7 June

ნიკა და ქეთი, ფინალი

7 June

კათარზისის დუეტი, ფინალი

7 June

კარატისტების ჯგუფი “წმინდა გიორგი”,ფინალი

7 June

ნატალი ვეფხვაძე, ფინალი

7 June

ვანო ფიფია, ფინალი

7 June

სანდრო ცისკაძე, ფინალი

7 June

დათიკაშვილების ოჯახი, ფინალი

7 June

ფანტომი, ფინალი

7 June

მეორე სეზონის ფინალი- შედეგები

6 ივნისს “ნიჭიერი”-ს ფინალური შოუ გაიმართა და გამოვლინდა მეორე სეზონის გამარჯვებული!  შემოვიდა 134 144 ზარი. ხმების 60,1% მიიღო პატარა მომღერალმა, ვანო ფიფიამ. მას გადაეცა ბინა ბათუმის ბულვარში და საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული პრიზი გამარჯვებულისთვის- 10 000$!

გარდა მთავარი პრიზისა, ჟიურიმ დაასახელა 3 ფავორიტი, რომელთაც გადაეცათ სხვადასხვა პრიზები - სახლისთვის საჭირო ყველა სახის ტექნიკის ნაკრები მატრიცული პანტომიმის ჯგუფს, თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში საგზური დათიკაშვილების ოჯახს და ჟიურის მთავარი პრიზი- 5000 ლარი აკრობატების ჯგუფ Acro Style-ს ! აკრობატების ჯგუფმა საქართველოს ბანკის სიმპატიაც დაიმსახურა და მათ გადაეცათ 5000$ ბანკისგან.

ფინალში შემოსული ზარები კი მონაწილეების მიხედვით ასე გადანაწილდა:

ვანო ფიფია – 60, 1%

დათიკაშვილების ოჯახი – 8,6%

Acro Style – 6,9%

კარატისტების ჯგუფი “წმინდა გიორგი” – 6,3%

ნატალი ვეფხვაძე – 6%

მარი ტომარაძე – 4,6%

მატრიცული პანტომიმა, ჯგუფი “ფანტომი” – 2%

ნიკა და ქეთი – 1,8%

თეონა კოროშინაძე – 1,6%

კათარზისის დუეტი  - 1,2%

სანდრო ცისკაძე – 1%

6 June

მეორე სეზონის ფინალი- რამდენიმე წუთში!

რამდენიმე წუთში “ნიჭიერი”-ს გრანდიოზული ფინალი იწყება. მრავალფეროვანი სანახაობა, განსხვავებული მონაწილეები და ნიჭიერთა შორის ყველაზე ნიჭიერები!

ახლა მათი ბედი მხოლოდ თქვენს ხელშია, თქვენი ზარები გადაწყვეტს ვინ გახდება “ნიჭიერი”-ს გამარჯვებული!მაყურებლის ნაწილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პირადად ესწრება შოუს, დანარჩენები კი ტელევიზორის ეკრანებზე უყურებენ “ნიჭიერს”. თქვენს განაჩენს დღეს ელიან:

  • მატრიცული პანტომიმა,ფანტომი – 91001
  • დათიკაშვილების ოჯახი- 91002
  • ბარმენი სანდრო ცისკაძე- 91003
  • ვანო ფიფია – 91004
  • ნატალი ვეფხვაძე- 91005
  • კარატისტების ჯგუფი “წმინდა გიორგი”- 91006
  • კათარზისის დუეტი- 91007
  • ნიკა და ქეთი- 91008
  • მარი ტომარაძე- 91009
  • თეონა კოროშინაძე- 91010
  • Acro Style – 91011

გვიყურეთ და პარალელურად შემოგვიერთდით აქ, ბლოგზე კომენტარებში და ჩვენს ფეისბუქზე-http://www.facebook.com/nichieri , ჩვენ მთელი პირდაპირი ეთერის მანძილზე, ერთად შევაფასებთ მონაწილეებს, ვუგულშემატკივრებთ მათ და გავუზიარებთ ერთმანეთს ემოციებს!

6 June

Acro Style- 91011

აკრობატების პროფესიონალიზმით, შთამბეჭდავი სანახაობით და დაძაბული შოუთი ჟიურიც და მაყურებელიც გაოცებული იყო ქასთინგსა და ნახევარფინალზე. ჟიურის წყალობით, ფინალშიც აღმოჩნდნენ!  ”ნიჭიერი”-ს გამო, ერთ-ერთ სერიოზულ კონტრაქტზე უარიც თქვეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ თვლიან, რომ ახლა სწორედ საჭირო ადგილას არიან და ყველაზე მთავარია ჩვენს მაყურებელს აჩვენონ პროფესიონალიზმი და ეს სანახაობა!

ფინალური ნომერი უფრო ძლიერი და რთულია, ვიდრე ნახევარფინალის იყო. უფრო დაძაბულიც იქნება და მრავალფეროვანიც. ნომრის ბოლოს, სიურპრიზსაც ჰპირდებიან მაყურებელს, რომელსაც ემოციების გარეშე ალბათ ვერავინ შეხედავს.

სპორტის ამ სახეობით დაინტერესებას ამჩნევენ, თუმცა ჯერჯერობით სერიოზული შემოთავაზებები არ ყოფილა. სურვილი აქვთ, რომ აქ განაგრძონ მოღვაწეობა და ახალ-ახალ შოუები დადგან.

როგორც აღმოჩნდა, ძალიან აქტიურად ადევნებდნენ თვალ-ყურს მთელი სეზონის მანძილზე ბლოგზე კომენტარებს.  მოხარულები არიან დადებითი გამოხმაურებების გამო!

უგულშემატკივრეთ მათ, დაურეკეთ ნომერზე 91011!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

თეონა კოროშინაძე- 91010

თეონა კოროშინაძე საქართველოს ბანკის ფავორიტი გახდა და მათი ხუთეულის ფინალური შეჯიბრის შემდეგ ფინალისტობა მოიპოვა! ის განსხვავებული იმიჯის და გამორჩეული ხმის ტემბრის გამო, თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა.

იცოდა, რომ საქართველოში უფრო პოპულარული ტრადიციული სტილია და თავადაც არ მოელოდა, რომ ასე კარგად შეხვდებოდა და მიიღებდა მას მაყურებელი. გახარებულია, რომ ფინალშია და კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება, რომ “ნიჭიერი”-ს სცენაზე იმღეროს!

როგორც იცით, პროექტის ფორმატი ითვალისწინებს მომღერლებისთვის, რომ ფინალში ის უნდა შეასრულონ, რაც ქასთინგზე, ან ნახევარფინალში იმღერეს. თეონამ არჩევანი -you know i’m no good-ზე შეაჩერა. მართალია გამარჯვების იმედი არ აქვს, მაგრამ მისთვის ისიც ბევრს ნიშნავს, რომ ამდენი ხალხის სიყვარული დაიმსახურა თავის სამშობლოში. როდესაც ამერიკაში სწავლას დაასრულებს, უნდა სამუდამოდ აქ დაბრუნდეს!

თვალ-ყურს აქტიურად ადევნებს ფეისბუქზე და ბლოგზე გამოხმაურებებს და დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც ამხნევებს კომენტარებში.

მხარი დაუჭირეთ თეონას, დაურეკეთ ნომერზე 91010!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

მარი ტომარაძე- 91009

მარი ტომარაძე მაყურებელმა აირჩია ფინალისტად. ამან დიდი სტიმული მისცა და უფრო თავდაჯერებულიც იქნება სცენაზე ფინალში. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალის მსგავსად, ყელთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რის გამოც დაძაბულია, შეეცდება შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.

პროექტში ნამღერი ორი სიმღერიდან, არჩევანი ფინალისთვის ქასთინგის რეპერტუარზე შეარჩია, რადგან სწორედ ამ სიმღერით გაიცნო, შეიყვარა მაყურებელმა და განსაკუთრებით უყვარს!

იმის მიუხედავად, მოიპოვებს, თუ არა გამარჯვებას, ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ კარგი მომღერალი იყოს და ზუსტად იცის, რომ სიმღერა მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგება.

გულშემატკივრებს დიდ მადლობას უხდის გამხნევებისთვის და მხარდაჭერისთვის.

უგულშემატკივრეთ მარი ტომარაძეს, დაურეკეთ ნომერზე 91009!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

ნიკა და ქეთი – 91008

ნიკა და ქეთი შოკირებულები იყვნენ სიხარულისგან, რადგან ნამდვილად არ მოელოდნენ, თუ ჟიური მათ ფინალში გადაიყვანდა. შედეგების ბოლო 45 წამის მანძილზე ორივე ძალიან ნერვიულობდა.

ფინალში ყოფნის გამო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ იმის მიუხედავად, რომ ასეთი პატარები არიან. ნერვიულობენ კიდეც, თუმცა როდესაც სცენაზე დგანან, სრულიად ავიწყდებათ მღელვარება და მთლიანად ცეკვაში ერთვებიან. ნახევარფინალისთვის გადაწყვიტეს, რომ სპეციალურად ნიჭიერისთვის, ცეკვა შოუსთან ერთად შემოეთავაზებინათ. ფინალური ნომერიც ამ პრინციპით იქნა დაგეგმილი და საბოლოო სახე 5 დღის წინ მიიღო.

ნიკა და ქეთი რეპეტიციაზე

“ნიჭიერი”-ს შემდეგ უკვე დიდი წარმატებები აქვთ. კონკურსებშიც იღებენ მონაწილეობას და ხალხისგანაც სითბოს გრძნობენ ქუჩაში.

როგორც აღმოჩნდა, ბლოგსაც ხშირად კითხულობენ. განსაკუთრებით კი ქეთია კომენტარებით დაინტერესებული და მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს არ მოსწონთ, როდესაც უარყოფით გამოხმაურებებს აწყდებიან, რაზეც შემდეგ ნერვიულობენ,  მაინც ინტერესდება. დადებითი გამოხმაურებები კი ძალიან ახარებთ და განსაკუთრებით მშობლები, მადლობას უხდიან ყველას, ვინც ამ ბავშვებს ისეთებად ხედავენ,როგორებიც არიან!

მხარი დაუჭირეთ ნიკას და ქეთის, დაურეკეთ ნომერზე 91008!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო:

6 June

კათარზისის დუეტი – 91007

“ნიჭიერი”-ს ყველაზე ასაკოვანი მონაწილეებისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ხალხის რჩეულები გახდნენ. მათთვის ენით აუწერელი სიხარულის განცდა იყო, რომ ამ ასაკში ასეთი ბედნიერება ეწვიათ.

მათი გარშემომყოფებიც გახარებულები იყვნენ, ყველა ულოცავდა და როდესაც ქუჩაში გადიან, ხალხისგან დიდ სითბოს და სიყვარულის გრძნობენ.

ნახევარფინალში ნერვიულობდნენ, ფინალში კი ემოციები პიკს აღწევს. იმედი აქვთ, რომ კარგად ჩაივლის მათი გამოსვლა. ქასთინგზე შესრულებულ სიმღერას იმღერებენ.

დიდ მადლობას უხდიან გულშემატკივრებს და მოკითხვას უთვლიან ჩვენს მკითხველებს დიდი სიყვარულით!

მხარი დაუჭირეთ კათარზისის დუეტს, დაურეკეთ ნომერზე 91007!

ქასთინგის ვიდეო:

ნახევარფინალის ვიდეო: