27 February

ნიჭიერის თავბრუდამხვევი მონაწილე

ნიჭიერის ბლოგის მკითხველებსა და ფეისბუქის გვერდის მხარდამჭერებს დაპირებული ექსკლუზიური ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ – მაყვალა ქობულაშვილი, ნიჭიერის ყველაზე თავბრუდამხვევი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მონაწილე! ის ჟიურის წინაშე “სასიკვდილო ნომრით” წარსდგა, რომლის შესრულებაც მხოლოდ მას შეუძლია!

ნიჭიერის ეთერში გასვლამდე დარჩა მხოლოდ 9 დღე. 7 მარტს ნიჭიერის მეორე სეზონი იწყება!

24 February

“ნიჭიერი” და “ინტერნეტნიჭიერი”!

ნიჭიერის მეორე სეზონი ბევრი სასიამოვნო ცვლილებით იწყება – რა თქმა უნდა, მონაწილეები, დარბაზი და ჟიურიც კი. თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც შეიძლება ჯერ არ იცით – ნიჭიერის მეორე სეზონს წარმოგვიდგენს “საქართველოს ბანკი”.

“საქართველოს ბანკი” სასიამოვნო სურპრიზებს ჰპირდება “ნიჭიერის” ყველა გულშემატკივარს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა კი, რომელიც “ნიჭიერის” პარალელურად ინტერნეტ-სივრცეში მოხდება, “ინტერნეტნიჭიერია”.

მათ, ვინც ვერ მოასწრო გაეგზავნა ანკეტა სატელევიზიო ნიჭიერისთვის, მათ, ვინც ვერ გადავიდა კასტინგების შემდეგ ეტაპზე, მათ, ვინც სულ ახლახანს აღმოაჩინა საკუთარ თავში განსაკუთრებული ნიჭი – “საქართველოს ბანკი” უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გამოავლინოს საკუთარი ნიჭიერება და მოიპოვოს გულშემატკივართა სიყვარული და აღიარება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადაიღეთ თქვენი ნიჭის ამსახველი ვიდეო (ვიდეოთვალით, მობილურით, კამერით – ხარისხს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შინაარსი!) და ატვირთეთ nichieri.bog.ge-ზე, რომელიც სულ მალე ამოქმედდება. ვიდეო შესაბამის ვიდეოგალერეაში დაიდება და მაყურებელს თქვენი ნიჭის შეფასების საშუალება მიეცემა.

ინტერნეტნიჭიერი 12-ტურიანია. თითო ტური ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. კვირის მანძილზე მაყურებელი შეაფასებს დადებულ ვიდეოებს და პირველი სამი მონაწილე, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, გადადის მე-13 ტურში, სუპერფინალში. 12 კვირის მანძილზე სუპერფინალში 36 მონაწილე შეიკრიბება. ისინი ერთმანეთს დაუვიწყარი პრიზებისთვის შეერკინებიან.

პრიზები კი მართლა დაუვიწყარია! პროექტის სამი გამარჯვებული ორი ადამიანისთვის განკუთვნილი ერთკვირიანი საგზურით დასაჩუქრდება:

I ადგილის მფლობელი თურქეთში გაემგზავრება,
II ადგილის მფლობელი ბათუმის შერატონს ესტუმრება
III ადგილის მფლობელი კი ყვარლის ტბაზე დაისვენებს.

მოემზადეთ “ნიჭიერის” საგულშემატკივროდ და “ინტერნეტნიჭიერში” მონაწილეობის მისაღებად – მეტი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ნიჭიერის ბლოგს და საქართველოს ბანკის გვერდს ფეისბუქზე.

20 February

ნიჭიერი II სეზონი (პრომო ვიდეო)

ახლოვდება 7 მარტი, მეორე სეზონის დასაწყისი და სულ მალე ყოველი ორშაბათი ისევ ნიჭიერის დღე იქნება! ახალი ჟიური, ახალი ტალანტები და ახალი ემოციები – ნიჭიერი ბრუნდება :)

1 February

ვიდეო პოსტი ნიჭიერის კასტინგებიდან

ჩვენი ვიდეოპოსტი ნიჭიერის ახალი სეზონის შესახებ, ჟიურის ექსკლუზიური კომენტარებითა და კადრებით :)

16 January

ნიჭიერი ბრუნდება- დაესწარით მეორე სეზონის ქასთინგებს

შოუ, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ყველა მოუთმენლად ველოდით, შოუ, რომელმაც ყველანაირი რეკორდი მოხსნა ქართულ ტელევიზაში, შოუ, რომელიც ყველაზე კარგი საშუალებაა თქვენი ტალანტის გამოსავლენად და ტალანტების აღმოსაჩენად, ეთერში ბრუნდება!

“ნიჭიერი” რუსთავი2-ის ეთერში მარტიდან გავა, თუმცა იქამდე მიმდინარეობს ქასთინგები ჟიურისთან ერთად, რომლის მეოთხე წევრი სწორედ თქვენ, მაყურებლები ხართ. პროექტის გუნდმა გაითვალისწინა ეს გარემოება და ქასთინგებისთვის დიდი სივრცე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი შეარჩია.

ასე რომ, თქვენ გაქვთ საშუალება დაესწროთ ყველა ქასთინგს, იხილოთ უამრავი საინტერესო მონაწილე, გაიცნოთ ჟიურის ახალი წევრები (რომელთა შესახებ სულ მალე მოგაწვდით ინფორმაციას) და რაც მთავარია, თავად იყოთ ჟიურის მეოთხე წევრი!

ქასთინგებზე დასასწრება სრულიად უფასოა! უბრალოდ დარეკეთ ნომერზე 53 64 35.

განრიგი ასეთია:

16 იანვარი

17 იანვარი

18 იანვარი

22 იანვარი

24 იანვარი

26 იანვარი

30 იანვარი

31 იანვარი

1 თებერვალი

2 თებერვალი

ჩაწერების ხანგრძლივობა ორ ნაწილად გაიყოფა დღის მანძილზე:

I სეტი- 12:00

II სეტი- 16:00

თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს და Facebook-ს, უახლოეს დღეებში  ექსკლუზიური კადრები შიდა სამზარეულოდან, ცხელ-ცხელი ინფორმაციები და უამრავი სიახლე გელით!

5 August

“ნიჭიერის” ორმაგი დარტყმა

ორმაგი შემოთავაზება ყველა დროის ყველაზე რეიტინგული შოუსგან!

თუ შენ ფიქრობ, რომ გყავს ძალიან ნიჭიერი მეგობარი, მეზობელი, მეზობლის ნათესავი ან ამ ნათესავის ქვისლი, კლასელის ძმა და ა.შ. ხშირად გსმენია, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი და იცი, რომ ჯერ არ მიუღია პრექასტინგში მონაწილეობა, თან თვლი, რომ ის აუცილებლად გამორჩეული იქნება ჩვენს შოუში, მაშინ :

  • პირველ რიგში, აუცილებლად მოგვწერე ჩვენს იმეილზე (casting@nichieri.ge) მისი მონაცემები,  (მოგვიყევით თქვენს პროტეჟეზე, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და დაელოდეთ ზარს “ნიჭიერიდან”)
  • შემდეგ მოიყვანე პრექასტინგზე

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პროტეჟე მოხვდება ქასთინგის ეპიზოდში, მიიღე 2 მოსაწვევი ნიჭიერის ყველა კასთინგზე და ლაივზე!!!

“ნიჭიერის” ინტერნეტ-challenge

მეორე შემოთავაზება მათთვის, ვინც ნიჭიერზე cool  ტიპია:

  • არ იცის სიმღერა (ან იცის, ოღონდ თავისებურად)
  • არ ეხერხება ილუზიონისტობა, (და არც უნდა, რომ ეხერხებოდეს)
  • არ შეუძლია მუშტი ჩაიდვას პირში, (ან პირიქით შეუძლია 2 ერთად ჩაიდვას) და ა.შ.

მაგრამ ძალიან კარგად იცის, როგორ მოიფიქროს ყველაზე დიდი სისულელე, ისეთი, რომელზეც მეორე დღეს მთელი საქართველო ილაპარაკებს.

  • შეუძლია დაენიძლავოს მეგობრებს, რომ მას შეუძლია მივიდეს ნიჭიერში, ეღადავოს ჟიურის, პროექტის ავტორებს…
  • ვინც მხოლოდ მისი ორიგინალური ნომრით დაამტკიცებს-  მთავარი არ არის პლასტიკა გქონდეს ან ძალიან მაგარი ხმა, რომ  ყველამ გაგიცნოს და 1 დღეში გახდე პოპულარული.
  • უყვარს Jackass და სწორედ ეს შეშლილი ადამიანები  არიან მისთვის ყველაზე ნიჭიერები.
  • ვისი შეყვარებულიც დაჟინებულად მოითხოვს, რომ ნიჭიერის სცენიდან ხელი დაუქნიონ!!!
  • ვინც იცის, რომ საზამთროს მხოლოდ საკვები დანიშნულება არ აქვს!
  • ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობს და თვლის, რომ პოსტის ავტორი სწორედ მასზე წერს, მაგრამ ძალიან, ძალიან უნიჭოდ!!!

თუ აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთს, ორს, სამს ან ყველას ერთად, “ნიჭიერი” ონლაინ გამოწვევას გთავაზობს!  მოიფიქრე ყველაზე ორიგინალური ნომერი და გარანტირებულად მოხვდები ნიჭიერის ქასთინგზე, როგორც სპეციალური, არარიგითი მონაწილე. გახდი ნიჭიერის მოვლენა!!! დაგვეკონტაქტე შენი იდეებით იმეილზე  casting@nichieri.ge.

12 July

ნიჭიერის დასკვნითი ქასთინგი თბილისში

ნიჭიერის ქასთინგებს უკვე უმასპინძლა მთელმა საქართველომ! ნიჭიერის გუნდმა მოიარა ყველა კუთხე იმისათვის, რომ აღმოეჩინა რაც შეიძლება მეტი საინტერესო მონაწილე მეორე სეზონისათვის და მიეცა შანსი ყველა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულისათვის.

17 ივლისს, გეძლევათ ბოლო შანსი მეორე სეზონის პრექასთინგებზე მოსახვედრად!

ყველას, ვინც ვერ შეძლო სხვადასხვა რეგიონებში მისულიყო ქასთინგზე, ყველას, ვინც ვერ შეძლო ანკეტის გამოგზავნა, ან თუნდაც გამოგზავნა, მაგრამ არ დაუკავშირდნენ, შეუძლია ყოველგვარი ანკეტის გარეშე მოვიდეს და გამოიყენოს ეს შანსი.

17 ივლისს, თბილისში, 12 საათზე გაიმართება მეორე სეზონის დასკვნითი პრექასთინგი! მისამართი- სანდრო ეულის 5ა.


11 July

ნიჭიერის ქასთინგი მესტიაში

ნიჭიერის ქასთინგები მიუახლოვდა დასასრულს. რეგიონების მასშტაბით ბოლო პრექასთინგი გაიმართება მესტიაში.

ხვალ, 12 ივლისს, 12 საათზე- მესტია, კულტურის სახლი.

7 July

გრძელდება ქასთინგები და ანკეტების მიღება!

ნიჭიერის მეორე სეზონში მონაწილეობისათვის ანკეტების მიღება გრძელდება!
თუ თვლი, რომ შენი ნიჭი განსაკუთრებულია- შეგიძლია სხვადასხვა ფოკუზების ჩვენება, გაქვს განსაკუთრებული სპორტული შესაძლებლობები, გამოირჩევი ელასტიურობით, ცეკვავ ან აკრობატულ ნომრებს ასრულებ მარტო, თუ ჯგუფთან ერთად, უკრავ სხვადასხვა ინსტრუმენტზე და შეგიძლია საინტერესო ნომერი შესთავაზო მაყურებელს, თუ შენი მეგობრები და გარშემომყოფები ყოველთვის ხაზს უსვამენ შენს ნიჭიერებას, ან თუნდაც, შენი შინაური ცხოველია დაჯილდოებული განსაკუთრებული შესაძლებლობებით, მაშინ ეს შენი შანსია!


გამოაგზავნეთ ანკეტა e-mail-ზე casting@nichieri.ge, ან დააკლიკეთ სპეციალური აპლიკაციის ფორმას და მარტივად შეავსეთ თქვენი მონაცემები:  http://nichieri.ge/apply/

ანკეტების მიღების გარდა, გრძელდება ქასთინგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ნიჭიერს უკვე უმასპინძლა აღმოსავლეთ საქართველომ და დასავლეთ საქართველოს ნაწილმაც. ბათუმის შემდეგ ნიჭიერი გადაინაცვლებს ზუგდიდში. შეგახსენებთ, რომ ანკეტის გარეშეც შეგიძლიათ მიხვიდეთ ამ ქასთინგზე:

8 ივლისი:

ზუგდიდი, 12 საათი, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი

9 ივლისი:

სენაკი, ჩხოროწყუ. 12 საათი, კულტურის სახლი

10 ივლისი:

ფოთი. 12 საათი, კულტურის სახლი

30 June

ნიჭიერის ქასთინგი დასავლეთ საქართველოში

ნიჭიერის მეორე სეზონისათვის მონაწილეების შერჩევა გრძელდება!  დასავლეთ საქართველოში ქასთინგი უკვე დაიწყო და ამჯერად ნიჭიერი ეწვევა:

30 ივნისი

ცაგერი- 12 საათი, კულტურის სახლი

ლენტეხი- 12 საათი, კულტურის სახლი

3 ივლისი

ჩოხატაური- 12 საათი, კინოთეატრი “გურია”

ოზურგეთი- 12 საათი, კინოთეატრი “ოზურგეთი”

4 ივლისი

ქობულეთი - 12 საათი, ხელოვნების სკოლა

ლანჩხუთი- 12 საათი, კულტურის სახლი

5 ივლისი

ხულო- 12 საათი, კულტურის ცენტრი

შუახევი- 12 საათი, კულტურის ცენტრი

6 ივლისი

ბათუმი – 12 საათი, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დარბაზი

26 June

ნიჭიერის ქასთინგი ხონსა და სამტრედიაში

ქასთინგი გრძელდება. ამჯერად ნიჭიერს ხონსა და სამტრედიაში უმასპინძლებენ.

27 ივნისს, 12 საათზე, კულტურის სახლში გაიმართება ქასთინგი, რომელზეც შეგიძლიათ მიხვიდეთ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე!

26 June

ნიჭიერის ქასთინგი ქუთაისში

ნიჭიერის მეორე სეზონის მონაწილეების შერჩევა გრძელდება!

26 ივნისს ქასთინგი გაიმართება ქუთაისში, მერიის შენობაში. შეგიძლიათ მოსვლა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

თუ თვლი, რომ გაქვს ნიჭი და შენი ნიჭი იმსახურებს ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენას, მაშინ ეს შენი შანსია!

18 June

მაიკლ ჯექსონის საღამო City Club-ში

25 ივნისი არის მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების დღე. ამასთან დაკავშირებით, ნიჭიერის მონაწილე ილია მამაგულაშვილის ორგანიზებით დაგეგმილია ჯექსონის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო.

მონაწილეობას მიიღებენ ილია მამაგულაშვილი, ქორეოგრაფიული ჯგუფი “mad house” და ტელეპროექტ “ჯეოსტარის” მონაწილეები. შესრულდება მაიკლ ჯექსონის სიმღერები და ცეკვები.

საღამო გაიმართება city club-ში, დასაწყისი 22:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

17 June

ნიჭიერის ქასთინგი დუშეთსა და თიანეთში

ნიჭიერის მეორე სეზონის მონაწილეების შერჩევა გრძელდება!

18 ივნისს ქასთინგი ჩატარდება დუშეთსა და თიანეთში.

შეგიძლიათ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიხვიდეთ დუშეთის და თიანეთის კულტურის სახლებში 12 საათზე.

12 June

ნიჭიერის ქასთინგი შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში

ნიჭიერის მეორე სეზონის მონაწილეების შერჩევა გრძელდება!

12 ივნისიდან ქასთინგები გაიმართება შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში

განრიგი:

გორი- 12 ივნისი, 12 საათი, კულტურის სახლი

ხაშური და ბორჯომი- 13 ივნისი, 12 საათი, კულტურის სახლი

ახალციხე და ახალქალაქი- 14 ივნისი, 12 საათი, კულტურის სახლი

რაც მთავარია, წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო! შეგიძლიათ ანკეტის შევსების გარეშე მიბრძანდეთ ქასთინგზე თქვენთვის მოსახერხებელ ქალაქში.