭყონია – 9124
ფინალისტებში აღსანიშნავია ასევე ბითბოქსერი გუგა ჭყონია. ბითბოქსი საქართველოში თითქმის არ არსებობს და გუგა ერთ-ერთი პირველია  ამ ჟანრში . ვფიქრობ საკმაოდ კარგი ნომრები ქონდა და ნამდვილად იმსახურებს ფინალურ კონცერტში გამოსვლას.

5. ავთო ნაცარაშვილი – 9125
საოცარი ემოცია მოდის როდესაც გიტარისტი ავთო ნაცარაშვილი უკრავს. ისიც, ისევე როგორც პროექტის რამდენიმე მონაწილე, ნიჭიერის აღმოჩენად შეგვიძლია მივიჩნიოთ. გამოირჩევა საოცარი პროფესიონალიზმით და სიყვარულით საკუთარი საქმის მიმართ. აღსანიშნავია ასევე რომ მან კასტინგზეც და ნახევარფინალშიც საკუთარი კომპოზიციები შემოგვთავაზა.

6. ანა ხანჩალიანი – 9126
შეიძლება სუბიექტური ვარ შეფასებისას, თუმცა მაყურებელთა რჩეულთაგან ანის მივიჩნევ ყველაზე ღირსეულ ფინალისტად. მართალია პროექტში საკმაოდ ბევრი მომღერალია, მაგრამ ის თითქმის ყველა მათგანისგან გამოირჩევა. არ ვიცი ტელეეკრანიდან რა ემოცია ჰქონდა მის ნამღერს, თუმცა დარბაზში ყველა მოგვაჯადოვა.

7. პარკურ – 9127
პარკური საოცრად შთამბეჭდავ და სანახაობრივ ნომრებს გვთავაზობს თითოელ ჯერზე. გამოირჩევა მოულოდნელობებით და უზომო ადრენალინით, რასაც ამ ბიჭების ყურებისას შეიგრძნობ. ისინი თითქმის წარმოუდგენელ ტრიუკებს აკეთებენ და ეს ყველაფერი უბრალოდ მათი ცხოვრების სტილია. ვნახოთ ფინალურ კონცერტზე ამჯერად რით მოახერხებენ მაყურებლის გაოცებას.

8. ვერკა და გიორგ – 9128
პროექტ ნიჭიერში საკმაოდ ბევრი ლათინო ამერიკული ცეკვების მოცეკვავე წყვილი მონაწილეობდა თუმცა ფინალურ კონცერტზე გადასასვლელად ჟიურიმ მათგან ვერკას და გიორგის წყვილი გამოარჩია. რა შეიძლება ითქვას მათზე გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზი წყვილია და კარგად ცეკვავენ. მათი ნომერი ნამდვილად იმსახურებს ფინალურ კონცერტზე მოხვედრას.

9. მარიამ კახელიშვილი  – 9129
ასევე ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებულად ნიჭიერი ფინალისტი მარიამ კახელიშვილი გახლავთ. მას საოცრად ძლიერი ხმა აქვს . ნიჭიერი მხოლოდ მისი აღმოჩენის გამოც შეგვიძლია წარმატებულ პროექტად მივიჩნიოთ.

10. დათო რობაქიძე – 9130
ერთ ერთი ყველაზე ქარიზმატული მონაწილე პროექტ ნიჭიერში ილუზიონისტი დათო რობაქიძე გახლავთ. ის ადვილად ახერხებს მაყურებლის აყოლიებას და თითქმის ათწუთიანი ნომრის განმავლობაში მუდმივად ახერხებს მათ გაოცებას. ის მხოლოდ ილუზიონისტურ სანახაობას არ გვთავაზობს, მისი ნომრები გამოირჩევა კარგი იუმორით, რაც ძალიან სახალისო საყურებელს ხდის ამ ყველაფერს.

11. მარიამ ფაჩულია – 9131
არ ვიცი, რა შეიძლება ვთქვა ამ ბავშვზე – ისეთი ლამაზი და საყვარელია პატარა ფერიას გავს. მას შეუძლია არც კი იმღეროს, ისედაც ახერხებს ყველას გულების დაპყრობას. საოცრად ბავშვურია და ძალიან უხდებოდა მერცხლებზე სიმღერა.

12. გულნაზი გოლეთიანი – 9132
ადამიანი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ვარსკვლავია. მას მხოლოდ ერთი სიმღერა დასჭირდა იმისთვის, რომ მთელი საქართველო მის განსაკუთრებულ ნიჭზე ალაპარაკებულიყო. გულნაზი გოლეთიანს ყველაზე ხშირად პროექტის ბრიტანული ანალოგის გამარჯვებულ  სუზან ბოილს ადარებენ . მისი სიმღერა საოცარ ემოციებს იწვევს და პირველივე ბგერიდან გაჯადოებს.

აი ასე გამოიყურება პროექტ ნიჭიერის ფინალისტების სია. დამეთანხმებით ალბათ, რთულია მათგან მხოლოდ ერთი გამოარჩიო . პირადად მე მიჭირს არჩევანის გაკეთება. ვნახოთ რით იქნება გამორჩეული ფინალური კონცერტი და ვინ გახდება პროექტ ნიჭიერის გამარჯვებული.

27 April

ფინალი – ხმის მიცემა დაიწყო

Next Level – 9121

5 ხმა ერთდროულად – 91215

ბაბი და მარი 9122

5 ხმა ერთდროულად – 91225

ლევან შავაძე 9123

5 ხმა ერთდროულად – 91235

გუგა ჭყონია 9124

5 ხმა ერთდროულად – 91245

ავთო ნაცარაშვილი 9125

5 ხმა ერთდროულად – 91255

ანა ხანჩალიანი 9126

5 ხმა ერთდროულად – 91265

პარკური 9127

5 ხმა ერთდროულად – 91275

ვერკა და გიორგი 9128

5 ხმა ერთდროულად – 91285

მარიამ კახელიშვილი 9129

5 ხმა ერთდროულად – 91295

დათო რობაქიძე 9130

5 ხმა ერთდროულად – 91305

მარიამ ფაჩულია 9131

5 ხმა ერთდროულად – 91315

გულნაზი გოლეთიანი 9132

5 ხმა ერთდროულად – 91325


თქვენ ვის გულშემატკივრობთ?

26 April

ინტერნეტ-ნიჭიერი – დაჯილდოება

პროექტის დაწყებასთან ერთად ამ ბლოგზე “ინტერნეტ-ნიჭიერის” კონკურსი დაიწყო. მსურველები საკუთარი ნიჭის ამსახველ ვიდეოებს გვიგზავნიდნენ, რომლებიც მოგვიანებით ბლოგზე განვათავსეთ და თქვენ, მკითხველებს მოგეცით საშუალება, გეთქვათ თითოეული მათგანისთვის “კი” ან “არა”. სულ 43 326 ხმა დაფიქსირდა, გამარჯვებულები კი გახდნენ 1. გელა ვარდიძე, 2. ირაკლი ჩიტაძე და მეგობრები, 3. დიმიტრი და ბიძო ჯაფარიძეები.

დღეს ინტერნეტ-ნიჭიერში გამარჯვებულების დაჯილდოება შედგა კაფე “ქარავანში”. I ადგილზე გასულმა გელა ვარდიძემ საჩუქრად აიფოდი მიიღო, ირაკლი ჩიტაძემ – ვებკამერა, დიმიტრი და ბიძო კი, სამწუხაროდ, ვერ შემოგვიერთდნენ, ამიტომ მათ კუთვნილ პრიზს მოგვიანებით გავუგზავნით.

ინტერნეტ-ნიჭიერში გამარჯვებულებმა პირობა დადეს, რომ ნიჭიერის მეორე სეზონში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას!

გელა ვარდიძე

გელა ვარდიძე 15 წლის ასაკიდან დაინტერესდა გიტარით. იგი თვითნასწავლია, მხოლოდ ერთხელ დაესწრო სამ თვიან კურსს ბლუზის შესახებ და ეს იყო ერთადერთი პროფესიონალურ დონეზე მიღებული გამოცდილება. ფართო აუდიტორიის წინაშე იშვიათად გამოსულა, თუმცა იყო რამდენიმე სერიოზული ფესტივალი, სადაც წარმატებას მიაღწია. ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტში, რომელშიც ცნობილი ქართული ჯგუფები მონაწილეობდნენ.

გიტარაზე დაკვრა ამჟამად ჰობის ხასიათს ატარებს, რადგან დრო არ აქვს და დღეში მხოლოდ 15 წუთით ახერხებს საყვარელ ინსტრუმენტზე დაკვრას. თუმცა როგორც თვითონ ამბობს, 8 საათის მანძილზეც დაუკრავს გადაბმულად… ნიჭიერში, რა თქმა უნდა, ავთო ნაცარაშვილს გულშემატკივრობს.

გელას კომპოზიცია “ნათება ცაში”, რომელმაც ჩვენი ბლოგის მკითხველების სიმპათია დაიმსახურა:


ირაკლი ჩიტაძე და მეგობრები

ირაკლიმ ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელსაც “Last Road” ჰქვია. უკვე ერთი წელია, რაც ერთად უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. ძირითადი ჟანრი როკია. წერენ საკუთარ კომპოზიციებსაც. ფართო მაყურებლის წინაშე არასდროს არ გამოსულან. ინტერნეტ-ნიჭიერი მათთვის ერთგვარი დებიუტი იყო!

გამარჯვებული ვიდეო:

25 April

“ნიჭიერი” Comedy Show-ში

ნაწილი I:

ნაწილი II:

23 April

კომიქსი

ნიჭიერი ადამიანები უკვე ემზადებიან “ნიჭიერის” მეორე სეზონისთვის! -

(c) ჯანო ჟვანია