გადაცემის მსვლელობას ერთად ვადევნებთ თვალ-ყურს, ვუზიარებთ ერთმანეთს ემოციებს, შთაბეჭდილებებს და ვაფასებთ გამომსვლელებს. შემოგვიერთდით ფეისბუქსა და ბლოგზე კომენტარებში, თქვენი აზრი მნიშვნელოვანია! :)
“ნიჭიერის” ონლაინვერსიამ, “ინტერნეტნიჭიერმა” დიდი წარმატებით აიღო სტარტი. ონლაინ-პროექტის პირველივე ტურში 133 ვიდეო შემოვიდა, აქედან 64-მა დააკმაყოფილა მოცემული მოთხოვნები და დაიდო გალერეაში. პირველი ტურის სამი გამარჯვებული და სუპერფინალისტი სამშაბათს, ღამის 10 საათზე გახდება ცნობილი, ხმის მიცემის შეწყვეტის შემდეგ.
“ინტერნეტნიჭიერში” მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მთავარია თვლიდეთ, რომ გაქვთ ნიჭი და შეძლოთ ამ ნიჭის ვიდეოში გადმოცემა. ჩვეულებრივი კამერის, ვებკამერის ან ხელთ არსებული ნებისმიერი ვიდეოს ჩამწერი ხელსაწყოს საშუალებით გადაიღეთ ვიდეო, ატვირთეთ ინტერნეტნიჭიერის ვებგვერდზე და დაელოდეთ ოთხშაბათს!
ოთხშაბათს თქვენი ვიდეო მოხვდება მიმდინარე ტურის გალერეაში, რომლის შემდეგაც ერთი კვირის განმავლობაში სწორედ ონლაინ-მაყურებელი შეაფასებს, ხართ თუ არა საკმარისად ნიჭიერი, რომ მოხვდეთ პირველ სამეულში, გადახვიდეთ სუპერფინალში და იბრძოლოთ “საქართველოს ბანკის” მიერ დაწესებული გრანდიოზული პრიზებისათვის! წესებისა და პრიზების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ინტერნეტნიჭიერის ვებგვერდი.
ნიჭს დაფასება უნდა, ამიტომ პირად პასუხისმგებლობად ვთვლი, რომ nichieri.bog.ge-ს ვესტუმრო და შევაფასო ტურში მონაწილე ვიდეოები. ამისათვის ვებგვერდზე შესვლისას და ვიდეოზე დაწკაპუნებისას ვაჭერ ღილაკს “ავტორიზაცია facebook-ით”. შემდეგ უკვე შემიძლია ვუყურო ვიდეოებს და დავაჭირო ღილაკს “მომწონს!”, თუ ვთვლი, რომ მონაწილე სუპერფინალის ღირსია. უკვე გამიჩნდა ფავორიტებიც, მაგალითად, ბექა შოშიაშვილი, რომელიც ბებიას უმღერის, პაატა მეხრიშვილი – ადამიანი საოცარი ხელებით და ნუკრი აბაშიძე, რომლის ნიჭი სიტყვებით არ აღიწერება :))
გთავაზობთ ტრივიას, რომლის გამარჯვებულებიც მიიღებენ მოსაწვევს კლუბ City-ს ვერანდაზე, sky bar-ში მოსაწვევებს და ექნებათ საშუალება, პროექტის გუნდთან – მათ შორის, წამყვანებთან და ჟიურის წევრებთან ერთად, უყურონ ნიჭიერის მეორე გადაცემას 14 მარტს, ორშაბათს, 10 საათზე!
კითხვებზე პასუხები უნდა გამოგზავნოთ იმეილზე nichieri@dodka.ge. პირველი 10 მონაწილე, რომელიც სწორად გასცემს პასუხს 10-ვე შეკითხვას, მიიღებს მოსაწვევს კლუბ City-ში.
მაშ ასე, კითხვები:
რა პროფესიისაა ბელა სოფრომაძე?
რომელ ქვეყანაში მოღვაწეობს დავით პატარაია?
რამდენი წევრია ჯგუფ “ფანტომში”?
რომელი პოპ ჯგუფის სიმღერების პოპური შეასრულეს “ჰერელმა გოგონებმა?”
რატომ გადაწყვიტა ზურა მურვანიძემ იოგის შესწავლა?
ვის პაროდიას აკეთებს გიორგი ბაღნაშვილი?
რამდენი მოცეკვავე (სოლო) იყო ნიჭიერის პირველ გადაცემაში (No და Yes ბლოკების ჩათვლით)?
რომელ ანსამბლში ცეკვავდა თეონა ქანთარია?
რამდენი წევრისგან შედგება ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი “ჯორჯიან ბრასი”?
რამდენი წლისაა პატარა მოცეკვავე, ნიცა ყიფიანი?
გამარჯვებულები დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ იმეილის საშუალებით.
ჩვენი ბლოგი, ამ სეზონზე, სხვა სიახლეებთან ერთად ერთ რუბრიკას გთავაზობთ – ყოველ პარასკევს, მონაწილე, რომელსაც ყველაზე მეტი გამოხმაურება ექნება კვირის მანძილზე, გვეყოლება სტუმრად, გავიგებთ მათ შესახებ მეტს და უკეთესად გავიცნობთ. ფორმატი სხვადასხვანირი იქნება – ინტერვიუები ხან წერითი, ხან ვიდეო პოსტის სახით და შესაძლოა ინტერნეტ ტელევიზიის საშუალებით პირდაპირ ეთერშიც კი შემოგთავაზოთ.
დღეს ჩვენი სტუმარი, ჯგუფი “ფანტომია”. ჯგუფი ნიჭიერში სრულიად ახალი ჟანრით, მატრიცული პანტომიმით წარსდგა. სხვათაშორის, როდესაც ვანომ ფანტომის წევრების დანახვაზე იკითხა “ნეო რომელი ხართ?”-ო, ტყუილად არ გაახსენდა ცნობილი ფილმ “მატრიცა”-ს გმირები. ამ ფილმმა თავისი ვიზუალური ეფექტის წყალობით დიდი წარმატება მოიპოვა. აბა, ვინ არ იცის ტყვიის აცილების ეს მომენტი?
ეფექტის მიღწევა ე.წ. “Bullet Time”-ს საშუალებით ხდება. კამერები, რომლებიც განლაგებულია სუბიექტის ირგვლივ, თანმიმდევრულად იღებენ კადრებს და შემდეგ იქმნება შენელებული მოძრაობის 3D ეფექტი. ალბათ, სწორედ ეს გახდა მუზა მატრიცული პანტომიმის ჟანრის ჩამოყალიბებისა, რომლითაც ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიოს ტალანტ შოუები ძალიან განებივრებულია, არც ისე ხშირად გვხვდება.
ახლა უშუალოდ ჩვენს მონაწილეს დავუბრუნდეთ. ჯგუფი “ფანტომი” 7 წევრისგან შედგება. უმეტესობა მათგანი პირველი-მეორე კურსის სტუდენტია. გუნდის რამდენიმე წევრი სპორტსაც მისდევს, ზოგიც სწავლობს, თუმცა “ამჟამად ყველანი ერთ საქმეზე ვართ კონცენტრირებულნი, რა თქმა უნდა, ნიჭიერის მეორე ტურისთვის მზადებას ვგულისხმობ” – ამბობს ერთ-ერთი წევრი, დაჩი სირბილაძე.
“ფანტომის” ჩამოყალიბების იდეა გიორგი კილძეს და ბექა რაზმაძეს ეკუთვნით, რომლებმაც ეს ვიდეო ინტერნეტში ნახეს- “იდეა დანარჩენებსაც მოგვეწონა და ასე შეიქმნა ჩვენი გუნდი. ამ ნომერს დაახლოებით 5 თვის განმავლობაში ვამუშავებდით”.
ქასთინგისთვის მზადება
ხანგრძლივი მზადება საკმაოდ რთული იყო- ვიდეოს შესწავლა, სხვადასხვა ტექნიკური დეტალების დამუშავება, მოძრაობების დაგეგმვა, რომლებიც დროში მკაცრადაა გაწერილი…ეს ყველაფერი დიდ ფიზიკური დატვირთვის გარდა, გონებრივ მუშაობასაც მოითხოვს.
როგორც არაერთხელ აღინიშნა, ხშირი იყო კომენტარები, რომ ეს კოპირებული ნომერია (თუმცა, თუ დააკვირდებით ძალიან ბევრი დეტალი მათი დამატებულია). ამასთან დაკავშირებით ვთხოვეთ კომენტარი ჯგუფის წევრებს და მათი პასუხი ასეთია: ” რა თქმა უნდა, მატრიცული პანტომიმა ჩვენ არ მოგვიგონია. ეს ნომრის დაწყებამდე ბექამაც აღნიშნა. მაგრამ საქართველოში მსგავსი რამ ჯერ ხომ არ ყოფილა?! ასე რომ პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა”.
დარწმუნებულები ვართ, რომ ყველას აინტერესებს რის გაკეთებას აპირებენ ნახევარფინალში. როგორც აღმოჩნდა, ისინი ამჟამად ერთ-ერთი სკოლის სპორტულ დარბაზში ატარებენ რეპეტიციებს, ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ გულშემატკივარს კიდევ უფრო უკეთესი ნომერი შესთავაზონ- “უკვე მრავალრიცხვოვანი გულშემატკივარი გვყავს და მათ კიდევ უფრო ეფექტურ სანახაობას ვპირდებით!”.
ჩვენი დღევანდელი სტუმარი თაკო ტატულიშვილია (ტატუ), 16 წლის ბლოგერი გოგონა, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფრისადმი გააჩნია თავისი, პირადი შეხედულება. ფიქრებისა და შეხედულებების სხვებისთვის გასაზიარებლად კი აქვს ბლოგი – Tatu’s Wor(l)d, სადაც წერს როგორც საკუთარ ცხოვრებაზე, ისე სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებსა და მის გარშემო არსებულ სამყაროზე. დღეს ის “ნიჭიერის” პირველი გადაცემის შესახებ თავის აზრს გაგვაცნობს. თაკოს ბლოგი: http://tatulonely.blogspot.com/
(მე და) “ნიჭიერის” პირველი გადაცემა
მასწავლებელი: -გაკვეთილი რატომ არ იცი? მოსწავლე: -მას, ორშაბათს ნიჭიერის მეორე სეზონი დაიწყო! მასწავლებელი: -კარგი, დღეს გაპატიებ…
ერთი წუთის შემდეგ:
მასწავლებელი: -მოიცა, მოიცა, ნიჭიერი რა შუაშია?
როგორც იქნა, ეთერში დაბრუნდა “ნიჭიერი” – პროექტი, რომელმაც პირველივე სეზონით შეაყვარა თავი მაყურებელს და რომლის მეორე სეზონსაც მოუთმენლად ველოდით. მისი პირველი გადაცემა ჩემთვის ერთგვარი დატესტვა იყო ჟიურის ახალი წევრების – სოფო ნიჟარაძისა და ვანო ჯავახიშვილის. გარდა ამისა, მას პასუხი უნდა გაეცა ჩემს კითხვზე: “პირველი სეზონის შემდეგ კიდევ დარჩა ნიჭიერი ხალხი საქართველოში?”
“მაჩვენე შოუს წამყვან(ებ)ი და ჟიური და გეტყვი როგორია შოუ”
ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტე დავიწყო სულ თავიდან, ანუ წამყვანებიდან.
თიკა და ვანო
“ნიჭიერს” რომ ნიჭიერი წამყვანები ჰყავს, ეს უკვე ყველამ აღიარა. პირველმა გადაცემამ გვაჩვენა, რომ ისინი ისევ ფორმაში არიან და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თიკა ისევ ვანოზე მაღალია. ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ისევ უგულველყოფენ უაზრო ჩარჩოებს, რომლებიც გაზეპირებულ, აწონ-დაწონილ ფრაზებსა და ქცევებს მოიცავს, და შოუს მსვლელობაში ისევ აქტიურად არიან ჩართულები.
გეგა, სოფო და ვანო
თავიდან ბევრს ეგონა, რომ სოფო მაია ასათიანის ანალოგი იქნებოდა, უბრალოდ, საყვარელი და ლამაზი. მაგრამ როგორც პირველივე გადაცემიდან შევიტყვეთ (და როგორც თავად სოფოც დაგვპირდა), იგი ცდილობს იყოს მაქსიმალურად ობიექტური. და სხვათაშორის, ძალიან კარგად გამოსდის. (ისე, შეამჩნიეთ რა განსხვავებული სიცილი აქვს?)
რაც შეეხება ვანოს, დიდი ეჭვი მაქვს, დემოკრატიის შუქურად თუ არა, “ნიჭიერის” შუქურად ყოყმანის გარეშე აღიარებენ. მას აქვს იუმორი, რომელიც თურმე ძალიან აკლდა I სეზონს. ნიკა მემანიშვილმა თუ ხშირ შემთხვევებში არც კი იცოდა, რა ეთქვა, ვანომ არა თუ იცის, არამედ, ტრიალითაც კი შეუძლია მისი თქმა.
გეგა გეგაა.
(ალბათ უკვე მიხვდით, რომ ჟიურის ახალმა წევრებმა წარმატებით გაიარეს ტესტირება)
მონაწილეები
ნიჭიერის მონაწილეები რამდენიმე კატეგორიად იყოფიან. ერთ-ერთს ჰქვია: “ჟიურიმ არაო, მაგრამ თქვენ ჩვენს ტვინში სამუდამოდ დარჩებით თქვენი ფრაზებით”. ამ კატეგორიაში გაერთიანებულები შოუს არცთუ ისე გაუთვალისწინებელი მამოძრავებელი ძალები არიან და მათი არსებობა “ნიჭიერის” რეიტინგს უწერს პლიუსებს. პირველივე გადაცემიდანვე დარჩნენ ჩვენს გონებაში:
მაყურებელმა გაიცნო ნიჭიერი ადამიანებიც. ყველაზე მეტად მე მატრიცული პანტომიმა მომეწონა, რადგან, როგორც უკვე ბევრმა აღნიშნა, რაც “ნიჭიერის” სცენაზე ვიხილეთ, დიდი შრომის შედეგი და შესაბამისად, მაღალი ხარისხის სანახაობა იყო. იმის გაუთვალისწინებლადაც კი, რომ ეს სიახლეა საქართველოში, ჯგუფი “ფანტომის” გამოსვლა უდაოდ იმსახურებდა მეორე ტურში გადასვლას.
ყველა აატირა ნატალი ვეფხვაძემ და, თუ ობიექტური ვიქნები, იგი მართლაც იმსახურებდა მეორე ტურში გადასვლას. არა, იმიტომ არა, რომ ყველა აატირა. ბევრმა გამოხატა ამით უკმაყოფილება ისე, რომ არ გაუთვალისწინებიათ – ნატომ მართლა კარგად იმღერა (სანამ ცრემლებს დავინახავთ, მგონი სიმღერა უნდა მოვისმინოთ).
ასევე დამსახურებლად მიიღო 3 კი ადამიანმა კაუჩუკმა და პატარა ნიცამ, რომელმაც რამდენიმე წუთში მოხიბლა მთელი საქართველო!
თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი ჰერელ გოგონებს, ვორტექსსა და “საყვირებიან ბიჭებზე”. მესმის, მათი გამოსვლა კარგი იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეორე ტურში კარგები კი არა, საუკეთესოები უნდა გადავიდნენ და მათი შესრულებული ნომრები ჩემთვის ცოტა არ იყოს, უბრალო და ჩვეულებრივი იყო.
არ შემიძლია ჩემი აზრი არ დავაფიქსირო (ჟიურის სასარგებლოდ) “აინშტაინასთან” დაკავშირებით. ორნიშნა და სამნიშნა რიცხვების კვადრატების გამოაანგარიშება, წამებში… აქ საჭიროა არ დაგვავიწყდეს, რომ “ნიჭიერი” გასართობი პროექტია და არა ადგილი, სადაც ნობელის პრემიებს არიგებენ (თუმცა ნობელის პრემიის ხსენებაც ძალაინ ხმამაღალი ნათქვამია ამ ბავშვთან მიმართებაში). ასე რომ, ჟიური სწორედ მოიქცა, ეს ბავშვი მეორე ტურში რომ არ გადაიყვანა.
რაც მთავარია, “ნიჭიერის” მეორე სეზონის პირველმა გადაცემამ ამაყად მიპასუხა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ნიჭიერი ადამიანები.
და კიდევ, მან კვლავ დაიმსახურა ხალხის ლოდინი. ამჯერად, მომდევნო გადაცემისთვის, ანუ ორშაბათისთვის ლოდინი.
ნიჭიერის პირველ გადაცემაში ერთ-ერთ ბლოკში მოხვედრილმა ოჯახმა, რომელთა ნომერიც სრულად არ იყო ნაჩვენები, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ონლაინ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბლოგის მკითხველებისა და ფეისბუქის მომხმარებლებისთვისაბულაძეების ოჯახის მიერ შესრულებული ნომერი სრულად გვეჩვენებინა. ეს არ არის მასალა, რომელიც ტელევიზიით გავიდა, არც სრულად დამონტაჟებულა, მაგრამ ვფიქრობ ბევრის ინტერესს დააკმაყოფილებს და ცოტას გაგამხიარულებთ კიდეც :)
ამ ექსკლუზიური ვიდეოს გარდა “ნიჭიერის” გულშემატკივრებისთვის ერთი საინტერესო ნიუსიც გვაქვს. როგორც იცით, საქართველოს ბანკი ატარებს “ნიჭიერის” ონლაინ-ვერსიას – “ინტერნეტნიჭიერს” [წესებისა და პრიზების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ამ გვერდს]. გალერეაში უკვე დადებულია პირველ ეტაპში მონაწილე ვიდეოები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ, შეაფასოთ მონაწილეების ნიჭიერება და დაეხმაროთ რომელიმე მათგანს სუპერფინალში მოსახვედრად!
მეორე სეზონის პირველი გადაცემა, რომელსაც ძალიან დიდხანს და მოუთმენლად ველოდით, გუშინ, 7 მარტს ყველამ ვიხილეთ! მე მგონი, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ საინტერესო ორშაბათები გველის, სრულიად ახალი და საინტერესო ნომრებით. თანაც, აქვე აღვნიშნავ, რომ კიდევ უფრო აღფრთოვანებული ვარ ახალი ჟიურით და იმედი მაქვს, მაყურებელიც კმაყოფილია ამ შემადგენლობით.
ახლა უშუალოდ მონაწილეებზე:
“გამაჩნია თანდაყოლილი ნიჭი სიმღერის და ცეკვის. ბავშვობიდან ვხედავდი ჩემს თავს სცენაზე.”
თანდაყოლილ ნიჭებიანმა, სოფრომაძე ბელამ, ნამდვილად გაურკვევლობაში ჩააგდო მაყურებელი მიშელ ჯექსონის “რემეემბერ ზი ტააიმ”-ის სიმღერის დაწყებისთანავე! მხოლოდ ვანო არ დაიბნა და მიხვდა, რომ ეს Michael Jackson-ის ცნობილი სიმღერა, “Remember the Time” კი არა, სწორედ მიშელ ჯექსონის ჰიტი იყო, რომელიც სპეციალურად ბელა სოფრომაძისთვის ახალი ტექსტით მოგვევლინა:
“დუ იუ რიმემბერ, ვენ ვი ფელილოოვ
ვი ვერ იანგანა ნანოსუთე,
დუ იუ რიმემბერ ჰაუ ით ოლ ბიგენ
იზ ჯასტ სიმსლაიქ ივენსოურაი….”
წითელი ღილაკების დებიუტი შედგა…
ქობულაშვილი მაყვალა, ნიჭიერის დაწყებამდე გაიცნეს ინტერნეტ სივრცეში და ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა!სხვათაშორის, მაყურებლის ნაწილი აღნიშნავს, რომ ქალბატონი მაყვალას უნარი მართლაც გამორჩეულია და ყურადღებას იმსახურებს. ხუმრობა რომ გვერდით გადავდოთ, უცნაურია როგორ შეუძლია ამდენი ბრუნვა თავბრუს ხვევის გარეშე და ალბათ გინესის კომისია, ჩვენი ჟიურისგან განსხვავებით დაიცდის 33 წუთი იმის დასათვლელად, როგორ დატრიალდება 1100-ჯერ ნიჭიერის აწ უვკე სახელგანთქმული მონაწილე : )) შესაბამისად, საიდუმლო, რომელიც შემდეგ ტურში უნდა შემოეთავაზებინა, საიდუმლოდ დარჩა და ერთადერთ ვერსიად გეგას ვარაუდი “მეორე მხარეს ტრიალი” რჩება!
9 წლის ზურიკო, რომელიც იოგამ მიიზიდა, break dance-ს მოცეკვავეები ზესტაფონიდან, უცნაური ქორეოგრაფიის მქონე გოგონა და ენრიკეს სიმღერის მგრძნობიარე შემსრულებელი, რომელსაც ვანიკოს შეძახილმა ჟიურის მიმართ “ვეითემინით”-მაც ვერ უშველა, ”არა” ბლოკში განთავსდნენ:
“მარტო ცეკვავ, თუ პლუტოსთან ერთად?”
გიორგი ბაღნაშვილი, იგივე დონალდ დაკი ნამდვილად კარგი მოცეკვავეა. მართალია შოუს გასაფორმებლად ჩასმული დასაწყისი და დასასრული, გეგამ დაიწუნა, დანარჩენ ყველაფერს პროფესიონალიზმი ეტყობოდა, რაც ინდივიდუალური ცეკვის დროს ათმაგად იკვეთება. თუ შემდეგ ტურში ვიხილავთ, ალბათ ჟიურის რჩევებს გაითვალისწინებს და “ცეკვის შუა ნაწილი” მეტი დოზით იქნება მის ნომერში
“ნეო რომელი ხართ, ნეო?”
“მატრიცული პანტომიმის” ჟანრი პირველად ვნახეთ ნიჭიერის სცენაზე. ჯგუფ “ფანტომის” ნომერმა მაყურებლის დიდი გამოხმაურება მოიპოვა უკვე. რამდენიმე საყვედურს წავაწყდი, სადაც ამბობენ, რომ კოპირებული ნომერია, რაც ბიჭებმა თავადაც აღნიშნეს- ინტერნეტში ვნახეთ და დავამუშავეთო, თუმცა სიტყვა “დამუშავება” ალბათ მისი მნიშვნელობის ყველაზე მძიმე ფორმაში უნდა აღვიქვათ- წარმოიდგინეთ რამხელა დრო,ენერგია და ნიჭი სჭირდება იმას, რომ ასეთ დონემდე განავითარო!
“ეს პროექტი სწორედ ამისთვისაა შექმნილი, რომ ნიჭიერი, მხიარული და განსხვავებულები”- გეგა
“ეს არის სიახლე, ეს არის ის ჟანრი, რომელიც არასდროს არ ყოფილა და თქვენ შემოიტანეთ ნიჭიერში.”- სოფო
“ნიჭი თავს არ დამალავსო, ნათქვამია”- თიკას ეს ანდაზა გაახსენდა “ოჯახურ-მეგობრული კვინტეტის” მოსმენისას. ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლმა, ერთგვარი შოუ იუმორის საკმარისი დოზით შემოგვთავაზა. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მართლა საოცარი ჰარმონია და ჟღერადობა ჰქონდათ, რაც ჩასაბერ ინსტრუმენტებთან მიმართებაში რთულია, იყო სანახაობრივიც და დიდი იმედი მაქვს, რომ ნახევარფინალში ვიხილავ ამ ბიჭებს!
“დაა სწორი პასუხია”- (c) ნიჭიერის პატარა მათემატიკოსი
საიდუმლო გამოსათვლელი ფორმულის მეშვეობით, რომელსაც თვით მისი მათემატიკის მასწავლებელს არ უმხელს, ანგარიშობს ნებისმიერი რიცხვის კვადრატს ზეპირად! მისი ნიჭი, თან ასეთ მცირე ასაკში, ნამდვილად დასაფასებელია, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებას ვეთანხმები, რადგან განვითარება ვერ ექნებოდა მის ნომერს
“ვორტექსი”-ს ნომერში რთული არაფერი არ იყო, მარტივი მოძრაობებისგან შედგებოდა და ვანოს დავეთანხმები, მუსიკა არ ვარგოდა. სამაგიეროდ სინქრონი იყო კარგი და ამიტომაც 22 ნიჭიერი ბავშვი “3 კი”-თი გავიდა სცენიდან:)
ივი აღასიანთან ერთად კიდევ სოფო და ვანო ანდალუზიასაც დაეუფლნენ!
ადამიანი კაუჩუკი ნიჭიერის სცენაზე!
ალბათ ჯობია უკომენტაროდ დავტოვოთ ამ ადამიანის საოცარი შესაძლებლობები…
“ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ უკვე შემდგარი, ჩამოყალიბებული ვარსკლავი დგას სცენაზე” – ვანო
“ჩვენი პროექტის აღმოჩენა ხართ”- სოფო
ნატო ვეფხვაძე ძალიან დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული ყველასათვის. მისი ისტორიაც მძიმეა. დედის თქმით, ქუჩამ ჩამოაყალიბა მომღერლად და სცენაზე რეალიზებას ნიჭიერამდე ვერ ახერხებდა მხედველობის პრობლემის გამო. ვფიქრობ, ის დრო, რაც აქამდე დავკარგეთ იმით, რომ არ ვიცნობდით ნატოს, უნდა ანაზღაურდეს და იმედი მაქვს “ნიჭიერის” შემდეგ მის არაჩვეულებრივად თბილ ხმის ტემბრს და ვოკალურად 100%-ით გამართულ შესრულებას სათანადოდ დააფასებენ!
“ნიჭიერის” ABBA, ჰერელი გოგონები, საკმაოდ კარგად მღერიან. თანაც ჩაცმულობის სტილი, მოძრაობები, ვოკალი, ანუ საერთო სტილი ისე კარგად იყო შეკრული, რომ დაიმსახურეს 3 “კი” :)
მერაბ სვანიშვილმა შემოსვლისას კაცზე თითო მშვიდობა ჩამოარიგა, თუმცა სამშვიდობო განზრახვა არ ჰქონია გულის სიღრმეში!
ცოტა ხანში გამოაშკარავდა, რომ მისი დევიზი იყო “გაგთიშავთ ყველას!!!” . ეთერში, რა თქმა უნდა, დამონტაჟებული და შემოკლებული გავიდა მისი ნომერი, რადგან ფიზიკურად არ იყო დრო ის იმდენი ალიაქოთი ჩატეულიყო, რაც დარბაზში ხდებოდა. ვინც ესწრებოდა, იმას კი ეცოდინება რამდენი ხანი წყვეტდნენ მიეცათ, თუ არა მოხალისეების დაჰიპნოზების უფლება. უფლება რომ მისცეს, მერე კიდევ ძალიან დიდხანს ცდილობდა ჰიპნოზის ჩატარებას, მაგრამ არ გამოუვიდა.. ერთადერთი, რაც შეძლო, მოწყენილობისგან გათიშვა/მიძინება იყო… აი ამ ანიმაციას გთავაზობთ http://nichieri.ge/files/2011/03/ILm4SE.gif – აბა დააკვირდით, თიშავს?
შემდეგი “No” ბლოკი წონაში მომატებულმა ძაღლმა (რომელსაც ვანომ 6-ის მერე არ ჭამის დიეტა დაუწესა), “წეღან დავდგით კულისებში” მოპარკურო ელემენტებმა, როიალზე უბადლოდ შესრულებულმა ბიტლზის ჰიტმა და აბულაძეების ფენომენალურმა ოჯახმა დაიკავეს!
ჩვენს დისკოტეკებს ძალიან აკლიხართ.
მათ შემდეგ თეონა ქანთარიამ, პროფესიონალმა მოცეკვავემ გამოიბრწყინა სცენაზე! “ჩემი კარიერის განმავლობაში გამოვდიოდი მრავალ კონცერტზე,ვერნისაჟშიც ვცეკვავდი”-ო განაცხადა. იმისთვის, რომ ვანოს და გეგას 2 “არა” ბოლომდე სამართლიანად აღიქვათ, იხილეთ ეს ექსკლუზიური კადრები, რომელიც ჩვენი მოცეკვავის გამოსვლის პარალელურ რეჟიმში კულისებშია გადაღებული. თიკა და ვანიკო ნამდვილად უკეთესად ცეკვავენ! <3
შენ ხარ სუპერ ნიჭიერი. 100%-იანი კი, 1000-იანი..
და ბოლოს, 8 წლის მოცეკვავე ნიცა ყიფიანი! ასეთ ასაკში ამ დონის ნომერი – თავისი გაფორმებით, კოსტუმით, ცეკვის საკმაოდ რთული ილეთებით, ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს- ის დაბადებულია ცეკვისთვის!
ასე შთამბეჭდავად აიღო სტარტი მეორე სეზონმა! შემდეგი გადაცემაც არანაკლები გველის -მოხუცები სათნოების სახლიდან, ქარიზმატული მომღერალი სოსო ნარიმანიძე დუშეთიდან, რატომ აიკრძალა პარკური ნიჭიერში, ბოდი არტი, აკროსტაილი და სხვა მრავალი საინტერესო მონაწილე!