8 March

ადამიანი კაუჩუკი

8 March

ჰიპნოზი

8 March

პატარა მათემატიკოსი

8 March

ვორტექსი

8 March

დაკი

8 March

ბლუზი ბრასისთვის

8 March

მატრიცული პანტომიმა

8 March

“No” block 1

8 March

ბელა სოფრომაძე

8 March

II სეზონის პირველი გადაცემის მონაწილეები

7 მარტს თქვენ იხილეთ შემდეგი კონკურსანტები:

ბელა სოფრომაძე

ჩუბინიძეების ოჯახი

დავით პატარაია

დავით ტატოშვილი

ედუარდ რომანაძე

ფერიდე გოგბერაშვილი

ჯორჯიან ბრას კვინტეტი

გიორგი ბაღნაშვილი

ჰერელი გოგონები

ივი აღასიანი

ივი აღასიანი

ლათინური რიტმები

"life style"

მადონა ღვინიაშვილი

მატრიცული პანტომიმა

მაყვალა ქობულაშვილი

მერაბ სვანიშვილი

ნატალი ვეფხვაძე

ნიცა ყიფიანი

ნინი ფხალაძე

ნინია როხვაძე

ნინო ასანიძე, კობა გუგუნიშვილი

"ქალი და ძაღლი"

სილუეტი

თეონა ქანთარია

ვორტექსი

ზურა მურვანიძე

ვინ გახდა თქვენი ფავორიტი?

7 March

ნიჭიერი ეთერში- რამდენიმე წუთში!

რამდენიმე წუთში “ნიჭიერის” მეორე სეზონის პირველი გადაცემა დაიწყება. წინა სეზონზე  ტრადიციად იქცა, რომ გადაცემის მსველობისას ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს, შთაბეჭდილებებს, ემოციებს… ვგულშემატკივრობთ მონაწილეებს და განვიხილავთ ყველა დეტალს!

შემოგვიერთდით თქვენც, დაგვიტოვეთ კომენტარები აქ და ნიჭიერის ფეისბუქის გვერდზე . თითოეული თქვენგანის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია :)

7 March

დღეს ნიჭიერის დღეა!

დღეს, 10 საათზე ნიჭიერის პირველი გადაცემა გადის ეთერში. შოუ, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ველოდით, ბრუნდება!

ამასთან დაკავშირებით, “დილა მშვიდობისა საქართველო”-მ ნიჭიერის ჟიურის ორ წევრს, გეგას და ვანოს უმასპინძლა

[იხილეთ სრული ინტერვიუ მაივიდეოს live-თი]

როგორც იცით, დაახლოებით 10 000 მსურველიდან 300-ზე მეტი მონაწილე წარსდგა ჟიურის წინაშე ქასთინგებზე. გეგამ, ახალი სეზონი  წინამორბედს შეადარა და თქვა, რომ  უფრო დატვირთული, მრავალფეროვანი და განსხვავებული ნომრებით განებივრებული სეზონი გველის! იყვნენ ისეთი მონაწილეებიც, რომლებიც არა მარტო საქართველოს “ნიჭიერში” იქნებიან პირველები თავის ჟანრში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ჟიურის შემადგენლობა ყველას აინტერესებს, შესაბამისად წამყვანების კითხვაზე “როგორი ჟიურია წელს?”, ვანოს პასუხი იყო, რომ გეგა ისევ ისეთი მკაცრი იქნება! თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვანო თავადაც ხშირად იყენებდა წითელ ღილაკს - “ეს მაშინ, როცა ვხედავდი, რომ ნომერს განვითარება არ ჰქონდა” ამბობს ჟიურის ახალი წევრი :)

პირველი გადაცემიდან “მატრიცული პანტომიმა” და პატარა, 6 წლის მოცეკვავე, ნიცა გამოარჩიეს. ეს ორივე ნომერი დარბაზის დიდი აღფრთოვანებითაც სარგებლობდა. “მატრიცული პანტომიმა” ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობაა და მთელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ნომერი იქნება

რაც შეეხება ნიცას, მიუხედავად ასაკის სიმცირისა, ის მართლაც ჩამოყალიბებული მოცეკვავეა და თავადაც ნახავთ, რომ ბევრ თავისზე უფროსს “აჯობა” და ცეკვის გარდა, შოუც შესთავაზა მაყურებელს.

ასზე მეტი “კი”-თი გადასული მონაწილე, მეშვიდე გადაცემის დროს გადაირჩევა და მათგან 50 საუკეთესო განაგრძნობს გამარჯვებისთვის ბრძოლას, სადაც მთავარი თქვენი, მაყურებლის არჩევანი იქნება!

ეს ყველაფერი სულ რამდენიმე საათში, 9 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება და ყოველ ორშაბათს გაგრძელდება. ასე რომ, სულ რამდენიმე საათი და ჩვენი მრავალთვიანი მოლოდინი დასრულდება- დღეს ნიჭიერის დღეა! :)

6 March

“ნიჭიერი” და ბლოგერები

“ნიჭიერის” შეთავაზება ბლოგერებს

შეიძლება იცოდეთ, რომ შარშანდელი “ნიჭიერის” განხილვას ბლოგზე სამი ბლოგერი წერდა. წელს გადავწყვიტეთ, რომ ყველას მივცეთ “ნიჭიერის” ბლოგერობის შანსი მთელი პროექტის მსვლელობისას.

თუ თქვენ გაქვთ ბლოგი, რომელსაც მეტნაკლებად სისტემატურად ანახლებთ და გსურთ, “ნიჭიერის” ბლოგზე თქვენ მიერ დაწერილი პოსტი მოხვდეს, გამოგზავნეთ გამოქვეყნებული პოსტის ლინკი იმეილზე nichieri@dodka.ge. [ორშაბათს გასული გადაცემის review პოსტი უნდა გამოგზავნოთ ოთხშაბათის ჩათვლით. ერთმა ბლოგერმა შეიძლება ყოველკვირა მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ გვიყვარს ქებაც და კონსტრუქციული კრიტიკაც :) ].

მიღებულ პოსტებს გადავხედავთ, ავირჩევთ ერთს ან რამდენიმეს და თქვენი პოსტი ხუთშაბათის “სტუმარი ბლოგერის” რუბრიკაში მოხვდება.

რა ბენეფიტი მოაქვს ამ თანამშრომლობას ბლოგერისთვის?

  • “ნიჭიერის” ბლოგზე, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი ჰყავს, დაიდება თქვენი პოსტი, გაილინკება თქვენი ბლოგი მოკლე აღწერითურთ და ბევრ ახალ მკითხველს შეიძენთ,
  • მიიღებთ ჰონორარს გამოქვეყნებული პოსტისთვის,
  • აქტიური ბლოგერები შეძლებენ დაესწრონ “ნიჭიერის” ნახევარფინალებსა და ფინალებს.

წარმატებებსა და ბედნიერ ბლოგინგს გისურვებთ ნიჭიერი პოსტებითა და მკითხველებითურთ ;)

4 March

ნიჭიერი- 7 მარტიდან, დარჩა 3 დღე!

ნიჭიერის დაწყებამდე მხოლოდ 3 დღე დარჩა! 7 მარტს, ორშაბათს, 22:00 საათზე  თქვენ ნახავთ პირველ გადაცემას

2 March

ინტერნეტნიჭიერისთვის ვიდეოების მიღება დაიწყო!

თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ ესტუმროთ საიტს nichieri.bog.ge და ატვირთოთ თქვენი ნიჭის ამსახველი ვიდეო. თქვენი ვიდეო სხვა მონაწილეებთან ერთად გამოქვეყნდება ვიდეოგალერეაში და მაყურებელი დაიწყებს ხმის მიცემას. სამი მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს კვირის მანძილზე, ავტომატურად გადავა ინტერნეტნიჭიერის სუპერფინალში, სადაც 12 კვირის მანძილზე 36 მონაწილე შეიკრიბება. ინტერნეტნიჭიერის გამარჯვებულებისათვის საქართველოს ბანკმა დაუვიწყარი პრიზები დააწესა!

გისურვებთ წარმატებებს!