28 April

თიკა და ვანიკო- სახალისო მომენტები

“ნიჭიერს” რომ ნიჭიერი წამყვანები ჰყავს, ამაში ალბათ არავინ შეგვედავება! ხშირად ისინი კონკურსანტზე უკეთ ასრულებენ სცენაზე წარმოდგენილ ნომერს.

გთავაზობთ მეორე სეზონის მანძილზე მათ მიერ შესრულებულ არაერთი ჟანრის ცეკვას და სახალისო მომენტებს : )

28 April

ვის გულშემატკივრობთ პირველ ათეულში?

ახლოვდება პირველი ნახევარფინალი! ჩვენს ბლოგზე, ტრადიციულად, ყველა ნახევარფინალის წინ გამოკითხვა მოქმედებს, რათა გავიგოთ ვინ არიან ჩვენი მკითხველების ფავორიტები: )

სხვათაშორის, წელს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ თქვენ მოგენიჭებათ, თუმცა ამის შესახებ რამდენიმე დღეში მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას! იქამდე, დააფიქსირეთ თქვენი აზრი აქ, ბლოგზე:

ვის გულშემატკივრობთ ფინალში, 6 ივნისს?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...

და ჩვენი ფეისბუქის გვერდზე გახსნილ გამოკითხვაში

27 April

გეგას ინტერვიუ სპეციალურად ვებ სივრცისთვის

ჟიურის ყველაზე გამოცდილი წევრი, გეგა ფალავანდიშვილი, უკვე მეორედ ემზადება ნახევარფინალებისთვის! იქამდე, მან  ნიჭიერის ინტერნეტ სივრცისთვის ვიდეო პოსტის სახით გააკეთა  შეჯამება ქასთინგებში მონაწილეებისა და ჟიურის შესახებ. გვითხრა, რომ წინასწარი მოლოდინები ჰქონდა, თუმცა ბევრი ახალი და ბევრად მეტი უფრო მომზადებული ნომერი იყო - “როგორც აღმოჩნდა, საქართველოში გვყავს კიდევ ბევრი ნიჭიერი”. ნახევარფინალებთან დაკავშირებითაც გამოთქვა მოლოდინები – “წელს ცოტა უფრო უკეთესი  იქნება. იმიტომ, რომ შარშან ძალიან კარგი იყო და შარშანდელზე ცოტა უკეთესი უკვე ძალიან კარგია!”.

Nichieri.ge-ს მკითხველებისა და facebook.com/nichieri-ს მომხმარებლებისთვის  კომენტარიც გააკეთა “შემოდით, დარჩით, ხშირად იკითხეთ და რაც მთავარია, იაქტიურეთ” : )

ვიდეო:

26 April

პირველი სეზონის ფინალისტები “ნიჭიერი”-ს შემდეგ

ვიდრე ნახევარფინალები დაიწყება, გადავწყვიტეთ შარშანდელი ფინალისტებისთვის მიგვემართა მკითხველისთვის იმის გასაზიარებლად, თუ როგორ განვითარდა მათი ცხოვრება “ნიჭიერი”-ს შემდეგ.  ისინი,  რა თქმა უნდა, ყურადღებით უყურებენ წლევანდელ სეზონს, გულშემატკივრობენ მონაწილეებს და ჰყავთ ფავორიტებიც. მაშ ასე, სპეციალურად ნიჭიერის ბლოგისთვის – პირველი სეზონის ფინალისტები!

ვერკა და გიორგი

ნიჭიერის შემდეგ, ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს. ადრე თუ  ხშირად ვეძებდით სამსახურს, ახლა პირიქით, არჩევანი გვიწევს იმდენი შემოთავაზებაა. თვითონ გვიკავშირდებიან და გვთხოვენ მათთან ვიმუშაოთ. რაც მთავარია, როცა გვხედავენ, ძალიან დიდი სიყვარული იგრძნობა ხალხის მხრიდან. ჩვენს ქალაქშიც მეტად გვაფასებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ნიჭიერს ჩვენთვის ყოველივე კარგის მეტი არაფერი მოუტანია! ვაგრძელებთ მუშაობას და უფრო და უფრო ვიხვეწებით…

ლევან შავაძე (პირველი სეზონის გამარჯვებული)

ნიჭიერის შემდეგ, ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა. ხალხის მხრიდან ჩემი ნიჭის მოთხოვნა გაიზარდა- ბევრს უჩნდება სურვილი, რომ მომისმინოს, მეპატიჟებიან კონცერტებზე და სხვადასხვა საღამოებზე.

წლევანდელ ნიჭიერში ყველაფერი ძალიან კარგია. ჟიური კომპეტენტურია და მონაწილეებიც კარგები არიან. ფავორიტებიც მყავს- ესენი არიან მარიამ ტომარაძე და ვანო ფიფია.

ბაბი და მარი

ჩვენ ახლა სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე ვართ და უფრო დიდ დროს სწავლას ვუთმობთ, ვიდრე სიმღერას, თუმცა ჩვენი დუეტი ისევ არსებობს. საზოგადოებისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ, სხვადასხვა კონცერტებში ვმონაწილეობთ. იმედი გვაქვს, მალე უფრო აქტიურად დავუბრუნდებით სცენას!

გივი მაღრაძე (პარკური)


ვფიქრობ, “ნიჭიერში” ჩვენი მონაწილეობის შემდეგ, საკმაოდ ბევრი დაინტერესდა პარკურით, მიმდევრები მოემატა ამ სპორტს. ჩვენს გუნდს რაც შეეხება, ვვარჯიშობთ, ტურნირებში ვგეგმავთ მონაწილეობას. 2 ახალი პატარა წევრიც გვყავს. სხვათაშორის, ჩვენს მიერ გაკეთებული ვიდეო მათი მონაწილეობით, youtube-ს საკმაოდ პოპულარულ არხზე, რომელიც “Urban Freeflow ® The Worlds Premier Parkour and Freerunning Organisation”-ს ეკუთვნის, რამდენიმე დღის წინ განათავსეს და უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

წელს ნიჭიერში პარკურის აკრძალვას რაც შეეხება, გული დაგვწყდა, თუმცა უმჯობესი იყო უფრო მომზადებულები ყოფილიყვნენ.

წლევანდელ ნიჭიერში ჩვენი ფავორიტები არიან “Acro Style”, “მატრიცული პანტომიმა” და დაკი.

გუგა ჭყონია

ეს სეზონი  ძალიან მომწონს, უფრო მრავალფეროვანია. დაკის ვგულშემატკივრობ განსაკუთრებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეულ გამარჯვებულს აარჩევს მაყურებელი.

ნიჭიერის შემდეგ ძალიან შეიცვალა ბევრი რამ, პოპულრულიც გავხდი. მაქვს გამოსვლები ძალიან ბევრ ღონისძიებაზე. რაც ყველაზე ძალიან მიხარია- ჩემი ჟანრი აქტუალური გახდა, ბევრი დაინტერესდა, მომმართავენ კიდეც დახმარებისთვის. ძალიან მიხარია ეს ფაქტი, რადგან ნიჭიერში მოსვლისას ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო – მინდოდა ბიტბოქსი პოპულარული გამეხადა.

გულნაზ გოლეთიანი

ყველა ინტერვიუში, ნიჭიერის პერიოდშიც კი, სულ აღვნიშნავდი, რომ ერთმა სიმღერამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა! ჩემთვის მთავარი ხალხის სიყვარული იყო, რასაც ნამდვილად ვგრძნობ. ყველა კუთხით ძალიან დამეხმარა, ფინანსური მდგომარეობაც გამიუმჯობესდა. ნიჭიერის შემდეგ ტურნე დავიწყე და კონცერტები მქონდა გურიაში, რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში… ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაშიც მივიღე მონაწილეობა, რაც ძალიან მახარებს.

ამჟამად ჩემთვის სიმღერას რუსუდან სებისკვერაძე წერს, რომელსაც სტუდიაში ჩავწერ შემდეგ. ასევე, ერთი სიურპრიზი მაქვს, რომელსაც არ ვამხელდი, მაგრამ სპეციალურად nichieri.ge-სთვის ვიტყვი, რომ ლეჩხუმისთვის ჰიმნი დაიწერება. ფაქტობრივად, “ლენტი უკვე გაჭრილია”, რადგან სპონსორები გვყავს და სულმოუთმქელად ველოდები როდის შევძლებ განხორციელებას. მეორე სეზონის ნახევარფინალისტებს კი  წარმატებებს  ვუსურვებ!

მარიამ კახელიშვილი

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა “ნიჭიერში” მონაწილეობის შემდეგ, დიდი წარმატება მომიტანა. განსაკუთრებული იყო ევროვიზიაში მონაწილეობა. ამ კონკურსმა ბევრი რამ მომცა

ასევე ვმონაწილეობდი ტელეპროექტ “ბრავოში”. ახლაც ვაგრძელებ მეცადინეობას, მინდა უფრო და უფრო პროფესიონალი გავხდე, თანაც კიდევ ერთი კონკურსისთვის ვემზადები.

მეორე სეზონში ჩემი ფავორიტები არიან მარიამ ტომარაძე და მარიამ აკობია, რომელიც ჩემი მეგობარია და მინდა წარმატებას მიაღწიოს. სოსო ნარიმანიძესაც ვგულშემატკივრობ,  რა თქმა უნდა! : )

დავით რობაქიძე


ამ დროის მანძილზე, ძალიან ბევრ გადაცემაში მივიღე მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, სულ რამდენიმე დარჩა ისეთი, სადაც არ ვყოფილვარ მიწვეული. სტუმრად ვიყავი “ვანოს შოუში”, “ვა ბანკში”, სადაც მოგებული თანხით მანქანაც შევიძინე და ძალიან გახარებული ვიყავი ამით, “პროფილი”, “ლოტო”, “იღბლიანი ბორბალი”, “საბავშვო ამბები”, “ეკივოკი”, “ბრავო”, სხვადასხვა სიუჟეტები გადაცემებში…

დავიწყე მუშაობაც, ვთანამშრომლობ სხვადასხვა კომპანიებთან და მონაწილეობას ვიღებ საქველმოქმედო აქციებში.

წლევანდელი ნიჭიერი, როგორც შოუ, წინა სეზონზე მეტად სანახაობრივი იყო, ბევრი ახალი ჟანრია ნამდვილად. იმედი მაქვს, რომ შემდეგი სეზონისთვის ილუზიონისტები გამოსწორდებიან, ამ ეტაპზე კი, ერთადერთ ნახევარფინალისტს ამ ჟანრში, ირაკლი სარალიძეს, წარმატებებს ვუსურვებ!

ამიკო სამადაშვილი- ჯგუფი “Next Level”


“ნიჭიერი”-ს შემდეგ ჩვენს სფეროში უფრო ცნობადები გავხდით, შესაბამისად გაიზარდა ჩვენთან ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა, უკეთესი სტუდიაც გვაქვს. წარმატების შედეგად ჩამოგვიყალიბდა იდეა, რომ ჰიპ-ჰოპის ფედერაცია დაგვეარსებინა, სადაც გავაწევრიანეთ დამწყები მოცეკვავეები, რათა მეტად განვითარებულიყვნენ. ვგეგმავთ ჩემპიონატის გამართვასაც. მონაწილეობას ვიღებთ როგორც საქველმოქმედო, ისე კომერციულ კონცერტებში. ვაგრძელებთ ჩვენს სფეროში მოღვაწეობას  და საკმაოდ წარმატებით.

დაახლოებით ერთ თვეში, 25 მაისს, რომში მივდივარ საქართველოს სახელით მსოფლიო ჰიპ ჰოპის ჩემპიონატზე და იმედი მაქვს, კარგი შედეგებით დავბრუნდები.

მეორე სეზონში, სასიხარულო იქნებოდა უფრო ბევრი მაღალი დონის ჯგუფი რომ ყოფილიყო ჩვენს ჟანრში, “New Style”-სა და “Next Level”-ზე უკეთესებიც, თუმცა , ვფიქრობთ, ქასთინგებზე ეს ასე არ მოხდა. ნახევარფინალებისთვის გაუმჯობესებას ველოდებით!

ასეთი იყო ჩვენი პირველი სეზონის ფინალისტების შთაბეჭდილებები. დაკავშირება დღეისათვის მხოლოდ ავთო ნაცარაშვილთან, მარიამ ფაჩულიასთან და ანი ხანჩალიანთან ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილების მსგავსად ისინიც აქტიურად აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, ანი ხანჩალიანი ხშირად ჩანს კიდეც ეკრანებზე.

ნიჭიერის ბლოგი კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს მათ და მეორე სეზონის მომავალ ფინალისტებსაც.სულ მალე- 2 მაისიდან, ყოველ ორშაბათს, მათ სიას ახალ-ახალი წევრები შეემატებიან!

22 April

ნიჭიერი ბლოგერებთან ერთად

ნიჭიერის და ბლოგერების თანამშრომლობის შესახებ პროექტის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი.
პირველ სეზონზე, ჩატარდა კონკურსი ბლოგერებისათვის დ შეირჩა სამი მოწვეული ბლოგერი, რომლებიც სისტემატიურად წერდნენ გადაცემების განხილვას. შესაბამისად, აქ, კვირაში 3 დღე ეთმობოდა გასული გადაცემის შეფასებებს.

წელს, პროექტის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბლოგერებისთვის მეტი სტიმულისა და სარგებელის მისაღებად, ბლოგზე მხოლოდ ერთი ძირითადი განხილვა დარჩენილიყო და სხვა ბლოგერებსაც მისცემოდათ ნიჭიერის ბლოგზე წერის საშუალება:

  • “ნიჭიერის” ბლოგზე, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი ჰყავს, დაიდება თქვენი პოსტი, გაილინკება თქვენი ბლოგი მოკლე აღწერითურთ და ბევრ ახალ მკითხველს შეიძენთ,
  • მიიღებთ ჰონორარს გამოქვეყნებული პოსტისთვის,
  • აქტიური ბლოგერები შეძლებენ დაესწრონ “ნიჭიერის” ნახევარფინალებსა და ფინალებს.

6 ქასთინგის განმავლობაში საკმაოდ ბევრი პოსტი დაგროვდა. სტუმრად სხვათაშორის, ყველა, ვინც “ნიჭიერის” შესახებ წერდა, აღნიშნავს, რომ მის ბლოგზე, მიუხედავად იმისა, აქ სტუმრად იყო, თუ არა, მაინც გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა იმიტომ, რომ  ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს საძიებო სისტემებში ნიჭიერს, მონაწილეებს, ჟიურის და ა.შ. შესაბამისად, ძიების შედეგებში მათი ბლოგებიც ხვდება.

ამ პოსტში გვინდა გარკვეული შეჯამება მოვახდინოთ- თუ რა შთაბეჭდილებები ჰქონდათ ბლოგერებს, ვინ წერდა ხშირად…ზოგმა სპეციალური კატეგორიაც კი შექმნა ნიჭიერისთვის. მათ შორის განსაკუთრებით სისტემატიურად წერდნენ: ჰაეროვანი ბლოგი , სიყვარულოვნა, TaTu’s Wor(l)d, მანქიერი ბლოგისრულიად ელემენტარული ბლოგი

პირველი გადაცემის პოსტები ძირითადად მოლოდენებისა და შედეგების შთაბეჭდილებების გაზიარებას დაუთმეს ბლოგერებმა:

მაგალითად, ამონარიდი აგათას ფერად ბლოგზე პოსტიდან :

“თბილისის დროით 2011 წელი. 7 მარტი. 22საათი და 00 წუთი. თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს თარიღი არაფერს ეუბნება, სანერვიულო არაფერია, უბრალოდ ჩართეთ ტელევიზორი!”

ქილიპა, რომელიც აქაური კომენტარებიდან ალბათ უკვე ბევრს გეცნობათ, სკეპტიკურად იყო განწყობილი,  თუმცა გადაცემის დასრულებისას შეეცვალა შთაბეჭდილება:

“სანამ დავასრულებდე კი ორიოდ სიტყვა აქაც უნდა ვთქვა ჟიურის შესახებ, ანუ ახლანდელი განწყობა:

გეგა ფალავანდიშვილი – არც ,,უსწერვია”, არც სიყალბე შემიმჩნევია, არც კამერის ,,ხამობა” და ობიექტურიც იყო…
სოფო ნიჟარაძე – მართლა ძალიან ლამაზი, საყვარელი და ბუნებრივი (მიუხედადავ მეტისმეტი პირდაღებულობისა და გაფართოებული თვალებისა) ჟიურის წევრი. ცოტა სიმკაცრე აკლია, აშკარად ყველაზე გული წყდებოდა, მაგრამ თანდათან შეეჩვევა ალბათ…
ვანო ჯავახიშვილი – გადაცემის გამხალისებელი, თურმე იუმორის მქონე, თან კარგი და მოსწრებული იუმორის პატრონი…

ერთ-ერთ ბლოგერს, სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი გამოხმაურების გამო,  Twitter-ზე “ნიჭიერის” ჰეშტეგის შექმნის იდეაც დაებადა : ))

მთელი ნიჭიერის განმავლობაში სულ ვტვიტავდი და ვტვიტავდი და გამიჩნდა იდეა, რატომ არ შეგვექმნა ჰეშტეგი  -   #ნიჭიერი


შემდეგი გადაცემები უკვე გამართლებული მოლოდინებით იყო დაწერილი და ყველა ორშაბათი შესაბამისი შემართებით იწყებოდა:

“უი დღეს ორშაბათია? აუ პირდაპირ ღამის 10 საათით რო დავიწყოთ?

ორშაბათი მძიმე დღეაო ნათქვამია,მაგრამ გუშინ ეს ცნობილი ანდაზა განვავრცე და მივუმატე,რომ ორშაბათის მძიმეობისდა მიუხედავად მას “ნიჭიერი” ამსუბუქებს. წინა ორშაბათს ტრიუმფით დაბრუნებული ყველაზე პოპულარული შოუს ეთერში გასვლას სრულიად საქართველო მოუთმენლად ელოდებოდა,იმის გამო,რომ “რუსთავი2-ის” მაუწყებლობა საკაბელოზე შეწყდა, ჩემი სახლი ხალხით გაივსო და  შეიძლება ითქვას,რომ “მინი ფილარმონიას” დაემსგავსა

- ვკითხულობთ ჰაეროვან ბლოგზე დაწერილ მეორე გადაცემის მიმოხილვაში : )

პოსტები საკონკურსოდ არ გამოუგზავნია, მაგრამ კომენტარებში აქტიურად ლინკავდა პოსტებს teen ჟურნალის ბლოგის ავტორი. მან ქობულეთში ჩატარებული მოპარული ნიჭიერის შესახებ გვამცნო და მოცეკვავე ლამზირას პარტნიორთან, დათო ვაშაყმაძესთან ინტერვიუც შემოგვთავაზა.

სიყვარულოვნამ ბოლო ქასთინგის ბოლოს განაცხადა, “ვერა, ვერ შევეშვები ნიჭიერს“-ო :

“ნიჭიერზე წერა რატომღაც ჩვევად მექცა :/ ყოველთვის როცა პოსტს ვაფაბლიშებ ვამბობ რომ შემდეგ კვირას აღარ დავწერ. მაგრამ, ორშაბათს რომ ვუყურებ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ეს სერია როგორ დავწერო ბლოგზე.”

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა  იცის კიდეც, რომ “ნიჭიერის” ორიგინალი ვერსიის, Britains got talent_ის  ახალი სეზონის პირველი გადაცემა წინა კვირაში გავიდა ეთერში. ზოგადად, როდესაც ნიჭიერის კრიტიკას იწყებენ და მონაწილეებთან , ჟიურისთან, თუ თუნდაც მონტაჟთან დაკავშირებით, პირველ რიგში სწორედ მათ დონეს ადარებს ყველა. წელს კარგი საშუალება იყო ამ შედარების გასაკეთებლად და  ”იქაური ნიჭიერის”  პირველი გადცემის ყურების შემდეგ რეალითი ბლოგის ავტორმა სწორედ ამ შედარების საფუძველზე გარკვეული დასკვნებიც გამოიტანა:

მინდა აღვნიშნო,რომ “ნიჭიერს” ბევრი პლიუსი ჰქონია და იმიტომ რომ ანალოგია ამ პროექტისა და ინოვაციების უფლება არ აქვთ,”ნიჭიერი” კიდევ უფრო მეტად დავაფასე. ჯერ იქიდან დავიწყებ,რომ “ნიჭიერის”,ფილარმონიის სცენაც და დარბაზის ფართობიც ორჯერ უფრო აღემატება BGT-ს სცენას.
მეორე ფაქტი ის,რომ “ნიჭიერის” შოუს მონტაჟი მეტად უფრო კარგია,რადგან:

  • Yes Block-ის ხანგრძლივობის რაც შეიძლება ცდილობენ მეტად გაზარდონ
  • სასიამოვნო გაფორმება აქვს მონაწილეების თავდაპირველ სიუჟეტებს
  • დუტას ხმა ყველგან და ყოველთვის ძალიან უხდება შოუს მონაკვეთებს

აქ დალინკული ბლოგერების გარდა, იყვნენ სხვებიც, რომლებიც თუნდაც თითო პოსტით შემოიფარგლნენ და მათაც ასევე დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალების მანძილზეც  ერთი ბლოგერი იქნება ბლოგზე სტუმრად კვირაში, ყველა ჩვენგანი ყურადღებით კითხულობს დანარჩენი  ბლოგერების პოსტებს, კრიტიკა იქნება ეს, თუ დადებითი შეფასება: )  ველით თქვენს პოსტებს ნახევარფინალებში- აქტიურ ბლოგერებს კი დავუკავშირდებით და ნახევარფინალებზე დასწრების საშუალებას მივცემთ. იქამდე, კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი შემოთავაზების პირობებს- http://nichieri.ge/bloggers/

20 April

Deliberation – Season 2

ორშაბათს  ”ნიჭიერის” ჟიურისა და მონაწილეებს ნამდვილად მძიმე დღე ჰქონდათ. მართალია ქასთინგებზე 2 და 3 “კი”-ს მიღება რთულია და ბევრი ვერ ახერხებს, მაგრამ გაცილებით რთულია ორმოცდაათეულში მოხვდე. ყველაფერი დიდი მსჯელობის შემდეგ წყდება, ჟიური ფიქრობს  ვის აქვე მეტი პოტენციალი, ვინ ამოწურა თავი პირველ ტურში და ყურადღებას აქცევს ჟანრებს.

Deliberation-ის სერიაში მარგალიტები ხვალისთვის შემოვიტოვოთ და დღეს განვიხილოთ  ჟიურის გადაწყვეტილებები  და მონაწილეები, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ. თუმცა, პოსტში მხოლოდ მათ შევეხებით, ვინც ორშაბათს ვიხილეთ, ნახევარფინალისტების სრული სია რამდენიმე დღეში გამოვექყნდება ბლოგზე და მათზეც ვისაუბრებთ.

განხილვა რამდენიმე კატეგორიად დაყოფილი იყო და ისე მიმდინარეობდა, ბევრი იყო ისეთი, რომლებიც ერთმანეთთან ასოცირდებოდნენ ჟანრებით, თუ ასაკითა და სტილით.

  • მარიამ აკობია და მარი ტომარაძე

ორივე ერთი ასაკის,  ერთი შესაძლებლობების და ფაქტობრივად, ერთნაირი მონაცემების მომღერლები არიან. თუმცა, ორივე მათგანს, თავისებური სტილი მაინც აქვს, განსხვავება ხმის ტემბრიშიც არის და შესრულების მანერაშიც. ამავე კატეგორიაში გავიყვანდი ნუცა ბუზალაძეს, რომელსაც ასევე ვიხილავთ ნახევარფინალში.

  • თეონა კოროშინაძე და ნადი ზახარიანი

ჩემთვის ეს ორი მონაწილე რადიკალურად განსხვავებულია. თეონა კოროშინაძე ჩამოყალიბებული მომღერალია, სცენაზე მოქცევის ისეთი მანერებით, რომელიც ასე გვაკლია საქართველოში. ჩემთვის ის ასოცირდება თანამედროვე ამერიკულ პოპთან და ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში, როგორც გეგამ თქვა, ძალიან კარგი შოუს გაკეთება შეუძლია.

რაც შეეხება ნადი ზახარიანს, ხმის ტემბრი სწორედ იმ ჟანრს უხდება, რითაც გავიცანით. ალბათ იმავე სტილში გააგრძელებს მოღვაწეობას ნიჭიერის სცენაზე :)

  • მოცეკვავეები:  დაკი და ხვიჩა

საერთოდ, ცეკვის ის ჟანრი, რომელსაც ეს ორნი წარმოადგენენ, სოლო შესრულების დროს გაათმაგებულ ეფექტს მოითხოვს. ხვიჩას კარგი ტექნიკა ჰქონდა, დაკის ნომერი უფრო მრავალფეროვანი და დინამიური იყო.

  • მათე და ლუკა

ამ ორის შედარება დიდად არ მიყვარს ხოლმე. მათეს ცეკვა ერთმნიშვნელოვნად არ იყო კარგი და იმ დონის მითუმეტეს, რომ ნახევარფინალში ყოფილიყო. ლუკას რაც შეეხება, ადამიანი, რომელიც  ისე მღერის, რომ თან იჭყანება და ისე ცეკვავს, რომ ვერ შეამჩნევ, თუ ბალეტზე არასდროს უვლია (ეს უკანასკნელი იმ მიზეზით, რომ ამ დროს მის სახეს უყურებ და არა გედების ტბას :D ), შეუძლებელია ქასთინგზე ამოეწურა თავის შესაძლებლობები! :))

  • ემოციური ნომრები

ხშირად ხდება ქასთინგების დროს, რომ ემოციურობა აჭარბებს მონაწილის შესაძლებლობებს. ემოციურობის კონტექსტში განიხილეს ნატალი ვეფხვაძე, მოხუცები კათარზისიდან, გივი ჯუღაშვილი, ვანო ფიფია…

ნატალი ვეფხვაძეს, 9 აპრილის ფონი და მისი ცხოვრების ისტორია რომ ჩამოვაშოროთ, ყველა შემთხვევაში ძალიან მაღალი დონის, ჩამოყალიბებული მომღერალი შეგვრჩება ხელთ და ყურთ :) ვანო ფიფიაზეც ასევე შეიძლება ითქვას-  მისი ხმის ტემბრი იმდენად გამორჩეული და ძალიან თბილია, რომ შეუძლებელია გულგრილი დარჩე მის მიმართ.

  • საყვარელი ბავშვების თემა

ამ სიაში ნიცა ყიფიანი, ანსამბლი ალილო, ნიკა და ქეთი, ფერიები, ნინი ნუცუბიძე და ტანმოვარჯიშე პატარა გოგონა მოხვდნენ.

ნიცა- მას შეუძლია მეტის გაკეთება ნახევარფინალში. კარგად ცეკვავს და ვვარაუდობ, რომ ისეთივე სანახაობრივი ნომერი ექნება, როგირიც ქასთინგზე.

ანსამბლი ალილო- ბაღის ასაკის ბავშვებს რომ ასე ორგანიზებულად შეუძლიათ სცენაზე გამოსვლა, ეს უკვე ნიჭია და ცეკვაზე აღარაფერს ვამბობ :)

“ფერია დები”- აი ესენი ნამდვილად “საყვარელობის ნიადაგზე” იყვნენ  გადაყვანილები ქასთინგის დროს.

ნინი ნუცუბიძე- ნინის ნახევარფინალში ვერ მოხვედრამ ბევრს დასწყვიტა გული. მათ შორის მეც ვარ იმიტომ, რომ მის ასაკში ამ სიმღერის ასეთი შესრულება და სცენაზე ასე თავისუფლად დგომა ნიჭია მართლა! მაგრამ საქმე ის არის, რომ ის მომღერლების ექვსეული, ” მარგალიტების მძივის მარაცვალი”, როგორც თიკამ და ვანიკომ უწოდეს, ანუ ყველაზე გამორჩეული მომღერლები იმდენად ძლიერები არიან, რომ მათ ფონზე ნინის ნამდვილად გაზრდა და ბევრი მუშაობა სჭირდება. შეუძლია შემდეგ სეზონში ახლიდან მოვიდეს : )

  • სოსო

სოსო მართლა ცალკე კატეგორიაა! შესაბამისად- განკერძოებით განსახილველი მონაწილე :)) ადამიანი რომ გამოდის ფილარმონიის სცენაზე, მღერის “არასაფილარმონიეს” და რამდენიმე წუთიანი სიმღერით “ნიჭიერის” ვიდეოების ყველა დროის ტოპ ვიდეოების სათავეში ექცევა ნახვების ძალიან დიდი რაოდენობით, ამდენ ადამიანს უჩნდება ძალიან დადებითი ემოციები მის მიმართ, ვფიქრობ, სრულიად სამართლიანად იმსახურებს ნახევარფინალს :)

  • განსხვავებული ჟანრები

Acro Style-ს  ”მრავალსართულიანი ნომერი”

მატრიცული პანტომიმა

Black Balnce

კარატისტების ჯგუფი “წმინდა გიორგი”

ყველა მათგანის შესახებ არაერთხელ ვისაუბრეთ ბლოგზე და ალბათ, ყველა ელოდება როგორი იქნება მათი ნახევარფინალური ნომრები. მე ვფიქრობ, ორივე სეზონის ყველაზე შთამბეჭდავ ნომრებში მათ უკვე დაიმკვიდრეს ადგილი და არც შემდეგში გაუჭირდებათ ეფექტის მოხდენა მაყურებელზე : )

  • ინტიმი

ძალიან ვიხალისე ვანოს და გეგას დიალოგზე  ცირასთან დაკავშირებით:

_ რაღაცა მოგვატყუა აშკარად,ინტიმი არ იყო,არაფერი არ იყო..

_ მაგრამ უყურე..

_ ვუყურე იმიტომ, რომ წინ იდგა!

:)))

ცირამ თქვა, რომ ნახევარფინალში იმას გააკეთებს, რაც ქასთინგზე არ გამოუვიდა. როგორც ჩანს, ვანოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ჟიურის დანარჩენ წევრებს აინტერესებთ ის ინტრიგა, რასაც ნახევარფინალში ვიხილავთ წესით. ისე, მართლა საინტერესოა ამჯერად მაინც მოეწონება,  თუ არა ვანოს.

პირველი ნახევარფინალის მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ:

დრამის ბიჭები

ბახვა წერედიანი

ანა და თემო

დავით დავითიანი

თათია დონაძე

ნატალი ვეფხვაძე

water lilly

ჰერელი გოგონები

ნიცა ყიფიანი

Acro Style

ნიჭიერის პირველი ნახევარფინალი 2 მაისს გაიმართება! იქამდე, ყურადღებით იყავით ჩვენს ბლოგსა და ფეისბუქზე, რადგან ყველა დეტალს, რომლებიც გაინტერესებთ ნახევარფინალებთან დაკავშირებით, ნელ-ნელა გავაჟღერებთ : ) გარდა ამისა, ვიდრე პირდაპირ ეთერში გავალთ, პირველი ნახევარფინლისტების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას, ფეისბუქზე დავდებთ შემდეგ კვირაში ექსკლუზიურ კადრებს რეპეტიციებიდან, შემოგთავაზებთ ჟიურისა და წამყვანების კომენტარებს სპეციალურად ჩვენი მკითხველებისა და გულშემატკივრებისთვის…

2 მაისამდე უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტებს- ახლა ყველაფერი მაყურებლის ხელშია : )

19 April

შმაგი შენგელია

19 April

ანა ძებისაშვილი

19 April

ქართლოს ქანთარია

19 April

18 აპრილი, Deliberation-ის “NO” ბლოკები

18 April

მეორე სეზონის ნახევარფინალისტები

მეორე სეზონის ნახევარფინალისტები ჟიურიმ გამოავლინა! მათ უკვე აირჩიეს ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი მონაწილეები, რომლებიც პირდაპირ ეთერში დადგებიან ნიჭიერის სცენაზე.

პირველ ნახევარფინალში ვიხილავთ:

დრამის ბიჭები

ბახვა წერედიანი

თემო და ანა

დავით დავითიანი

თათია დონაძე

ნატალი ვეფხვაძე

water lilly

ჰერელი გოგონები

ნიცა ყიფიანი

Acro style

18 April

ნიჭიერი- რამდენიმე წუთში!

სულ რამდენიმე წუთში ვიხილავთ ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპს მეორე სეზონში- გავიგებთ, როგორი ორმოცდაათეული შეადგინა ჟიურიმ ნახევარფინალებისთვის!

უყურეთ ნიჭიერს და თვალი გვადევნეთ  ფეისბუქზე- http://www.facebook.com/nichieri, პირდაპირ ეთერში გავიზიარებთ პირველ შთაბეჭდილებებს, შევაფასებთ  გადაწყვეტილებებს და ვუგულშემატკივრებთ მონაწილეებს!

18 April

დღეს ნიჭიერში- ვის აირჩევს ჟიური?

თქვეს წინაშეა იმ მონაწილეების სია, რომლებმაც ქასთინგების მანძილზე ჟიურისგან შემდეგ ტურში გადამსვლელი, ორი ან სამი კი მიიღეს. ზოგი მათგანი მაყურებლის ფავორიტია, ზოგი ჟიურისი, ზოგიც უბრალოდ გამორჩეული და განსაკუთრებული მონაწილე…დღეს კი მხოლოდ 50 მათგანი შეძლებს ნახევარფინალებში მოხვედრას!
წინ ყველაზე რთული ეტაპია მონაწილეებისთვის და ჟიურისთვის. გეგას, ვანოს და სოფოს მოუწევთ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, რადგან მათ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, საინტერესოთა შორის საინტერესოები და ფავორიტთა შორის ფავორიტები უნდა ამოარჩიონ.

ვიდრე ამ ყველაფერს ეთერში ვნახავთ, გავაკეთოთ ერთად პროგნოზები – ვის აირჩევს ჟიური? ვინ იმსახურებს ყველაზე მეტად პირდაპირ ეთერში ნიჭიერის სცენაზე დადგომას? შეადგინეთ საკუთარი ორმოცდაათეული! : )

17 April

Nichieri.Bog.Ge – VI ტური

ინტერნეტნიჭიერის მე-5 ტურში სამმა მომღერალმა გაიმარჯვა: ემილ შახვერდოვმა, ზვიად მღებრიშვილმა და ვახო ჩაფიძემ.

მე-6 ტურში კი მომღერლების ნაცვლად უკვე პარკური და სხვადასხვა ნიჭის მფლობელი ადამიანები ლიდერობენ. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ხმა ჰიპჰოპის მოცეკვავე გიორგი ჯაყელს აქვს, ინტერნეტ-ნიჭიერი კვლავ განებივრებულია პარკურის ვიდეოებით, ხოლო ჩვენი ფავორიტი ამ ტურში პატარა ლევანია, რომელიც უზარმაზარ ლექსს ამბობს:


მეექვსე ტურის ყველა მონაწილის ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ nichieri.bog.ge-ს გალერეაში. აუცილებლად იხილეთ და გაიცანით ახალი ტალანტები, სუპერფინალში მათი მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ხმებით ხდება.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტნიჭიერში მონაწილეობა თქვენც შეგიძლიათ. თუ თვლით, რომ ნიჭიერი ხართ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ გჭირდებათ – ჩაწერეთ ვიდეო, ატვირთეთ ის ინტერნეტნიჭიერის ვებგვერდზე და დაელოდეთ ოთხშაბათს, როდესაც ვიდეო მომდევნო ტურის გალერეაში მოხვდება. გამარჯვებულებისთვის საქართველოს ბანკმა დაუვიწყარი პრიზები დააწესა! [წესებისა და პრიზების სანახავად დაწკაპეთ ამ ლინკზე.]

ინტერნეტნიჭიერი - აქ თქვენი ნიჭი დაფასდება!

17 April

კვირის საუკეთესო კომენტარები 2

გავიდა კიდევ ერთი კვირა და გთავაზობთ ამ კვირის მანძილზე დაგროვილი საუკეთესო კომენტარების ნაკრებს. ამჯერად, დაპირებისამებრ, პოსტში შესულია “ნიჭიერის facebook”-ის კომენტარებიც. პირველი შთაბეჭდილებები სწორედ იქ იწერება, რადგან გადაცემის პარალელურად მიმდინარეობს მსჯელობა და აზრების გაზიარება.

ნიჭიერის ყურება გაცილებით სახალისო და თან საინტერესო ხდება, როდესაც თვალს ადევნებ გამოხმაურებას. როგორც წესი, ჩვენს გვერდზე, მხოლოდ “ნიჭიერის” პოსტები ჩანს, თუმცა როდესაც ეთერში ნიჭიერია, ვცვლით და მთავრ გვერდზე ჩანს ყველა გამოხმაურება, რასაც მაყურებელი wall-ზე გვიპოსტავს. რიცხვი იმდენად დიდია, ამ პოსტში “wall post”-ები ვერ მოხვდა, თუმცა შემდეგი პოსტისთვის ისინიც დაემატება.

ახლა, უშულოდ კომენტარებზე გადავიდეთ, რომელთაგან ზოგი ფეისბუქიდან რის, ზოგიც ბლოგიდან : )

“ჯუნგლები”

პატარა “ჯუნგლებს” და ტყვეობაში მყოფ აჭარელს,  სამშობლოში, ამაზონში დაბრუნება ურჩიეს, ზოგიც ჟიურის დაეთანხმა:


Zezva Liluashvili - წადით შვილებო ამაზონში, აქ რა გინდათ : ))

Oto Davitashvili – აჭარელი გოგო წესით და რიგით არ უნდა გადასულიყო აბორიგენების მხარეზე! :D :D

Gio Silagadze – არ მომეწონა ეს ნომერი, მეც არას ვიტყოდი.

მათე ხიდაშელი

მათე  ლუკა ყარმაზანაშვილს შეადარეს, ბევრმ კრიტიკული თვალით შეხედა, ბევრს კი მისი შეყვრებულობის ამბავმა გული მოულბო! ამასთანავე, არ გამორჩენიათ, რომ ვანო ბოლო ქასთინგზე შედარებით მკაცრად არჩევდა მონაწილეებს:

Mari Danelia – ვანოსავით მეც უფრო კრიტიკული გავხდი რაღაც :)

Qristine Chaava- ყველაფერი თვითონ ისწავლა ბავშვმა და რაც შეეძლო გააკეთა : ))) რა თქმა უნდა, სჭირდება ქორეოგრაფი, მაგრამ აქ თავისი ნიჭი გამოავლინა და ქორეოგრაფიას მერე გამოავლენს :D მათე <3

სიყვარულის მოამაგე

ამ ბავშვამა იცის, რომ სიყვარული დაფრინავს და არ დადის, მაგრამ ამის მიუხედავად, მან მფრინავი სიყვარულის აცეკვება შეძლო…

თამუნა გორგოძე

მეექვსე გადაცემის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეს, თამუნა გორგოძეს მის ამბიციურობაც უწოდეს და მეგა ვარსკვლავობის გეგმებიც დაუსახეს:

NeliKo Sirbiladze- მის ამბიციურობა 2011! :D

Inga Nadiradze- მაგის დისკს პირველი მე ვყიდულობ, უარი არ მითხრათ! :D

ნინო ძოწენიძე- მინდა გითხრათ რომ თამუნა გორგოძე უსამართლოდ დაიჩაგრა ამ შოუში (ისევე როგორც მე ვიჩაგრებოდი სხვადასხვა კონკურსებზე), მაგრამ ის მაინც მიაღწევს თავისას და ჩემზე არანაკლები ვარსკვლავი გახდება (ისევე როგორც მე)!

ნიკა და ქეთი

ნიკა და ქეთი ბოლო ქასთინგის ერთ-ერთი ფავორიტი მონაწილეები იყვნენ. მათ სურათს ფეისბუქზე 400-ზე მეტი ლაიქი და 200-მდე კომენტარი მოჰყვა. ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან კარგად ცეკვავენ:)

Mari Danelia- ძალიან საყვარელი “ჩა ჩა ჩა” იყო :)) კარგი სინქრონი იყო, ლაპარაკშიც კი! :)))

ირაკლი სარალიძე

მეორე სეზონის ყველაზე წარმატებულმა ილუზიონისტმაც კარგი გამოხმაურება მოიპოვა:

Giorgi Gvarishvili-  ამ ახალგაზრდა ყმაწვილმა ძალიან მრავალფეროვანი, საოცრად ეფექტური და დიდი ნიჭი აჩვენა…პლუს ამას მას იუმორის ნიჭიც აქვს…ეს კარგად ჩანდა დასაწყისში სკამებზე…

Ani Mgebrishvili – სცენაზე რომ გამოვიდა აბსოლუტურად შეიცვალა. ვერ ვიფიქრებდი, რომ 5 წუთის წინ ასეთი დაბნეული იყო, არ მეგონა. ორიგინალური იყო

Agasyan Liana-  YOU ARE SO SWEEETTT Big Boy…COOL PRESENTATION IN STAGE !!! WELL DONE.

ნინი ნუცუბიძე

ნინი ნუცუბიძე და თავისთავად, მისი დაც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კომენტარებში: ))

Kristina Zarginava - კარგი იყო. ასეთ ძნელად სამღერ სიმღერას საკმაოდ კარგად გაართვა თავი.

Natalia Oqropiridze – რაა მაგარი გოგოა ეს. როგორი თამამი და როგორი ლამაზი დაიკო ყავს :))

თათ-  ნიჭიერი ბავშვიაა მართლა ,უბრალოდ მუშაობა სჭირდებაა რომ დაიხვეწოოოს.. ისეე და უფრო მომეწონაა :D რა ლამაზიააა

ჯუმბერ ნოზაძე

ჯუმბერ ნოზაძესთან დაკავშირებით ძირითადად “რა საყვარელი ბაბუაა” ტიპის კომენტარები იწერებოდა. ზოგმა ის სანტასაც მიამსგავსა!

Nincho Pircxalava – santaaaaaaaaaaaaaaaa ♥

Naat Gratiashvili – როგორ ვიხალისე ამის გმოსვლით :D მის ცოლს არ მოუწევდა ფანჯრიდან გადახტომ, ნახევარფინალში ერთად მოვლენ! :))

ჯგუფი “წმინდა გიორგი”

Ia Kochiashvili - ჩემი აზრით, ეს შეუდარებელი ნომერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მართლა ნიჭიერი ადამიანი ვნახეთ და ძალიან ბევრი მართლა ამაღელვებელი მომენტი იყო…

lfm - გენიალური ნომერი. ვაფასებ თქვენს შრომას. უდიდეს საქმეს აკეთებთ საქართველოს მომავლისთვის.

Mari’s got talent- იუფ,დამაჟრიალა :)) ბოლო სერიაში ეს რომ არ ყოფილიყო, ისე დიდი არაფერი იქნებოდა :)) ჰაერში ვამბობ კის :))

კვირის ერთ-ერთი აქტუალური თემა  ვიდეოების სრული ვერსიების მოთხოვნა იყო.. ინტერნეტში ჩვენს მკითხველებს ექსკლუზიურად  ვთავაზობთ ხოლმე სრულ ვერსიებს, თუმცა არც ერთი მათგანი არ ყოფილა “yes block”-დან. ვფიქრობთ, ეს არათანაბარ პირობებში ჩაყენებაა დანარჩენ მონაწილეებთან მიმართებაში. ან არც ერთის არ უნდა დავდოთ, ან კიდევ ყველასი- რაც შეუძლებელია :) ამიტომ, რაც არ უნდა დიდი მოთხოვნა იყოს (და რაც ყველაზე სამწუხაროა, ერთი და იგივე ადამიანების მიერ და არა ზოგადად, საზოგადოების), თავს ვიკავებთ მათი ვიდეოების დადებისაგან.
რა თქმა უნდა, გვესმის მონაწილეების და მათი ახლობლების, რომლებიც ეთერში ცოტა ხნით მოხვნდნენ (და ასეთია პროექტის ფორმატი, არავის ბრალი არ არის. როდესაც მოდიან მონაწილეები, არავითარი წინასწარი შეთანხმება არ არსებობს 5 წუთით აჩვენებენ ეთერში, თუ 5 წამით), თუმცა ნეიტრალური მკითხველების უმრავლესობა კარგად აცნობიერებს ამ ვითარებას:

ვოი-ნიჩა - კარგი რა ხალხნო. ყველა მონაწილის ნამგერი და ნაცეკვი ჩამოჭრილია. ჯერ ყველაფერი წინააა. კარგი ყოველთვის ჩანს და არც არსად დაიმალება. ნახევარი სწუთიც რო აჩვენონ ძალიან მაგარს და გამორჩეულს ეგრევე შეამჩნევ

უჩინმაჩინი – შოუ უნდა ჩაეტიათ დროში და ყველაფერი ვერ აჩვენეს. მთავარი იწყება ნახევარფინალიდან.

ასეთი იყო ამ კვირის მონაწილეების ირგვლივ მსჯელობა და შეფასებები! ხვალიდან “ახალი ერა” იწყება “ნიჭიერში” :) ამჯერად ყველა ისეთ მონაწილეს ვნახავთ, რომლებიც უკვე არაერთხელ განვიხილეთ და ჯერი ჟიურიზეა- მათ უნდა აარჩიონ 50 ნახევარფინალისტი, რომლებსაც ვიხილავთ ლაივ შოუებზე! იქნება ისეთი კადრებიც, რომლებიც არ გვინახავს…

ბლოგს რაც შეეხება,  ცოტა ხანში ყველა მონაწილის სურათი, რომელმაც ჟიურისგნ შემდეგ ტურში გადამსვლელი “კი”- ები დაიმსახურა, დაიდება ბლოგზე და ერთად გავაკეთებთ პროგნოზებს : )