16 April

ჯგუფი “წმინდა გიორგი”

კარატისტების ჯგუფი “წმინდა გიორგი” “ნიჭიერის” მეორე სეზონის ბოლო ქასთინგის ბოლო მონაწილე იყო!  მათი ნომრით, მართლაც შთამბეჭდავად დასრულდა ქასთინგები და მაყურებლისგანაც დიდი მოწონება დაიმსახურეს. ამ კვირის ფავორიტებიც არიან და ინტერვიუს რუბრიკაში სწორედ  ისინი მოვიწვიეთ.

იმდენად მრავალრიცხვოვანი ჯგუფია, პირდაპირ დარბაზში გადავწყვიტეთ მისვლა. ისინი ერთ-ერთი სკოლასთან მდებარე დარბაზში ვარჯიშობენ. შესვლისას, ბატონი კახაბერის გარშემო იყვნენ შემოკრებილები მოსწავლეები და მის დარიგებებს ისმენდნენ.

შემდეგ  200-200 პრესი და აზიდვა დაავალა მათ  და გადმოინაცვლა ინტერვიუზე. სხვათაშორის, ამ დავალებისას გავიგე, რომ თუ პრესისას 10-ჯერ ჰაერში მაგრად “დაარტყავ” მუშტებს, 2000 პრესი გამოვა:))

ყველაზე პატარა:)

ნიჭიერში მოსვლის გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებული ჰქონდათ, ვარჯიში სპეციალურად სცენისთვის კი სექტემბრიდან დაიწყეს. ჟიურის წინაშე   22 კარატისტი იღებდა მონაწილეობას, მათგან ყველაზე უმცროსი 6 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი 44 წლის. ისინი ვარჯიშს 3-4 საათს უთმობენ. წარმატებაც ბევრი აქვთ ნიჭიერამდე- ყოველთვის იღებენ სხვადსხვა ტურნირებში მონაწილეობას. თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში, ირანსა და იაპონიაში  მრავალჯერ მოიპოვეს მოწინავე ადგილები.

პატარებთან დაკავშირებით ბევრი კურიოზი ხდება ვარჯიშებისას.ბატონი კახა დიდ დროს უთმობს ბავშვების სულიერ აღზრდასაც, ამიტომ ხშირად ესაუბრება რელიგიაზე, არიგებს მათ და ასწავლის როგორ უნდა მოიქცნენ. მოსწავლეებიც მიმართავენ, როცა კითხვა უჩნდებათ. ასე მაგალითად, ერთ-ერთმა ჰკითხა მარხვასთან დაკავშირებით, თევზის მირთმევა რა დღეებში იყო შესაძლებელი –  “ყველას ხმამაღლა ვკითხე, აბა ბავშვებო, ეს დღეებია ხარება და…დაველოდე როგორ მეტყოდნენ “ბზობა”-ს. თუმცა ერთ-ერთმა პატარამ ყველას დაასწრო და წამოიძახა “გოგიაო” - მოგვიყვა მან :))

როგორც ნიჭიერში ვნახეთ, მათ მართლაც ძალიან ბევრი მოზარდი მოაშორეს ქუჩას და იქაურ ცხოვრებას. აქ 36 ობოლი ბავშვი მეცადინეობს უსასყიდლოდ, ასევე მრავლშვილიანი ოჯახის წარმომადგენლები და ინვალიდი, თუ განქორწინებული მშობლების მყოლი ბავშვები. დანარჩენები შესაწირის სახით ეხმარებიან ფედერაციას.

ნიჭიერში წარმოდგენილი ნომერი ძალიან მრავალფეროვანი იყო და მეტი სანახაობრიობა ქართული ცეკვის ელემენტებმა შესძინა. ამასთან დაკავშირებით ბატონმა კახამ მოგვიყვა: “ერთხელაც გადავწყვიტეთ გაგვეგო, რამდენი პრესის გაკეთებას შეძლებდნენ მოსწავლეები. მაქსიმუმი 700 გამოვიდა. პირადად მე, ფანი ვარ მთიულური და სვანური ცეკვისა და მათი რთული ტრიუკების, გადავწყვიტე სწორედ ქართული მელოდიების ფონზე მევარჯიშებინა. შედეგი მართლა შთამბეჭდავი გამოვიდა- მთიულური მუსიკის ფონზე 1200 პრესამდე ავიდნენ!”

თითოეული წევრი მეტ სტიმულს გრძნობს, რაც გეგამ, ვანომ და სოფომ ასეთი შეფასებები მისცეს “მადლობა მათ, იმისთვის, რომ სწორად აღიქვეს და დააფასეს ჩვენი შრომა. ასევე “ნიჭიერის” გუნდის თითოეულ წევრს. ბავშვები უფრო მოტივირებულები არიან, უფრო მონდომებით ვარჯიშობენ”.

ნიჭიერში გამოსვლის შემდეგ ძალიან დიდ მხარდაჭერს გრძნობენ მაყურებლის მხრიდანაც “უდიდესი მადლობა გულშემატკივრებს, უფლის წინაშე უდიდესი მადლიერების გრძნობით მადლობა. მათ გუნდთან მიიტანეს ეს სითბო, რომელიც ალბათ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადმოვიდა ჩვენზე. მიყვარხართ ყველა ქრისტეში. წინასწარ გილოცავთ ბზობას და აღდგომას” – ასე დაგვაბარა მკითხველებთან და გულშემატკივრებთან.

შემდეგ ტურში იმედი აქვთ, რომ ისეთივე შთაბეჭდილებას მოახდენენ და მაყურებელს, რომელმაც ისინი უკვე შეიყვარა, იმედს არ გაუცრუებენ და უფრო გაახარებენ. ჩვენც, წარმატებებს ვუსურვებთ მათ : )

15 April

მეექვსე გადაცემის მარგალიტები

გთავაზობთ მეექვსე გადაცემის ყველაზე სახალისო მომენტებისა და ფრაზების ნაკრებს :)

14 April

კარატისტების ჯგუფი “წმინდა გიორგი”

14 April

ნიკა და ქეთი

14 April

მეექვსე გადაცემის “yes” ბლოკი

14 April

ნინი ნუცუბიძე

14 April

ჯუმბერ ნოზაძე

14 April

ზვიად აბულაძე

14 April

მეექვსე გადაცემის “No” ბლოკები

14 April

ჯუნგლები

13 April

11 აპრილი, მეექვსე გადაცემა

ამ ორშაბათს ნიჭიერის მეორე სეზონის ქასთინგების ბოლო სერია გავიდა ეთერში. შესაბამისად, ამ წელს  ბოლო ახალი კონკურსანტები ვნახეთ, რომლებიდანაც ზოგი “კიდევ სცადეთ”-ს დაელოდება, ზოგიც იმ ერთ ნაბიჯს, რომელიც ნახევარფინალამდე აშორებს. უახლოეს დღეებში, ყველა შემდეგ ტურში გადასულის გალერეა დაიდება და ვეცადოთ პროგნოზები გავაკეთოთ, როგორ ორმოცდაათეულს შეადგენს ჟიური ლაივებისთვის! იქამდე კი მეექვსე გადაცემის მონაწილეების შეფასებას შევუდგეთ, ტრადიციულად : )

  • ჯუნგლები

ერთადერთი, რაც მათ ნომერში იყო კარგი, ეს იყო ფორმები, რომლებიც თვითონ შეკერეს. შეიძლება აჭარელი გოგოს გაჯუნგლებაში იყო თავისებური შინაარსიანი ქორეოგრაფიის  მცდელობა, მაგრამ იმდენად მოინდომეს ნამდვილ პირველყოფილ ჯუნგლებს დამსგავსებოდნენ, მოძრაობებიც მიამსგავსეს და ხელში ქაოსი კი შეგვრჩა…სამაგიეროდ, ვანიკომ უცებ იშოვა თეთრი დათვისგან შეკერილი სამოსი :D

——–

  • მათე ხიდაშელი

სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი გეგას და სოფოს მისმა შეყვარებულობამ მოულბო გული, თუ რა მოხდა, მაგრამ მაინც ვერ გავიგე რა პრინციპით მოხვდა ეს ბავშვი შემდეგ ტურში. გამოვიდა, აბსოლუტურად დაუხვეწავი მოძრაობები გააკეთა და შესაბამისად, ვანოს შეფასებას ვეთანხმები : “საყვარელი ხარ,  მაგრამ უფრო მეტი იყო საჭირო სცენაზე, ჩემი აზრით”.

  • ზვიად აბულაძე

“ალბათ ესე გამოვიყურები, არმინდა რომ ვიყო სერიოზული მაგრამ… ახლა,ყველა ასრულებს ამას,მაგრამ მაინც მე ჩავთვალე რომ…პრეზიდენტის პაროდია უნდა გავაკეთო და ლურსმნები უნდა გადავღუნო,როცა როლში შევალ. არა,  პრეზიდენტი არ ღუნავს ლურსმნებს, მაგრამ მტრებზე ხომ ჯავრობს და… ეს არაფერი რთული ნომერი არ არის, მაგრამ რატომღაც ასე ჩავთვალე, რომ თქვენს წინაშე გამოვსულიყავი.”


მგონი იმ იშვიათთაგანია, ვინც მიუხედავად იმისა, რა გააკეთა სცენაზე, მაინც კეთილგანწყობას იწვევს:)) დარბაზშიც გაიჩინა ერთი ფანი და ჟიურიშიც თავისი არაჯიუტი და დამთანხმებელი ხასიათით. სხვათაშორის, პაროდიის ნიჭი მეტ-ნაკლებად აქვს, დახვეწას ექვემდებარება და იქნებ მომავალში, უფრო შეყვარებული რომ იქნება და ადვილად შეძლებს ლურსმნების გადაღუნვს, მერე სცადოს ბედი…ჰო.. ჰოო ჰო, ჰოო… ჰო …

  • თამუნა გორგოძე

“გამარჯობააა. მოგესალმებით სუყველას, ძალიან მიყვარხართ ყველანიიი.”

თამუნა ერთ-ერთი მათგანია, ვისაც გულდასმით უმალავენ, რომ არც სმენა აქვს და  ვერც მღერის. თუმცა, როგორც ჩანს დამალვის ხარისხი დაშვებულ საზღვარზე მეტია! რჩევები სპეციალურად თამუნასთვის:

ამოგმინვასაც ნიჭი უნდა. ამიტომ, ვთავაზობ rihanna-ს russian roulette-ს კარაოკე ვერსიას- ახლა უკვე სუნთქვის არომატით!

  • გალაკტიონ ხონელიძე

“თუ ვერ ვიგრძნო დილის ცვარი, სცენის მტვერი, ღამის ყინვა,

მაშინ ვინ ვარ?პასუხი არაა საჭირო…”

“ყველაფერჩიკი”-ს სამსახურების ჩამონათვალი კი იყო შთამბეჭდავი: “ტვირთის გადატნა, დაბარვა, ხის მოჭრა, ტანკის მძღოლობა, მსახიობობა, მენატურეობა”… ნიჭიერში ხეირისთვის მოსულს მგონი კიდევ ერთი პროფესია დაემატა: “ნიჭიერში გირების თანხლებით მომღერლი”, თუმცა ხეირი ამ დროისათვის მხოლოდ ჟიურის “კი”-ებია მისთვის, რომლებიც ისე თქვეს, რომ თვითონაც ვერ გაიგეს  მიზეზი - “აშკარაა,რომ ხართ ძლიან ნიჭიერი ადამიანი, ოღონდ რისი ნიჭი გაქვთ, მაინც ვერ გავიგე. სწორედ იმაშია,რომ განსაკუთრებული არაფერი არ ქნა,მაგრამ ყველა გაგვაოცა.”

მეექვსე გადაცემის კარგი ნომრები:

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერან ოფიცერთ კავშირის, მშვიდობის ვოკალური ანსამბლი“მშვიდობა”
  • “ნიღბების ცეკვა”-  მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებული ნიჭიერება არ იყო, გასართობად კი გამოდგა! თანაც, ბარემ, გადაცემის ფავორიტი დიალოგი:  სოფო- უნდა გაგვართოთ? გუგლიკო და ზაკო- დიახ. სოფო-   და რა პონტში?  :))
  • “ბრავო” - სიმებიანი საკრავების ანსამბლი, რომელსაც ძალიან კარგი ჰარმონია ჰქონდა.
  • ბათუმელი რეპერები“გაფრინდით ბათუმში ვიქენდებზე,დაისვენეთ ოჯახთან ერთად”
  • ნუცა ბუზალაძე – ძალიან ლამაზი  ვოკალით და კარგი ტექნიკით.
  • ბოლნელი ბიჭები
  • ჯუმბერ ნოზაძე- მართლა საყვარელი ბაბუ და მოულოდნელობებით აღსავსე- ვინ წარმოიდგენდა, რომ ოსოლე მიოს ასე იმღერებდა? :)

ფავორიტები:

ნიკა და ქეთი

ბათუმელი პატარა მოცეკვავეების წყვილი. შინაარსიანი ქორეოგრაფია ჰქონდათ, ძალიან კარგი სინქრონი და რაც ყველაზე კარგია, სცენაზე ქცევის ძალიან კარგი მანერები.

ირაკლი სარალიძე

“ვარ  მხიარული, წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული და ცოტა ნერვიული”

შარშანდელი ილუზიონისტების წყალობით, ამ სეზონის ამ ჟანრში მოღვაწეები არც ისე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. გეგამაც ხაზი გაუსვა თან, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ფოკუსების მიმართ- ზედმეტად მკაცრი ხდება დაუყოვნებლივ! დასტური სახეზეა- თვითონ  ადგა და თავის ფეხით მივიდა ბორკილების შესამოწმებლად! ირაკლის  გამოსვლა, ნამდვილად კარგად იყო აწყობილი, კარგი  ეფექტებით და იუმორის საკმარისი დოზით. კარგი იქნება, თუ ნახევარფინალისთვის უფრო დინამიურ ნომერს შემოგვთავაზებს- წელს ერთადერთი კარგი ილუზიონისტია და მის კისერზეა ამ ჟანრის ბედი! : ))

ნინი ნუცუბიძე


“რომ გავიზრდები, მინდა, რომ მარი გამოვიდე”

ნინის დას შეიძლება საერთოდ ცალკე პოსტი დასჭირდეს ისე მოეწონა ყველას, მაგრამ მაინც პატარა მომღერალზე ვილაპარაკებ : )) ასეთ ასაკში შესრულების ასეთი მანერა, სცენაზე  ფეხადგმულ, აწ უკვე ზრდასრულ  მომღერლებს უჭირთ ხოლმე! როგორც სოფომ აღნიშნა “11 წლის ასაკში ეს სიმღერა ძალიან რთული შესასრულებელია და შენ ეს შეძელი” და როგორც გეგამ დაამატა ” ამ ასაკში სცენაზე ასე თავისუფლად დგომაც რთულია”-ო, მათი შეფასებებით ყველაფერია ნათქვამი…

კარატისტების ჯგუფი “წმინდა გიორგი”

“ნიჭიერი შეაზანზარეს, ნიჭიერი”

ბევრი სპორტული ნომრები გვინახავს სცენაზე, ძალიან ბევრი შთამბეჭდავი სანახაობა და ძლიერი სპორტსმენები, მაგრამ ასეთი კარგად  ორგანიზებული ნომერი მართლაც იშვიათია ჩვენს სცენაზე. ერთი შეხედვით უბრალოდ სპორტული მოძრაობები დაალაგო ისე, რომ არ იყოს მოსაწყენი, ერთი წამითაც ვერ მოაშორო თვალი, რომ რამე არ გამოგრჩეს, იყოს დინამიური და ამავე დროს ასეთი რთული – არ არის ადვილი და მათ ეს შეძლეს და ძალიან კარგად : )

ასეთი იყო ქასთინგების ბოლო დღე. ვფიქრობ, სეზონის ქასთინგების მანძილზე ბევრი მრავალფეროვანი ჟანრი იყო, რის გამოც ნახევარფინალებიც აუცილებლად ისეთივე საინტერესო იქნება, როგორიც ქასთინგები იყო. დაველოდოთ ვინ იქნებიან ჟიურის საბოლოო რჩეულები-  ეს ყველაფერი შემდეგი კვირის განსახილველი საკითხებია და ტრადიციულად, ველით შემდეგ ორშაბათს.

პოსტის ბოლოსთვის, ფავორიტი კადრი გადაცემიდან- ვანომ ნიღბის მაგივრად საკუთარი სახე მიამაგრა ფარდაზე! :D

13 April

ნუკრი მენთეშაშვილი- სრული ვერსია

გთავაზობთ მეექვსე გადაცემის “No block”-ის ერთ-ერთი მონაწილის, ნუკრი მენთეშაშვილის სიმღერის სრულ ვერსიას ტექსტითურთ:

“ვიყავი ჩემთვს, მინდოდა ცოლი,

მაგრამ დაიწყო, დამპალი ომი.

ვიყავი ჩემთვის, მინდოდა შვილი,

მაგრამ დამთავრდა ცხოვრება მშვიდი.

ჩვენ ჩვენს სამშობლოს დავიცავთ მკერდით და მივუწვებით ჩვენს გმირებს გვერდით,

არ დავიჩოქებთ არასდროს ფერხთით. ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვუდგევართ გვერდით,

ჩვენ არ გვაშინებს თქვენი ტყვიები,

ჩვენ ყოველთვის ყოველთვის ერთად ვიქნებით (მეტი არაა ჩემი მტერი)

ჩვენ ყოველთვის ყოველთვის ყოველთვის  ყოველთვის  ერთი ვიქნებით, ერთი ვიქნებით, ერთი…

აგერ დამთავრდა ვერაგი ომი,

მე მოვიყვანე ვიყვანე ვიყვანე ლამაზი ცოლი ,

კვლავ მელოდება მე დედა სახლში და მას მოუჩანს ჭაღარა თმაში,

კვლავ მელოდება მე დედა სახლში. და მას მოუჩანს ჭაღარა თმაში…”

12 April

ირაკლი სარალიძე

12 April

გალაკტიონ ხონელიძე

12 April

“Yes block” – მეექვსე გადაცემა