12 April

ავთო ნაცარაშვილი- 9123

ავთო ნაცარაშვილმა შემოქმედების პირველი ნაბიჯები 17 წლის ასაკში გადადგა. სოფელში ცხოვრობდა და ბიძის აკუსტიკურ გიტარაზე ცდილობდა ესწავლა აკორდები. ამისთვის დახმარებას გარშემომყოფებს სთხოვდა. თუმცა მისი  შესაძლებლობების არავის სჯეროდა.

მისი შთაგონების წყარო Deep Purple  და The Beatles იყო. სწორედ Deep Purple-ს ერთ-ერთი კომპოზიციის მოსმენისას დაისახა მიზნად, რომ მას უნდა დაეკრა გიტარაზე და თუ ამ კომპოზიციის სწავლას ვერ შეძლებდა, პირობა დადო, რომ თითებს დაიჭრიდა!

ამ პირობის დადებისთანავე ავთო მეცადინეობას შეუდგა. დღეების მანძილზე იკეტებოდა სხვენში. აჰქონდა მხოლოდ წყალი და პური. წყალს ჯამში ასხამდა და როცა ძალიან გაუცხელდებოდა თითები დაკვრისგან, იქ იგრილებდა. ასეთი 24 საათიანი შრომით მიაღწია საბოლოოდ შედეგს! მას Blackmore-საც კი ეძახდნენ ამ ფაქტის შემდეგ.

ჰქონდა წარმატებები, თუმცა ყველა წარმატებას თითქოს თან უბედურება მოსდევდა…

მოსკოვში ავთომ მონაწილეობა მიიღო ცნობილ კონცერტში “როკი ტერორიზმის წინააღმდეგ”. ასევე ჰქონდა მოწვევა ჰოლივუდიდან, სადაც  ერთ-ერთი ფილმი უნდა გაეფორმებინა კომპოზიციებით, თუმცა სწორედ ამ დროს მამა გარდაეცვალა. ჰოლივუდში აღარ წავიდა, მამის გარდაცვალების გამო კი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა…დარჩნენ მხოლოდ ის და დედამისი. უფულობის  გამო თავისი ელექტროგიტარა გაყიდა, რის შემდეგაც უფრო გაუღრმავდა დეპრესია და ძალიან ცუდად იყო.

შემდეგ გამოჩნდა “ნიჭიერი”, სადაც მეგობრებმა ძალით მიაღებინეს მონაწილეობა…

მისი გამოსვლა ავთოს ძველმა მეგობარმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ნახა. მაშინვე შეუძინა ელექტროგიტარა და ჩამოუტანა. ასევე მან აუყვანა მოცეკვავეები ნახევარფინალისთვის განკუთვნილ ნომერში. როცა ეს კომპოზიცია დაწერა, რომელსაც დღეს ვიხილავთ, თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ცეკვით გაეფორმებინა, თუმცა ვერ ახერხებდა უფინანსობის გამო.

ავთოს დიდი იმედი აქვს, რომ მაყურებელს მოეწონება მისი კომპოზიცია, რომელიც ეთნო-როკის ჟანრშია გადაწყვეტილი…

მხარი დაუჭირეთ ავთო ნაცარაშვილს, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 9123. ერთდროულად 5 ხმის მისაცემად აკრიფეთ 91235.

ავთო ნაცარაშვილი რეპეტიციაზე

ავთო კასტინგზე:

კომენტარები

კომენტარი

Powered by Facebook Comments

კომენტარის დამატება

You must be logged in to post a comment.