მათე ხიდაშელი
წარუმატებელი ილუზიონისტების ბლოკი
ილუზიონისტი მამა-შვილი
11 აპრილი, VI გადაცემა- მონაწილეები
ვინ გახდა თქვენი ფავორიტი ქასთინგების ბოლო დღეს? :)
ნიჭიერი- რამდენიმე წუთში!
ნიჭიერის მეექვსე გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება.სულ მალე კიდევ ერთ გადაცემას ვნახავთ, ახალი ფავორიტებით და სახალისო მონაწილეებით :)
უყურეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები ონლაინ რეჟიმში აქ, ბლოგის კომენტარებში დანიჭიერის ფეისბუქის გვერდზე!
გამოიცანით!
ინტერნეტნიჭიერი – V ტური
ამ კვირაში “ნიჭიერის” ონლაინ-ვერსია, “ინტერნეტნიჭიერი” მეხუთე ტურს ატარებს. ამ კვირის გალერეაში 24 საინტერესო ვიდეოა, რომელთაგანაც სამი გამარჯვებული სწორედ თქვენ უნდა გამოავლინოთ – შეაფასეთ ინტერნეტნიჭიერების ვიდეოები ღილაკზე “მომწონს” დაწკაპუნებით.
“ნიჭიერში”, როგორც იცით, ორი სახიფათო შემთხვევის გამო პარკური აიკრძალა, თუმცა სპორტის ამ სახეობით დატკბობა ჯერ კიდევ შეიძლება ინტერნეტნიჭიერის მეხუთე ტურში, სადაც პარკურის სამი ვიდეო მოხვდა. აქ ერთ-ერთ მათგანს შემოგთავაზებთ:
სამწუხაროდ, ჩვენმა ფავორიტმა “ფინგერბორდელმა”, რომელმაც ახალი სპორტი აღმოგვაჩენინა, ვერ მოახერხა წინა ტურში საკმარისი ხმების დაგროვება და მეოთხე ადგილზე მყოფი სუპერფინალს გამოეთიშა:
ხმის მიცემა სამშაბათს ღამე შეწყდება, ოთხშაბათიდან კი ახალი, მე-6 ტური დაიწყება, სადაც შეიძლება თქვენი ვიდეოც ვიხილოთ :) თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, ან თუნდაც გამოიგონეთ ახალი სპორტი – აუცილებლად ჩაწერეთ ვიდეო და ატვირთეთ nichieri.bog.ge-ზე. სუპერფინალის სამი გამარჯვებული საქართველოს ბანკისგან დაუვიწყარ პრიზებს მიიღებს!
(წესებისა და პრიზების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ ამ ლინკზე)
მარი ტომარაძე- ნიჭიერის აღმოჩენა!
მარი 7 წლის ასაკიდან მღერის. მის ნიჭს გარშემომყოფები ყოველთვის აღნიშნავდნენ. როგორც თვითონ ამბობს,ყოველთვის ძალიან უნდოდა დიდ სცენაზე გამოსულიყო, ოჯახიც მხარს უჭერდა და ასე გადაწყვიტა “ნიჭიერში” მოსვლა.
“ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც მამა გავხდი. იმ დღის შემდეგ მარი ჩემი საოცრებაა. არაჩვეულებრივი ბავშვია და ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ მარი ჩემი შვილია. ის მართლა ძალიან კარგი და თბილი ადამიანია. მხოლოდ სიმღერის ნიჭით არ გამოირჩევა. კვირის საუკეთესო კომენტარები
ჩვენი ბლოგისა და ფეისბუქის არსებობის მიზანი, პირველ რიგში “ნიჭიერის” მაყურებლის გამოხმაურებებია კომენტარების საშუალებით, სადაც თქვენ გვიზიარებთ აზრებს ყველა დეტალის შესახებ და ნიჭიერის ადმინისტრაცია ყოველთვის კითხულობს მათ- დადებითი იქნება ეს, თუ კრიტიკული და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ, რაც წინა სეზონის გამოცდილებამაც არაერთხელ გვიჩვენა.
ამ სეზონზე ცოტა რთულია ყველა კომენტარის კონტროლი, რადგან Facebook-ის პოპულარულობის გაზრდამ გამოიწვია ბლოგზე Share და Like ღილაკების დაინსტალირება, რაც ბლოგის მიღმა, თქვენი ფეისბუქის პროფილებში “ფანტავს” მათ, თუმცა nichieri.ge მაინც ცენტრად რჩება, რადგან საერთო ჯამში, აქ იყრის თავს მთავარი შეფასებები. როგორც შენიშნეთ, თვითონ მონაწილეებიც კითხულობენ და ზოგი მათგანი აქტიურობს კიდეც კომენტარებში.
გადავწყვიტეთ, კვირაში ერთხელ, ყველაზე სახალისო, საინტერესო და დასამახსოვრებელი კომენტარები ამოვკრიფოთ კონკრეტული კვირიდან და გაგიზიაროთ: ) კომენტარი შეიძლება შეიცავდეს კითხვას და გავცეთ პასუხი, შეიძლება იყოს რჩევა, შეიძლება თხოვნა, ან უბრალოდ თქვენი შეფასება…
- ამ კვირაში ყველაზე ხშირად დასმული კითხვა
აფრიკელების ვიდეოს გასაფორმებელი მუსიკის შემსრულებლის და კომპოზიციის სახელი: ეს არის Snow- informer.
- 3 ყველაზე სახალისო კომენტარი
მონაწილის კატა: “თქვენ ნახეთ მე რომ მიაუმიყვანენ ნიჭიერზე როგორ გაგაკვირვებთ ყველას!თავისუფლად ვლაპარაკობ გამიაურთული ქართულით.ჩემს პატრონს სმა და მიაუნქანების კბილებით ტარების გარდა მეტი რა შეუძლია. მე კიდე კატა ვარ და ვლაპარაკობ და ვწერ და ე-მიაულიც მაქვს ინტერნეტში!”
(მცირე შესავლის სახით- ჩვენთან ერთი და იგივე IP-დან კომენტირება არ შეიძლება, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მონაწილის წინააღმდეგ, ან სასარგებლოდ არის მიმართული. შესაბამისად, ბლოგზე ბოლო დროს გამოჩენილ კომენტარების ავტორს, ერთ-ერთ ბლოგერს, ქილიპას, რომელიც ძალიან სახალისო კომენტარებს წერს სხვადასხვა ნიკით, აკრძალვა არ ემუქრება! :))) ქვემოთ მოყვანილი სამი ყველაზე გამორჩეული კომენტარი სწორედ მას ეკუთვნის:)
დაჩმორებული მოშაირე:
ციალა მაჭარაშვილი, შაირის დედა ყოფილა
ვინც კი მას წაეპაექროს, ნამუსი ნოლი ჰქონდესა!
კაბუ: სიმღერა დავწერე ნარკომანიის საწინააღმდეგო შინაარსის ,,ვის კლავ შენ” და ,,ჰეროინი თოვს”… ორივე გაჰიტდა თავის დროზე ყველას ღიღინებდა სრულიად საქართველო, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ვინმე, ამ თემაზე, ამათზე მაგარ სიმღერას დაწერდა! მაგრამ ნიჭიერის ბოლო გადაცემაში მოვისმინე “გთხოვ აამას, ნუ გაიკეთებ წაამალს”! მოვისმინე და გულმა რეჩხი მიყო, მაშინვე მივხვდი, რომ ამის მოსმენის შემდეგ აღარავის გაახსენდებოდა ჩემი სიმღერები… კი, გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ არ შემიძლია არ შევაქო ამის შემქმნელი, ბრავო, ქალბატონო! ეს გაჰიტდება და მე რომ ჩრდილში არ დავრჩე, ყველანაირად შევეცდები თქვენთან დუეტი ჩავწერო!
S O S ჰეროინი მაინც თოვს :/
ერიკ სააკიანის შესახებ თვით დევიდ კოპერფილდი, მართლაც რომ მრავლისმთქმელი კომენტარით
დევიდ კოპერფილდი : უიმეეეეეე
ყველაზე კარგი შეფასებები მონაწილეების მიხედვით
ann’s friends
თეკლა
მაგრები ხაართ 7 წლის ბავშვები რომ ასე იცეკვებს მსოფლიო ხალხთა ცეკვებს,ალბათ ძალიან მაგარი ქორეოგრაფი გყაავთ,რაჭული მომეწონა ძაან ,სახელწოდება ანსამბლის ანის მეგობრები რატო გქვიათ?
ხვიჩა ჭიჭიაშვილი
გიორგი
ასეთი შესრულებით ცეკვის ეს სტილი მართლა არასოდეს არ მინახავს არავის შესრულებით. ძაან მაგარი იყო მართლა.
OUR STYLE
our style-ს შესახებ ბევრი სხვადასხვანაირი კომენტარი იყო, განსაკუთრებით იმატა სხვა მოცეკვავეებთან შედარებას, ძირითადი პაექრობა შარშანდელ ფინალისტ ” next level”-სა და მათ შორის არის, თუმცა ხვიჩა ჭიჭიაშვილთანაც ახდენდნენ შედარებას:
ანი
ჩემი აზრით, სინქრონი აკლდათ და არ იყო ეფექტური… ამათ ის ბიჭი ჯობს, კახეთიდან რომ იყო: ხვიჩა ჭიჭიაშვილი… =))
მე
დიდი არაფერი. როგორც ნომერი ჩემთვის არ იყო სანახაობრივი. თუ რაღაცაზე გაქვს პრეტენზია და ნანახი გაქვს შარშანდელი ცეკვის ნომრები, როგორც მინიმუმი იმაზე უკეთესი თუ არა მაგ დონის მაინც უნდა გააკეთო. წელს ნიჭიერში ჯგუფური ცეკვების პერსპექტივები დიდად შორს ვერ მიდის როგორც ვატყობ..
დიტო
ამ ჯგუფს რაც შეეხება : 1) გამოირჩეოდა: არაფერი განსაკუთრებულით
2) ჯობდა : ყველა არას და არცერთ კის 3) აბა გამოიცანით ვითომდა ჩატარებული შეჯიბრის შედეგი: next level vs our style :) ქულების დიდი რაოდენობით გამიარჯვა ,,შემდეგმა ტურმა” :)
ანანო გრძელიძე
გაგვიზიარეს კომენტარი ვიდეოს ლინკით, სადაც ხმის ჩახლეჩვის გარეშე მღერის :))
შოთა ადამაშვილი
მონუსხული ახმახი
მართლა მაგარი კაცია და მაგრად უკრავს! მარა შოუსთვის რაც ქნა – ზმანი და ცხენი იყო უმაგრესი და დაადასტურა ქანთრიმენობა! უნივერსიტეტთან ,,პადზემკაში” ჩასვლა ამ კაცის ნახვისთვის მიხარიახოლმე…
ინესა
როსარიო
მე მომეწონა ინესა, ამ ქვეყანაში სადაც საცირკო ხელოვნება ჩამკვდარია და ცირკის მარტო შენობა არსებობს, ყოჩაღ ამ გოგოს რომ ამ საქმეს ასეთი ინტერესით ეკიდება………
ციალა მაჭარაშვილი
ირაკლი
1 თხოვნა მექნება ნიჩიერის ადმინისტრაციასთან… ამ ბებოს ცოტა დიდიხანი მოაყოლეთ შაირები შემდეგ ტურში…. ძააან მაგარი ბებოაააა… ესეთი ბებო რო მყავდეს სოფელში მთელ ზაფხულს შაირების მოყოლასში გავატარებინებდი.. :D:D
აფრიკელები
მათ შესახებ საკმაოდ სახალისო კომენტარები იყო:))
მეკო
ვაიმე რა მაგარი იყო…
მემგონი გეგმ რაც ამ ნომერზე იცინა, არცერთხელ არ უცინია ნიჭიერში :დ
ნუცა
ნეტავ იმ ოჯახებს სადაც ეგენი შევლენ.:)))))
მარი ტომარაძე
მარი კომენტარების მიხედვით ამ კვირის ფავორიტია და მასთან ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ.
მელსი
მარი! ძაააააალიან მაგარი ხარ. დარწმუნებული ვარ შენ მართლა აღმოჩენა ხარ.
დიდი მადლობა ამისთვის ულამაზეს სოფოს, სიმპატიურ გეგას და იუმორისტ ვანოს
გთხოვ ამას, ნუ გაიკეთებ წამალს
ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმღერა ისე გაჰიტდა, რომ ვერავინ შეძლო თავიდან ამოგდება მელოდიისა და სიტყვების! აი ნათელი მაგალითებიც:
Mari’s got talent
ვაიმე! მიშველეთ რამე! მთელი, აი მთელი დღე ვმღერივარ “გთხოვ აამას ნუ გაიკეთებ წაამალს…გთხოვ აამაას, ნუ გაიკეთებ წაამლააალს.. გთხოვ აამას ნუ გაიკეთებ წაამალს.. გთხოვ აამას ნუ გაიკეთებ წაამალს :D აღარ შემიძლია :D
ანჩო
აუ მთელი დღეები ამ ფრაზებს ვიმეორებ, ერთხელ რო ავიკვიატებ მერე ვეღარ ვჩერდები:D”გთხოვ ამას, ნუ გაიკეთებ წამალს…”
ნიჭიერის ფეისბუქი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ქართულ ფეისბუქურ სივრცეში! მხოლოდ ამ თვის მანძილზე, 7000-ზე მეტი ახალი მომხმარებელი, 29 000-მდე აქტიური წევრი (რაც ძალიან დიდი რაოდენობაა like-ებთან შეფარდებაში, თითქმის 99%-ს უდრის), 2 მილიონზე მეტი (!!!) საერთო ნახვა ჩვენს ლინკებს, სტატუსებსა და ფოტოებს. პირდაპირი ეთერის დროს პარალელურ რეჟიმში უამრავი გამოხმაურებაა და შემდეგ კვირაში ამ პოსტში “იქაური” საუკეთესო კომენტარების ნაკრებსაც შემოგთავაზებთ.
აქვე, გაცნობებთ, რომ მას, ვინც ყველაზე აქტიური იქნება კომენტარებში და ყველაზე ხშირად და საინტერესოდ გაგვიზიარებს აზრებს, უკვე ძაალიან მოახლოებულ ნახევარფინალებზე 2 მოსაწვევს გადავცემთ!
მადლობა ყველა თქვენგანს აზრების გაზიარებისთვის, ეს ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია :)
“გთხოვ ამას, ნუ გაიკეთებ წამალს”- სრული ვერსია
ირმა მარგველაშვილის სიმღერა, რომელიც ქასთინგიდან დარბაზს და ჟიურის წევრებსაც განსაკუთრებით კარგად დაამახსოვრდათ, ეთერში გასვლის შემდეგ უფრო და უფრო პოპულარული გახდა. ყველამ აიტაცა მისი მელოდია და სიტყვები- “გთხოვ ამას, ნუ გაიკეთებ წამალს”. ამის გათვალისწინებით და ბლოგსა და ფეისბუქზე კომენტარების მიხედვით, ვდებთ მისი სიმღერის სრულ ვერსიას! : )
4 აპრილი, მეხუთე გადაცემა
მეხუთე გადაცემამ შეუფასებელი, შეფასებადი, თუ უბრალოდ შეფასებას არ დაქვემდებარებული მონაწილეების მორიგი ტალღა გაგვაცნო! რაც უფრო ვუახლოვდებით ნახევარფინალებს, მით უფრო მეტი მეორე სეზონის ფავორიტი იკვეთება…სანამ ყველა მათგანზე ერთად ვისაუბრებთ შემდეგ კვირებში, დღევანდელი გადაცემის მონაწილეები განვიხილოთ:
- ჩვენი აფრიკელი მეგობრები
რამდენიმეგან შევნიშნე კომენტარი, ესენი რა გადასაყვანები იყვნენო, მაგრამ წარმოიდგინეთ: ადამიანები ჩამოდიან შორეული აფრიკიდან (აგერ,ვარკეთილთან რომ არის აქვე), ითვისებენ შენს ენას, იციან ჰიმნი და სხვა აქაური დამახასიათებელი გამოთქმები. მოვიდნენ იმისთვის, რომ განახონ როგორ ისწავლეს ქართული ნაციონალური ცეკვაც. მე რომ ამერიკაში ჩავიდე და იქაურ ტალანტ შოუში ზემოთხსენებული ყველაფერი განვახორციელო არავის გაუკვირდება, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც ნელ-ნელა იმას აღწევს, რომ რუსეთის ერთ-ერთი პროვინცია არ ჰგონია ყველას, ეს მართლაც კარგი სანახაობაა : )
- ოთარ სამსონიძე
ოთარმა კინაღამ მოიგო ვანოს გული, მაგრამ ჩვენი ერთადერთი და განუმეორებელი ჟიური არაკორუმპირებულია! :D
- დაჩი თურქია
“ქასთინგებზე ყველა მიდის ნებისმიერ ქალაქში! ხალხნო,
მე აქ თუ დავმარცხდი, აგერა ხართ თქვენ ხალხი?”
დაჩი თურქიას ქასთინგის დროს სცენაზე შესაბამისი აღჭურვილობა რომ დავინახე, ვიფიქრე ეს ჩვენს შარშანდელ მონაწილე, მერაბ კირაკოზაშვილს როგორ აჯობებს მეთქი, მაგრამ რომ დაიწყო დარბაზიდან ყველაზე ფერ-ხორციანი კაცების აყვანა მანქანაში ჩასაჯდომად, მივხვდი, რომ მთლად ასეც არ იყო საქმე… თანაც განსაკუთრებულობას თავისი დამახასიათებელი მიმიკები და ლაპარაკის მანერა ანიჭებს. ვანიკოს თქმის არ იყოს, ამხელა ფილარმონიაში ერთი კაცი სცენაზე იდგა და იქეიფა! შემდეგ ტურში “კაი კატის თამადობით გამართული ქორწილის ჩაბმმის” ხათრით გადავიდა. მოლაპარაკე კატის რა გითხრათ, მაგრამ სიძე-პატარძლის, მათი მეჯვარეების, ნათესაობისა და ტორტების ჩაბმა არა მგონია გაუჭირდეს. მთავარია, სცენაზე გამოსვლისას არ გაახსენდეს ყველა, ვისაც უძღვნის თავის ნომრებს და “ნიჭიერის” საეთერო დრო მათ არ დაუთმოს : ))
- წარუმატებელი მომღერლების ბლოკი:
1. ინდური ფილმებისთვის საჭირო ვოკალურ მონაცემებიანი მომღერლის ხილვა მხოლოდ იმისთვის ღირდა, რომ თიკა, ვანიკო და სოფო ასე კარგად გამხიარულებულიყვნენ :D
“ადიგენი ადიგენი”-ს და კონსერვატორიის სტუდენტს აღარ შევეხები (ეს უკანასკნელი, პირდაპირ საოცრებაა რა კრიტერიუმით მიიღეს კონსერვატორიაში, “დეიდა ჩემი ლამაზი თვალების ჭირიმე”-ს პრინციპით?) და პირდაპირ აღმოჩენა ირმა მარგველაშვილზე გადავინაცვლებ!
ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, ვამბობ რომ ნიჭია ქასთინგზე 3 თვის წინ რამდენიმე წუთი მოასმენინო სიმღერა აუდიტორიას და მთელი ამ ხნის მანძილზე არა თუ არ დაგავიწყდეს ეს მელოდია, არამედ ისე აგეკვიატოს, რომ დღეში სამჯერ, ჭამის მერე “გთხოვ აამას, ნუ გაიკეთებ წაამალს”-ს გაიძახოდე! ამ სიმღერამ მგონი ყველაზე ერთნაირად იმოქმედა. სხვათაშორის, მეტადონის პროგრამის ახალი დამხმარეს გამოსვლის სრულ ვერსიას ხვალ იხილავთ ბლოგზე.
- მეხუთე გადაცემის მოცეკვავეები:
_ann’s friends-ს მომეწონა კოსტუმების მრავალფეროვნებით და საინტერესო პოპურით.
_ნელი სალაძის სტუდიის ტანმოვარჯიშე ბავშვების ნომერიც საკმაოდ დახვეწილი იყო.
_”ანიფორმიანი” our style. ამ უკანასკნელზე შევაჩერებ ყურადღებას:
წელს, ჩემი აზრით, არც ისე განებივრებულები ვართ კარგი ჯგუფებით ცეკვის ამ დარგში. შეიძლება ეს ყველაფერი შარშანდელი ძალიან მაღალი დონის ბრალია, მაგრამ ფაქტია- ქორეოგრაფიულად ბოლომდე გამართული არც ერთი არ არის, რაც დღემდე ვნახეთ. იყო რამდენიმე კარგი ჯგუფი, მაგრამ ტენდენცია ერთია- მეტ აქცენტს აკეთებენ ილეთებზე ისე, რომ ზოგიერთის გამოსვლა კარატეს ტრიუკების ნაკრებს უფრო ემსგავსება და სპორტს, ვიდრე ცეკვას. ძალიან მინდა, მეორე ტურში გადასულმა ჯგუფებმა იმუშაონ ამ საკითხზე და მეტად შეკრული ნომერი გვაჩვენონ, შოუს ელემენტებით და საინტერესო ქორეოგრაფიით.
რაც შეეხება our style-ს, რომელიც წინა სეზონითაა შთაგონებული (ალბათ next level-ით უფრო), ამ საკითხში სხვებთან შედარებით წინ არიან, მაგრამ თავიანთი მუზების დონემდე მისაღწევად სამუშაო ძაალიან ბევრი აქვთ. სინქრონი კარგი იყო, მოძრაობებიც დახვეწილი – პოტენციალი ნამდვილად აქვთ.
ფავორიტები:
ნიჭიერის მემონტაჟეებმა, ინესას ვიდეოს “გოგო ცაში” დაარქვეს:))რომ წავიკითხე გამეცინა, მაგრამ ისე, სერიოზულად რომ შევხედოთ, გინდა ცაში ყოფილხარ გამოკიდებული და გინდა ფილარმონიის სცენაზე დაზღვევის გარეშე! ასეთ ასაკში ასეთი რთული ნომერი დიდ გამბედაობას, ძალიან ბევრ მუშაობას და ფიზიკურ შესაძლებლობებს მოითხოვს.
შოთა ადამაშვილი:
ქვემო ქართლის შტატის დედაქალაქ ბოლნისიდან მოვლენილი ქოვბოის არავითარი ზედმეტი გადაჭარბება არ მოსვლია, როდესაც თქვა “მე იმისთვის დავიბადე, რომ ქანთრი მემღერა”-ო! მე არ მინახავს ასე უხდებოდეს ეს სტილი (იმიჯიან-ვოკალიანად) ვინმეს.
ხვიჩა
ერთი ადამიანი რომ გამოდის სცენაზე, ცეკვავს და ისე, რომ მოძრაობებს არ იმეორებს, თანაც ყველაფერი შეკრულია, სანახაობრივი და ტექნიკურად დახვეწილი, უკვე დიდ ნიჭზე მეტყველებს.
ანრი და ნუგზარ გუჩმანიძეები
შეიძლება ბევრს არ გაუმახვილებია ყურადღება ამ მამა-შვილზე, მაგრამ მაინც- იმიჯია ძალიან კარგი და ამ ბავშვის ხმაც არანაკლები. თუ დააკვირდით, იმპროვიზაციებიც ბევრი იყო.
მარი ტომარაძე
ეს სიმღერა ტექნიკურად იმდენად რთული შესასრულებელია, როდესაც თქვა რის სიმღერასაც აპირებდა, ცოტა დავიძაბე, ნამდვილად არ მეგონა, რომ ასე კარგად მოახერხებდა თავის გართმევას. ვოკალის დიაპაზონი და სიძლიერე მართლა შთამბეჭდავია. რაც ყველაზე კარგია, მაღალი ტონების აღებისას არ ყვირის. ძალიან უმნიშვნელო ხარვეზები ჰქონდა, რაც პროფესიონალ ვოკალისტთან მუშაობის შედეგად გამოსწორებადია და სალაპარაკოდაც არ ღირს. მარი ერთმნიშვნელოვნად კარგი და ძლიერი მომღერალია!
ასეთი იყო მეხუთე გადაცემა. შემდეგ გადაცემაში ვიხილავთ- ვინ გაამხიარულა ჟიური, ვეტერანების ანსამბლი, ჯუმბერ ნოზაძე, რომელიც ცოლს გამოეპარა, დაბნეული ილუზიონისტი, კარატისტების ჯგუფი და სხვა არაერთი საინტერესო მონაწილე! ♥
ბოლოს, ფავორიტი კადრი გადაცემიდან- გეგას სახე ილუზიონისტ ერიკ სააკიანის ნომრისას:







































