“ნიჭიერი” – ხვალ!
ხვალ 19 მარტია! ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან სამი თვის განმავლობაში, ორშაბათი, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში დიდად არავის უყვარს და დასვენების შემდეგ ბაღში (დიახ, ამ ასაკის მაყურებელიც გვყავს) სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში წასვლას ნიშნავს, ყველასთვის საყვარელი გახდება! : )
ახალი სეზონის პირველი გადაცემა ხვალ, ორშაბათს, ტრადიციულად 22:00 საათზე გავა ეთერში.
პროექტისთვის მზადება წინა სეზონის დამთავრებისთანავე დაიწყო. მთელი საქართველოს მოვლის შემდეგ, თბილისში, ჟიურის და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ კონკურსანტები, რომლებმაც ძალიან განსხვავებული, გამორჩეული და საინტერესო ნომრები წარმოადგინეს რუსთაველის თეატრის სცენაზე. უკვე ერთი თვეა საეთეროდ მზადდება პროექტი და ამ ორშაბათიდან გვექნება საშუალება რუსთავი2-ის ეთერში ყველაზე რეიტინგულ შოუს ვადევნოთ თვალ-ყური.
“ნიჭიერი” ახალი ტალანტებით, გამოცდილი ჟიურით და ქართული ტელესივრცის ყველაზე ენერგიული წამყვანებით ტელესივრცეს უბრუნდება.
ხვალ, მთელი დღის განმავლობაში ”Senate Club”-დან იქნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში. იქ მზადება ათი საათისთვის დილიდან დაიწყება და საღამოს, პროექტის გუნდი ჟიურის და სხვა სტუმრების გარემოცვაში ერთად უყურებს 2012 წლის სეზონის პირველ გადაცემას! თვალი გვადევნეთ როგორც რუსთავი2-ის ეთერში, ფეისბუქზე, ტვიტერზე და ბლოგზე.
შეატყობინეთ მეგობრებს, ინტერნეტ სივრცეს, მეზობლებს, კლასელებს, კურსელებს, ოჯახის წევრებს, შეყვარებულებს და უბრალო გამვლელებს – ხვალ “ნიჭიერი” იწყება!







დზაან მაგარია მიყვარხართ და ერთი სული მაქ როდის დაიწყება ნიჭიერი…
მიხარიააა <3<3<3 და ველი მოუთმენლად <3