27 March

ტრივია N3

გთავაზობთ ამ სეზონის რიგით მესამე ტრივიას, რომელშიც შესულია კითხვები მესამე გადაცემის მონაწილეების შესახებ. ტრივიის 10 გამარჯვებული, რომლებიც პირველები გასცემენ პასუხებს ათივე კითხვას სწორად, ორშაბათს, 28 მარტს, 10 საათზე ნიჭიერს პროექტის გუნდთან, წამყვანებთან და ჟიურისთან ერთად უყურებენ skyybar-ში!

კითხვებზე პასუხები უნდა გამოაგზავნოთ იმეილის საშუალებით:  nichieri@dodka.ge. ამავე მეილიდან მიიღებთ გამარჯვებულები დეტალურ ინფორმაციას მოსაწვევების შესახებ.

1. რა ჰქვია ცეკვის იმ სტილს, რომელსაც ცეკვავს დუეტი “Black Balance”?

2. რამდენმა კონკურსანტმა იმღერა Beyonce-ს სიმღერა “Listen” მესამე გადაცემაში?

3. რამდენი ვამპირი ახლდა ნინო ლეჟავას?

4. რა ასაკიდან წერს გიორგი უტიაშვილი სიმღერებს?

5. სად დამზადდა “შატილის ასულოს” გარემიქსებული ვერსია?

6. რა პროფესია აქვს შორენა ჯინჭარაშვილს?

7. რომელი ორი მომღერლის სიმღერები შეასრულა ბუბა ლობჟანიძემ?

8. რამდენი აზიდვით მოხსნა რეკორდი აზიდვებში ანზორ იაკობიძემ?

9. საქართველოს რომელი ქალაქიდან არიან “დრამის ბიჭები” ?

10. სად დაიბადა და გაიზარდა ბახვა წერედიანი?

25 March

თეონა კოროშინაძე – “ნიჭიერის” “ამერიკელი” კონკურსანტი

ამ კვირის ფავორიტი, თავისი განსხვავებული იმიჯისა და არაჩვეულებრივი ხმის ტემბრის წყალობით, თეონა კოროშინაძე გახდა! გარდა  ამისა, ვფიქრობთ  ყველას აინტერესებს მისი “ამერიკული ცხოვრების” დეტალები და მისი ისტორია…ამიტომაც მივმართეთ და მან ყველაფერი დაწვრილებით და საინტერესოდ მოგვიყვა : )

ეთერ იოსებიძე

თეონა საქართველოში დაიბადა. მისი დედა, ეთერ იოსებიძე კომპოზიტორი და მომღერალი იყო, რომელმაც არაერთი ქართული მხატვრული ფილმი გაახმოვანა, მათ შორის “მხიარული რომანი”, “სიყვარული ყველას უნდა”, “ჩარირამა” და   “მოიტაცეს თამარ ქალი”. ის  მშობიარობას გადაყვა  და  თეონა ბებიამ ,დეიდამ და დეიდაშვილმა გაზარდეს. ქალბატონ ეთერის გარდაცვალების შემდეგ,  დეიდამ და ბიძამ გადაწყვიტეს ამერიკაში წასვლა, ბებიამ “Green card”–ი მოიგო  და ასე წავიდნენ, ამ დროს თეონა 4 წლის იყო.

“new jersey–ს შტატში ჩავედით და  იქ გავიზარდე ძირითადად. რომ ჩავედი იმდენად არ გამიჭირდა, რადგან მთელი ჩემი ოჯახი იქ იყო. აი, როდესაც სკოლაში დავიწყე სიარული, სირთულე მაშინ დაიწყო, რადგან ინგლისური არ ვიცოდი და ცოტა ცივად მექცეოდნენ ამის გამო. ჩემთვის მივდიოდი სკოლაში, მერე უკან სახლში ვბრუნდებოდი. თუმცა რამდენიმე წელიწადში ავითვისე, ბევრი მეგობარიც გავიჩინე”–იხსენებს ამერიკაში ცხოვრების პირველ პერიოდს თეონა.

“high school”–ის დამთავრების შემდეგ  ”seton hall university”–ში სწავლობს სამედიცინო ფაკულტეტზე, მაგრამ როგორც  თვითონ ამბობს, სიმღერა ყოველთვის პირველი იქნება მისთვის.  მისი პროფესიული გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ  ძალიან უყვარს ბავშვები და  სამშობიაროში მუშაობას აპირებს.

მისი დეიდაც, დედასავით მომღერალი იყო  სანამ საქართველოში ცხოვრობდა. მღეროდა ჯაზს და სოულს  (რაც იმ  დროისათვის აქ არც ისე პოპულარული იყო), ამეცადინებდა  თეონასაც და პატარაობიდანვე ამ სტილს მიეჩვია.

ნიჭიერამდე ფართო საზოგადოებაში სიმღერის საშუალება new york–ში კლუბში ჰქონდა. თვლის, რომ ამ სამსახურმა გარკვეული გამოცდილება შესძინა.

გარდა ამისა, მიიღო მონაწილეობა კონკურსში ”world championships of performing arts” დეიდაშვილთან ერთად და grand pri–ც დაიმსახურა.

ნიჭიერს შარშან ამერიკაში უყურებდა, იცოდა ამ პროექტის  შესახებ და ძალიან მოსწონდა. თუმცა, როცა პირველად ჩამოვიდა, ჯეოსტარში უნდოდა მონაწილეობის მიღება, რომლის ქასთინგებიც უკვე დასრულებული იყო, ამიტომ მეგობრების რჩევით ნიჭიერში სცადა ბედი.   შეეძლო, რომ  ამერიკულ ანალოგებში მიეღო მონაწილეობა, წარმატებაც ჰქონია ბევრ კონკურსში, მაგრამ მისი თქმით-  “ჩემს სამშობლოში მინდა, რომ გამიცნონ და მინდა პირველ რიგში საქართველოს ვაჩვენო ჩემი ნიჭი”.

მიუხედავად იმისა, რომ  თბილისში მარტოა და თან ახლობლებისგან შორს არის, ნელ–ნელა გაიჩინა მეგობრები, თანაც. შეყვარებულია საქართველოზე: “საქართველო იიისე შემიყვარდა, რომ ჯერჯერობით არ ვიცი რა ვქნა. ვიცი, რომ უკან უნდა დავბრუნდე, რომ სწავლა დავამთავრო ამერიკაში. არ არსებობს, რომ არ ჩავაბარო და დიპლომი არ ავიღო ჩემი უნივერსიტეტიდან (ახლა ერთი წლით აკადემიური აქვს აღებული) , მაგრამ ძალიან მინდა საქართველოში ცხოვრება! მინდა აქ მქონდეს ჩემი კარიერა, თანაც  მინდა ქართველი ქმარი მყავდეს და არა ამერიკელი :))და არ ვიცი რა მოხდება მომავალში. ისე შემიყვარდა აქაურობა, რომ ძალიან დაბნეული ვარ”.

რეპერტუარიდან ერთ–ერთით უკვე გარკვეულწილად შეგვექმნა წარმოდგენა მისი გემოვნების შესახებ, თუმცა გვინდოდა მეტი გაგვეგო. აღმოჩნდა, რომ   მის რეპერტუარშია aretha franklin–ის შემოქმედება, ასევე, როგორც ვნახეთ–amy winehous,  etta james და ა.შ.  country, brodway, rock და jazz  სტილშიც გამოცდილი ჰყავს თავი : )

ყველა ადამიანს ჰყავს შთაგონების წყარო, მისაბაძი მაგალითი,თეონასთვის ასეთი ადამიანი დედამისია! “ჩემი inspiration მაინც ყოველთვის დედაჩემი იქნება იმიტომ, რომ მისით ვამაყობ. მინდა, რომ მასავით წარმატებული ვიყო”. ჰყავს  საყვარელი მომღერლებიც ძველი თაობიდან დაწყებული (DIANA ROSS, NATALIE COLE, RAY CHARLES), ახლებით დამთავრებული– BRUNO MARS, KATY PERRY, THREE DAYS GRACE… გარდა ამისა: “მიყვარს ჰიპ–ჰოპი   უზომოდ. nicki minaj–ს ვუსმენ ძირითადად, ასევე lil wayne–ს და kanye west–ს”.

თეონა ბრუნო მარსის კონცერტზე

ამ ორშაბათის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, დღეში 300–ზე მეტ friend request_ს იღებს ფეისბუქზე,  ყველა წერს, რომ გულშემატკივრობენ, ეუბნებიან კომპლიმენტებს სიმღერასთან დაკავშირებით– “უზომოდ მიხარია, რომ ესეთი კარგი ხალხი არსებობს! კიდევ ბევრი ნათესავი გამომიჩნდა, რომელიც არ ვიცოდი,რომ მყავდა:)))”

ნახევარფინალის გეგმები ჯერ ზუსტად არ აქვს დალაგებული, თუმცა “ის ვიცი ,რომ რასაც გავაკეთებ ამ გამოსვლაზე ბევრად კარგი იქნება”.

ნიჭიერის ბლოგი თეონას წარმატებებს უსურვებს და ველოდებით დაპირებულ “ბევრად კარგს” ნახევარფინალში! : )

24 March

“ნიჭიერი” – ბარშიც

ჩვენი დღევანდელი სტუმარი თაკო ტატულიშვილია (ტატუ), 16 წლის ბლოგერი გოგონა, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფრისადმი გააჩნია თავისი, პირადი შეხედულება. ფიქრებისა და შეხედულებების სხვებისთვის გასაზიარებლად კი აქვს ბლოგი – Tatu’s Wor(l)d, სადაც წერს როგორც საკუთარ ცხოვრებაზე, ისე სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებსა და მის გარშემო არსებულ სამყაროზე. დღეს ის “ნიჭიერის” მესამე გადაცემის შესახებ თავის აზრს გაგვაცნობს.
თაკოს ბლოგი: http://tatulonely.blogspot.com/


ორშაბათი, 21 მარტი...

დრო -22:00


“სქაიბარში” ვარ ბლოგერებთან, ტრივიას გამარჯვებულებთან და “ნიჭიერის” ჯგუფთან ერთად, რომელსაც წარმოადგენენ მისი შემქმნელები, ჟიურის ერთი წევრი – სოფო და ამჯერად ეულად მყოფი წამყვანი – ვანიკო. ხო კიდევ, აქ არიან ცნობადი ადამიანები – “ნიჭიერის” პირველი სეზონის მონაწილე ილუზიონისტი რობაქიძე და “მგზავრების” სოლისტი რომაა, აი ის. მაგიდაზე აწყვია სასუსნაოები, ლუდი და ალუბლის წვენი. (ცოტა) ხმაურია, რომელსაც ოვაციებად გარდაქმნამდე სულ რაღაც 10 წუთი დარჩა.

დრო – 22:10


“ნიჭიერი” იწყება! ოვაციების პირველი ტალღაც ვრცელდება. ყველა მონაწილესადმი თითქმის ერთსულოფანი რეაქცია გვაქვს, რასაც გამოვხატავთ როგორც სიცილით, ისე ტაშით. გააჩნია. ზოგჯერ სიმღერითაც – “ი სკაზალ ტი მნეე, ი სკაზალ ტი მნეე, ბოლ’შე ნი პრიდუ, ბოლშე ნი პრიდუუ”.

დრო – მეორე რეკლამის დრო.



რობაქიძე ფოკუზებს გვიტარებს და გვაოგნებს განურჩევლად რასისა , სქესისა, ასაკისა, კანის ფერისა, სტატუსისა… და ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ რეკლამების ყურებას ილუზიონისტის ყურება სჯობს.

დრო –  მარიამ აკობაის მიერ “listen” -ის წარმატებით შესრულების შემდეგ თიკა რომ წერს დიდ “YES” -ს, ის დრო.


ვანო ხუმრობს: “თიკას იმიტომ ჩავაწერინე, რომ მე “Yes”-სი როგორ იწერებოდა, არ ვიცოდი.

დრო – სოფო რომ “Black Balance”-ის სცენაზე გამოსულ ორ წევრს კომენტარს უკეთებს, ნაძვის ხის სათამაშოებს ჰგავხართო, ის დრო.


სოფოს კომენტარზე რამდენიმეს ეცინება. სოფო თავის მართლებით ეკითხება გვერდით მჯდომს: “მართლა ნაძვის ხის სათამაშოებს არ ჰგვანან? მე ასეთები მაქვს სახლში”.
ნაძვის ხის სათამაშოები

დრო – “ნიჭიერი” რომ მთავრდება, ის დრო.


მე ვფიქრობ: “შემდეგი ორშაბათი როდის მოვა?”  ხო, ვიცი, 7 დღეში.
P.S ჩემი ფავორიტები ამ გადაცემიდან არიან: დრამის ბიჭები, თეონა კოროშინაძე, მარიამ აკობია.
ჩემი ფავორიტი მონაწილე/კადრი
P.P.S თუ შენ პოსტი წაიკითხე და მოგინდა, რომ მომავალ “ნიჭიერის” გადაცემას შენც “სქაიბარში” უყურო, სურვილის შესასრულებლად არსებობს 2 ყველაზე მარტივი გზა:
1. პოსტების დაწერა “ნიჭიერზე”
2. ტრივიას მოგება.
23 March

მესამე გადაცემის მარგალიტები

გთავაზობთ ორშაბათის ყველაზე “მარგალიტ” მომენტებსა და ფრაზებს : )

23 March

21 მარტი, მესამე გადაცემა

მესამე გადაცემაში რამდენიმე აუხსნელი მოვლენის სტატუსით მოვლინებულ კონკურსანტს თუ არ ჩავთვლით, ბევრი ისეთი კონკურსანტი იყო, რომლებსაც საგზური გარანტირებული აქვთ შემდეგ ტურში და ვინ იცის, იქნებ ფინალშიც კი. სანამ მათ განხილვაზე გადავიდოდე, ჯერ ამ  რამდენიმე აუხსნელ მოვლენაზე გავაკეთებ კომენტარს…

აუხსნელი მოვლენები:

7 წლის ასაკიდან 3 ენაზე სიმღერების მომერალი გიორგი უტიაშვილი, ან კუსა ღადუასავით რადიოს მიერ მოტყუებული აღმოჩნდა, ან მისი “ჰიტი” საუკეთესო ათეულში იმიტომ მოხვდა, რომ თვითონ არ მღეროდა და არც თავისი დაწერილი იყო. “11 წლის ასაკში რომ სიმღერას ინგლისურად დაწერ უკვე ნიჭიერებაზე მეტყველებს”- საკუთარ თავზე ასეთი განცხადების გაკეთება ნიჭიერებაზე კი არა, სულ სხვა რამეზე მეტყველებს. სმენა როცა არ გაქვს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ თვითონ ვერ ხვდები ამას. ასეთ დროს ისღა დაგრჩენია სხვებს ენდო და იმ რადიოს სტატისტიკებზე სანდო, დამიჯერეთ- გეგა, სოფო და ვანო არიან.

შორენა ჯინჭველეიშვილი… სურათი არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად:

ძმაო… ძმაო… ძმაო…ძმაო…

“რეპიდან მერაბ კაშიამდე ერთი ნაბიჯიაო” -ეს  ქართული ხალხური ანდაზა სულ ახალია,ამ ორშაბათს შეიქმნა ბუბა ლობჟანიძეზე დაკვირვების შედეგად. ისე, რაღაცით მართლა გავს ლექსოს:D

ფილადელფიური “შატილის ასულო”-ს ფენომენი იქამდე ვერ ამოვხსენი, ვიდრე ხატია წერეთელის შემოქმედების სხვა ნაყოფიც არ ვიხილე: http://www.youtube.com/watch?v=3YGYrl-bwPs

უდავოა, გამორჩეულია ჩაცმის სტილით, შესრულების მანერით და იმიჯით, თან ისე, რომ ვანოს “კი”-ც კი დაიმსახურა, თუმცა მე მაინც ვურჩევდი თავისი პროფესიისთვის დაეთმო მეტი დრო და პროფესიონალ  მომღერლად ჩამოყალიბებაზე უარი ეთქვა.

სანამ “მთავარ გმირებზე” გადავალთ, იმ მონაწილეებსაც ჩამოვთვლი, რომლებიც მომეწონა:

  • ნინო ლეჟავა

მომეწონა, რომ მისი ნომერი გაფორმებული იყო შოუს ელემენტებით. მართალია ვამპირებმა ცოტა დააბნია ყველა, მაგრამ გველისა და მათი სცენიდან გასვლის შემდეგ ყველაფერი კარგი იყო, თავისებური შარმი ჰქონდა მის ცეკვას. უბრალოდ, ერთადერთს აღვნიშნავ, რომ მისი ნიღაბი, მხოლოდ ფერით განსხვავდებოდა სამედიცინო დანიშნულების ჩვეულებრივი ნიღბისგან და ვთვლი, რომ ამ კოსტუმს  (რომელიც მე ძალიან მომეწონა) არ უხდებოდა.  აქვე, ფავორიტი კადრი გადაცემიდან- შეშინებული ვანო და სოფო და საკითხისადმი სრულიად გულგრილი გეგა! :D

  • ბახვა წერედიანი

ბახვა ხშირად მხვდება ქუჩაში თავის თოჯინებთან ერთად. ძალიან მომწონს მისი მეორე ფიგურა, მევიოლინესი. დასაფასებელია, რომ თავის ხელით ქმნის მათ და შემდეგ ასე ოსტატურად “აცოცხლებს”. იმედი მაქვს, შემდეგ ტურში უფრო გაამრავაფლეროვნებს.

  • ბაჩო აგულაშვილი

არ ვიცი რამდენად მიაქციეთ ამ გიტარისტ ბიჭს ყურადღება, მაგრამ მე ქასთინგიდან მახსოვს, რომ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი მისი პროფესიონალიზმით და ტექნიკით. ურთულეს კლასიკურ ნაწარმოებებს ასრულებს ისე, რომ ვერ იგრძნობ, თუ ამ ჟღერადობას ერთი სოლო აკუსტიკური გიტარა გამოსცემს.

  • როლერები

“ბორბლებიანი ფეხებით” ფრენისა და რთული ილეთების წყალობით, მომეწონა.

  • ბოლნელები

მე  ფეხის წვერებზე ასე მყარად მოარული  მოცეკვავეები ჯერ არ მინახავს! : )) კარგი სინქრონიც ჰქონდათ.

ფავორიტები:

თათია დონაძე

ნიჭიერის სცენაზე არაერთი სოლო გამოსვლა გვინახავს სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მხატვრულ ტანვარჯიშსს მათთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ აკრობატიკის და  ქორეოგრაფიის ელემენტებს შეიცავს, შესაბამისად  არის შესაძლებლობა დინამიურობა და სცენურობა შესძინოს ნომერს, მაგრამ მაინც ძნელია ისე შეკრა მოძრაობები, რომ ნომერი ერთიანი გამოვიდეს. გარდა ამისა, მოქნილობაცაა და მოქნილობაც- ასეთი რთული ილეთები იშვიათად, უფრო სწორად არასდროს არ მინახავს, ისევე, როგროც  ვანიკოს არ უნახავს “ასეთი ლამაზი რეზინა”: )) შესაბამისად, სრულიად მართებული იყო სოფოს შეკითხვა თათიას მიმართ “ძვლები გაქვთ”?


თეონა კოროშინაძე

ქართველ მომღერლებს რაც ყველაზე ძალიან აკლიათ (სმენისა და ხმის შემდეგ:D), არის თავისუფლება და ბუნებრიობა სცენაზე. მათთვის არსებობს  შესრულების რამდენიმე სტილი:

  • მომღერლები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ტრიალ მინდორზე ამოსული ხეებივით დგანან, თანაც ისეთ ამინდში, ნიავიც რომ არ იძვრის.
  • მომღერლები, რომლებიც ცდილობენ იყვნენ ემოციურები და ამის გამოხატულებად თვალების ისე მაგრად დახუჭვა მიაჩნიათ, რომ გახელის შემდეგ ერთი-ორი წუთი იმის მოსაფიქრებლად სჭირდებათ სად იმყოფებიან
  • მომღერლები, რომლებიც სინამდვილეში დიდი ხანია აღარ არიან მომღერლები, მაგრამ ვინაიდან ალტერნატივა არ არსებობს, მღერიან

(ისე, ასე ცუდადაც არ არის საქმე, იმიტომ, რომ სოფო ნიჟარაძეც არსებობს <3)

თეონაზე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დახვეწილი და ბუნებრივი მანერები ჰქონდა სიმღერის დროს. იმიჯიც, როგორც წამყვანებმა და ჟიურიმ აღნიშნეს, კარგად ჰქონდა მორგებული. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ის მგონია, რომ კარგი და სახასიათო ვოკალი აქვს. ამას დამატებული სიმღერის სწორი არჩევანი და – “that’s what we’re talking about!”

მარიამ აკობია

ქალბატონი ბიონსეს “ლისენ”

“Listen” არის ძალიან რთული სიმღერა. მართალია Beyonce-სთვის სულ ერთია ეს საკითხი იმიტომ, რომ  ძლიერზე კიდევ უფრო ძლიერი  ხმა აქვს, მაგრამ დანარჩენებს ნამდვილად სიფრთხილე მართებთ, სანამ ვოკალური მონაცემების გამოსავლენად მაინცდამაინც მას აირჩევენ. თვით ისეთ ტალანტ შოუებში, როგორებიცაა “X factor” და “American Idol”, კონკურსანტები იშვიათად მღერიან…

ნიჭიერში კი  5-დან ერთს ნამდვილად ეკუთვნოდა მისი შესრულება და მარიამ აკობიას ვოკალური მონაცემების წარმოსაჩენად ღირდა მისი მოსმენა. ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად უხარვეზო იყო, მაგრამ, როგორც სოფომ აღნიშნა- “ეს იყო ძალიან კარგი შესრულება”! ეტყობოდა ძალიან დიდი ნაშრომი და კარგი ტექნიკა მის ვოკალს.

აქვე ერთი ფაქტორია – ნიჭიერის პირველი სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, მარიამ კახელიშვილმა იგივე სიმღერით მოიპოვა პოპულარობა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მაყურებელმა მასთან შედარება დაიწყო. მე  კი ვთვლი, რომ განსხვავებულები არიან. თითქოს შესრულების მანერა წააგავს, მაგრამ მარიამ კახელიშვილს სულ სხვანაირი მუხტი მოაქვს, მარიამ აკობიას- სულ სხვანაირი. რომელი ჯობია? – ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ მაქვს, დაველოდოთ შემდეგ ტურებს.  უბრალოდ, მარიამ აკობიას  ვურჩევდი,რომ  შემდეგში  ისევ კახელიშვილის რეპერტუარიდან ნუ შეარჩევს სიმღერას.

დუეტი “Black Balance”

“ლოქინგი ეძახე და შოკინგი დამემართა უცებ” -(c) თიკა

დუეტმა “Black Balance” დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმის  გამო, რომ მათი ნომერი დანიური ტალანტ შოუში წარმოდგენილი ნომრის კოპირებული ვარიანტია. როდესაც საქმე კოპირებას ეხება, ჩემი აზრი ორად იყოფა: არსებობს ისეთი რაღაცები, რისი ნებისმიერი, თუნდაც ხარისხიანი  კოპირება გამოდის სასაცილო, მაგრამ არის ჟანრები, რისი კარგად კოპირების უნარიც  დასაფასებელია. ჩემთვის, ეს დუეტი მეორე კატეგორიას მიეკუთვნება. წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა დგას ამ ცეკვის მიღმა…

საქართველოში უფრო ჰიპ-ჰოპია გავრცელებული და განვითარებული, ლოქინგის სტილი მე პირადად არ მინახავს ქართველის შესრულები. ამიტომ, როგორც პირველი მცდელობა, არ არის დასაძრახი, რომ კოპირებულია. ძალიან დიდი შრომა და პროფესიონალიზმი უნდა ზუსტად გადმოიღო სათითაო “წერტილოვანი” მოძრაობა და დაამუშავო ასეთ სინქრონში!

“დრამის ბიჭები”

“ჩემი პირადი ტოპ ხუთეულის პირველ ადგილზე ხართ თქვენ”- ვანო

იმიტომ არა, რომ ასეთი პატარები არიან და არც იმიტომ  რომ ასეთი საყვარლები არიან-  ჩემი აღფრთოვანება თავიდან ბოლომდე იმით არის გამოწვეული, რომ ასეთ მაღალ დონეზე უკრავენ! ვისაც ერთხელ მაინც უცდია დრამზე დაკვრა, ეცოდინება რა რთულია ოთხივე კიდურის ერთდროულად “საქმეში ჩართვა”. დიდი შრომა სჭირდება იმ შედეგს, რაც ბორჯომელმა პატარებმა გვაჩვენეს ნიჭიერის სცენაზე.

ასეთი იყო მესამე გადაცემა, თავის მარგალიტებიანად და მეორე სეზონის გმირებიანად! : ) წინ მეოთხე გადაცემაა: თანამედროვე ჯგუფი”for you”,  თავდაყირა წვერის პარსვა სცენაზე, როგორ გადაარჩინა ჟიურიმ მოცეკვავე ლამზირა, ნიჭიერის უხუცესი მონაწილეების “განდაგანა”  და ცეცხლი (ნამდვილი) ნიჭიერის სცენაზე!

პ.ს. ბლოგერებს შეგახსენებთ nichieri.ge-ს სტუმართმოყვარეობის თაობაზე- http://nichieri.ge/bloggers/

22 March

Listen, მარიამ აკობია

22 March

ხატია წერეთელი-შატილის ასულო

22 March

მესამე გადაცემის “Yes” ბლოკი

22 March

BLACK BALANCE

22 March

ნინო ლეჟავა

22 March

ბუბა ლობჟანიძე, ლექს-სენი2

22 March

ბახვა წერედიანი

22 March

მესამე გადაცემის “NO” ბლოკები

22 March

“დრამის ბიჭები”

22 March

ანზორ იაკობიძე- რეკორდი