ნატა შუაქრიშვილი – ცირკის გუმბათის ქვეშ
ნიჭიერის მესამე სეზონში ერთი-ერთი ყველაზე განსხვავებული ნომერი, საჰაერო აკრობატის – ნატა შუაქრიშვილის გამოსვლა იყო. როგორც გახსოვთ, აკრობატმა უარი თქვა დაზღვევის გამოყენებაზე და ამან მისი ლამაზ ნომერს დაძაბულობა შემატა. მეეჭვება ვინმე გულგრილი დარჩენილიყო ამ წარმოდგენისადმი.
როგორც ნატა ყვება, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 16 წლის ასაკში, ცირკში მივიდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ თავდაპირველად მისი განძრახვა ცხენებთან მუშაობა და მათთან ერთად ნომრებში მონაწილეობა იყო. ცირკშიც სწორედ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ეს ცხოველები ძალიან უყვარს. რამდენიმე ხანში მას ბაგირზე სიარულის სწავლა შესთავაზეს. ნატა დათანხმდა და რამდენიმე თვეში უკვე წარმოდგენებზე ამ ნომრით გამოდიოდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი, როგორ საჰაერო აკრობატის კარიერა.
მას შემდეგ, ნატა უკვე 20 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს. გამოსულია ძალიან ბევრ წარმოდგენაზე, შოუზე და შეჯიბრებაზე. არამხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. მას შემდეგ, რაც თბილისის ცირკი დაიხურა, რამდენიმე მოსწავლე ჰყავდა, ასევე ხელმძღვანელობდა სტუდიას. 2012 წლის დამდეგს კი, ახლადგახსნილი თბილისის ცირკის საახალწლო შოუში გამოვიდა. როგორც ნატა ამბობ, ცირკის გუმბათის ქვეშ მუშაობა მისთვის დიდი ადრენალინია და ეს ძალიან მოსწონს.
ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ პროფესიით ნატა ეკონომისტია. აკრობატიკა მისი ”ჰობია”. სწორედ მისი სიყვარულის გამო გადაწყვიტა ნატამ ნიჭიერში გამოსვლა. ნახევარფინალისთვის, აკრობატი უცხო, ძნელ და ძალიან ლამაზ გამოსვლას ამზადებს, თუმცა ნომრის დეტალებს ჯერ არ გაგანდობთ. ნატას 11 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც ძალიან უნდა დედასთან ერთად ნიჭიერში გამოსვლა.
გადავა თუ არა ნატა შუაქრიშვილი ნახევარფინალში და როგორ ნომერს წარმოადგენს ის სცენაზე, სულ რამდენიმე კვირაში გავარკვევთ. მანამდე, ვუსურვოთ მას დიდი წარმატება და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.









ფერხულის ვიდეო დამიდეთ ხალხნო რა იქნებაააააააააააა