ნინო ხოშტარია ახალი სეზონის და ფავორიტების შესახებ
შემდეგი ცნობილი ადამიანი, რომელსაც აზრი ვკითხეთ ახალი სეზონის და მისი ფავორიტების შესახებ, რუსთავი2-ის ერთ-ერთი სახე, ნინო ხოშტარიაა:
“ნიჭიერს ყოველთვის ვუყურებ. არის პროექტები, რომლებიც მომწონს, მაგრამ შეიძლება ყოველთვის ვერ მოვახერხო ნახვა. ამ პროექტს კი ყველანაირი მხარდაჭერა აქვს – სადაც არ უნდა ვიყო, იქაც ყველა უყურებს.
პირველ სეზონზე მეგონა, რომ ამაზე უკეთესი აღარ იქნებოდა. მეორე სეზონის ყურების განმავლობაშიც ასე ვიფიქრე, მაგრამ ახლა, ვამბობ, რომ ეს სეზონი წინა ორზე უკეთესია, კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯია სატელევიზიო სივრცეში. მეგონა, რომ ასეთი მრავალფეროვნება აღარ იქნებოდა, რადგან შესაძლოა ამოწურულიყო რესურსი. ვფიქრობდი, რომ ცეკვას და სიმღერას მოჭარბებული რაოდენობით ვნახავდი, მაგრამ სრულიად განსხვავებული ვითარებაა.
შარშან ვიყავო Acro Style-ს გულშემატკივარი (თუმცა, ვანო ფიფია იყო ის ერთადერთი კანდიდატი, ვინც მათი არ მოგება გადამატანინა.) შეუძლებელია არ მოგეწონოს ამ აკრობატების ნომერი…აქედან გამომდინარე, აბსოლუტური სკეპტიციზმით ვიყავი განწყობილი აკრობატი გოგონების მიმართ. თან, გოგონები ცოტანი იყვნენ, ბიჭები კი – ბევრნი. ბიჭების რაოდენობის მიუხედავად, ახლაც მახსოვს ის პატარა ბიჭი, რომელიც ძალიან გამორჩეული იყო და საოცარ ტრიუკებს ასრულებდა. მოკლედ, იმდენად დიდი შთაბეჭდილება იყო, რომ კარგს არაფერს მოველოდი გოგონებისგან.
მათი ნომრის ნახვის შემდეგ კი, აკრო სტაილმა მაპატიოს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად აჯობეს მათ. იმიტომ, რომ სამმა გოგომ შეძლო შვიდი ბიჭისთვის ეჯობნა. მიყვარს ძლიერი ქალები! Acro Boom ის ნომერია და ის ჯგუფია, რომლის გამოც მეამაყება, რომ ნიჭიერი ჩემს არხზე გადის.
ქალური სიძლიერის მაგალითია ასევე ნატა შუაქრიშვილი. ეს ის შემთხვევა იყო, როცა რუსთაველის თეატრში მისული მთავარი მაშველი გაოგნებული იდგა. მის ნომერს ველოდები შემდეგ ტურში.
რაც შეეხება ანა ქაშიბაძეს, მისი დანახვა არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ორი წლის წინ, “ეკივოკის” კასტინგიდანვე ვიცოდი მისი შესაძლებლობები.
იმდენად პატარა იყო როცა ჩვენთან მოვიდა, დანახვისთანავე უარის თქმა გვინდოდა. რომ მოვეფერეთ და გავესაუბრეთ, ხმის ამოღებისთანავე მივეცით შანსი და გადავწყვიტეთ გამოგვეცადა. მაშინ ახსნა სიტყვა “ყავა”, თუმცა თვითონ “კავას” ეძახდა. ზე არტისტულია, ძალიან ემოციური და ჭკვიანია. ზუსტად ხვდება რა ამოცანა აქვს. ორი წლის მანძილზე, რაც მას ვიცნობ, ჩემი შთაბეჭდილება ასეთი იყო – “უყვარს ეკივოკი და ოცნებობს ნიჭიერზე!”. რომ ამბობდა თავისი სურვილის შესახებ, სულ ვეუბნებოდით, რომ გაიზრდები და მოხვდები ნიჭიერშიო, მაგრამ გაზრდის გარეშეც მოახერხა. რომ გავიგე ეს ამბავი, სანამ ვნახავდი, უკვე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მაყურებლის გაოცებას შეძლებდა.”
ჩვენი ბლოგი მადლობას უხდის ნინოს საინტერესო კომენტარისთვის და შთაბეჭდილების გაზიარებისთვის :)









ძალიან მიყვარხართ
ნიჭიერი ძალიან მიყვარს და ეკი ვოკი<3<3<3<3<3
სოპო ვარ ლამაზი
მიყვარხარ ანაააა
ძალიან მიყვარხარ ანი
მიყვარხარ ანა
ანნიი ძაან საყვარელი ხარ
ani miyush
ანი დზალიან მაგარი ბავსჰვი ხარ გენაცვალე შენ სიხ!
პრივეტ. როგორ ხართ? ანა ძალიან მაგარი ბავშვი ხარ. შენ გენაცვალე. მიყვარხარრ ანიი.
და ძაან საყვარელი ხარ……. მიყვარხარრრ………ანიიი
ani dzaan sayvareli xar miyvarxarrr. dzaliann……****************