2 May

დღეს ნიჭიერის დღეა!

დადგა დღე, როდესაც ყველაზე გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება იმ მონაწილეებისთვის, ვინც ნახევარფინალისტობა მოიპოვა! დღეს პირველი ათეული წარსდგება ჟიურისა და მაყურებლის წინაშე. გავიგებთ ვინ გახდება ხალხის რჩეული და ვის აირჩევს ჟიური. თქვენი ხმები ახლა გადამწყვეტია მათთვის, ვისაც გულშემატკივრობთ…

ვიდრე მოვა საღამოს 10 საათი, ნიჭიერის დრო, თვალი გადაავლეთ პირველი ნახევარფინალის ათეულის ქასთინგების ვიდეოებს:

დრამის ბიჭები – 91001

ბახვა წერედიანი – 91002

ანა და თემო – 91003

თათია დონაძე- 91005

ნატალი ვეფხვაძე – 91006

Water Lilly – 91007

ჰერელი გოგონები – 91008

ნიცა ყიფიანი – 91009

Acro Style- 91010

P.s. ვანო და გეგა “დილა მშვიდობისა საქართველო”-ს ეთერში დღევანდელი ნახევარფინალის შესახებ: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=02-05-2011%2009:35

1 May

Acro Style- 91010

“Acro Style” 2006 წელს ჩამოყალიბდა და თავიდან მხოლოდ 5 წევრისგან შედგებოდა. შექმნის მიზეზი ანტალიიდან სამსახურის შემოთავაზება იყო- იქაური ფირმა აკრობატულ კოლექტივს ეძებდა.

დროთა განმავლობაში, ახალი წევრები ემატებოდნენ და ნომრების სიძლიერე უფრო და უფრო იზრდებოდა. 2007 წელს გარკვეული მიზეზების გამო დაიშალა ჯგუფი, მხოლოდ 3 წევრი დარჩა, მაგრამ ხელმძღვანელმა განაგრძო ამ სფეროს წარმომადგენლების მოძებნა. სწორედ ამ პერიოდში შედგა ახალი შემადგენლობა.

თურქეთში 5 წლის მანძილზე პოპულარობაც მოიპოვეს და მათი შოუ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იყო!

“ნიჭიერში” საქართველოში აკრობატული შოუს პოპულარიზაციის მიზნით მოვიდნენ და იმედი აქვთ, რომ მათი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის.

ნახევარფინალში გაზრდილი შემადგენლობით გამოდიან, გოგონებიც იქნებიან შოუში ამჯერად. სანახაობრივ და ურთულეს ნომერს პირდებიან გულშემატკივარს!

მხარი დაუჭირეთ Acro Style_ს, დარეკეთ ნომერზე 91010 და დაეხმარეთ მათ ფინალისტობის მოპოვებაში!

1 May

ნიცა ყიფიანი- 91009

ნიცა პატარა ასაკის მიუხედავად ძალიან დატვირთული რეჟიმით ცხოვრობს და აქტიურია. გარდა ცეკვის იმ ჟანრისა, რომლითაც ნიჭიერში გამოვიდა, ქართულ ცეკვასაც სწავლობს.

ცეკვში ბევრ წარმატებას მიაღწია. ყოველ წელს მონაწილეობს სპორტული და თანამედროვე ცეკვების ჩემპიონატში. მისმა წარმატებებმა განაპირობეს სწორედ “ნიჭიერში” მონაწილეობა.

ძალიან გახარებულია იმით, რომ მისი ცეკვა ჟიურის და მაყურებელს მოეწონა. ხალხისგან დიდ სითბოს გრძნობს და უნდა, რომ ნახევარფინალში მეტი სანახაობა აჩვენოს გულშემატკივარს და უკეთესადაც იცეკვოს. ამისთვის ბევრს შრომობს და მთელ დროს ვარჯიშში ატარებს!

უგულშემატკივრეთ ნიცას, დაურეკეთ ნომერზე 91009 და დაეხმარეთ გახდეს ფინალისტი!


1 May

ჰერელი გოგონები – 91008

“ჰერელი გოგონები” ქალაქ ლაგოდეხში, 2006 წელს შეიქმნა კულტურის ცენტრის ბაზაზე. ჯგუფი 6 წევრისგან შედგება და მათი რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანია, ძირითადი მიმართულებებია პოპი, ჯაზი, დისკო, ლათინო-ამერიკული, მსუბუქი როკი, ასევე ქართული კლასიკური ნაწარმოებები და მათი მოდერნიზირებული ვარიანტები. მათი რეპერტუარი  დაახლოებით 40 სიმღერას მოიცავს.

ჯგუფი,  დაარსებიდან ერთი წლის თავზე გახდა ცნობილი მშობლიურ ქალაქში. 2008 წლის ზაფხულში კი შავი ზღვისპირა ქალაქებში იმოგზაურეს, ჩაატარეს კონცერტები. მიწვეულები იყვნენ საზღვარგარეთ 2009 წლის დეკემბერში ქალაქ ბერლინში MTV-ს მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე “პატარა ვარსკვლავები”, სადაც ლაურეატის წოდება მიიღეს. 2010 წელს “Eurovisia junior”-შიც მონაწილეობდნენ, 2011 წელს კი გასტროლები პოლონეთსა და საბერძნეთში ჰქონდათ.

“ნიჭიერის” მეორე სეზონის ქასთინგების გამოცხადებისთანავე გადაწყვიტეს ბედი ეცადათ და უხარიათ, რომ წარმატებას მიაღწიეს. ნახევარფინალში ქასთინგისგან განსხვავებული სტილით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე და იმედი აქვთ, რომ მათ გულშემატკივარს მოეწონება!

მხარი დაუჭირეთ “ჰერელ გოგონებს” ნახევარფინალში, დაურეკეთ ნომერზე 91008!

რეპეტიციაზე

1 May

Water Lilly – 91007

ჯგუფი 2010 წლის ნოემბერში შეიქმნა ქალქ გორში. თავიდან ორნი იყვნენ, თუმცა ნელ-ნელა შემოიმატეს წევრები და საბოლოოდ, “ნიჭიერში” 5 მუსიკოსის შემადგენლობით მოვიდნენ. მათგან მხოლოდ ორს აქვს  პროფესიონალური მუსიკალური განათლება, დანარჩენები მოყვარულები არიან. ყურადღება განსხვავებული ჩაცმულობით და სტილით მიიპყრეს. ჟანრიც, რომელშიც ისინი მუშაობენ, არც ისე პოპულარულია, თუმცა მათ ძალიან მოსწონთ და აპირებენ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი  რამ შექმნან.

მიუხედავად, რომ არც ისე დიდი ხანია ჯგუფი არსებობს, საკმაოდ ბევრი, 15-მდე სიმღერა აქვთ დაწერილი და ნელ-ნელა ამდიდრებენ რეპერტუარს. მათ არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა სხვადასხვა ადგილობრივ კონცერტებსა და ღონისძიებებში. ხელმძღვანელი არ ჰყავთ და თავისით მეცადინეობენ, უნდათ მეტად დაიხვეწონ და  ნახევარფინალში საკუთარი სიმღერა კარგად შეასრულონ.

უგულშემატკივრეთ მათ, დაურეკეთ ნომერზე 91007!

Water Lilly რეპეტიციაზე

1 May

ნატალი ვეფხვაძე – 91006

ნატალი ვეფხვაძე პატარაობიდან მღერის, წლის და სამი თვის იყო, როცა ფაქტობრივად, ლაპარაკთან ერთად სიმღერა დაიწყო. ნატალის გამოსვლა ნიჭიერში ემოციურად მიიღო ყველამ, რადგან ფონად 9 აპრილის ცნობილი მოვლენები გასდევდა- მისი დედა, ბოლო წუთამდე მომიტინგეებთან ერთად იდგა  და სიმღერით ამხნევებდა მათ. ნატალის ნამღერი “საქართველო” ბევრისთვის ცრემლების მომგვრელი იყო.

მომღერლად მეტროსადგურებსა და ქუჩაში ჩამოყალიბდა- ეს იყო მათთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალება.

მოგვიანებით, როცა უკვე გაიზარდა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა საესტრადო ვოკალზე. საერთაშორისო კონკურსებშიც მიაღწია წარმატებას სომხეთში, ბულგარეთში, ესპანეთში და ა.შ.

ნიჭიერში გამოსვლის შემდეგ, მისთვის ბევრი რამ შეიცვალა, უფრო თავდაჯერებული გახდა, ახალი მეგობრებიც შეიძინა და მეტი მუშაობისთვის სტიმულიც მიეცა! იმ სიმღერაზე მუშაობა,რომლითაც მაყურებლის წინაშე ნახევარფინალში წარსდგება, იმ დღიდან დაიწყო, როცა გაიგო, რომ ნახევარფინალისტი გახდა და უნდა შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს.

უგულშემატკივრეთ ნატალის, დაურეკეთ ნომერზე 91006 !

ნატალი რეპეტიციაზე

1 May

თათია დონაძე – 91005

თათიამ ყველას გული მოიგო ქასთინგზე თავისი ლამაზი  და რთული ნომრით! მან სპორტული კარიერა 8 წლის ასაკში დაიწყო და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.

7 წლის მანძილზე იყო საქართველოს ნაკრების წევრი მხატვრულ ტანვარჯიშში და მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე. კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიკავა მე-7 ადგილი და გახდა ფინალისტიც.

2008 წელს “მის საქართველოში” მონაწილეობისას “მის ინტერნეტი”-ს, “მის ტალანტი”-ს და რადიო “ფორტუნას”  სიმპატიის ტიტულები მოიპოვა. “მის ტალანტი” ნიჭიერში სწორედ თავისი ტალანტის უფრო ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად მოვიდა  და წარმატებაც მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა მაგისტრატურაში სწავლობის ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე, თავისი საყვარელი საქმიანობისა და “მეორე პროფესიისთვის” შრომას არ იშურებს და ნახევარფინალში უფრო ლამაზ და სანახაობრივ ნომერს გვპირდება!

მხარი დაუჭირეთ თათია დონაძეს, დაეხმარეთ გახდეს ფინალისტი, დაურეკეთ ნომერზე 91005!

1 May

დავით დავითიანი- 91004

ძალოსანი დავით დავითიანი კრივის მასწავლებელია. 1985 წლიდან წრთვნის ბავშვებს ბავშვთა კრივის სკოლაში და თვითონაც დღემდე აქტიურად ვარჯიშობს. კრივის გარდა, კიგბოქსინგში, ჩინურ კრივში, სროლასა და სირბილშიც აქვს წარმატებები- კრივში საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ პირველ ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა,  კიგბოქსინგში ესენგეს თასის მფლობელიც გახლავთ, ჩინურ კრივში საქრთველოს ჩემპიონია, ტყვიის სოლაში პირველი თანრიგის მსროლელი, სირბილში კი ქალქ ფოთის პირველობაში 10 კილომენტრიან მონაკვეთზე მეორე ადგილი მოიპოვა. სპორტსმენი  თავისუფალ დროს ნადირობას და თევზაობას უთმობს, გარდა ამისა,  მისი ჰობია ხატვა და ნატურმორტებს ხატავს.

“ნიჭიერში” საკმაოდ უცნაური ნომრით წარსდგა, არავინ მოელოდა, თუ ქილას ცხვირით გაღუნავდა. ჩვენ ვკითხეთ, თუ საიდან დაებადა პირველად ამის გაკეთების იდეა და მოგვიყვა ისტორია- ჯარში ყოფნისას, ფილმ “კასკადიორის” ყურებისას, ერთ-ერთმა გმირმა ლუდის ქილით გააკეთა იგივე. საქართველოში იმ დროისათვის ასეთი ქილები არ არსებობდა, ამიტომ “აქაური” კონსერვის ქილით სცადა გამეორება, რომელიც ძალიან სქელი იყო. მას შემდეგ ხშირად იმეორებდა ამ ნომერს :)

უგულშემატკივრეთ დავით დავითიანს, დარეკეთ ნომერზე 91004!

1 May

თემო და ანა – 91003

თემოს და ანას წყვილმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ისინი თავიანთ ჟანრში, მეორე სეზონის ერთ-ერთი ფავორიტები არიან.

ანა 13 წლის არის, 9 წლიდან სწავლობს ცეკვას. თემო 15 წლის არის და უკვე 8 წელია ცეკვავს. წყვილში კი უკვე 2 წელია ერთად არიან და ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. კონკურსებიდან  წარმატებებით ბრუნდებიან, მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვეს: “კავკასიის თასი”-დან პირველი ადგილით დაბრუნდნენ, საქართველოს თასიც მოიგეს, ასევე სომხეთში, ერევანში ჩატარებული ტურნირიც წარმატებული იყო მათთვის, თუმცა როგორც თვითონ ამბობენ “ეს ყველაფერი  არ არის, ჩვენ კიდევ ბევრი გამარჯვება და წარმატება გველის წინ”. ერთ-ერთ დიდ წარმატებად კი სწორედ “ნიჭიერს” თვლიან.

ნიჭიერში მონაწილეობა მათმა მასწავლებელმა შესთავაზა და 1 თვე აქტიურად ემზადებოდნენ ამისთვის, ეს ნომერიც სპეციალურად მოამზადეს და შოუს ელემენტებით გააფორმეს.

ცეკვის გარდა ბევრი სხვა ჰობიც აქვთ- მუსიკა, ფორტეპიანოზე და გიტარაზე დაკვრა, მაგრამ: “ცეკვა მაინც ყველაფერს გვირჩევნია! ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ვიმედოვნებთ, რომ მასში ჩადებული შრომა უკვალოდ არ ჩაივლის და კიდევ არაერთ ულამაზეს წამს და წუთს გვაჩუქებს მომავალში”.

ნიჭიერის შემდეგ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ და ძალიან უხარიათ. დანარჩენ ნახევარფინალისტებსაც წარმატებას უსურვებენ!

დაურეკეთ თემოს და ანას ნომერზე 91003!

რეპეტიციაზე

1 May

ბახვა წერედიანი- 91002

ბახვა წერედიანი Stevie wonder-თან ერთად გაიცნო “ნიჭიერი”-ს მაყურებელმა. ის სპეციალობით დრამისა და კინოს მსახიობია და განათლება თეატრალურ უნივერსიტეტში მიიღო. გადაღებულიც არის რამდენიმე მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმში. გარდა ამისა, პარალელურად  დეკორატორადაც მუშაობდა. თუმცა, ყველაფერთან ერთად, ფიზიკური სამუშაოს შეთავსებაც უწევდა სხვადასხვა სამშენებლო ობიექტზე. ჰყავს მეუღლე და 2 წლის შვილი, ნიკოლოზი.
წერაც ძალიან უყვარს და “გიორგი გურჯი”-ს ფსევდონიმით პატარა წიგნიც გამოსცა სახელწოდებით “15 წელი”.

მარიონეტების სახელმწიფო თეატრში 2010 წლამდე იყო, იქიდან წამოსვლის შემდეგ, სცადა თვითონ გაეკეთებინა თოჯინები..  პირველი თოჯინა მევიოლინე ნიკოლო იყო, რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს თბილისის ქუჩებში…

ამჟამად მას საკუთარი სახელოსნო აქვს, სადაც ამზადებს მარიონეტებს. მისი მიზანია შექმნას კიდევ ერთი კარგი ქართული მარიონეტების თეატრი. შექმნილი ჰყავს უკვე 5 თოჯინა, რომელთაგან ორიც სპეციალურად ნიჭიერისთვის შეიქმნა და მაყურებლისთვის სიურპრიზი იქნება ნახევარფინალში!

უგულშემატკივრეთ ბახვა წერედიანს, დარეკეთ ნომერზე 91002!

რეპეტიციაზე

1 May

დრამის ბიჭები – 91001

ჯგუფი “დრამის ბიჭები” წელიწადნახევრის წინ ჩამოყალიბდა ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში. პირველი წარმატებაც სწორედ ბორჯომში მოიპოვეს. ერთ-ერთ კონცერტზე გამოსვლისას. მაყურებელი ძალიან დადებითად შეხვდა მათ და მას შემდეგ  გულშემატკივრობენ პატარებს.

გასულ წელს, მასწავლებელმა და მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვები მზად იყვნენ “ნიჭიერში” მონაწილეობის მისაღებად.ისინი ძალიან ბევრს შრომობენ. მიუხედავად იმისა, რომ პატარები და ცელქები არიან, მეცადინეობის დროს სრული სერიოზულობით ეკიდებიან საქმეს, კვირაში სამჯერ, 2 საათს უთმობენ ვარჯიშს და როდესაც კონცერტი აქვთ,  5 საათის განმავლობაშიც არ სწყინდებათ დაკვრა.

ყველაზე უმცროსი, 6 წლის არის, როგორც თვითონ თქვა “დანარჩენებზე ცელქი ვარ, ხშირად ვაბრაზებ ზაზა მასწავლებელს, მაგრამ მინც ვუყვარვარ”-ო : )

პატარა დრამერებს, ინსტრუმენტებზე დაკვრის გარდა ცეკვაც ეხერხებათ- ყველა მათგანი ქართული ცეკვის ანსამბლში ცეკვავს.

ნიჭიერის შემდეგ, განსაკუთრებით მოექცნენ ყურადღების ცენტრში. მშობლიურ ქალაქში ყველა სცნობს მათ, ეფერებიან და წარმატებას უსურვებენ ნახევარფინალში! გარდა ამისა, “ნიჭიერი” დიდი სტიმული იყო მათთვის და ხელმძღვანელიც  ამჩნევს, თუ როგორი დიდია  მათი მონდომება.

უგულშემატკივრეთ დრამის ბიჭებს, დაურეკეთ ნომერზე 91001 და დაეხმარეთ გახდნენ ფინალისტები!

"დრამის ბიჭები" რეპეტიციაზე

1 May

“საქართველოს ბანკის” ფავორიტი “ნიჭიერში”!

ხვალ “ნიჭიერის” პირველი ნახევარფინალია! 10 ნახევარფინალისტი ერთმანეთს ფინალში მოსახვედრად შეერკინება!

“საქართველოს ბანკი” ინტერნეტის მომხმარებლებს სურპრიზს სთავაზობს: წელს პირველად, ჟიურისა და ტელემაყურებლის რჩეულის გარდა, გამოვლინდება მესამე – გადაცემის წარმდგენის - “საქართველოს ბანკის” ფავორიტი!

ყოველ ორშაბათს გადაცემის 10 მონაწილიდან ”საქართველოს ბანკი” დაასახელებს თავის ერთ ფავორიტ ნახევარფინალისტს. ნახევარფინალების ხუთი გადაცემის შედეგად გამოვლენილი ხუთი ფავორიტიდან ერთი მოხვდება “ნიჭიერის” ფინალში!

ხმის მიცემა გაიმართება ორ ეტაპად:

  • I ეტაპი – ყოველ ორშაბათს, გადაცემის დასრულებისთანავე, “საქართველოს ბანკის” facebook-ის გვერდზე, ბანკის ფავორიტისთვის ხმის მიცემის 24 საათიანი პერიოდი დაიწყება.
  • II ეტაპი (ფინალური შეჯიბრი) – 1 ივნისს გაიმართება ფინალური 24 საათიანი შეჯიბრი ხუთი კვირის განმავლობაში ბანკის მიერ შერჩეულ 5 ფავორიტს შორის.

ხუთივე ფავორიტი ფინალურ შეჯიბრში ჩაერთვება I ეტაპზე მიღებული ხმებით. ამიტომ პირველი ეტაპის ხმის მიცემაში განსაკუთრებული აქტიურობა გმართებთ, რათა თქვენი რჩეული მეორე ეტაპში გარკვეული ხმების რაოდენობით დაწინაურდეს.

ფინალური შეჯიბრის ბოლოს დაგროვილი ხმები გადაწყვეტენ, ხუთი ფავორიტიდან რომელი მოხვდება “ნიჭიერის” ფინალში!

ხმის მიცემა შეუძლია “საქართველოს ბანკის facebook-ის გვერდში ყველა წევრს მხოლოდ ერთხელ.

ხმის მიცემის ყოველი ტური მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში.

ხვალ, გადაცემის დასრულებისთანავე “საქართველოს ბანკის” Facebook-ის გვერდზე პირველი ფავორიტი ნახევარფინალისტის შერჩევა დაიწყება!

30 April

ნიჭიერის ნახევარფინალები ფილარმონიაში!

ნიჭიერის პირველი ნახევარფინალი 2 დღეში, 2 მაისს, ორშაბათს იწყება და მას პირდაპირ ეთერში იხილავს მაყურებელი.  როგორც იცით, ქასთინგების მსგავსად, ნახევარფინალებს ცოცხალი აუდიტორია ესწრება, თუმცა ერთი განსხვავებით- უკვე ნაცნობ მონაწილეებს და ფავორიტებს ვხვდებით, ვგულშემატკივრობთ მათ და საუკეთესოთა შორის საუკეთესო ნომრებს ვნახულობთ!

პირველ სეზონზე, დარბაზის სივრცის სიმცირის გამო, მაყურებელს არ ჰქონდა დასწრების საშულება. წელს, გათვალისწინებულია თქვენი თხოვნა და სურვილი- ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს ნახევარფინალებსაც. შესამისად, ყველა მსურველს შეუძლია დასწრება! ბილეთების შეძენა  უკვე შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში 10-15 ლარად.

30 April

მეორე სეზონის ემოციური მომენტები

“ნიჭიერი”-ს სცენაზე ძალიან ბევრი ემოციური მომენტი გვაქვს ნანახი სეზონის მანძილზე. ეს ემოციები ზოგჯერ დადებითი იყო, ზოგჯერ უარყოფითი. იყო სიტუაციები, როცა დაძაბულობა პიკს აღწევდა, ზოგჯერ კი ცრემლების შეკავება უჭირდა ყველას…
ამ მომენტების ნაკრები ვიდეო:

29 April

მეორე სეზონის მარგალიტები

ქასთინგების მანძილზე, უამრავი სასაცილო მომენტი ახსოვს “ნიჭიერი”-ს მაყურებელს. გთავაზობთ ამ “მარგალიტების” ნაკრებ ვიდეოს, სადაც ჟიურისა და მონაწილეების სასაცილო სიტუაციები და ფრაზებია თავმოყრილი! : )

შემდეგ ვიდეოში სეზონის ყველაზე ემოციურ და ყველაზე დაძაბულ მომენტებს იხილავთ.