ნინიკო კახაძე 0-900-100-110
ნინიკომ სიმღერა ბავშვობაში, 2-3 წლის ასაკში დაიწყო. ვოკალის პედაგოგთან არასოდეს უვლია, თუმცა ძალიან უნდა სიმღერა მომავალში პროფესიონალურ დონეზე ისწავლოს. ნიჭიერს პირველივე სეზონიდან უყურებდა და ძალიან უნდოდა პროექტში მოხვედრა, თუმცა მოსვლას ვერ ბედავდა. ეგონა, რომ დამოუკიდებლად ნასწავლი სიმღერა საკმარისი არ აღმოჩნდებოდა შოუში წარმატების მიღწევისთვის. ბათუმში პრეკასტინგზე, სადაც ”ნიჭიერის” პროდიუსერების გუნდი იყო ჩასული, ყველაზე ბოლოს მივიდა და თითქმის დამთავრებულ კასტინგს მიუსწრო. ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა, თუ არა სცენაზე თავი მოეწონებინა ჟიურისთვის და მაყურებლისთვის.
ნიჭიერის კასტინგებზე მოსვლა მას შემდეგ გაბედა, რაც გადაცემაში სხვა, მის მსგავსად, თვითნასწავლი მომღერლები ნახა.
სიმღერასთან ერთად, ფორტეპიანოზე უკრავს. მისი საყვარელი მომღერლები არიან კრისტინა აგილერა, ლარა ფაბიანი, სელინ დიონი და ვიტნი ჰიუსტონი, რომელიც, მისი აზრით, უკვდავია და ხალხს მუდამ ემახსოვრება.
ნახევარფინალში ბარბარა სტრეიზანდის რეპერტუარიდან შეგვისრულებს სიმღერას.
კასტინგის ვიდეო:
ვიდეო გულშემატკივრებისთვის:







ალბათ ახლა დაიწყება: რა უბედურებაა ამდენი მომღერალი,… ეს ჯეოსტარი არ არის,… სიმღერა ნიჭი არ არის… და ა.შ, მაგრამ ეს ბავშვი რო ფინალს მიღმა დარჩენილიყო, უბრალოდ უსამართლობა იქნებოდა…
მდაა : )) მაგრად დაჩაგრეს დრეამ ვალკერსიი : ))))))
გილოცავ… წარმატებები ფინალში…
http://www.youtube.com/watch?v=0VLjsKliwPA
ყოჩაღ ნინიკო,წარმატებებს გისურვებ!
სიმღEრა დიდი არაფერი უკეთEსი რო ქონოდა შევაფასებდი :დ წინა სიმღერა კარგი იყო ჩანდა ხმა და აქ არ ჩანდა :P
მიდი ნინიკო წარმატებებიიი.ისე ვიყავი ნიჭიერზე გაბრაზებულიიი რომ შენს გამო ვუყურეეეებ და გამეხარდა ძძალიან
http://www.youtube.com/watch?v=0rkyfFhkxZ8&feature=youtu.be
sauketeso xar bevrze nichieri